პერესტროიკის პრარაბების მიერ საქართველოს დექართველიზაციის მოწმეებს ალბათ ესეც უნდა გვახსოვდეს. ზოგის აზრით სიმპატიურ დამნაშავეთა მიერ ჩადენილი დანაშაულიც უნდა იქცეს მართლმსაჯულების ობიექტად.
ომის მსხვერპლი გერმანელები. ამერიკელი ისტორიკოსი იხსენებს ცენტრალური ევროპის დეგერმანიზაციას 1945 წლის შემდეგ.
ეხლახანს ფრანგულად გამოიცა ამერიკელი ისტორიკოსი რ.მ. დუგლასის წიგნი "გაძევებულები, უცნობი ტრაღედია" .
რამდენი მოკლა სიცივემ, შიმშილმა თუ ცუდმა მოპყრობამ იმ დროს რაც რ.მ.დუგლასის თქმით იყო "მოსახლეობის უდიდესი გადასახლება კაცობრიობის ისტორიაში"? დაახლოებით 500 000 თუ 1 500 000 სხვადასხვა შეფასებათა მიხედვით.
დაიღუპა ბევრი ქალი და ბავში რომლებიც შეადგნდნენ ძირითად ნაწილს "ეთნიკური გერმანელებისა" რომელთაც უნდა დაეტოვებინათ რუმინეთი, უნგრეთი, იუგოსლავია, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია სადაც ისინი დამკვიდრდნენ მესამე რაიხის "კოლონიზაციის" პოლიტიკის ხელის შეწყობით.
ევროპული მეხსიერების შავი ხვრელი:
მესამე რაიხის დამხობის შემდეგ ახალმა სახელმწიფოებმა მოაწყვეს ეთნიკური წმენდა რომელიც გამოიხატა განთავისუფლებული ზონების დეგერმანიზაციაში ანუ დაახლოებით 13 მილიონი გერმანელის გარეკვაში.
ეს ბნელი საქმე დღემდე არის ტაბუ რომელიც დაამსხვრია ამ წიგნში რ.მ. დუგლასმა.
დოკუმენტთა მასაზე დაყრდნობით ამერიკელი სწავლული ავსებს ევროპული მეხსიერების ამ შავ ხვრელს.
გერმანელებიც მსხვერპლები იყვნენ. ავტორი, რომლის ნაშრომსაც მიესალმნენ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე გერმანიაში, არ უსვამს ხაზს სსელების მიერ მხოლოდ ებრაელობის ან პოლონელობის გამო დახოცილი ებრაელების და პოლონელების მარტვილობის ექვივალენტურობას.
მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკი საკინცენტრაციო ბანაკია.
სწორედ საკონცენტრაციო ბანაკებში დაამწყვდიეს ასობით ათასი ადამიანი სანამ მოხდებოდა მათი რეპატრიაცია გერმანიაში. და ეს რეპატრიაცია ხდებოდა საშინელ პირობებში.
ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულები უდანაშაულო გერმანელებს ძალიან ძვირად დაუჯდათ. ქალები რა თქმა უნდა მასიურად დააუპატიურეს.
ამერიკელი სწავლული ამბობს რომ იმდროინდელი ჰუმანიტარული ორგანიზაციები, მაგალითად საერთაშორისო წითელი ჯვარი აქტიურობდნენ მაგრამ პოლიტიკოსებმა თვალი დახუჭეს ამ საშინელებაზე.
გერმანელები და ამიტომ დამნაშავეები:
ჩეხი პრეზიდენტი ბენეშის თქმით ეს ძალადობა გარკვეულად "კათარზისული" იყო გერმანელები იმკიდნენ რაც დათესეს: ისინი დამნაშავეებად გადაიქცნენ უბრალოდ იმიტომ რომ გერმანელები იყვნენ. .
დუგლასის თქმით საშიშია იმის ფიქრი რომ სიმპატიური დამნაშავეების მიერ უსიმპატიო მსხვერპლთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ იმსახურებს გამოძიების და მართლმსაჯულების ობიექტად გადაქცევას. .
ის თავის მოსაზრებებს განავრცობს 1990-ან წლებში ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ დანაშაულებზეც.
მისი თქმით მოსახლეობის ყოველი გაძევება და იძულებითი გადასახლება დანაშაულია ადამიანობის წინააღმდეგ.
ამ აზრს ეკამათებიან იურისტები რომლებიც ამართლებენ მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით და ძალმომრეობით გარეკვას თუ კი თემების თანაარსებობა შეუძლებელი ხდება.
ეს წიგნი არის წვლილი რთულ კამათში რომელიც ეხება კონფლიქტს რომელიც შეიძლება ატყდეს სახელმწიფოში რომელიც ვერ ახერხებს მტრულად განწყობილ მოსახლეობათა თანაარსებობის უზრუნველყოფას.
ავტორის აზრით ასეთი კონფლიქტები არაა მხოლოდ წარსულში. ისინი ევროპაში შეიძლება ატყდეს მომავალშიც. განა ის ცდება?
//ფრანსუა პაოლის ეს ანოტაცია გამოქვეყნდა ფრანგული გაზეთი "ლე ფიგაროს" ლიტერატურულ დამატებაში 2012 წლის 4 ოქტომბერს.//.

No comments:
Post a Comment