10.07.2012

სიგიჟე კლასიკურ ბერძნურ ტრაღედიაში:

ბერძენი ავტორებისთვის  სიგიჟე არის დროებითი მდგომარეობა და ის ეხება საზოგადოდ პატივცემულ პიროვნებებს.

ბერძნული ტრაღედია არის სიგიჟის გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის სიგიჟეს ხედავს როგორც არასწორ, მცდარ ხედვას და არა ჭკუიდან გადასვლას.

სიგიჟის პირისპირ ბატონობს გაუგებრობა. თითქოს გონება უძლურია და არ შეუძლია მისი გაგება.

 სიგიჟე ხშირად აღქმულია როგორც უგონობა,გონის, გონების არქონა. და გიჟს იოლად უპირისპირებენ იმას ვინც არაა გიჟი,ნორმალურ ადამიანს.
     
ბერძნული ტრაღედია ხსნის გზას ამ გაუგებრობის დასაძლევად. წარმოუდგენლის გასააზრებლად ვინაიდან ის ფორმას აძლევს ჩვენთვის მოუხელთებელს, მას სცენაზე გამოჰყავს გიჟი, შეშლილი პერსონაჟები და ამას საოცრად აკეთებს.
       
სინამდვილეში ტრაღედიებში არაა  გიჟების პერსონაჟები, ტრაღედიებში  
           
არიან ღმერთების მოქმედების შედეგად დროებით გაგიჟებული პერსონაჟები. 
            
გიჟი არაა სხვა. გიჟი, სიგიჟე ვლინდება ყველაზე პატივცემულ გმირებში ,იმათში ვისაც ყველაზე მეტად სცემენ თაყვანს.             


ჩვენამდე მოაღწია სამმა მაგალითმა //აიაქსი სოფოკლეს ამავე სახელის პიესაში, ჰერაკლე, ევრიპიდეს პიესაში, და აგავე იგივე ევრიპიდეს ბაკქანტებში//.
                    
გადმოკარკლული, დაკარგული თვალები:
ტრაღიკული სიგიჟე,მაშ, წარმოდგება კრიზისის სახით. სამივე შემთხვევაში ის ერთნაირად ვითარდება. 
           
ათენა იქნება, ჰერა თუ დიონისე ღმერთების სიძულვილისგან წარმოდგება ლისაში, შმაგი სიგიჟის სულში პერსონიფიცირებული სიგიჟე, სიშმაგე, ჰერაკლეს პირისპირ. 
        
დაუყოვნებელი შედეგი გამოიხატება ფიზიკური გარდაქმნით,ერთგვარი მეტამორფოზით. 
           
ტექსტები ასე მოწმეთა მონათხრობებით გვიხატავენ გიჟის პორტრეტს რომელიც შემაშფროთებლად ემთხვევა იმავე ხანის მედიცინის მიერ ეპილეფსიის აღწერას.  ეს განსაკუთრებით ეხება პირიდან მომავალი დორბლის და გადმოკარკლული თვალების სიმპტომს.
           
სიგიჟის გარეგნული ნიშნები,მაშ,მოწმობენ პერსონაჟის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის შესახებ. 
            
ამ იოლად დასადგენი მდგომარეობის დროს აიაქსი, ჰერაკლე, აგავე ჩადიან მკვლელობებს რომლებსაც ნამდვილად არ ჩაიდენდნენ მათ ნორმალურ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მათი დემარში სრულებით გონიერი რჩება. 
          
ესაა გონიერი სიგიჟის მთელი პარადოქსი.
           
აიაქსს ჰგონია რომ ხოცავს აქეველ ბელადებს რომლებმაც მის მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნეს. 
           
ჰერაკლე დარწმუნებულია რომ კლავს თავის მოსისხლე მტერ ევრისთეოსს და მის შვილებს.
         
აგავე კი ფიქრობს რომ მან ბაკქიური ნადირობის დროს მოკლა ახალგაზრდა ლომი. 
              

ეს მოქმედებები სულაც არაა უტვინო და ისინი გამომდინარეობენ მკაცრი ლოღიკიდან. მაშ რა ხდება? 
    
ამის გასაგებად უნდა დავუბრუნდეთ გადმოკარკლული თვალების სიმპტომს. ესაა გადარეული, შეშლილი თვალები. მზერის ნორმალური ღერძის შეცვლით სიგიჟე თითქოს აფარებს საფარველს რომელიც ამახინჯებს ამ მზერის ობიექტებს.
          
ეს არაა ბრმა სიგიჟე, ესაა სიგიჟე რომელიც ცვლის სახეს იმისა რასაც გმირი უყურებს. 
         
ფიზიკური დამახინჯება და მენტალური სიმახინჯე პასუხობენ ერთმანეთს და იქმნება შთაბეჭდილება რომ მზერის გადაგვარებაა აზრის არევის მიზეზი.
    
გიჟი, მაშ, არ კარგავს არც გონებას და არც თავის უნარებს. ის უბრალოდ კარგავს თავისი გონების მიმართვის ობიექტის სწორად არჩევის უნარს. 
           
სიგიჟე სინამდვილის მახინჯი, არასწორი, მცდარი აღქმაა და არა გონების დაკარგვა. 
           
სიგიჟე ჰგავს ნიღაბს რომელიც მალავს სინამდვილის ნაწილს ამ სინამდვილის მთლიანად დამახინჯების გარეშე. 
       
აიაქსი აკეთებს იმას რაც უნდა გააკეთოს მაგრამ ის კარგად ვერ ხედავს სხეულებს რომლებსაც ურტყავს და ამიტომ მას ეშლება დარტყმის ობიექტი.
           
ბევრად უფრო საშინლად აკეთებენ იგივეს ჰერაკლე და აგავე. და სწორედ მაშინ ჩადიან პერსონაჟები გამოუსწორებელ საშინელებას, იმას რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ ტრაღიკულ ქმედებას-ხოცავენ იმათ ვინც არ უნდა დაეხოცათ,თავის ახლობლებს,თავის შვილებს.
     
მაგრამ ახლობლის მკვლელობა არაა ალბათ ყველაზე ტრაღიკული აქტი. ან,უფრო ზუსტად, ის არის ყველაზე ტრაღიკული აქტი, მაგრამ დაკავშირებულია სხვა რამესთან, მის აღიარებასთან.
         
ტრაღედია თამაშდება რამოდენიმე აქტად და არა ერთბაშად. 
              
დაბნეული,არეული მზერა და ხედვა ხელს უშლის დაპირისპირების ნორმალურ განვითარებას,მაგრამ ეს ხანმოკლე ეპიზოდია. სიგიჟის დროებითი ხასიათი აკეთებს იმას რომ გმირი მაინც ცნობს ახლობელს,მაგრამ ეს ხდება ძალიან გვიან,მეტისმეტად გვიან,ამ ახლობლის მოკვლის შემდეგ.   
          
სიგიჟის მიერ გამოწვეული კრიზისი გრძელდება და ღრმავდება. იმის დანახვის შემდეგ რომ მან მტრის მაგივრად მოკლა ახლობელი დგება საკუთარი მეობის ვეღარ ცნობის, მეობის,იდენტობის კრიზისის მომენტი.
          
გმირს სტანჯავს იმის დანახვა რომ მან მოკლა ის ვინც არ უნდა მოეკლა და ხედავს რომ მისი მეობის სამარადისოდ შემბღალავი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის აღარაა ის ვინც უნდა იყოს. 
           
უგონობისას ჩადენილი დანაშაული, მაშ, ეხება როგორც მოკლულს ისე მის საკუთარი თავის ვეღარ მცნობ მკვლელს. 
              
კრიზისის შემდეგ დგება გამოფხიზლების, გამოღვიძების,
სინამდვილესთან და სრული ცნობიერების  დაბრუნების  დრო.
              
მაგრამ გონების დაკარგვის შემდეგ საკუთარ თავთან სრული დაბრუნება შეუძლებელი ჩანს და უეჭველია რომ დაბრუნების ეს შეუძლებლობაა სწორედ ღმერთების სასჯელი და არა იმდენად სიგიჟის კრიზისი როგორც ასეთი. 
                  
როდესაც ჰერაკლე უძახის ვიღაცას ვინც  მოარჩენდა მის დუსგნოიას, მის შეუცნობლობას ის ლაპარაკობს როგორც მტკივნეულ გამოღვიძებაზე ისე საკუთარი თავის შეუცნობლობაზე და ზიზღზე. 
        
დროებითი სიგიჟის კრიზისი იწვევს ბევრად უფრი მძიმე და უკურნებელ მეობით,იდენტიტარულ კრიზისს.
         
აიაქსის ხვედრი აჩვენებს გადაჯაჭვული კრიზისების მთელ სიღრმეს. 
     
მოკლულთა დანახვისას შეიძლებოდა გაგვჩენოდა ეჭვი დანაშაულის ტრაღიკულ განზომილებაში.
                

აგავე და ჰერაკლე შეცდომით ხოცავენ თავის საკუთარ შვილებს, მაშინ როდესაც აიაქსი შეცდომით ხოცავს მხოლოდ პირუტყვს.....
                 
მაგრამ  მის მიერვე ჩადენილით შეძრული აიაქსი იკლავს თავს ანუ კლავს ადამიანს.  ამით ის ავლენს იმას თუ რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს მის სვინდისზე და მის ცნობიერებაზე ჩადენილი დანაშაული. მისივე მცდარმა საქციელმა სამუდამოდ დაამსხვრია მისი მეობა.
       
ტრაღედია და სიგიჟე, მაშ, განუყოფლადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ამას აჩვენებს ანტიკური სცენის პრიზმა. 
             
უკიდურეს შემთხვევებში სწორედ სიგიჟე ანუ დაბნეული,მცდარი,
არასწორი ხედვა იწვევს ტრაღედიას,დრაღედიებს, უფრო ზუსტად,ვინაიდან სიგიჟის კრიზისის და მკვლელობის ტრაღედიებს  გვამების ფონზე მოსდევს მეობის კრიზისი
            
სიგიჟე, მაშ, არის გამამამჟღავნებელი ტრაღიკულის და სიგიჟის იმ წილისა რომელიც არის არის ყოველ ადამიანში, ყოველ ჩვენგანში. 
    
გიჟების ეს სამი ფიგურა ამიერიდან დღემდე განასახიერებს ტრაღედიას. მათ შემდეგ მოიპოვეს წარმატება ანტიგონეს თუ ელექტრას ფიგურებმა. 
        
ამბობენ რომ მსახიობი და მომღერალი ნერონის საყვარელ გმირებს შორის იყვნენ აგავე და ჰერაკლე...

//ლუსი თევენეს ეს მეტად საინტერესო წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში
ლიტერატურული ჟურნალი,დოსიე,რა იცის ლიტერატურამ სიგიჟის შესახებ
//Lucie Thévenet,Magazine Littéraire,dossier:Ce que la littérature sait de la folie,,2012 წლის ოქტომბერი,გვ.66=67//. 

No comments: