12.25.2012

მეოცე საუკუნის მოდები- 2. გოთიკურები მწიფდებიან:


ესეც პანკური სალამი...
1965 წელს გაქანებული ცივი ომია და მაშინ მოდური ჰიპების ფილოსოფია ვერ არწმუნებს დიდად ცინიკურ, ავანგარდული კინოს და პოს, ბაირონის, ბოდლერის მსგავს ავტორთა მოყვარულ ახალგაზრდა ჯიმ მორისონს.

ის ვერ პოულობს თავს "ყვავილების ბავშვთა" (flower children) გულუბრყვილო ოპტიმიზმში.

ჰიპებს და მას საერთო აქვთ მხოლოდ ვიეტნამში ომის სიძულვილი და სექსუალური რევოლუციის სიყვარული.

რეი მანზარეკის გავლენით მას მუსიკაზე გადააქვს თავისი ბნელი, რომანტიკული და დეკადენტური ლექსები და სწორედ ასე ჩნდება ჯგუფი The Doors..

მორისონის და ამ ჯგუფის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკების,კერძოდ ლსდ-ს მიღებამ. მისტიციზმი და შამანიზმი იქცა სცენური აქტის ნაწილად. «I am a Lizard king. I can do anything»// "მე ვარ ხვლიკების მეფე, მე ყველაფერი შემიძლია"//, თქვა თავის თავზე ჯიმ მორისონმა ერთ სიმღერაში.

ჯგუფი The Doors იქცა როგორც მუსიკალურ მოვლენად ისე კულტურულ ფენომენად.
James Douglas Morrison; 8 декабря
1943 წლის 8 დეკემბერი, მელბურნი,
ფლორიდა - 1971 წლის 3 ივლისი,
პარიზი)
ჯგუფის ჟღერადობაში არ იყო ბანი,სამაგიეროდ ჭარბად იყო დამაჰიპნოზებელი ორღანული პარტიები. მაგრამ ჯგუფის პოპულარობას ხელი შეუწყო მისი ლიდერი ჯიმ მორისონის უნიკალურმა ქარიზმატულმა პიროვნებამ და ღრმა ლირიკამ.

მორისონი იყო დიდი ერუდიტი. მას იტაცებდა ნიცშეს ფილოსოფია და ამერიკელი ინდიელების კულტურა,ევროპელ სიმბოლისტთა პოეზია და სხვ.

1970 წელს ის დაქორწინდა აქტიურ და საქმიან კუდიან ჯადოქარ პატრიცია კენილიზე. ქორწილი გადაიხადეს კელტური ჯადოსნური რიტუალის შესაბამისად.

დღეს ამერიკაში მორისონს თვლიან აღიარებულ მუსიკოსად და გამოჩენილ პოეტად და მას ზოგჯერ აყენებენ უილიამ ბლეიკის და არტურ რემბოს გვერდით.

მორისონი ჯგუფის თაყვანისმცემლებს იზიდავდა არაჩვეულებრივი ქცევით. ის შთააგონებდა იმ ხანის ახალგაზრდა მოჯანყეებს და მისმა იდუმალმა სიკვდილმა ხელი შეუწყო მის მისტიფიკაციას.

მორისონი გალოთდა, იქცეოდა უწესოდ და ჩხუბობდა პოლიციელთან,გოგონების კერპიდან ის იქცა სქელ გაბურძგნულ ბინძურ ადამიანად. «The Doors»-ის ბოლო კონცერტები იყო მთვრალი მორისონის ჩხუბი მაყურებლებთან.

1971 წელს როკ ვარსკვლავი თავის მეგობარ პამელა კურსონთან ერთად წავიდა პარიზში დასასვენებლად და ლექსების წიგნზე სამუშაოდ.

ოფიციალური ვერსიით ჯიმ მორისონი გარდაიცვალა პარიზში გულის შეტევით 1971 წლის 3 ივლისს მაგრამ მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის.

 ჯიმ მორისონი დაკრძალულია
პარიზში პერ ლაშეზის სასფლაოზე.
ამბობდნენ რომ მას ჰეროინის მეტისმეტი დოზა მოუვიდა პარიზის კლუბ Rock-n-Roll Circus-ში ან მეზობელ კაბარეში Alcazar, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის ინსცენირება მაშინ ჰიპებთან მეგრძოლი ამერიკული ფედერალური პოლიციის მიერ და ა.შ. მის სიკვდილზე დღემდე დადის ხმები.

მომღერლის სიკვდილი ბოლო მნახველი იყო მისი მეგობარი პამელა მაგრამ ისიც გარდაიცვალა 3 წლის შემდეგ ნარკოტიკის მეტისმეტად დიდი დოზის მიღების გამო.
             
ჯიმ მორისონის საფლავი პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე იქცა მისი ფანატების საკულტო თაყვანისცემის ობიექტად. მეზობელ საფლავებზე ისინი აწერენ თუ როგორ უყვართ ჯიმ მორისონი და მისი სიმღერების სტრიქონებს//ვიკიპედია//.

Употребление галлюциногенов, в частности LSD, оказало непосредственное влияние на творчество Моррисона и Doors: мистицизм и шаманизм стали частью сценического акта. «I am a Lizard king. I can do anything» — сказал про себя Джим в одной из песен («Я король ящериц. Я могу все»). Группе The Doors удалось стать не только музыкальным явлением, но и культурным феноменом. В звучании группы отсутствовал бас, упор был сделан на гипнотические органные партии и (в меньшей степени) оригинальные гитарные партии. Однако популярности The Doors во многом способствовала уникальная харизматичная личность и глубокая лирика их лидера Джима Моррисона. Моррисон был чрезвычайно эрудированным человеком, увлекался философией Ницше, культурой американских индейцев, поэзией европейских символистов и многим другим. В 1970-м году Джим женился на практикующей ведьме Патриции Кеннили; свадьба была проведена по кельтскому колдовскому ритуалу[7]. В наше время в Америке Джима Моррисона считают не только признанным музыкантом, но и выдающимся поэтом: его иногда ставят в один ряд с Уильямом Блейком и Артюром Рембо.[8] Моррисон привлекал поклонников группы своим необычным поведением. Он вдохновлял молодых бунтарей той эпохи, а загадочная смерть музыканта ещё более мистифицировала его в глазах поклонников.

В дальнейшем судьба Джима представляла собой скоростной спуск по наклонной плоскости: пьянство, аресты за непристойное поведение и драку с полицейскими, превращение из идола для девочек в толстого бородатого неряху. Всё больше материала писал Робби Кригер, все меньше — Джим Моррисон. Поздние концерты «The Doors» представляли по большей части переругивания пьяного Моррисона с публикой. В 1971 году рок-звезда отправляется со своей подругой Памелой Курсон в Париж — отдыхать и работать над книгой стихов. По официальной версии Моррисон умер 3 июля 1971 года в Париже от сердечного приступа, однако, настоящей причины его смерти никто не знает. Среди вариантов назывались: героиновая передозировка в мужском туалете парижского клуба Rock-n-Roll Circus или в соседнем кабаре Alcazar (версия Джерри Хопкинса и Дэнни Шугермана), самоубийство, инсценировка самоубийства службами ФБР, которые тогда вели активную борьбу с участниками движения хиппи и прочее. Вокруг его смерти до сих пор ходят слухи. Единственный человек, который видел смерть певца — подруга Моррисона, Памела. Но она унесла тайну его смерти с собой в могилу, так как скончалась от передозировки наркотиков три года спустя[9]. Джим Моррисон похоронен в Париже на кладбище Пер-Лашез. Его могила стала местом культового поклонения фанатов, исписывающих соседние могилы надписями о своей любви к кумиру и строчками из песен The Doors.


1967 წელს თავის უქეიფობას  თავის ჯგუფ Velvet Underground-თან ერთად თავისი სიმღერებით გამოხატავს lou reed.

ამ ლუ რიდმა 17 წლის ასაკში გადაიტანა ელქტროშოკები რომლებსაც ის უნდა "მოერჩინა" მისი ჰომოსექსუალობისგან.

ის თავის ტრავმებს და დემინებს განუწყვეტლად ებრძვის  გამაღიზიანებელი ტექსტებისა და განწყობების მეშვეობით.

პანკი-პუნკები.
The Velvet Underground  და   The  Doors ირჩევენ ბნელ ესთეტიკას  და იმ დროის მუსიკისთვის უჩვეულო თემებს-სიკვდილს,ნარკოტიკს, სექსუალურ გარყვნილებას და სასოწარკვეთილებას.  მსახიობებს რა თქმა უნდა შავი ტანისამოსი აცვია.
               
ექსტრავაგანტურ და მგზნებარე  როკერ David Bowie-ს იზიდავს სამყაროს ბნელი მხარე,შავი მაგია  და ალისტერ კროულის სატანური დოქტრინა.  გაჩნდა გლამ-როკი და მასთან ერთად ინტერესი გარეგნული სახისადმი რაც ნაკლებად იყო გავრცელებული ადრე.
              
იშლება საზღვარი სქესებს შორის. ჩნდება მამაკაცურობის ცნების ხელახლა გააზრების სურვილი.
      
ხდება დაინტერესება ანდროგინიით რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სრული არსის მითს ან მრავალი რომანტიკოსისთვის ძვირფასი იდეალური კავშირის თემას. 

ერთდროულად მამაკაცად და ქალად ყოფნა  არის სულიერების მაძებარ ინდივიდუალისტურ სამყაროში  გარკვეული მთლიანობის ხელახლა აღმოჩენის ფორმა ან მშობლების სექსუალობის ფორმისგან განსახვავებული სექსუალობის გამოცდა.
          
გაიაზრეს  David Bowie-მ და მისმა თაყვანისმცემლებმა ეს თუ არა,ეს ნოვატორული და უწესო სტილი მომხიბლავი იყო დაბნეული და იდეალებს მოკლებული ახალგაზრდებისთვის.

ქვეყანას გადევლო პანკ-ტლღაც. Sex-Pistols უკრავდნენ აგრესიულ და მომთხოვნ მუსიკას. ამას ხელს უწყობდა გაურკვეველი სოციალური კონტექსტი და ნავთობის შოკი. 

"ბეტკეივ"-ის სანახაობა.
აგრესიულად პროვოკაციული იყო მომღერალ-მუსიკოსთა გარეგნობაც, ისინი დემონსტრატიულად არღვევდნენ და სპობდნენ სილამაზის სქესობრივ სტერეოტიპებს. აბატონებდნენ ანარქიას და ყოველგვარი  კანონების უარმყოფელ თვითმოქმედებას. პანკებში შიკად ითვლება ნაცისტური იერიც.

გაჩნდნენ ჯგუფები რომლებიც ერთმანეთში ურევენ აზიურ გავლენებს,არტ დეკოს,ვიქტორიანულ მოტივებს,კაბარეს და ა.შ. გაჩნდა გოთიკური ეკლეკტიზმი...
         
გოთიკური საღამოების სტომაქი:

ჯგუფი "სპესიმენის" მომღერალმა ოლი ვისდომმა 1982 წელს ლონდონში გახსნა ყველა სხვისაგან განსხვავებული ღამის კლუბი "ბეტკეივ". 

ტყავით და მაქმანით მორთული კლუბის კარს ჰქონდა კუბოს ფორმა. ყველაფერი ეს და გალიაში დამწყვდეული მოცეკვავე ქალიშვილები  პატივს მიაგებდნენ ძველ საშინელებათა ფილმებს.
                    
კლუბში იყო დისკოთეკა და კინოდარბაზი რომელიც აგრეთვე ასრულებდა კაბარეს როლს. ამ კლუბში ყველაფერთან ერთად აწყობდნენ ხოლმე კეჩის მატჩებს და საღამოებს.
             
სწორედ ამ  კლუბში იმართებოდა გოთიკურთა ნამდვილი საღამოები.
              
ამ კაბარემ შეიმუშავა განსაკუთრებული სტილი რომელმაც ხელი შეუწყო შავი რომანტიზმის ხელახალ აღმოჩენას....
               
ამავე დროს გაჩნდნენ მეტალი და ბლეკ მეტალი  რომლებიც ალბათ ყველაზე ძლიერად გამოხატავდნენ  1970-80-ანი წლების მოვლენებით სრულიად წონასწორობადაკარგული და ინდუსტრიალიზებული საზოგადოების მოწყენილობით დაღრღნილი ახალგაზრდობის ბრაზს,შფოთს და აგრესიულობას //ამ ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებაში აღარ რჩებოდათ ადგილი სუსტებს//....

მერილინ მენსონი:
მერილინ მენსონი//Brian Hugh Warner// დაიბადა 1969 წლის 5 იანვარს  კანტონში //ოჰაიო//ის ძალიან მკაცრად რელიგიურად იყო აღზრდილი,მაგრამ დაუპირისპირდა პურიტანულ ამერიკას.

პროვოკატორმა, მან თავის ფსევდონიმად და ჯგუფის სახელად შეარჩია მერილინ მენსონი- მერილინ მონრო+მკვლელი და მანიაკი ჩარლზ მენსონი რომელმაც ბრძანა მე-9 თვეზე ფეხმძიმედ მყოფი შარონ ტეიტის //რომან პოლანსკის მეუღლის//მოკვლა.

სიტკბოება შუღლებული საზიზღრობასთან. ...

1994 წელს ანტონ ლავიმ მერილინ მენსონი დანიშნა სატანას ეკლესიის  ქურუმად.

ის ასევე არის მხატვარი და ფოტოგრაფი.


ესთეტიკა ვიზუალ კეი და ლოლიტას ვერსიის პროტესტი:



ეს უკვე აზიური გოთიკურია

მუსიკალური ჟანრი ვიზუალ კეი იაპონური იატაკქვეშა მეტალ-როკისგან გაჩნდა 1980-ანი წლების ბოლოს იაპონიაში.

სხვადასხვა მუსიკალური სტილების შემრევი ეს მიმდინარეობა  იყენებს სპეციალურ ეფექტებს, პიროტექნიკას და თეატრალურობას. კოსტიუმები, თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი ექსტრავაგანტური და პროვოკაციურია. ის განიცდის პანკის,ნეორომანტიკის და გოთიკურების გავლენას რასაც ემატება  ტრადიციული იაპონური თეატრის გავლენა.

ეს სტილი განსაკუთრებით ინტერნეტის წყალობით დასავლეთში გავრცელდა 1990-ანი წლების ბოლოს.

გოთიკური ლოლიტა 2010 წლის
23 ოქტომბერს. (une Gothique Lolita)
le 23 Octobre 2010 à 22:45
1990-ანი წლების დასაწყისში ვიზუალ კეის ესტეტიკას დაემატა ვიქტორიანული ტენდენციები და იაპონიაში გავრცელდა გოთიკური ლოლიტაესაა საპროტესტო მოძრაობა ქალის ტრადიციონალისტური ხედვის წინააღმდეგ. ამ ხედვის თანახმად კი ქალი ბედნიერი რომ იყოს ის უნდა დაოჯახდეს და იყოს დედა.

ამით უკმაყოფილო ნამეტანი ანტიკონფორმისტმა იაპონელმა   გოგონებმა გაიზიარეს გოთიკური ლოლიტა რომელიც ძალიან შორს იყო მათი მშობლების გემოვნებისგან. ეს გოგონები დაუსრულებლად იკვლევენ ბავშვურ სამყაროს რომელიც მათ იცავს ადამიანობას მოკლებული გარეშე სამყაროსგან.

2011 წლის ოქტომბერი
მაგრამ ეს იაპონელი ლოლიტები იზიარებენ ღირსების,სინამდვილის და მოკრძალების ღირებულებებს.  რომანტიულმა და ელეგანტურმა იაპონელმა ლოლიტებმა შექმნეს   ცხოვრების მთელი ხელოვნება.  ისინი გატაცებული არიან ეპისტოლარული ჟანრით, ატარებენ ჩაის ცერემონიებს, ხატავენ, უკრავენ, კერავენ,
აცხობენ ტკბილეულს.

ისინი იდეებს, პატრონებს და რეცეპტებს პოულობენ მათ საყვარელ ჟურნალში Gothic Lolita Bible. მათ უყვართ ვლადიმირ ნაბოკოვის რომანი "ლოლიტა" რომლისგანაც აიღეს თავისი სახელი,ისევე როგორც ფ.ჰ.ბარნეტის "პატარა პრინცესა" და ლიუის კეროლის "ალისა სასწაულთა ქვეყანაში"...// გაგრძელება იქნება/.

No comments: