10.08.2012

იდიოტი,რუსული შიზოფრენიის მწვერვალზე:


ქრისტეს გულისთვის ნეტარი წმინდა ანდრეი მეშჩოველი, 1876 წლის ტონოლითოგრაფია.

1744-1812, დაიბადა გლეხის ოჯახში, ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა განმარტოება. არ თამაშობდა ბავშვებთან ერთად. იყო მოკრძალებული და მდუმარე. დედას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სალოსის ცხოვრება. დადიოდა მეზობელ სოფლებში თითქმის შიშველი,პატარა ცულით და მათრახით. ხალხი მას გიჟად თვლიდა და აწყენინებდა და ცემდა ხოლმე. 35 წლის ასაკში ის გადავიდა მეშჩოვსკში სადაც ის შეიფარა ქვრივმა ე.სუხოვამ. რასაც აძლევდნენ ურიგებდა ღატაკებს. განსაკუთრებით ებრალებოდა დაპატიმრებულ ჯარისკაცებს. ბეჯითად ლოცულობდა და დადიოდა წმინდა გიორგის მონასტერში.
   
ჰქონდა განკურნების და ნათელხილვის ნიჭი.  სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ფრანგთა თავდასხმა.
                   
დაკრძალულია წმინდა გიორგის აღმოსავლეთ კოშკში თვითონ მის მიერ სერჩეულ ადგილას.
 
მეშჩოვსკის მცხოვრებნი პატივს მიაგებდნენ ნეტარის ხსოვნას. მის საფლავზე იხდიდნენ პანაშვიდებს. იქიდან იღებდნენ ქვიშას სხვადასხვა ავადმყოფობისგან და განსაკუთრებით ბავშვთა განსაკურნებლად.

1744, д. Овсянниково Мещовского у. Калужской пров. Московской губ.- 28.06.1812, г. Мещовск), юрод. Род. в крестьянской семье. С детства отличался любовью к уединению, не играл с детьми, был тих, кроток и молчалив. После смерти матери принял подвиг юродства. Странствовал по соседним деревням почти нагим, с топориком и плетью. От людей, считавших его безумным, терпел обиды, унижения и побои. В возрасте 35 лет А. М.

перебрался в Мещовск, где его приютила вдова Е. Сухова, в доме к-рой он и прожил до самой смерти. Все, что ему подавали, А. М. раздавал бедным, особо сочувствовал сидевшим в остроге солдатам. Был усердным молитвенником, любил посещать мещовский Георгиевский мон-рь. А. М. обладал даром исцеления и прозорливости, незадолго до своей кончины предсказал нашествие французов. Погребен в вост. башне Георгиевского мон-ря на выбранном им самим месте. Память блаженного чтилась жителями Мещовска, на его могиле служили панихиды, с нее брали песок для избавления от различных болезней, в особенности для исцеления детей.


1946 წელს გამოვიდა ფრანგი კინორეჟისორი ჟორჟ ლამპენის დოსტოევსკის "იდიოტის" ეკრანიზაცია. ჟერარ ფილიპი თამაშობდა თავად მიშკინს,ედვიჟ ფრეიერი ნასტასია ფილიპოვნას,მარგერიტ მორენო იყო გენერალშა,ეპანჩინა,ლიუსიან კოედელი-როგოჟინი,ჟან დებიუკური ტოცკი და სხვ.

რუსული მწერლობის კლასიკოსი დოსტოევსკის რომანი იდიოტი. შემძვრელი და შთამბეჭდავი ისტორია საწყალი თავადი მიშკინისა რომელიც დღესაც აღელვებს ადამიანებს.  გიჟებისთვის განკუთვნილი  შვეიცარული სანატორიუმიდან დაბრუნებისას თავადი მიშკინი ხვდება ახალგაზრდა ვაჭარ პართენ როგოჟინს რომელიც მას უყვება თუ რა ძლიერად უყვარს მას მდიდარი არისტოკრატის ყოფილი მეგობარი ნასტასია ფილიპოვნა. დაბრუნების შემდეგ თავადი ხვდება თავისი შორეული ნათესავის სახლში,გაიცნობს მის მეუღლეს და მათ ქალიშვილებს და მდივანს. თავად მიშკინზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაგიდაზე დადებული ნასტასია ფილიპოვნას პორტრეტი.
книге: “Идиот” – классика русской литературы, роман, в котором творческие принципы Федора Достоевского воплощаются в полной мере, а восхитительное владение сюжетом достигает истинного расцвета. Потрясающая и яркая история несчастного князя Мышкина, много раз поставленная на сцене и экранизированная, не перестает завораживать читателя.

Возвращаясь в Петербург из Швейцарского санатория для душевнобольных, князь Мышкин знакомится с молодым купцом Парфеном Рогожиным, который повествует ему о своей горячей любви к Настасье Филипповне, бывшей содержанке богатого дворянина. По приезду князь попадает в дом своей дальней родственницы, знакомится с ее супругом, их дочерьми и секретарем. Случайно замеченный на столе портрет Настасьи Филипповны производит на князя Мышкина сильное впечатление…

"ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისთვის...ჩვენ ვშრომობთ და ჩვენი ხელებით ვმუშაობთ. გვლანძღავენ-ვლოცავთ, გვდევნიან-ვითმენთ....
         
არამედ გწერდით თქვენ რომ არ იქონიოთ კავშირი იმათთან ვინც ძმად იწოდება,მაგრამ რჩება მეძავი,ან ანგარი,ან კერპთაყვანისმცემელი,ან მაგინებელი,ან ლოთი,ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ,,, რატომ გავასამართლო გარეშეები განა თქვენ შინაურებს არ ასამართლებთ გარეშეებს ღმერთი გაასამართლებს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან./
 
გვლანძღავენ-ვლოცულობთ და გავხდით ნაგავი ქვეყნიერებისთვის,ყოველის ნარჩენი აქამდე //მოციქულ პავლეს პირველი წერილი კორინთელთა მიმართ//.
               
პავლე ქრისტიანულ სიბრძნეს//სოფიას// აფუძნებს წუთისოფლის უგონობაზე
         
8. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.
22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.
25. რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.
26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,

პავლეს ეპისტოლენი
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი პირველი
---------------------------------------------------


მოღვაწეებით მდიდარ ეკლესიაში მრავალია ქრისტეს გულისთვის სალოსი.
სალოსობა,იუროდსტვო, თანამედროვე რუსულ ენაზე შეიძლება ითარგმნოს როგორც სისულელე, სიგიჟე. გარეგნული კეთილგონიერების ნიღბის მოშორებით და ცრუ სიგიჟით ან უზრდელობით ქრისტეს გულისთვის სალოსები ამხელდნენ მათი თანამედროვე საზოგადოების გულგრილობას რწმენის საკითხების მიმართ ამ მის ფარისევლობას. დიდად თავმდაბალნი,ისინი არ ეძებდნენ ამაო ადამიანურ დიდებას. ისინი არ ახდენდნენ ცრუ სასწაულებს ავადმყოფთა განკურნებით. ისინი უთანაგრძნობდნენ ავადმოყოფებს და ამიტომ მკურნალობდნენ მათ. მომავლის მხედველნი,ისინი ცდილობდნენ რომ ადამიანებს გაეცნობიერებინათ მათი ცოდვილობა ღმერთის წინაშე. მოსკოვმა 2005 წელს გამოსცა წიგნი "ცრუ სიგიჟით სამყაროს სიგიჟის მამხილებელნი". 

ჟერარ ფილიპის თავადი მიშკინი

(Православной Церкви, богатой своими подвижниками, имеется целый сонм юродивых Христа ради.Слово "юродство" можно перевести на современный русский язык как глупость, безумие. Сменив маску внешнего благоприличия на мнимое безумство и невоспитанность, юродивые ради Христа обличали равнодушие к вере или фарисейство современного им общества. Глубоко смиренные, они не искали суетной человеческой славы. Они не творили ложных чудес: исцеляя людские недуги, они делали это из сострадания к больным; прозревая будущее, стремились привести грешников к сознанию своей греховности пред Богом. Впервые собранные воедино жизнеописания блаженных матушек - от святой Ксении Петербургской до Любушки Сусанинской - открывают перед читателем одну из страниц женской святости. Через бурный наш век - от вольнодумного общества старой России, сквозь лихолетье революции, горе войн, трудности советского богоотступничества до возрожденной в вере России наших дней - проходят блаженные матушки, неся любовь и утешение, проповедуя своей жизнью милосердие Божие о людях Своих. ("Безумием мнимым безумие мира обличившие", Москва, 2005г)

დეკანოზი ანდრია კემულარია

- სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღმრთის სადიდებელად და საკუთარი ცოდვილობისა და ვნებულობის დასაძლევად ნებით იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა როგორც სულელი. ასეთი ცხოვრებით ადამიანი ებრძვის ამპარტავნებას, რომელიც არის ცოდვათა დედა. სარწმუნოების და სულიერი წარმატებისდა მიხედვით ასეთ ადამიანს ღმრთისაგან შეიძლება მიემადლოს სხვადასხვა ნიჭი სულიწმიდისა. სალოსები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ, კურნავდნენ. ძალიან ხშირად ისინი თავისი თითქოსდა სულელური ქცევით ამხელდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა. 

სალოსური ღვაწლი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უმძიმესად. ადამიანებს გვაქვს რაღაც წარმოდგენები საკუთარ ღირსებაზე, პრეტენზია საზოგადოებაში რაღაც ადგილზე. ამ ადამიანური „ღირსების“ დაცვაში ჩვენ ხშირად შეურაცხვყოფთ ნამდვილ ღირსებას ადამიანისა - ღმრთის ხატებას. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ ღირსებაზე, რათა სიწმიდეში დაიცვას მთავარი - ხატება ღმრთისა.

უნდა ითქვას, რომ ეკლესია ძალიან ფრთხილად ეკიდება სალოსობას, რადგან მისით შესაძლოა არათუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს, ხიბლში ჩავარდეს „მოღვაწე“ და საბოლოოდ დაიღუპოს. დღესაც შეიძლება შეგვხდნენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. მათთან ურთიერთობისას, ვინც ტვირთულობს სალოსობის ღვაწლს, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა ერთ-ერთი მოხიბლულის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანთან, რათა არც თვითონ შევცდეთ და არც სხვას ვექცეთ დაღუპვის საშუალებად
________________________________________________________________________________

მართლმადიდებელი ეკლესია მამათა ბერძნული გავლენით ერთგვარ სიბრძნედ თვლის  "წმინდა იდიოტობას" //იუროდსტვო, სალოსობა//.
       
სიგიჟის ნიღაბი იცავს მართალს ძლიერთა რისხვისგან და იძლევა რეალურობაზე და რაციონალურობაზე პრეტენზიის მქონე სამყაროს ილუზიათა მხილების საშუალებას.
           
ძველი და განსაკუთრებით ახალი აღთქმის ზოგი პასაჟი  ადასტურებს მონახიზმის ამ განსაკუთრებულ გამოვლინებას.
       
pic
ჟერერ ფილიპი, ედვიგ ფელერი,
იდიოტი
რუსულ ენაში ბევრი სიტყვა აღნიშნავს სიგიჟეს. მაგრამ მნიშვნელოვანია ლიტურგიულ ენაში შესული სიტყვები "ბოჟევოლია" და "ბოჟევოლნი".
       
სიგიჟე უნდა მომდინარეობდეს ღმერთის //ბოჟე// ნებიდან // ვოლია//.
         
ღმერთს სურს ადამიანის განთავისუფლება წუთისოფლის სიმძიმისგან.
       
ნეტარი  სალოსი იუროდივი ქადაგებს სრულ მინდობას ღმერთისადმი და ასე უარყოფს სამყაროს გამრყვნელ მატერიალურობას რომლის სიმბოლოცაა ფულის ყველგანმყოფი ძალა.
             
მას ურჩევნია დაადგეს გზას რომელზეც მას ღმერთი აყენებს ყოველ დღე და ამ გზაზე მტკივნეული და ტანჯვით, ისევე როგორც ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიხარულით და მიდრეკილებით სიარული ვინაიდან  სასუფეველი ცათა ეკუთვნით სულით ღარიბთ //მათე 5.3//.
                 
გახლეჩილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის:    
რუსული ლიტერატურა ღრმადაა ფესვგადგმული მართლმადიდებლობაში. ის თითქოს დიდადაა მოხიბლულ-მოჯადოებული იმ ფორმებით რისი მიღებაც შეუძლია სიგიჟეს და ექსცესები და უზომობა როგორც თვალშისაცემ გაზვიადებაში ისე მინიმალისტურ თავდამბლობაში ძალიან ხშირია უდიდეს რუსულ ნაწარმოებებში.
          
პოეტი ალექსანდრ ბლოკი //1880-1921// ამბობს :"სიგიჟის ნოტა მსჭვალავს მე-19 საუკუნის მთელ რუსულ ლიტერატურას  და ბოლოს და ბოლოს ხდება გამაყრუებელი და გულის გამხეთქი ვინაიდან მწერალი მისი მეშვეობით გამოხატავს როგორც თავისი ისე სამყაროს სიგიჟეს".
       
პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენევი,გონჩაროვი, ტოლსტოი, გარშინი,
ჩეხოვი, ანდრეევი, ლესკოვი, ბულგაკოვი, ბელი, ნაბოკოვი, ზინოვიევი, სოლჟენიცინი,
ულიცკაია და სხვები იძულებეულები არიან ილაპარაკონ სიგიჟეზე.
         
და მართლაც. ტერიტორიის უზომობა,მოსახლეობათა მრავალფეროვნება,აბსურდულობა და უკურნებელი უსამართლობა რომლებიც ახასიათებს საზოგადოებას ბუნებრივად ქმნიან მუდმივ შთაბეჭდილებას რომ რეჟიმების ცვლის მიუხედავად, მაშინაც კი როდესაც თითქოს ყველაფერი მუდამ იცვლება, სინამდვილეში არაფერია ახალი რუსეთში.
       
ამან დააწერინა ნიკოლაი ნეკრასოვს //1821-1878// მისი დაუმთავრებელი ეპოპეა "ვისთვისაა კარგი ცხოვრება რუსეთში?" //1877//.
             
რუსული სული დიდად ტანჯულია,როგორც ეს უკვე დაწერა ეჟენ-მელქიორ ვოგუემ // Eugène-Melchior de Vogüe,1848-1910,La Psychologie des romanciers russes du XIX siécle,Ossip Lourie,éd.Félix Alcan,1905//  გასულ საუკუნეში,ვინაიდან ის  გახლეჩილია თანამედროვე და ლიბერალურ დასავლეთსა //სანკტ-პეტერბურგი// და ტრადიულ და კონსერვატულ აღმოსავლეთს //მოსკოვი// შორის.ჩრდილოეთის ტრამალებს და აზიურ უდაბნოებს შორის.
         
ამ ფარგლებში ფ.მ.დოსტოევსკი//1821-1881// მასში თავს უყრის "რუსული იდეის" ყველა წინააღმდეგობას, იმ იდეალურ ხატს რომელიც რუსეთი უნდა იყოს მაგრამ რომელიც ვერასდროს არის.
             
ეს იდეალური ხატი ყველამ თავისებურად განავითარეს მწერლებმა, ფილოსოფოსებმა, თეოლოგებმა და მივიდნენ გონების დაკარგვამდე
ვინაიდან რუსეთი მოუხელთებელია და მისი სიდიადე იკარგება მის სიძუნწე-წვრილმანობაში და მის კომპრომისებში. 
        
რუსეთმა საუკუნეების თუ ათასწლეულების მანძილზე იარაღად გამოსჭედა ძრწოლა-ტერორი და მომხიბლაობა-მომაჯადოებლობა. 
              
აქედანაა საზრუნავი რომელიც დოსტოევსკიმ ჩამოაყალიბა 1869 წელს:
"მსოფლიოს აჩვენოს მისთვის უცნობი რუსი ქრისტე რომლის პრინციპიც არის ჩვენს დედა მართლმადიდებლობაში".
         
დოსტოევსკის ნაწარმოებებში სიგიჟის ფიგურა მრავალნაირადაა წარმოდგენილი: თავისი ორეულის მდევარი გოლიადკინი,პროფესიული შეგნებით თავისი ქორწინების გამწირავი ვასია შუმკოვი, იათქკვეშეთში სულის დიდებაზე მეოცნებე და უხამსობა-უშვერობათა გამამრავლებელი კაცი,როდიონ რასკოლნიკოვი რომელიც დარწმუნებულია რომ ბებერი მევახშის ცულით მოკვლა მას ნაპოლეონად გადააქცევს,თამაშის დემონის მიერ ნაკბენი ალექსეი ივანოვიჩი.მომაჯადოებელი და ყინულივით ცივი სატირი სტავროგინი,
მონომანიაკი დოლგორუკი, ივან კარამაზოვი რომელიც დარწმუნებულია რომ ჩაიდინა დანაშაული რომელიც მას არ ჩაუდენია.,და ა.შ.
            
Идиот. Федор Достоевский

სიგიჟე როგორც წესი წარმოდგენილია დემონის გამოხატულებად.
     
ამას გარდა დოსტოევსკი უთავსდებს მართლმადიდებლურ მისტიკას და გიჟურად ბედავს თავადი მიშკინის წარმოდგენას. ერთგვარი ქრისტეს მსგავსი ეს პერსონაჟი აღწერილია როგორც  "ძირითადად კარგი ადამიანი". 
          
 დოსტოევსკი დიდად იყო დაინტერესებული სალოსი იუროდივების ცხოვრებით რათა  სამყაროს,წუთისოფლის თვალში საცემი სიგიჟის ფონზე ხაზი გაესვა ღმერთის ფარული სიბრძნისთვის.
                  
თეოლოგებმა ამიტომ დოსტოევკი ლამის ეკლესიის მამად გამოაცხადეს.
              
პარადოქსის კულტი და კულტურა, ასეთია იდიოტის "წმინდა სიგიჟე".
იდიოტ, რუსულად ასევე ნიშნავს იმას ვინც მოდის, მომავალს.  იესო ქრისტე, იეშუა ებრაულად ასევე ნიშნავს იმას ვინც მოდის, მომავალს.
             
მას კი მარადიული სიცოცხლისა და მამის მარჯვნივ ადგილის მოსაპოვებლად ჯვარცმა უნდა გადაეტანა.
              
ქრისტიანული თეოლოგიური სიტყვა არსებითად პარადოქსულია.ის გადააყირავებს წუთისოფლის ღირებულებებს  და შვილთან შეერთების გულისთვის მოითხოვს მამონას უარყოფას.
              
გონებას აღარა აქვს ადგილი რწმენის პირისპირ.  უბედურება გონებისგან
//1822//, დრამატურგ გრიბოედოვს //1795-1829// თავის პერსონაჟიც ჩამოჰყავს უცხოეთიდან. ის მოდის შვეიცარიიდან,მაგრამ მას შეიძულებენ და შეიზიზღებენ სწორედ მისი გონების გამო.
              
თავადი მიშკინის გულუბრყვილობა და უბრალოება,პირიქით,ართობს და ახალისებს მის გარემოცვას. 
              
მიშკინი ვერ ხვდება რომ თვალთმაქცი და პირფერი საზოგადოება მას დასცინის და ამასხარავებს.
       
გრიბოედოვის კომედია პასუხობს იდიოტის კარნავალურ სამყაროს.
               
ცხოვრება არის უზომო ნაღვლიანი სა სატირალი ფარსი.
                   
თავადი მიშკინის სიდებილე გამოიხატება "წმინდა ავადმყოფობაში", ეპილეფსიაში, რომელიც მას ექსტაზში აგდებს.
              
თავადი მიშკინის გვარში რუსულად ამოიცნობა სიტყვა თაგვი რაც გულისხმობს თავმდაბლობას.
          
თავადი მიშკინი თავის ირგვლივ აფრქვევს სიკეთეს,პატიებს ყველა შეურაცხყოფას,ეხმარება ცოდვილებს,ფლანგავს თავის ქონებას,მოკლედ ცხოვრობს როგორც თავისი რწმენის დამცველი რუსი მომლოცველი მოგზაური. ის ჰგავს ბავშვს.
               
მისი  უმანკოება და გულწრფელობა ამსხვრევს საზოგადოებრივ ღირებულებებს  რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას აქცევენ გაუთავებელ მასკარადად. 
    
"იდიოტი" //1868// არის რუსული ლიტერატურის ოქროს ხანის გამორჩეული რომანი რომელიც ეძღვნება სიგიჟეს. 
    
დოსტოევსკიმ ის დაწერა შვეიცარიაში ყოფნისას როდესაც მასზე გავლენას ახდენდა 1868 წელს მისი პირველი ქალიშვილის გარდაცვალება და გატაცება რულეტკით.
            
სიგიჟე მას დასდევს მთელ ევროპაში და და დოსტოევსკი ცდილობს წერით სიგიჟის მიერ მის ირგვლივ შექმნილი ქაოსის დალაგებას. 
         
იქ წარმოდგენილია გიჟების მთელი პალეტრა. 
            
გამოიკვეთება გიჟების ორი დიდი კატეგორია:             
გამორჩეულად პოზიტიური ღვთაებრივი სიგიჟე რომელიც ეფუძნება მისწრაფებას სიკეთისკენ რომელსაც ეხება მადლი.
      
არსით ნეგატიური  ბოროტმოქმედი დემონური სიგიჟე  რომელსაც ასვია კაენის დაღი.
       
არაა გასკვირი რომ მთელ რომანს პალიმფსესტად ახლავს იოანეს აპოკალიფსი. ვინაიდან დროთა დასასრული იქნება სიკეთის და ბოროტების ძალთა ბრძოლის მოწმე და განხორციელდება საწყის ქაოსში და უაზრობაში დაბრუნებაში. ხვედრის ირონია-დაცინვა  ზუსტად ეხამება უგნურებას.
               
სიგიჟის სამი ტიპი:
მთავარი გმირი მიშკინი ორეულს პოულობს ვაჭრის მოძალადე და ლოთ იმორალურ შვილ როგოჟინში. მისი გვარი აგებულია  გამორჩეულად დემონური ატრიბუტი რქის //რუსულად როგ// ხატზე. 
    
ორივეს უყვარს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი,ჭირვეული და გიჟი ქალი ნასტასია რომლის სახელიც ა-ს გამოკლებით შეიძლება ნიშნავდეს აღდგომას. 
       
მზეთუნახავი ნასტასია მერყობს სიკეთესკენ მისწრაფებასა და ბოროტებისკენ მიდრეკილებას შორის. ის გრძნობს რომ არაა თავადი მიშკინის ღირსი და მას მრავალჯერ ღალატობს როგოჟინთან ერთად. და როგოჟინი ბოლოს და ბოლოს კლავს ნასტასიას. 
             
ამგვარად აღწერილია სიგიჟის სამი სახეობა:  ხშირად დონ კიხოტთან შედარებული მიშკინის "წმინდა სიგიჟე"  რომელიც მიდის ქაოსამდე იმიტომ რომ ბოლო კრიზისის შემდეგ მიშკინი ვარდება გამოუსწორებელ იდიოტიაში. ნასტასია ფილიპოვნას მკვლელი სასიყვარული ჟინი და ყველაზე საშინელი ცოდვების სინთეზი როგოჟინი. 
      
ამ თვალსაზრისით სიმპტომატურია რომანის ბოლო სცენა-სამივე სიგიჟე ერთმანეთს ემთხვევა ყოველი პერსონაჟის მოსპობაში.
     
გიჟი რუსულ ლიტერატურაში,მაშ, არაა უბრალოდ უტვინო. ისაა ის ვინც შეცვალა რეჟიმი და ბოლომდე ცხოვრობს თავის საკუთარ რეალობაში. ის მთლიანად ახორციელებს იდიოტიის ძღვენს რომელიც მას უბიძგებს საკუთარი თავის უარყოფისკენ. 
             
მის სულს დააკმაყოფილებდა მხოლოდ უზომობა, ამიტომაა რომ შეუძლებელია დოსტოევსკის რომანების  შინაარსის მოკლედ გადმოცემა. არსში უხვადაა მადლი.

///ჩანართების გარდა დანიელ ს.ლაგრანჟის ამ შესანიშნავი წერილის წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში ლიტერატურული ჟურნალი.ის რაც იცის ლიტერატურამ სიგიჟის შესახებ// Magazine Littéraire, Ce que la littérature sait de la folie,2012 წლის ოქტომბერი//.

No comments: