10.01.2012

ჩერქეზების მიმართვა ევროპის და აზიის სუვერენ მმართველებს:

ედმუნდ სპენსერის წიგნიდან «მოგზაურობა ჩერქეზეთში», 1837 წ. 
Chechenews.com 13.12.11.
კავკასიის მკვიდრები არ არიან რუსეთის ქვეშევრდომები, მათ არა აქვთ მშვიდობიანი ურთიერთობები რუსეთთან, მეტიც, ისინი უკვე დიდი ხანია რაც განუწყვეტლად ეომებიან რუსეთს,

ამ ომში კავკასიელები მარტო, საკუთარი თავის ანაბარა არიან მიტოვებულნი. მათთვის არავის დაუჭერია მხარი. მათ არავინ დახმარებია.

თურქეთის სულთანი მაჰმადიანთა სულიერი მეთაური იყო და დიდ გავლენას ახდენდა ამ პროვინციებში, მაგრამ ის არაფრით ეხმარებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ მაჰმადიანებს რომლებიც იძულებულები იყვნენ მხოლოდ საკუთარი ძალებით დაეცვათ თავი. მეტიც, მოგვიანებით პორტამ საბოლოოდ უღალატა მათ და მიატოვა ისინი,

ერთმა ფაშამ ანაპას კარები გაუღო მოსკოველების ფულს და ჩერქეზებს განუცხადა რომ რუსები მოვიდნენ როგორც მეგობრები რათა დახმარება გაუწიონ სულთანს არმენისტანის აჯანყებულებთან ბრძოლაში.

მეორე ფაშამ, ბატალ ფაშამ ისევ უღალატა მათ და ღამით დასტოვა ქვეყანა.

მას შემდეგ ჩერქეზებს არაერთხელ გაუგზავნიათ სულთანისთვის თავისი დეპუტაციები რათა დაედასტურებინათ თავისი ერთგულება და მიეღოთ დახმარების დაპირება. მაგრამ ამ დეპუტაციებს მუდამ ცივად იღებდნენ. ჩერქეზები ასევე წარუმატებლად მიმართავდნენ სპარსეთს და, ბოლოს და ბოლოს, ეგვიპტის მმართველ მეჰმეტ-ალის რომელმაც კი გამოხატა სრული მადლიერება, მაგრამ არ გაუწია რეალური დახმარება.
ჩერქეზებს ყოველთვის უხდებოდათ ლაპარაკი იმათთან ვინც შორს იყო და ამიტომ არ იცოდა თუ რა აუტანელი იყო ჩაგვრა რუსეთის მხრიდან, რამდენად მტრულად ეკიდებოდა რუსეთი ჩერქეზების წეს-ჩვეულებებს, სარწმუნოებას, ბედნიერებას და კეთილდღეობას, რა მოღალატურად მოქმედებდნენ რუსეთის გენერლები და რა დაუნდობლები იყვნენ რუსეთის ჯარისკაცები //საქმე სხვანაირად რომ ყოფილიყო ჩერქეზებს არც დასჭირდებოდათ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ//.

დასკვნა ცხადია - არავინაა დაინტერესებული ჩერქეზების მოსპობაში. მიუხედავად ამისა როგორც ჩანს არავინაა დაინტერესებული ჩერქეზებისთვის რეალური დახმარების გაწევაში. უდაბურ ციცაბო ფერდობებზე გაფანტული ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც ეომებიან ჩვენს ჯიუტ მთიელებს ხვალე მოედებიან თქვენს ნაყოფიერ ველებს, დაგიპყრობენ და დაგატყვევებენ.
ჩვენი მთები იქცა სპარსეთის და თურქეთის მცველ ბასტიონებად, მაგრამ თუ კი ისინი არ დაგვეხმარებიან მთები იქცევა ამ ქვეყნების კარიბჭედ. მათთვის ერთადერთი საფარი ეხლა მთებია. ესაა კარი სახლისა და ამ კარის დახურვით შეიძლება სახლში სითბოს შენარჩუნება.

ამას გარდა ჩვენი სისხლი, ჩერქეზული სისხლი, დის თვითონ სულთანის ძარღვებში. დედამისი, მისი ჰარემის ქალები, ჩერქეზები არიან. მისი მინისტრები და გენერალები ჩერქეზები არიან.

ისაა ჩვენი ერის და რწმენის ხორცი, ის ფლობს ჩვენს გულებს და ჩვენ ვთავაზობთ მას ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მოვუწოდებთ სულთანს გაგვიწიოს თანაგრძნობა და დაგვეხმაროს და თუ კი მას არ სურს და არ ძალუძს თავისი შვილების, თავისი ქვეშევრდომების დაცვა, შეახსენეთ მას ყირიმის ხანების შესახებ. ამ ხანების შთამომავლები ჩვენს შორის არიან.
        
 სწორედ ამაზე უნდა ელაპარაკათ ჩვენს დეპუტატებს იქ სადაც ისინი მიდიოდნენ, მაგრამ მათ არავინ უყურებდა სერიოზულად.
თუმცა ეს ხალხი არ მოიქცეოდა ასე სულთანს რომ კარგად წარმოედგინა თუ რამდენ ერთგულ გულსა და ხმალს მიიმხრობდა ის თუ კი შესწყვეტდა მეგობრობას მოსკოვთან.

ჩვენ გვესმის რომ რუსეთი არაა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ვიცით რომ არიან რუსეთზე უფრო ძლიერი სხვა სახელმწიფოები რომლებიც ძლიერები მაგრამ გულმოწყალები არიან. ისინი არიგებენ უმეცრებს, იცავენ სუსტებს. ისინი არ მეგობრობენ რუსეთთან, ისინი არიან რუსეთის მტრები. ისინი მეგობრობენ და არ მტრობენ სულთანთან.

ჩვენ ვიცით რომ ინგლისი და საფრანგეთი იყვნენ ყველაზე დიადი სახელმწიფოები დედამიწაზე, ისინი იყვნენ ყველაზე მნიშვნელოვანები და ძლიერები როდესაც რუსები აქ მოდიოდნენ უბადრუკი ნავებით და გვთხოვდნენ აზოვის ზღვაში თევზის ჭერის ნებართვას.

ჩვენ ვუშვებდით იმას რომ ინგლისი და საფრანგეთი სულ არ დაინტერესდებოდნენ ჩვენნაირი უბრალო და ღატაკი ხალხით. მაგრამ ჩვენ გვწამდა რომ ეს განათლებული ერები არ გვთვლიდნენ რუსებად.

ჩვენ არა ვართ სწავლული ხალხი, ჩვენ არა გვაქვს არტილერია, გემები თუ განძი, ჩვენ არ გვყავს გენერლები, მაგრამ მაინც ვიმედოვნებდით რომ ჩვენ გვთვლიდნენ პატიოსან და საკმაოდ მშვიდობიან ხალხად როდესაც არ გვერჩიან. და ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ამ განათლებულმა ერებმა იცოდნენ თუ როგორ გვძულს რუსები რომლებსაც თითქმის ყოველთვის ვამარცხებდით ბრძოლაში.

ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით შეურაცხყოფილი დავრჩით იმის გაგებით რომ ევროპაში გამოშვებულ ყველა გეოგრაფიულ რუკაზე ჩვენი მიწა აღნიშნულია როგორც რუსეთის ნაწილი. თქვენ საიდანღაც შეიტყვეთ რუსეთის და თურქეთის ჩვენთვის სრულებით უცნობი შეთანხმებები რომელთა თანახმადაც რუსეთმა ვითომ დაისაკუთრა მეომრები რომლებიც თავზარს სცემდნენ მას და ის მთები სადაც ფეხი არ დაუდგავს რუსს, რომ რუსეთის წარმომადგენლების განცხადებით ჩერქეზები მათი მონები ან გარეწარი, კანონის არმცნობი არამზადები და ბანდიტები არიან. რომ ამ ჩერქეზებს ვერ დააშოშმინებს ვერავითარი კეთილი დამოკიდებულება.

მოწმედ ვიხმობთ ცას და პროტესტს გამოვთქვამთ ასეთი ტყუილის და ქალური ჭორების მსგავსი ამაო მონაჩმახის წინააღმდეგ.

ჩვენ 40 წლის მანძილზე იარაღით გააფთრებულ წინააღმდეგობას ვუწევდით დამონებას. ეს მელანი, ისევე როგორც ჩვენს მიერ დაღვრილი სისხლი, მოწმობს ჩვენს დამოუკიდებლობაზე. ეს სიტყვები მოწმობაა ადამიანებისა რომლებსაც არ სცოდნიათ და არ მოუთმენიათ ბატონობა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თავისი მიწის დაცვა. ადამიანებისა რომლებმაც არ იციან დიპლომატიის ნიუანსები, მაგრამ რომლებმაც იციან იარაღის გამოყენება რუსების მოახლოებისას.

ვისა აქვს ჩვენი ვინმესთვის გადაცემის უფლება ჩვენ სულთანს შევთავაზეთ ჩვენი ქვეშევრდომობა, ჩვენი ერთგულება, მაგრამ თუ ის მეგობრობს რუსეთთან ის ვერ მიიღებს ჩვენს შეთავაზებას. ჩერქეზეთი ომობს რუსეთთან.

ჩვენი შეთავაზება არის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატულება და არა საქონელი რომლის გაყიდვა შეუძლია იმას ვისაც არც კი უყიდია.

დაე ნუ მოგვაქცევს ყურადღებას ისეთი დიადი სახელმწიფო როგორც ინგლისია ვისკენაც ვიწვდით ჩვენს სახეებს და ხელებს თუ კი ეს მხოლოდ ახალ უსამართლობას მოგვიტანს. 

თუ კი ინგლისი ყურებს იცობს რათა არ გაიგოს კავკასიელ ხალხთა ხვეწნა-მუდარა დაე მაშინ ნუ შეამჩნევს რუსეთის ხრიკებს. დაე დაუჯეროს მან ცილისმწამებლების სიტყვებს და მათი სიტყვებით შეაფასოს ბარბაროსებად და ველურებად გამოცხადებული ხალხები.

ჩვენ 4 მილიონი ვართ, მაგრამ სამწუხაროდ დაყოფილი ვართ მრავალ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და სხვადასხვა სარწმუნოების ტომებად. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ნათესაური კავშირები და სისხლის აღების, შურისძიების წესები. 

ამიტომ ჩვენ არასოდეს გვქონია ერთი მიზანი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მმართველობის ჩამოყალიბებული ფორმები რომლებიც გულისხმობენ ხელმძღვანელებს და მათი ნების აღმსრულებლებს. 

ჩვენი ადამიანები უსიტყვოდ ემორჩილებიან ომების დროს არჩეულ წინამძღოლებს. ჩვენი თავადები და უხუცესები მართავენ ამა თუ იმ ადგილის წეს-ჩვეულებათა შესაბამისად და მათი ძალაუფლება მეტია ვიდრე ჩვენს ირგვლივ არსებული დიდი სახელმწიფოების მმართველთა ძალაუფლება.

მაგრამ ჩვენ, აქ, აღმოსავლეთში მბრძანებლები,ყოველთვის ვირჩევდით ჩვენს საერთო საზღვარგარეთის ხელმძღვანელს. ამდენად ჩვენ ერთსულოვნად გამოვხატავდით ყირიმის ხანების და შემდეგ კონსტანტინეპოლის სულთანების ხელისუფლებისადმი მორჩილების სურვილს. ჩვენ მათ ვუყურებდით როგორც რწმენის სიმბოლოს, განსახიერებას.

ყოველთვის, როდესაც ჰყოფნიდა ამის ძალა, რუსეთი არ უშვებდა ხელიდან ჩვენი ტერიტორიის ნაწილის დაპყრობის შესაძლებლობას. მან ბევრს მიაღწია. რუსებმა ჩაგვყარეს მათი ყმა გლეხების მდგომარეობაში, გვწერდნენ მათ არმიაში რათა დაგვეპყრო მათთვის ახალ-ახალი ხალხები, მათ შორის ჩვენი თვისტომები და ერთმორწმუნეები. ამიტომ არაა გასაკვირი რომ სიძულვილმა ღრმად გაიდგა ფესვი ჩვენს გულებში და სისხლისღრვრას არ უჩანს ბოლო. ჩვენ რომ სხვანაირად ვუყურებდეთ ამას უკვე დიდი ხნის წინ დავემორჩილებოდით მოსკოვის მეფეს. 

...რუსეთი ძირს უთხრიდა ჩვენს ნდობას, არ ასრულებდა დაპირებულს,ყოველი მხრიდან გარს ერტყმოდა ჩვენს მიწას, გვართმევდა ყველაზე აუცილებელს, სწყვეტდა ჩვენს სავაჭრო კავშირებს, დაქირავებული მკვლელების ხანჯლებით ხოცავდა ჩვენი წარჩინებული და ძველი გვარების წარმომადგენლებს და გვტოვებდა წინამძღოლთა გარეშე, სპობდა მთელ ტომებს და დასახლებებს, მოისყიდიდა ხოლმე მოღალატეებს - პორტას აგენტებს.
რუსეთმა გაგვაღატაკა და აქ ჩადენილი საშინელებებით დაამკვიდრა ჩვენს გულებში ლამის მთელი მსოფლიოს სიძულვილი.

ამავე დროს თავისი ტყუილით მან დაგვამდაბლა ქრისტიან ხალხთა თვალში.
ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო ბელადები რომელთაც შეეძლოთ თავის დროშებს ქვეშ ასობით ათასი ადამიანის გაერთიანება. 


მაგრამ ჩვენ გაგვაერთიანა რუსეთის სიძულვილმა. რუსეთმა დაიმორჩილა 2 000 000 ჩვენიანი, მაგრამ დარჩენილებისგან არც ერთი არ ემსახურებოდა იმპერიას საკუთარი ნებით. მრავალი ბავშვი გაიტაცეს, წარჩინებულ ოჯახთა შვილები მიჰყავდათ მძევლებად. ვისაც შეეძლო სხვაგან გარბოდა.

ჩვენს შორის არიან იმპერატორის მიერ ნაფერებებიც, ყველანაირი პატივის და ჯილდოს მქონენიც, ვინც ეს კეთილდღეობა ამჯობინა საშიშროებებს მშობლიურ მიწაზე. ჩვენს შორის ცხოვრობს ათასობით რუსი რომლებისთვის ჩვენი "ბარბაროსობა" უფრო ძვირფასია ვიდრე მათი ცივილიზებული ქვეყნის მშვენიერებები. მაგრამ ეს რუსები ვერ ბედავენ წასვლას მათი არტილერიის სროლის სიშორეზე უფრო შორს. ამას წინ გათავხედებული 50 000 რუსი სალდათი დასაჯეს ჩვენმა მთიელებმა.

ქვეყანას ჩვეულებრივ იპყრობენ იარაღით და არა სიტყვებით. მაგრამ თუ კი რუსები მოახერხებენ ჩვენს დაპყრობას, ამას ისინი გააკეთებენ არა იარაღით, არამედ ჩვენი კომუნიკაციების გადაჭრით და თურქეთის და სპარსეთის გამოყენებით ისე თითქოს ისინი მათი საკუთრებაა.

ისინი ჩაკეტავენ სანაპიროს და ჩასძირავენ ხოლმე არა მარტო ჩვენ გემებს არამედ სხვა ქვეყნების გემებსაც თუ კი ისინი გაბედავენ ჩვენთან მოახლოებას. ისინი ყველანაირად შეგვიშლიან ხელს მარილის და ომისთვის თუ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რამეების შეძენაში.

ისინი დაგვამარცხებენ იმედის წართმევით. მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ! ჩვენ ვომობთ! ჩვენ გავიმარჯვებთ! 

რუსეთის წარმომადგენლები ევროპაში გვაცხადებენ მონებად და რუკაზე ჩვენს მიწას აღნიშნავენ თავისი იმპერიის ნაწილად. ცოტა ხნის წინ მათ დაიწყეს მოლაპარაკებები ჩერქეზებთან არა ჩადენილისთვის ბოდიშის მოსახდელად არამედ ჩვენი მებრძოლების მიერ ალყაში მოქცეული 20 000 კაცის გამოსახსნელად და ტყვეების გაცვლის შესახებ მოსალაპარაკებლად.
----------------------------------------

Обращение, адресованное народом Черкесии суверенным правителям Европы и Азии

Жители Кавказа не только не являются подданными России, не только не поддерживают с ней мирных отношений, но, более того, уже в течение многих лет ведут с Россией непрерывную войну. В этой войне кавказцы предоставлены сами себе. Ни от одной из держав они никогда не получали какой-либо поддержки или помощи. Несмотря на то, что (турецкий – ред.) Султан, являясь духовным главой магометанства, имел значительное влияние в этих провинциях, людям, населяющим побережье Черного моря и исповедующим эту веру, было предоставлено защищаться лишь собственными силами. Более того, позже Порта окончательно предала и покинула их. Один Паша открыл ворота Анапы перед золотом московитов, заявив черкесам, что русские пришли как друзья, чтобы помочь Султану в борьбе против главарей-мятежников Арменистана. Другой Паша (Батал-паша – ред.) снова предал их и покинул страну под покровом ночи.
С тех пор черкесы не раз направляли Султану свои депутации с целью засвидетельствовать преданность и заручиться обещанием помощи. Однако всякий раз эти группы получали там довольно холодный прием. Столь же безуспешно черкесы обращались и к Персии и, в конце концов, к Мехемету Али (правитель Египта Мухаммед Али – ред.), который, хотя и выразил им полную признательность, был далек от того, чтобы оказать реальную помощь.
Во всех этих случаях депутатам Черкесии предписывалось разговаривать с теми, кто, находясь далеко, плохо представлял себе, сколь невыносимым было угнетение со стороны России, насколько враждебно она относилась к их обычаям, вере, их счастью и благополучию (иначе, зачем бы черкесам так долго воевать против нее?), сколь предательски действовали российские генералы, сколь жестоки были российские солдаты.
Вывод ясен – никто не заинтересован в уничтожении черкесов. Тем не менее, никто, кажется, не заинтересован в оказании реальной помощи черкесам. Те сотни тысяч человек, что рассеяны ныне по пустынным крутым отрогам и ведут войну против наших упрямых горцев, завтра ступят на ваши плодородные долины, захватывая их и обращая вас самих в пленников. Наши горы стали защитными бастионами для Персии и Турции, но, если нам не окажут поддержки, эти же горы станут воротами в эти страны – горы сейчас единственное прикрытие для них. Эти двери дома, закрыв которые можно удержать внутри тепло.
Однако, кроме всего прочего, наша кровь – черкесская кровь – течет в жилах самого Султана. Его мать, женщины его гарема – черкешенки, его министры и генералы – черкесы. Он – плоть нашей веры и нашей нации, он владеет нашими сердцами, и мы предлагаем ему нашу верность. Во имя всего того, что связывает нас, мы призываем Султана проявить к нам сочувствие и оказать поддержку. Если же он не хочет или не может защитить свои чада, своих подданных, напомните ему о Крымских ханах, чьи потомки находятся среди нас.
Именно об этом предписывалось говорить нашим депутатам там, куда они направлялись, однако никто их не принял всерьез. Впрочем, те люди не вели бы себя так, если Султан хорошо представлял, сколько верных сердец и мечей может перейти под его команду, как только он перестанет водить дружбу с Москвой.
Мы понимаем, что Россия – не единственная держава на свете. Мы знаем, что есть другие державы, более сильные, чем Россия, которые, хотя и мощны, но снисходительны; они наставляют несведущих, защищают слабых; они не дружат с Россией, но являются ее врагами: они не враждуют с Султаном, но напротив, поддерживают с ним дружеские отношения. Мы знаем, что Англия и Франция были самыми великими государствами на земле, они были самыми значительными и сильными, когда русские приплывали сюда в утлых лодочках и просили у нас позволения рыбачить в Азовском море.
Мы допускали, что Англия и Франция не проявят никакого интереса к такому простому и небогатому народу, как наш, однако мы никогда не сомневались в том, что эти просвещенные нации не причисляют нас к русским. И, хотя мы неучены, не имеем артиллерии, генералов, кораблей или сокровищ, все же надеялись, что нас считают честным народом, вполне мирным, когда нас не трогают, и мы надеялись, что эти нации знают, как мы ненавидим русских, имея на то все основания, что мы почти всегда побеждали их в бою.
Поэтому особенно оскорбительно для нас было узнать, что на всех географических картах, выпущенных в Европе, наша земля обозначена как часть России; что между Россией и Турцией были подписаны совершенно неизвестные нам договора, по которым якобы Россия благополучно получает в свою собственность тех самых воинов, которые заставляли ее дрожать, и эти горы, где не ступала нога россиянина; что российские представители заявляют Европе, что черкесы – либо их рабы, либо просто отъявленные негодяи и бандиты, которых не может смягчить доброе отношение и которые не хотят подчиняться никаким законам.
Мы призываем в свидетели Небеса и гневно протестуем против подобной лжи и досужих домыслов, похожих на женские сплетни. В течение сорока лет мы яростно сопротивлялись порабощению с помощью оружия. Эти чернила, как и пролитая нами кровь, свидетельствует о нашей независимости. Эти слова – свидетельство людей, никогда не знавших и не терпящих над собой владык, полных решимости защищать свою землю; людей, не сведущих в тонкостях дипломатии, но хорошо знающих, как употребить оружие при приближении русских.
Кто волен передавать нас кому бы то ни было? Мы предложили Султану свое подданство, свою верность, однако, если он дружит с Россией, то не может принять это предложение, Черкесия с Россией воюет. Наше предложение – свободное волеизъявление народа: это не товар, который может продавать тот, кто его и не покупал.
Пусть уж тогда такая великая держава, как Англия, к которой повернуты наши лица и протянутые руки, вовсе не принимает участие в нашей судьбе, если это приведет лишь к несправедливости по отношению к нам. Пусть уж Англия тогда благополучно не замечает уловок России, раз она затыкает уши, чтобы не слышать мольбу кавказских народов. Пусть она верит клеветникам и по их словам судит о людях, которых называют варварами и дикарями.
Нас четыре миллиона, но мы, к несчастью, поделены на множество племен, отличающихся языками и верованиями. У нас разные обычаи, традиции, родственные связи и законы кровной мести. В силу этого у нас никогда не было единой цели, но у нас есть сложившиеся формы правления, подразумевающие подчинение одних и руководство других. Наши люди беспрекословно подчиняются предводителям, избранным во время войн. Наши князья и старейшины правят в полном соответствии с обычаями того или иного места и имеют власти больше, чем правители великих держав, расположенных вокруг нас. Однако мы, властвовавшие здесь на востоке, всегда выбирали себе общего зарубежного главу. Таким образом, мы единодушно выражали готовность подчиниться власти Крымских ханов, а затем – Константинопольских султанов, рассматривая их как символ, олицетворения веры.
Всякий раз, когда России доставало сил, она не упускала возможности захватить часть нашей территории, и в этом она немало преуспела: русские довели нас до положения своих крепостных, зачисляли нас в свою армию, чтобы там мы участвовали в боях и помогали порабощать все новых, в том числе наших земляков и соратников по вере. Поэтому неудивительно, что ненависть пустила корни в наших сердцах и не видно конца кровопролитию. Если б мы относились к этому иначе, то давно уже покорились Московскому царю.
Сколь длинным и печальным был бы рассказ о том, как подрывала наше доверие, не выполняла обещанного; как окружала нашу землю со всех сторон, лишала нас самого необходимого; как разрывала наши торговые связи, как водила кинжалами наемных убийц, расправившихся с последними представителями знатных и древних родов, оставив нас без предводителей, которые могли бы править нами; как истребляла целые племена и селения; как подкупала предателей – агентов Порты; как она довела нас до нищеты и поселила в наших сердцах ненависть и неприязнь чуть ли не ко всему миру через те ужасы, что сотворила здесь, и в то же время своей ложью она страшно принизила нас в глазах христианских народов Европы.
Мы потеряли наших лучших вождей, которые раньше могли собирать под своими знаменами сотни тысяч людей, однако теперь мы все, как один, объединились в ненависти к России: в течении этого долгого противостояния она подчинила себе 2 000 000 наших человек, но из оставшихся ни один не служил империи по собственной воле. Множество детей было похищено, а сыновей из знатных семей захватывали в качестве заложников. Те, кто мог, бежали в иные места.
Есть среди нас и такие, кто был обласкан императором, удостоился всяческих почестей и наград, однако впоследствии это благополучие предпочел опасностям своей родной земле. Среди нас живут тысячи русских, для которых наше «варварство» дороже всех прелестей своей цивилизованной страны. Русские построили крепости на возвышенностях нашей страны, однако не рискуют проникать далее, чем достает огонь их орудий: отряд 50 000 российских солдат, совершивший недавно военную вылазку, был разбит горцами.
Страну обычно завоевывают оружием, а не словами. Однако если русским удастся завоевать нас, они сделают это не оружием, а тем, что перережут наши коммуникации и используют Турцию и Персию таким образом, будто те уже принадлежат России. Они перекроют морские пути, будто и это уже их собственность. Они блокируют побережье и будут уничтожать не только наши корабли, но и суда других стран, которые попытаются приблизиться к нам. Они лишат нас рынка сбыта наших продуктов. Они будут всячески мешать нам получать соль, порох и другие вещи, необходимые для ведения войны и для нашей повседневной жизни. Они победят нас, лишив надежды.
Но мы независимы! Мы ведем войну! Мы победим!
Представители России, которые в Европе выдают нас за рабов и обозначают на карте нашу землю как часть своей империи, недавно начали переговоры с черкесами, но не для того чтобы принести извинения за содеянное, а лишь с тем, чтобы выручить 20 000 человек, окруженных нашими бойцами, и договориться об обмене пленными.

Из книги Спенсера Эдмунда, «Путешествие по Черкесии»,1837 год.

No comments: