12.28.2012

ესეც ევროპაა-ზოგადი, საერთო კულტურა - ყველაფერზე ცოტა-ცოტა ლაპარაკის თუ ცოტა-ცოტა ყველაფერზე ლაპარაკის ცოდნა სოფისტების მსგავსად-1:

ჰანს იოსტ  (გერმ. Hanns Johst; 1890 წლის 8 ივლისი — 1978 წლის 23 ნოემბერი) — გერმანელი მწერალი,დრამატურგი,პოეტი,რაიხის მწერალთა პალატის პრეზიდენტი (გერმ. Reichsschrifttumskammer) (1935-1945), სს-ის გრუპენფიურერი(1942), ავტორი აფორიზმისა  «როდესაც მესმის საუბარი კულტურაზე ჩემი ხელი მიიწევს ჩემი  ბრაუნინგისკენ» (нем. Wenn ich Kultur höre ... entsichere ich meinen Browning).//ვიკიპედია//.


ჰანს იოსტ (Hans Jost), (8.7.1890 — 23.11.1978),  გერმანელი დრამატურგი, პოეტი, ლიტერატურის იმპერიული პალატის პრეზიდენტი. დაიბადა 1890 წლის 8 ივლისს ზაკსენჰაუზენში,საკსონიაში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო როგორც ექსპრესიონისტული დრამების ავტორმა. 1929 წელს იოსტი სათავეში ჩაუდგა ნაცისტი პოეტების პარტიულ ორგანიზაციას და ჰიტლერის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ დაიწყო მისი გამალებული სამსახურებრივი კარიერა.
        
ნაციონალ-სოციალიზმის იდეებით გაჟღენთილია მისი პიესა შლაგეტერ //1933//, რომელიც ყვება პირველ მსოფლიო ომის დროს ფრანგების მიერ რურის ოკუპაციის დროს მათ მიერ მოკლული ახალგაზრდა გერმანელი პატრიოტის შესახებ. სწორედ ამ პიესაში ისმის სახელგანთქმული ფრაზა "როდესაც მესმის სიტყვა კულტურა ჩემი ხელი მიიწევს პისტოლეტისკენ" რომელსაც შეცდომით მიაწერდნენ ჰებელსსაც და გერინგსაც.


1933 წელს იოსტმა სეცვალა ჰაინრიხ მანი გერმანული კულტურის აკადემიის თანამდებობაზე და სათავეში ჩაუდგა პრუსიის სახელმწიფო თეატრს რომელშიც ბატონობდა ნაციზმის სული. 1949 წელს მან ვერ მოახერხა დენაციფიკაციის პროცედურის გავლა. ის ჩათვალეს დამნაშავედ და დასაჯეს პატიმრობით და ქონების კონფისკაციით//მესამე რაიხის ენციკლოპედია//.

......немецкий драматург, поэт, президент Имперской палаты литературы. Родился 8 июля 1890 в Зеерхаузене, Саксония. Литературную деятельность начал как автор экспрессионистских драм «Молодой человек» (1916), «Король» (1920) и «Томас Пайн» (1927). В 1929 Йост возглавил партийную организацию поэтов-нацистов, а после прихода Гитлера к власти начал стремительно подниматься по служебной лестнице.

Идеями национал-социализма была проникнута пьеса Йоста «Шлагетер» (1933), рассказывающая о молодом немецком патриоте, убитом французами во время оккупации ими Рура после 1-й мировой войны. Именно этой пьесе принадлежит крылатая фраза, которую ошибочно приписывали и Геббельсу и Герингу: «Когда я слышу слово «культура», моя рука тянется к пистолету».

В 1933 Йост сменил Генриха Манна на посту президента Академии немецкой культуры и возглавил Прусский государственный театр, в котором насаждал дух нацизма. Член прусского ландтага. В 1935 Йост был назначен президентом Имперской палаты литературы и президентом Имперской театральной палаты. В 1949 ему не удалось пройти процедуру денацификации, он был признан причастным к «нацистским преступлениям» и приговорен к тюремному заключению с конфискацией имущества.
Энциклопедия Третьего Рейха

მაგრამ ნაციზმის შემდგომ გერმანიაში უფრო გოეთეს სცემენ პატივს ვიდრე ჰანს იოსტს და საფრანგეთშიც კულტურა სხვანაირად ესმით. შევჩერდეთ ამ უკანასკნელზე.

ადამიანის გვამი,იმპრესიონიზმი,მამა პიერი, აი ზოგი თემა რომლებიც ელოდა წელს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებს ზოგადი,საერთო კულტურის დიდ ზეპირ გამოცდაზე, მათი ხუთწლიანი სწავლის რიტუალზე.
ყველაფერზე ცოტა-ცოტა ლაპარაკის თუ ცოტა-ცოტა ყველაფერზე ლაპარაკის ცოდნა სოფისტების მსგავსად ზოგადი,საერთო კულტურა დიდ სკოლებში //და სატელევიზიო კონკურსებში// ხშირად გაიგივებულია რბოლად,შეჯიბრად განსხვავებულობა-ზრდილობაში...
მიშელ როსელინი ამბობს რომ საკონცენტრაციო ბანაკებიდან გადარჩენილების თანახმად ზოგადი კულტურა იყო მათი გადარჩენის საშუალება. ის უკანა პლანზე სწევდა მათ ტანჯვას და იძლეოდა გაზიარების და კუთვნილების გრძნობით ადამიანური საზოგადოების აღდგენის საშუალებას.
ალან.ჟ. ტრუვეს თქმით ზოგადი,საერთო კულტურა არ შემოიფარგლება რაღაც ხშირად ელიტისტური კულტურის გახევებული ცოდნის კომპილაციით. ის გულუხვი და კეთილგანწყობილია. ასევე იღებს სიახლეს და იმას რაც გვაღელვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა ცოდნათა დინამიკა რომელიც იძლევა ყოველ ცოდნაში არსებული თუ შესაძლებელი აზრის აღმოჩენის სესაძლებლობას.

ეს უფრო მთელი ცხოვრების პროგრამაა ვიდრე სახელმძღვანელოთა ნერვიული კითხვა!

//ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში ჰუმანიტარული მეცნიერებები,2011 წლის ივლისის ნომერი//.


Mensuel N° 228 - Juillet 2011


« Le cadavre humain », « L’impressionnisme », « L’abbé Pierre » : voici quelques-uns des sujets qui attendaient cette année les étudiants d’un institut d’études politiques au grand oral de culture générale, rituel de fin de leurs cinq années d’études.


Добавьте подпись
Savoir parler un peu de tout ou de tout un peu, à la manière des sophistes : la culture générale dans les grandes écoles (et dans les concours télévisés !) est souvent associée à une course à la distinction.


Mais la culture générale n’est-elle que cela ou est-elle « pervertie » par les usages sociaux de notre temps ? C’est la question abordée par le dernier numéro de la revue annuelle du lycée Chateaubriand de Rennes, Atala.


Chaque auteur apporte sa pierre à l’édifice pour mieux cerner cette notion floue et interdisciplinaire. Jean-Gaël Barbara s’interroge ainsi sur la place à accorder à la culture générale à l’université. Hervé This, spécialiste de gastronomie moléculaire, fait quant à lui de la culture générale un ingrédient dans la recette de la créativité, avec le travail et la méthode. Dans un tout autre domaine, Michèle Rosellini rend compte d’une étude menée auprès de rescapés de camps de concentration : la culture générale devient une nécessité à leur survie. Mettant entre parenthèses leur souffrance, elle leur permet de recréer une communauté humaine par le partage et de restaurer un sentiment d’appartenance.


Добавьте подпись
Au final, pour Alain-J. Trouvé, la culture générale ne se limite pas à une compilation de connaissances figées d’une culture souvent élitiste. Au contraire, la culture générale est généreuse et bienveillante, elle accueille aussi bien ce qui est nouveau et nous touche au quotidien. C’est une dynamique des savoirs qui permet de dégager un sens existant ou possible dans chaque connaissance. Plutôt qu’une lecture anxieuse de manuels, c’est le programme de toute une vie !

ერთ-ერთი წიგნი ზოგად, საერთო კულტურაზე, პეტერ პუნინი, ბ.ა.ბ.ა. საერთო კულტურა, დონის გადაბარება-კატეგორიები B და C, გამომცემელი Studyrama - Vocatis,
31/08/2007 (მეორე გამოცემა). თარგმანი ფრანგულიდან.
B.A. BA de culture générale Objectif : remise à niveau - Catégories B et C
Auteur(s) : Peter Punin
Editeur : Studyrama - Vocatis
Nombre de pages : 288 pages
Date de parution : 31/08/2007 (2e édition)

ეს, რა თქმა უნდა არაა მთელი საერთო ცოდნა. წიგნი ეხება ისტორიის და კულტურის საკითხებს.


დიდი პერიოდები და კულტურული მიმდინარეობები: ანტიკური ხანა:
ცნება ანტიკური ხანა აღნიშნავს პერიოდს რომელიც იწყება იმ უძველესი ცივილიზაციების გაჩენით რომლებზეც გვაქვს წერილობითი მოწმობები //ძვ.წ.3300 წ.// და რომელიც მთავრდება დასავლეთ რომის იმპერიის დამხობასთან ერთად //ოფიციალური თარიღი ა.წ.476 წ.//.

ცნება ანტიკური ხანა გეოგრაფიულად მოიცავს დედამიწის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს,უფრო ზუსტად კი ძველ ეგვიპტეს, შუამდინარეთს //მესოპოტამია, დაახლოებით თანამედროვე ერაყი//, სპარსეთს,ლევანტს //ეხლა ლიბანს და სირიას//. მცირე აზიას// ანატოლია//, საბერძნეთს, "იტალიურ ნახევარკუნძულს" და ბოლოს ხმელთაშუა ზღვის მთელ სამყაროს ხშირად ვრცელი მიმდებარე ქვეყნებით გალიის //თანამედროვე საფრანგეთი// და გერმანიის ნაწილის ჩათვლით.

მთელი ანტიკური ხანის განმავლობაში ბრწყინვალე ცივილიზაციები განვითარდა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,განსაკუთრებით ინდოეთში და ჩინეთში.

მაგრამ ანტიკურ ხანაზე საუბრისას ჩვენ არ ვფიქრობთ აზიურ ცივილიზაციებზე და ამას აქვს სრულიად კონკრეტული მიზეზი:

ჩვენი თანამედროვე კულტურის შექმნაში წვლილი შეიტანეს ეგვიპტემ, შუამდინარეთმა, ფინიკიამ, საბერძნეთმა და რომის იმპერიამ //არც ისე დიდი ხანია რაც დასავლეთში დიდი პოპულარულობა მოიხვეჭეს ბუდიზმმა და სხვა აღმოსავლურმა მიმდინარეობებმა ნეოშამანიზმის ჩათვლით, მაგრამ ეს ცალკე საკითხია,მთარგმნელი//.

სამაგიეროდ გეოგრაფიულად მეტისმეტად მოშორებული და ხმელთაშუა ზღვის აუზისგან დამოუკიდებლად განვითარებული ცივილიზაციები ჩვენ მხოლოდ უკანასკნელ დროს აღმოვაჩინეთ.

დავიმახსოვროთ-ანტიკური ხანით ჩვენ დაინტერესებული ვართ იმ გაგებით რომ ის წარმოადგენს ჩვენი კულტურის საწყისების ერთობლიობას.


ეხლა მიმოვიხილოთ ანტიკური ხანის მთავარი ცივილიზაციები:



ეგვიპტე:
ძვ.წ.3200 წლისთვის ზემო ეგვიპტე //ნილოსის ხეობა// და ქვემო ეგვიპტე //ნილოსის დელტა// გაერთიანდნენ და შექმნეს ერთიანი ძლიერი იმპერია.

ეგვიპტური ცივილიზაციის საწყისები უეჭველად ბევრად უფრო შორს მიდის.
პირამიდების შესახებ ზოგი კლიშეს განზე გადადებით დავიმახსოვროთ:

ეგვიპტესთან ერთად ჩნდება დიდი და ეფექტური ადმინისტრაციის მქონე სახელმწიფო რომელსაც ასულდგმულებს სახელმწიფო იდეა- საერთო,საზოგადო კეთიდღეობის თუ საერთო,საზოგადო ინტერესის იდეა.

ეს იდეა არ დაიყვანება კერძო, პირადი ინტერესების დაკმაყოფილების იდეაზე.


ეგვიპტე არის მეცნიერული ცოდნის ერთ-ერთი აკვანი. კარგი ექიმი და ასტრონომი ეგვიპტელები იწყებენ გეომეტრიის პირველი მონახაზის გაკეთებას. ეს მოტივირებულია მიწათმფლობელობის საზღვრების დადგენით //ამ საზღვრებს შლის ხოლმე ნილოსის ყოველწლიური ადიდება//.
ინტელექტუალურად ამაღლებული რელიგიის წყალობით ეგვიპტური აზრი გასცდა საზღვრებს იმისა რასაც საკმაოდ არაზუსტად ვუწოდებთ ანიმიზმს
//ბუნების სულთა,წინაპართა... რწმენა// და მისწვდა ტრანსცენდენტურობას.

ეგვიპტური რელიგია პოლითეიზმია,მაგრამ ამ ხილული ფასადის უკან ჩვენ ვხედავთ ფარულ მონოთეიზმს.

პანთეონის უამრავი ღმერთები და ქალღმერთები სინამდვილეში წარმოადგენენ მთლიანობაში და მის უსასრულობაში ადამიანისთვის მიუწვდომელი ღმერთის ამა თუ იმ ასპექტს.
           

3000-ზე ,მეტი წლის ისტორიის მქონე ეგვიპტური რელიგია არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სულიერი გამოცდილება.

არ დავივიწყოთ ეგვიპტური დამწერლობა. მოარული აზრების საწინააღმდეგოდ სახელგანთქმული იეროგლიფები არაა "დამწერლობა ხატებით". ესაა სრულფასოვანი ანბანი რომელზეც შეიძლება ნებისმიერი ტექსტის დაწერა. ღრმად სიმბოლური საკუთრივ იეროგლიფები,რომელთა გაშიფრვაც ძნელია,განკუთვნილია საკრალური ტექსტებისთვის.

საერო,პროფანული ტექსტებისთვის ეგვიპტელები იყენებდნენ ბევრად უფრო იოლად გასაგებ იერატულ დამწერლობას და ძვ.წ. მე-9 საუკუნიდან იყენებდნენ დემოტურ დამწერლობას განსაკუთრებით "თანამედროვე" თავისებურებებით. იეროგლიფური ანბანი შამპოლიონმა გაშიფრა მხოლოდ 1822 წელს.

მთელი ანტიკური ხანის მანძილზე ეგვიპტის პრესტიჟი არაჩვეულებრივად მაღალი იყო. ძვ.წ.332 წელს ალექსანდრე დიდმა დაიპყრო ქვეყანა და შეუერთა ის თავის იმპერიას. მაგრამ მისი მემკვიდრეები პატივს სცემდნენ და,მეტიც,

იღებდნენ ეგვიპტურ კულტურას. ეგვიპტური კულტურა გადაურჩა ძვ.წ.30 წელს რომაულ დაპყრობასაც.

ეს დიდი ცვილიზაცია მოულოდნელად გაქრა მხოლოდ ა.წ.მე-4 და ყველაზე მეტად მე-5 საუკუნიდან ქვეყნის თანდათანობითი გაქრისტიანების შემდეგ.


------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჩანართი:
Ex Oriente Lux, ძველი ეგვიპტური კულტურის გავლენა დასავლურ ცივილიზაციაზე: 

კრისტიან დეროშ ნობლკურის წიგნი 

"ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა" 
წიგნში ,,ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა" სახელგანთქმული ფრანგი სწავლული გვეუბნება რომ ძველმა ეგვიპტემ მსოფლიოს უანდერძა აგური, ანბანი, კალენდარი, ეზოპეს და ლაფონტენის ცხოველები, ტესტი ფეხმძიმობაზე, თვალის ავადმყოფობათა და თავის ტკივილის წამლები, ციხე-სასახლეების მოდელი და აღდგომის და ევქარისტიის ქრისტიანული სიმბოლოები. თანამედროვე მეცნიერება, მედიცინა, ტექნოლოგია და თეოლოგია არის ძველ ეგვიპტელ სწავლულთა მემკვიდრე.

ეგვიპტემ უზომო გავლენა მოსახდინა დასავლეთზე. უკვე ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის ბოლოს ჩამოყალიბდა იქ ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეგვიპტეში უფრო ადრე ვიდრე სადმე სხვაგან ყვაოდა ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება,მედიცინა.

აქაა საბერძნეთის და კრეტას ცივილიზაციათა ფესვები. ევროპელებს ეგვიპტელები ხვდებოდნენ ფინიკიის სანაპიროზე ბიბლოსში,გზაზე შეივლიდნენ ხოლმე კრეტაზე, კვიპროსზე,როდოსზე, კარპატოსზე, კითერაზე. კითერაზე ნახეს თაბაშირის ლარნაკი ეგვიპტის მე-5 დინასტიის //2465-2323// ფარაონის სახელით.

ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში საშუალო სამეფოს ეგვიპტე გაცხოველებით ვაჭრობდა კრეტასთან რაზეც მოწმობს კრეტაზე ნაპოვნი მრავალი ეგვიპტური ნივთი
//ჭურჭელი, პატარა ქანდაკებები, საბეჭდავები და ა.შ.//.


მსოფლიო კულტურაში ეგვიპტელთა წვლილის შესახებ შოტლანდიელი მაკენზი ნაშრომში ,,ძველი ცივილიზაციები" //1927// წერდა: "ჩვენ დღემდე ვსარგებლობთ ეგვიპტური კალენდარით, რომელიც პირველად გაჩნდა ნილოსის ველის პირველ მიწათმოქმედებში, ჩვენ ჩვენს დროსა და სივრცეს ვზომავთ ბაბილონელთა სისტემით და უნდა ვაღიაროთ რომ საბერძნეთი და რომი ვერ გაჩნდებოდნენ მდინარეთა ველების მიერ კაცობრიობისთვის მიძღვნილი ცივილიზაციების გარეშე. ჩვენს ხელოვნებათა და მეცნიერებათა, სოციალურ ინსტიტუტთა, ეკონომიკის და ვაჭრობის ისტორია ვერ იქნება სრულად შესწავლილი უძველესი ცივილიზაციის მონაპოვრებისკენ მიმართვის გარეშე".
ძვ.წ. მე-7 საუკუნიდან ბერძნები და რომაელები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ეგვიპტით. მაშინ ეგვიპტე მოინახულეს გამოჩენილმა ბერძნებმა სოლონმა, თალესმა, პითაგორამ, ჰეკატეი მილეთელმა, გელანიკმა, პლატონმა, არისტაგორ მილეთელმა და სხვებმა.

აგლაოფმა პითაგორა აზიარა ორფეოსის მიერ ეგვიპტიდან ჩამოტანილ მისტერიებში.
გადმოცემით კეკროპსმა პირველმა გადაიტანა ეგვიპტის ცივილიზაციის ნაყოფი საბერძნეთში და დააარსა სახელგანთქმული ქალაქი ათენი.

ძველი ბერძნებისთვის ეგვიპტე იყო "საიდუმლო სიბრძნის აკვანი".

სოლონმა გადაიღო ეგვიპტური კანონები რომელთა თანახმად ყველას უნდა განეცხადებინა თავისი შემოსავლის შესახებ და ყოველწლიურად მიეცა გადასახადი პროვინციის მმართველისთვის.

ამასთან თაღლითობაში შემჩნეულ ყოველ ეგვიპტელს სჯიდნენ სიკვდილით. ეს სოლონმა გადაიღო თავისთანაც, ათენში.

დიოდორე სიცილიელის თქმით ეგვიპტური კანონმდებლობით აქტიურად სარგებლობდა სპარტას მეფე ლიკურგი.

ეგვიპტელების სიბრძნეს ეწაფებოდა პლატონი.

მრავლისმთქმელია პლატონის შემდეგი ნაწყვეტი //"ტიმეოსი"//. ეგვიპტის ერთ-ერთი ქურუმი ეუბნება მეფე სოლონს:

"ახ სოლონ, სოლონ! თქვენ, ელინები, მუდამ რჩებით ბავშვებად, არაა თქვენში ასაკოვანი! რატომ ამბობ ასე?- იკითხა სოლონმა. "თქვენ მოზარდები ხართ გონებით ვინაიდან თქვენი გონება არ ინახავს ოდითგანვე გვარიდან გვარში გადამავალ გადმოცემებს და დროისგან გაჭაღარავებულ მოძღვრებას"-იყო პასუხი.


ძველ ეგვიპტური რაინდი ღვთაება
ჰორუსი კლავს ურჩხულს,პარიზის ლუვრში
დაცული ძველეგვიპტური შედევრი ამ
თემამ ჩვენი წმინდა გიორგის სახეზეც
მოახდინა გავლენა.
ლექსანდრიაში გაჩნდა პლოტინის ფილოსოფიაც. პლოტინმა იქ იცხოვრა 11 წელი. ნეოკესარიის ეპისკოპოსი წმინდა გრიგოლი ახალგაზრდობაში ფილოსოფიას და მედიცინას სწავლობდა ალექსანდრიაში. "წმინდანთა ცხოვრებაში" ნათქვამია რომ ჯერ კიდევ ყმაწვილი გრიგოლი ყველა ქვეყნიდან ალექსანდრიაში ჩასულ ახალგაზრდებთან ერთად სწავლობდა ფილოსოფიას და საექიმო ხელოვნებას. მისმა უმანკო ცხოვრებამ აღძრა მის თანატოლთა სიძულვილი. ეს თავშეუკავებელი და ვნებებს დამონებული ახალგაზრდები წარმართი ახალგაზრდებისთვის ჩვეულებრივად უწმინდურად ცხოვრობდნენ და დადიოდნენ კახპათა სახლებში. ქრისტიანი ყმაწვილი წმინდა გრიგოლი კი არ აყვა მათ,თავს არიდებდა დამღუპველ გზას,ერიდებოდა უწმინდურობას და ვერ იტანდა უკანონობას. ის თავისი სიწმინდით ანათებდა როგორც თეთრი შროშანი სარეველას შორის.

ეგვიპტიდან //თებედან// იყო წმინდა ანტონიც. ეგვიპტელების გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ბერძენთა ხელოვნებაში და ზოგ ტექნიკურ გაუმჯობესებასა და მოწყობილობაში.

ეგვიპტური მხატვრული ფორმები აისახა მიკენის კულტურის ცენტრებში მოქანდაკეებისა და მხატვრების მიერ "ფრონტალურობის კანონთა" გამოყენებაში //არქაული აპოლონი//.

ბერძნებმა თავის მხრივ ბევრი გააკეთეს ეგვიპტეში წესრიგის დასამყარებლად და, მეტიც, ქვეყნის ერთ სახელმწიფოდ გასაერთიანებლად. ქვემო ეგვიპტის ქალაქი საისის მეფე ფსამეტიქი ებრძოდა ნომთა სხვა მფლობელებს ქვეყნის გაერთიანების მიზნით.მისი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები გაერთიანდნენ და გააძევეს ის ეგვიპტის ყველაზე მოშორებულ ნაწილში,ნილოსის დელტაში მდებარე დაჭაობებულ ადგილში. იქ ის მივიდა მისანი ქალღმერთის ტაძარში და იკითხა თავისი მომავლის შესახებ. ჰეროდოტეს თანახმად ქურუმების ინტერპრეტაციით ქალღმერთმა უთხრა რომ დაელოდოს ზღვიდან რკინის ადამიანების გამოსვლას და ისინი დაეხმარებიან მას.

მეფე გარკვეულ ხანს გაკვირვებით ფიქრობდა თუ რას ნიშნავს ასეთი წინასწარმეტყველება. მაგრამ ერთხელ მას შეატყობინეს რომ ნაპირს მიადგნენ გემები რომლებზეც ჩანან რკინით და სპილენძით შეაბჯრული ადამიანები.

ესენი იყვნენ ბერძნები რომლებიც თავს ირჩენდნენ ყაჩაღობით ხმელთაშუა ზღვაში. ფარაონმა ისინი გაიცნო, დაააფასა მათი ძალა და სიმამაცე და დაითანხმა მის სამსახურში ჩადგომაზე. მეფემ ბერძნების დახმარებით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. ბერძნებისგან შედგებოდა მისი პირადი გვარდია.

ფსამეტიქმა თავისუფლად შეუშვა ბერძენი ვაჭრები ეგვიპტის ქალაქებში, მისცა მათ ქვეყანაში თავისუფლად დასახლების უფლება, მეტიც, მისცა მათ ქალაქი ნავკრატისი //"გემთა დედოფალი"//

ალექსანდრე დიდის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი გახდება ეგვიპტის მეფე და დააარსებს ლაღიდთა დინასტიას. თავის ნაშრომში ის უფრო აქებდა ალექსანდრე მეომარს ვიდრე ალექსანდრე პოლიტიკოსს. მისი ნაშრომი სანდოა იმიტომ რომ მისი მეფობისას არიანის თქმით "მისთვის ტყუილის თქმა უფრო სირცხვილი იყო ვიდრე ვინმე სხვისთვის".

ბერძნებს იზიდავდა ეგვიპტის სიმდიდრე და არა ეგზოტიკა.ამიტომ ეგვიპტეს დაქირავებულებთან ერთად მიაწყდნენ ბერძენი ვაჭრებიც. იონიელებმა პირველებმა მე-7 საუკუნეში დააარსეს კირენა,ძლიერი კოლონია ლიბიის სანაპიროზე და აავსეს ნილოსის დელტა სხვა ფაქტორიებით და კოლონიებით. ისინი ბევრნი იყვნენ და მათი და ადგილობრივი მკვიდრების ურთიერთობათა გასაიოლებლად ჩნდება მთარგმნელთა მთელი კასტა. ფარაონი ამაზისის დროს //ძვ.წ.570-526// ნილოსის დასავლეთ მკლავზე, ფარაონის რეზიდენციასთან ახლოს,გაჩნდა ძლიერი სავაჭრო ცენტრი ნავკრატისი სადაც თავმოყრილი იყო ეგვიპტის მთელი ექსპორტი. ნავკრატისი წმინდა ბერძნული ქალაქი იყო და სარგებლობდა ავტონომიური თვითმმართველობით.
       
ჰეროდოტეს თქმით მეფე ამაზისის დროს ეგვიპტემ მიაღწია უდიდეს აყვავებას. მდინარე ასაჩუქრებდა მიწას და მიწა-ადამიანებს. ამბობენ რომ მაშინ ეგვიპტეში იყო ოცი ათასი ქალაქი. 
         
ამაზისმა დაადგინა რომ ყოველ ეგვიპტელს ყოველწლიურად ოლქის მმართველისთვის უნდა შეეტყობინებინა თავისი შემოსავალი. იმას ვინც ამას არ გააკეთებდა და ვერ შესძლებდა კანონიერი შემოსავლების ჩვენებას ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა.
             
სოლონმა გადაიღო ეს კანონი და შემოიღო ათენში სადაც ის მოქმედებდა ჰეროდოტეს ხანაში.
            
ამაზისი //ამასისი// ეგვიპტეში აგებდა ბერძენთა ღმერთების და ქალღმერთების სალოცავებს. საისში მან დადგა ათენას ულამაზესი მონუმენტი. ის ელადაში აგზავნიდა საჩუქრებს//ათენას მოოქროვილი ქანდაკება,ორი ქვის ქანდაკება,თავისი პორტრეტული ხის ქანდაკებები ჰერას ტაძარში სამოსზე და სხვ.//...
           
ნავკრატისში თავისი წარმომადგენლები ჰყავდათ ბერძენ ტომებსა და მათ ქალაქებს, ეგინელებს, სამოსელებს, დორიელებს როდოსიდან და კნიდიდან,იონიელებს ქიოსიდან, თეოსიდან, ფოკეიდან თუმცა გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ ფსამეტიქის დროს ეგვიპტეში დამკვიდრებულ მილეთელებს.


ამ პირობებში არაფერია გასაკვირი იმ გადმოცემებში რომელთა თანახმადაც ეგვიპტეში ნამყოფები იყვნენ იონიელი ფილოსოფოსები//თალესი და პითაგორა//.
               
ფარაონმა ამასისმა კირენელებთან დადო თავდაცვითი და შეტევითი კავშირიც და ცოლად მოიყვანა კირენელი ასული ლადიკა...
         
ეგვიპტის სიმდიდრეები იზიდავდა სპარსელებს, ბერძნებს, რომაელებს და ებრაელებს. ბერძნები ცდილობდნენ აღმოსავლეთის და დასავლეთის ბეღლის ხელში ჩაგდებას და სპარსელების მიერ ეგვიპტის დაპყრობამ დიდი დარტყმა მიაყენა ელინური სახელმწიფოების ვაჭრობას. მაგრამ სპარსელებმაც შეიტანეს რაღაც ღირებული ეგვიპტის და საბერძნეთის ცხოვრებაში. ამაზე მოწმობს ერთ-ერთი პაპირუსის ტექსტი რომელშიც ლაპარაკია იმაზე თუ როგორ იყო აწყობილი ძვ.წ.225 წელს მემფისთან ახლოს არსებული საფოსტო სადგურის მუშაობა,აღირიცხებოდა კორესპონდენცია,წერილები,გზავნილები,
შემდეგ ხდებოდა მათი გადარჩევა და დაგზავნა ზემო და ქვემო ეგვიპტის სხვადასხვა რაიონში

ეგვიპტელთა ხასიათის ყველა თვისება და მათი ყველა შეხედულება არ ყოფილა მისაღები დასავლური კულტურისთვის,ბერძნებისთვის და რომაელებისთვის. ეგვიპტელთა ეროვნული ხასიათი ბერძნებს და რომაელებს ეჩვენებოდა წინაღმდეგობრივი მეტწილად არასასიამოვნო და ცუდი თვისებების უცნაურ ნარევად.
               
მაგრამ საარაკო გახდა ეგვიპტელთა გონიერება და გონებამახვილობა. მათი ხუმრობები ზუსტი და მახვილი,ზოგჯერ კი უწესო იყო. რომაელები უმაგალითოდ თვლიდნენ ეგვიპტელთა თავხედობას და თავგასულობას,ურცხვობას //თუმცა ნერონმა და კალიგულამ ალბათ გადააჭარბეს ყველაფერ ამას,გ.მ.//.
     
ეგვიპტელები წინააღმდეგობრივები,მამაცები და განებრივებულები არიან,მაგრამ იტანენ მონობას და წამებებს. ასე დაახასიათეს ეგვიპტელები კლასიკურმა მწერლებმა და ეს დახასიათება ეკუთვნის გვიანდელ ხანას, იმ დროს როდესაც რომმა გააერთიანა მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო და ავრცელებდა მასში ბერძნულ-რომაული კულტურის ელემენტებს....
       
რომაელთა ყურადღება მიიპყრეს იდუმალმა იეროგლიფებმაც. პლუტარქეს თქმით ეგვიპტურ დამწერლობას აქვს სიმბოლური ხასიათი....
     
ეგვიპტური კულტურული მონაპოვრების გარდა რომმა ეგვიპტისგან შეითვისა მისი პოლიტიკური მოწყობილობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი-იმპერიის და და იმპერატორის ხელისუფლების ღვთაებრივი ხასიათის იდეა.  ფარაონს ამსგავსებდნენ მზეს. ძველი რწმენის თანახმად ეგვიპტოს მეფეები მზე-რას შთამომავლები იყვნენ და ყოველი მმართველის სული იყო მზე-ჰორის ორეული-მაცნე.
       
ეს იდეა ძალიან მოეწონა ძველი სამყაროს მმართველებს,ყველას,ექნატონიდან  და აქემენიდებიდან პტოლემეებამდე და რომის იმპერატორებამდე.... უკვე ა.წ. პირველ საუკუნეში რომის იმპერატორის შინაურები,მხევალ-მოსამსახურეები და კანცელარია მას უწოდებდნენ deus noster-ს, ჩვენ ღმერთს. რომის იმპერატორების ეს ამალა კი სანახევროდ აღმოსავლეთიდან გამოსულებისგან შედგებოდა.
           
მაგრამ მაშინ რომის იმპერატორები ვერ ბედავდნენ ამ წოდების ოფიციალურ წოდებად გამოცხადებას.
             
ამ პერიოდიდან მოყოლებული კალიგულას და ნერონის ნაირი კეისრები უკვე ოცნებობდნენ იმაზე რომ მათ ღმერთებად ჩათვლიდა მთელი მსოფლიო და რომში ისინი დაიკავებდნენ იმ ადგილს რაც თავის სამეფოში ეკავათ პტოლემეებს.
                     
რომის იმპერატორების აზრით ნებისმიერი ღმერთი შეიძლებოდა აღორძინებულიყო მათში. განათლებული რომაელები აღშფოთებულები იყვნენ მათ იმპერატორთა ასეთი უცნაურობებით, მაგრამ ყველა იმპერატორი ოცნებობდა რომ მათთვის ისევე ეცათ თაყვანი როგორც სცემდნენ თაყვანს სპარსელ მეფეებს თუ ეგვიპტელ ფარაონებს,მათ სურდათ ისევე ფუფუნებაში და განცხრომით ცხოვრება.
                 
ავრელიანმა 274 წელს დააწესა დაუმარცხებელი მზის კულტი და დიოკლეტიანეს კარი მსახურების იერარქიით და საჭურისთა ბრბოებით საყოველთაო აზრით იყო სასანიდთა სპარსული სამეფოს ასლი....
    
ძველად ეგვიპტე ითვლებოდა მეცნიერებათა,განსაკუთრებით მათემატიკის აკვნად,...

ყველაზე სახელგანთქმული თანამედროვე ფრანგი ეგვიპტოლოგი კრისტიან დეროშ-ნობლკურის აზრით თანამედროვეობა დიდადაა დავალებული ეგვიპტური ცივილიზაციისგან. მეტიც,ჩვენს კულტურას შეიძლება ეწოდოს ეგვიპტურ-ქრისტიანული კულტურა //იხ. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი მონოგრაფია "ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა"//.

ყველა ძველი ხალხი მისდევდა მთვარის კალენდარს და მხოლოდ ეგვიპტელები იყენებდნენ 12 30-დღიანი თვისგან შემდგარ მზის კალენდარს რომელსაც შუა ივლისში უმატებდნენ 4 "ეპაგომენალურ" დღეს და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ერთ მთლიან დღეს.

ეს კალენდარი აიღო იულიუს კეისარმა და შეინარჩუნა ეკლესიამ რომელმაც შეცვალა მხოლოდ ახალი წლის დაწყების თარიღი რომელიც თავიდან დადგენილი იყო ნილოსის ადიდებისთვის. 


8. Бегство в Египет
ეგვიპტედ ლტოლვა, ოტენის
სან-ლაზარის ტაძრის კაპიტელი, საფრანგეთი,
რომანული ხელოვნება..
ეგვიპტელები ლოღიკოსები იყვნენ და მათ ჰქონდათ დაკვირვების გამძაფრებული უნარი. მათ დაიწყეს წყალდიდობების და წყლის კლებათა თვლა,და დაყვეს ისინი სამ ოთხთვიან სეზონად. დღეების ამ დაყოფამ უზარმაზარი როლი შეასრულა ეგვიპტელების ცხოვრებაში, კულტურაში, რწმენებში. ეგვიპტელებმა დაიწყეს აგურების კეთება.

მთელ მახლობელ აღმოსავლეთში აღიარებული იყო ეგვიპტური მედიცინის საოცარი მიღწევები. ეგვიპტელმა სწავლულებმა შექმნეს წყლის საათი. ეგვიპტელმა ექიმებმა აღმოაჩინეს პულსის გაზომვის მეთოდი, ტესტი ფეხმძიმობაზე,კატარაქტას დამუშავება,თვალის ავადმყოფობათა მკურნალობის მრავალი საშუალება. ისინი იკვლევდნენ შაკიკის მოვლენას.
           
დეროშ ნობლკურის აზრით ანბანი შეიქმნა სინას მთაზე ფირუზის საბადოებში მომუშავე ბედუინების და ეგვიპტელი მუშების კონტაქტისას. ის თვლის რომ ბედუინებმა თავის ენას მიუყენეს აკროფონიის პრინციპი რომელსაც ემორჩილება იეროგლიფთა უმეტესობა. შემდეგ მათ გადაიღეს წერის ეს,ლურსმულ დამწერლობაზე უფრო პრაქტიკული,სისტემა და გადასცეს ის სხვა ხალხებს პელოპონესამდე.

დიდად მნიშვნელოვანია ნათესაობა და გამოცანები სულიერ სფეროში. მნიშვნელოვანია იოსების ბიბლიური ისტორია. რაში დასჭირდებოდა ეგვიპტის ფარაონს ახალგაზრდა უცხოელი შვიდი მსუქანი და 7 გამხდარი ძროხების შესახებ სიზმრის ასახსნელად თუ კი უკანასკნელმა ფელაჰმაც კი იცოდა ნილოსის კარგი და ცუდი ადიდებების ამ რიტმის შესახებ?

საფიქრებელია რომ ეს ფარაონი იყო ჰიკსოსი ანუ სემიტი რომელმაც არაფერი იცოდა ჰავაზე და ქვეყანაზე და რომელმაც ალბათ ბევრი თავისი სემიტი ნათესავი მიიყვანა თვითონ მის მიწაზე ბევრად უფრო ნაყოფიერ და განათლებულ ეგვიპტის მიწაზე. 

//ჩანართი ვიკიპედიიდან: ჰიქსოსებმა ანუ მომთაბარე ტომთა ჯგუფმა ძვ.წ. მე-17 საუკუნეში ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ქვემო ეგვიპტეში. ძვ.წ.1650 წლისთვის მათ შექმნეს ეგვიპტის მმართველთა თავისი დინასტია. იოსებ ფლავიუსი ჰიქსოსებს უწოდებს მწყემს მეფეებს... ანუ ჰიქსოსთა მიერ ეგვიპტის დაპყრობა და მათი გაბატონება ეგვიპტეში იყო მომთაბარეების მიერ განვითარებული მიწათმოქმედი ცივილიზაციის დამარცხება და დაპყრობა//.
მეორე სერიოზული საკითხია თუ რატომ გაიქცნენ მარიამი,იოსები და მათი შვილი იესო სწორედ ეგვიპტეში როდესაც იქვე სულ ახლოს იყო სირია. ბიბლიური ტექსტი არაფერს ამბობს ამის შესახებ მაგრამ იუდეველი ბავშვი უნდა გასცნობოდა ეგვიპტიდ მაღალგანვითარებულ მეცნიერებას და ხელოსნობას.     
ფრანგი ეგვიპტოლოგის აზრით ქრისტიანობის საფუძველი არსებობდა ეგვიპტეში და იძლევა ამის დამადასტურებელ მრავალ ფაქტს.
           
ის ახსენებს სცენას ნილოსზე,რომელიც ხშირად გვხვდება დასაკრძალ კონტექსტში, ადამიანი //ან ერთ ხაზზე მყოფი ორი ფიგურა// იჭერს ორ სულ ერთსა და იმავე თევზს,ტილაპიას და ლატესს.             
ეგვიპტედ ლტოლვა, მავრიკის კაპელა,პარიზი
ეს თევზები დეროშ-ნობლკურის აზრით ნარის გუშინდელი და მომავალი სულის,ა მქვეყნიური სულის და სხვა სამყაროს სულის სიმბოლოები.
       
ჩვენ კარგად ვიცით თევზის სიმბოლო პირველ ქრისტიანებთან და ქალბატონი დეროშ-ნობლკური  იგივე სიმბოლოს ხედავს ვეზელეს ბაზილიკის ნარტექსის ზოდიაქოში.
     
კიდევ ბევრია იკონოგრაფიის და დოგმატთა მსგავსება.
       
მკვლევარის აზრით გველის დამთრგუნველი წმინდა გიორგის ხატი უნდა მომდინარეობდეს  ბოროტების ემბლემა ბეჰემოტის დამრთგუნველი ღმერთი ჰორუსის ეგვიპტური ხატიდან. მოგზაურთა მფარველი წმინდა ქრისტოფორის  წინამორბედი კი უნდა იყოს დიდი მოგზაურობისთვის მომზადებული სულების მეგზური ანუბისი..

ასეთი მაგალითი ბევრია, ახალი პაპისთვის "ბაგეთა და თვალების გახსნის" რიტუალიდან ეგვიპტელების მიერ თავისი მეფის საიქიოში გასტუმრების თითქმის იგივე რიტუალამდე.
               
მკვლევარის თქმით არაა საჭირო ეგვიპტური პანთეონის ღმერთების სიმრავლის სიტყვა-სიტყვით გაგება. მისი აზრით დედოფალმა ხატშეფსუტმა ეხნატონამდე იგრძნო რომ უზენაესი ღვთაება იყო ერთადერთი ძალა,მზიური ღმერთისა და დედა-ქალღმერთის, ეგვიპტური მსოფლმხედველობის ორი შემოქმედი შემადგენელი ნაწილის კავშირის ძალა. თეოგამია, ღმერთისა და მოკვდავი ქალის კავშირი,რომელსაც ხატშეფსუტი ახსენებს დეირ-ელ-ბაჰრის ტაძარში,ამენჰოტეპ მესამე ლუქსორის ტაძარში და რამზეს მეორე რამესეუმში მათი ღვთაებრივი არსის გასამართლებლად,არის ხარება და მარიამი არის მთელ რომის იმპერიაში გალიამდე,თანამედროვე საფრანგეთამდე გავრცელებული და საუკუნეთა მანძილზე არსებული დიდი ისიდას კულტის და საიდუმლოთა გამოძახილი.
         
კვლევის თემით გატაცებული მკვლევარი რა თქმა უნდა შეიძლება ზოგ რამეში აჭარბებდეს მაგრამ ათი მცნების მიღების უნარის მქონე მოსეს აღმზრდელი და დევნილი იესოს თავშესაფარი ეგვიპტის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში ნამდვილად უზომოა და ეს გავლენა დღესაც იგრძნობა...ეს თემა ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ კვლევას და სერიოზულ მკვლევარს.
---------------------------------------


© «AFP»
© Desroches-Noblecourt Ch. Le Fabuleux Héritage de l'Égypte. Editions Telemaque. Paris.
© Авторизованный перевод: Ассоциация по изучению Древнего Египта «МААТ»
«Невероятное наследие Египта»: новые истины от Дерош-Ноблекур


егендарная Кристиан Дерош-Ноблекур, самая известная из современных французских египтологов, никогда не боялась ни оригинально истолковывать полученные в результате исследований факты, ни шокировать идеями. Ее неотъемлемая черта — решимость. Именно та решимость, с которой пожилая дама, полностью сохранившая свой критический ум в возрасте 91 года, «возбуждает негодование», позволяя себе утверждать в заключении к своему последнему труду «Невероятное наследие Египта»: «В противоположность тому, что мы привыкли повторять, мы живем не в еврейско-христианской культуре, но в египетско-христианской. Евреи и Библия ни чем не способствовали построению христианства и европейской цивилизации. Все, что они нам передали, было похищено ими у египтян. Давайте признаем правду, для которой есть все доказательства».

-----------------------------------------------------------------------

მახლობელი აღმოსავლეთის სხვა კულტურები:





შუმერები:
ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულის დასაწყისში შუმერთა ცივილიზაცია ჩნდება
მდინარეებს ტიგროსსა და ევფრატს შორის მოქცეულ ვრცელ ველზე// რეგიონი მეტ-ნაკლებად ემთხვევა თანამედროვე ერაყს//.


შუმერებმა მოიგონეს ლურსმული დამწერლობა,ლათინური დამწერლობის შორეული წყარო და ერთეულების დაყოფა 60 ქვე-ერთეულად. ეს თითქოს უმნიშვნელო რამეა,მაგრამ ჩვენ დღესაც საათს ვყოფთ 60 წამისგან შემდგარ 60 წუთად. წრეც შეიცავს 360 ე.ი. ექვსჯერ 60 გრადუსს. ეს სისტემა ნაკლებად პრაქტიკულია იმიტომ რომ ძნელია მისი გადაყვანა ათობით თვლაში, მაგრამ ის რომ შუმერთა მიერ შექმნილ სისტემას დღემდე ვიყენებთ დროის ზომვისას მეტყველებს შუმერთა ცივილიზაციის უდიდეს როლზე მათემატიკის და ასტრონომიის განვითარებაში // აქ არაა ლაპარაკი იმაზე რომ შუმერთა მითოლოგიიდან ბევრი რამე ,მაგ.გადმოცემა წარღვნის შესახებ.აიღეს ბიბლიის ავტორებმა,მაგრამ ასეთი ასე ვთქვათ დეტალები ჩვენს მიერაა დასამატებელი,მთარგმნელი//.



ბაბილონელები:
ჰამურაბი
ძვ.წ.2000 წლისთვის შუმერები დაიპყრეს მათმა ჩრდილოელმა მეზობლებმა,ბაბილონელებმა რომლებმაც შეითვისეს დამპყრობელთა კულტურა და შემდეგ მიიყვანეს ეს კულტურა აპოგეამდე.

სახელგანთქმული დარჩა ჰამურაბის სამართლის კოდექსი

//ძვ.წ.დაახლოებით 1700 წ.//. ჩვენ მასში ეხლა ვცნობთ საერო კანონმდებლობის პროტოტიპს.

ამიერიდან კანონი აღარაა ერთხელ და სამუდამოდ ნაკარნახევი ღმერთების მიერ. ის ადამიანის ქმნილებაა და ამდენად შეიძლება შეიცვალოს. თვითონ ჰამურაბიმ სულ მცირე ორჯერ შეასწორებინა თავისი კანონმდებლობა.
ესაა უაღრესად მკაცრი კანონმდებლობა //გავიხსენოთ სახელგანთქმული "თვალი თვალის წილ,კბილი კბილის წილ",მაგრამ მიუხედავად ამისა ჰამურაბის კოდექსი გვაოცებს თავისი თანამედროვეობით.

უცხოელთა //ასურელთა მიერ სამჯერ.შემდეგ კიროს მეორის სპარსელების// მიერ მრავალჯერ დაპყრობილმა ბაბილონმა მთელი ანტიკური ხანის მანძილზე შეინარჩუნა კულტურული დედაქალაქის,მეცნიერული და ლიტერატურული ცენტრის როლი//.



ფინიკიელები:
არ დავივიწყოთ ფინიკიელებიც. ეს პატარა ხალხი ძვ.წ. ბოლო ათასწლეულის მანძილზე ბრწყინავდა ხმელთაშუაზღვისპირეთში და იმის იქით თავისი შორეული ზღვაოსნობით,კომერციით.

ორი ფინიკიური მინის ნიღაბი
თიხის ფირფიტებზე ამოსაკაწრად განკუთვნილი ლურსმული დამწერლობის მიმღებმა ფინიკიელებმა გამოიყენეს ის პაპირუსის ფურცლებზე.
ხმა

მათ გამოიგონეს ანბანი. ბერძნების და რომაელების მიერ მისი რამდენადმე შეცვლის შემდეგ თანამედროვე ევროპელებიც ხმარობენ ამ ანბანს.

ეს მიმოხილვა არაა სრული. ჩვენ ის უნდა შევავსოთ აქადელებით, ქალდეველებით, ხათებით და ხეთებით, მიდიელებით და, ყველაზე მეტად, სპარსელებით.


არსებითი:
ძვ.წ. მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე მახლობელ აღმოსავლეთში //ეგვიპტე,შუამდინარეთი//გაჩნდნენ ძალიან მაღალი დონის ცივილიზაციები და მათთან ერთად გაჩნდა ტრანსცენდენტური რელიგიის, მეცნიერების,
ლიტერატურის პირველი ფორმები, განვითარდა ხელოვნება რომლის ფესვებიც წინაისტორიაშია.


ამ ცივილიზაციების წვლილის გარეშე ვერ გაჩნდებოდა ბერძნულ-რომაული კულტურა,რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც საკუთრივ ანტიკურ კულტურას.
.................


ჩვენ ჩვენი ცივილიზაციის საფუძვლად წარმოგვიდგება ბერძენთა და რომაელთა სამყარო თუ უფრო ზუსტად მახლობელი აღმოსავლეთის მემკვიდრეობის გარდაქმნის ბერძნულ-რომაული მანერა.

ბერძნულ-რომაული სამყარო დავალებული იყო მახლობელი აღმოსავლეთისგან,მაგრამ ის ასევე ჩამოშორდა მახლობელ აღმოსავლეთს და სწორედ ამ ჩამოშორების გამო აიგივებენ თავს თანამედროვე ევროპელები ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან.

ესაა უდიდესი მნიშვნელობის პუნქტი. გადავხედოთ ბერძნულ-რომაულ სიძველეს და მის აქტუალობას. ჩვენ აქ შემოვიფარგლებით კულტურული ისტორიის მინიმუმით.

საბერძნეთი:

უძველესი ბერძნული ცივილიზაციაა აქეველთა ცივილიზაცია. ის მისი საწყისები მიდის ძვ.წ.მეორე ათასწლეულის დასაწყისამდე. ამ კულტურას,განსაკუთრებით მიკენს და ტირინთს აქვს ბრწყინვალე ასპექტები,მაგრამ ეს ჯერ არაა ის საბერძნეთი რომელზეც ვფიქრობთ როდესაც ვახსენებთ საბერძნეთის სახელს.

ლომები მიკენის კარიბჭეზე
მიუხედავად ამისა აქეველთა პერიოდი ჩვენთვის საინტერესოა იმით რომ ძვ.წ.1200 წლისთვის გაიმართა ტროას ომი დს მისი მოთხრობა "ილიადა".რომლის ავტორობაც მიეწერება ჰომეროსს,მთელი საბერძნეთის და მთელი ანტიკური ხანის თვალში იყო ბერძნული კულტურის უბრწყინვალესი ნიმუში.

სწრაფად მოვხაზოთ "საკუთრივ" საბერძნეთის შექმნის ეტაპები:

ძვ.წ.1200 წლიდან ჩრდილოეთიდან მომავალმა დორიელმა ხალხებმა ბოლო მოუღეს მიკენის ცივილიზაციას. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცი მომდევნო 3-4 საუკუნის შესახებ.

სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა თანდათანობით ბერძნული რელიგია მისი პანთეონით // უზენაესი ღმერთი ზევსი,მისი მეუღლე ჰერა,გონების ქალღმერთი ათენა,მზის,სინათლის,გონების,ხელოვნებათა,მუსიკის და პოეზიის ღმერთი აპოლონი,სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე,ნადირობის ქალღმერთი არტემიდე,ომის ღმერთი არესი,ღმერთების მაცნე ჰერმესი,ზღვის ღმერთი პოსეიდონი,მიცვალებულთა ღმერთი ჰადესი...სია არაა ამომწურავი//.

მეტ-ნაკლებად საბოლოო ფორმა მიიღეს უძველესმა მითებმაც.

ძვ.წ. მეათე-მერვე საუკუნეებში გაჩნდა ჯერ კიდევ რუდიმენტალური პირველი ტაძრები. ეპოპეები რომელთა ავტორობაც მიწერება ჰომეროსს დაიწერა ძვ.წ.მეცხრე საუკუნიდან
//მრავალი სწავლული მათ ძვ.წ.მე-12 საუკუნით ათარიღებს, მთარგმნელი//.

პოლიტიკურ პლანში საკრალიზებული მონარქია თანდათანობით უთმობს ადგილს ოლიგარქიებს. პოლისს მართავს ერთგვარი ელიტა. ეს უკვე არის მომავალი დემოკრატიის პირველი მონახაზი.

არქაული ხანა:
არქაული არაა აქეველთა ხანა. კულტურის ისტორიაში არქაული ნიშნავს კლასიკური ხანის წინა პერიოდს.

პერიკლე
Perykles
( 495–429 )
არქაული ხანა მოიცავს დროს ძვ.წ.მეშვიდე საუკუნიდან მეხუთე საუკუნის დასაწყისამდე.

ბერძნული ტაძარი სულ უფრო და უფრო ემსგავსება თავის კლასიკურ ფორმას. საფუძველი ჩაეყარა ერთდროულად შემოქმედებით და რეალისტურ ქანდაკებას. პოეზიის აღმავლობას თან ახლავს წინასოკრატულად წოდებული ფილოსოფიის პირველი მონახაზები: თალესი,ანაქსაგორი,ჰერაკლიტე.

არქაული პერიოდი ხასიათდება კოლონიზაციის ძლიერი მოძრაობითაც.

ბერძნებმა დაიწყეს დამკვიდრება ეგეოსის მთელ სივრცეში,მცირე აზიის სანაპიროებზე,სამხრეთ იტალიაში და მომავალი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში.

მარსელი დაარსდა ძვ.წ.მე-6 საუკუნეში,ნეაპოლს ოდესღაც ერქვა ნეაპოლისი, რაც ბერძნულად ნიშნავს ახალ ქალაქს.

მაგრამ ბერძნების დიდ სივრცეზე განსახლებას არ მოჰყოლია ბერძნული იმპერიის შექმნა. ყოველი პოლისი დარჩა აბსოლუტურად დამოუკიდებელი. მაგრამ ხშირი იყო ომები.

მიუხედავად ამისა ძვ.წ. 776 წელს ოლიმპიური თამაშების დაწესება გამოხატავს საერთო ერონული განცდის ძალას.

ზოგი პოლისი,განსაკუთრებით ათენი,თანდათანობით უახლოვდებიან დემოკრატიას.

  

ათენის აკროპოლისის რეკონსტრუქცია
 

კლასიკური პერიოდი:
ის მოიცავს მეხუთე საუკუნეს და მეოთხე საუკუნის პირველ მესამედს.
ესაა ის საბერძნეთი რომელსაც ჩვენ წარმოვიდგენთ.

ათენის აკროპოლისის საბოლოო კონფიგურაცია თარიღდება ამ ხანით.

ათენის დემოკრატიის ოქროს ხანაა პერიკლეს დრო.

სოკრატე იწყებს ფილოსოფიას ამ ცნების საკუთარი მნიშვნელობით.

მისი აზრი გააღრმავა და მისი სისტემატიზაცია მოახდინა პლატონმა რომლის მემკვიდრეც იქნება არისტოტელე.

კლასიკური პერიოდის ნიშანია აგრეთვე ბერძნული თეატრის აღმავლობა//ესქილე,სოფოკლე,ევრიპიდე-ტრაღედიები და არისტოფანე-კომედია//.

მეხუთე საუკუნე ასევე არის საბერძნეთის და სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის ომების სერიის საუკუნე. სრულებით მოულოდნელად გაიმარჯვა საბერძნეთმა.
           

მაგრამ საბერძნეთს ასუსტებენ  განუწყვეტელი შინაომები ბერძნულ პოლისებს შორის//431-404 წლების პელოპონესის ომის დროს ათენი დაამარცხა სპარტამ რომელიც 371 წელს დაამარცხა თებემ//. 

359-336 წლებში საბერძნეთი დაიპყრო მაკედონიის მეფე ფილიპე მეორემ,ალექსანდრე მაკედონელის მამამ.

ესაა ბერძნული კლასიციზმის დასასრული და ახალი ხანის დასაწყისი.

ელინისტური ხანა:
უკვე მთელი საბერძნეთის ბატონმა ალექსანდრე მაკედონელმა 336-323 წლებში დაიპყრო ეგვიპტე და სპარსეთის იმპერია. მისი ჯარები მივიდნენ ინდოეთის საზღვრებამდე. ბერძნებმა,რომლებიც არაბერძნებს აქამდე ბარბაროსებად მიიჩნევდნენ,მოულოდნელად დაინახეს ძალიან მაღალი და ზოგჯერ ბერძნულ ცივილიზაციაზე უფრო მაღალი დონის სხვა ცივილიზაციები.

ამას მოჰყვა კულტურათა ისტორიაში იშვიათი გაქანების შერევა.

არქიტექტურაში, მაგალითად,ბერძნული გავლენა საგრძნობი იყო ინდოეთში და ჩინეთში.

მეორეს მხრივ ბერძნულმა კულტურამ განიცადა აღმოსავლური გავლენები.

გაჩნდა ფილოსოფიისადმი ახალი მიდგომა, ეპიკურიზმი და სტოიციზმი, ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთმანეთის შემავსებელი მოძრაობები.

სტოიციზმში ვხედავთ ბუდისტურ გავლენებს.

ალექსანდრე დიდის იმპერის დღემოკლე იყო. მისი სიკვდილის შემდეგ მისი გენერლები ვერ შეთანხმდნენ მემკვიდრეობის თაობაზე და მათ გაინაწილეს იმპერია.

ასე შექმნილმა სამეფო-სამთავროებმა ვერ გაუძლეს რომის შეტევებს.

ძვ.წ. 146 წელს საკუთრივ საბერძნეთი გადაიქცა რომის პროვინციად.

მაგრამ ელინისტურმა კულტურამ არსებობა განაგრძო საუკუნეების მანძილზე ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში.

რომი და მისი იმპერია:


ძუ მგელი და მის მიერ აღზრდილი რომულუსი
და რემუსი,ომის ღმერთი არესის ვაჟიშვილები
//ეტრუსკი ოსტატის ნაკეთობა//.

რომი გაჩნდა ძვ.წ. მერვე საუკუნეში ან კიდევ უფრო ადრე. ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსეს ომის ღმერთი მარსის ვაჟიშვილებმა რომულუსმა და რემუსმა რომლებიც აღზარდა ძუ მგელმა. ეს დეტალები გვიჩვენებს რომ ქალაქის საწყისები უფრო მითოლოგიის სფეროს ეკუთვნის ვიდრე საკუთრივ ისტორიის სფეროს.

თავიდან რომი იყო ცუდად გამაგრებული დიდი სოფელი რომელსაც მართავდნენ ნახევრად-ლეგენდარული მეფეები.

                                              ეტრუსკი უკრავს სალამურზე,ტარკვინია


ამ დროს რეგიონის მთავარი ძალა იყო იტალიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეტრურია,ეტრუსკების ქვეყანა.  ეტრურია იყო რეგიონის მთავარი სამხედრო,ეკონომიკური და კულტურული ძალა.

უეჭველია რომ რომის უკანასკნელი მეფეები ეტრუსკები იყვნენ და სწორედ მათ მისცეს მნიშვნელობა რომს.

     
509 წელს მოსახლეობამ გააძევა უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს მედიდური. გამოცხადდა რესპუბლიკა.  მისი საწყისი ხანის ამსახველი დოკუმენტები კიდევ ერთი საუკუნის მანძილზე მაინც  არადამაჯერებელია.

სამაგიეროდ ჩვენ კარგად ვიცნობთ ახალგაზრდა რესპუბლიკის ინსტიტუტებს და მის ევოლუციას ნამდვილი დემოკრატიისკენ რომლის ხვედრიც იყო დაკნინება და გადაქცევა მონარქიის ახალ ფორმად-იმპერიად.


რესპუბლიკა, მისი აპოგეა და მისი დაცემა:
რესპუბლიკას მართავს ორი კონსული. ერთია სახელმწიფოს მეთაური და მეორე სარდალი. მათი მანდატი მკაცრად შემოსაზღვრულია ერთი წლით //სულ მცირე დასაწყისში// და როგორც წესი განუახლებელია. ამას და ხელისუფლების კოლეგიალობას //ორი პიროვნების მმართველობას// ხელი უნდა შეეშალა ტირანიის დაბრუნებისთვის. 

კონსულებ და სხვა მოხელეები //მოსამართლე პრეტორები,სახელმწიფო ფინანსების გამგებელი ქვესტორები,მოსახლეობის ქცევის კეთილგონივრულობაზე ზედამხედველი ცენზორები,პოლიციის ხელმძღვანელი ედილები// არჩეულები არიან სახალხო კრების მიერ. 

ცენზორების მიერ მთელი სიცოცხლით დანიშნული წევრებისაგან შემდგარი სენატი იღებს კანონებს და ატარებს საგარეო პოლიტიკას.

ომის დროს სახალხო კრებას შეუძლია დიქტატორის დანიშვნა. მაგრამ ეს დიქტატორი არაა თანამედროვე დიქტატორი. ის ინიშნება 6 თვით და ამ დროის გავლის შემდეგ მან აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა  და ჩააბაროს ანგარიში თავის მოქმედებათა შესახებ.

ეს წყობა თავიდან არაა ნამდვილად დემოკრატიული. ის უფრო არის კანონებით კარგად განსაზღვრული ოლიგარქია.  ხალხს//პლებეებს,და სინამდვილეში ხალხის ნახევარს,მამაკაცებს// აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება,მაგრამ თანამდებობებზე და სენატში ინიშნებიან მხოლოდ არისტოკრატები//პატრიციები//.

მიუხედავად ამისა პლებეები თანდათანობით იძენენ მნიშვნელობას სახელმწიფო წყობაში. ძვ.წ.471 წელს იქმნება  ხალხის ტრიბუნთა ახალი თანამდებობა. ამ ტრიბუნებს აქვთ ვეტოს უფლება.

367 წლიდან ერთ-ერთი კონსული ორიდან უნდა იყოს პლებეი. შემდეგ კი თანამდებობაზე ადამიანის არჩევა არ იქნება დამოკიდებული მის სოციალურ წარმოშობაზე. 

რესპუბლიკა თავიდანვე იწყებს მეზობელი მხარეების დაპყრობას. ექსპანსია ძლიერდება მესამე საუკუნეში. ძვ.წ. 270 წლისთვის რომს უკვე დაპყრობილი აქვს თითქმის მთელი იტალიის ნახევარკუნძული. 

 264-146 წლებში რომი თანდათანობით მოსპობს კართაგენს და შემდეგ დაიწყებს ხმელთაშუა ზღვის მთელი აუზის დაპყრობას. ის დაიპყრობს გალიასაც//თანამედროვე საფრანგეთს//,ესპანეთსაც და გერმანიის მნიშვნელოვან ნაწილსაც //რომი რა თქმა უნდა მიწვდა კავკასიასაც,მაგრამ ეს უკვე ჩვენი დასამატებელია,მთარგმნელი//.

რომის ტერიტორიის სწრაფი ზრდა იწვევს ძვრებს და ასუსტებს დემოკრატიას. 

ძვ.წ.107-79 წლებს შორის მარიუსი და შემდეგ სულა იპყრობენ ძალაუფლებას არმიის მხარდაჭერით. ისინი არიან დიქტატორები უკვე ამ ცნების თანამედროვე მნიშვნელობით. 

სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ დიქტატორი ხდება კეისარი.

ბრუტუსმა შეიძლება შეცდომით იფიქრა რომ კეისარს უნდოდა თავის სასარგებლოდ მეფობის და სამეფოს არდგენა და მან მოკლა კეისარი. 

მაშინ ატყდა მორიგი სამოქალაქო ომი რომელშიც გაიმარჯვა კეისარის აყვანილმა შვილმა ოქტავიანმა რომელმაც დაიპყრო კიდეც ხელისუფლება. 

ძვ.წ.27 წელი ითვლება რესპუბლიკის დასასრულად. 


ოქტავიან ავგუსტუსი რომაელთა უზენაესი ღმერთი იუპიტერის სახით
რომის იმპერია:
ოქტავიანი გარეგნულად პატივს სცემდა რესპუბლიკურ ინსტიტუტებს. ის ერიდებოდა რესპუბლიკის საწყისი ხანიდან დაგმობილ მეფობაზე მინიშნებას.

ის კმაყოფილდებოდა იმპერატორის წოდებით //იმპერატორი თავიდან მთავარსარდალს ნიშნავდა//.

ასეთი ეშმაკობით მან მოახერხა ფაქტიური მონარქიის დამყარება.

ძვ.წ.27 წელს სენატმა ოქტავიანს მიანიჭა ავგუსტუსის წოდება და ასე მას მისცა "ღვთაებრივი" სტატუსი.

ამ საფუძვლებზე იმპერატორი თანდათან გახდა მანამდე უცნობი ახალი მონარქიული წოდება. დღეს ჩვენ მასში იოლად ვცნობთ იმპერატორის წოდებას.

სამოქალაქო ომის ათწლეულების შემდეგ ოქტავიანის //იმპერატორი ავგუსტუსის// მეფობა სასიკეთო აღმოჩნდა. ეს იყო მშვიდობის და კეთილდღეობის პერიოდი და მოსახლეობამ ბოლოს და ბოლოს მიიღო თეორიულად მემკვიდრეობითი ფაქტობრივი მონარქია.

სინამდვილეში ტახტზე ასვლის ჩვეულებრივ ხერხად იქცა მკვლელობა და სახელმწიფო გადატრიალება.

ჩვენს კონტექსტში იმპერია ყველაზე მეტად გვაინტერესებს კულტურულ პლანში.

რესპუბლიკა დიდად არ ბრწყინავდა კულტურის თვალსაზრისით. მისგან ცოტა რამ თუ დაგვრჩა რამოდენიმე რუდიმენტარული ტაძრის გარდა.

მესამე-მეორე საუკუნეებში გაჩნდა კარგი თეატრი //ტერენციუსი,პლავტი...//,მაგრამ ეს ექსპერიმენტები რამდენადმე იზოლირებული დარჩა.

საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ რომმა შეითვისა დამარცხებულთა კულტურა. მაშინ გაჩნდა ფართო გაგებით ლიტერატურის ახალი მონახაზები//ისტორიკოსი სალუსტიუსი,რიტორიკა,ციცერონი//.

ავგუსტუსის არზევებასთან ერთად რომაულმა კულტურამ განიცადა დიდად შთამბეჭდავი აღმავლობა. დღემდე შემორჩენილი თითქმის ყველა რომაული ნაშთი თარიღდება იმპერიული ხანით.

დიდი ავტორები არიან ჰორაციუსი, ოვიდიუსი, ვირგილიუსი, ისტორიკოსი ტაციტუსი, ფილოსოფოსი სენეკა და მრავალი სხვა.

იმპერიულ ხანაში გაჩნდა ქრისტიანობა. ესაა ჩვენი კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.

ისტორიული თვალსაზრისით ქრისტიანობა თავიდან არის იუდეური დისიდენტობა რომელიც შემდეგ თანდათანობით გაეხსნა არაებრაელებს. დევნის და ჩაგვრის მიუხედავად ქრისტიანთა თემი სწრაფად გაძლიერდა და გაიზარდა.

იმპერატორი კონსტანტინე დიდის დროს//დაახლოებით 270-337// ქრისტიანობა იქცა სახელმწიფო რელიგიად და ეკლესია იქცა იმპერიის ინსტიტუტად.


იმპერია რაღაც ხნის შემდეგ დაემხო,მაგრამ ქრისტიანობა გადარჩა.

მისი კულტურული სიმდიდრის მიუხედავად იმპერიული პერიოდი ემთხვევა რომის დაკნინებას.

იმპერატორმა თეოდოსმა ა.წ.399 წელს ბრძანა მეტისმეტად დიდად და ძნელად სამართავად ჩათვლილი იმპერიის ორად გაყოფა.

თანამედროვე კომუნიკაციის არარსებობის პირობებში ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებები და მითითებები თვეების შემდეგ აღწევდა დანიშნულების ადგილამდე.

ეს აუტანელი იყო კრიზისის მდგომარეობაში. არადა კრიზისი დაიწყო:

უკვე ათწლეულების მანძილზე იმპერია ვერ უწევდა წინააღმდეგობას ბარბაროსებად წოდებული ხალხების შემოსევებს.

ბარბაროსი გერმანელი ხალხები//ოსტროგოთები,ვიზიგოთები,ვანდალები...// თანდათანობით მკვიდრდებიან რომის მთელ ტერიტორიაზე.

თეოდოსის მიერ იმპერიის გაყოფის შემდეგ თანაარსებობს ორი "რომაული" იმპერია: დასავლური იმპერია და აღმოსავლური იმპერია.
 

 აღმოსავლურ იმპერიას ანუ ბიზანტიას კიდევ ექნება დიდების ხანა იმპერატორი იუსტინიანეს დროს და შემდეგ დაიწყება დეკადანსი.

საუკუნეების მანძილზე სელჩუკი და ოსმალო თურქების მიერ დაღრნილმა ბიზანტიამ მაინც გასტანა 1453 წლამდე,როდესაც ის აიღო სულთანმა მეჰმეტ მეორემ.

ბარბაროსთა შემოსევების მსხვერპლი დასავლეთი იმპერია დაეცა ბევრად უფრო სწრაფად.

დასავლეთის იმპერიის დასასრული ოფიციალურად აღნიშნა ოსტროგოთი მეფე ოდოაკრეს მიერ ბოლო იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსის გადაყენებამ ტახტიდან ა.წ.476 წელს.

ანტიკური კულტურა აფეთქდა და დაიშალა. ესაა შუა საუკუნეების დასაწყისი.

ჩვენ არ გვევალება ამ თავის ყველა დეტალის სწავლა. სამაგიეროდ აუცილებელია ანტიკური ხანის გლობალურად წარმოდგენა.


ცოდნის მინიმუმის გარეშე ჩვენ დავიბნევით და ვერაფერს გავიგებთ ფილოსოფიის,ისტორიის,ეკონომიკის,პოლიტოლოგიის სფეროებში....

ბერძნულ-რომაული ანტიკური ხანა და მისი აქტუალობა:

რითი გვეხება ჩვენ ბერძნების და რომაელების სამყარო და რატომაა ჩვენს კულტურასთან ახლოს ესოდენ შორეული პერიოდი და რატომაა რომ სასკოლო პროგრამები ესოდენ უსვამენ ხაზს ამ სიახლოვეს?

ბერძნულ-რომაული ანტიკური ხანა ჩანს მითოლოგიური აზროვნების საზარალოდ რაციონალური აზროვნების განვითარების ხანად.

ამავე დროს ესაა აბსტრაქციის განვითარების ხანა.

ჩვენი საკუთარი მსოფლაღქმა შეუძლებელი იქნებოდა ამ ორი ფაქტორის გარეშე.

მითის დაძლევა:
როგორც უკვე ვნახეთ ეგვიპტეს,ბაბილონს და ა.შ ჰქონდათ ძალიან მაღალი კულტურული დონე. ამ ცივილიზაციებს უკვე ჰქონდათ კანონმდებლობა,გარკეული მეცნიერული ცოდნა,ზოგი ტექნოლოგია.

მაგრამ სამყაროს ასახსნელად მათ ჰყოფნიდათ მითი

სეზონთა ცვლის უკან იდგა ერთი ღვთაება, მეორე ღვთაება უზრუნველჰყოფდა მიწის ნაყოფიერებას. ქარიშხლები, უამინდობები,

წყალდიდობები, მიწისძვრები გამოხატავდნენ ზევსის უკმაყოფილებას ან ტიტანების ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ.


მითზე მინიშნებას აქვს თავის სილამაზე. მან შეიძლება მიიღოს პოეტური ასპექტები და და გახსნას გზა კაცობრიობის სიმბოლური სამყაროსკენ.

მაგრამ სანამ არ გავცდებით მითის საზღვრებს,ანუ,უფრო ზუსტად,არ მივუჩენთ მას თავის ადგილს,ჩვენ ვერ დავინახავთ სინამდვილეს//უფრო ფართო გაგებით// როგორიც ის არის.

ზოგი გამონაკლისის //მაგ. ჰამურაბის კოდექსი// ეგვიპტელთა, შუმერთა,
ბაბილონელთა,და ა.შ. სამყარო ჩაკეტილია მითში.

აზრი მითისგან განთავისუფლდა მხოლოდ ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის ფარგლებში. ამ ცივილიზაციას ჩვენ ვუწოდებთ კლასიკურ ანტიკურ ხანას.

ეხლა მოკლედ გადმოვცეთ ბერძნების მიერ დაწყებული და რომაელების მიერ განსრულებული რევოლუცია და ხაზი გავუსვათ ამ რევოლუციის გავლენას ჩვენს მსოფლმხედველობაზე.

ეპოპეებში რომელთა ავტორობაც მიეწერება ჰომეროსს ღმერთები და ქალღმერთები ჯერ კიდევ მასიურად ერევიან ბერძნების და ტროელების ომებში. ოდისეას სულ მცირე პირველი ნაწილი კი სავსეა ბუნებიდან მომავალი სხვადასხვა საფრთხის განმასახიერებელი მონსტრებით.

მაგრამ ამავე დროს ავტორი ირონიულად უყურებს ღმერთებს და ქალღმერთებს.გამონაკლისია მხოლოდ გონების ქალღმერთი ათენა.


ათენა პართენოსი, რომაული ასლი
ჰომეროსის პოემები დაუფარავად დასცინიან ადამიანის მეტისმეტად მსგავს ღმერთებს რაც გამოხატავს დაუკმაყოფილებლობას სამყაროს მითოლოგიური ახსნით.

პოეზია ვეღარ ეწერება მთლიანად მითოლოგიურ საკრალიზებულ სამყაროში,აღარ იგივდება მასთან და სწორედ ამ დროიდან ჩნდება ფილოსოფია.

მანამდე სანამ არსება საკრალურია არავის სჭირდება მის შესახებ კითხვების დასმა. მაგრამ საკრალურის უკანდახევიდან თავისთავად ჩნდება კითხვები თუ რა არის სამყარო ან საიდან მოვდივართ.

ჰომეროსის შემდეგ საუკუნეებში ჩნდება ამ ტიპის კითხვები.

ამაზე მოწმობენ ფილოსოფოსები თალესი,პარმენიდე,ანაქსაგორე და ა.შ.
ჩვენ მათ ვუწოდებთ წინასოკრატულ ფილოსოფოსებს.

მათი დოქტრინები ერთის მხრივ წარმოადგენენ მნიშვნელოვან პროგრესს. ისინი მომდინარეობენ არა მითოლოგიიდან არამედ სულ უფრო და უფრო დამოუკიდებლად მოქმედი გონებიდან.

მეორეს მხრივ წინასოკრატული ფილოსოფია არის ფილოსოფიის ჯერ ისევ მეტისმეტად დოგმატური მონახაზი და მეტი არაფერი.


საკუთრივ ფილოსოფიისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა სოკრატემ.

სოკრატე პირველი მიხვდა რომ ნამდვილი ფილოსოფოსი ვერ დაკმაყოფილდება განსჯით. მან ჯერ უნდა გაარკვიოს თუ რას ნიშნავს ცოდნა და როგორ შეიძლება დარწმუნდეს ადამიანი იმაში რომ მან იცის რაღაცა.

სოკრატესთვის ამ ტიპის კითხვები იყო ყოველგვარი ცოდნის შეძენის წინაპირობა და და დასავლური ცივილიზაცია ანტიკური ხანიდან სოკრატეში ამიტომ ხედავს ფილოსოფიის წამქეზებელ-შემგულიანებელს.

სოკრატეს მოძღვრება განაგრძო და გააღრმავა მისმა მოწაფე პლატონმა. პლატონური სისტემით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი.

ჭეშმარიტება არის ხილული,მატერიალური სამყაროს მიღმა. პლატონმა ცოდნას გაუხსნა ახალი განზომილება-აბსტრაქცია.

თანამედროვე მეცნიერება წარმოუდგენელი იქნებოდა პლატონის წვლილის გარეშე. იგივე შეიძლება ვთქვათ რელიგიაზეც.

პლატონთანაც და არისტოტელესთანაც გონება უწინარეს ყოვლისა არის ცოდნის, ეთიკის და მორალის სამსახურში



მაგრამ არსებობს კიდევ უფრო ფუნდამენტური კითხვები: რატომ ვართ აქ? აქვს თუ არა აზრი ჩვენს სიცოცხლეს და თუ აქვს რაა ეს აზრი?

გონება სწრაფად სცნობს თავის საზღვრებს.


უფრო ზუსტად ფილოსოფია ანგარიშს უწევს იმას რომ ცოდნა არაა ყველაფერი.

სწორედ ამ კონტექსტში სეიქმნა ორი ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა-სტოიციზმი და ეპიკურეიზმი.

სტოიციზმი და ეპიკურეიზმი:
სტოიციზმს ნამდვილად ამჩნევია ბუდიზმის გავლენის კვალი. სიცოცხლეს მისი ფუსფუსით და ფაციფუცით, მისი მრელვარებებით არა აქვს აზრი.

მას საჭიროა სიცოცხლის მაცდური მხარეებისთვის თავის არიდება გარკვეული ვარჯიშებით შევსებული მედიტაციის ანუ ჭვრეტის და ლოცვის მეშვეობით.

ეპიკურიზმიც თვლის რომ სიცოცხლეს არა აქვს აზრი. მაგრამ სიცოცხლეს აქვს სასიამოვნო მომენტები და საჭიროა ამ მომენტების გამოყენება ვინაიდან ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ჩვენ ვეღარ ჩავუღრმავდებით ამ მიმდინარეობას. მაგრამ ხაზს გავუსვამთ იმას რომ რომ ეპიკურეველი სულაც არაა სიტკოებათა ფანატიკურად მოყვარული ჰედონისტი როგორც ამას აცხადებს ზოგი თანამედროვე ავტორი.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

ეპიკურესთვის მთავარი და განსაკუთრებული სათნოებებია სამართლიანობა და სიბრძნე. სამართლიანება არის ადამიანთა შეთანხმება იმაზე რომ არ მიაყენონ ზიანი ერთმანეთს და არ აიტანონ ზიანი.

ჰედონისტისთვის მთავარია სიამოვნება თუნდაც სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენების ფასად//უკანასკნელ შემთხვევას ჰქვია მაზოხიზმი//.

собое место среди добродетелей Эпикур отводит справедливости и мудрости. “Справедливость, происходящая от природы, есть договор о полезном – с целью не вредить друг другу и не терпеть вреда... Справедливость сама по себе не есть нечто, но в сношениях людей друг с другом в каких бы то ни было местах, всегда она есть некоторый договор о том, чтобы не вредить и не терпеть вреда” (цит. по 3, стр. 230).

ეპიკურეს თქმით სიამოვნების მიღება შეუძლია მხოლოდ ზრდილ და თავაზიან დაბრძენებულ ესთეტს!!!


მთავარია უბრალო კი არა გათვლილი სიამოვნება. არ უნდა მოკიდო ხელი დამატებითი საზრუნავის გამჩენ და საშიშ საქმეებს და რამეებს. იცხოვრე შენს დაცულ გარემოში და ისიამოვნე შენი ყველით და ღვინით,სუფთა ჰაერით და სუფთა წყლით.

ეპიკურეველები სულაც არ ყოფილან ცხოვრების უაზროდ და გარყვნილებაში,ღორმუცელობაში და ლოთობაში გამტარებელი ბოჰემა.

პირიქით,ეპიკურე ასწავლიდა ფრთხილად ცხოვრებას. მხოლოდ კონტროლის ქვეშ მყოფ.გაკონტროლებულ კეთილდღეობას შეუძლია ბედნიერების მოტანა ინდივიდისთვის.

გამარტივებულად ეპიკურეს ცხოვრებისეული ფილოსოფია შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
1)  ერთადერთი სიკეთეა სიამოვნება
2) მაქსიმალურ სიამოვნებას ადამიანს ანიჭებს სიამოვნებათა ის სახეები რომელთა გაკონტროლებაც მას შეუძლია.

ეპიკურეიზმისთვის სიამოვნება არაა გრძნობიერი წადილის ხანმოკლე დაკმაყოფილება. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილდღეობის დახვეწილ და უსაფრთხო სახეობებს,მაგალითად მეგობრობას და ლიტერატურით გატაცებას.

თუ კი ადამიანს სურს პირადი ბედნიერების მიღწევა ის უნდა შემოიფარგლოს  სიამოვნების ამ უფრო სანდო და დახვეწილი სახეობებით... 


 http://www.gumer.info/bogoslov_Buks/Philos/Skirb/28.php

Скирбекк Г., Гилье Н. История философии

ОГЛАВЛЕНИЕ

Глава 5. ПОЗДНЯЯ АНТИЧНОСТЬ

Эпикуреизм - обеспечение личного благополучия

Эпикуреизм получил название по имени Эпикура (Epicurus), жившего в 341-270 гг. до Р.Х. Эпикурейская школа, "сад", известна своей дружеской и обходительной атмосферой. Ее посещали как женщины, так и рабы, что для античности было достаточно необычным.
Ответ эпикуреизма на вопрос о том, как обеспечить счастье каждому человеку, заключался в следующем: наслаждайся, но обдуманно. Другими словами, хорошая жизнь - это благополучие и отсутствие боли и страдания. Для достижения на протяжении жизни максимума благополучия и минимума страдания человек обязан рассчитывать свои действия. Например, должен ли я искать сейчас
155
кратковременное и сильное наслаждение, за которым может последовать страдание, или же я должен отказаться от наслаждения в настоящее время с надеждой на более длительное благополучие в будущем?
Иначе говоря, необходимо быть воспитанным и умудренным эстетом! Наслаждение, но наслаждение просчитанное! Не следует заниматься политикой и другими вещами, которые могут вызвать обременительные заботы и являются небезопасными. Живи в своем защищенном мирке, где ты можешь наслаждаться в безопасности и покое своим сыром и своим вином.
Эпикурейцы ни в коей мере не были богемой, которая вела бездумный образ жизни, связанный с распутством, обжорством и пьянством. Напротив, Эпикур учил осмотрительному стилю жизни. Только благополучие, которое находится под контролем, может обеспечить счастье индивиду.
Упрощенно эпикурейскую жизненную философию можно сформулировать так:
1) Единственное благо, которое существует, это наслаждение.
2) Для обеспечения максимального наслаждения необходимо стремиться к тем видам блага, которые мы в состоянии контролировать.
Учение, которое трактует наслаждение (греч. hedone) в качестве наивысшего и единственного блага, называется гедонизмом (философией удовольствия). Следовательно, эпикуреизм является просчитанным гедонизмом.
Итак, эпикуреизм не рассматривает наслаждение (hedone) как кратковременное удовлетворение чувственного вожделения. Он придает особое значение более утонченным и безопасным видам благополучия наподобие дружбы и занятий литературой. Если человек желает добиться личного счастья, то он должен ограничиться этими более надежными и утонченными видами наслаждения....
მთარგმნელი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფილოსოფია და პოლიტიკა:
რეალობის აღმოჩენას თავისი შედეგები აქვს პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებშიც.

თუ კი ძალაუფლება არის ღმერთებთან ურთიერთობის მქონე მეფე-ქურუმის ხელში არავის მოუვა აზრად უზენაეს ძალთა მიერ ნაკურთხი პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების შეცვლა.

მაგრამ სამყაროს დესაკრალიზაციასთან და მითის უკანდახევასთან ერთად პოლიტიკა ხდება ადამიანთა საქმე,უფრო ზუსტად კი ძალთა თანაფარდობის საკითხი.

ცხადია რომ თავიდან ჯერ არაა ლაპარაკი დემოკრატიაზე. ხელისუფალს უნდა ჰქონდეს ქვეყნის მართვის საშუალებები.

თავიდან,მაშ,ძალაუფლება რჩება მცირერიცხოვან მდიდარ მიწათმფლობელთა ხელში და ეს მიწათმფლობელები გასაგები მიზეზების გამო წამყვან როლს ასრულებენ სამხედრო სფეროში.

ამ ტიპის რეჟიმს ჰქვია ოლიგარქია.

მაგრამ გზა დემოკრატიისკენ უკვე გახსნილია:

გაბატონებული უმცირესობის ძალაუფლება აღარ ეფუძნება რაიმე საკრალურ პრინციპს და ბოლოს და ბოლოს გაბატონდება ხალხური უმრავლესობა.

ათენის ისტორია აჩვენებს ევოლუციას რომელიც დაიწყო სულთა მითოლოგიისგან სულ მცირე ნაწილობრივი განთავისუფლებით და დასრულდა სრულყოფილებასთან შეძლებისდაგვარად ახლოს მყოფი დემოკრატიის დამყარებით.

მაგრამ პოლიტიკის დესაკრალიზაციას შეიძლება ჰქონდეს არც ისე კარგი შედეგებიც. საკრალურად აღიარებული ხელისუფლება თავისი სტატუსიდან იღებს სტაბილურობას რაც აკლია დემოკრატიულ წყობას.

ათენის და რომის მაგალითები გვიჩვენებს რომ დემოკრატია არაა ხანგრძლივი წყობა.

ფილოსოფია და რელიგია:
არ დავივიწყოთ რომ რელიგია დიდ როლს ასრულებს ყველა,მათ შორის ჩვენს კულტურაში,,მორწმუნეები ვართ თუ არა.

უკვე ის პოემები რომელთა ავტორადაც ითვლება ჰომეროსი გამოხატავდნენ გარკვეულ ინტელექტუალურ უკმაყოფილებას მეტისმეტად ანტროპომორფული, როგორც ღირსებების მქონე ისე ნაკლებით სავსე ადამიანის მსგავსი ღმერთების მყოლი რელიგიით.

არადა ღვთაების წარმოდგენა ადამიანურ რეალობათა მიღმა ძნელია და ეს მოითხოვს აბსტრაქციის უნარს.


ჭეშმარიტების მსგავსად ღვთაებაც უნდა იყოს ხილული,შეგრძნებებში მოცემული სამყაროს მიღმა.

აქამდე ღმერთების უმრავლესობა ცხოვრობდა ოლიმპოზე,მაღალ მთაზე,რომლის მწვერვალიც იკარგება ღრუბლებში მაგრამ რომელიც მიუხედავად ამისა ნამდვილად ეკუთვნის ჩვენს მიწას.

ამიერიდან ღმერთი უნდა ვეძებდოთ ხილული სამყაროს გარეთ. ღმერთი,თუ გამოვიყენებთ ფილოსოფიურ გამოთქმას.ეკუთვნის ტრანსცენდენტურობას.

პლატონის მოსაზრებები ამ მიმართულებით გააგრძელა ფილონ ალექსანდრიელმა//ძვ.წ.15-ა.წ.50// რომელმაც სცადა იუდაიზმის ჩამოყალიბება პლატონური სისტემის საფუძველზე.

ის ა.წ. პირველი 5 საუკუნის მანძილზე დიდ ჰავლენას მოახდენს ქრისტიანობაზეც.

ფილოსოფია და ხელოვნება:

 ეს მიმოხილვა დავასრულოთ სახვითი ხელოვნების მიმოხილვით.

მაშინ როდესაც კაცობრიობის სამყარო ფესვგადგმულია მითში სახვითი ხელოვნება ჩამოშორებულია სინამდვილეს,რაზეც მოწმობს ეგვიპტური,

ბაბილონური,სპარსული ხელოვნება.

მითისგან განთავისუფლების პროცესში ჩნდება რეალისტური ხელოვნება. მაგრამ ამ რეალიზმს ახასიათებს შემოქმედებითობაც.

ბერძნული ხელოვნება ადამიანის სხეულს გამოსახავს ისეთს როგორიც ის არის,,მაგრამ ნაწარმოები არაა დანახულის უბრალო განმეორება,ის ხელოვნებაა. ეს კონცეფცია გამოიკვეთა არქაულ პერიოდში და გაიფურჩქნა და არსებობდა ანტიკური ხანის დასასრულამდე.

ინტელექტუალური ევოლუციის ჩამოთვლილი ასპექტების უმრავლესობა ძველი საბერძნეთის ქმნილებაა. რომაელთა წვლილი ბევრად უფრო მოკრძალებულია. მაგრამ საბერძნეთის დამპყრობელმა რომაელებმა გაავრცელეს დაპყრობილთა კულტურა მთელ თავის იმპერიაში.

ბერძნუილი ელემენტით გამდიდრებული რომაული ცივილიზაცია ამ ელემენტს ბოლომდე შეინარჩუნებს...


                 --------------------------------------------------------

ა.წ. მეორე საუკუნეში დაბადებული და ჩვენს შორის მოხვედრილი ადამიანი მისი აზრით უცნაური რამეების მჭამელ ,უცნაურ სახლებში მცხოვრებ და უცნაურად ჩაცმულ საზოგადოებაშიც ნახავდა ბევრ ნაცნობ რამეს.

ის დაინახავდა რომ მისი ახალი მეზობლები აზროვნებენ ისევე როგორც ის, ანალოგიური სქემებით და ახლო თუ იგივე კონცეფციების საფუძველზე

იგივეს იგრძნობდა ჩვენი თანამედროვე თუ კი ის მოხვდებოდა ა.წ. მეორე საუკუნეში.

ზოგს ეს აზრი გადაჭარბებად შეიძლება მოეჩვენოს,მაგრამ წავიკითხოთ ანტიკური ხანის ავტორთა თხზულებები. ანტიკური ხანის ფილოსოფოსის,მწერლის,პოლიტიკოსის თუ ისტორიკოსის თემები და საზრუნავი ჩვენთვის სრულებით თანამედროვე თემებად და საზრუნავად წარმოდგება.

მაგრამ არის დიდი განსხვავებაც.

თანამედროვე ულტრა-რთული ტექნოლოგიური გარემო დიდად განსხვავდება ბერძნულ-რომაული სამყაროსგან ბერძნებსაც და რომაელებსაც ჰქონდათ საკმაოდ განვითარებული ტექნოლოგიები მაგრამ ანტიკურმა ხანამ ვერ შესძლო მეცნიერებათა განვითარება თანამედროვე მნიშვნელობით.

ძველ ბერძნებს და რომაელებს ჰქონდათ მხოლოდ მექანიკური ენერგია,არ ჰქონიათ ელექტრობა,ნავთობი,ძრავა.

მათ შეეძლოთ მხოლოდ ფიზიკური ძალის და მექანიკური ენერგიის გამოყენება და ეს ხსნის მონათმფლობელობის ფართოდ გავრცელებას.


იმპერიულ რომში მონათა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა თავისუფალ ადამიანთა რაოდენობას.

ბერძნულ-რომაული ანტიკური ხანა ევროპული ცივილიზაციის,ჩვენი საწყისია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ მისი ამ ასპექტის შესახებ.

ბოლო საუკუნეების მანძილზე ჩვენი განვითარება ნამდვილად სტიმულირებული იყო აღორძინების ხანაში ბერძნულ-რომაულ სიძველეთა ხელახალი აღმოჩენით და დაფასებით.

და სწორედ ამ პერიოდმა დაგვანახა მონათმფლობელობის სკანდალური პრაქტიკა.
//გაგრძელება იქნება//.

No comments: