11.09.2012

საუბრებიდან ნიჰილიზმის შესახებ :

"თანამედროვეობის ადამიანი თუ შიზოფრენიკოსი არაა შიზოიდია-,მისი ცხოვრებისეული ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია  ურთიერთობათა არქონა, მარტოობა, მოწყენილობა,მოღუშულობა, დაღვრემილობა,ზიზღი, მწუხარება.
როგორც ექიმთა კაბინეტებიდან ისე ფსიქოანალიტიკოსთა დივანიდან ისმის მარტოსულთა, მწუხარეთა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილთა,
დაუკმაყოფილებელთა, დეპრესიულთა და საკუთარი თავის ანაბარა მიტოვებულთა მოთქმა-გოდება."
           
თითქოს თანამედროვეობის დანახვა შეიძლებოდეს მხოლოდ მისი ბიოლოგიური და ფსიქიური ავადმყოფობებით, ავადმყოფობა არის შემოქმედებითობის უკანასკნელი თავშესაფარი" 
//როლან ჟაკარი, ნიჰილისტური ცდუნება. საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობები, პარიზი, 1989-Roland Jaccard,La Tentation nihiliste"//.
           
თანამედროვეობის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ნიჰილიზმი და ამიტომ ის იმსახურებს ყურადღების მიქცევას.

 "ენციკლოპედია უნივერსალის"-ის და ა.შ. მიხედვით.
1887-1888 წლებში, მაშინ როდესაც თითქოს მორალურობის და კულტურის უსასრულო პროგრესის გარანტიის მიმცემი მეცნიერების იმპულსით დაჩქარებული რიტმით ვითარდებოდა ინდუსტრიული საზოგადოება ნიცშემ ატეხა განგაში:         
"მე ვყვები ორი მომავალი საუკუნის ისტორიას, მე აღვწერ იმას რაც არ შეიძლება არ მოხდეს- ნიჰილიზმის მოსვლას". 

            
ნიცშეს მიერ ნაუწყები დრამა მოხდა. 
              
როდესაც ფროიდმა ფსიქოანალიტიკური აღმოჩენების შუქზე შეისწავლა 
"უქეიფობა ცივილიზაციაში"  ეს უქეიფობა არის ნიჰილიზმის სიმპტომი.
         
მეორეს მხრივ როდესაც ჰუსერლი ფიქრობს "ევროპული ცნობიერების კრიზისზე" და ღელავს რაციონალობის გაქრობის გამო ისევ ნიჰილიზმზეა ლაპარაკი.
           
ყურადღება რომელიც მიიპყრო ეგზსატენციალისტურად წოდებულმა ფილოსოფიამ მისი რჩეული თემებით //სევდა-მწუხარება, გულისრევა ხვედრის გამო,აბსურდულობის აკვიატებული აზრი// ადასტურებს რომ კაცობრიობა შევიდა დიდ კონვულსიების ხანაში.
           
 სიტყვა ნიჰილიზმი სპონტანურად გვახსენებს უარყოფის, ნგრევის, ძალადობის, თვითმკვლელობის და სასოწარკვეთილების იდეებს. კამიუმ ხაზი გაუსვა ნიჰილიზმის და ჯანყის ნათესაობას. 
   
ჩვენ ვხვდებით რომ ნიჰილისტური კრიზისი მომდინარეობს მოვლენებიდან რომლებიც რეფორმის და აღორძინების ხანიდან ძირს უთხრიდნენ შუა საუკუნეების ანტროპოცენტრულ და თეოლოგიურ წარმოდგენებს. 


ნიცშეს ძახილი "ღმერთი მოკვდა" გადმოსცემს მოულოდნელად დანახვას იმისა რომ  ადამიანებმა დაკარგეს ქრისტიანული რწმენა.               ვხვდებით იმასაც რომ ბოლო 50 წლის საშინელებები ასახავს იმ საზიზღარ სევდა-მწუხარებას რომელიც ღრღნის თანამედროვე სულს და ფანატიკურ მისწრაფებას ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევისკენ იარაღით თუ წმინდა იდეოლოგიის,ადამიანის არსებობისთვის აზრის დაბრუნების შემძლე ღირებულებათა  ახალი სისტემის დამკვიდრებით.
            
მაგრამ ვერ ხერხდება ნიჰილიზმის ზუსტი კონცეფციის შექმნა.
              
ნიჰილიზმი, თანამედროვეობის არსი:         
ჩვენ შეიძლება ძალიან შორს ვეძებოთ ნიჰილიზმის წინამორბედები, ვახსენოთ, მაგალითად, პრომეთე, კაენი, გავიხსენოთ ეპიკურეს და ლიკრეციუსის დოქტრინები, უფრო ახლოს ჩვენთან მარკიზი დე სადი თუ გოეთეს მეფისტოფელი, გამოვაჩინოთ დენდიზმის და რომანტიზმის როლი.
           
თვითონ სიტყვა ნიჰილიზმი გვხვდება ფ.ჰ.იაკობისთან და ჟან-პოლთან რომელიც ამ სიტყვას იყენებს რომანტიკული პოეზიის დასახასიათებლად.
         
მაგრამ ყველაზე მეტად უნდა დავინახოთ რომ ჯანყის სული,იმორალიზმი,მკვლელობის გამართლება,სამყაროს გამოწვევა ნიჰილიზმის ტონალობას იძენს მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოდან ანუ ნიჰილიზმი არის თანამედროვე მოვლენა,ფენომენი რომელსაც პოლ ბურჟე თავის ნაშრომში "თანამედროვე ფსიქოლოგიის ნარკვევები" უკვე 1885 წელს აღწერდა როგორც ცხოვრებით მომაკვდინებელ დაღლას,ყოველი ძალისხმევის ამაოების განცდას.
                 
ანუ მისი აზრით ნიჰილიზმი არის ცხოვრებით მომაკვდინებელი დაღლა და ყოველი ძალისხმევის ამაოების განცდა.
    
ჯანყი და ნიჰილიზმი:            
სინამდვილეში ნიჰილიზმი საკუთარ თავს აცნობიერებს მაშინ როდესაც დ.ი.პისარევი ომს უცხადებს არსებულ ინსტიტუტებსა და კულტურას.  
             
ვ.გ.  ბელინსკიმ გაბედა და დაწერა:  "ჩემი ღმერთი არის უარყოფა!"
              
აქედან გამომდინარეობს უარყოფა ყოველგვარი ავტორიტეტისა რომელიც არ გამომდინარეობს პირადი,ინდივიდუალური განსჯიდან.
                     
Добавьте подпись
მაქს შტირნერის გავლენით კატასტროფის წინათგრძნობამ ინტელექტუალებს უბიძგა საკუთარი მეობის განდიდებისკენ.
                 
ამ ქედმაღალი ნარცისიზმის უკან გამოჩნდა საყოველთაო აბსურდულობის ჩრდილი...
             
მერე მოდის ტურგენევი მისი ბაზაროვით....
               
სინამდვილეს ვეღარ იტანენ იმიტომ რომ ამ სინამდვილეს მათთვის აღარ აქვს გამარლება. 
               
ადამიანის მოლოდინი ეწინააღმდეგება არაადამიანურ სამყაროს.
            
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა დასკვნას გამოიტანს ადამიანი ამ აღმოჩენიდან. 
   
შეიძლება დავინთქათ ფიქრებში მთელი სიცოცხლის ამაოების შესახებ....
------------------------------------------------------------------

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
 -------------------------------------------------------------------

2. ნიჰილიზმის საწყისი : იდეალის არარაობა: აი, ნიცშეს თანამხმად ნიჰილიზმი არის პირველი რიგში არის ამ მრწამსის და მასზე დაფუძნებული მთელი კულტურისა და მსოფლმხედველობის უარყოფა.

ნიჰილიზმი არის ღმერთის, ხილული და ნიცშეს თითით მოსასინჯი სამყაროს,ფიზიკური სამყაროს მიღმა უხილავი სულიერი ამყაროს არსებობის იდეის უარყოფა. უარყოფა აზრისა და რწმენისა რომლის თანახმადაც კრეტინებისთვისაც ხილული სამყარო შექმნა უხილავმა ყოვლისშემძლე და თავისი ქმნილებების მოყვარულმა,პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულმა სულიერმა ძალამ რომელიც თავის ქმნილებებს არ სტოვებს ურთულეს განსაცდელშიც კი და რომ მიწისგან მოზელილი და ღვთაებრივი სულის მქონე ადამიანი არის სწორედ ამ უხილავი და ხილული,ფიზიკური და სულიერი სამყაროების შეხვედრის ადგილი.
მოკლედ ნიცშეს და მისი ნიჰილისტის აზრით არსებობს მარტო ის რასაც ისინი ხედავენ თავისი უბადრუკი თვალებით.

ესაა მთელი მეტაფიზიკის და პირველ რიგში მეტაფიზიკური იდეალიზმის უარყოფა.

ნიცშეს აზრით ქრისტიანობამ, ამ პლატონიზმმა ხალხისთვის ვერ შეავსო ხილულ,ფიზიკურ სინამდვილესა და უხილავ ღმერთს და მის სამყაროს შორის არსებული უფსკრული.
და ამიტომ უარსაყოფი ქრისტიანობა უარყოფილი იქნება მომავალ და ნიცშეს დროს უკვე ხილულ ნიჰილისტურ ხანაში.

ღმერთი, ეს იდეალური არსი ნიცშეს თქმით არის მხოლოდ ფსევდო საფუძველი. ეს ფსევდო საფუძველი ღმერთი კვდება,ანუ ნიცშეს აზრით კაცობრიობას თვალები ეხილება სინამდევილეზე და,მის სიკვდილთან ერთად არარაობად იქცევა ყველა ღირებულება რასაც ადამიანები მას უკავშირებენ.
ანუ ნიცშეს თქმით დგება, ვთქვათ, ათი მცნების უარყოფის ანუ ქურდობის და ა.შ, აკრძალვის გაუქმების და ყოველნაირი არამზადობის დაშვების ხანა.

ადამიანს მაშინ იპყრობს აბსურდულობის განცდა რაც გამოხატავს უკმაყოფილებას სამყაროთი რომლის არაადამიანობაც სკანდალური და აღმაშფოთებელია ანტროპომორფული მორალური კანონების შესაბამისად აღზრდილი კაცობრიობისთვის.

რადიკალური ნიჰილიზმი არის რწმენა იმისა რომ არსებობა აბსოლუტურად აუტანელია თუ კი არსებობას შევადარებ ჩვენთვის ცნობილ უმაღლეს რირებულებებს.

ამას ემატება ის დასკვნა რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება წარმოვიდგინოთ ხილული სამყაროს მიღმა ან მასში რაღაც ღვთაებრივის არსებობა.

ნიჰილიზმი არის წარმოდგენა იმისა რომ ღირებულებათა ძველი მეტაფიზიკური საფუძველი, ღმერთთან გაიგივებული არსი არის მხოლოდ ზღაპრების ჩმახვა არარაობის,სიცარიელის ირგვლივ.

«ფილოსოფოსი ნიჰილისტი იქნება მაშინ, ასკვნის ნიცშე, როდესაც ის დაინახავს რომ ყველა იდეალის უკან არის სიცარიელე» (VIII, 139-140).

მეტიც, ნიცშე უარყოფს იდეას რომლის თანახმადაც სამყარო შეიძლება იყოს საბოლოო ცოდნის ობიექტი.
       
მისი მტკიცებით ყოველგვარი ცოდნა ინტერპრეტატიულია, არასრულია,
დაქუცმაცებულია, ფრაგმენტულია.
           
მისი აზრით არ არსებობს ნამდვილი თუ ტყუილი რამეები. არსებობს მხოლოდ ნამდვილ თუ ტყუილ რამეებად მიჩნეული მოვლენები.
             
სხვა სიტყვებით ცოდნა არ არსებობს. არის მხოლოდ  ინდივიდუალური თუ კოლექტიური ისტორიის ამა თუ იმ პერიდში დადგენილი რწმენები. 
          
ნიცშეს აზრით ჭეშმარიტების ღირებულება არის მხოლოდ მის სარგებლობაში. ჭეშმარიტია ის რაც სასარგებლოა სიცოცხლისთვის და სიცოცხლისთვის ზოგჯერ სასარგებლო შეიძლება იყოს ტყუილიც // ოლივია ბიანკი,ვისწავლოთ ფილოსოფოსობა ნიცშესთან ერთად, Olivia Bianchi,Apprendre  à philosopher avec Nietzsche,ellipses,2012//.

3. ნიჰილიზმის ლოღიკა
პასიური ნუჰილიზმიდან აქტიურ ნიჰილიზმამდე:
ნიჰილიზმის პრელუდია პესიმიზმი გამოხატავს მოქმედების ზიზღს,აბსურდის თავბრუსხვევას,სიბრალულის საზიზღარ გაშმაგებას.
 
პესიმიზმის თეორიაა შოპენჰაუერის მეტაფიზიკა  ; ის ქადაგებს სიწმინდეს ანუ სიცოცხლის წყურვილის უარყოფას ასკეზით.
 
თომას მანმა მის ბუდენბროკებში აღწერა დამადამბლავებელი იმედგაცრუება რომელიც თან ახლავს იმის აღმოჩენას რომ ჩვენი სამყარო არის  « ყველაზე უარესი სამყარო შესაძლებელ სამყაროებს შორის ». ეს სიფხიზლეც ეფემერულია. პანიკაში ჩავარდნილი პესიმისტი გააფთრებით დაეძებს კომპენსაციას რაც ახასიათებს არასრულ ნიჰილიზმს.
 
მორალურ ღირებულებებს ჩაჭიდებული ერთგვარი აქტივიზმი,ერთგვარი ათეიზმი,და ბოლოს ერთგვარი სოციალიზმი,ყველაფერი ეს არის ძველი ღირებულებების უარყოფის გარეშე ნიჰილიზმისგან თავის დაღწევის ციებ-ცხელებიანი მცდელობები.
 
ნიცშეს ყველაზე მეტად ეშინია რომ თავისი მორალური ოპტიმიზმის საფარველით სოციალიზმი დაამყარებს ბოლო ადამიანის,ეგალიტარულ საზოგადოებაში შემალული ამ სიცოცხლის პარაზიტის ბატონობას. ასეთი რამ ახალ კერპად აქცევს ტექნიკაზე დამოკიდებულ ბედნიერებას.  
   
მაგრამ შეურიგებელი სიფხიზლე უბიძგებს  ყველაფრის სიცრუედ გამომცხადებელი ნეგატივიზმისკენ და აქეთკენ ნაბიძგები ოცნებობს მხოლოდ დასვენებაზე,დავიწყებაზე. ესაა გაშტერება-გაცბუნების ერთგვარი ბუდიზმი. 
 
მაგრამ დარჩენილი ძალები ჯანყდებიან ასეთი კაპიტულაციის წინააღმდეგ. მათ აღაგზნებს საყოველთაო მოსპობის პერსპექტივა. აჯანყებულ მონებსაც უნდათ ძალაუფლება და ძლიერებს გადააქცევენ მათ ჯალათებად. ესაა ტერორისტული ვოლუნტარიზმი. ძლიერების დეკადენტური სურვილის დღესასწაული რომელიც ცდილობს უძლიერესი ტკბობის განცდას მკვლელობისა და მსხვერპლის გაღების სპაზმებით.
         
ესაა აქტიური ნიჰილიზმი.
       
ნიჰილიზმის კერპებიდან-შოპენჰაუერი:
Добавьте подпись
ნიცშეს თანახმად ნიჰილიზმის გამორჩეული ფიგურა შოპენჰაუერი არის დაუფარავი და შეუპოვარი ათეისტი,პატიოსანი კაცი რომელიც ყველას მიაყენებს კედელთან.
         
მისი აზრით ნებისმიერი ნუგეშის ძიება ურცხვობა და თავხედობაა. 
           
იმედი  შორს გაექცა ფილოსოფიის ცას. 
             
პროგრესის იდეაც კი შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ გიჟის თავში. 
                
ყველა გრძნობს რომ  "სიცოცხლე არის ის მისწრაფება რომელიც დაამარცხებს საკუთარ თავს და არის ერთი და იგივე ტანჯვათა ტრიალი და მეტი არაფერი":
           
"უმიზეზოდ სურვილი,მუდამ ტანჯვა,შემდეგ სიკვდილი  და ასე საუკუნეების მანძილზე სანამ ჩვენი პლანეტა არ დაიშლება წვრილ-წვრილ ნაწილაკებად ".
           
მაშ ვინაა უბედურების ეს ქადაგი და წინასწარმეტყველი შოპენჰაუერი რომელმაც კაცობრიობა ინტელექტუალური თვალსაზრისით შეადარა საგიჟეთს,მორალური თვალსაზრისით-ყაჩაღთა ბუნაგს და ესთეტიკური თვალსაზრისით ლოთების ტავერნას?
                      
მამამისი,დანციგელი მდიდარი კომერსანტი ფლორის შოპენჰაუერი იყო დაჯერებული კოსმოპოლიტი და მასხრად იგდებდა პატრიოტიზმს. 
            
პატრიოტიზმი მისი აზრით იყო დებილთა დებილური ვნება. 
          
მას ასარჩევი რომ ჰქონოდა ეროვნება ინგლისელი გახდებოდა. 
               
ის კითხულობდა Times-ს და მთელი ცხოვრება რჩებოდა ერთგული დევიზისა  "არანაირი ბედნიერება არ არსებობს თავისუფლების გარეშე". 
      
1788 წლის 22 თებერვალს დაბადებულ თავის ვაჟიშვილს მან დაარქვა ყველა ენაში გავრცელებული სახელი არტური და ფიქრობდა რომ ეს გადამწყვეტ უპირატესობას მიანიჭებდა ბავშვს კომერსანტად გახდომის შემდეგ. 
                
კომერცია მალე მობეზრდა ახალგაზრდა არტურს მაგრამ მას არ შეზიზღებია ეს საქმე. 
          
ის საკმაოდ ფხიზელი იყო და დაინახა რომ ჩვენი ცივილიზებული სამყაროს დიდ მასკარადში ვაჭრები არიან ერთადერთი სპეკულანტები რომლებიც ახერხებენ შენიღბულად წინსვლას. 
          
აფერისტების აშკარა ვულგარულობასა და მათ თანამედროვეთა ფლიდურ-პირმოთნე-ორპირულ დაწინაურებას შორის ის პირველს უფრო იწონებდა.
       
ფლორის შოპენჰაუერს ჰქონდა ძალიან კონკრეტული და გარკვეული წარმოდგენები განათლების შესახებ. ნაციონალიზმის ამ მოძულეს უნდოდა რომ მის შვილს ესწავლა ენები რაც გააფართოებდა მისი სულის საზღვრებს და ესწავლა "სამყაროს დიდი წიგნის" კითხვა.
        
ეს გაკვეთილი არტურმა გაიხსენა მაშინ როდესაც გააკრიტიკა სწავლების მეთოდი რომლითაც ბავშვებს თავს უტენიდნენ რაღაცით მათთვის სამყაროს ჩვენებამდე.
            
ახალგაზრდა არტურმა ბევრი ისწავლა და იკითხა და სამყაროში მოხვდა როგორც დაბნეულ-დაკარგული,ხან სულელურად შეშფოთებული და ხან გიჟურად ამპარტავანი და ქედმაღალი ბავშვი.
            
11 წლის არტური მამამ გააგზავნა თავისი კორესპონდენტებთან ჰავრში სადაც მან იმდენად კარგად ისწავლა ფრანგული რომ  ვეღარ აღიქვა დედა ენის ხორკლიანი ჟღერადობა.  
            
1803 წელს შოპენჰაუერთა ოჯახმა წამოიწყო ხანგრძლივი მოგზაურობა ევროპაში
    
თავის დღიურში ახალგაზრდა არტური უკვე ავლენდა  პესიმიზმს
            
"17 წლისა,როდესაც ჯერ მხოლოდ ყველაზე საშუალო სასკოლო განათლება მქონდა მიღებული,უკვე შეპყრობილი ვიყავი სიცოცხლის გაჭირვებითა და მწუხარებით ისე როგორც ავადმყოფობის,სიბერის და სიკვდილის აღმომჩენი ბუდა."
               
და ემოციურმა მოწაფემ დადო ფიცი : " სიცოცხლე მძიმე პრობლემაა,მე გადავწყვიტე ამაზე ფიქრი".
                 
ამ მოგზაურობიდან არტურმა დაიმახსოვრა მონბლანის ძირში მიღებული შთაბეჭდილება
              
10 წლის შემდეგ მან ეს გაიხსენა თავისი ნაშრომი "სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა"-ს ერთ სახელგანთქმულ გვერდზე:
           
"გამორჩეულ სულთა მწუხარე განწყობის სიმბოლოა მთა მონბლანი  მისი მწვერვალი თითქმის ყოველთვის დაფარულია ღრუბლებით,მაგრამ ზოგჯერ,განსაკუთრებით გარიჟრაჟზე, ფარდა იხსნება და გვიჩვენებს მთელი სიმაღლით აღმართულ და მზის სხივებით გაწითლებულ მთას . ამის მხილველი ადამიანის გული იხსნება და იფურჩქნება მისი არსის სიღრმემდე.
                 
ასეა რომ ჩვეულებრივ მელანქოლიურად განწყობილი გენიოსი დრო და დრო ავლენს  განსაკუთრებულ სიმშვიდეს მაშინ როდესაც მისი შუბლი ირეკლავს ნათელს და მან იცის თავდავიწყება და გარე სამყაროში გახსნა-გათქვეფა".
                  
მონბლანი შოპენჰაუერისთვის იყო გენიოსის მარტოობის სიმბოლო, მაგრამ პირველი ფილოსოფიური გულისგატეხვები მან განიცადა ტულუზას კატორღის და  იქ ერთმანეთზე გადაბმული 6000 ტანჯული კატორღელის ხილვისას.
           
"ხომ არა ვართ ჩვენ ყველანი ტულუზას კატორღელების მსგავსად რაღაც დამსჯელი კოლონიის უბედური მკვიდრები?"  იკითხა შოპენჰაუერმა.
           
არსებობის სასწორზე მეტისმეტად ბევრი ტანჯვაა და მეტისმეტად ცოტა სიკეთე და სიამოვნება.   ეს სამყარო ვერ იქნება სიკეთით აღსავსე ღმერთის ქმნილება. ისაა თავისი სიამოვნებისთვის მსვერპლთა შემქმნელი  დაუნდობელი ჯალათის ხელში. ...
            
"თანატანჯულო", ასე  უნდა მისალმებოდნენ ერთმანეთს ადამიანები შოპენჰაუერის აზრით.
            
ყოველი შეხვედრა ასე გაგვახსენებდა შემწყნარებლობის,
მოთმინების,მიმტევებლობის,მოყვასის სიყვარულის აუცილებლობას. ვინაიდან თუ კაცობრიობის ერთი ნაწილი მოთქვამს და გოდებს სხვა ცმუკავს მხოლოდ მისი მღრღნელი ტკივილის მოსატყუებლად.
                     
თავის ფილოსოფიას შოპენჰაუერი კვებავს თავისი გამოცდილებით,
თავისი სირცხვილებით,ეჭვებით,სიშმაგით.
             
როგორც უფრო გვიან კიერკეგორთან და ნიცშესთან აქაც ფილოსოფია აღარაა ახსნა შორიდან.  მისი საწყისი აღარაა გაოცებაში,ის არის მტკივნეულ გაოგნებაში და რწმენაში რომ "ერთადერთი ბედნიერებაა ამ ქვეყნად არ დაბადება."
                 
10 წლის შემდეგ ამ ინიციაციური მოგზაურობიდან არტური დაესწრო მამისის ნელ სიკვდილს. მამამისი ახლობლებს ელაპარაკებოდა როგორც უცხოებს,ვეღარ სცნობდა ვერავის,ვეღარ იხსენებდა ვერაფერს. 
            
1805 წლის 20 აპრილს ის გადახტა არხში მისი სახლის უკან.
                 
არტურმა არ აპატია დედამისს  სახლში საღამოობით სტუმრების მიღება მაშინ როდესაც  მამამისი მარტოობაში კვდებოდა  და გართობა მაშინ როდესაც მამამისი აუტანლად იტანჯებოდა. 
               
ის უმატებდა "აი ქალთა სიყვარული!".
                 
არტურ შოპენჰაუერი მუდამ უსწორდებოდა ამ ფუქსავატ,კეკლუც,ცინიკოს ქალს,პოპულარულ მწერალს რომელმაც მოახერხა გოეთესთან დამეგობრება და რომელიც თავის ნაწერებში თავის შვილს აღწერდა როგორც სასაცილო ტრაბახას.
            
არტურ შოპენჰაუერმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი "ტანჯული გონების პრინციპის ოთხმაგი ფესვი"  და დედამისმა ჩაიქირქილა:  "ეს რაღაცა არის კბილის ექიმებისთვის და აფთიაქარებისთვის."
               
შოპენჰაუერს სძულდა ქალები და ეს ლეგენდარულ ამბად იქცა ისევე როგორც მისი მეგობრობა ძაღლებთან. 
              
თავის ძაღლს მან დაარქვა ატმანი // ინდოელი ბრაჰმანები ასე უწოდებენ სამყაროს სულს//. მაგრამ კარგი ქალაქი ფრანკფურტის მკვიდრნი //შოპენჰაუერი იქ გარდაიცვალა 72 წლის ასაკში// ამ ძაღლს ახალგაზრდა შოპენჰაუერს უძახდნენ.
              
შოპენჰაუერთან ერთად ჩვენ შევდივართ ეჭვის,ილუზიების გაფანტვის,
გონების ეშმაკობად აღქმის,პროგრესში ცრუ იდეის და ტყუილის დანახვის ხანაში. 
    
შოპენჰაუერი სიცოცხლის ბოლოსაც აგინებდა მეტაფიზიკას და მეტაფიზიკოსებს.,მოუწოდებდა ადამიანებს არ ნდობოდნენ მათ. 
            
"არაა ფილოსოფია ის სადაც არ ისმის მოთქმა-გოდება,ტირილი,კბილების ღრჭიალი და საყოველთაო ურთიერთმკვლელობის რახარუხი",ამბობდა შოპენჰაუერი.
   
//ამის  და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ როლან ჟაკარის უკვე ნახსენებ შესანიშნავ წიგნში "ნიჰილისტური ცდუნება",რომელიც 1989 წელს გამისცეს საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობებმა//.
                           
Roland Jaccard,Tentation nihiliste.


დანარჩენი მერე...

http://www.universalis.fr/encyclopedie/nihilisme/ressources/
Page précédente Page suivanteVers les années 1887-1888, alors que le développement de la société industrielle se poursuivait à un rythme accéléré sous l'impulsion d'une raison scientifique qui semblait garantir le progrès indéfini de la moralité et de la culture, le philosophe Nietzsche lançait ce cri d'alarme : « Ce que je raconte, c'est l'histoire des deux prochains siècles. Je décris ce qui viendra, ce qui ne peut manquer de venir : l'avènement du nihilisme » (XV, 137, éd. Kröner). Le drame annoncé par Nietzsche s'est produit. Quand Freud examine, à la lumière des découvertes psychanalytiques, « le malaise dans la civilisation », ce malaise est un symptôme du nihilisme. D'un autre côté, lorsque Husserl réfléchit sur « la crise de la conscience européenne » et s'inquiète du démantèlement de la rationalité, c'est encore le nihilisme qu'il débusque. L'audience qu'a rencontrée la philosophie dite « existentialiste », avec ses thèmes privilégiés : l'angoisse, la nausée en face de la contingence, la hantise de l'absurde, confirme que l'humanité est entrée dans l'ère des grandes convulsions.
Le mot nihilisme évoque spontanément les idées de négation, de destruction, de violence, de suicide et de désespoir. Camus a souligné les affinités entre nihilisme et révolte. On devine que cette crise nihiliste procède des événements qui ont, depuis la Réforme et la Renaissance, miné la représentation médiévale, anthropocentrique et théologique, du monde. La proclamation de Nietzsche : « Dieu est mort » traduit cette soudaine prise de conscience que la foi chrétienne a perdu son fondement et que tout notre système de valeurs s'en trouve déséquilibré. On devine également que les horreurs du dernier demi-siècle reflètent l'anxiété morbide qui ronge l'âme moderne et la volonté fanatique d'échapper à cette détresse en imposant, par la force des armes ou la contrainte idéologique, un nouveau système de valeurs capable de redonner un sens à l'existence humaine. Mais on n'arrive pas à former un concept précis du nihilisme en l' […]

Le nihilisme, essence de la modernité
On peut aller chercher très loin, dans l'histoire et dans la légende, les précurseurs du nihilisme : citer, par exemple, Prométhée, Caïn, rappeler les doctrines d'Épicure et de Lucrèce, la gnose ; plus près de nous, évoquer Sade ou le Méphistophélès de Goethe, dégager le le du dandysme et du romantisme. Le mot lui-même se rencontre chez F. H. Jacobi et chez Jean-Paul, qui l'utilise pour caractériser la poésie romantique. Mais il importe surtout de voir que l'esprit de rébellion, l'immoralisme, la justification du meurtre et le défi lancé au monde ne prennent une tonalité nihiliste qu'à partir de la fin du xviiie siècle ; c'est dire que le nihilisme, dans son principe, est un phénomène moderne, un phénomène que Paul Bourget, dans ses Essais de psychologie contemporaine, décrivait déjà, en 1885, comme « une mortelle fatigue de vivre, une morne perception de la vanité de tout effort ».

•  Révolte et nihilisme

En fait, le nihilisme commence à prendre conscience de soi lorsque D. I. Pissarev déclare la guerre aux institutions et à la culture existantes et lorsque V. G. Biélinski a l'audace d'écrire : « La négation est mon dieu. » Il en découle le refus de toute autorité qui n'émane pas du jugement individuel. Sous l'influence de Max Stirner, le pressentiment de la catastrophe incita les esprits les plus lucides à chercher refuge dans l'exaltation du moi. Mais derrière ce narcissisme hautain et vindicatif se profile l'ombre de l'absurdité universelle. Tourgueniev, dans Père et fils (1860), imagine le personnage de Bazarov, qui laisse s'épancher une amertume proprement schopenhauerienne : « Nous n'avons à nous glorifier que de la stérile conscience de comprendre, jusqu'à un certain point, la stérilité de ce qui est. » On ne supporte plus le réel, parce que le réel est maintenant privé de justification. La contradiction s'accuse entre l'attente humaine et l'inhumanité du monde. Tout dépend alors de l'attitude que l'on adopte en face de cette découverte. On peut s'abîmer dans une méditation morose sur la vanité de toute vie. Dos […]

2.  L'origine du nihilisme : le néant de l'Idéal

Que recouvre le mot « Dieu » dans la proposition « Dieu est mort » ? Nietzsche l'explique : Dieu est la dénomination de l'être dans la philosophie occidentale et il cautionne un idéalisme métaphysique pour lequel l'être désigne une réalité intelligible, identifiée au Bien absolu et située au-delà du monde sensible. Or, la spéculation idéaliste, si elle a triomphé historiquement avec le christianisme, « ce platonisme pour le peuple », n'avait jamais complètement comblé la fissure entre le réel et cet être en-soi paré de toutes les perfections. Le nihilisme coïncide très exactement, selon Nietzsche, avec la découverte que cette contradiction trahit une fatale erreur d'interprétation ; l'être-idéal n'est, en vérité, qu'un pseudo-fondement, un nihil qui frappe de nullité toutes les valeurs qu'on lui accroche. Le sentiment de l'absurde exprime alors notre désenchantement en présence d'un monde dont l'inhumanité est scandaleuse pour une conscience éduquée selon des canons moraux anthropomorphiques. « Le nihilisme radical, c'est la conviction que l'existence est absolument intenable, si on la compare aux valeurs les plus hautes que nous connaissions ; il s'y ajoute cette constatation que nous n'avons pas le moindre droit de supposer un au-delà ou un en-soi des choses qui serait « divin », qui serait la morale incarnée » (XV, 145). Le nihilisme est l'aveu lucide que l'ancien fondement métaphysique des valeurs, l'être identifié à Dieu, n'est qu'une fabulation autour du néant : « Si un philosophe pouvait être nihiliste, conclut Nietzsche, il le serait parce qu'il trouve le néant derrière tous les idéaux » (VIII, 139-140).

•  Les mensonges de la décadence

Appliquant une nouvelle méthode critique, la méthode généalogique, qui consiste à détecter, sous les arguments rationnels, les articles de croyance ou « valeurs », puis, en deçà des valeurs, le type de vie qui en use pour dominer, Nietzsche impute à un phénomène de déchéance vitale, qu'il nomme la Décadence, la responsabilité de la crise nihiliste. Le nihilisme est l'« idéologie  […]

3.  La logique du nihilisme

Ayant dégagé l'essence du nihilisme, Nietzsche retrace l'histoire du nihilisme européen suivant les étapes de sa radicalisation.

•  Du pessimisme au nihilisme actif

Prélude au nihilisme, le pessimisme traduit le dégoût de l'action, le vertige de l'absurde, l'exaspération morbide de la pitié. La métaphysique de Schopenhauer est la théorie de ce pessimisme ; elle prêche la sainteté, ou négation du vouloir-vivre par l'ascèse. Thomas Mann, dans Les Buddenbrooks, a décrit la déception paralysante qui accompagne la découverte que notre monde est « le pire des mondes imaginables ». Encore cette lucidité est-elle éphémère. Un réflexe de panique jette le pessimiste dans la recherche affolée d'une compensation, qui caractérise le nihilisme incomplet. Un certain militantisme, un certain athéisme cramponné aux valeurs morales, le scientisme, le socialisme enfin : autant d'essais fébriles pour « échapper au nihilisme, sans renverser les anciennes valeurs ». Tout spécialement, Nietzsche redoute que, sous le couvert de son optimisme moral, le socialisme n'instaure la domination du Dernier Homme, ce parasite de la vie à l'abri d'une société égalitaire, qui fait du bonheur, gagé sur la technique, sa nouvelle idole. Le nihilisme passif surgit alors, pour relever le défi de la lucidité intransigeante. Il refuse les expédients du nihilisme incomplet, mais, par manque d'énergie, il pousse la probité intellectuelle jusqu'au pur négativisme : « Tout est faux ! » Sur cette constatation lugubre, on croit en finir avec l'angoisse, on n'aspire plus qu'au repos, à l'oubli, à une espèce de bouddhisme de la torpeur. Les forces restées intactes s'insurgent contre une telle démission. Elles s'enflamment à la perspective d'un anéantissement universel. Le nihilisme devient volontarisme terroriste. Les esclaves révoltés « veulent eux aussi exercer la puissance, en obligeant les puissants à être leurs bourreaux » (XV, 185). Fête sinistre de la volonté de puissance décadente qui essaie de se procurer une ultime jouissance dans les spasmes du meurtre et du sacrifice. C'est le nihilisme actif.



4.  Les interprétations du nihilisme après Nietzsche

•  Nihilisme et marxisme

Les philosophes d'obédience marxiste qui ont ouvert le dialogue avec la pensée nietzschéenne ne pouvaient pas, bien entendu, entériner sa critique du socialisme et pas davantage les solutions qu'elle suggère à la crise nihiliste ; ils inclinent plutôt à voir dans ses explications les reflets idéologiques d'une situation de classes et cherchent donc, dans la ligne du matérialisme dialectique, à expliquer l'irruption du nihilisme par les luttes de classe et les contradictions entre forces productives et rapports de production qui déchirent la société bourgeoise. Ainsi, aux yeux de György Lukàcs, la philosophie nietzschéenne étant « la morale de la classe dominante », ses concepts majeurs ont pour fonction objective de légitimer l'exploitation du prolétariat par le capitalisme. Le mythe du surhomme serait alors une apologie de la « brute blonde » livrée à ses instincts : la volonté de puissance, la formulation idéologique de l'oppression bourgeoise dans sa phase ultime, celle de l'impérialisme. Enfin, le nihilisme, s'il est correctement décrit par Nietzsche, serait le symptôme de la décrépitude qui frappe les idéaux bourgeois. Le néant du nihilisme n'a aucun contenu ontologique ; il traduit, au niveau des représentations subjectives, la contradiction réelle dont la bourgeoisie est en train de mourir.
La seule issue authentique est donc la révolution prolétarienne. Et, sans nul doute, la critique marxiste a raison d'éclairer ce que Nietzsche laisse dans l'ombre : les conditions économico-sociales du nihilisme. Mais elle ne réfute qu'une caricature de nietzschéisme. Et tant qu'elle n'aura pas intégré la problématique nietzschéenne de la vérité et de l'illusion, elle ne pourra parer l'objection décisive que lui adresse Nietzsche : d'être un nihilisme incomplet.



Bibliographie

P. Bourget, Essais de psychologie contemporaine, Plon, Paris, 1885, rééd. 1937
H. Broch, Les Somnambules (Die Schlafwandler, 1931-1932), trad. P. Flachat et A. Kohn, 2 vol., Gallimard, Paris, 1956-1957
Le Tentateur (Der Versucher, s. d.), trad. A. Kohn, Gallimard, 1960
A. Camus, L'Homme révolté, Gallimard, 1951
F. D. Dostoïevski, Crime et châtiment (Prestuplenie i Nakazanie, 1866), trad. D. Ergaz, coll. La Pléiade, Gallimard, 1959
Les Possédés (Besy, 1872), trad. J. Chuzeville, ibid., 1959
J. Granier, Le Problème de la vérité dans la philosophie de Nietzsche, Seuil, Paris, 1966
M. Heidegger, Introduction à la métaphysique (Einführung in die Metaphysik, 1935), trad. G. Kahn, P.U.F., Paris, 1958
Lettre sur l'humanisme (Über den Humanismus, 1947), trad. R. Munier, Aubier, Paris, 1957
Chemins qui ne mènent nulle part (Holzwege, 1950), trad. W. Brokmeier et F. Périer, Gallimard, 1962
Qu'appelle-t-on penser ? (Was heisst denken ? 1954), trad. A. Becker et G. Granel, P.U.F., 1959
Nietzsche (Friedrich Nietzsche, 1961), trad. P. Klossowski, 2 vol., Gallimard, 1989-1990
F. H. Jacobi, Œuvres philosophiques (Werke, 6 vol., Leipzig, 1812-1825), trad. J.-J. Anstett, Paris, 1946
E. Jünger, Le Travailleur (Der Arbeiter, 1932), trad. J. Hervier, Gallimard, 1993
Sur les falaises de marbre (Auf den Marmorklippen, 1939), trad. H. Thomas, Gallimard, 1942
G. Lukács, La Destruction de la raison (Die Zerstörung der Vernunft, 1955), trad. S. George, A. Gisselbrecht et E. Pfrimmer, L'Arche, Paris, 1958-1959
F. Nietzsche, Gesammelte Werke, Kroener éd., 19 vol., Stuttgart, 1905. (Les citations de l'article renvoient à cette édition, dont le sommaire des volumes figure dans la bibliographie de l'article Nietzsche.)

No comments: