12.28.2012

აღვირახსნილმა თანამედროვეობამ ინკვიზიციაც კი მოანატრა ადამიანებს:


ნეოწარმართი და ათეისტი უმრავლესობის, აღვირახსნილთა ხელში ჩავარდნილ კაცობრიობას უკვე ინკვიზიციაც მოენატრა.ამ უბედურებაზე პასუხისმგებელია აგრეთვე XVIII საუკუნიდან აქტიურად მიმდინარე და ძალადობის გამომყენებელი დექრისტიანიზაციის პროცესი, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ვანდალიზმი და ბარბაროსობა, რომელმაც ბიძგი მისცა შესაბამის ევოლუციას და ჰედონისტური თუ სუპერჰედონისტური, თავისუფლების თავაშვებულობასთან გამაიგივებელი ატმოსფეროს შექმნას.

ნუ ვაქცევთ ეკლესიას განტევების ვაცად იმის გამო რაშიც დამნაშავეა საზოგადოდ გადაგვარებული ადამიანი.

დალოცვილი შუა საუკუნეები ჩვენს თანამედროვეთა თვალით!
თანამედროვეობამ ზოგ ევროპელს უკვე ინკვიზიციაც კი მოანატრა უკვე, როგორც ჩანს...

ევროპელ ევროპამცოდნეთა ჩანაწერებიდან:

ხსნა ახალ ინკვიზიციაშია?
მხოლოდ სამღვდელოების რადიკალურ წმენდას ძალუძს კათოლიკობის ხსნა.
Matthias Heine, Die Welt ( ნაწყვეტები), ბერლინი.

იმუნიტეტი:
იქნება კი რომის პაპი ბენუა XVI სასამართლოს წინაშე წარმდგარი პირველი პაპი ? 2008 წელს კენტუკის ფედერალურმა სასამართლომ გზა გაუხსნა კანონიერ აქციას წმინდა საყდრის წინააღმდეგ,ბრალად დასდო მას უმოქმედობა მაშინ როდესაც იცოდა ორეგონის მოვლენათა შესახებ.... ამერიკელებმა შეიძლება პირველებმა დაარღვიონ რომის პაპის ხელშეუხებლობა.

თუ კი არსებობს კათოლიციზმში კონსერვატორი პროტესტანტებისთვის საიდუმლოდ, ხმამაღლა უთქმელად მოსაწონი რაღაცა, ესაა ის სიმკაცრე და ქედუხრელობა რითაც ის უტევს თავის მტრებს. დიალოგის პროტესტანტულ კულტურაში ხანდახან მოენატრებათ ხოლმე ხელისუფლება რომელიც მუშტს დაარტყამდა მაგიდას და დოგმატური ტონით იტყოდა : « შენ ერეტიკოსი ხარ,მორჩა,გაეთრიე!».

Aრადა კათოლიკურმა ეკლესიამ თითქოს სულ დაკარგა ეს ქედუხრელობა. ბენუა XVI-ის დროს კათოლიკობა შემწყნარებლად უყურებს ნეგაციონისტ და ერეტიკოს ეპისკოპოს რიჩარდ უილიამსონს, და თანაც ისეთი შემწყნარებლობით რომელსაც არ გამოიჩენდა... იმიგრაციიდან გამოსულ ბავშვობაში მშობლების მიერ კარგა მაგრა ნაცემ-ნაბეგვი რეციდივისტის მიმართ.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის რომ პაპი და მისი მიმდევრები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ეკლესიაში შეღწეულ პედოფილთა მაფიას. არა და ეს პედოფილები არ არიან უბრალო დამნაშავეები ამ სიტყვის საერო იურიდიული მნიშვნელობით, მეტი, ისინი რწმენის მტრები არიან. ჩვენ ამას ხმამაღლა და ყველას გასაგონად ვამბობთ : პედოფილი მღვდლები მკრეხელობენ და ბილწავენ სახარებას ( « ხოლო ვონც  ერთს ამ მცირეთაგან, რომელთაც მე ვწამვარ,აცდუნებს, მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის სიღრმეში გადაეგდოთ იგი.» ( მარკოზ 9,42).მაგრამ ამ რენეგატების წინააღმდეგ ძველებური სიმკაცრით შეტევის მაგივრად კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელები მეტად იწყნარებენ დამნაშავეებს,ვიდრე მსხვერპლებს.

ინკვიზიცია, არც თუ კარგი სახელის მქონე ინსტიტუტი, განასახიერებდა ერეტიკოსებისგან, მწვალებლებისაგან განთავისუფლების სურვილს.

და დღეს გვრჩება შთაბეჭდილება რომ მხოლოდ ახალი ინკვიზიცია შესძლებდა კათოლიკური ეკლესიის გამოყვანას იქიდან რაც არის მისი ერთ-ერთი უმძიმესი შიდა კრიზისი მრავალი საუკუნის მანძილზე. თვითონ პროტესტანტებს უნდა ჰქონდეთ ასეთი განწმენდის შესაძლებლობის იმედი.ვინაიდან ნეოწარმართი და ათეისტი უმრავლესობა ყველა რელიგიას აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე რაც ხდება კათოლიკებს შორის.  ზოგიერთი პროტესტანტობაზეც კი ამბობს უარს « პაპის გამო».

არაა ლაპარაკი ახალი კოცონების დანთებაზე,ყანჯვა-წამებაზე რომელსაც კოლექტიური ფანტაზია უკავშირებს ინკვიზიციას. მაგრამ ეხლა სასარგებლო იქნებოდა ინკვიზიციის გზნება და ქედუხრელობა ბოროტების ძიებაში.
Iნკვიზიცია იყო ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის ძიების ულტრათანამედროვე მეთოდების მქონე იურისდიქცია. იმდროინდელი ადამიანები არ იყვნენ შეჩვეულნი ასეთ ეფექტურობას. ნაწილი გზისა  რომელიც დღეს სრულიად ბუნებრივი
გვგონია მართლმსაჯულების პროცესში ინკვიზიციამ შემოიღო 1200 წლისთვის. ასე მაგალითად ყოველგვარი საჩივრის გარეშე ძიების დაწყების შესაძლებლობა არსებობს ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.

კიდევ უფრო დიდ შიშს გვრიდა ინკვიზიციის მიერ დაწყებული მონაცემთა არქივის შექმნა. ეხლა ეს სტანდარტული პროცედურაა. ეს  მოითხოვს გამომძიებლების და პოლიციელების მიერ მოწმეების დაკითხვას,მათ ჩვენებათა ერთმანეთთან შედარებას და ბოლოს ამ ჩვენებათა კლასიფიკაციას და შენახვას რათა შესაძლებელი იყოს მათთან შემდგომში მიბრუნება. ეს პროცედურა ინკვიზიტორების მიერაა მოგონილი. ეს მის თანამედროვეებს უქმნიდა შთაბეჭდილებას რომ ინკვიზიცია ყოვლისშემძლეა და ეს თვითონ წამებაზე მეტად აშინებდა ადამიანებს.

ინკვიზიცია შექმნა იყო რეაქცია ერეტიკულ,მწვალებლურ,მაგალითად კატარების და ვოდუების მოძრაობათა გაჩენაზე. ეს მოძრაობები ეჭვს ქვეშ აყენებდნენ ოფიციალურ, «ჭეშმარიტ» რელიგიას. დღეს ძნელი გასაგებია ეკლესიის გააფთრება ამ ჯგუფების წინააღმდეგ. არა და იმ დროის  მართლმორწმუნეთა თვალში ისინი უფრო საზიზღრები იყვნენ ვიდრე დღეს ჩვენს თვალში პედოფილები არიან.

1143 წელს კიოლნთან ახლოს ბრბომ ეპისკოპოსის ნების საწინააღმდეგოდ კოცონში დაწვა ერეტიკოსთა ჯგუფი . სწორედ ასეთ უსაქციელობათა აღსაკვეთად შეიქმნა ინკვიზიცია.

ეკლესიის გადასარჩენად პაპის შეცვლა შეიძლება იყოს საჭირო :

ათოლიკურ ეკლესია დღეს სჭირდება ახალი ინკვიზიცია- მიზანდასახული სამუშაო ჯგუფი რომელიც ყურადღებას არ მიაქცევს ფავორიტიზმს და პრივილეგიებს და გამოიყენებს გამოძიების ყველაზე თანამედროვე მეთოდებს პედოფილიის უწმინდურობის ყველა ბუდის გამოსავლენად. მან უყოყმანოდ უნდა მიიღოს ინკვიზიციის სახელი რადგან მისმა ხსენებამ შეიძლება დააფიქროს სასულიერო პირებს შორის შეპარული დამნაშავეები.

ფილმების და რომენების მიერ ყოვლისშემძლედ აღწერილი ინკვიზიცია ასეთი იყო თუ კი მას მთელი თავისი ავტორიტეტით მხარს უჭერდნენ მთავრობები და რომის პაპი. ქრადა საეჭვოა რომ დღევანდელ რომის პაპს უნდოდეს ინკვიზიცია. ბენუა XVI 24 წლის მანძილზე რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის პრეფექტი, პრეფექტი ინსტიტუტისა რომელმაც 1965 წელს შეცვალა ინკვიზიცია. და თავისი მანდატის დროს ის ებრძოდა ლიბერალებს. ლიბერალებად კი იხსენებდნენ იმათ ვინც ბედავდა ხმამაღლა ლაპარაკს ათწლეულობის მანძილზე გამოვლენილ პედოფილიის ურიცხვ საქმეზე.  სწორედ ამიტომ მოითხოვა მან 2001 წლის კონფიდენციალურ ცირკულარში მაფიოზურ « სათნოებათა» « საიდუმლოს» და « მოკრძალების» დაცვა. და გააფრთხილა რომ « ყოველი ღალატი (დაისჯებოდა) განკვეთით.».

სამაგიეროდ არავის ულაპარაკია ბავშვების გამაუპატიურებელთა განკვეტაზე. ახალმა ინკვიზიციამ კი ეს უნდა გააკეთოს.

მხოლოდ ეს თუ გადაარჩენს კათოლიკურ ეკლესიას გაქრობისაგან. კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკური ვიტრინა ქრისტიანული დემოკრატია ხომ უკვე გაქრა იტალიაში.
ვატიკანის მარტოსული ბერიკაცი ვერ ხედავს მორწმუნეთა მრისხანებას და დაბნეულობას,როგორც ამაზე მოწმობს გაუგებარ ჟარგონზე დაწერილი მისი ბოლო პასტორალური წერილი. ამიტომაა რომ ახალი ინკვიზიცია ვერ შეიქმნება მანამდე სანამ არ შევცვლით პაპს.

ქრონოლოგია:
2002 პრველი მხილებები პედოფილი მღვდლებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2009 : ირლანდია შესძრა ორი ანგარიშის გამოქვეყნებამ : რიანის მაისის ანგარიში ლაპარაკობდა სექსუალურ უკანონობაზე და ბავშვებისადმი ცუდ მოპყრობაზე კათოლიკურ ინტერნატებში; მერფის ანგარიში ნოემბერში ლაპარაკობდა  დუბლინის 46 მღვდლის მიერ 32O ბავშვის დამცირებაზე 1936 წლის შემდეგ;

201O წლის  დასაწყისი : სკანდალმა ჩააღწია გერმანიაში. კათოლიკურ პანსიონთა 170-ზე მეტმა ყოფილმა აღსაზრდელმა განაცხადა რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ უკანონობათა შესახებ. იგივე მხილებებმა შესძრა ავსტრია და ჰოლანდია.

12 მარტს მიუნხენის არქიდიოცეზმა აღიარა რომ დაუშვა მძიმე შეცდომა იმით რომ მღვდლობის უფლება დაუბრუნა მღვდელს რომელსაც ბრალად ედებოდა ბავშვების გაუპატიურება-მაგრამ ვატიკანმა განაცხადა რომ მიუნხენის იმდროინდელმა მთავარეპისკოპოსმა იოზეფ რატცინგერმა არაფერი იცოდა ამ ამბის შესახებ.

17 მარტს ანგელა მერკელმა მოითხოვა გარკვევა სიმართლისა პედოფილი მღვდლების შესახებ.

21 მარტს გამოქვეყნდა პაპის მიერ ირლანდიელი მორწმუნეებისათვის მიწერილი წერილი.

25 მარტს « ნიუ იორკ ტაიმს»- განაცხადა რომ მომავალი პაპი ბენუა XVI ჩაერია ერთი ამბის მოსაგუდად ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ყველაფერი ეს მართალია მაგრამ ამ უბედურებაზე პასუხისმგებელია აგრეთვე XVIII საუკუნიდან  აქტიურად მიმდინარე და ძალადობის გამომყენებელი დექრისტიანიზაციის პროცესი, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ვანდალიზმი და ბარბაროსობა,რომელმაც ბიძგი მისცა შესაბამის ევოლუციას და ჰედონისტური თუ სუპერჰედონისტური, თავისუფლების თავაშვებულობასთან გამაიგივებელი ატმოსფეროს შექმნას. ამაში რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ 1968 წლიდან ევროპაში აღმდგარი და გასაგებია საიდანაც მართული მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციები და ჰედონისტთა პოლიტიკურ-აპოლიტიკური ჯგუფები და დაჯგუფებები. ამიტომ გასაგები ხდება რომ ამ საშინელებაში  საეკლესიო პირებთან ერთად სრულიად საერო პირებსაც აქვთ შეტანილი თავისი «წვლილი».
ნუ ვაქცევთ ეკლესიას განტევების ვაცად იმის გამო რაშიც დამნაშავეა საზოგადოდ გადაგვარებული ადამიანი.

No comments: