12.23.2012

მეოცე საუკუნის მოდები-გოთიკურები-1:




წყვდიადის კულტი, ექსტრავაგანტურობა ინდივიდუალობის, სამსახურში, სხეულის ტრანსფორმაციის ხელოვნება, ანდროგინია, ისტორიის გავლენა და პროვოკაცია...

ამ მელანქოლიური, მოცინიკოსო, მისტიციზმთან, ოკულტიზმთან და სიგიჟესთან შეთამაშებული გოთიკურებისთვის მშვენიერია ის რაც სხვისთვის არის საზარელი, შემაძრწუნებელი და თავზარდამცემი.

 Nadège Gachet, Jean-Philippe Laroche
ნადეჟ გაშეს და ჟან-ფილიპ
ლაროშის წიგნი "მეოცე საუკუნის
მოდები-გოთიკურები", პარიზი,2012.
Modes du XXe siècle - Les gothiques



http://www.gothique-boutique.eu/gothique-punk.html
 ------------------------------------------------------------------

ისტორიული ქრონოლოგიიდან:
1763 წლის 29 ოქტომბერს "მეტისმეტი აღვირახსნილობისთვის" დააპატიმრეს მარკიზ დე სადი. პატიმრობა 30 წელს გაგრძელდა.

1764 წ. ჰორას უოლპოლმა(Horace Walpole) გამოაქვეყნა პირველი გოთური რომანი ოტრანტის "ციხე-სასახლე".

1796 წ. მეტიუ გრეგორი ლიუისმა(Matthew Gregory Lewis) გამოაქვეყნა ემბლემატური გოთური თხზულება "ბერი",რომელიც ეხლახანს იქნა ეკრანიზებული.

1818 წ. მერი შელიმ გამოაქვეყნა "ფრანკენშტეინი".

1832 წლის 22 მარტს გარდაიცვალა გერმანული რომანტიზმის და შტურმ უნდ დრანგის მთავარი ფიგურა. ის იყო გოთურთა შთაგონების ერთ-ერთი წყარო.

მარკიზ დე სადი ციხეში
1837 წ. ინგლისში დედოფალი ვიქტორიას მეფობის დასაწყისი. მეუღლის,პრინცი ალბერტის გარდაცვალების //1861 წლის 14 დეკემბერი// შემდეგ მგლოვიარე დედოფალი სიკვდილამდე ატარებდა მხოლოდ შავ სამოსს.

1849 წ. ამერიკელი პოეტი და ნოველისტი ედგარ ალან პოს გარდაცვალება. მისი ლექსი "ყვავი" ძალიან უყვართ გოთიკურებს.


1852 წ. ჯონ ევერეტტ მილაისი ხატავს პრერაფაელიტთა სახელგანთქმულ სურათს ოფელიას სიკვდილი. 1848 წელს ინგლისში გაჩენილი პრერაფაელიზმი განადიდებს გრძნობიერებას და მელანქოლიას.

1857 წ. შარლ ბოდლერი აქვეყნებს "ბოროტების ყვავილებს". მან დიდი გავლენა მოახდინა გოთიკურებზე.

1869 წ. ლოტრეამონმა თავის" მალდორორის სიმღერებში" გამოავლინა შავი რომანტიზმის მთელი ძალა.

1871 წ.შერიდან ლე ფანუმ გამოაქვეყნა გოთიკური და ფანტასტიკური მოთხრობა ვამპირზე "კამილა".

1875 წ. მომავალი ოკულტისტი მწერალი და სატანისტი ჯადოსანი ალისტერ კროულის დაბადება. ის დღესაც ძალიან გავლენიანია....

1883 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა ვაგნერი რომლის ძლიერი და ემოციური მუსიკა მუდამ აღელვებდა გოთიკურების სულს.
1897 წ. ბრემ სტოკერმა გამოაქვეყნა "დრაკულა".


1900 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა ოსკარ უაილდი.


1922 წ. ფ.ვ.მურნაუ, გადაიღო ფილმი "ნოსფერატუ", სტოკერის "დრაკულას" ადაპტაცია.

1938 წ. ჩარლზ ადამსმა ამერიკული ჟურნალი ნიუ იორკერისთვის შექმნა კომიკსი ადამსთა ოჯახი.


მნიშვნელოვანი მოვლენები:
1965 წ. ბნელი და ეროტიკული ჯგუფი The Doors-ის დებიუტი.

1966 წ. ანტონ ლავიმ //Anton Lavey// დააარსა სატანას ეკლესია.

1967 წ. The Velvet Underground-მა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი The Velvet Underground and Nico.

1968 წლის მაისში სოციალურმა მოძრაობამ დიდი ბიძგი მისცა მთელი ფრანგული საზოგადოების შეხედულებათა შეცვლას.

1969 წელს გაჩნდა ჯგუფი Black Sabbath.

1973 წ. ნავთობის პირველი შოკი ნავთობის მომხმარებელ ქვეყნებში იწვევს უმუშევრობის ზრდას...

1980 წლის 18 მაისს თავის სამზარეულოში თავი ჩამოიხრჩო Joy Division- ის მომღერალმა Ian Curtis-მა.

1981 წ. ჟურნალი Sounds-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავის მუსიკას გოთიკური უწოდა ჯგუფი UK- ს მომღერალმა Decay -მ.

1982 წ. ჯგუფი The Cure უშვებს ცუდ ხასიათზე დამაყენებელ და ამიტომ გოთიკურების მიერ ძალიან მოწონებულ ალბომს Pornography.

1986 წ. ჩერნობილის კატასტროფა რომელიც გასაქანს არ აძლევს ოპტიმიზმს.

1996 წ. თავისი ალბომით Antichrist Superstar წყალობით სახელი გაითქვა ჯგუფმა Marilyn Manson...

გოთური მოდის წარმოშობა:

თავიდან იყვნენ გოთები,გერმანელი მომთაბარე მეომარი ხალხი რომელმაც ისე ააოხრა რომის იმპერია ა.წ.მეორე-მეექვსე საუკუნეებში რომ სხვა ხალხებს ეს მწარედ დაამახსოვრდათ....

მე-12 საუკუნეში გაჩენილ ახალ და ტრადიციულისგან განსხვავებულ მხატვრულ და ხუროთმოძღვრულ სტილს დასავლეთის ბნელი ხანის მაოხრებლებზე მინიშნებით უწოდეს გოთური ანუ ბარბაროსული სტილი.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა გოთურმა სტილმა განაგრძო არსებობა მე-15 საუკუნემდე,შესძრა მიღებული კანონები და ამ სტილით აგებული მრავალი კათედრალი დღეს დიდად ამშვენებს ევროპას. ისინი იქცნენ კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად.

რამოდენიმე საუკუნის შემდეგ,მე-18 საუკუნეში ევროპა შეარყია ნეოგოთურობამ. ეს დაემთხვა რომანტიზმის აღმავლობას და შუა საუკუნეების ხელახალ აღმოჩენას. კლასიკური სტილის და ხანის გემოვნების წინააღმდეგ აჯანყებულებს მოეწონათ გოთიკა. რომანტიკოსებმა და მისი გავლენით სხვებმაც დააფასეს გოთიკა და შუა საუკუნეები.

მე-19 საუკუნეში გაჩნდა მრავალი ნეოგოთური შენობა,მაგრამ ისინი სიმამაცით ვერ უტოლდებოდნენ თავდაპირველ გოთიკას.

1970-ანი წლების ბოლოს განვითარდა პოსტ-პანკური სცენა. გაჩნდნენ "ბნელი ესთეტიკის ჯგუფები Siouxsie და the Banshees, Joy Division და Damned. შემდეგ გაჩნდა გოთიკური როკი, რომელსაც უმთავრესად ლიდერობენ ჯგუფები Bauhaus და the cure.

ახალი სტილი უარყოფს საზოგადოდ მიღებულ სოციალურ ნორმებს და იყენებს აჯანყებულთა სახეებს რის გამოც მას გოთიკური უწოდეს ისე რომ გაურკვეველია კრიტიკაა ეს სახელი თუ ქათინაური. უეჭველად რამდენადმე ორივე.

გავიდა 30 წელი და გოთიკური მოძრაობა ისევ არსებობს. ის შედგება მრავალი იატაკქვეშა ჯგუფისგან. მათი კატალოგიზაცია ძნელია. მრავალი გოთიკური არ წარმოდგება მოძრაობის წევრებად და სხვები უხმაუროდ არსებობენ როგორც გოთიკურები.

ყველას უყვარს შავი.








გოთიკურებს უყვარდ წყვდიადი, ბურუსიდან გამოზრდილი შავ-თეთრი სილუეტები და ფორმები, სასაფლაოზე, სიკვდილზე მიმანიშნებელი ელემენტები.

გოთიკურს რომ ჰკითხოთ თუ რატომაა გოთიკური ის გიპასუხებთ რომ ასეთია და რა ქნას.

და ეს საკმაოდ მართალია და იმიტომ რომ გოთიკური გამძაფრებულად მგრძნობიარეა და სამყაროს საშინლად ფხიზლად ხედავს რაშიც არაფერია სასიხარულო.

მიუხედავად ამისა ის შეგნებულად აძლიერებს ამ გრძნობიერებას და განადიდებს მას არსებითად ცინიზმზე დაფუძნებული ფილოსოფიის მეშვეობით.

მოჯადოებულება,გატაცება სიკვდილით, მშვენიერების ძიება უცნაურში და მარგინალურში,საკვირველ ესთეტიკათა წყაროები,ხორცის,სულის,სამოსის და ცხოვრების წესის მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან.

გოთიკური ცუდად გრძნობს თავს აწმყოში და აიდეალებს წარსულს. ის იკვებება თავისი მრმკვიდრეობით და ალბათ ცდილობს თავის უქეიფობის გამართლებას სიშავის და ნაღველის ძიებით.

ყველაფერი ეს აჩენს სიცოცხლის ხედვის საკმაოდ თავისებურ მანერას, დამუშავებულ და უცნაურ მოდებს.

მოღუშულთა და მელანქოლიკოსთა საუკუნეებმა გზა გაუკაფეს გოთიკურებს ბევრად ადრე მათ ოფიციალურ გამოჩენამდე 1970-ანი წლების ბოლოს.

კონტექსტი უეჭველად ხელსაყრელი იყო. მსოფლიო წონასწორობას არღვევდნენ ნავთობის კრიზისები და უსასრულოდ იჭიმებოდა ცივი ომი.

მეტიც,საუკუნის დასარული მუდამ ამძაფრებდა კოლექტიურ შიშებს და ავლენდა ადამიანის არსის ყველაზე ბნელ მხარეებს, ხელს უწყობდა ყოველივე ამისადმი მგრძნობიარე ადამიანთა დაჯგუფებას.

ათასწლეულის დასასრული მხოლოდ გააძლიერებს ამ ასპექტებს.

სოციოლოგიურად და უფრო პოზიტიურად ეს გაიარა 1968 წლის მაისმა. მან გაანთავისუფლა ზნე-ჩვეულებები,განაცხადა სქესთა თანასწორობა და თანდათანობით შეამსუბუქა ცენზურა მრავალ სფეროში.

ახალი მორალური ატმოსფერო მეტ თავისუფლებას აძლევდა თავისი სექსუალობის გამოვლენის,ჟინიანად ცხოვრების და ინდივიდუალურად,

სხვებისაგან განსხვავებულად ცხოვრების მსურველებს. ეს დიდებული რამ იყო გოთიკურებისთვის.

თუ გინდა სიცოცხლის ატანა იყავი მზად სიკვდილის მისაღებად //ზიგმუნდ ფროიდი//.

მიქაელ ვოლგემუტის სიკვდილის ცეკვა
(1493, Liber chronicarum by Hartmann Schedel.
სიკვდილის განცდა მემკვიდრეობით:
ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანებმა შეიმუსავეს რიტუალები სიკვდილის ირგვლივ და მხოლოდ ისინი აცნობიერებენ სიცოცხლის ეფემერულობას.

Vanitas-ამაოება...
შუა საუკუნეებში ომები, შავი ჭირის ეპიდემიები და შიმშილები ადამიანს მწვავედ განაცდევინებენ მის მოკვდავობას და ადამიანები გაიტაცა ჩონჩხების და გახრწნილი გვამების სანახაობამ. მრავალ ფრესკაზე და გრავიურაზე ჩონჩხები ცეკვავენ და დავლურს უვლიან ცოცხალთა ირგვლივ.

ეს საზიზღარი ცეკვები ადამიანს შეახსენებენ მდიდარის და ღარიბის,ძლიერის და სუსტის ერთნაირად მკვლელი სიკვდილის ძალას ისევე როგორც არსებობის ამაოებას.

ამაოება ხდება მხატვრულ თემად რომელსაც იმეორებენ მთელი აღორძინების ხანის განმავლობაში. თავის ქალებით სავსე სურათები ადამიანებს შეახსენებენ მის მიწიერ ქმედებათა უმრავლესობის სასაცილო ხასიათს.

გოთიკურები ხედავენ მათი ბუნების ხრწნადობას და მათ იზიდავს სიკვდილის სიმბოლიკა.

ეს ცნობიერება დიდ გავლენას ახდენს მათი აზროვნების მანერაზე.

ადამიანის სიცოცხლეს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ის ოდესმე დასრულდება არადა სიცოცხლე აბსურდულია სწორედ იმიტომ რომ ის ადრე თუ გვიან წყდება.

გოთიკურებს უყვართ ფიქრი,მედიტაცია ამ პარადოქსზე.

მათ არ სძულთ სიცოცხლე,ისინი უბრალოდ უფრო ფხიზლად ხედავენ დასასრულის მოახლოებას და ფიქრობენ ამაზე მაშინ როდესაც მათ თანამედროვეთა დიდ უმრავლესობას ურჩევნია ამის უბრალოდ დავიწყება.

სიკვდილის თემის ირგვლივ ბრუნვა გოთიკურებს აყვარებს ყველაფერ ბნელს და საზიზღარს. ისინი იცვავენ ამ განწყობის შესაფერის სამოსს.

მათ ფანტაზიაზე დიდი გავლენა იქონია ვიქტორიანული ხანის გლოვის წეს-ჩვეულებებმა ვინაიდან ისინი ეხმაურებიან გოთიკურთა გრძნობიერებას და წარსულში ესთეტიკური მოდელების ძიებას მათ მიერ.

ვიქტორიანული ხანის გლოვის წეს-ჩვეულებები:
ვიქტორიანული ხანა// 1832/1837-1901// ითვლება ბრიტანეთის იმპერიის ოქროს ხანად. მიუხედავად ამისა ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე მისი სოციალური კონტექსტი მძიმე და ბნელია და მან ბიძგი მისცა გლოვის ნამდვილი ესთეტიკის გაჩენას.

საშინელი სანიტარული პირობები ქოლერას და ტუბერკულოზის ეპიდემიებთან ერთად იწვევდნენ დიდ სიკვდილიანობას და სპობდნენ ოჯახებს.

არაა გასაკვირი რომ ამ პირობებში გლოვა იქცა ნამდვილ აკვიატებულ-აჩემებულ იდეად და შემუშავდა დაკრძალვის და გლოვის ურთულესი რიტუალები და წეს-ჩვეულებები.

სარკეებზე რაღაცის გადაფარება,გარდაცვლილის თმებისგან სამგლოვიარო გვირგვინების დამზადება,ცხენების ჩლიქების შეფუთვა რათა ისინი არ კაკუნობდნენ სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე,გარდაცვლილებისთვის ფოტოს გადაღება საოჯახო ალბომში შესანახად არის ვიქტორიანული გლოვის მხოლოდ ზოგი პრაქტიკა.

მათი მიცვალებულების დასამახსოვრებლად და მწუხარების გასანელებლად ვიქტორიანელები დაკრძალვისთვის აკეთებინებდნენ სხვადასხვა სამკაულს. სამახსოვრო ბეჭდები და მედალიონები რომლებშიც ჩართული იყო მიცვალებულის ფოტო ან მისი თმის კულული ჩვეულებრივი ამბავი იყო. მათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ურიგებდნენ დაკრძალვის შემდეგ.

შავი მინანქრისგან და ფერადი შუშისგან გაკეთებ სამკაულს ხშირად აწერდნენ გახსოვდეს რომ მოკვდები(memento mori) ან სამარადისო ხსოვნა (memoriam aeternqm) . ეს სამკაული ხშირად შემკული იყო პოეტური მოტივებით //შეერთებული ხელები,გადაჯაჭვული გულები,დასაკრძალი ურნები,ჩამქრალი ალები,ვარდები,მტირალი ტირიფები//. ზოგი ხელოსანი კი მიცვალებულთა თმებისგან აკეთებდა საყურეებს და სამაჯურებს.

1861 წელს,საყვარელი მეუღლე პრინცი ალბერტის გარდაცვალების შემდეგ თვითონ დედოფალმა ვიქტორიამ წაახალისა ეს წეს-ჩვეულებები. მას შემდეგ სიკვდილამდე ის იცვამდა მხოლოდ შავ სამოსს.

გლოვის დროს ჩაცმის წესები მაშინ ძალიან ზუსტი და შემზღუდველი იყო,განსაკუთრებით ქვრივებისთვის. ისინი გლოვობდნენ მთელი წლის მანძილზე და თავიდან ფეხებამდე დაფარულები იყვნენ შავი კრეპით რომლის საღებავიც შეიცავდა უქეიფობის და ფულის წასვლის გამომწვევ შხამიან ნივთიერებებს დარიშხანს და გოგირდს. ამ პერიოდის დროს მათ უნდა ეტარებინათ შავი და მქრქალი სამოსი და აქსესუარები //მარაოები, ჩანთები, ქოლგები, ქუდები, ფეხსაცმელი//.

მეტიც,უბედურებს უნდა შეეწყვიტათ ყოველგვარი სოციალური აქტივობა და ჩაკეტილიყვნენ თავის ტანჯვასთან პირისპირ საკუთარ თავში.

გლოვის მეორე წელს მათ ნება ეძლეოდათ სამოსში რუხის,იისფერის ჩართვა.

ქვრივი მამაკაცები ბევრად უფრო ნაკლებად იყვნენ შეზღუდულები. მათთვის საკმარისი იყო უბრალო შავი მკლავსახვევი....


ღრმად ფესვგადგმული მელანქოლია:
 მელანქოლია, ძველთა შავი ნაღველი, არის სულიერი მდგომარეობა რომელსაც ახასიათებს საკუთარი თავის და სიცოცხლის ზიზღი,დიდი ნაღველი და ძლიერი მჭმუნვარება.

ეს მდგომარეობა ყველგან ჩანს გოთიკურებში და იმდენად ძლიერია რომ შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიურად.

    
Miss Gothika02
გოთიკურებს აქვთ ბუნდოვანი შეგრძნება იმისა რომ არ დაბადებულან კარგ ხანაში, კარგ ადგილას,მეტიც,კარგ სხეულში.

მაგრამ მელანქოლიას არა აქვს მხოლოდ უარყოფითი მხარეები. ის მხატვრების და მწერლების მეგობარიცაა. ასეთი შემოქმედები კი ტკივილით ქმნიან მათ საუკეთესო ნაწარმოებებს.

მონტენს მელანქოლია სიამოვნებასაც კი გვრიდა : "მე წარმოვიდგენ რომ მელანქოლიაში შეიძლება ნახო ჩანაფიქრი,თანხმობა და მთავაზიანობა. მელანქოლიაში არის სიტკბოების,სინაზის რაღაც ჩრდილი და ის გვსიამოვნებს".

რომანტიკოსები //მე-18 საუკუნის ბოლო-მეცხრამეტე საუკუნე// ჯერ ლირიზმით ტკბებიან მელანქოლიით და შემდეგ კი განადიდებენ მას.

ისინი პოეზიით,თეატრით,მუსიკით და სახვითი ხელოვნებით გამოხატავენ თავის სულიერ ტანჯვას.

მათთვის ამაღლებული,დიადი,მშვენიერი განსახიერებულია გამაღიზიანებელში,შემაძრწუნებელში,მძაფრში,ექსცესიურში და ეს კომბინაცია ქმნის...მშვენიერებას. ესაა მომხიბლავი,მეტიც,საშიში და არა მოწესრიგებული კლასიცისტური მშვენიერება.

გოთიკურებს დღეს ათრთოლებს და მათ ფანტაზიას კვებავს სწორედ მშვენიერების ეს ტიპი.

ბოდლერისთვის და მოგვიანებით დეკადენტი ოსკარ უაილდისთვის ესთეტიკა აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს ეთიკისგან. ეს ფილოსოფია შინაარსზე უფრო მნიშვნელოვნად თვლის ფორმას,ახალისებს თავაშვებულ,აღვირახსნილ შემოქმედებას და აჩენს ყოველგვარ მორალს მოკლებულ ქმნილებებს რომლებიც მიუხედავად ამისა "მშვენიერები" შეიძლება იყვნენ.



ბოდლერის და მისი სპლინის მემკვიდრე დეკადენტები მე-19 საუკუნის ბოლოს ატყუებენ მათ უქეიფობას უკიდურეს,უმძაფრეს შეგრძნებათა ძიებით და ეთამაშებიან ეზოტერიზმს, მისტიციზმს, ოკულტიზმს.

თავაშვებული, გალოთებული, სიგიჟის ზღვრამდე მისული შეჩვენებული პოეტები, საუკუნის ამ ხატებს გაითავისებენ გოთიკურები...

წყვდიადი, ბნელი: 

გოთიკურმა ლიტერატურამ მე-18 და მე-19 საუკუნეებს შორის იკვლია იდუმალი და შემაშფოთებელი ატმოსფეროები,ვამპირების,ფანტომების და დემონების ნაირი პერსონაჟები და ასე გზა გაუხსნა ყველაფერი ფარულის,იდუმალის,ზებუნებრივის პარანორმალურის და ოკულტურის სიყვარულს.



ამ ლიტერატურის ღირსეული მემკვიდრე გოთიკურებისთვის ყველა ეს თემა აქტუალურია ვინაიდან იძლევა ტრივიალური,ხიბლს მოკლებული თანამედროვეობისგან და როგორც ციტადელი ისე ციხე სხეულისგან გაქცევის საშუალებას.

გულში მათ ზოგჯერ სურთ ფანტაზიის სინამდვილედ გადაქცევა.

გოთიკურ მხატვრებს და მწერლებს ამას გარდა იზიდავს ზმანებები და,ყველაზე მეტად, კოშმარები რომლებშიც პოულობენ შთაგონების წყაროს თავისი ქმნილებებისთვის.

მწერალი ენ რედკლიფი,მაგალითად, ვახშმად მიირთმევდა ხოლმე ძნელად მოსანელებელ რაღაცას რათა გამოეწვია კოშმარები და გაეღვიძებინა შთაგონება!


გოთიკურებს სწამთ ადამიანზე უფრო ძლიერი უხილავი ძალების არსებობისა და ისინი ხშირად თეორიულად თუ პრაქტიკულადაც დაინტერესებულები არიან მაგიით,ეზოტერიზმით,სპირიტიზმით,ჯადოსნობით და ოკულტიზმით.

მონსტრუოზულთან შეხვედრა:
ბოდლერისთვის ლამაზი მუდამ უცნაურია და გოთიკურებსაც სილამაზეზე და მშვენიერებაზე აქვთ ნამდვილად თავისებური წარმოდგენა.

ისინი ლამაზს და მშვენიერს დაეძებენ მათი ცხოვრების ყველა სფეროში.

ისინი ერთიანად უარყოფენ ნორმალურობის იდეას და მათთვის ლამაზია ის რაც სხვებისთვის არის უცნაური,უშნო,საზარელი,თავზარდამცემი.


ამიტომ მათ იზიდავენ მონსტრები,ჰიბრიდული არსებები,ინვალიდები და მახინჯი არსებები და ადამიანები. ასეთები გოთიკურთა აზრით ესთეტიკურად საინტერესოები არიან.

ფიზიკური მონსტრების გარდა გოთიკურებს იზიდავენ რეალური თუ გამოგონილი გარყვნილი პირები,კრიმინალები, ავადმყოფები და გიჟები //მარკიზ დე სადი,ჯეკ გამომფაშველი, ჰანიბალ ლეკტერი, ნორმან ბეიტსი...//.

გოთიკურები ხედავენ ადამიანის ბუნების ბნელ მიდრეკილებებს, იკვლევენ მათ და გამოაქვთ ისინი სცენაზე. ისინი ასე ეთამაშებიან კოლექტიურ შიშებს როგორც ამას აკეთებდა 1920-30-ანი წლების საშინელებათა კინემატოგრაფი რომელიც ადამიანებს აჩვენებდა "კონკრეტულ" საშინელებებს რათა კათარზისულად ებრძოლა ევროპაში ფაშიზმების აღმავლობით გამოწვეულ მღელვარებასთან. გოთიკურები ასე შეიძლება იყვნენ საზოგადოების გადაყირავებული,მაგრამ აუცილებელი სარკე.

ფერთა სიმბოლიკა: 

მოარული აზრების საწინააღმდეგოდ გოთიკურები არ იცვავენ მხოლოდ შავს. ისინი ფერებს ირჩევენ დიდი ყურადღებით და გარკვეული სიმბოლიკის და მნიშვნელობათა შესაბამისად.

შავი უხსოვარი დროიდან არის სიკვდილის, ბოროტების, ჯანყის, დეპრესიულობის, ღამის და იდუმალების სიმბოლო.

მიუხედავად ამისა,პარადოქსულია მაგრამ შავი იძლევა სინათლის დაფასების საშუალებას.

გოთიკურთა თანახმად დღე ვერ იქნება ღამის გარეშე,სიკეთე ვერ იქნება ბოროტების გარეშე.

შავი ამას გარდა არის ელეგანტური,მეტიც,ეროტიკული ფერი,მისი დიდი უპირატესობა ისაა რომ ის მალავს იმას რაც არ უნდა იყოს დანახული. შავი, საბოლოო ანგარიშით როგორც ავლენს ისე მალავს და იცავს იმას ვინც მას ატარებს.

ქალურობის სიმბოლო ვერცხლი მთვარის და ვენერას ფერი და მასალა. ეს ფერი ხელს უნდა უწყობდეს მედიტაციას,ზმანებებს,უნდა აძლიერებდეს ფსიქიურ უნარებს და ინტუიციას.

გოთიკურები ოქროზე მეტად ვერცხლს აფასებენ.

გოთიკურები მოხიბლულები არიან სისხლით რომელიც არის როგორც სიცოცხლის ისე სიკვდილის სიმბოლო. ამიტომ მათ უყვართ წითელი ფერი რომელიც მათ მცირე მონასმებით დააქვთ მათ სამოსზე. ისინი ერთობიან წითელის და შავის კონტრასტით.

წითელის და ლურჯის ნარევი იისფერი არის სულიერი ფერი და ხელს უწყობს მედიტაციას.

იისფეერი არის მელანქოლიის,მაგრამ აგრეთვე ღირსების,ემოციურობის და შემოქმედებითობის სიმბოლო.

ესაა ქვრივი ქალების,მარტვილების და ეპისკოპოსების ფერი. გოთიკურებს უყვართ მისი ყველა ნიუანსი.

გოთიკურებს შეუძლიათ აგრეთვე ლურჯის,მწვანის,სუდარის მომაგონებელი თეთრის,ძალიან იშვიათად ყავისფერის,ვარდისფერის,

ყვითელის,ოქროს და ყველა მანათობელ ფერს. მაგრამ არაა საჭირო განზოგადება,კიბერგოთები სხვანაირები არიან
//გაგრძელება იქნება//.

No comments: