11.25.2012

დიდი ტარტარიის გმირი, ომის ღმერთი, რუს-გერმანელი ბატორი, ბარონი ფონ უნგერნი-1:

ამქვეყნად ბევრი დარტყმული გაჩენილა. ერთ-ერთი ასეთი დარტყმული იყო რუსეთის სამოქალაქო ომის ყველაზე იდუმალი და მისტიკური გმირი, ბარონი რომან თევდორეს ძე უნგერნ-შტერნბერგი. ის იყო ბალტიის მხარის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი. მისი წინაპრები იყვნენ მახვილოსანთა ორდენის რაინდები და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჯვაროსნულ ომებში. ბარონ ფონ უნგერნ-შტერნბერგების გვარი შეტანილია სამივე ბალტიისპირული გუბერნიის მატრიკულებში.გვარის დამფუძნებლად ოფიციალურად ითვლებოდა მე-13 საუკუნეში მცხოვრები ჰანს ფონ უნგერნი, ის იყო რიგის მთავარეპისკოპოსის ვასალი. 

[1K] Среда обитания :: Дух смерти и разрушения

რომან თევდორეს ძე უნგერნ-შტერნბერგი. დაიბადა 1885 წლის 29 დეკემბერს ავსტრიის ქალაქ გრაცში მისი მშობლების ევროპაში მოგზაურობის დროს. რუსეთში ის მოხვდა მხოლოდ ორი წლისშემდეგ. მისი ოჯახი ცხოვრობდა რეველში //დღევანდელი ტალინი//.

1896 წელს, მამამისის სიკვდილის შემდეგ რომან თევდორეს ძე ჩაირიცხა ზღვის კადეტთა კორპუსში სანკტ პეტერბურგში. დამთავრებამდე ერთი წლით ადრე,როდესაც დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი,უნგერნი წავიდა [ირველი თანრიგის მოხალისედ დვინის 91-ე ფეხოსანთა პოლკში და წავიდა მანჯურიაში.იაპონელებთან მას დიდხანს არ უომია, მაგრამ მაინც მოასწრო ეფრეიტორის ჩინის და ჯარისკაცის ღიაბრინჯაოს მედლის მიღება. ეს იყო მისი პირველი საბრძოლო ჯილდო. ომის დამთავრების შემდეგ რომან თევდორეს ძე შედის ელიტარულ პავლეს ქვეითთა სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ ის ხდება ბაიკალის გაღმა კაზაკური ჯარის ოფიცრად.

შორეულ აღმოსავლეთში ბარონი იქცა ამტან და ყოჩაღ ცხენოსნად,თავდადებულ დუელიანტად. მოწმეთა ჩვენებებით მას გამოარჩევდა იშვიათი შეუპოვრობა, ინსტინქტური ალღო და სისასტიკე.

მალე შეიქმნა ლეგენდები მისი ექსცენტრული გამოხტომების შესახებ. ერთხელ ის დაუნაძლევდა თავისი პოლკის ამხანაგებს. ადგილის არმცოდნე უნგერნმა მხოლოდ პატრონებიანი ვინტოვკით მეგზურთა გარეშე გაიარა 600 ვერსტი დაურიიდან ბლაგოვეშჩენსკამდე,გადაცურა ადიდებული ზეა. ამასთან მან ყველაფერი ეს მოასწრო დროულად და მოიგო ნიძლავი. ეს სახელგანთქმული მოგზაურობა იყო მთვრალი აყალ-მაყალის შედეგი. ამან უნგერნი მიიყვანა დუელამდე. ის სერიოზულად დაიჭრა თავში და გადაყვანილი იქნა სამსახურის ახალ ადგილას,ამურის კაზაკთა ჯარში.

ბავშვობიდანვე დიდებაზე მეოცნებე და აღმოსავლეთით გატაცებული ასისთავი უნგერნი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცდილობდა მომავალ ბოლშევიზმთან მებრძოლი სამხედრო ბუდისტების ორდენის შექმნას.

დაახლოებით იმ დროს ეზიარა რომან თევდორეს ძე ბუდიზმს.

1913 წელს ბარონი აღმოჩნდა დასავლეთ მონღოლეთში სადაც მოქმედებდნენ ლეგენდარული ყაჩაღის,მოხეტიალე ბერისა და ტიბეტის ტანტრული მაგიის მცოდნე ჯა-ლამას რაზმები. ისინი ქალაქი კობდოს გულისთვის ეომებოდნენ ჩინეთის რესპუბლიკურ არმიას.

მაგრამ უფროსებმა აუკრძალეს ასისთავ უნგერნს რიტუალური ადამიანის სისხლით ნაკურთხი დროშის ქვეშ სამსახური და ის იძულებული იყო დაბრუნებულიყო მუდმივი სამსახურის ადგილზე.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ბარონი დიდად გაახარა. ფრონტზე ასისთავმა უნგერნ-შტერნბერგმა მიიღო 5 ორდენი,მათ შორის რუსეთის არმიის ტრაღიკულ აღმოსავლეთ პრუსიის ლაშქრობაში მონაწილეობისთვის ოფიცრის გიორგის მე-4 ხარისხის ჯვარი.

მტრის ზურგში თამამი მოქმედებისთვის 1916 წლის სექტემბერში მას ესაულის ჩინი მისცეს.

ამასთან ეს მამაცი მეომარი დარჩა კაზაკთა ასეულის მეთაურად. მის უფროსებს,გენერალ ა.მ.კრიმოვს და პოლკოვნიკ პ.ნ.ვრანგელს ეშინოდათ თავზე ხელაღებული ბარონის დაწინაურება.

5 ორდენით დაჯილდოებული და მრავალჯერ დაჭრილი ესაული უნგერნი მე-8 არმიის სასამართლოს განაჩენით დაამწყვდიეს ციხეში. მას სასჯელი 2 წლის მანძილზე თავის პოლკში უნდა მოეხადა.

ის დასაჯეს იმიტომ რომ ჩერნოვცებში მან ქარქაშში ჩადებული ხმალი თავში ხეთქა სამხედრო კომენდატურის მორიგეს.

დაბადებით გერმანელი ბარონი და კაზაკთა ესაული უნგერნ-შტერნბერგი მოქმედი არმიიდან გადაიყვანეს ჩინთა რეზერვში.

1917 წლის აგვისტოში რომან თევდორეს ძე მიემხრო კორნილოვის ჯანყს და მისი ჩახშობის შემდეგ ის კაზაკთა სხვა ოფიცრებთან ერთად წავიდა აღმოსავლეთისკენ,ბაიკალისკენ,შემდეგ კი მანჯურიაში სადაც იმ დროისთვის თავის ძალებს იკრებდა ფრონტის მეგობარი გრიგორი მიხაილის ძე სემიონოვი რომელიც შემდეგ გახდა რუსეთის აღმოსავლეთი განაპირა მხარეების მმართველი.

მანჯურიაში რომან თევდორეს ძე უნგერნ-შტერნბერგი დაინიშნა დიდი რკინიგზის სადგური ხაილარის კომენდანტად. ცოტა მოგვიანებით ბარონი გახდა ატამან სემიონოვის კაცი მონღოლი თავადი ფუშენგის სამხედრო მრჩეველი. მის რაზმში იყო 800 კაცი ხარაჩინთა ტომიდან. ბარონი თანდათანობით გადაიქცა ამ საბრძოლო ერთეულის მეთაურად.
Княжеский халат-дээл, принадлежавший барону Р.Ф. фон Унгерн-Штернбергу (Центральный музей Вооруженных Сил, г. Москва ). (Опубликовано: Барон Унгерн в документах и мемуарах. М., 2004).
გერმანელ-რუსი ბარონის თავში სწორედ ამ დროს მომწიფდა საბოლოოდ ყვითელი რასის უპირატესობის დოქტრინა. დოქტრინის არსია აზიელი ხალხების ჯვაროსნული ლაშქრობა რევოლუციების წყარო დასავლეთის წინააღმდეგ. ამ აზიელ ხალხებს თეთრი ხალხებისგან განსხვავებით არ დაუკარგავთ თავისი ძველთაძველი საფუძვლები და საყრდენები და მათ უნდა აღადგინონ დამხობილი მონარქიები და ევრაზიის კონტინენტზე გააბატონონ აღმოსავლეთის კულტურა დ ლამაისტური მიმართულების ბუდიზმი რომლის მისიაც ბარონის აზრით არის ძველი სამყაროს სულიერად განახლება.

ამ მიზნით რომან თევდორეს ძეს სურდა შექმნა სახელმწიფოსი რომელიც გააერთიანებდა აღმოსავლეთის მომთაბარეებს ინდოეთის და წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან ყაზანამდე და ასტრახანამდე.

 

ამ სახელმწიფოს ბირთვი უნდა ყოფილიყო მონღოლეთი,საყრდენი და სიმძიმის ცენტრი კი ჩინეთი.

მმართველი დინასტია უნდა ყოფილიყო 1911-13 წლების სინხაის რევოლუციის მიერ დამხობილი ცინის დინასტია.


1918 წლის სექტემბერში თეთრებმა აიღეს ბაიკალის გაღმა მხარის დედაქალაქი ჩიტა და ბარონი უნგერნი ორი წლით დამკვიდრდა დაურიაში,სადაც კაზაკებისგან,ბურიატებისგან,მონღოლებისგან და აღმოსავლეთის კიდევ ათიოდე ხალხისგან შექმნა თავისი სახელგანთქმული ცხენოსანი აზიური დივიზია.


1921 წლის თებერვლისთვის ბარონი უნგერნის აზიურ დივიზიაში იყო დაახლოებით ათი ათასი კაცი.


მათგან 6000 მონღოლი იყო.


მის ოფიცრებს შორის თითქმის არ იყვნენ კადრის სამხედროები.


«ჩემი პოლკოვნიკები სინამდვილეში ურიადნიკები არიან», - ამბობდა შემდეგ დაკითხვაზე რომან თევდორეს ძე.


აღსანიშნავია რომ ბარონის მიერ შექმნილ დივიზიაში ისევე როგორც ევროპული არმიების კოლონიალურ ნაწილებში,მაგალითად სენეგალის მსროლელებში თუ სიპაებში, გამოიყენებოდა გამოიყენებოდა «ორმაგი სარდლობის» სისტემა.

აზიელ კარისკაცებს კურირებდნენ როგორც დასავლური სკოლის მცოდნე ისე წარმოშობით დასავლელი ოფიცრები. ბარონი უნგერნის დოქტრინა,მაშ,პირველ რიგში "თეთრი რასის" წარმომადგენლებისთვის იყო მოგონილი. მისი მიზანი სწორედ "ნორდიული ერების" განწმენდა და გაჯანსაღება.

ფაქტიურად მთელი აზიური დივიზია შეჯდა ცხენებზე ვინაიდან ბარონის აზრით "კავალერიას არ ეშინია ქვეითების,თუნდაც მილიონი ქვეითის".


მიზანი იყო მობილურობა. საინჟინრო ნაწილების არარსებობამ უბიძგა "ტრადიციული მეთოდების" გამოყენებისკენ. მდინარეზე არტილერიის გასატანად პონტონებად იყენებდნენ მზეზე დაბერილ და ერთმანეთზე გადაბმულ მკვდარ ხარებს. საველე სამზარეულოები არ ჰქონდათ. დივიზიის დიდი ნაწილი არსებობდა "ჩინგიზ-ყაენის ულუფით"-სამი ყოჩი თვეში. ხორცს ჭამდნენ და ტყავს იყენებდნენ პირველი საჭიროების საგნების საშოვნელად.


ეს სრულებით უცნაური არმია უბრალოდ აოგნებდა წითელი არმიის სარდლობას რომელიც აზროვნებდა "თანამედროვე სამხედრო მეცნიერების" სტერეოტიპებით.


გამომძიებლის კითხვაზე თუ რატომ მოქმედებდა ძალიან გაუბედავად და რატომღაც უკან იხევდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე რომან თევდორეს ძემ უპასუხა რომ პირუტყვის საკვების არქონის გამო. ის უბრალოდ მომთაბარეობდა.


მაგრამ თავისი გარეგნული არქაულობის მიუხედავად ბარონ უნგერნის არმიას შეეძლო სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების შესრულება.


სემიონოვის მიერ გენერალ-მაიორად გადაქცეულმა აულაგმავმა ბარონმა ხმლებზე დაყრდნობით დაურიაში შექმნა პირადი ძალაუფლების მკაცრი რეჟიმი და წარმომავლობისა და წოდებების მიუხედავად ყველასათვის ერთნაირი სასტიკი სასჯელების და სიკვდილით დასჯის სისტემა.


ბარონი უნგერნ-შტერნბერგისა მისტიკურად ეშინოდათ და ეს შიში მის სამფლობელოს გამოჰყოფდა დანარჩენი სამყაროსგან. ის იქცა აღმოსავლეთის მომავალი სამეფოს ერთგვარ პირველ პროვინციად.

 

ბარონი უნგერნი არ ყოფილა განსაკუთრებული მხეცი და ნადირი.

მხეცობა და სისხლისღვრა ჩვეულებრივ ამბად იქცა სამოქალაქო ომის ყველა ფრონტზე.


არც წითლებს ინდობდნენ. მაგრამ "სისხლიანი ბარონის" დივიზია ომის პირველ წლებში იშვიათად თუ შესჯახებია წითელ პარტიზანებს და ამიტომ ასეთ მსხვერპლთა რაოდენობა შედარებით მცირე იყო.


უკვე 1921 წელს უნგერნის დივიზიაში მსახურობდნენ ტყვედ ჩავარდნილი წითელარმიელები,მაგრამ მხოლოდ ისინი ვინც კარგი ცხენოსანი იყო. დანარჩენებს მხეცად ცნობილი ბარონი უშვებდა რაც დიდად უკვირთ საბჭოთა მკვლევარებს.


წესრიგს კი თავის ჯარებში და დასახლებებში ბარონი უნგერნი მკაცრი ხერხებით და დისციპლინის უკიდურესი ფორმებით ამყარებდა. ამ მეთოდების სისასტიკე კი თანდათანობით ძლიერდებოდა. იმის გამო რისთვისაც 1919 წელს რამოდენიმე დღით აპატიმრებდნენ 1920 წელს გადასცემდნენ სამხედრო-საველე სასამართლოს.


ამასთან ანგარიში უნდა გავუწიოთ დივიზიის პირადი შემადგენლობის ზნედაცემულობას,ოფიცრების გალოთებას,იმას რომ ოფიცრები რიგითებთან ერთად აწყობდნენ ორგიებს.

 

დივიზიის მეთაური ყველაფერ ამას მკაცრად პასუხობდა და იყო დახვრეტის შემთხვევებიც.

ატამანი სემიონოვის და აზიური დივიზიია მეთაური ბარონი უნგერნის ეგიდით დაურიაში ტარდებოდა პანმონგოლისტური კონფერენციები,შეიქმნა "დიდი მონღოლეთის" მთავრობა რომელსაც სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთი ლამაისტური მონასტრის "ცოცხალი ღმერთი" ნეისეგეგენი.


ბარონმა უნგერნმა ცოლად მოიყვანა დამხობილი იმპერატორების ნათესავი მანჯური პრინცესა რამაც გააძლიერა უნგერნის ავტორიტეტი აზიატების თვალში. მონღოლთა არისტოკრატიამ მას მიანიჭა მეორე საფეხურის თავადის ვანნის წოდება.


იმავე 1919 წლის შემოდგომიდან ატამანმა სემიონოვმა და ბარონმა უნგერნმა დაიწყეს გარე ანუ ხალხა-მონღოლეთის დედაქალაქ ურგაზე ლაშქრობის მზადება.


ხალხა-მონღოლეთის მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა პანმონღოლურ მოძრაობაში და მიიწვია ქვეყანაში ჩინური საოკუპაციო არმია.


1920 წლის აგვისტოში ბარონმა უნგერნმა თავისი დივიზია დაურიიდან გადაიყვანა დასავლეთისკენ,პატარა ქალაქში აკშა საიდანაც იხსნებოდა უფრო მოკლე და პირდაპირი გზა ურგასკენ. მაგრამ წითელი არმიის წარმატებებმა უნგერნს უბიძგა ბრძოლისკენ შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის ჯარების წინააღმდეგ. მაგრამ უნგერნი დამარცხდა და დაიკარგა ჩრდილომონღოლურ ტრამალებში.



ხალხას დედაქალაქში ჩამსხდარი ჩინური რესპუბლიკური არმიის ჯარისკაცების და ოფიცრების გასაკვირად უნგერნის რაზმი გაჩნდა ურგას ახლოს. ამას მოჰყვა ორი თავგანწირული შეტევა. მაგრამ ჩინელები გაცილებით უფრო ძლიერები იყვნენ და მწარედ დამარცხებული ბარონი უნგერნი აღმოსავლეთ მონღოლეთში გადავიდა.

ჩინგიზ ყაენის იმპერიის ბირთვ აღმოსავლეთ მონღოლეთში 1920 წლის აზაფხულზე გაიშალა პარტიზანული ომი ჩინელებთან.

ბარონი უნგერნის დროშებს ქვეშ დადგნენ რუსები,ბურიატები,მონღოლი თავადები მათი მეომრებით,უბრალო მესაქონლე-არატები,ჩინელების მიერ დევნილი ბუდისტი სასულიერო პირები და ბერები. ტიბეტის მბრძანებელმა დალაი ლამა მეცამეტემ მას გაუგზავნა თავის გვარდიელთა ჯგუფი.

რომან თევდორეს ძის თაყვანისმცემელმა მონღოლებმა,რომლებიც მას ლამაისტური ექვსხელიანი და ყვითელი "რწმენის" მტრების მკაცრად დამსჯელ ღვთაება მახაკალას განხორციელებად თვლიდნენ,მას ნაგან-ბურხანი,"ომის ღმერთი" უწოდეს.

//დასასრული იქნება//.

No comments: