ანდროპოვის წიწილების მიერ დემოკრატიზებული თბილისი |
ტარტაროზებმა ლენინიდან პუტინამდე ვერ გაუსწრეს ამერიკას და გაბუტულებმა დაიწყეს რუსეთის და მისი მეზობლების რბევა.
ტარტაროზების მთავარი მიზანი: "დავეწიოთ და გავუსწროთ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს " //მოგვიანებით ამერიკას// ეს თქვა უკვე ლენიმა
ტარტაროზების მთავარი მიზანი: "დავეწიოთ და გავუსწროთ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს " //მოგვიანებით ამერიკას// ეს თქვა უკვე ლენიმა
//"საშიში კატასტროფა და როგორ ვებრძოლოთ მას". 1917 წლის სექტემბერი//. "ლენინმა სწორედ თქვა უკვე 1917 წლის სექტემბერში ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების აღებამდე რომ პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებით ჩვენ დავეწევით და გავუსწრებთ მოწინავე ქვეყნებს ეკონომიკურადაც" //ი.ბ.სტალინი, ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ანგარიში, 1921 წლის 3 დეკემბერი, ვკპ//ბ//-ს მე-15 ყრილობა-1921 წლის 2-19 დეკემბერი//. 1963 წელს ამერიკის დაწევა და გასწრება მოინდომა დესტალინიზატორმა საბჭოთა ლიბერალმა ნიკიტა ხრუშჩოვმა.
მიხაილ გორბაჩოვს უნდოდა და უნდა საბჭოთა-ამერიკული პლანეტარული კონდომინიუმი ანუ მოსკოვი-ვაშინგტონის მიერ ერთობლივად კაცობრიობის დამორჩილება. ელცინს უნდოდა რუსეთის ნატოში შეყვანა და ნატოს ვიცე-პრეზიდენტობა. არ გამოუვიდათ და გამხეცებულები არბევენ რუსეთს და არემარეს.
დმიტრი ტრენინის აზრით რუსეთი ევრაზიული კი არა ევრო-წყნაროკეანური ქვეყანაა.
http://vestnik-evropy.squarespace.com/all-articles/2011/3/10/19922009.html
ავტორი - მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დმიტრი ვიტალის ძე ტრენინი.
რუსეთის საგარეო პოლიტიკა 1992-2009 წლებში-1:
РОССИЙСКАЯ ВНЕШНЯЯ ПОЛИТИКА В 1992–2009 ГОДАХ
შრომითი ბიოგრაფიიდან :
- 1972—1993 მსხურობდა საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში.
- 1978—1983 — კავშირის ოფიცერი გერმანიაში //პოტსდამი// საბჭოთა ჯარების დაჯგუფების საგარეო ურთიერთობათა ფანყოფილებაში //ანუ ალბათ კგბ//.
- 1983—1993 — სამხედრო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი.
- 1985—1991 —ბირთვულ და კოსმიურ შეიარაღებებზე საბჭოთა-ამერიკული მოლაპარაკებების //ჟენევა// საბჭოთა დელეგაციის თანამშრომელი.
- 1993 — ნატოს სამხედრო კოლეჯის //რომი// უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
- 1993—1997 — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
- 1993—1994 — ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.
ავტორი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის
დირექტორი დმიტრი ვიტალის
ძე ტრენინი.
|
საბჭოთა საგარეო პოლიტიკის გარდამტეხ წერტილად იქცა მაშინ ჯერ კიდევ სკკპ ცკს გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვის სიტყვა გაეროს სესიაზე //1988 წლის 7 დეკემბერი//. ყველა წინამორბედისგან განსხვავებით გორბაჩოვმა გაბედა ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა შეიარაღებათა შემცირების სფეროში.
თანდათანობით განხორციელება დაიწყო მის მიერ გამოცხადებულმა ახალმა პოლიტიკურმა აზროვნებამ თავდაცვის საკმარისობის გონივრული პრინციპებით.
1989 წლის 15 მარტს დასრულდა საბჭოთა ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან. დაჩქარებული ტემპით მცირდებოდა საბჭოთა ყოფნა "მესამე სამყაროში".
1989 წლის ივნისში ევროპის საბჭოზე გორბაჩოვმა განაცხადა რეფორმის პროცესში მყოფ საბჭოთა კავშირს და დასავლეთს აერთიანებს საერთო ღირებულებები.
მოსკოვმა უარყო მთელი თავისი ომისშემდგომი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პოსტულატი - ულაპარაკო ბატონობა აღმოსავლეთ ევროპაში.
მან არ შეუშალა ხელი პოლონეთში არაკომუნისტი პრემიერის მოსვლას ხელისუფლებაში და შემდეგ ხავერდოვანი ანტიკომუნისტური რევოლუციების ტალღას //გარდა რუმინეთისა// მის ფორმალურად მოკავშირე ქვეყნებში.
ევროპაში "კომუნიზმის შემოდგომის" კულმინაციად იქცა 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დამხობა.
უარის თქმას გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და შესაბამისად სამხედრო-პოლიტიკურ პლაცდარმზე ევროპის შუაგულში ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა. გორბაჩოვმა დემონსტრატიულად არ დაუჭირა მხარი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთა დასავლეთში მასიური გაქცევის გამო შეყანყალებულ ერიხ ჰონეკერის რეჟიმს. გორბაჩოვმა განაცხადა რომ დაგვიანებულებს სჯის ცხოვრება და საბჭოთა ჯარებს უბრძანა ნეიტრალიტეტის დაცვა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ამ გამოსვლებმა ბოლო მოუღეს "მუშათა დაგლეხთა პირველ სახელმწიფოს გერმანიის მიწაზე".
ამავე დროს ევროპაში ბოლო მოეღო "ცივ ომს" და "რეალურ სოციალიზმს".
-----------------------------------------------------------------------------------------------
//მაგრამ ბატონი ტრენინი არაფერს ამბობს იმაზე რომ ევროპა სამაგიეროდ იქცა ლუბიანკას მიერ მართული რუსული მაფიის სათარეშო სივრცედ.
1990-ანი წლების დასაწყისში ესპანეთის კატალონიის სანაპირო იქცა რუსეთის კრიმინალთა დასასვენებელ ადგილად.მოგვიანებით კი ამ კრიმინალებმა იფიქრეს რომ ესპანეთი მისი რბილი კანონმდებლობით შეიძლება იქცეს მათი ტრანსეროვნული ოპერაციების განხორციელების ბაზად. ესპანელებმა დაიჭირეს 60-ზე მეტი რუსი მაფიოზი, მათ შორის რუსული მაფიის 4 ბოსი რუსეთის გარეთ მოქმედი 8-10 ბოსიდან.
ბანდიტები ჩადიან ეკონომიკურ დანაშაულებსაც. ისინი ძირითადად მოქმედებენ ანტვერპენში, თუმცა ზოგჯერ ბრიუსელშიც.
ანტვერპენში იმდენი რუსია რომ ქალაქი ფალკოპლეინის ცენტრალურ მოედანს ზოგჯერ წითელ მოედანს უძახიან.
ანტვერპენის საზღვაო პორტი ითვლება საერთაშორისო კონტრაბანდის უმსხვილეს ცენტრად.
ქალაქის მრავალი იუველირი და ძვირფასეულო- ბით ვაჭარი არის რუსეთიდან წასული ებრაელი და მისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის კრიმინალურ დაჯგუფებებთან. მსოფლიოში ისინი პირველები არიან ფულის გათეთრების და გადასახადების გადახდისთვის თავის არიდების ხელოვნებაში.
ცოტა ხნის წინ ბელგიაში ამხილების რამოდენიმე რუსული კრიმინალური დაჯგუფება რომელთა შორისაც გამოიყოფა მსხვილი კრიმინალური ბოსი ბორის ნ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი დაჯგუფება.//
№ 04 (110–113) от 30 марта 2005 г
მოუხელთებელი რუსული მაფია:
ბერლინის კედლის დამხობის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა რომ კრიმინალური პოლიციის იმ განყოფილებაში რომელიც დაკავებულია ორგანიზებული კრიმინალით შექმნეს რამოდენიმე კომისარიატი და მათ შორისაა რუსულენოვანი მოქალაქეების საქმეთა კომისარიატი.
სტატისტიკის თვალსაზრისით ძნელია იმის თქმა თუ ვინაა ეთნიკურად რუსი და ვინ არა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქემ ვერ მოასწრო გერმანიის მოქალაქეობა ან ბევრია ადრე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური გერმანელი.
შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს ლიტველებმა, შემდეგ მოდიან რუსი კრიმინალები, მესამე ადგილი უკავია უკრაინას...
რუსული მაფია აქტიურობს. ისინი ვინც ცოტა ხნის წინ ჯიბეგაფხეკილები იყვნენ უცბათ ვინ იცის როგორ იღებენ წარმოუდგენლად დიდ ფულს. ისი დღეს აქ ცხოვრობენ, ხვალე-ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოსკოვში თუ ურალზე. ცხადია რომ ასეთი გამდიდრება ხდება კრიმინალური გზით. მაგრამ იმის დამტკიცება რომ გახსნილი დანაშაულების უკან დგას მაფია ხშირად ძნელია. პოულობენ შემსრულებლებს მაგრამ არა დამკვეთებს. ამ დაჯგუფებათა ლიდერების დაჭერის შანსი თითქმის არ არსებობს. ლიდერების უმრავლესობა გერმანიის გარეთაა.
ბერლინში მანქანების გატაცებებში პირველობენ რუსები, ლიტველები, პოლონელები რომლებიც შემდეგ ნაქურდალ მანქანებს ყიდიან აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი მაღალკვალიფიცირებული კრიმინალები არიან და ერევიან დაცვის ურთულეს სისტემებს.
ბერლინის კედლის დამხობის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა რომ კრიმინალური პოლიციის იმ განყოფილებაში რომელიც დაკავებულია ორგანიზებული კრიმინალით შექმნეს რამოდენიმე კომისარიატი და მათ შორისაა რუსულენოვანი მოქალაქეების საქმეთა კომისარიატი.
სტატისტიკის თვალსაზრისით ძნელია იმის თქმა თუ ვინაა ეთნიკურად რუსი და ვინ არა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქემ ვერ მოასწრო გერმანიის მოქალაქეობა ან ბევრია ადრე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური გერმანელი.
შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს ლიტველებმა, შემდეგ მოდიან რუსი კრიმინალები, მესამე ადგილი უკავია უკრაინას...
რუსული მაფია აქტიურობს. ისინი ვინც ცოტა ხნის წინ ჯიბეგაფხეკილები იყვნენ უცბათ ვინ იცის როგორ იღებენ წარმოუდგენლად დიდ ფულს. ისი დღეს აქ ცხოვრობენ, ხვალე-ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოსკოვში თუ ურალზე. ცხადია რომ ასეთი გამდიდრება ხდება კრიმინალური გზით. მაგრამ იმის დამტკიცება რომ გახსნილი დანაშაულების უკან დგას მაფია ხშირად ძნელია. პოულობენ შემსრულებლებს მაგრამ არა დამკვეთებს. ამ დაჯგუფებათა ლიდერების დაჭერის შანსი თითქმის არ არსებობს. ლიდერების უმრავლესობა გერმანიის გარეთაა.
ბერლინში მანქანების გატაცებებში პირველობენ რუსები, ლიტველები, პოლონელები რომლებიც შემდეგ ნაქურდალ მანქანებს ყიდიან აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი მაღალკვალიფიცირებული კრიმინალები არიან და ერევიან დაცვის ურთულეს სისტემებს.
აი ასე გააბედნიერეს მსოფლიო გორბაჩოვმა და მისმა გუნდმა, მაგრამ საბჭოთა დემოკრატები ამაზე ხმას რა თქმა უნდა არ იღებენ და არც პასუხს აგებენ.
-------------------------------------------------------------------------
მიხაილ გორბაჩოვის და აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის შეხვედრამ მალტაზე 1989 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში დაასრულა 1945 წელს იალტაში დაწყებული მთელი ეპოქა.
ევროპის გაყოფა დაძლეული იქნა მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ჰეგემონიის უარყოფის ფასად //როგორც უკვე ვთქვით ეხლა იქ მოსკოვს ვერც ისე ფარული ჰეგემონია აქვს მაფიის ხელით, გ.მ.//.
გაერთიანებული გერმანიის და ნატოს ფარგლებში გაერთიანდნენ ბერლინი და გერმანია. წამყვანი როლი დაეკისრა ფედერატულ რესპუბლიკას.
გაჩნდა ევროპულ და ევროატლანტურ სტრუქტურებში ევროპის გაერთიანების პერსპექტივა.
ცოტა ხნით გაურკვეველი დარჩა თვითონ საბჭოთა კავშირის ბედი და მისი როლი მსოფლიოში.
გორბაჩოვი და მისი თანამებრძოლები იმედოვნებდნენ რომ მოახერხებდნენ რეფორმების გზაზე საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და უნიტარული სახელმწიფოს გადაქცევას თანამედროვე ფედერაციად.
მათ ეგონათ რომ დასავლეთის დახმარებით დასძლევდნენ ეკონომიკურ სირთულეებს და მსოფლიოში დაიკავებდნენ აშშ-ს ადგილის მსგავს ადგილს.
მათ აღარ უნდოდათ ამერიკასთან დაპირისპირება, მათ უნდოდათ აშშ-სთან თანამშრომლობა და პლანეტარული საბჭოთა-ამერიკული კონდომინიუმი ანუ საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ბატონობა დედამიწაზე.
ეს იმედები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო და პოლიტიკა რომელსაც ატარებდნენ გორბაჩოვი და მისიანები სულ უფრო და უფრო ნაკლებად პასუხობდა გამკაცრებული შინაგანი და საგარეო ვითარების რეალობებს.
რუსეთის ფედერაციამ თავი გამოაცხადა დაშლილი საბჭოთა კავშირის მთავარ სამართალმემკვიდრედ და ბევრად უფრო რადიკალიზებული სახით გააგრძელა "გვიანი" გორბაჩოვის პოლიტიკა.
ბორის ელცინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა საჯაროდ თქვეს უარი კომუნიზმზე რომელიც უკვე უშინაარსო რამედ აქცია გორბაჩოვმა.
მათ გამოაცხადეს რომ რუსეთი უერთდება მსოფლიო დემოკრატიათა თანამეგობრობას და დაადასტურეს აღმოსავლეთ ევროპაში//მას უკვე ცენტრალური ევროპა დაერქვა// ჰეგემონიაზე პრეტენზიის უარყოფა.
მათ ასევე უარყვეს საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მიმართ "უფროსი ძმის" როლი.
მეტიც, ელცინი და კოზირევი თვლიდნენ რომ ახალი რუსეთის ინტერესები ფაქტიურად ემთხვევა აშშ-ს და დასავლეთი ევროპის ინტერესებს. მათ მიზნად დაისახეს რუსეთის ფორმალური ინტეგრაცია ნატოს სტრუქტურებში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირის ხელშეკრულების დადება. ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობა მათ მაშინ ნაკლებად აინტერესებდა. რუსეთის ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკაზე ძირითადად გადადიოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და რუსეთის მთავრობის მიერ მრჩევლებად მოწვეული ამერიკელი ექსპერტების რჩევებით.
ამ გზაზე რუსეთის ხელმძღვანელობას მალე გაუცრუვდა იმედები.
მოსკოვი მზად იყო ნატოში დაუყოვნებლივ შესვლაზე.მაგრამ ბრიუსელში ამას უბრალოდ არ მიაქციეს ყურადღება.
1992 წელს აშშ-ს კონგრესი ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ბორის ელცინს,მაგრამ ჯორჯ ბუშმა,სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბრენტ სკოუკროფტმა რუსეთთან კავშირის შესახებ ხელშეკრულების დადება არ ჩათვალეს აქტუალურად "ცივი ომის" დასრულების და მესამე სახელმწიფოების მხრიდან დიდი მუქარის არარსებობის პირობებში.
ევროპა მართლაც სწრაფად ხდებოდა "საერთო სახლად" რომელზეც გორბაჩოვი ლაპარაკობდა სტრასბურგში. მაგრამ ეს სახლი არ მოიცავდა რუსეთს და თვითონ რუსეთში ძლიერდებოდა პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსის კრიტიკა.
კომუნისტი,ნაციონალისტი და ნაწილობრივ ლიბერალ კრიტიკოსთა საერთო მოთხოვნად ხდებოდა "რუსეთის ეროვნულ ინტერესთა დაცვა".
თავიდან პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდნენ ლავირებას. ისინი ინარჩუნებდნენ საგარეო პოლიტიკის ზოგად მიმართულებას და გააფთრებით იცავდნენ თავს "წითელ-ყავისფერი" მოწინააღმდეგეებისგან.
მათ განაცხადეს რომ მოსკოვს აქვს წამყვანი როლი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეზე.
1992-94 წლებში მოსკოვმა სამხედრო ძალა გამოიყენა მოლდავეთში სისხლისღვრის შესაწყვეტად. ის ჩაერია კონფლიქტებში საქართველოში და სამოქალაქო ომში ტაჯიკეთში. მოსკოვმა ხელი შეუწყო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას. //აქ პატივცემული ავტორი მალავს რომ ყველა კონფლიქტი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გააჩაღა თვითონ მოსკოვმა და რომ ამ კონფლიქტების გაჩაღების ეფექტურ საშუალებად გამოყენებული იქნა ბერიას ყოფილი ხელქვეითი აკადემიკოსი სახაროვის სახელით გამოქვეყნებული "ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის პროექტი". კრემლს გორბაჩოვიდან მოკიდებული სურდა საბჭოთა კავშირის გარდაქმნა ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად და ჩაფიქრებული იყო რუსეთის ფედრაციის,საქართველოს,აზერბაიჯანის და ა.შ. წვრილ-წვრილ ნაკუწებად დაფლეთა შემდეგ ამ ნაფლეთების სხვა საფუძველზე ცალ-ცალკე გაერთიანების პერსპექტივით. მოსკოვი ერთმანეთს წაკიდე და აომეს ამ პოლიტიკას აგრძელებს ეხლაც, გ.მ.//.
დასავლეთი არ უშლოდა ხელს რუსეთს ყოფილი იმპერიის პერიფერიებზე ასე ვთქვათ წესრიგის დამყარებაში,მაგრამ მან არ დაუჭირა მხარი რუსეთის პრეტენზიებს რეგიონალური უსაფრთხოების გარანტის როლზე. ეს პრეტზიები კი კრემლმა ოფიციალურად ჩამოაყალიბა 1993 წელს.
მაშინ ამერიკა და დასავლეთ ევროპა უმთავრესად დაკავებული იყვნენ საბჭოთა კავშირის დაშლის სამხედრო-პოლიტიკური შედეგების ლიკვიდაციით და ბირთვული იარაღის გავრცელების არდაშვებით,აღმოსავლეთ გერმანიიდან,ცენტრალური ევროპიდან და განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებიდან ეხლა უკვე რუსეთის ჯარების გაყვანის დასრულებით.
რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში მკვეთრი ცვლილება მოხდა 1993 წელს როდესაც ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ვიშეგრადის ჯგუფის წევრების//პოლონეთი,უნგრეთი,ჩეხეთი,სლოვაკია// ლიდერების ნატოში შესვლის სურვილს.
ამ ნაბიჯმა გამოიწვია მოსკოვსა და დასავლეთის დედაქალაქებს შორის ნდობის პირველი კრიზისი.
საბჭოთა კავშირის წასვლა აღმოსავლეთ ევროპიდან 1990-ანი წლების მიჯნაზე ქვეყნის უშიშროების ტრადიციულად გაგებული ინტერესების თვალსაზრისით იყო იძულებითი მაგრამ არა კრიტიკული ნაბიჯი:
მომაკვდავ საბჭოთა კავშირს და ნატოს ქვეყნებს შორის იქმნებოდა ნეიტრალურ სახელმწიფოთა ფართო ზოლი.
საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ხანაში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ფაქტიურად გაიზიარეს აღმოსავლეთ ევროპის გაფინეთება-ფინლანდიზაციის კონცეფცია// ე.წ.კვიცინსკის დოქტრინა// როგორც დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით უსაფრთხოების და სტაბილურობის უფრო ეფექტური და უფრო იაფი საშუალება. მაგრამ მათ დააგვიანეს.
1993 წლის შემოდგომისთვის ახალი რუსეთის ლიდერებმა,რომლებიც ცდილობდნენ ამ პრობლემის გადაწყვეტას უფრო რადიკალური ხერხით,დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაციის მეშვეობით,დაინახეს თავისი მარცხი.
რუსეთი ვერ გახდა,როგორც მათ უნდოდათ,ნატოს ფორმალური წევრი მისი "ვიცე-პრეზიდენტის" რანგში.
კრემლში დაასკვნეს რომ დასავლეთის ქვეყნები,პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები,ზრუნავენ მხოლოდ თავის ინტერესებზე და რუსეთს არ განიხილავენ მით უმეტეს დიადი ამერიკის შეერთებული შტატების თანასწორ პარტნიორად. გაჩნდა ეჭვი რომ დასავლეთში არ სჯერათ რუსეთში დემოკრატიული გადასვლის წარმატებისა და ფიქრობენ იმაზე რომ მოსკოვში შეიძლება გაიმარჯვონ ნაციონალისტებმა და კომუნისტებმა.
ბილ კლინტონის ადმინისტრაცია მართლაც უჭერდა მხარს ბორის ელცინს და მის ძალისმიერ მოქმედებებს რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ 1993 წლის 3-4 ოქტომბერს მაგრამ ის ანგარიშს უწევდა რეფორმატორთა თანდათანობით დასუსტებას და ნაციონალისტების და კომუნისტების გაძლიერებას// რაც გამოვლინდა 1993 წლის 12 დეკემბრის არჩევნებზე//. დასავლეთში გავრცელდა წარმოდგენა რომ რუსეთი დგას ქაოსის და ნაციონალ-კომუნისტური რევანშის წინაშე.
ელცინმა და რუსეთის ფართო საზოგადოებამ წარმოიდგინეს რომ აშშ-მ,გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარი თქვეს გერმანიის გაერთიანების შემდეგ ნატოს და კერძოდ მისი სამხედრო ორგანიზაციის გაუფართოებლობის შესახებ გორბაჩოვისთვის ზეპირად მიცემული პირობების შესრულებაზე. //ანდროპოვის პატრონაჟით გამოზრდილმა,გ.მ.// რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ ჩათვალა რომ მუხთალი და ეგოისტი დასავლეთი ჩაგრავს და თავის ინტერესებში იყენებს რუსეთს.
შესაბამისი დოკუმენტების შესწავლა გვაძლევს სხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერის,კანცლერი ჰელმუტ კოლის და პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის განცხადებები 1990 წელს კეთდებოდა გერმანიის გაერთიანების კონტექსტში. 1991 წელს გამქრალი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებზე ლაპარაკი ვერ იქნებოდა იმიტომ რომ არც გორბაჩოვმა და არც მისმა თანამოსაუბრეებმა არ იცოდნენ თუ რა ელოდა საბჭოთა კავშირს და მის მოკავშირეებს. საბჭოთა კავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები რა თქმა უნდა ვერ დადებდნენ ვერანაირ პირობას თავისი ქვეყნების სახელით. ნატოს გაფართოების იდეის უარყოფა კი იურიდიულად სავალდებულო შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოს ნატოს ყველა წევრის თანხმობის და.ალბათ, ასეთი გადაწყვეტილებების პარლამენტების, მათ შორის აშშ-ს სენატის მიერ დადასტურების შემთხვევაში.
დასავლეთის მუხთლობის თეზისი ვერ უძლებს კრიტიკას,მაგრამ დასავლეთის გულგრილობა ცხადი იყო.
დასავლეთმა 1991 წელს უარი თქვა რუსეთის ნატოში შესვლის საკითხის განხილვაზე. 1992 წელს ვაშინგტონმა უარყო რუსეთის და აშშ-ს კავშირის დადების თხოვნა მაგრამ ის დათანხმდა ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის ნატოს გახსნაზე და ამით ნატოს ტერიტორიის საზღვრის მიწევაზე საბჭოთა კავშირის ყოფილ საზღვართან.// ე.ი. დასავლეთმა უარი თქვა ნატოში რუსული მაფიიღების იდეაზე და ეს ეწყინა საბჭოთა დემოკრატიას,გ.მ.//.
ამაზე წასვლით აშშ და მისი მოკავშირეები არ არღვევდნენ არანაირ პირობას და დაპირებას,მით უმეტეს რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა.
მაგრამ მათ მოკლეს დასავლეთის მეგობრული უანგარობის რწმენა და გააძლიერეს ეჭვი დასავლური პოლიტიკის მუდმივად ანტირუსული მიმართულების შესახებ. რუსეთში დიდად პოპულარული გახდა მე-19 საუკუნის პუბლიცისტი ნიკოლაი დანილევსკის წიგნი "რუსეთი და ევროპა" რომელიც ხელმეორედ გამოსცეს 1995 წელს.
რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობათა ჰავის ცვლილების ემოციურ ფონად იქცა ომები ბალკანეთში. მოსკოვისთვის სერბების,ხორვატების და ბოსნიელ მაჰმადიანთა ნაციონალისტი ლიდერები ერთნაირი მოღვაწეები იყვნენ და მან გაკვირვებით აღმოაჩინა რომ რუსეთი და დასავლეთი სხვადასხვა მხარეებს უჭერენ მხარს. თანაც ამერიკის მხარდაჭერის მქონე მაჰმადიანები და ხორვატები ავლენდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილს და რუსი ნაციონალისტებისთვის გმირებად ქცეული სერბები კი დარჩნენ ორი სხვა თემის მტრებად და დასავლეთის აზრით ომის მთავარ გამჩაღებლებად.
ყოფილი იუგოსლავიისთვის საკონტაქტო ჯგუფის მექანიზმებით რუსეთი ცდილობდა მებრძოლი მხარეებისადმი გაწონასწორებული დამოკიდებულების მიღწევას,მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. რუსეთს დარჩა მხოლოდ უძლური პროტესტის გამოთქმა როდესაც ნატოს ავიაცია ბომბავდა სერბების პოზიციებს და ხორვატების ჯარები "წმენდნენ" სერბულ კრაინას.
ამასთან მოსკოვს არ ჰქონია სერიოზული გავლენა ბელგრადშიც და მან ვერ შეუშალა ხელი ბოსნიელ სერბებს სრებრენიცას მსგავსი დანაშაულების ჩადენაში. 1995 წლის ბოლოს რუსეთის სამშვიდობო ძალები შეუერთდნენ ბოსნიაში ნატოს ოპერაციას,მაგრამ დასავლეთის პარტნიორთა მიერ გამოთქმული ქების მიუხედავად ეს პარტნიორული ურთიერთქმედება მოსკოვმა ჩათვალა მიუღებლად და შემდეგ რუსი სამხედროები აღარ დაემორჩილნენ ამერიკელ სარდალს.
ბალკანეთში ომის პარალელურად ვითარდებოდა 1994 წელს დაწყებული ომი ჩეჩნეთში.
ამ გაუაზრებლად დაწყებულმა, ცუდად წარმოებულმა და სასტიკმა სამხედრო კამპანიამ დასავლეთის საზოგადოებას და მთავრობებს გაუცრუა ახალი რუსეთის იმედი.
თავისუფლების მწყურველი მთიელების დამთრგუნველი და ადამიანის უფლებათა გამთელი ყოფილი ზესახელმწიფოს ხატი ზედ დაედო პოლიტიკური ცხოვრების ქაოსის,კრიმინალური პრივატიზაციის,"პირატიზაციის", სოციალური დეგრადაციის და სულ უფრო და უფრო ძლიერი სიღატაკის სურათს.
ბორის ელცინის და მისი გარემოცვის პოპულარობა ქვეყნის შიგნით მკვეთრად დაეცა. 1996 წლის ზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნებზე კომუნისტების რევანში პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანდა.
ამავე დროს მასობრივი ინფორმაციის დასავლური და მრავალი რუსული საშუალებები აკრიტიკებდნენ კრემლის ჩეჩნურ კამპანიას.
თვითონ კრემლი სულ უფრო და უფრო მკაცრად აკრიტიკიკებდა "ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების გეგმებს".
პოლიტიკის გამკაცრების სიმბოლოდ იქცა 1996 წლის იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი კოზირევის შეცვლა ევგენი პრიმაკოვით.
საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ორი უმთავრესი მიზანი- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის //ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის// კონსოლიდაცია მოსკოვის ირგვლივ და ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების დაუშვებლობა.
რუსეთი დიდად იყო დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიცემულ სესხებზე,მაგრამ მისი მიზნები უკვე განსხვავდებოდა დასავლეთის მიზნებისგან, მეტიც, დაუპირისპირდა დასავლეთის მიზნებს.
//დასასრული იქნება//.
No comments:
Post a Comment