1.13.2013

ესეც ევროპაა - თანამედროვე საზოგადოებებსაც სჭირდებათ სულიერება:

იდეოლოგიებმა რომელთაც უნდოდათ ქრისტიანობის ადგილის დაკავება უპასუხოდ დატოვეს არსებობის დიდი კითხვები.

შაგალის ხილვებიდან...
“მადლის წამი” (ჟურნალი ,,პარი მატჩ”), “თავისებური სასწაული” (ქუჩა 89), “შემძვრელი და ადამიანური”,  “ჭეშმარიტი სიყვარულის საგალობელი” (გაზეთი “ტრიბუნა”): პარიზის კედლები სექტემბრის დასაწყისში დაიფარა ქსავიერ ბოვუას მიერ მიერ ტიბეჰირინის ბერების შესახებ გადაღებული ფილმის (“ადამიანებზე და ღმერთებზე”) ქება-დიდებით (ეს ბერები 1996 წლის 21 მაისს, ალჟირის ომის დროს, გაიტაცეს და დახოცეს ტერორისტებმა. მათ თავები დააჭრეს, მთარგმნელი).

ამ ფილმმა კანის უკანასკნელ ფესტივალზე აღაფრთოვანა კრიტიკა რომელმაც მას ერთსულოვნად მიანიჭა ოქროს პალმა. ჟიურიმ ტიმ ბარტონის თავმჯდომარეობით მას მისცა დიდი პრიზი.

ეკრანებზე სექტემბერში გამოსული ეს დიდებული ფილმი უეჭველად არის კულტურული მოვლენა. მნიშვნელოვანი მოვლენა რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ღმერთის ყოფნას ამ ბოლო თვეების კულტურაში.

როგორ არ უნდა გაგვაკვირვოს იმის დანახვამ რომ იმ დროს როდესაც ქრისტიანობა ხშირად ილანძღება და წბილდება, როდესაც რომის პაპს მუდამ განაქიქებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რომლებიც კათოლიკურ ეკლესიას ახსენებენ უფრო პოლემიკურ და არა სულიერების რუბრიკებში და როდესაც მღვდლობის და ბერობის მსურველი სულ უფრო და უფრო იშვიათია საზოგადოება იწონებს იმ შემოქმედებს და ნაწარმოებებს რომლებიც მეტ-ნაკლებად პირდაპირ ლაპარაკობენ ღმერთზე.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიყიდა ალიქს დე სან ანდრეს რომანი “წინ, გზა!” მასში იუმორითაა მოყოლილი მლოცველთა ფეხით მოგზაურობა სან ჟაკ დე კომპოსტელასკენ. ამ გზას სულის შეხვედრის იმედით სულ უფრო და უფრო მეტი მორწმუნე თუ ურწმუნო ადგება ყოველწლიურად.

ყველაზე  პოპულარულ წიგნებს შორისაა ძმები ბოგდანოვების წიგნი “ ღმერთის სახე”.
მოვლენაა ასევე მიშელ ჰულებეკის ახალი რომანი “რუკა და ტერიტორია”. მისი მთავარი პერსონაჟი ჟედი “კარგად იცნობდა დასავლურ კულტურაზე ღრმა კვალის დამამჩნეველი რწმენის პრინციპებს მაშინ როდესაც მისი თანამედროვეები საზოგადოდ იესოზე უკეთესად სპაიდერმანს იცნობდნენ”. რომანში დიდი ადგილი ეთმობა წმინდა ჰილდეგარდ დე ბინგენს და წმინდა თომა აქვინელს.

 კიდევ უფრო დაუჯერებელი:
პედოფილიის კრიზისის შუაგულში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა სამი უცნობი ბერის მიერ ჩაწერილმა ფირფიტამ “სპირიტუს დეი”.  მსოფლიოში გაიყიდა ფირფიტის მილიონობით ეგზემპლარი...

უნდა გავიხსენოთ რომ კულტურის სამყარო მუდამ იყო დაინტერესებული ქრისტიანობით მისი დაკნინების მიუხედავად.

1964 წელს კომუნისტმა პაზოლინიმ თავისი ფილმი “სახარება წმინდა მათეს მიხედვით” მიუძღვნა “დიდებით შემოსილ პაპ იოანე XXIII-ს”...1987 წელს დიდი წარმატება ნახა ფილმმა რომელიც გადაღებული იყო ბერნანოსის ნაწარმოები “სატანას მზის ქვეშ”-ის მიხედვით.
 
ისიც გასახსენებელია რომ ვუდი ალენი მუდამ სვამდა კითხვას ღმერთის დუმილისა და ადამიანის ქცევისთვის ამის მნიშვნელობის შესახებ...

ბენუა მეთექვსმეტემ ბერნარდინელთა კოლეჯში წარმოთქმულ სიტყვაში მსმენელებს გაახსენა რომ ევროპული კულტურის საფუძვლები ჩაყარეს ღმერთის მაძიებელმა ბერებმა და რომ, პირიქით, ღმერთის საკითხის გამომრიცხველი წმინდა პოზიტივისტური კულტურა იქნებოდა გონების კაპიტულაცია, ყველაზე მაღალ შესაძლებლობათა უარყოფა და ამდენად ჰუმანიზმის მარცხი რომლის შედეგებიც მხოლოდ მძიმე იქნება”.

კულტურა აუცილებელია არსებობის აზრის ძიებისათვის მაგრამ მარტო ის არაა საკმარისი მთავარ კითხვებზე პასუხების გასაცემად.

XX საუკუნის ტოტალიტარიზმები შეგვახსენებენ რომ მაღალი კულტურის ადამიანებიც გადაცვენილან მშვიდად ბარბაროსობაში.

თანამედროვე კულტურის დიდი ნაწილი კი, განსაკუთრებით პლასტიკურ ხელოვნებებში, გზააბნეულია აბსოლუტურ და ადამიანობისდამკარგავ ნიჰილიზმში. 

სწორედ აქ ეკისრება დიდი როლის შესრულება ქრისტიანობას, ამბობს ჟან-პიერ დენი თავის წიგნში ““რატომ ახდენს აღაშფოთებს ქრისტიანობა”, ქვესათაური “ახალი კონტრ-კულტურა”.

ავტორს არ მოჰყავს მაგრამ გამოთქმა გვახსენებს ბენუა XVI-ის მიერ 18 აპრილს მალტაზე წარმოთქმულ სიტყვას:
ევროპულ საზოგადოებაში სახარებისეული ღირებულებები კიდევ ერთხელ გადაიქცა კონტრ-კულტურად ისევე როგორც ისინი იყვნენ წმინდა პავლეს დროს”.

დღეს მარგინალიზებულ ქრისტიანობას შეუძლია თავისი მარგინალობის გადაქცევა უპირატესობად, წერს პიერ დენი.

ქრისტიანობის განზე გამწევი იდეოლოგიები მკვდარია, XX საუკუნის მესიანიზმები დამარცხდა, პროგრესის იდეა განიცდის უმაგალითო კრიზისს, ცოტა ხნის წინ მოზეიმე ლიბერალიზმმა აჩვენა მისი საზღვრები. მან ინდივიდს ფრაგმენტაცია მიუსაჯა და ამით ის დიდად უკმაყოფილო დატოვა.

ამ მოწინააღმდეგეთა უკანდახევამ აჩვენა რომ ქრისტიანობა არც ისე მომაკვდავია როგორც ეგონათ.

ცოდნის, კულტურის, საზოგადოების საყოველთაო ატომიზაციამ ადამიანი დატოვა საკუთარი თავის პირისპირ და მან აღარ იცის თუ საით მიდის.

დასავლელი ადამიანი შეიძლება მივიდეს როგორც ქრისტიანობასთან ისე ვიღაც “აზრის სპეციალისტთან”; ხსნიდა ლაკანი...

“ყველგან სადაც ქრისტიანობა დამარცხებული იყო ის ეხლა ჩანს ერთადერთ კრიტიკულ ძალად და არის ჩვენი კულტურის ისევ გაერთიანების ანუ ჩვენი ჩვენსავე თავთან შერიგების შემძლე ერთადერთი ძალა”, წერს ჟან-პიერ დენი.

დამსხვრეულ, სხვადასხვა მადას შორის გაგლეჯილ ადამიანს ქრისტიანობა უპირისპირებს მისი არსის მთლიანობაში აღქმული ადამიანის ხედვას.
”ქრისტიანობა იდეოლოგიის უშიშრად უპირისპირდება ყველაფრის გადაქცევას ვაჭრობის ობიექტად,ადამიანის ღირსების გადაქცევას პირობით რამედ, სექსის გათქვეფას პორნოგრაფიაში,კანონის შთანთქმას ყველაფრის ნებადართულობის მიერ, გონების შთანთქმას ნიჰილიზმის მიერ, ესთეტიკის ჩაკარგვას რეკლამაში და განათლებისა გართობაში”.

წუთისოფელმა კარგად იცის ქრისტიანობის მნიშვნელობა და ამიტომ კათოლიკობის გარდაუვალ სიკვდილზე წამდაუწუმ ლაპარაკის მიუხედავად ყურადღებით ისმენენ პაპის ყოველ სიტყვას და წინადადებას იქნება ეს მსოფლიო პოლემიკა პრეზერვატივის შესახებ თუ სხვა რამე თუ ითვისებენ მის ნათქვამს (ფრანგული პოლემიკა ბოშების შესახებ).

მაგრამ კონტრ-კულტურის როლის სრულყოფილად შესასრულებლად ქრისტიანობა არ უნდა მიეცეს ილუზიას და მან არ უნდა გაიმეოროს მოარული აზრები. ის უნდა დარჩეს რადიკალურად განსხვავებული რაც მას ანიჭებს უძლიერეს მიმზიდველობას. 
(ასეთი რამეების წაკითხვა შეიძლება ფრანგულ ჟურნალში “თანამედროვე ღირებულებები”,2010 წლის 9-15 სექტემბრის საგანგებო ნომერი “სული დაქრის კულტურაზე, ღმერთის დაბრუნება”).

No comments: