12.04.2012

პირველი ბოლშევიკი პეტრე პირველი და საწყალი რუსეთი-1:

დიდი რუსი ისტორიკოსი ვ.ო.კლიუჩევსკის თქმით პეტრეს უნდოდა რომ მონად დარჩენილი მონა მოქცეულიყო ისე როგორც იქცევა შეგნებული და თავისუფალი ადამიანი.ბოლშევიკური სახელმწიფოც ზუსტად ასე ცდილობდა ხალხის პერესტროიკას საკონცენტრაციო ბანაკების და სხვა კოშმარებისმეშვეობით... მათ კვალს გაუყვნენ გორბაჩოვის პერესტროიკის ბულდოზერებიც...
პეტრე პირველი მისდევს საწყალ რუსს
სულაც არაა შემთხვევითი რომ სახელგანთქმულმა რუსმა პოეტმა მაქსიმილიან ვოლოშინმა დიდ პეტრე პირველს პირველი ბოლშევიკი უწოდა.

ფიქრი იმისა რომ ხალხის მენტალიტეტის შეცვლა შეიძლება სახელმწიფო გარდაქმნების მეშვეობით,აი სწორედ ესაა ბოლშევიკური წარმოდგენა ცხოვრების და ადამიანის ფსიქოლოგიაზე.

ბოლშევიკური "აღმშენებლობის" მსგავსი სურათი-პეტრეს სურდა დამონებული საზოგადოების გამოღვიძება და მისთვის დამოუკიდებლად არსებობის სურვილის ჩანერგვა დაშინებით და მონათმფლობელური არისტოკრატიით რუსეთში საზოგადოებრივი თვითმოქმედების აუცილებელი პირობის, ევროპული მეცნიერების და სახალხო განათლების გავრცელება,


დიდი რუსი ისტორიკოსი ვ.ო.კლიუჩევსკის თქმით პეტრეს უნდოდა რომ მონად დარჩენილი მონა მოქცეულიყო ისე როგორც იქცევა შეგნებული და თავისუფალი ადამიანი.

ბოლშევიკური სახელმწიფოც ზუსტად ასე ცდილობდა ხალხის პერესტროიკას საკონცენტრაციო ბანაკების და სხვა კოშმარების მეშვეობით...

პეტრეს სიკვდილის შემდეგ რუსეთის ისტორიაში ხდება მკვეთრი ცვლილებები,

უანგარო და ძლიერი სახელმწიფოს მშენებელი დესპოტის შემდეგ მოდიან ადამიანები რომლებიც პეტრეს მიერ შექმნილ იმპერიას იყენებენ თავისი პირადი ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებად. დგება წინა პერიოდის გმირული არსის გამამჟღავნებელი ახალი დრო- ხალხური თავგანწირვის ხარჯზე მან შექმნა ახალი პრივილეგირებული წოდების შექმნის პირობები.
შეიძლება ვუთანაგრძნოთ პეტრეს ასე ვთქვათ გმირულ ხანას,დაგვენანოს იმპერატორის უდროო გარდაცვალება და არ ვცეთ პატივი პეტრეს მემკვიდრეებს.

მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ პეტრეს ხანა,ისევე როგორც მისი წინა ხანა დამთავრდა ღრმა კრიზისით და ამ კრიზისის დაძლევა სხვებს მოუხდათ.

პეტრეს დროის ომებმა დიდი ზიანი მიაყენა ხალხის კეთილდღეობას. პეტრემ დიდი ზიანი მიაყენა ვაჭრობას და მრეწველობას.

უკვე პეტრეს ხანის დადგომისთვის რუსეთის სულიერი ძალები მნიშვნელოვანწილად გაფლანგული იყო.

პეტრეს თაობა რუსეთს უყურებდა როგორ ძველმანი ხარახურას უფორმო გროვას რომელიც უნდა გადაჩიჩქნო,ჩაჭედო რკინაში და რომელსაც აღვირი უნდა ამოსდო.

შინაგანი ხერხემლის არარსებობის გამო რუსეთი უნდა გაამაგრო ძალადობით.

პეტრემ გააძლიერა მტკივნეული პროცესები: ჩამოშორება მართლმადიდებლობისგან, ეკლესიის ისტორიული როლის დამცირება, ორგანული საფუძვლების უარყოფა უცხო რეფორმების სახელით. პეტრემ მიღებული მემკვიდრეობა გამოიყენა დამღუპველი ტენდენციების გასაძლიერებლად, თუმცა იყო სხვა გზაც.

პეტრე-რეფორმატორის სახე მითოლოგიზებულია, გარდაქმნები რუსეთში ტარდებოდა პეტრემდეც.

პეტრემ შეწყვიტა იმ სასიკეთო რამის კეთება რასაც აკეთებდნენ მისი წინამორბედი რუსი მეფეები და სახელმწიფო მიიყვანა ასწლიან კრიზისამდე.



პეტრეს ინიციატივებმა დაანგრიეს აქტიურად განვითარებადი სამეურნეო წყობა და შეწყვიტეს ორგანული მოდერნიზაცია,გააჩანაგეს ქვეყანა,

გადაისროლეს ის ფეოდალიზმში.

არმიის უფრო წარმატებული რეფორმისას პეტრე ამთავრეს იმას რაც დაიწყეს პაპამ, მამამ და და-ძმამ.

პეტრეს არ გაუჭრია ფანჯარა ევროპაში. ამის საჭიროება არც ყოფილა. რუსეთის სახლის კარი დიდი ხანია უკვე ღია იყო ევროპისთვის.

ისტორიულ გარემოებათა გამო "რუსეთი დიდხანს იყო უცხო ევროპისთვის. მან ქრისტიანობის ნათელი ბიზანტიისგან მიიღო და ის არ მონაწილეობდა რომაულ-კათოლიკური სამყაროს პოლიტიკურ გადატრიალებებში და გონებრივ საქმიანობაში. აღორძინების დიდ ხანას არავითარი გავლენა არ მოუხდენია რუსეთზე. რაინდობას არ აღუფრთოვანებია ჩვენი წინაპრები წმინდა აღფრთოვანებებით და ჯვაროსნული ლაშქრობებით გამოწვეულ კეთილსმყოფელ ძვრას არ გამოეხმაურა გაშეშებული ჩრდილოეთი."
//ა.ს.პუშკინი//.

საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე რუსეთის მმართველი ფენისთვის აქტუალური იყო ევროპასთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება. ელიტაში იყო ევროპასთან კავშირის მომხრეთა ძლიერი ჯგუფი რომელიც არეულ ხანაში იმარჯვებდა კიდეც. მას უნდოდა მოსკოვის ტახტზე პოლონელი ან შცედი მეფის ხილვა.   "მაგრამ ქარიშხლების და გარდატეხების ხანაშიც მეფეები და ბოიარები თანხმდებოდნენ ერთ რამეზე-რუსეთის დაახლოება ევროპასთან აუცილებელი იყო. აქედანაა ივან ვასილიევიჩის ურთიერთობა ინგლისთან,გოდუნოვის მიმოწერა დანიასთან,მე-17 საუკუნის არისტოკრატიის მიერ პოლონეთის მეფისწულისთვის მირთმეული პირობები,ალეკსეი მიხაილოვიჩის ელჩობები" //ა.ს.პუშკინი//.

Добавьте подпись

პეტრემდე ბევრად ადრე მოსკოვში ყვაოდა და იფურჩქნებოდა სხვადასხვა ევროპული სპეციალისტით დასახლებული გერმანული თემი.

ისტორიკოსები დიდად გაისარჯნენ პეტრეს პირველ რეფორმატორად გამოსაცხადებლად და მეფე ალკსეი მიხაილოვიჩი უჩუმესის და განსაკუთრებით კი პეტრეს უშუალო წინამორბედების-მეფე ფეიოდორ ალეკსეევიჩის და სოფია ალეკსეევნას როლის დასამახინჯებლად და დასაკნინებლად.

ალეკსეი მიხაილოვიჩი იყო ენერგიული და შრომისუნარიანი მონარქი. მას უჩუმესი იმიტომ დაარქვეს რომ სახელმწიფოს კეთილმოწყობა და კეთილდღეობა და არა იმიტომ თავმდაბალი და უწყინარი იყო. ეს უჩუმესი მეფე ქვეყანაში ახშობდა აჯანყებებს და ქვეყანაში წესრიგს იცავდა.


პეტრეს უფროსი ძმა ფიოდორ ალეკსეევიჩი მეფობდა 1676-1682 წლებში.


16 წლის მეფემ თავი გამოიჩინა როგორც ასაკისთვის უჩვეულოდ გონიერმა მმართველმა. თანამედროვეებს ფიოდორ ალეკსეევიჩი წარმოუდგებოდა როგორც ღვთისმოსავი,მოწყალე,ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი და ქვეყნისთვის მშვიდობის მომტანი მეფე.


Добавьте подпись
ალეკსეი მიხაილოვიჩის შვილებიდან მხოლოდ უმცროსი პეტრე არ ემზადებოდა სახელმწიფო მმართველობისთვის და მას არ მიუღია შესაბამისი განათლება.

ფიოდორ ალეკსეევიჩი სწავლობდა ჩვეულებრივ მასწავლებლებთან და ამას გარდა მან სლავთა განმანათლებელი სიმეონ პოლოცკისგან ისწავლა "შვიდი თავისუფალი სიბრძნე".

მეფის ბიბლიოთეკა მოწმობს იმაზე რომ ის შესანიშნავად იცნობდა რუს, უკრაინელ და დასავლეთ ევროპელ მწერლებს. ის წერდა ლექსებს და დიდი სიამოვნებით მღეროდა.

მისი სასახლეები მოხატეს კარის მხატვრებმა. მის დროს განვითარდა ლიტერატურა,ფერწერა,მუსიკა //ევროპული ნოტები ხაზზე ცვლიან ძველებურ კაუჭურ ნოტებს//. მის დროს დაარსდა რუსეთში პირველი თეატრი.

ფიოდორ ალეკსეევიჩმა ბრძანა რუსებისთვის და არა მარტო მათთვის

სასარგებლოდ რუსეთის ისტორიის კურსის დაბეჭდვა,

მეფეს სურდა რომ სათნოებით,ცოდნით და ხელოვნებით სახელი გაეთქვათ არა მარტო დღევანდელი რუსეთის ხალხებისთვის არამედ წინაპრებისთვისაც //«приукрасити всякими добродетельми, и учениями, и искусствами, прославити не токмо нынешние российские народы, но и прежде бывших славных предков своих».//.

პეტრემ გაწყვიტა ისტორიული მემკვიდრეობითობა.

ფიოდორ ალეკსეევიჩი ხელს უწყობდა აკადემიურ განათლებას. ის ქმნიდა მეროვნულ მეცნიერულ კადრებს. მისი ბრძანებით კიტაი-გოროდის ერთ-ერთ მონასტერში შეიქმნა საერო ტიპოგრაფია.

ის ამზადებდა მოსკოვში უნივერსიტეტი-აკადემიის შექმნას.

მან დაწერა მოსკოვის აკადემიის წესები და მეცნიერებს დაპირდა მხარდაჭერას, სამართლიან მართვას და დაცვას.

აკადემია არსდებოდა საერო და სასულიერო მეცნიერებათა-გრამატიკის,პოეტიკის,რიტორიკის,დიალექტიკის,ლოღიკის,მეტაფიზიკის,ეთიკის,

ღვთისმეტყველების,იურისპრუდენცის და უნივერსიტეტებში მიღებულ "სხვა თავისუფალ მეცნიერებათა" შესასწავლად.

სწავლება უნდა ყოფილიყო რუსულად,ლათინურად და ბერძნულად.

სწავლის უფლება ეძლეოდათ ყველა წოდების წარმომადგენლებს,ღარიბებს ეძლეოდათ სტიპენდია. აკადემიაში ნასწავლებს სწავლაში მათი წარმატების შესაბამისად ეძლეოდათ მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება და საშუალება რაც მათ ათანაბრებდა ყველაზე წარჩინებული გვარების წარმომადგენლებთან.

უფროსი თაობის ინერტულობასთან უსარგებლო ბრძოლის თავიდან აცილების მიზნით მეფემ ბრძანა სახელმწიფო თავშესაფრებში ობოლი ბავშვების და ღატაკი, დასახიჩრებული, მოხუცი,დამნაშავე მშობლების ბავშვების შეკრება.

ბავშვთა ნიჭის შესაბამისად მათთვის უნდა ესწავლებინათ მათემატიკა,ფორტიფიკაცია თუ საინჟინრო მეცნიერება,არქიტექტურა,ფერწერა,

გეომეტრია,არტილერია ან აბრეშუმის,მაუდის კეთება,ოქრომჭედლობა,დურგლობა,

მჭედლობა.ძვლის დამუშავება,იარაღის კეთება.

ამის შედეგად ქვეყანას უსაქმურთა მაგივრად უნდა მიეღო სოლიდური შეძლებული მოქალაქეები და აღარ გახდებოდა საჭირო არც ისე მცოდნე უცხოელ სპეციალისტთა მოწვევა. რუსეთი საქონლის შემოზიდვის ნაცვლად დაიწყებდა თავისი პროდუქციის ექსპორტს და გამდიდრდებოდა //ა.ბოგდანოვი//.

«Во избежание ненужной борьбы с косностью старшего поколения царь приказал собирать в казённые приюты детей-сирот и детей убогих родителей (нищих, калек, престарелых, преступников). В зависимости от способностей их следовало учить либо математике, “фортификации или инженерной науке”, архитектуре, живописи, геометрии, артиллерии, либо – делу шелковому, суконному, золотому и серебряному, часовому, токарному, костяному, кузнечному, оружейному. Таким образом, вместо будущих тунеядцев страна получила бы солидных, зажиточных граждан, не тратилась бы на приглашение иноземных специалистов (из которых “многие в тех науках не совершенны”) и постепенно вместо ввоза товаров перешла бы к экспорту собственных изделий: “и так бы богатства множились”» (А. Богданов).

მეფის ასული სოფიას დროს რეტროგრადთა წინააღმდეგობამ დამარხა რუსეთში ყველა წოდებისთვის განკუთვნილი სასწავლებლის პროექტი.ამას კატასტროფული შედეგები ჰქონდა რუსეთის ისტორიისთვის.

საეკლესიო იერარქია წინააღმდეგობას უწევდა აუცილებელ გარდაქმნებს მაგრამ მან მორჩილად მიიღო პეტრე პირველის მიერ პატრიარქობის მოსპობა.


Фёдор Алексеевич (III)

 უფროსი ძმა ლეკსეის სიკვდილის შემდეგ ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული თევდორე ალეკსეის ძე იყო სუსტი და ავადმყოფური, ბავშვობიდან მას სტანჯავდა ცინგა. 14 წლისა ავიდა ტახტზე. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ბელორუსი ბერი სიმეონ პოლოცკი რომელმაც შეაყვარა ყველაფერი პოლონური.თავისუფლად მეტყველებდა პოლონურად, ზოგის აზრით მეფემ იცოდა ლათინურიც.

თევდორე ალეკსეის ძე დაინტერესებული იყო ევროპული პოლიტიკით. მას უკითხავდნენ დასავლური პრესის მიმოხილვებს. ის გატაცებული იყო მუსიკით და სიმღერით....//ვიკიპედია//.

Фёдор Алексеевич, объявленный престолонаследником после кончины старшего брата Алексея, был очень слаб и болезнен, как и все сыновья Алексея Михайловича от Марии Милославской, с детства страдал «скорбутом» (цингой). Вступил на царский престол в четырнадцать лет.

Одним из его учителей был белорусский монах Симеон Полоцкий, прививший ему склонность ко всему польскому. Царь свободно говорил на польском. Некоторые исследователи предполагают, что он знал латынь. Фёдор Алексеевич интересовался европейской политикой. На заседаниях Боярской Думы ему и боярам зачитывали составленные в Посольском приказе обзоры западной прессы (куранты)[2]. Увлекался музыкой и пением. К свадьбе царя Фёдора Алексеевича на Грушецкой Агафье Семёновне Симеон Полоцкий и новый придворный пиит и ученик Симеона, монах Сильвестр Медведев, сложили широковещательные оды на это «великое и радостное для всей земли Русской торжество».
თევდორე ალეკსეის ძის მეფობისას აქტიურად იწვევდნენ უცხოელ სამხედრო სპეციალისტებს,ინჟინრებს,ოსტატებს,მხატვრებს. საზოგადოება ეჯიბრებოდა სახელმწიფოს და ჯობნიდა მას დასავლური კულტურის ათვისებაში. შემოდიოდა მოკლე ევროპული სამოსი. აშენებდნენ ნარიშკინის ბაროკოს სტილში. ეს სტილი აერთიანებდა ეროვნულ და დასავლურ ტრადიციებს.

 სტაბილურობის მსურველი თევდორე ალეკსეის ძე სახელმწიფო სამსახურში აყენებდა ნიჭიერ ხალხს. მეფემ გააუმჯობესა სამოქალაქო სასამართლო,გაამარტივა გადასახადების გადახდა,აპატია გადაუხდელობა იმიტომ რომ "მდიდრებს ღარიბების წინაშე პრივილეგიები არ ქონოდათ და ღარიბები მდიდრების წინაშე დამძიმებული არ ყოფილიყვნენ"//«чтобы богатые и полные люди пред бедными в льготе, а бедные перед богатыми в тягости не были».//

თევდორე ალეკსეის ძემ შექმნა არისტოკრატიული ლაშქარი,რეგულარული არმია და შეიარაღა ის იმ დროისთვის მოწინავე იარაღით. ორონეჟის გემთსაშენებზე ბევრად ადრე პეტრემდე აიგო სამხედრო-საზღვაო ფლოტი რომლის 25 გემიანი ესკადრა 1674 წელს შეიჭრა აზოვის ზღვაში და ატარებდა რეიდებს ყირიმში და თურქეთის სანაპიროებისკენ.

 მეფის საგარეო პოლიტიკა სამხედრო კამპანიებს უთავსებდა სამშვიდობო შეთანხმებებს და დიპლომატიურ კავშირებს რამაც რუსეთის საზღვრები სამხრეთისკენ ორასი კილომეტრით გადასწია.

ველურ ველზე,რუსეთის სამხრეთით,ააგეს თანამედროვე საფირტიფიკაციო ნაგებობები რომლებიც იცავდნენ არისტოკრატიისთვის დარიგებულ მიწებს. ეს განამტკიცებდა მონარქიის სოციალურ ბაზას. ამის შედეგად სასაქონლო მარცვლის ნაკადმა სამხრეთიდან გამოაცოცხლა ვაჭრობა,სწრაფად იზრდებოდა სამხრეთ რუსეთის მოსახლეობა.

Софья Алексеевна
Добавьте подпись
მეფის დიდი ასული სოფია,რუსეთის სამეფოს მმართველი-რეგენტი 1682 წლის 7 მაისიდან 1689 წლის 8 თებერვლამდე/

Великая Государыня Царевна и Великая княжна[1]
Правительница-регентша Российского царства 27 апреля (7 мая) 1682 — 29 января (8 февраля) 1689

სოფია იყო ჭკვიანი, ძალაუფლების მოყვარე,პატივმოყვარე. მან იცოდა პოლონური და ლათინური ენები ვოლტერი მასზე ამბობდა: "დედოფალი ძალიან ჭკვიანი იყო, წერდა ლექსებს, მეტყველებდა კარგად, შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას ჰქონდა მრავალი ნიჭი. ყველაფერ ამას ჩრდილავდა მისი უზომო პატივმოყვარეობა"

მას არ შეეძლო ტახტზე კანონიერად ასვლა,მაგრამ უზომოდ სურდა ძალაუფლება რაც ხშირად იწვევდა კონფლიქტებს,მათ შორის მომხრეებთანაც//ვიკიპედია//.


Софья была умной, властной, честолюбивой, знала польский язык, латынь и даже сочиняла стихи. Вольтер говорил о ней: «Правительница имела много ума, сочиняла стихи, писала и говорила хорошо, с прекрасной наружностью соединяла множество талантов; все они были омрачены громадным её честолюбием». Не имея законной возможности взойти на престол, царевна тем не менее чрезмерно жаждала власти, что приводило к частым конфликтам, в том числе и с людьми, её поддерживавшими.
თევდორე ალეკსეის ძის ნაადრევი სიკვდილის შემდეგ 1682-1689 წლებში რუსეთის ფაქტიური მმართველი იყო სოფია ალეკსეის ასული რომელმაც გააგრძელა მამის და ძმის წამოწყებები. საქონლის უდიდეს ნაწილს სახაზინო ქარხნებისა და მანუფაქტურების გარდა ქმნიდნენ ქალაქელ ხელოსანთა და გლეხების წვრილი საწარმოები.

ახალ სავაჭრო-სამრეწველო წოდებებს ჰქონდათ დიდი კაპიტალები და ჰყავდათ ბევრი მუშა.

მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ხმა და ისინი ცდილობდნენ თავისი ინტერესების დაცვას ხელისუფლებაში მყოფთა მეშვეობით.

ფეოდალურ სახელმწიფოს არ შეეძლო ახალ ეკონომიკურ წოდებათა ინტერესების გათვალისწინება რაც იყო მე-17 საუკუნის ჯანყთა მიზეზი.

ხელისუფლებამ სოფიას დროს გააცნობიერა რომ ამ საკითხის გადაჭრაზეა დამოკიდებული რუსეთის განვითარების შემდეგი გზა და მან არ დაიწყო წყობის დაცვა ახალ წოდებათა დათრგუნვით და ახალი ეკონომიკის მოსპობით.
       
პეტრე პირველმა შემდეგ მიიღო დამსჯელი ზომები და მოახდინა კაპიტალების კონფისკაცია.

მან კაპიტალისტური წყობა შეცვალა ბიუროკრატიას დაქვემდებარებული ბატონ-ყმური წარმოებით.

სოფიას დროს კი დაიწყო მეურნეობის თანდათანობითი მოდერნიზაცია დასავლურ სტილში.  
სოფია მისდევდა სიმეონ პოლოცკის "წესრიგის" ორგანულ თეორიას სახელმწიფო სხეულის ნაკვთებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით და ატარებდა წოდებათა დამშვიდების პოლიტიკას.

ამისთვის ხდება მართლმსაჯულების სრულყოფა,ებრძვიან ხელისუფლების უკანონოდ და ბოროტად გამოყენებას,იქმნება ქონების დაცვის კანონები.

ხელისუფლება აძლიერებდა არისტოკრატიის მდგომარეობას ახალი მიწების დარიგებით რაც მოითხოვდა შავიზღვისპირეთის მიწების შეერთებას.

სოფია ალეკსეევნას დროს რუსეთში იწვევდნენ დასავლელ სპეციალისტებს,ნერგავდნენ ახალ ტექნოლოგიებს რომლებიც ზრდიდნენ რუსული მრეწველობის კონკურენტუნარიანობას.

შედარებითი რელიგიური თავისუფლება ხელს უწყობდა რელიგიური ომებით დაგლეჯილი დასავლეთ ევროპიდან ოსტატების მიზიდვას

1790-ანი წლებისთვის მოსკოვი იქცა ევროპის უდიდეს ქალაქად. ის აწარმოებდა რუსული საქონლის დიდ ნაწილს და ეწეოდა დიდ ვაჭრობას.

მეფე თევდორეს და სოფიას მმართველობაში ქალაქში ქიგო დაახლოებით 10000 ახალი ქვის შენობა.

მოსკოვის მოსახლეობა საკმაოდ განათლებული იყო იმ დროისთვის.

"მთლიანობაში ქვეყანაში თითქმის ყველა მღვდელმა და ვაჭარმა იცოდა წერა-კითხვა,წერა-კითხვა იცოდა არისტოკრატიის 65-მა პროცენტმა. წერა-კითხვა იცოდა გლეხთა 50-მა პროცენტმა. დედაქალაქში 1670-1690-ან წლებში წერა-კითხვის ცოდნის ტემპი სამჯერ გაიზარდა!

მოსკოველებს უფრო აინტერესბდათ რუსული და ნათარგმნი ლიტერატურა. ისინი თვითონ გადაწერდნენ და ადგენდნენ მრავალი პუბლიცისტურ თხზულებას მწვავე თანამედროვე საკითხებზე რომელთაც განიხილავდნენ ნადიმების,დღესასწაულების თუ შეხვედრების დროს. ამაზე ლაპარაკობდნენ ცოლებიც და ბავშვებიც //ა.ბოგდანოვი"//.


«В целом по стране священники и купцы были грамотны почти стопроцентно, монахи – на семьдесят пять процентов, дворяне – на шестьдесят пять процентов, посадские люди – на сорок процентов, крестьяне – на пятьдесят процентов, причём в столице темп роста грамотности с 1670-х по 1690-е годы вырос втрое! Москвичи проявляли повышенный интерес к отечественной и переводной литературе, сами переписывали, редактировали и составляли множество публицистических сочинений, “тетрадей” по острым современным вопросам, в обсуждении которых “на пиршествах и на торжищах и где-либо сойдётся кто друг с другом” участвовали даже “жены и детищи”» (А. Богданов).

სოფია ალეკსეევნა საგარეო პოლიტიკა იცავდა რუსეთის წოდებათა ინტერესებს. 1686 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას პოლონეთთან სამუდამო ზავის შესახებ.ის აფიქსირებდა რუსეთის უფლებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე,კიევის მიტროპოლიტს ექვემდებარებოდნენ პოლონეთის და ლიტვის მართლმადიდებლები.

წინა მეფობებისას შექმნილი რეგულარული არმია იძლეოდა გეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას.

რუსეთის ამაოხრებელი მძარცველური თავდასხმების აღსაკვეთად 1689 წელს არმია მივიდა ყირიმის პერეკოპამდე.

ყირიმი არ დაიპყრეს საერთოპოლიტიკური მოსაზრებების გამო. ამას რუსეთის წინააღმდეგ შეიძლებოდა გაეერთიანებინა ევროპული სახელმწიფოები და ძლიერი ოსმალეთის იმპერია. დამხობილი ყირიმის სახანო არ იყო საშიში რუსეთისთვის.

შეერთებული ველური ველის უზარმაზარ მიწებზე ასახლებდნენ მიწათმოქმედებს. ამ მიწებს ურიგებდნენ არისტოკრატიას. ეს იყო ჯილდო სამხედრო კამპანიებში მონაწილეობისთვის.

სოფიას დროს ევროპული ხდება ტანისამოსი და საზოგადოების ცხოვრების წესი: « ძველი აქტების რუსეთის არქივში არსებული დოკუმენტები ლაპარაკობენ იმაზე რომ ტერემებიდან გამორწეული ქალბატონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სამოსის და სასახლეების შემკულობის დახვეწილობაში,მომღერალთა და ინსტრუმენტალური კაპელების ოსტატობაში,დღესასწაულების მომზადების ხარისხში» (ა. ბოგდანოვი).

რუსეთის ევროპეიზაცია პეტრემდე ხდებოდა ორგანულად. რუსეთის რბილი ევროპეიზაცია კათოლიკური სლავური პოლონეთის მიბაძვით პეტრეს დროს იცვლება პროტესტანტული ტიპის ხისტი და უხეში ვესტერნიზაციით //მ.ნ.გრომოვი//.

გაგრძელება იქნება...

No comments: