12.30.2012

საცოდნელია სწორედა - ვალერი ბრიუსოვი უძველეს კავკასიაზე, ნიკო მარზე და ა.შ.:

უკეთ ვიცნობდეთ კავკასიას - ვალერი ბრიუსოვი - სფინქსები და ეშაპები:


1909 წელს ნიკო მარი არქეოლოგ იაკოვ სმირნოვთან ერთად გათხრებს აწარმოებდა გარნიში. იქ მათ ადგილობრივი მკვიდრებისგან გაიგეს მაღლა მთებში მწოლიარე ქვის დრაკონების შესახებ.  მტვრიანი ხელნაწერის ერთი პწკარიდან ისტორიის აღდგენას მიჩვეული მეცნიერებისთვის ეს ლეგენდები არ ყოფილა ცარიელი ზღაპრები. ამიტომ მითის შესამოწმებლად ისინი გაემგზავრნენ გეგამის ქედისკენ. სევანის ახლო მთებში,იაილებში ზეგანზე,რომელთაც ეძლეოდა მაგიური მნიშვნელობა,მეცნიერებმა იპოვეს მიწაზე წაქცეული მენჰირი  რომლის ძველ წარწერებზეც ზევიდან ამოკვეთილი იყო ქრისტიანული ჯვარი.

ეს იყო სომხეთში აღმოჩენილი ყველაზე პირველი ვეშაპი //ვიშაპი//. სულ ერთ წელიწადშო ნიკო მარმა და სმირნოვმ იპოვეს წყლის კიდევ 26 მცველი და ამით მათ მსოფლიოს დაანახეს წარმართული სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა.

1909 году Марр вместе с археологом Яковом Смирновым проводили раскопки в Гарни. Там от местных жителей они услышали о каменных драконах, лежащих высоко в горах. Для ученых, привыкших воссоздавать историю из одной строчки в запыленной рукописи, эти легенды не были пустыми сказками, поэтому они предприняли поездку к Гегамскому хребту, чтобы проверить миф на достоверность. В горах близ Севана, в яйлах, на плато, которым придавалось магическое значение, ученые нашли поваленный наземь менгир, поверх древних надписей которого был высечен христианский крест. Это был самый первый вишап, обнаруженный в Армении. Всего за год Марр и Смирнов обнаружили еще 26 водных стражей, тем самым открыв миру одно из самых интересных явлений языческой Армении.


იმირზეკში ნაპოვნი ვეშაპები ნომერი 2 და 5 //მარი და სმირნოვის მიხედვით.//


  
ბალკანეთიდან სომხეთში გრძელი გზის გავლის შემდეგ მისულმა ინდოევროპელმა პროტოსომხებმა //რომლებიც ჯერ სომხები არ იყვნენ// და მათ შემდეგ  მკვიდრ  იბერიელ კავკასიელებთან ..რომელთა შორის ქართველთა წინაპრებიც იყვნენ//მოსული ინდოევრეპელების შერევის  შედეგად გაჩენილმა სომხებმა ამ მკვიდრი იბერიელ-კავკასიელებისგან  მემკვიდრეობით მიიღეს საკვირველი მოთოლოგიაც. დღემდე სამწუხაროდ შემოგვრჩა ამ მითოლოგიის  მხოლოდ ფრაგმენტები.

სახელმწიფოზე და ქვეყანაზე ურარტუ რომელის ტერიტორიაზეც იყო აღმოჩენილი სომხეთის ვიშაპები //მსგავსი ვეშაპები საქართველოშიცაა//  სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი, აკადემიკოსი რენე გრუსე წერდა შემდეგს : « … ურარტული ენა ცნობილი გახდა ვანურ წარწერების სახელით ცნობილი წარწერების მეშვეობით. მისი შესწავლის შედეგად გაირკვა რომ ის ახლოა ხურიტების და მითანელების ძველ ენასთან და ასე შემდგარი ანსამბლი უახლოვდება ენათა იბერულ ანუ ქართულ ოჯახს" ( რენე გრუსე, სომხეთის ისტორია საწყისიდან 1071 წლამდე, პაიო, პარიზი, 1995, გვ. 46-47).

ასე რომ კავკასიაში მოგვიანებით მოსული ინდოევროპელების და ადგილობრივი იბერიელ-კავკასიელების ანუ ქართული ოჯახის შერევის შედეგად გაჩენილმა სომეხმა ხალხმა ბევრი რამე მემკვიდრეობით სწორედ ქართული ოჯახისგან მიიღო.

«Вместе с языческими богами армянский народ в качестве наследия получил от яфетической семьи и свою удивительную мифологию, к сожалению, дошедшую до нас лишь в разрозненных фрагментах, как, например, космического характера отрывок, посвященный "вишапам" и, увы, лишь несколькими строчками приведенный у Хоренаци. Просто сказка, легенда, не так ли? Но эти вишапы и их потомки из народных преданий, с осуждением упоминаемые армянским историком, получают в двадцатом веке совершенно иную оценку с тех пор, как в Гегамских горах были обнаружены "вишапы".

ჯერ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია...

ვიშაპები// ვეშაპები//:
ვიშაპები //სიტყვა ირანული წარმომავლობისაა// არის 5 მეტრამდე სიმაღლის ქვის ქანდაკებები, თევზების გამოსახულებები, ან სვეტები მათზე დაჭიმული ხარის ტყავით. მათი გაკეთების დრო დადგენილი არაა. ყველაზე მეტად საფიქრებელია რომ ისინი უნდა ეკუთვნოდნენ ძვ.წ. მეორე ათასწლეულს. პირველად აღმოაჩინეს 1909 წელს სომხეთში, გეგამის ქედის რაიონში.

ძველად ეს ქანდაკებები როგორც ჩანს დაკავშირებული იყვნენ ნაყოფიერების ღმერთების და წყლის ღვთაებების კულტებთან. მოგვიანებით სომხები ამ კოლოსალურ ქანდაკებებს თვლიდნენ ბოროტი სულების გამოსახულებებად და მათ უწოდებდნენ ვიშაპებს//ვეშაპებს//ე.ი. დრაკონებს,გველებს.

ვეშაპები ასევე აღმოჩენილია საქართველოში, ჩრდილო კავკასიაში და მონღოლეთში //ლიტერატურა: სმირნოვი ი.ი., ვიშაპები, ლენინგრადი,1931, ბ.ბ.პიოტროვსკი, ვიშაპები, ქვის ქანდაკებები სომხეთის მთებში, ლენინგრადი, 1939//.


ბრიუსოვი (რუს. Валерий Яковлевич Брюсов) (დ. 1 დეკემბერი/13 დეკემბერი, 1873, მოსკოვი — გ. 9 ოქტომბერი, 1924, იქვე), რუსი პოეტი და კრიტიკოსი, რუსული სიმბოლისტური მოძრაობის დამაარსებელი.
ბრიუსოვი დაიბადა მოსკოვში შეძლებული ვაჭრის ოჯახში და ადრეული ასაკიდანვე მოქცა ედგარ ალან პოს, შარლ ბოდლერისა და იორის-კარლ ჰიუსმანსის გავლენის ქვეშ. ლიტერატურულ კარიერას მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტობიდანვე იწყებს 1890-იან წლებში პოლ ვერლენის, მორის მეტერლინკის, სტეფან მალარმესა და პოს ნაწარმოებების თარგმნით, საკუთარი ლექსების გამოქვეყნებასთან ერთად.

რუსეთში სიმბოლისტური მოძრაობის პოპულარიზაციის მიზნით ბრიუსოვი მრავალი ფსევდონიმით აქვეყნებს საკუთარი ნაშრომებს და მასვე ეკუთვნის ანთოლოგიური კრებულები ძირითადად საკუთარი ლექსებისა სამ ტომად სახელწოდებით „რუსი სიმბოლისტები“ (1894-1895). 1900-იანი წლებიდან ის უკვე გავლენიანი მწერალი და გვიანდელი რუსი სიმბოლისტებისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ხდება ხელოვნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. 1904 წელს ბრიულოვი ხდება გავლენიანი ლიტერატურული ჟურნალის „ვესი“ (სასწორი) რედაქტორი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის რეპუტაციას ლიტერატურულ სამყაროში. ის გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა გეორგი ჩულკოვისა და ვიაჩესლავ ივანოვის მცდელობებს სიმბოლისტთა მოძრაობა მისტიური ანარქიზმისკენ გადაეწონათ 1906-1908 წლებში.

ვალერი ბრიულოვს ასევე ეკუთვნის სამი სიმბოლიზმის გავლენის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობა. მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია „სამხრეთის ჯვრის რესპუბლიკა“, რომელსაც განვითარებული ქალაქი ჰქონდა ანტარქტიკაში. დანარჩენ ორ მოთხრობაში მან კომპიუტერები და გარემოს გლობალური კატასტროფული ცვლილებები იწინასწარმეტყველა. //ვიკიპედია//.

ვალერი იაკოვის ძე ბრიუსოვი,"სფინქსები და ვიშაპები(უძველესი კავკასიის კულტურის ზოგი ნიშანი)",1916.

უკანასკნელი დროის ისტორიულ ნაშრომებს შორის სრულებით განსაკუთრებული ადგილი უკავიათ კავკასიაში და ძველი ვანის ოლქში იაფეტიდთა კულტურის აღმომჩენი აკად. ნ.ი.მარის დასკვნებს.

ეს აღმოჩენა გვაცნობს სამყაროს რომელზეც მეცნიერებას ადრე წარმოდგენა ძლივს თუ ჰქონდა.

ნ.ი. მარის მოსაზრებების შემდეგმა განვითარებამ უნდა გამოიწვიოს წინა აზიის და სამხრეთ ევროპის,ე.ი. რომის და ელადის მეშვეობით ეგვიპტის,ეგეოსის სამყაროს და შუამდინარეთის ელემენტებიდან ამოზრდილი თანამედროვე ცივილიზაციის წარმოშობის და ხასიათის შესახებ ყველა წარმოდგენის გადასინჯვა.

ჯერ,რა თქმა უნდა ხდება ფაქტების დაგროვება. იქიდან დასკვნების გამოტანა მომავლის საქმეა. მაგრამ მეცნიერებამ მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაიგო ფაქტები რომლებიც უკვე ჰფენენ შუქს კავკასიის უძველესი კულტურის და სხვა მის თანამედროვე ცივილიზაციებთან მისი ურთიერთობების ძირითად ნიშნებს.

ვფიქრობთ რომ ასეთი ფაქტები საინტერესოა მკითხველთა ფართო წრისთვის რომლებიც არ მიმართავენ უახლესი მეცნიერული აღმოჩენების გამომქვეყნებელ სპეციიალურ ისტორიულ და არქეოლოგიურ გამოცემებს.

ამ ფაქტებს მივყავართ არსებით დასკვნამდე რომელიც შეიძლება გამოიხატოს ერთი წინადადებით-უძველესი კავკასია უმჭიდროესად იყო დაკავშირებული მისი თანამედროვე სამყაროს სხვა კულტურულ ცენტრებთან.

ძვ.წ. მეორე ათასწლეულში დედამიწაზე უკვე არსებობდა მთელი რიგი ასეთი კულტურული ცენტრებისა და ისინი სულაც არ იყვნენ იზოლირებული ერთმანეთისგან//როგორც დიდხანს ფიქრობდნენ ისტორიკოსები//,

პირიქით,ისინი დაკავშირებული იყვნენ ერთმანეთთან როგორც მუდმივი ურთიერთობებით ისე იდეათა ურთიერთქმედებით.


ნიკო მარი
ამ ურთიერთობათა სფეროში შედიოდნენ კავკასიონის ქედის ორივე მხარეს და ძველი სომხეთის ოლქებში მცხოვრები კულტურული ხალხები.

თუმცა ერთ-ერთი ასეთი კულტურული ცენტრი ძვ.წ.მესამე ათასწლეულში მოკვეთილი იყო დანარჩენებისგან. ესენი იყვნენ ცენტრალური ამერიკის კულტურული სამეფოები. იქ იმხანად ასრულებდნენ თავის ბრწყინვალე განვითარებას და "ჩრდილოეთის ბარბაროსების" //მომავალი აცტეკების// დარტყმებს ქვეშ იღუპებოდნენ მაიათა ხალხის სამეფოები.

მეორე ათასწლეულში საერთო ცხოვრებისგან განზე იდგა ჩინეთიც, თუმცა უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენეს რომ წყნარი ოკეანეს კულტურა მუდამ არ ყოფილა გამოყოფილი დანარჩენი სამყაროსგან ჩინეთის კედლით და რომ ის ურთიერთობდა ხმელთაშუა ზღვის კულტურასთან, მეტიც, მან როგორც ჩანს დიდი გავლენა მოახდინა მიკენის კულტურაზე.

სამაგიეროდ ძვ.წ. მეათე-მეთერთმეტე საუკუნის სხვა კულტურული ცენტრები შეადგენდნენ ერთგვარ მთლიანობას,სახელმწიფოთა სისტემას,ოჯახს ხალხებისა რომელიც ჰგავს საერთოევროპული კულტურით გაერთიანებული სახელმწიფოების თანამედროვე ერთობას.

ეგვიპტე,ეგეოსის სამყარო,შუამდინარეთის სამეფოები,ხეთების სახელმწიფო,ეტრუსკები იტალიაში,კავკასია, ყველა ეს სამყარო განუწყვეტლად ურთიერთობდა ერთმანეთთან,ამყარებდა კავშირს ერთმანეთთან ან ომობდა. ისინი ვაჭრობდნენ ერთმანეთთან და ერთი ქვეყნის ნაწარმი ვრცელდებოდა დანარჩენ ქვეყნებში.

ისინი ერთმანეთს უგზავნიდნენ საელჩოებს,დაინტერესებულები იყვნენ ერთმანეთით რაც იწვევდა პოლიტიკური, რელიგიური, მეცნიერული,

მხატვრული იდეების გაცვლას, წარმოების ტექნიკის გადაღებას,მიბაძვას ხელოსნობაში და ხელოვნებაში,ენათა შერევას, საზოგადოების სულ მცირე უმაღლეს ფენებში ყოფითი თავისებურებების ნიველირებას და ა.შ.
ამ წრეში შედიოდა კავკასიაც მისი მრავალფეროვანი მოსახლეობით. ამაზე მეტყველებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძვ.წ.მეორე ათასწლეულის ძეგლები. ისინი ტექნიკით და სტილით გვანან სხვა ქვეყნების,უწინარეს ყოვლისა ეგვიპტის,ეგეოსის სამყაროს და ხეთების,მაგრამ აგრეთვე ეტრუსკების,ორმდინარეთის და,მეტიც,ნაწილობრივ ჩინეთისა და მექსიკის ძეგლებს.

ბოლო ათწლეულში ნაპოვნ განსაკუთრებით მჭერმეტყველ ძეგლებს შორისაა ელისავეტპოლის გუბერნიაში კალაკენტთან და კალაბეკთან და კავკასიის სხვა ადგილებში,მაიკოპთან,ვანის ოლქში და ა.შ, სამაროვნების გათხრებისას ნაპოვნი ბრინჯაოს ქამრები.

ძველი ურარტუს ტერიტორიაზე ნაპოვნი ბრინჯაოს ქამარი.ძვ.წ.პირველი ათასწლეულის დასაწყისი //პროტოსომეხთა გამოჩენამდე,გ.მ.//.Бронзовый пояс (?) с изображением охоты. Начало I тыс. до н.э.


ეს უკვე ქართლია, თლი .ბრინჯაოს ხანის ქამარი.


როგორც ჩანს მთელს კავკასიაში ფართოდ გავრცელებული ასეთი ქამრები თარიღდებიან ძვ.წ.მეორე ათასწლეულით და ძვ.წ.პირველი ათასწლეულის დასაწყისით//მე-7 საუკუნემდე//.

ეს ბრინჯაოს ქამრები დაფარულია მდიდრული ნაკაწრი ორნამენტით რომლის ხასიათი სტილით,მოტივებით და ცალკეული ფიგურების დამუშავებით კავკასიის ხელოვნებას აკავშირებს სხვა ქვეყნების ხელოვნებასთან.

ქამართა ფორმა იივეა რასაც ვხედავთ ე.წ,გვიანმინოსური //მიკენური, ეგეოსური// კულტურის პატარა ქანდაკებებზე. კავკასიელები ატარებდნენ იგივე ქამრებს რაც მოდაში იყო კრეტას ლაბირინთების და მიკენის და ტირინთოს დენდებს შორის. მსგავსი ქამრები ალბათ ეკეთათ ტროას პრიამოსის შვილებს და პარისს როდესაც ის იტაცებდა ელენე მშვენიერს სადღაც მოხეტიალე მენელაოსის სასახლიდან. ზუსტად ასეთ ქამარს ვხედავთ ხათი მეფის გამომსახველ ქანდაკებაზე //ძვ.წ.მეათე ს.- ამ ხათების სამეფოც დაანგრიეს პროტოსომეხმა ინდოევროპელებმა, გ.მ.//.

ქამრების დამფარავი ორნამენტი ყველაზე მეტად ჰგავს ეგვიპტურ,ეგეოსურ და ხათთა ნაწარმოებებს. ამ ორნამენტში ხშირად არის სპირალი რომლის მოტივიც მათგან უნდა გადასულიყო ეგვიპტელებთან. სპირალის გვერდით გვხვდება ვარდულები და ფესონები რომლებიც ასევე უყვარდათ ეგეოსელებს და ბოლოს სახასიათო ჯვარი აგრეხილი ბოლოებით ანუ ე.წ. სვასტიკა რომელიც ეგვიპტის, ეგეოსის და ხათების ნაკეთობების გარდა გვხვდება ცენტრალური ამერიკის მაიათა ნაკეთობებზეც. ამან დიდად გააოცა ესპანელი კონკვისტადორები რომელთაც ვერ გაიგეს თუ როგორ მოხვდა ქრისტიანობის სიმბოლო ხალხთან რომელმაც არაფერი იცოდა ქრისტეს შესახებ.

მაგრამ ქამრების სამკაულები სულაც არ შედგება მარტო გეომეტრიული ფორმებისგან, სხვადასხვა ირიბი და დაგრეხილი ხაზებისგან, კბილანებისგან, ჯვრებისგან და ა.შ.

ორნამენტში შეტანილია მცენარეულობის თუ ცხოველთა სამყაროს ელემენტები და ეს ელემენტები იძლევიან კიდევ უფრო საოცარ მოწმობას. ქამრებზე ხშირად გამოსახულია საბრძოლო,ლითონის ნაწილებით გამაგრებული გადასაფარებლების მქონე ცხენები. ზუსტად ასეთივე საბრძოლო გადასაფარებლებს ვხედავთ ხეთების და ეგვიპტელების ნახატებზე. ქამრების ორნამენტებში ჩვეულებრივია ხარების და ჩიტების მოტივები. იგივე მოტივები განმეორებულია კუნძული კვიპროსის ლარნაკებზე. ამ კუნძულზე ყვაოდა და იფურჩქნებოდა "გვიანმიკენური" კულტურა. იგივე კვიპროსის სარკოფაგებზე გვხვდება ლომის და გველის შეპირისპირების მოტივი. იგივე მოტივი განმეორებულია ქამრებზე.

შეიძლება ვიფიქროთ რომ იმდროინდელი კავკასიელი მხატვრები ეჯიბრებოდნენ კვიპროსელ მხატვრებს და,მაგალითად,ძვ.წ.მეთორმეტე საუკუნის კვიპროსელები არარატის ძირში ან მტკვრის ხეობაში მოხვედრისას არ გრძნობდნენ თავს უცხო გარემოში.

ყველაზე საინტერესო კავკასიურ ქამრებზე არის ფანტასტიური ცხოველების გამოსახულებები. კავკასიელი მხატვრები გამოსახავდნენ სხეულის ორივე ბოლოს თავების მქონე ორთავიან ცხოველს რომლის კუდიც სრულდებოდა სამკუთხა ფოთლებით ან გველის თავით. გამოსახავდნენ ცხოველებს რომელთა ფეხები მთავრდებოდა არა ბრჭყალებით და ჩლიქებით არამედ გრიფონების თავებით და ა.შ. ზუსტად ასეთივე მხეცები გამოსახულია ისტორიული ეგვიპტის ზოგ ძეგლზე და მათი ძალიან მსგავსი მხეცები ხეთების ცილინდრებზე,ეგეოსელთა ნაკეთობებზე და,ბოლოს,ეტრუსკთა ხელოვნებაში.

ძნელი დასაშვებია რომ მხოლოდ ფანტაზიის თამაშს შეეძლო დედამიწის სხვადასხვა მხარეში მცხოვრები მხატვრების მიყვანა ერთი და იგივე სიუჟეტებამდე. გაცილებით უფრო დასაჯერებელია რომ ერთი ქვეყნის ოსტატები ბაძავდნენ თავის უცხოელ ამხანაგებს,რომ კავკასიელი მხატვრები სტუმრობდნენ ნილოსის ხეობას და საბერძნეთს,რომ ისინი ტკბებოდნენ მემფისის ფუფუნებით და "ოქროს მიკენის" ხიბლით და იალბუზის ძირში დაბრუნებულები იხსენებდნენ ეგვიპტური და ეგეოსური გემოვნების საოცარ ქმნილებებს.

სხვა ქვეყანათა ნაწარმოებები ალბათ ხვდებოდა კავკასიაში,იდგა ადგილობრივ ტაძრებში და სასახლეებში და ისინი წარმოადგენდნენ ნიმუშებს დამოუკიდებელი შემოქმედებისთვის. ყველაზე უფრო სარწმუნოა რომ ხდებოდა ერთიც და მეორეც.

არც ისე დიდი ხნის წინ ამიერკავკასიაში მეცნიერთა ყურადღება მიიპყრეს ქვის უზაემაზარმა თევზმა-ურჩხულებმა,ე.წ.ვიშაპებმა //ვეშაპებმა,გ.მ.//,რომლებსაც პოულობენ ვანის ოლქში. ზუსტად ასეთ თევზ-ურჩხულებს აკეთებდნენ უძველესი ეგვიპტის მოქანდაკეები.
მუზეუმში შესული სომეხი რომელიც დაინახავს ნილოსის ხეობის ცხელი ცის ქვეშ და ეგეოსის ზღვის სურნელოვან სანაპიროებზე შექმნილ ხელოვნების ამ ნაწარმოებებს აუცილებლად შესძახებს რომ ეს სომეხთა ვიშაპებია.

რამზეს დიდსაც და ტიგრან დიდსაც ერთნაირად უნდა ჩაეთვალათ ეს თევზი-ურჩხულები თავისი წინაპრების ქმნილებად.

ამ ვეშაპების გვერდით ხშირად პოულობენ ორიგინალურ ქვის ფილებს რომლებზეც გამოსახულია ხარის გადაფენილი და გადაჭიმული ტყავი.

ანალოგიურ ფილებს ვხედავთ ძვ.წ. მესამე ათასწლეულის,ნარმერის ხანის ეგვიპტის ხელოვნებაში.

ე.წ. ბუმბერაზთა აკლდამები ალაგეზზე ბევრი რამით გვაგონებს ეგეოსის აკლდამებს.

და თუ დღემდე კავკასიაში,სომხეთში არ უნახავთ ნამდვილი სფინქსები ეს უბრალო შემთხვევითობაა,ვინაიდან სფინქსის მსგავსი გამოსახულებები საკმაოდ ჩვეულებრივი რამეა ბურჯების ბაზისებთან ხეთების ხელოვნებაში რომელთანაც ძალიან ახლოა უძველესი კავკასიის ხელოვნება.

ამიერკავკასიის ხელოვნების მჭიდრო კავშირი ვანის ხელოვნებასთან დასტურდება ბევრი მოწმობით. 1912 წელს მოხდა ორი საინტერესო აღმოჩენა. ელისავეტპოლის გუბერნიაში იპოვეს ერთ-ერთი ულამაზესი ქამარი სპირალური ხაზებისგან წარმოქმნილი რომბების ორნამენტით. ვანის ახლოს კი,ტოპრაკ-ყალეს სიმაღლეზე ააწყვეს ჩვენთვის უცნობი ტაძრის თუ სასახლის ფრიზის //თუ ზეძირკველის ნამტვრევები. და ეს ფრიზიც დაფარულია სპირალური ხაზებისგან შექმნილი რომბების ორნამენტით.

დავამატებთ რომ წითელი მარმარილოსგან გამოთლილ ფრიზზე კიდევ წარმოდგენიია ხარების ფიგურები,ვაზის მტევნები და ფოთლები,ხეები და,ბოლოს,ლოტოსის ყვავილები.

ლოტოსი ჩვეულებრივი ყვავილია ეგვიპტეში და ეგვიპტურ ხელოვნებაში,მაგრამ კავკასიელი მხატვრის ქმნილებაში ის შეიძლებოდა გაჩენილიყო მხოლოდ როგორც უცხოური ნიმუშისადმი მიბაძვა.

სხვადასხვა მონაცემით ეს ფრიზი თარიღდება ძვ.წ.მე-7 საუკუნით.

ჩვენი საკმაოდ არასრული ჩამონათვლის დასასრულს ვახსენებთ რომ მაიკოპის,ე.ი.უკვე ჩრდილოეთ კავკასიის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია ძვ.წ. მეორე ათასწლეულის ლარნაკი რომელზეც სქემატურად გამოსახულია მთის ქედი.

მაიკოპის ლარნაკი

ზოგი მკვლევარი ამ სქემაში ხედავს კავკასიონის მთავარ ქედს იალბუზით და ყაზბეგით. სხვები კი ხედავენ არარატს და ალგეზს მათ შორის არაქსით.

როგორც არ უნდა იყოს უხსოვარი დროის კავკასიის რომელიღაც მეფემ მოისურვა თვალწინ მუდამ ჰქონოდა თასზე გამოსახული მშობლიური მთის მწვერვალები რომლებსაც დაემშვიდობა ყუბანის ტრამალებში გადასახლებისას და ეს თასი მას ჩაატანეს საფლავში.

იალბუზის თუ არარატის სახსე უცხსოვარ დროშიც და დღესაც ამახსოვრდებოდათ და ამახსოვრდებათ მათ ძირში დაბადებულ ადამიანებს.

უძველესი კავკასიური კულტურა, ურარტელთა სამეფოები ვანში, ნაირში და სხვები დაიღუპნენ ძვ.წ. მეშვიდე საუკუნესთვის.

ისინი დაიპყრეს შემოსეულმა ფრიგიელებმა.

აკადემიკოსი ნიკო მარის გამოკვლევებმა აჩვენა რომ სომხური კილოკავები შეიქმნა ორი ენისგან, მკვიდრი მოსახლეობის //იბერიელ-კავკასიელების.გ.მ.// და მისი დამმარცხებელი,დამპყრობელი არიელების ენებისგან.

სომხურ კილოკავებში გადარჩა იაფეტიდთა ენის მრავალი ელემენტი.

ნიკო მარის თქმით უძველეს სომხურ კილოკავებში იაფეტიდური //იბერიულ-კავკასიური.გ.მ.// წარმოშობისაა რელიგიური კულტის ცნებები,სამსხვერპლო ცხოველების //ხარის, ცხვრის// სახელები. სუნთქვასთან დაკავშირებული განყენებული ცნებები //სული, სამშვინველი//და ლითონების //ოქროს, ვერცხლის, სპილენძის// დამუშავების ცნებები და ბოლოს მიწათმოქმედების და გვაროვნული ყოფის ცნებები.

მომხდური და გამარჯვებული არიელების //პროტოსომხების,გ.მ.// მიერ დამარცხებულ იაფეტიდებს //იბერიელ-კავკასიელებს,გ.მ.// ჰქონდათ დიდად განვითარებული რელიგია,ნაკეთობათა დამზადების მაღალგანვითარებული ტექნიკა.

იაფეტიდები დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ მშვიდობიანად რაც ხელს უწყობდა ხელოვნების განვითარებას.

გამარჯვებულმა არიელებმა //პროტოსომხებმა.გ.მ.// ყველა ამ სფეროში განიცადეს დამარცხებულ მკვიდრ იაფეტიდთა//იბერიელ-კავკასიელთა,გ.მ.// გავლენა და გამარჯვებულებმა თავის ენაში მიიღეს დამარცხებულთა ცნებები.

ასეთი ფაქტები კიდევ ერთხელ მოწმობენ იმაზე რომ უძველესი კავკასიის კულტურულმა სამყარომ ცივილიზაციის თვალსაზრისით დიდად გაუსწრო იმ დროის ნახევრად ველურ ბერძენ ტომებს.

უძველესი კავკასია ცხოვრობდა ფარაონთა და ბაბილონის სამეფოთა ხანის მაღალ განვითარებულ აღმოსავლეთთან ერთად.
ბიბლიურ მოთხრობაში არარატზე გაჩერებული ნოეს კიდობანის შესახებ ალბათ დაფარულია ისტორიული ჭეშმარიტების მარცვალი, ესაა გახენება იმ განსაკუთრებული როლისა რაც შეასრულეს არარატის სამეფოებმა//ესეც ბიბლიური ცნებაა// წინა ათასწლეულების//ძვ.წ.მეორე და მესამე ათასწლეულების// ცხოვრებაში.

ბიბლიური წარმოდგენით მთელი კაცობრიობა დედამიწაზე გავრცელდა არარატიდან და ამის შესაბამისად იქიდან გავრცელდა მთელი დედამიწის ცივილიზაცია.

მსფლიო წარღვნის შესახებ ქალდეური თქმულების ასე გადამკეთებელი ებრაელი მწერლები იხსენებდნენ რომ ოდესღაც არარატიდან მიდიოდა მათთან ცოდნის სინათლე, რომ იქიდან ელოდნენ ისინი მეცნიერების და ხელოვნების გამოცხადებებს და დახვეწილი ცხოვრების გაკვეთილებს.

არარატის ირგვლივ დამკვიდრებული ხალხები უძველესი ებრაელების აზრით იყვნენ ყველაზე განათლებული ხალხები სხვა ხალხებს შორის //უნდა ითქვას რომ ძველსომხურად არარატს ჰქვია მასისი. თუ დაუგდებთ ყურს მუსიკას სახელებისა დმანისი,ფაზისი,მასისი... მიხვდებით რომ ეს სახელი სომხებმა მიიღეს ურარტუს მკვიდრი იბერიულ კავკასიური ხალხებისგან რომელთა შორის იყვნენ ქართველური მოდგმის ხალხებიც. ამის ცოდნა არ აწყენთ არ თანამედროვე ქართველებს.გ.მ.//.

მომავალი გამოკვლევები რა თქმა უნდა გააშუქებენ მეცნიერებისთვის უძველესი კავკასიის ცხოვრებას და ყოფას. მაგრამ ჩვენ ეხლაც შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს იყო რთული და დახვეწილი ცხოვრება და ყოფა. კავკასია სუნთქავდა ერთიანი სუნთქვით მის გარემომცველ კულტურულ ხალხებთან ერთად.

მაშინ როდესაც ძველი მიკენის სიმდიდრის მძარცველ აგამემნონს აქეველთა ველური ბრბოები მიჰყავდა ეგეოსელების უკანასკნელი სიმაგრე ტროას წინააღმდეგ ვანის სამეფოს მკვიდრნი დარდიანი შიშით ისმენდნენ ამბებს იმ დაუნდობელი ბრძოლის შესახებ რომელიც კლავდა მთელ მონათესავე კულტურას.


მოგვიანებით იაფეტიდთა სამეფოებიც ეცემოდნენ ინდოევროპელი პროტოსომეხი ფრიგიელების დარტყმებს ქვეშ და ეგვიპტელი ქურუმები მათი ტაძრების სიჩუმეში ხედავდნენ მშობლიური ქვეყნის სამწუხარო მომავალს. ეგვიპტეც დასცეს არიელმა ინდოევროპელმა სპარსელებმა.
ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანებში დედამიწაზე აღარ არსებობდა კაცობრიობის არც ერთი უძველესი კულტურა. ისინი დაამხეს ან დაიპყრეს ბარბაროსმა დამპყრობლებმა.

ეგეოსელები-ელინებმა ,ეგვიპტელები სპარსელებმა,იაფეტიდები-ფრიგიელებმა, ეტრუსკები-რომაელებმა.შორეული მაიები ცენტრალურ ამერიკაში-ტომებმა ნაგუა..აცტეკებმა//.

ბარბაროსი ფრიგიელების მიერ დამხობილი იაფეტიდური კულტურის ელემენტები შეინარჩუნა ამ იაფეტიდებთან შერევის შედეგად შექმნილი სომეხი ხალხის ხელახლა შექმნილმა კულტურამ.


სომხებამდელი სომხეთის //ფრანგი აკადემიკოსი რენე გრუსეს გამოთქმა,გ.მ.// იაფეტიდური კულტურის ამ ელემენტების გამოყოფა და მათი საერთომსოფლიო მნიშვნელობის გარკვევა,სხვა უძველეს კულტურებთან მათ კავშირზე მინიშნება,კაცობრიობის კულტურული განვითარების უგვიანეს პერიოდებში თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის ჩათვლით მათი როლის განსზაღვრა არის სომეხი ხალხის მადლიერი ამოცანა //უნდა ითქვას რომ ამაზე მუშაობა არ აწყენდათ ურარტთა შთამომავალი ქართველი ხალხის ისტორიკოსებსაც, გ.მ.//.

წყარო: ვ.ბრიუსოვი, "სფინქსები და ვიშაპები. (უძველესი კავკასიის კულტურის ზოგი ნიშანი)", 1916წ.
-----------------------------------------
დანართი.

ჰეროდოტეს თანახმად პროტოსომხები იყვნენ ფრიგიელი კოლონები,ისინი იარაღდებოდნენ როგორც ფრიგიელები და ევდოკს კნიდელის ნაწყვეტის თანხმობით//ნაწყვეტი მე-12 საუკუნეში მოიყვანა სტეფანე ბიზანტიელმა// სომხური ენა ჰგავს ფრიგიულს.

ყველაზე უფრო სავარაუდოა რომ ფრიგილები იყვნენ ბალკანეთის ტომი რომელიც გადავიდა მცირე აზიაში.  ხეთების იმპერიის დამხობიდან რამოდენიმე საუკუნის შემდეგ მათ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში მათ დააარსეს თავისი სამეფო.

ეს ეთანხმება ლეგენდას არმენის შესახებ. ამ ლეგენდის თანახმად სომეხთა პირველწინაპარი გამოვიდა თესალიიდან.
              
Согласно Геродоту (7.73) армяне фригийские отселенцы , они и вооружались как фригийцы, а согласно отрывку Евдокса Книдского (V в. до н.э., приведен у Стефана Византийского в XII в.), армянский язык сходен с фригийским11.

Фригийцы по всей вероятности были балканским племенем, которое переместилось в Малую Азию и образовало там свое царство в VIII-VII вв. до н.э. (т.е. через несколько столетий после падения Хеттской империи).12 Это созвучно, но не тождественно с легендой об Армене, согласно которой первопредок армян вышел из Фессалии
//სომეხი ხალხის წარმოშობაზე, პროტოსომეხთა დადგენის პრობლემა //კრიტიკული მიმოხილვა.არმენ პეტროსიანი, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ერევანი, სომხეთი//.   

  (ПРОИСХОЖДЕНИИ АРМЯНСКОГО НАРОДА:
ПРОБЛЕМА ИДЕНТИФИКАЦИИ ПРОТОАРМЯН
( критический обзор)
Армен Петросян
Институт Археологии и Этнографии
Ереван, Армения)

-------------------------------------------------------------------------------------------------
ძველსომხური ენა არ ენათესავება სომხეთის ზეგნის ავტოქტონთა-ხურიტების, ურარტების და სხვათა ენებს //თუმცა ეს ენებია მისი სუბსტრატი//.
გასაგებია რომ ძველსომხური ენა სომხურ ზეგანზე შეტანილია გარედან...

პროტოსომხურ ენას სომხურ ზეგანზე უნდა შეეღწია ძვ.წ. მერვე საუკუნემდე....

დოკუმენტურად დადასტურებულია რომ ძვ.წ.მეცამეტე საუკუნიდან არსებობდა ურარტუ როგორც ტომთა კავშირი და ძვ.წ.მერვე საუკუნიდან ურარტუ არსებობდა როგორც სახელმწიფო. პროტოსომეხი ფრიგიელების არამონათესავე ურარტების ამ სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა ძვ.წ. მე-6 საუკუნეში //ის დაამხეს სწორედ პროტოსომეხმა ფროგიელებმა და სკვითებმა,გ.მ.//.

არა და ძვ.წ. პირველი ათასწლეულის პირველ მეოთხედში ურარტუს ეკავა წამყვანი ადგილი წინა აზიის სახელმწიფოთა შორის... /ი.მ. დიაკონოვი, სომეხი ხალხის წინაისტორია,სომხური მთიანეთის ისტორია ძვ.წ.1500-500 წლებში, ხეთები, ლუვიელები, პროტოსომხები, ერევანი, სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა./

ფრიგიელი ბარბაროსების მიერ ურარტუს დაპყრობის და დამხობის პროზესში მოხდა დღევანდელი სომხეთის არმენიზაცია...

//სწორედ ამხობილი ურარტუს მკვიდრი მოსახლეობისა და მისი დამამხობელი ფრიგიელი პროტოსომხების შერევის შედეგად გაჩნდა სომეხი ერი და მისი კულტურა,გ.მ.//. 
Вопрос о вероятной дате появления носителей протоармянского языка на Армянском нагорье. Поскольку древнеармянский язык не родственен языкам автохтонов Армянского нагорья — хурритов, урартов и т.п. (хотя именно эти языки являются для него субстратом), ясно, что он занесен сюда извне. А поскольку он не принадлежит и к тем ветвям индоевропейской семьи, которые проникли в Переднюю Азию в III и первой половине II тыс. до н.э., [203] постольку он должен считаться появившимся здесь либо еще раньше, либо позже этого времени.

Остается предположить, что протоармянский проник на Армянское нагорье до VIII в. до н.э. — по всей вероятности, [208] даже. до создания Фригийской державы в IX (?) в. до н.э. Таким образом, искомый период суживается до трех-четырех столетий: с XII по IX в. до н.э. Так как общее движение фрако-фригийских племен шло, как мы видели, с запада на восток, то в протоармянах мы должны видеть головной отряд этого движения.

Ура́рту (Арара́т, Биайнили, Ва́нское .წ.ца́рство, урартск. KURbi-a-i-na, арм. Ուրարտու, тур. Urartu, перс. اورارتو‎) — древнее государство в юго-западной Азии, располагавшееся на территории Армянского нагорья (современные Армения, восточная Турция и северо-западный Иран). Существование Урарту как союза племён документально подтверждено с XIII, как государства — с VIII века до н. э. Урарту прекратило существование в VI веке до н. э. В первой четверти 1 тысячелетия до н. э. Урарту занимало главенствующее положение среди государств Передней Азии[1].

И. М. Дьяконов

Предыстория армянского народа

История Армянского нагорья с 1500 по 500 г. до н.э.
Хетты, лувийцы, протоармяне
Ереван
Издательство АН Армянской ССР

 
---------------------------------------------------------------------------------------------------------------

Брюсов В. Я. "Сфинксы и вишапы. (Некоторые черты культуры древнейшего Кавказа)", 1916г.
   
СФИНКСЫ И ВИШАПЫ (Некоторые черты культуры древнейшего Кавказа) В. Я. БРЮСОВ
Среди исторических работ последнего времени совершенно особое место занимают выводы акад. Н.Я.Марра, "открывшего" культуру яфетидов на Кавказе и в области древнего Вана. Это открытие, знакомящее нас с целым культурным миром, о котором наука ранее едва подозревала, изменяет в значительной степени нашу концепцию всемирной истории. Дальнейшее развитие соображений Н.Я.Марра должно повести к коренному пересмотру всех представлений о характере и происхождении древнейших культур Передней Азии и Южной Европы, а следовательно, и современной цивилизации, выросшей, через посредство Рима и Эллады, из элементов Египта, Эгейи и Месопотамии.
Пока, разумеется, идет только накопление материалов, окончательные выводы из которых предстоит сделать лишь в будущем. Но отдельные факты, ставшие достоянием науки лишь недавно, уже проливают ясный свет на некоторые основные черты древнейшей культуры Кавказа и ее отношений к другим, современным ей, цивилизациям. Полагаем, что такие факты представляют интерес для широких кругов читателей, не обращающихся к специальным историческим и археологическим изданиям, где помещаются отчеты о новейших научных открытиях.
Тот существенный вывод, к которому приводят нас эти факты, может быть формулирован в одном положении: древнейший Кавказ был теснейшим образом связан с другими культурными центрами современного ему мира. Во 2-м тысячелетии до Р.Х. на земле уже существовал целый ряд таких культурных центров, и они вовсе не были (как долгое время думали историки) обособлены друг от друга, а напротив, были связаны между собой как постоянными сношениями, так и взаимодействием идей. В сферу этих отношений входили и культурные народы, населявшие в те века обе стороны Кавказского хребта и области древней Армении.
Правда, один из таких культурных центров, в 3-м тысячелетии до Р.Х., уже был бесповоротно отрезан от других: это - культурные царства Центральной Америки, где в ту эпоху заканчивали свое блестящее развитие и гибли, под нашестивием "северных варваров" (будущих ацтеков), - царства народа майев. В стороне от общей жизни стоял, во 2-м тысячелетии, и Китай, хотя новейшие исследования выяснили, что "тихоокеанская" культура не всегда была отгорожена от остального мира "китайской стеной", и не только находилась в общении со "средиземноморской", в частности "микенской", но, быть может, оказала на нее могущественное влияние. Зато другие культурные центры, XX-X веков до Р.Х., представляли собою как бы одно целое, систему государств и семью народов, подобные тому единству, какое являют в наши дни страны, объединенные общеевропейской культурой, Египет, Эгейя, месопотамские царства, держава хеттов, этруски в Италии, Кавказ, - все эти "миры" непрерывно общались между собой, вступали в союзы один с другим или вели войны, поддерживали постоянные торговые сношения, так что продукты и изделия одной страны распространялись по всем другим, посылали к соседям посольства, - вообще интересовались друг другом, что вело к обмену идеями, политическими, религиозными, научными, художественными, к заимствованию техники производств, к подражаниям в ремеслах и в искусстве, к смешению языков, к нивелировке бытовых особенностей, по крайней мере в высших слоях общества и т. д..
О том, что в этот круг входил и Кавказ, с его разнообразным населением, свидетельствуют открытие археологами памятники 2-го тысячелетия до Р.Х., которые показывают сходство техники и единство стилей с памятниками других стран, прежде всего Египта, Эгейи и хеттов, но также Этрурии, Двуречья, отчасти даже - Китая и Мексики.
К числу археологических находок последнего десятилетия, говорящих особенно красноречиво, принадлежат бронзовые обивки поясов, в большом количестве найденные при раскопке могильников в Елисаветпольской губернии (близ Калакента и Калабека), но также и в других местностях Кавказа, близ Майкопа, в области Вана и т.д. По-видимому, такие пояса были широко распространены по всему Кавказу, а ряд соображений (характер стиля, род предметов, найденных одновременно, и т.п.) заставляет относить время их изготовления именно ко 2-му тысячелетию до Р.Х. и началу 1-го тысячелетия (до VII века). Сделанные из бронзы (что также указывает на эпоху "бронзового" века), эти обивки покрыты богатым орнаментом (гравированным), характер которого по стилю, по мотивам, по трактовке отдельных фигур, связывает искусство Кавказа с художеством других стран.
Самая форма поясов - та самая, какую мы видим на статуэтках так называемой "позднеминойской" (микенской, эгейской) культуры. На Кавказе носили такие же пояса, какие были в моде у щеголей в критских лабиринтах и во дворцах Микен и Тиринфа. Вероятно, в сходных поясах гуляли и сыновья Троянского Приама, и, может быть, именно так был подпоясан Парис, когда он похищал Прекрасную Елену из дворца отсутствующего Менелая. Совершенно такой же пояс находим мы и на статуе, изображающей одного хеттского царя (X в. до Р.Х.).
Орнамент, покрывающий пояса, ближе всего напоминает работы египетские, эгейские и хеттов. Между прочим, в этот орнамент часто входит спираль, мотив, который, кажется, от них же перешел и к египтянам. Рядом со спиралью встречаются розетки и фесоны, также излюбленные эгейцами, и, наконец, характерный крест с загнутыми концами (так называемая свастика), который, кроме Египта, Эгейи и искусства хеттов, мы наблюдаем на изделиях майев в Центральной Америке, - где он привел в величайшее изумление испанцев-конквистадоров, не понимавших, как попал символ христианства к народу, не ведающему о Христе.
Но украшения поясов состоят далеко не из одних геометрических форм, разного рода кривых линий, зубцов, крестов и т. п.: в орнамент введены элементы растительного и животного мира, и эти элементы дают свидетельства еще более поразительные. На поясах нередко изображаются лошади, покрытые особой попоной-панцырем, с металлическими чешуйками и бляхами; точно такие боевые панцыри на лошадях изображаются на рисунках хеттов и египтян. В орнаменте поясов обычны мотивы быков и птиц; те же мотивы повторены на вазах с острова Кипра, где процветала "позднемикенская" культура. На саркофагах того же Кипра встречается мотив сопоставления льва и змеи; тот же мотив повторен и на поясах. Можно думать, что кавказские художники того времени соперничали с кипрскими, и жители Кипра, напр., XII века до Р. Х., приезжая к подножию Арарата, или в долину Куры, не чувствовали себя оторванными от привычной обстановки.
Всего интереснее на кавказских поясах - изображения фантастических животных. Так, кавказские художники изображали то зверя с двумя головами на двух концах тела, хвост которого заканчивался треугольными листиками или змеиной головой, то еще зверя, у которого концы ног были не с когтями и не с копытами, а с головами грифонов и т. п. Но совершенно такие же звери изображены на некоторых памятниках доисторического Египта, а очень на них похожие - на цилиндрах хеттов, на изделиях эгейцев и, наконец, в искусстве этрусков. Трудно допустить, чтобы только "игра воображения" привела художников, на разных концах земли, к одним и тем же фантастическим образам. Гораздо вероятнее, что мастера одной страны подражали своим иноземным товарищам; или кавказские художники посещали долину Нила и Грецию, любовались роскошью Мемфиса и прелестью "золотых Микен", уносили с собой к подножью Эльбруса воспоминание о причудливых созданиях египетского и эгейского вкуса; или художественные произведения чужих стран попадали на Кавказ, стояли в местных храмах и дворцах и здесь служили образцами для самостоятельного творчества. А всего вероятнее - происходило и то и другое.
Не так давно, в Закавказье, обратили на себя внимание ученых огромные каменные рыбы-чудовища, так называемые "вишапы", находимые и в области Вана. Совершенно таких же рыб-драконов выделывали скульпторы древнейшего Египта. Армянин, увидя в музее эти создания искусства далекого юга, возникшие под знойным небом Нильской долины и на благоуханных берегах Эгейского моря, непременно воскликнет: "да это - наши вишапы!". И Рамсес Великий, и Тигран Великий одинаково должны были считать этих рыб-чудовищ созданием своих предков. Рядом с "вишапами" часто находят оригинальные каменные плиты с изображением перекинутой и распластанной шкуры быка; аналогичные плиты встречаются в искусстве Египта 3-го тысячелетия до Р. Х., эпохи Нар-ме-Ра. Так называемые "могилы великанов" на Алагезе во многом заставляют вспомнить о эгейских гробницах. И если поныне не открыли на Кавказе, в древней Армении, подлинных сфинксов, то это, может быть, простая случайность, так как подобные сфинксам изображения довольно обычны у оснований колонн в искусстве хеттов, к которому столь близко стоит художество древнейшего Кавказа...
Тесная связь искусства Закавказья с искусством Вана подтверждается целым рядом свидетельств. В 1912 г. было сделано в этом отношении две интересных находки. В Елисаветпольской губернии был найден один из красивейших поясов с орнаментом из ромбов, образованных спиралевидными линиями. А около Вана, на возвышенности Топрак-кале, были собраны обломки фриза (или цоколя) какого-то, нам неизвестного, храма или дворца, и этот фриз также покрыт орнаментом из ромбов, образованных спиралевидными линиями. Точно такой орнамент крайне характерен для эгейского искусства. Добавим, что на фризе, материалом для которого послужил красный мрамор, представлены еще фигуры быков, виноградные гроздья и листья, деревья, пальметки и, наконец, цветы лотоса. Лотос - обычный цветок в Египте и в египетском искусстве, но мог появиться в создании кавказского художника только как результат подражания иноземному образцу. По разным данным, фриз относится к VII в. до Р. Х.
В заключение нашего, весьма неполного, перечня, упомянем, что при раскопках в Майкопе, т. е. уже по сю сторону Кавказских гор, была найдена ваза, относящаяся ко 2-му тысячелетию до Р. Х., на которой схематично изображена горная цепь. Некоторые исследователи видят в этой схеме - изображение основного Кавказского хребта, с Эльбрусом и Казбеком, другие - изображение Арарата и Алагеза, с протекающим между ними Араксом. Как бы то ни было, какой-то кавказский царь давних времен пожелал иметь перед собой постоянно, на своей любимой чаше, изображение родных горных вершин, с которыми расстался, поселившись в низких предгорьях у начала Кубанской степи, и чаша эта была положена вместе с телом царя в могилу. Видимо и в те, далекие от наших дни, образ Эльбруса или Арарата глубоко западал в душу людей, родившихся у их подножий.
Древнейшая кавказская культура, царства урартийцев в Ване, Наири и другие, погибли около VII в. до Р. Х., завоеванные пришлыми фригийцами. Исследования акад. Н. Я. Марра показали, что в армянских наречиях, сложившихся из двух языков: побежденных яфетидов и победителей арийцев, - уцелели многие элементы первого из них. Н. Я. Марр выясняет, что в древнейших армянских наречиях яфетидского происхождения - слова, относящиеся к религиозному культу: названия жертвенных животных (бык, овца), отвлеченные понятия, связанные с дыханием (дух, душа), также слова, относящиеся к обработке металлов (золото, серебро, медь); наконец, слова, относящиеся к земледелию и родовому быту. Это доказывает, что побежденные яфетиды обладали высокоразвитой религией, большим мастерством в технике изделий и долгое время вели жизнь мирную, способствующую процветанию художества. Во всех этих отношениях победители подчинились влиянию побежденного племени, приняв его термины в свой язык. Такие факты служат лишним подтверждением тому, что культурный мир древнейшего Кавказа далеко опередил в цивилизации полудикие греческие племена того времени и жил общей жизнью с высоко просвещенным Востоком эпохи фараонов и вавилонских царств.
Может быть, в библийском рассказе о ноевом ковчеге, остановившемся на Арарате, скрыто зерно исторической истины: это - воспоминание о тей исключительной роли, какую играли "царства Араратские" (тоже библейский термин) в культурной жизни прежних тысячелетий (2-го и 3-го до Р. Х.). По представлению Библии весь род человеческий вновь разошелся по земле с Арарата и, следовательно, оттуда разлилась вся земная цивилизация. Еврейские повествователи, так видеоизменявшие халдейское предание о всемирном потопе, должны были вспоминать, что когда-то с Арарата лился к ним свет знаний, что оттуда ждали они откровений науки и искуства и уроков утонченной жизни. Народы, основавшиеся вокруг Арарата, представлялись древнейшим евреям, как самые просвещенные среди всех других.
Будущие исследования, конечно, осветят для науки жизнь и быт древнейшего Кавказа. Но и теперь мы уже вправе представлять эту жизнь сложной и утонченной. Кавказ дышал единым дыханием с окружавшими его культурными народами. В те дни, когда Агамемнон, разграбивший богатства древних Микен, вел дикие полчища ахейцев на Трою, этот последний оплот эгейцев, - жители Ванского царства должны были с горестной тревогой ловить известия об этой беспощадной борьбе, которая грозила гибелью целой родственной культуре... Позднее, когда царства яфетидов падали под ударами фригийцев, египетские жрецы, в тиши своих тысячелетних храмов, должны были со страхом видеть в несчастной судьбе родной страны, которое и исполнилось в близком будущем: Египет тоже пал, сокрушенный персами.
К середине 1-го тысячелетия до Р. Х. уже не оставалось на земле ни одной из древнейших культур человечества, - все они были или сокрушены или порабощены варварами завоевателями: эгейцы - эллинами, Египет - персами, яфетиды - фригийцами, этруски - римлянами, далекие майи в Центральной Америке - племенами нагуа (ацтеками). Элементы культуры яфетидов сохранились во вновь сложившейся культуре армянского народа. Выделить эти элементы, выяснить их общемировое значение, указать их связь с другими древнейшими культурами, их роль в позднейших стадиях культурного развития человечества, вплоть до современной европейской цивилизации, - вот благодарная задача для историков армянского народа.
 

Источник: Брюсов В. Я. "Сфинксы и вишапы. (Некоторые черты культуры древнейшего Кавказа)", 1916г.

No comments: