11.24.2012

რწმენა და განკურნება- 3. ხსნის გზა-ავადმყოფობის დამარცხება:

განკურნების ძიებას ცენტრალური ადგილი უკავია მონოთეიზმებში. მისი მთავარი ინსტრუმენტია ლოცვა. ადამიანს სხეულის და სულის დამამშვიდებელ პრაქტიკებთან ერთად იხსნის რწმენა.
მხატვარი ანრი-ჟოზეფ
ფორესტიეს //1797-1874//
 სურათი ქრისტე კურნავს
დემონით შეპყრობილ
ახალგაზრდას.
წმინდა ავგუსტინეს თანახმად პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ სრულყოფილ ნეტარებაში. ისინი ტკივილის და ავადმყოფობის უფსკრულში გადაჩეხა თავდაპირველმა, საწყისმა ცოდვამ. ტკივილით იაჰვე სჯის გაუგონრობას. შესაქმის წიგნის თანახმად იაჰვე აფრთხილებს ევას რომ ის გააძლიერებს ფეხმძიმობის ტკივილებს და ევასთვის შვილების გაჩენა მტკივნეული იქნება.
ამას ემატება მარადიულად ცოდვილი ადამიანების მიერ ჩადენილი ახალ-ახალი ცოდვები და ეს ხსნის ადამიანის დამაუძლურებელი ავადმყოფობების გაჩენას.

თალმუდის რჩევით ტანჯვის განმცდელი ადამიანი უნდა დაუფიქრდეს თავის ქცევას და ქმედებებს, შეისწავლოს ისინი.

სხვა სიტყვებით ავადმყოფობა არის ცოდვის გამოსყიდვის ფორმა და მეტი არაფერი. ის, მაშ, პარადოქსულად მხსნელია.

სუსტი ქმნილება ადამიანი:
ტანჯვა როგორც მკურნალობის გზა? ეს არაა უცნობი ქრისტიანობისთვის.

"სხეულის ავადმყოფობებს განგება მიმართავს ხსნისკენ", ამბობდა კლიმენტ ალექსანდრიელი მეორე საუკუნეში.

არსის სახელგანთქმული მოძღვარი ჟან-მარი ვიანეი ამბობდა: "ავადმყოფობის ჯვარი არის ცის კიბე; სანუგეშოა, მაშ, ტანჯვა ღმერთის თვალწინ!"

ზოგი ტანჯვაში ხედავს ყველაზე მოხერხებულ გზას ხსნისკენ და ზოგჯერ მიდიან ტანჯვის აპოლოგიამდეც.

ამ მაზოხისტური თუ არა დანაშაულის გრძნობით სავსე დამოკიდებულების პირისპირ მდგომმა პროტესტანტებმა თქვეს რომ მხოლოდ უფლის მადლი იძლევა ხსნას.

ეს კონცეფცია საკმაოდ ახლოსაა ყურანის კონცეფციასთან.

ყურანი აღიარებს რომ ტანჯვის წყაროა ადამის და ევას ცოდვა, ის აკრიტიკებს სუსტი ქმნილება ადამიანის ცოდვილ ბუნებას //სურატი მე-4,28//. მაგრამ ის არ ახდენს ავადმყოფობის დრამატიზებას და არ განიხილავს მას გამოსყიდვის შესაძლებელ წყაროდ.

ისლამის საკრალურ წიგნში ავადმყოფობა უფრო არის განსაცდელი, გამოცდა რომელიც ადამიანს გამოუგზავნა თავისიანების ამოცნობის მსურველმა ღმერთმა. სურატი 21-ის თქმით "მისი ქმედებები არაა გასაკითხი".

ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია ადამიანის უმიზეზოდ გამოცდა მისი განსაცდელში ჩაგდება.

ამას ეხმაურებიან ებრაული და ქრისტიანული ტრადიციებიც.

იობმა გამოსცადა უმაღლესი უსამართლობის სიმწარე. იაჰვე აღიარებს ამას. იობს არ ჩაუდენია არანაირი ცოდვა და დანაშაული, მაგრამ მას უწყვეტად ატყდება თავს უბედურება.

ბოლოს და ბოლოს ის განიკურნება, მაგრამ ისტორია გვაბნევს ამ სამაგალითო მსახურის ტანჯვათა განმარტების მცდელობისას როგორც ებრაელი ისე ქრისტიანი და მაჰმადიანი კომენტატორები შენიშნავენ რომ ამ ტანჯვამ და ღმერთის მიუწვდომელი და ადამიანის გონებისთვის გაუგებარი ნებისადმი მორჩილებამ იობი დააახლოვა ღმერთთან.

აქაც ავადმყოფობა თავისთავად არის ხსნის გზა.

 ყურანიც განუწყვეტლად აქებს და ხოტბას ასხამს იობის მოთმინებას. იობი მაჰმადიანებისთვის არის ღმერთისადმი მორჩილების ნიმუში...

მაშ, სრულყოფილი მაჰმადიანი - ცნება მუსლიმი ნიშნავს მორჩილს.

"Salvator", მხსნელი, ექიმი ქრისტე:
მაგრამ მონოთეისტური რელიგიები სულაც არ არიან გულგრილნი ადამიანის, ცოდვილის ტანჯვის მიმართ.

ისინი ცდილობენ ტანჯვის მიზეზების ახსნას, მაგრამ ამავე დროს ჯიუტად ცდილობენ ტანჯულის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შემსუბუქებას.

ისაია ადამიანებს ჰპირდება ტანჯვის მცოდნე მსახურის გამოჩენას. ამ მსახურმა თავის თავზე უნდა აიღოს ადამიანთა ტანჯვა.

იესო ეწამა რათა გაემართლებინა, გაეუქმებინა საწყისი ცოდვა.

ადამიანობით აღსავსე იესო თანაგრძნობით უყურებს ადამიანებს. ის არა მარტო ქადაგებს, ის დაუღალავად კურნავს ყრუ-მუნჯებს, ბრმას, დამბლადაცემულს, ავადმყოფ ქალს, თუ მხოლოდ მათ ვახსენებთ.

ის შეპყრობილებიდან სდევნის მათ მტანჯველ დემონებს.

მეტიც, მან გააცოცხლა უკვე გარდაცვლილი ლაზარე. ამიტომ უწოდებენ ქრისტეს Salvator-ს-მხსნელს, მაცხოვარს.

ლათინური სიტყვა salus-რომელიც რომაულ კულტურაში ფიზიკურ ჯანმრთელობას ნიშნავდა ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად იძენს მარადიული ხსნის, სულიერი ხსნის და ჯანმრთელობის მნიშვნელობას.

მკურნალი ქრისტე თავის თანამგზავრებს აკისრებს არაორაზროვან მისიას:

"სნეულნი განკურნეთ,მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიიღეთ-უსასყიდლოდ გაეცით" //მათე 10,8//.

სწორედ ამიტომაა რომ ქრისტიანობა, ალბათ ყველა სხვა რელიგიაზე მეტად, თავისი მოძღვრების საყრდენად აქცევს ბრძოლას ავადმყოფობასთან.

ამიერიდან იესოს პირველი მოწაფეები თავის საპატიო მოვალეობად თვლიდნენ ავადმყოფებისთვის დახმარების გაწევას.

იაკობის უსტარი //მეორე საუკუნე// ასე აღწერს ავადმყოფთა ზეთით ცხებას

ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, იაკობი, დაფანტულობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.

ყოველგვარ სიხარულად ჩასთვალეთ ძმანო ჩემნო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.

იცით რა, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის.

მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს,- ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად მიმცემს.

ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რამეთუ ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის მიერ აყვანილსა და მოტაცებულს.
ნურც ჰგონია ასეთ კაცს რომ ღმერთისგან მიიღებს რამეს.
გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაში.
მაგრამ თავმდაბალი ძმა იქოს თავისი სიმაღლით.
მდიდარი კი-თავისი სიმდაბლით, რამეთუ გადაივლის ვითარცა ბალახის ყვავილი.

რამეთუ აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენიერება დაკარგა.
ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზებში.


ნეტარ არს განსაცდელის გადამტანი კაცი, რამეთუ რა გამოიცდება, მიიღებს ცხოვრების გვირგვინს, რომელსაც დაჰპირდა ღმერთი თავის მოყვარულთ.

ნურავინ იტყვის განსაცდელში ღმერთი მცდის, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის.
არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც იტაცებს და აცდუნებს მას.
შემდეგ ჩაისახება გულისთქმა და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი წარმოქმნის სიკვდილს.
ნუ ცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.

ყველა კეთილი მისაცემელი და ყველა სრულყოფილი ნიჭი ჩამოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც აჩრდილი ცვალებადობის.
მან თავისი განზრახვით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის შექმნილთა.
ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მარდი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.
რამეთუ ადამიანის რისხვა არ ქმნის ღმერთის სიმართლეს.
ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნაშთი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების გადარჩენა შეუძლია.

იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენნი თავის მოსატყუებლად.
რამეთუ, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის სახეს სარკეში ათვალიერებს.
რამეთუ შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა თუ როგორია იგი.
მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ სჯულს თავისუფლებისას, და დარჩება. მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეულ იქნება იგი თავის მოქმედებაში.
თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ის ღმერთის მსახურია და ენას არ ალაგმავს, პირიქით, თავის გულს აცდენს, მისი მსახურება ამაოა.

         
წმინდა და შეუბილწავი სამსახური ღმერთის და მამის წინაშე ისაა,რომ მიხედოს ქვრივთ მათ ჭირში და დაიცვას თავი შეურყვნელად ქვეყნიერებისგან...    

ჩემო ძმებო,რა სარგებელია თუ ვინმე იტყვის რომ რწმენა აქვს და საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შუძლია მისი გადარჩენა?
  
თუ ძმა ან და შიშვლები არიან და დღიური საზრდო აკლიათ,რომელიმე თგვენგანი კი ეტყვის მათ: მშვიდობით იარეთ, გათბით და ისაზრდოეთ, სხეულისთვის საჭიროს კი არ მისცემს, რა სარგებელია?   

ასეა რწმენაც. თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია...

შენ გწამს რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალებენ.

შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია?...
რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე ისევე რწმენაა მკვდარი საქმის გარეშე //იაკობ 1-3//.
  

ავადმყოფთა ცხება დღესაცაა კათოლიკეთა, მართლმადიდებელთა და პროტესტანტთა ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, კურთხევა.

მედიტაცია და ფიტოთერაპია:

განკურნების ამ მცდელობებში არ ჩამორჩნენ არც იუდაიზმი და ისლამი.

შუა საუკუნეებში სახელი გაითქვეს ებრაელმა და მაჰმადიანმა ექიმებმა, მაგ. მაიმონიდმა თუ ავიცენამ.

მათ შეიმუშავეს სხეულთა და სულთა მდგომარეობის შემსუბუქების ხერხები.

კაბალამ, მაგალითად, შეიმუშავა ებრაული ანბანის 22 ასოზე მედიტაციაზე დაფუძნებული მეთოდი, რაც ჰგავს ყურანის პირველი სურატის უწყვეტ განმეორებას, განკურნების გზას, რომელსაც სუფია მოაზროვნეები უწოდებდნენ უებარ წამალს.

როგორც ქრისტიანებში ისე ებრაელებსა და მაჰმადიანებში დიდად პოპულარულია ფიტოთერაპიაც. //მე-12 საუკუნეში, მაგალითად ამით გამოირჩევა ჰილდეგარდ დე ბინგენი//.

მაგრამ მკურნალობის ყველა პრაქტიკის ცენტრშია ლოცვა რომელიც ადამიანს აკავშირებს ღმერთთან ან მის შუამავლებთან.

და რწმენით ლოცვა გადაარჩენს ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები უქმნია, მიეტევება.

აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე, და ილოცეთ ერთმანეთისთვის,
რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას. //მოციქულ იაკობის წერილი 5,15-16//.

სამივე მონოთეისტური რელიგიის აზრით ავადმყოფს გადაარჩენს ფიზიკური ტანჯვის დამამშვიდებელი წამლის და რწმენის ერთობლიობა.

იობმა ჯანმრთელობა დაიბრუნა იმიტომ რომ მან შეინარჩუნა თავისი ღმერთის რწმენა და არ უარუყვია ის არასდროს.
                
ბოროტება შემეხო,მაგრამ შენ ხარ ყველაზე გულმოწყალე გულმოწყალეთა შორის, ამბობს მადლობას ყურანის იობი //სურატა 31-ე,83//.
    
მათე ნაზარეთში ყველასთვის გასაგონად წერს რომ  //მოძღვარს// და არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო //13  

იესოც განკურნებას უკავშირებს მის თანამოსაუბრეთა რწმენას.შენმა რწმენამ გადაგარჩინა ჩემო ქალიშვილოო, ეუბნება ის ავადმყოფ ქალს.

უკვე მრავალი წელია რაც განკურნების ძიება ისევ გახდა ქრისტიანული ეკლესიების მთავარი თემა.

ამაზე მოწმობს ზოგი პენტეკოტისტური მოძრაობა თუ კათოლიკური ქარიზმატული განახლების თემები რომლებიც კვლავ მიაგებენ პატივს განკურნების განსაკუთრებულ ქარიზმას რომელსაც პავლე მოციქული ახსენებდა კორინთელებისადმი მიწერილ პირველ წერილში   
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე-მისი ასოები.
და ზოგიერთები დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, ჯერ ერთი, მოციქულებად, მეორე წინასწარმეტყველებად და მესამე, მასწავლებლებად; შემდეგ ძალები, განკურნებათა ნიჭი, შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები.
ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მასწავლებელია? ყველას ძალთა მოქმედება აქვს? ყველას აქვს განკურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?
ეშურეთ დიდ ნიჭებს და გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას //13,27-31//
ფუნდამენტურია ხელების დადება, რასაც აკეთებდა უკვე იესო //მარკოზი 16,18//.
       
სხვა თანამედროვე მაგალითია Simone Pacot-ის   მიერ დაარსებული ასოციაცია  Bethsada, რომლის მიზანიცაა მკურნალობა სიღრმეთა ევანგელიზაციით   ღმერთის სიტყვამ უნდა მორწყას არსის სიღრმეები და დაუბრუნოს მას ერთიანობა და სიმშვიდე.

საბოლოო განთავისუფლება:
მაგრამ დადგება დრო როდესაც აღარ იქნება საჭირო მკურნალობა და ადამიანთა განკურნება. დადგება დრო როდესაც აღარ იარსებებს ავადმყოფობა. ამას ასწავლის სამი მონოთეისტური რელიგია. მესია მოვა ებრაელი ხალხის მისი ტანჯვისგან გასანთავისუფლებლად, მაჰმადიანი მართლები უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან ალაჰის სამოთხის მსგავს ბაღში.
 ღმერთი იქნება ადამიანებს შორის და აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება //გამოცხადება იოანესი  1-4//. 
ადამიანი განკურნებული იქნება, ის გადარჩება.

Virginie Larousse-ს ეს შესანიშნავი წერილი დაიბეჭდა სრულიად თანამედროვე ფრანგულ ჟურნალში  რელიგიათა სამყარო. საგანგებო ნომერი განკურნების გზები,შეუძლია თუ არა მკურნალობა რწმენას?(Monde des Religions,Les chemins de la guérison,La foi aide-elle à guérir?,2012 წლის ივლისი აგვისტოს ნომერი 54//.


გაგრძელება იქნება.

No comments: