11.24.2012

საინტერესო მასალები პერესტროიკის და კავკასიის ლიბანიზაციის ისტორიიდან:

"...მე სტავროპოლიდან ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ მეშუაღამისას ჩავედი ერევანის აეროპორტში... საბჭოთა სამხედროებთან. შეხვედრა შემთხვევითია, მაგრამ ბევრი რამის მთქმელი.
Добавьте подпись
აზერბაიჯანში იბრძვიან და სომხეთი ღელავს საბჭოთა არმიის მიერ კასპიის ზღვის სანაპიროებზე მომხდარი აჯანყების ჩახშობისას ბაქოში მოწყობილი სასაკლაოების შემდეგ.

მე მაჩვენეს ცალკე მდგომი ბოინგი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე..

ნაშუაღამევის სამი საათია: ვიღაცეებს გადმოაქვთ ყუთები. მოგვიანებით მე აღმოვაჩინე რომ ყუთებში არის მსუბუქი და მძიმე იარაღი და საკვები მინიმალური სამხედრო რაციონების ფორმით.


იარაღი ჩამოტანილია ლიბანიდან.

ცხადია რომ "მათ" შეგნებულად მაჩვენეს რაც ხდებოდა.. მაგრამ ეს სულაც არ ცვლის მომხდარის რეალობას.

შემდეგ ქალაქში გავიგე რომ ლიბანიდან სომხეთს აწოდებენ იარაღს და ეს პროცესი არ ექვემდებარება მოსკოვის კონტროლს...


მე ეს ამბავი მოვყევი გაზეთში Journal du Dimanche,და მე მომივიდა საფრანგეთის ზოგი სომხური ორგანიზაციის აღშფოთებული ტელეგრამები. ისე ჩანდა თითქოს მე მძიმე დარტყმა მივაყენე სომეხ ერს....

ის რომ სომხები იარაღდებიან და თავს იცავენ ეს მათი საქმეა და პასუხისმგებლობა და აზერბაიჯანელებიც დახვრეტილი საზღვრის გამოყენებით იარაღს შოულობენ ირანში და თურქეთში.

ფაქტები ჯიუტია - სომხეთი სულაც არაა "შიშველი ხელებით მეომარი პაწაწა სომხეთი", რასაც ამბობდა შარლ აზნავური.

სამოქალაქო ომის ამ სიტუაციაში უკვე დიდი ხანია რაც აღარ არიან უმწიკვლო თუ ტოტალურად დამნაშავე ადამიანები და გაუგებარია თუ რატომ უნდა შეუშვირონ თავაზიანად თავისი ლოყა სომხებმა თავის მტრებს.

მაგრამ შარლ აზნავურს უნდა სცოდნოდა რომ პოლიტიკური სამყარო სულ მცირე ისეთივე რთულია როგორც სიმღერის სამყარო და კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი,კიდევ უფრო ცინიკური.

ანგელიზმი ტელევიზიაში ბრბოს გულის ასაჩუყებლად ვერ უშველის სომხებს, ვერ გამოიყვანს მათ კრიზისიდან თუ ეკონომიკური მარაზმიდან რომელზეც პასუხისმგებელია არა მარტო მოსკოვი...

თანდათანობით იარაღის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩავიდა საზღვარგარეთიდან, გზით, მატარებლით. იარაღი როგორც წესი შერეული იყო მიწისძვრის მსხვერპლთა დახმარებას და მომარაგებას.

და, რა თქმა უნდა, იარაღი მოდიოდა საგანგებო თვითმფრინავებით და გაუგებარი იყო თუ რა სასწაულით ახერხებდნენ ისინი ერევანში დაჯდომას.

ყალბად გულგრილად მომღიმარე საბჭოთა პოლკოვნიკმა ამიხსნა რომ საბჭოთა კავშირის საზღვრების დაცვა სამხედროების კი არა მესაზღვრეების ანუ კგბს საქმეა .

ამერიკელი სომხების დახმარებით საშუალო აღმოსავლეთის სომხური დიასპორის მიერ მიცემულ თუ მიყიდულ იარაღს ემატება საბჭოთა სომხეთის პოლიციის მიერ დატოვებული იარაღიც... საბჭოთა არმიისგან სომხებმა მიიღეს ტანკები, შეჯავშნული მანქანები, ზარბაზნები და საჭირო დეტალები. საშუალო აღმოსავლეთმა მისცა მსუბუქი რაკეტები....


უფრო საოცარი და ალბათ უფრო შემაშფოთებელი:
ლიბანიდან სომხეთში ჩატანილ სამხედრო მასალას სულ მცირე 1989 წლიდან სულ უფრო და უფრო ხშირად თან ახლავან წარმოშობით სომეხი "მოხალისე ინსტრუქტორები" რომლებიც ჩადიან მათი თანამემამულეების დასაცავად //ჰერმეტულად დახურული საბჭოთა კავშირის პირობებში იქ კბილებამდე შეიარაღებული და გაწვრთნილი ლიბანელი სომეხი მებრძოლების თუ ტერორისტების ჩასვლა ნამეტანი საინტერესო ფაქტია, ეს ნიშნავს იმას რომ ისინი ჩადიოდნენ გორბაჩოვის, კგბს ნებართვითა თუ ბრძანებით, მთარგმნელი//.

ისინი ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში აზერბაიჯანის თუ ყარაბაღის ტერიტორიაზე,ისინი არიან პარტიზანულ ომებში და ქალაქურ ბრძოლებში გამოცდილი მებრძოლები. მათ დაიწყეს ისევ ხმარება სიტყვისა "ფედაინი" რომელიც პირველად სომხებმა გამოიყენეს გასულ საუკუნეში....
           
აღსანიშნავია არა მარტო მათი ეროვნული სოლიდარობა. ისინი სომხეთში აგრძელებენ იმ პოლიტიკურ-რელიგიურ ბრძოლებს რომლებმაც დაფლითეს ლიბანი და დაანჯღრიეს საშუალო აღმოსავლეთი.

ეს მეტისმეტად თავისებური ტურისტები არ უწევენ უზომო სამსახურს სომხეთს.

1990 წლის მაისში,მაგალითად,მათ ატეხეს სროლა ერევანის რკინიგზის სადგურთან ასე ვთქვათ ლიბანური ტიპის სხვა აქციაა თავდასხმა საბჭოთა სამხედრო ბაზაზე იმ დროს როდესაც სომხეთის პარლამენტი ირჩევდა თავის თავმჯდომარეს. თავდამსხმელებმა იშოვეს დიდძალი იარაღი...

სომხეთი სხვა რესპუბლიკებზე მეტად იქცა უპატრონო ქვეყნად...ის აღარც საბჭოთა კავშირია და ჯერ არაა სხვა რამე...///.

ამ საინტერესო ტექსტის წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგი ჟურნალისტი კლოდ-მარი ვადროს წიგნში "საბჭოთა კავშირი,ნაციონალიზმთა რუსული რულეტკა,ჯოჯოხეთში დაშვება,"-Claude-Marie Vadrot,L'URSS,La roulette russe des nationalismes La descente aux enfers,Bayard Editions, 1991,გვ.270-273//.

No comments: