12.04.2012

ფარაონთა სიბრძნიდან,როგორ ზრდიდნენ ძველ ეგვიპტეში:


ნუ იქნები სასტიკი და დაუნდობელი!!!!
ნუ აქებ და ადიდებ წარმატებულს და სახელგანთქმულს იმასთან ვინც ჩრდილში და უცნობი დარჩა. ნუ ტანჯავ ჯუჯას,ნუ იგდებ მასხრად ხეიბარს და დასახიჩრებულს. ნუ აწუხებ ნურავის ვინაიდან ყველა ადამიანი არის ღმერთის ხელში.ნუ იქნები სასტიკი და დაუნდობელი მათ მიმართ მაშინაც კი როდესაც მათ დაარღვიეს დადგენილი წესრიგი. სინამდვილეში ადამიანი არის ჩალანარევი თიხის ნაკეთობა და ღმერთია მისი შემოქმედი. ღმერთს შეუძლია ადამიანის მოსპობა და შექმნა და ერთ საათში ათასი ადამიანის შექმნა. რა ბედნიერია ის ვინც საღ-სალამათმა მიაღწია საიქიომდე. ეს ნიშნავს იმას რომ ის უფლის ხელშია. მნიშვნელოვანია შენება მაშინაც კი როცა მზადება ბუნდოვანი რჩება. მუდამ დაიცავი ქცევის გარკვეული წესი საზოგადოებაში უფროსების მიმართ. ნუ დაუახლოვდები მათ მაშინაც კი როცა თქვენ თანატოლები ხართ. ურთიერთობა გქონდეს მხოლოდ შენი რანგის ადამიანებთან და მაშინ დაგეხმარება ღმერთი. თუ გარეთ შეხვდები დიდებულს გაყევი მას პატივისცემით.მოხუცს გაუწოდე ხელი მისი კუთვნილი პატივისცემის ყველა ნიშნით და როდესაც ის დანაყრდება ლუდით მოიქეცი როგორც მისი საკუთარი შვილი ვინაიდან მისი ხელი დასუსტებულია და ზურგი გაწყვეტილია. თუ მოხუცი ამ დროს ამბობს სასაცილო რამეებს არ მიაქციო ამას ყურადღება ვინაიდან მისი სიტყვები არაფერია და ის ჰგავს ქარიშხალში მოყოლილი და დაძირული გემის მესაჭეს.თავშეკავებული იყავი მოხუცის წინაშე ვინაიდან როდესაც მთხოვნელად მიხვალ მასთან ის უყოყმანოდ მოგცემს პურს. ძაღლი ყეფს და პატრონმა მას უნდა აჭამოს. მშვიდად უპასუხე ქვრივს. არ დაივიწყო რომ უცხოელი შენი ძმაა და უყურადღებოდ ნუ ჩაუვლი მას ზეთის შენი ქოთნით. ღმერთს წარჩინებულთა პატივზე მეტად უყვარს თავმდაბალთა ბედნიერება.თავი შეიკავე ბილწსიტყვაობისგან და ნუ მკრეხელობ მოხუცთა წინაშე...//ფარაონთა სიბრძნის წიგნებიდან,ამენემოპეს სიბრძნე, Elisabeth Laffont,Les livres de sagesses des pharaons,Collection Folio Histoire,Ediotions Gallimard,1979//

No comments: