თავადმა რატიშვილმა ბოლშევიკთა ბნელ ბრბოს ხელიდან გამოგლიჯა ერმიტაჟის სიმდიდრეები. მაგრამ ეს სიმდიდრეები შემდეგ გაყიდეს და გაფანტეს ბოლშევიკთა ლიდერებმა.
http://www.sovsekretno.ru/magazines/article/1622
ერმიტაჟის გატაცება :
1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ზამთრის სასახლე დააზარალეს ვანდალებმა. მათ დაჭრეს სკამების ზედაპირი,დაამტვრიეს სამუზეუმო ფაიფურის ლარნაკები, რომანოვების საოჯახო პორტრეტებზე გამოსახულებს დათხარეს თვალები. რამდენი რამე მოიპარეს კი ვინ იცის.
ოქტომბრის გადატრიალების დროს მეზღვაურები და წითელარმიელები მთელი კვირა საქმიანობდნენ ზამთრის სასახლეში და ერმიტაჟში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად მაშინ მოიპარეს რუბენსის ესკიზი "სუსანა და ორი მოხუცი",სამი სურათი,სამი მინიატურა,მე-18 საუკუნის რამოდენიმე ნაქარგობა,ალექსანდრე მეორის ოქროს საათი და კორტიკი და სხვა ნივთები.
1925 წლის 23 სექტემბერს ერმიტაჟიდან მოიპარეს ალმასებით და ზურმუხტებითმორთული პატარა ყუთი. ის ოდესღაც ეკუთვნოდა ეკატერინე მეორეს.
მაგრამ ყველზე დიდი ძარცვა ერმიტაჟმა გადაიტანა 1920-30-ან წლებში,როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ისტორიულ და მხატვრულ ფასეულობათა გაყიდვა. 1917-1923 წლებში ზამთრის სასახლიდან წაიღეს 3000 კარატი ბრილიანტი,3,5 ფუთი ოქრო,300 ფუთი ვერცხლი,21 ფუთი პლატინა. მოგვიანებით დიდი რაოდენობით გაიტანეს მსოფლიო ფერწერის შედევრები,უნიკალური გობელენები და ფარდაგები,ქანდაკებები და მინიატურები,წიგნები და გრავიურები,ავეჯი და ხელნაწერები...
ტაისია ბელოუსოვა
…В Февральскую революцию 1917 года Зимний дворец пострадал от рук вандалов: была порезана обшивка на стульях, разбиты музейные фарфоровые вазы, а на семейных портретах Романовым выкололи глаза. Сколько экспонатов при этом было украдено, никто не подсчитывал.
Во время Октябрьского переворота матросы и красногвардейцы целую неделю хозяйничали в Зимнем дворце и Эрмитаже. Согласно официальной статистике, тогда были похищены «эскиз Рубенса «Сусанна и два старца», три картины, три миниатюры, несколько вышивок XVIII века, золотые часы и кортик Александра II и ряд других предметов».
В ночь на 23 сентября 1925 года из Эрмитажа украли, как сообщала газета «Вечерняя Москва», «имеющий крупное историческое значение ларчик, украшенный алмазами (40–50 тысяч рублей), и веера, осыпанные бриллиантами и изумрудами (бриллианты 108 карат на 200 тысяч рублей)». Эти вещи некогда принадлежали Екатерине Великой. Как установила милиция, один из воров спрятался в зале перед закрытием музея, другой поджидал его на улице под окном. После долгих поисков в Москве в частном ювелирном магазине милиционеры обнаружили ларец и драгоценные камни из вееров. Задержанные воры сознались, что сами веера они сожгли.
Самому крупному ограблению Эрмитаж подвергся в 1920–1930-е годы, когда советская власть занялась распродажей исторических и художественных ценностей. В 1917–1923 годах из Зимнего дворца было изъято 3000 карат бриллиантов, 3,5 пуда золота, 300 пудов серебра, 21 фунт платины. Позже из музея в огромных количествах принялись изымать шедевры мировой живописи, уникальные гобелены и ковры, скульптуры и миниатюры, книги и гравюры, мебель и рукописи. По свидетельству специалистов Всесоюзного объединения «Антиквариат», суммы, вырученные от продажи «вещей первого ранга», были просто ничтожны…
Таисия БЕЛОУСОВА
ძველი პრესა ერმიტაჟის მხსნელ ივანე დიმიტრის-ძე რატიშვილზე და ა.შ.:
აი რას ყვება თავად ივანე დიმიტრის ძე რატიშვილზე თბილისის გაზეთი "ზარია ვოსტოკას" 1957 წლის 24 ოქტომბრის ნომერი:
"1917 წელს ი.დ. რატიშვილი იყო ზამთრის სასახლის სასახლის სამმართველოს უფროსის თანაშემწე. კარის სამინისტროთა ხელმძღვანელები თავზარდაცემულები გაიქცნენ და თავის ადგილი არ მიუტოვებია მხოლოდ რატიშვილს,რომელსაც ესმოდა აუცილებელი იყო სასახლეში თავმოყრილი უზომო განძის გადარჩენა ხალხისთვის და შთამომავლობისთვის.
მისი ხელმძღვანელობით დაცვის გრენადერებმა ყველაზე ძვირფასი ობიექტები ჩაიტანეს სარდაფის სათავსოს სეიფებში.
საგანძურთან,რომლის ადგილმდებარეობის შესახებ სასახლეში ცოტა ვინმემ თუ იცოდა და სადაც ყველაფერთან ერთად ინახებოდა მეფის ხელისუფლების ატრიბუტები-კვერთხი ორლოვის სახელგანთქმული 185კარატიანი ბრილიანტით,იმპერატორის გვირგვინი და სკიპტრა,რატიშვილმა გუშაგად დააყენა თავისი 16 წლის ვაჟიშვილი და ორი ყველაზე სანდო გრენადერი.
სასახლეში ბოლშევიკი შტურმოვიკების შევარდნის შემდეგ ივანე დიმიტრის ძე დაუკავშირდა ანტონოვ-ოვსეენკოს.
სალდათები და მატროსები გაოცებით შეჰყურებდნენ ახოვან პოლკოვნიკს რომელმაც გაბედა იქ დარჩენა და რომელიც თავისუფლად ერკვეოდა სასახლის უსასრულო დარბაზებში და დერეფნებში.
შტურმის მონაწილეებმა და გრენადერებმა აღწერეს პოლკოვნიკის კეთილშობილი და პატრიოტული მოქმედებები..."
აი ციტატა "ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს უწყებებიდან' //1917 წლის 5 ნოემბერი:
"... 25-26 ოქტომბრის ღამეს სახალხო საგანძურის თავგანწირული დაცვისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი სასახლის სამმართველოს უფროსის თანაშემწე თავად ი.დ.რატიევს... მას,როგორც სასახლის,ქონების და მხატვრულ-ისტორიული ფასეულობების ხელუხლებლობაზე პასუხისმგებელ პირს მიენიჭოს ზამთრის სასახლის და პეტროგრადის რაიონის ყველა სახელმწიფო სასახლის და მუზეუმების მთავარი კომენდანტის უფლებამოსილებები......". დოკუმენტს ხელს აწერდა ვლადიმირ ულიანოვი //ლენინი//.
პირველი საბჭოთა მთავრობის მოსკოვში გადასვლისას ი.დ.რატიშვილი ხელმძღვანელობდა "ოქროს ეშელონის" ტრანსპორტირებას და დაცვას. ეს არ ყოფილა ადვილი. მას უწევდნენ შანტაჯს ყალბი წერილებით რომლებიც ითხოვდნენ გზაში გაჩერებას და მატარებლის დატოვებას. ტვერში ეშელონს ესროლეს,მაგრამ თავადობაწართმეულმა თავადმა საბჭოების დავალება შეასრულა.
ეს ისტორია რამოდენიმე ვარიანტად გაითამაშეს კინოში, ყველაზე სრულად იყო ფილმში "მარადისობის ელჩები". ყველა შემთხვევაში ნამდვილი ისტორია მოარგეს ისტორიის ოფიციალურ ვერსიას...
საბჭოთა ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია ამხანაგი რატიევის ბიოგრაფიის ნახსენებ ფაქტებს და ლენინის მადლობას. მან იცხოვრა 90 წლამდე როგორც "სახელმწიფო დამსახურებების გამო პერსონალურმა პენსიონერმა"...
ივან ალიხანოვის წიგნი "გარდასულ დღეთა ანეგდოტები" // ფრაგმენტი//:
თავადი რატიევი ზამთრის სასახლის კომენდანტი იყო ოქტომბრის რევოლუციის დღეებში. მან არ მისცა აჯანყებულ მუშებს ერმიტაჟის გაძარცვის საშუალება და ამიტომ ბოლშევიკებმა მას მადლობა უთხრეს. ზინოვიევის მიერ ხელმოწერილი ეს მადლობა გამოქვეყნდა გაზეთში "პრავდა"!
თუ როგორ მოახერხა ამის გაკეთება კნიაზმა რატიევმა ამის შესახებ მომიყვა დღესაც ცოცხალმა მისმა 92 წლის ბიძაშვილმა,ქირურგმა,პროფესორმა გაბრიელ იოსების ძე რატიშვილმა რომელიც რევოლუციის დროს სწავლობდა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში:«25 ოქტომბერს ქალაქში ატყდა სროლა. მე ვღელავდი,მაგრამ არ წავედი ზამთრის სასახლეში. 26-ში მე იქ მივედი ივანე დიმიტრის-ძის სანახავად. მან მითხრა: «გაბო,იცი,გუშინ კინაღამ დავიღუპე. ვზივარ ჩემს ოთახში და უცბად მესმის ხმაური იორდანის კიბეზე. გავდივარ და რას ვხედავу? კიბეზე ამოდის ბნელი ბრბო,მე კი არანაირი იარაღი არა მაქვ,მხოლოდ დეზები,რა უნდა მექნა? დავარტყი ფეხი იატაკზე და ვიღრიალე: «ოხრებო! გაეთრიეთ აქედან!» წარმოიდგინე რომ წავიდნენ,თუმცა შეეძლოთ...მე ხომ დეზების გარდა არაფერი მქონია. გუშინ სასწაულად გადავრჩი».
ასეთი საკვირველი ფაქტი.
ღრმად მოხუცებული ივან დმიტრიევიჩ რატიევი გარდაიცვალა რამოდენიმე წლის წინ თბილისში. მისი გმირობის გამო კომუნისტებმა მას მისცეს თავისი სიკვდილით სიკვდილის საშუალება.
მაგრამ ლენინმა და სტალინმა დედა უტირეს ერმიტაჟს და რომანოვების მემკვიდრეობას.
შარაგზის ყაჩაღებმა,ბოლშევიკებმა და მათ მიერ წაქეზებულმა ბნელმა ბრბოებმა გაიტაცეს ერმიტაჟის ურიცხვი სიმდიდრე. არ დაუტოვებიათ გაუძარცვავ აუოხრებელი მეფის და მისი ნათესავების და რუსი არისტოკრატების სასხლეები,რუსეთის მუზეუმები.
უცხოეთში კაპიკებად გაყიდეს ნიჭიერ ადამიანთა მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ხელოვნების უძვირფასესი ნაწარმოებები რომლებსაც უდიდეს ფასად ყიდულობდნენ სხვა ქვეყნებში 1917 წლის გადატრიალებამდე.
ამ ნაწარმოებებს აგროვებდნენ საუკუნეების მანძილზე,მრავალი მათგანი მუზეუმებს აჩუქეს უანგარო მეცენატებმა, არქეოლოგებმა,
კოლექციონერებმა, სურათების და ქანდაკებების ავტორებმა.
გაისმა ბოლშევიკური დევიზი “ძარცვე ნაძარცვიГ” და დაიწყო საერთორუსული ძარცვა-ყაჩაღობა რომელსაც მაშინ უძახოდნენ რეკვიზიციას,ნაციონალიზაციას,სოციალიზაციას. ძარცვავდნენ თითქმის ყველას და ყველაფერს..
ლენინის მითითებით შეიქმნა კომისია მაქსიმ გორკის ხელმძღვანელობით და ეს კომისია ეშელონებით აგზავნიდა გასაყიდად საზღვარგარეთ ხელოვნების ნაწარმოებებს.
ამერიკელი პროფესორი რ.უილიამსი თავის წიგნში რუსული ხელოვნება და ამერიკული ფული ამბობს რომ ერმიტაჟის სურათების გაყიდვა პოლიტბიურომ გადაწყვიტა 1928 წელს.
სტალინისთვის ფერწერის შედევრები იყო ბურჟუაზიული და რელიგიური ხელოვნების საგნები რომელთა გაყიდვითაც შეიძლებოდა ვალუტის მიღება.
გაყიდვის ორგანიზაცია მან დაავალა საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარ ა.ი.მიქოიანს. გერმანიაში გამართული საჯარო აუქციონებიდან მიღებული სემოსავალი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა და მიქოიანმა გადაწყვითა ერმიტაჟის შედევრების მიყიდვა კერძო პირებისთვის.
ხელოვნების ნაწარმოებთა გასაღების საუკეთესო ბაზრად ჩანდა ამერიკა.
///დასასრული იქნება//.

No comments:
Post a Comment