ჩანართი
ალფონს დე ლამარტინი,1790-1869, ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე
Альфонс де Ламартин (фр. Alphonse Marie Louis de Prat de Lamartine; 21 октября 1790, Макон — 28 февраля 1869, Париж) — французский писатель и политический деятель.

მისი სუბიექტური და ნაწილობრივი ორატორული პოეზიის თემად იქცა უკვე მანამდე მადამ დე სტალის მიერ შემჩნეული ადამიანის ბედის იდუმალება. მისი მთავარი შინაარსია «სევდიანად მჭვრეტელობითი განწყობა, ტყეების განმარტოება, ჰორიზონტის უსაზღვრობა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ქრისტიანის სულში ჩამალული მარადისობა და უსასრულობა». შატობრიანმა რისტიანული იდეა შეიტანა მხატვრულ პროზაში, ლამარტინმა პოეზიაში შეიტანა ღრმა ქრისტიანული განწყობა. ეს ნიშნები აერთიანებს რომანტიზმის ორ დიდ წარმომადგენელს. შატობრიანი ვნებისა და კაშკაშა ფერების პოეტია, მისი ქრისტიანობა სავსეა გრძნობიერებით და სიცოცხლით სიხარულით,ლამარტინში რწმენა ბუნებრივი ინსტინქტის და აღზრდის საქმეა. ის განადიდებს მწუხარებით და მოახლოებული თუ უკვე მოსული სიკვდილით განწმენდილ და განსულიერებულ სიყვარულს...
Темой его поэзии, субъективной и отчасти ораторской, стала намеченная уже до него мадам де Сталь «загадочность человеческой судьбы»; её главное содержание — «грустно созерцательное настроение, уединение лесов, беспредельность горизонта, звездное небо, вечность и бесконечность, таящиеся в душе христианина». Шатобриан внес идею христианства в художественную прозу, Ламартин внес глубокое христианское настроение в поэзию; эти черты объединяют двух великих представителей романтизма. Но Шатобриан, поэт страсти и ярких красок, вводит в религию элемент любви и страсти, его христианство полно чувственности и жизнерадостности; Ламартин, в котором вера — дело природного инстинкта и воспитания, воспевает любовь, очищенную и одухотворенную скорбью и близостью надвигающейся или уже наступившей смерти.
ფელიქს-ემანუელ-ანრი ფილიპოტოს სურათი ლამარტინი ოტელ დე ვილთან//პარიზის მერიასთან// უარყოფს წითელ დროშას.
ლამარტინი ამბობდა რომ წითელი დროშა არის საშინელი და არაადამიანური რევოლუციური ზალმომრეობის და ძალადობის სიმბოლო და ის უარყოფილი უნდა იქნეს ბრძოლის დამთავრების შემდეგ //ვიკიპედია//
«Ламартин у Отеля-Де-Вилль отвергает красный флаг» 25 февраля 1818 г. Картина Феликса-Эмманюэля-Анри Филиппото . Ламартин говорил, что красный флаг символизирует революционное насилие и должен быть немедленно убран после окончания борьбы.
ლამარტინი: ადამიანი დიდი საიდუმლოა:
ბუნებით შეზღუდული, წადილებით უსასრულო, ადამიანი დაცემული ღმერთია რომელიც იხსენებს ცას:
ან ძველ დიდებაწართმეულს მას ახსოვს დაკარგული ცხოვრება და ან მის წადილთა უზომო სიღრმე მას უწინასწარმეტყველებს მომავალ დიდებას.
არასრულყოფილი თუ დაცემული, ადამიანი დიდი საიდუმლოა.
გრძნობათა ციხეში მიჯაჭვული დედამიწაზე, მონა, ის გრძნობს თავისუფლებისთვის გაჩენილ გულს;
უბედური, ის ოცნებობს ნეტარებაზე:
მას უნდა სამყაროს შესწავლა და მისი თვალი დებილია;
მას სურს მუდამ სიყვარული და რაც მას უყვარს სუსტია!
ყოველი მოკვდავი ჰგავს სამოთხიდან ლტოლვილს:
როდესაც ღმერთმა ის გააძევა ციური ბაღიდან, ერთის მზერით ფატალურ საზღვართა შემცნობი, ის ტირილით ზის აკრძალულ კარებთან.
მას შორიდან ესმის ღვთაებრივ სადგომში მარადიული სიყვარულის ჰარმონიული ხვნეშა, ბედნიერების ხმები, ღმერთის მადიდებელ ანგელოზთა წმინდა კონცერტები,
და ციდან მოწყვეტილი მისი მზერა საშინელი ძალისხმევით დაეცა მის ხვედრზე.
უბედურება მას ვისაც სიცოცხლიდან დევნილობის ფსკერზე ესმის მისი სასურველი სამყაროს კონცერტები!..
სინამდვილე ვიწროა, შესაძლებელი უზომოა; სული თავისი წადილებით იქ აგებს თავის სადგომს საიდანაც მუდამ იღებენ ცოდნასა და სიყვარულს; სადაც, მშვენიერების, სინათლის ოკეანეებში, წყურვილს იკლავს მუდამ მწყურვალი ადამიანი, და ლამაზი სიზმრებით მთვრალი, ის ვერ ცნობს საკუთარ თავს გაღვიძების დროს (პოეტური მედიტაციები, "ადამიანი", II,1820, ფრაგმენტის გაურითმავი თარგმანი ფრანგულიდან).
გაბედულება, ღვთაებრივი რასის დაცემულო ბავშვო!
შენ შუბლზე გაწერია შენი ბრწყინვალე წარმოშობა;
ყოველი შენი მხილველი შენს თვალებში ხედავს ცის ბრწყინვალების ჩამქრალ სხივს!
უკვდავ საგალობელთა მეფევ, შეიცან თავი შენი !
დაუტოვე ღამის შვილებს ეჭვი და კილვა!
ყურადღება არ მიაქციო აქ მორთმეულ ცრუ საკმეველს (ლამარტინის აზრით ჯანყი არის გულუხვობის და გამბედაობის ნაკლებობა) :
დიდება ვერ იქნება იქ სადაც არაა სათნოება.
დაიკავე შენი ადგილი პირველ ბრწყინვალებაში, დიდებისა და სინათლის ამ წმინდა ბავშვებს შორის,რომელთა განსულიერებაც სუნთქვით უნდოდა ღმერთს,
და რომელმაც გააკეთა ეს გალობისთვის,რწმენისთვის და სიყვარულისთვის (პოეტური მედიტაციები, "ადამიანი", II,1820.
განმანათლებელთა მეტისმეტი რაციონალიზმით შეწუხებული გერმანელი რომანტიკოსები ხაზს უსვამენ ემოციურობას და ბუნებას. მისი ისტორიის და კულტურის შვილი ადამიანი ერწყმის სამყაროს.
მაღალ კვლევათა პრაქტიკული სკოლის კვლევათა ხელმძღვანელი ჟაკ ლე რიდერი
1800 წლისთვის გაჩენილი გერმანული რომანტიზმი უპირველეს ყოვლისა არის ექსპერიმენტატორთა ავანგარდი.
პირველი რომანტიკოსები არიან ყველაფერნი გარდა დოგმატიკოსებისა. ისინი არ ხელმძღვანელობენ არანაირი თეორიით და ხელოვნების გააზრებას უზავებენ თვითონ შემოქმედებას.
ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ რომანებს რომელთა გმირებიც არიან მხატვრები და პოეტები,მაგრამ აგრეთვე ჟურნალებს,თანამოაზრეთა წრეებს და იდეათა დებატებისთვის შესაბამის ჟანრებს,მაგალითად ესეებს,ფრაგმენტების ციკლებს, დიალოგს.
ძმები შლეგელების და ახალგაზრდა ტიკის დროს რომანტიზმი,მაშ,არის რეალიზაციის მცდელი იდეა, »მომავალი პოეზიის ძიება »,როგორც დაწერა ნოვალისმა « ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენში».
მათი საწყისი, ამოსავალი წერტილია მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების შერჩევითი კრიტიკა.
ისინი უარყოფენ კლასიციზმს და აკადემიზმს. ისინი ოცნებობენ განმანათლებელთა რაციონალიზმის განახლებაზე.
განმანათლებელთა რაციონალიზმმა მათი აზრით მოწყვიტა კულტურა ბუნებისგან და აზრი ემოციისგან.
ისინი ვერ კმაყოფილდებიან გერმანელ მთავართა უსახურად განათლებული დესპოტიზმით და გერმანული წმინდა რომაული იმპერიის სისტემით რომელსაც ისინი მოძველებულად მიიჩნევენ.
ისინი თავის იმედებს ამყარებენ სწავლული კულტურის დაახლოებაზე ხალხის სულთან რომელიც ვლინდება როგორც ენაში ისე მისი ისტორიის განცდით,განაახლებული რელიგიური განცდით შეკრული თემის აღორძინებაში.
ეს განახლებული რელიგიური განცდა აღადგენს კულტურის კავშირს ბუნებასთან.
რომანტიზმის ამ პირველი ტალღის ცენტრია იენა,საჰერცოგო საქს-ვაიმარ-აიზენახის საუნივერსიტეტო ქალაქი რომელიც გოეთეს ძალისხმევის სედეგად გადაიქცა ინტელექტუალურ დედაქალაქად. იქ შეიკრიბა ეპოქის რამოდენიმე უდიდესი სული შლეგელი,ნოვალისი, ტიკი, შლაიერმახერი, შელინგი, ფიხტე.
ეს თაობა მოხიბლულია იმანუელ კანტით და მისი იდეალისტური მემკვიდრეობით რასაც განასახიერებენ ფიხტე და შელინგი.
ის აღფრთოვანებულია გოეთეთი რომლის ვერტერიც იქცა იმად რასაც თვითონ გოეთე მის «საუბრებში ეკერმანთან» უწოდებს «რომანტიულ ავადმყოფობას».
ჟანრების და დისციპლინების ერთმანეთისგან განმაცალკევებელი კლასიციზმის და აკადემიზმის საწინააღმდეგოდ რომანტიკოსები ცდილობენ ხელოვნებათა და ცოდნის დარგების სინთეზის მიღწევას.
კლასიკურ ტრადიციაში ისინი უარყოფენ მიმეზისის,როგორც სახვით ხელოვნებაში და მწერლობაში სინამდვილის განმეორების იდეას.
რეალობის განმეორება არის იმის აღიარება რომ რეალობა დამოუკიდებელია სუბიექტურობისგან.
არადა კანტმა გამოავლინა ცნობიერების ა პრიორი სტრუქტურები რომლებიც აგებენ შეცნობად,ერთადერთ ხელმისაწვდომ სამყაროს.
ეს სამყარო კი განსხვავდება თავისთავად სინამდვილისგან რომელიც მიუწვდომელია ადამიანისთვის.
«შინაგანი მუსიკა“:
ამ პირველ რომანტიკოსებს თეორიულ საფუძვლებს აძლევენ ფიხტეს იდეალიზმი,უფრო ზუსტად პირველი შემუშავებული « ფიხტეანიზმი »,მაგრამ ასევე ნოვალისის საყვარელი ფილოსოფოსი შელინგი.
აბსოლუტური მეს კარიკატურამდე მისული იდეა მოკლედ გამოიხატება ფორმულაში რომელსაც გამოთქვამს გოეთეს ერთ-ერთი პერსონაჟი
«სამყარო არ არსებობდა მანამდე ის არ შევქმენი მე» //ფაუსტი II // .
ძმები შლეგელების მიერ დაარსებულ ჟურნალში « ათენეუმ » ნოვალისმა გამოაქვეყნა თავისი Pollens ,განსაკუთრებით ფრაგმენტი 14,რომელიც არის გერმანული რომანტიზმის კონდენსატი:
Blaue Blume
არიან წყნარი ბავშვები დიადი და შთაგონებული თვალებით, რომელთა გამოხედვა ძნელად ასატანია, მათ ხანმოკლე სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებენ და თანაბარის მოწიწებითა და თანალმობით ისე შესცქერიან ვითარცა წარჩინებულ უცხოელს.
ასეთი ბავშვი იყო ნოვალისი. ბრბო მას ოდენ სახელით და მის ფსალმუნთა კრებულიდან ორი ან სამი სიმღერით იცნობს. ნოვალისს განათლებულ წრეებშიც კი ძვირად იცნობენ; ამის საბუთი ის გარემოებაა, რომ მის ქმნილებათა წინამდებარე გამოცემა პირველია ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე.
ძირისძირობამდე სიმპათიური და მომხიბლავი იყო ამ პოეტის გამოჩენა, ვისი სიმღერები და პოეტური სახელი დახვეწილი მუსიკებით ჟღერდა გერმანელ ხალხში, ისე, რომ ნაადრევად გარდაცვლილი პოეტის ქმნილება არც კი იყო ვიწრო ლიტერატურულ წრეს გაცდენილი და მის გარეთ ამოქმედებული. ნოვალისი ოცდარვა წლისა გარდაიცვალა და ადრეული გერმანული რომანტიზმის საუკეთესო ჩანასახი საფლავში თან ჩაიტანა. მეგობართა ხსოვნაში იგი განსახიერებულია თავისი მომხიბლავი ახალგაზდული მშვენიერებით, მრავალსაყვარელი და შეუცვლელი, რომლის დაუსრულებელ შემოქმედებასაც ისეთი იდუმალი ხიბლი აქვს, რაიც ძნელად თუ ექნება სხვა პოეტურ ქმნილებას.
იგი იყო ერთი უგენიალურესი დამფუძნებელთაგანი პირველი ”რომანტიკული სკოლისა”, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხშირად ურევენ მას გვიანდელ უდღეურ ნაყარში და მასთან ერთადაა სახელგატეხილი და დავიწყებას მიცემული. სინამდვილეში კი გერმანული ლიტერატურის ისტორია ცოტას იცნობს ადრეული რომანტიზმისამებრ სინტერესოა და მომხიბლავ ეპოქებს, ამ ეპოქის ბედისწერა ადვილად გადმოიცემა რამდენიმე სიტყვით: ესაა მოკლე ისტორია ახალგაზრდა პოეტთა წრისა, რომელიც არტისტულად დაიღუპა მათი ეპოქის ძირითადმდინარებაში, ფილოსოფიის არნახული მოძალებს შედეგად. მაგრამ საკუთრივ ტრაგიკული ამ სკოლის ბედში არის, რომ მისი უდიდესი იმედი, მისი ერთადერთი პირველი რანგის პოეტი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს ახალგაზრდა ნოვალისი იყო.
გერმანიას ალბათ არასოდეს არ ჰყოლია უფრო საინტერესო, უფრო ცოცხალი ლიტერატურული ახალგაზრდობა, ვიდრე ამ ეპოქაში. როცა ვილჰელმ შლეგელი თავის ორგანიზაციას აარსებდა, როცა მისი გენიალური, თუმცა დაბნეული ძმა ფრიდრიხი უდრეკ, მუყაით შლეირმახერთან ერთად ცხოვრობდა; როცა ადვილ აღგზნებადმა, უმწეო ტიკმა მერყევი ვაკენროდერი ჩამოიყვანა და პოეტად აქცია. შლეიერმახერი პატიოსნად აღტაცებულ სულში თავის ეპოქალურ ”სიტყვებს” ატარებდა, უხნესი შლეგლი ოსტატურ კრიტიკასა ფილიგრინს აშალაშინებდა და თავის დიდგონებოვან კაროლინასთან ერთად შექსპირის ფასდაუდებელ თარგმანს იწყებდა: ათასობით წინააღმდეგობრივი გეგმითა და ექსტაზით მოცული ფრიდრიხ შლეგელი თავის განთქმულ ლუსინდას წერდა, რომელიც დღეს ვერავითარ სიამოვნებას ვეღარ გვანიჭებს; გოეთემ ყურადღებიანი მზერის მიპყრობა ძმათა წყვილისათვის; ნოვალისმა დამაბრმავებლად სწრაფი განვითარების შემდეგ ხელი უმაღლესი გვირგვინისაკენ გაიწოდა; ფიხტეს გვერდით ახლებურად და მნიშვნელოვნად გამოჩნდა ღრმა სულის შელინგი, დილთაისა (შლეიერმახერის ცხოვრება) და ჰაიმსის (რომანტიკული სკოლა გერმანიაში) გარდა ლიტერატურის ვერც ერთი ისტორიკოსი სწორად ვერ ჩახვდა იმ ეპოქის სავსეობასა და თვისებურ ხიბლს. ათეული წლების მანძილზე ”რომანტიკულის” ეტიკეტის ქვეშ უკრიტიკოდ იქნა გაერთიანებული და მორგებული მთელი ლიტერატურული ნაგავი. და მაინც სიტყვა რომანტიკულის ბოროტად გამოყენება და დილთაისა და ჰაიმის იმ ეპოქაზე დაწერილ ბრწყინვალე ნაშრომთა არასაკმარისი ცოდნა არ არის იმ თითქმის სრული დავიწყების ერთადერთი, და მით უმეტეს უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რომელმაც ნოვალისის ქმნილებანი მოიცვა. ნოვალისი ძნელად იკითხება, ვიდრე უახლესი ეპოქის რომელმე გერმანელი მწერალი. მისგან ჩვენ თითქმის მხოლოდ ნაწყვეტები შემოგვრჩა, რომლებშიც პოეტისპეკულაციის ჩამოტოვებით გზის გაკაფვას იწყებს წმინდა პოეზიისაკენ. მიუხედავად ამისა ნოვალისის თხზულებათა კითხვა კარგი მკითხველისათვის ფრიად სარგებლიან საქმეს წარმოადგენს. ისინი აღძრავენ მზადებაში მყოფი ხელოვნების მიერი ხსნის გრძნობას, იმ ხსნისა, მის ეპოქასა და სკოლას რომ სჭირდებოდა და რაიც ყველაზე ძალუმად მასში იყო. კაცს მტკივნეულად ცოცხალი გრძნობა იპყრობს: კიდევ ერთი ნაბიჯი, სიცოცხლის კიდევ ათი წელი და ჩვენ ერთი უკვდავი პოეტით მეტი გვეყოლებოდა, მაგრამ იძულებულნი ვართ ფრაგმენტებითღა დავმაყოფილდეთ, რომელთა კითხვისას თვალწინ ისევ წარმოგვიდგება ხოლმე ადრე გარდაცვლილ ჭაბუკის ტკივილამდე სიყვარულად მშვინიერი, მომღიმარი თავი;
ფრიად სამწუხაროა, რომ ჩვენ, მკაცრად რომ ვთქვად, არ მოგვეპოვება არც ერთი მთლიანად დასრულებული ქმნილება. ასეთი რამ ფასდაუდებლად ღირებული იქნებბოდა. ტიკმა, მაგ. თავის ადრეულ სიჭაბუკეში ძვირფასი ფაქიზი ხიბლს მქონე რამდენიმე ზღაპარი დაწერა, მარგამ ნოვალისის ერთ სტროფსაც კი, რომელსაც მისი ფრაგმენტულობისა გამო ჩვენ ნაკლებ გვაკმაყოფილებს, უმაღლესი პოეზიის ბევრად უფრო მეტი ჯადო აქვს. მისი ქმნილებების ცალკეულ ნაწყვეტებში და აგრეთვე მის სიმღერებში სულისა და სინატიფის იგავმოუწვდომელი სურნელი დგას. მასთან მოიპოვება ისეთი სიტყვები სიყვარულის კოცნასავით რომ აგაღელვებენ და ისეთებიც, რომელთა კითხვისას სუნთქვს იკრავ, რათა მთლიანად მიეცე ამ წმინდა, თითქმის ზემიზიერ მშვენიერებას. ამასთან, მისი აზრები ატარებენ ყმაწვილური, მომაჯადოებლად საყვარელი პიროვნულობის თბილ სუნთქვას. რაც არ უნდა არაგრძნობადი და სამყაროსგან განდგომილი გვეჩვენებოდეს, ნოვალისი მაინც არ არის ასკეტი და სულთამხილველი. და მაინც მის პიროვნებაში არის რაღაც საოცარი და აუხნსნელი, ისევე როგორც მის ცხოვრებასა და აღსასრულში, რომლის მოკლე აღწერილობაც ჩვენამდე მოღწეულია და რომელიც უცნაურის გულისამაჩუყებოლობით მოგვწონს.
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ნოვალისი, თიმცა ავადმყოფობდა, მაინც სიცოცხლითა და ინტერესით სავსე იყო; სეირნობდა, საუბრობდა, ერთ დილით კი კლავირს უსმენს, ჯდება, იღიმება ძილბურანში წასული და კვდება. ისე ხომ არ არის, რომ ეს ფაქიზი, არაჩვეულებრივად ღრმა და ცოცხალი სული ტკივილისა და დამშვიდობების გარეშე წავიდა უმღერებელ სიმღერათა ქვეყანაში თავისი ნოსტალგიის ცისფერი მთებისკენ, მუსიკის ტაქტისა და მსუბუქი ტონების თანხლებით? ადამიანურად იდუმალი ნოვალისი არის მისი მშვიდი ღიმილი, მისი ჭკვიანური მხიარულება, რომლის მიღმა მის სხეულსა და სულს იდუმალად ტანჯავდა მძიმე ტკივილი. ასეთს აღწერენ მას თავისი მეგობრები, ასეთად წარმოუდგება იგი მისი ნაწერებიდან ჩვენს შინაგან ხედვას, გამორჩეული ღირსების მქონე გამხდარი, კეთილშობილი სახე, რომელსაც თავის არსბაში არა აქვს არც ერთი ჩვეულებრივი შტრიხი, მაგრამ ყოვეგვარ პათოსსაც მოკლებულია. როცა მასზე ვფიქრობ, მე მის მეგობრულად სერიოზულ სახეს სიკვდილისწინა მუსიკის ტონებში დახრილს ვხედავ, ამ სახეს აქვს უტყვი მგრძნობელობის მიმზიდველი შტრიხი; მასზე ვხედავ იმ ღიმილს, რომლის მხიარული გულუხვობა მისი დაუმთავრებელი შემოქმედებისა და დაუსრულებელი ცხოვრების უიდუმალესი ხიბლია.
ნოვალისის ნაწარმოებებში, რა სახითაც ისინი ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი ყველაფერი აშკარად ორ ნაწილადაა გაყოფილი - ფილოსოფიად და პოეზიად. მაგრამ მე ვფიქრობ პოეტის მიმართ უსამართლობას სჩადიან, როცა მაგ. რაისის შეგირდის ანუ ჰიმნების მუსიკისა და ნატურფილოსოფიას ფილოსოფიად თვლიან. იგი ბევრად უფრო ღირებულია როგორც განწყობა, როგორც პოეზია პოეტის რამდენიმე აფორიზმი გვაფიქრებინებს, რომ უკანასკნელ ხანს მას შეგნებული ჰქონდა თავის მიზანთან სიახლოვე. მის პოეტურ ფრაგმენტთა გვერდით განთქმული მწერლური მემკვიდრეობაც კი საშინლად ფხიზელ და ხელოვნურ რამედ გამოჩანს. ნოვალისში ისეთი მშვენიერი მგოსნური სული ცოცხლდება, რომ მისი ნაწარმოებები წარმოგვიდგება როგორც საოცარი სულიერი სიჭარბის ოდენ დაგუბება და გაფორმება და არა ოგორც კეთება, გამოგონება და შენება. მისი შრომის ფრიად დახვეწილი წვრილმანების გვერდით პირდაპირ გამოუცნობია მისივე პირვანდელი ქმნილებების სრულიად არალიტერატურული სავსეობა, სიწმინდე და ბავშვურობა. ალბათ საერთოდ არც ერთი სხვა გერმანელი არ ფლობდა ეგზომ სავსე პოეტურ სულს და ეს ერთიც მსხვერპლად შეეწირა თავისი ეპოქის ქანცისგამცლელ გონს. ის წლები ხომ ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის ნამდვილი დაბადების დროა, განსაკუთრებით ტიკი არის პირველი თანამედროვე წიგნთამწერალი; ასერიგად მოძრავ, ბეჯით, მოქნილ გონებას გერმანიაში არც ერთი ადრეული საუკუნე არ იცნობს. ათენეიზმის დაფუძნებითა და ბერლინური სალონის დაარსებით ჩვენში იწყება ლიტერატურა როგორც ნივთი თავისთვის და მწერლობა როგორც პროფესია. აქედან დამოკიდებული ჩვენ გვყავს რომანისტები, ჟურნალისტები, მთხრობელები, ფელეფონისტები და მთელი ეს ლიტერატურული გონები და გონუკები. თავდაპირველად რომანტიზმის სათუთი კვირტი მსხვერპლად შეეწირა ლიტერატურის ამ კეთებას; ნოვალისის ფაქიზი მცდელობანი დაუნდობლად იქცა გაჩანაგბული ოცი და ოცდაათიანი წლების ახალ რომანტიკოსთა მიერ, რაღა თქმა უნდა ამ ბანდაში არ შეგვყავს ისეთი უწმინდესი ნატურები როგორიცაა აშენდორფი.
დღეს აღარავინ უგდებს ყურს იმ იჭკნარ რომანტიზმს და რომანტიზმის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლას აღარავინ თვლის რეაქციულ ელემენტად. მაგრამ თუ ვინმე დაუკვირდება ჩვენს თანამედროვეთა ნაღვლიან ნოსტალგიას ”ახალი ხელოვნებისა” გამო, მაშინ ახალგაზრდულ წრეებში დაიძებნება ისეთი განწყობანი და მისწრაფებანი, რომელნიც თვალნათლივი სიცხადით მოგვაგონებენ 1800-იანი წლების იმ აღგზნებულ პოეტურ ახალგაზრდობას.
დაბოლოს როგორც იქნა ხელთა გვაქვს ნოვალისის კიდევ ერთი გამოცემა. მხოლოდ მოწონება შეიძლება გამოიწვიოს იმან, თუ ჩვენ ”ახალი რომანტიკოსები” თავის უნარსა და პოტურ პატიოსნებას ამ მივიწყებულ მიცვალებულის ქმნილებით გაზომავენ. ეგების გვყავს ვინმე, ვინაც გაუძლებს ამ დიდი, აღფრთოვანებული ბავშვური თვალების მზერას! ეგების წიგნის ბევრმა მკითხველმა ერთხელაცა ჩამოიშოროს კითხვის მთელი მოდუსი ტექნიკა და ზედაპირულობა და გაბედოს იდუმალ სიღრმეში ჩაყვინთვა. კაცს ეს იმ სიმღერის მელოდიასავით ტკბილ და მტკივნეული მოეჩვენება, რომელიც ბავშვობაში მოუსმენია, ან იმ ყვავილის სურნელს მოაგონებს ბავშვობისას მამისეულ ბაღში რომ უყვარდა და დიდი ხანია დავიწყებას მისცა.
გერმანულიდან თარგმნა - გიორგი ბარამიძემ (1989)

-----------------------------------------------------

«განა სამყარო ჩვენში არაა? ჩვენ სულ არ ვიცნობთ ჩვენი სულის სიღრმეს»...
რომანტიზმმა რადიკალური დასკვნები გამოიტანა ადამიანის სულის კოსმოგონიური ძალიდან .
რომანტიკოსებისთვის ხელოვნების ნაწარმოები არის სინამდვილისგან დამოუკიდებელი რეალობა.
ამას ფრიდრიხ შლეგელი ამბობს ათენეუმის ფრაგმენტებში :
«რომანტიული არის ის რაც ფანტასტიური ფორმით გვიჩვენებს ემოციურ, სენტიმენტალურ არსს ».
გენიოსი არ იმეორებს სინამდვილეს,ხილულს,მაგრამ წარმოიდგენს სინამდვილის მსგავს სხვა სამყაროს რომელიც ზოგჯერ,ისე როგორც ესაა ე.ტ.ა.ჰოფმანის ზღაპრებში,იმდენად იგივდება სინამდვილესთან რომ გენია და სიგიჟე ეხება ერთმანეთს
შემოქმედი კომპოზიტორის « შინაგანი » მუსიკა არის ადამიანის სულში არსებული ამ სამყაროს მოდელი.
მოგვიანებით ჰაინრიჰ ჰაინესთან//1797-1856// ზედსართავი რომანტიკული იღებს უფრო ფართო მნიშვნელობას. ის გულისხმობს იენას პირველ რომანტიკოსებს,მაგრამ ყველაზე მეტად ჰაიდელბერგის რომანტიკოსებს,ბრენტანოს და არნიმს და შეიძენს დამცინავ და სატირულ ელფერს.
გერმანულ კულტურაზე პარიზიდან დამკვირვებელი პროტესტის გამომთქმელი ლიბერალი ჰაინე განსაკუთრებით კრიტიკულია რომანტიზმის რეაქციული პოლიტიკური შედეგების მიმართ.
მაგრამ შევცდებით თუ კი მისი ტექსტებიდან დავასკვნით რომ რომანტიზმი კონსერვატიზმია.
არ გავაიგივოთ რომანტიზმი გერმანულ სამყაროში 1790-ან წლებში გავრცელებულ ანტირევოლუციურ და ნაპოლეონის საწინააღმდეგო რეაქციასთან.
თავისი საწყისი,თავდაპირველი მისწრაფებით გერმანული რომანტიზმი კოსმოპოლიტურია და თავისებურად რევოლუციურია. მას ხიბლავს ის ახალი სამყარო რომლის აგებასაც პირდება კაცობრიობას საფრანგეთის რევოლუცია.
მაგრამ ბევრ გერმანელ რომანტიკოსს კონსერვატორად გადააქცევს თვითონ საფრანგეთის რევოლუციის გადაგვარება ტერორად და ცეზარიზმად.
რომანტიზმის პოლიტიკური კულტურის განმსაზღვრელ ამ ისტორიულ პირობებს ემატება ის რომ გერმანელებს ბეზრდებათ ფრანგული ენის და კულტურის ბატონობა.
გერმანელ რომანტიკოსთა ნაციონალიზმი თავიდან არის რეაქცია საფრანგეთის რევოლუციაზე და ნაპოლეონის იმპერიალიზმზე.
რომანტიზმი და მისი გაყალბები:
1848 წლის რევოლუციური მოვლენების შემდეგ რომანტიზმი გამოვიდა მოდიდან. პოპულარულები გახდნენ რეალისტები.
რომანტიზმი გაგებული იქნა როგორც მიკერძოებული,რეაქციული რამ და რომანტიკოსს უყურებდნენ როგორც რეაქციონერ არარეალისტს.
შემდეგ,რიხარდ ვაგნერის//1813-1883// და ფრიდრიხ ნიცშეს //1844-1900// დროს დაიწყო ნეორომანტზმთა ხანა.
აკრიტიკებენ მატერიალისტურ.რეალისტურ და ისტორიცისტულ რამედ მიჩნეულ თანამედროვეობას.
მეოცე საუკუნეში ყველაფერი აირ-დაირია, რიუდიგერ შაფრანსკი,რომელმაც 2007 წელს გამოსცა ნაშრომი გერმანულ რომანტიზმზე //Rüdiger Safranski ;Romantik,Eine deutsche Affäre,Carl Gmbh,2007// ბოლო თავში სვავს კითხვას თუ რამდენად რომანტიულია ნაციონალ-სოციალიზმი. ამავე დროს და ასევე შეიძლება ვიკითხოთ თუ რამდენად კლასიკურია ნაციონალ-სოციალიზმი იმიტომ რომ რაიხის არქიტექტორი ალბერტ შპეერი//1905-1981// და ფავორიტი მოქანდაკე არნო ბრეკერი//1900-1991// დიდად აკადემიკურები იყვნენ.
რომანტიზმს არაფერი აქვს საერთო მის დამამახინჯებელ ნაყალბევებთან.
//ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში Le Point, საგანგებო ნომერში რომანტიზმი,ფუნდამენტური ტექსტები, 2010 წლის ივლის-აგვისტო
//ჩანართი//-----------------------------------------------------

ჰერმან ჰესე-ნოვალისი
http://cherish-little-home.blogspot.fr/2011/03/blog-post.html
Blaue Blume
ჰერმან ჰესე-ნოვალისი |
არიან წყნარი ბავშვები დიადი და შთაგონებული თვალებით, რომელთა გამოხედვა ძნელად ასატანია, მათ ხანმოკლე სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებენ და თანაბარის მოწიწებითა და თანალმობით ისე შესცქერიან ვითარცა წარჩინებულ უცხოელს.
ასეთი ბავშვი იყო ნოვალისი. ბრბო მას ოდენ სახელით და მის ფსალმუნთა კრებულიდან ორი ან სამი სიმღერით იცნობს. ნოვალისს განათლებულ წრეებშიც კი ძვირად იცნობენ; ამის საბუთი ის გარემოებაა, რომ მის ქმნილებათა წინამდებარე გამოცემა პირველია ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე.
ძირისძირობამდე სიმპათიური და მომხიბლავი იყო ამ პოეტის გამოჩენა, ვისი სიმღერები და პოეტური სახელი დახვეწილი მუსიკებით ჟღერდა გერმანელ ხალხში, ისე, რომ ნაადრევად გარდაცვლილი პოეტის ქმნილება არც კი იყო ვიწრო ლიტერატურულ წრეს გაცდენილი და მის გარეთ ამოქმედებული. ნოვალისი ოცდარვა წლისა გარდაიცვალა და ადრეული გერმანული რომანტიზმის საუკეთესო ჩანასახი საფლავში თან ჩაიტანა. მეგობართა ხსოვნაში იგი განსახიერებულია თავისი მომხიბლავი ახალგაზდული მშვენიერებით, მრავალსაყვარელი და შეუცვლელი, რომლის დაუსრულებელ შემოქმედებასაც ისეთი იდუმალი ხიბლი აქვს, რაიც ძნელად თუ ექნება სხვა პოეტურ ქმნილებას.
იგი იყო ერთი უგენიალურესი დამფუძნებელთაგანი პირველი ”რომანტიკული სკოლისა”, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხშირად ურევენ მას გვიანდელ უდღეურ ნაყარში და მასთან ერთადაა სახელგატეხილი და დავიწყებას მიცემული. სინამდვილეში კი გერმანული ლიტერატურის ისტორია ცოტას იცნობს ადრეული რომანტიზმისამებრ სინტერესოა და მომხიბლავ ეპოქებს, ამ ეპოქის ბედისწერა ადვილად გადმოიცემა რამდენიმე სიტყვით: ესაა მოკლე ისტორია ახალგაზრდა პოეტთა წრისა, რომელიც არტისტულად დაიღუპა მათი ეპოქის ძირითადმდინარებაში, ფილოსოფიის არნახული მოძალებს შედეგად. მაგრამ საკუთრივ ტრაგიკული ამ სკოლის ბედში არის, რომ მისი უდიდესი იმედი, მისი ერთადერთი პირველი რანგის პოეტი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს ახალგაზრდა ნოვალისი იყო.
გერმანიას ალბათ არასოდეს არ ჰყოლია უფრო საინტერესო, უფრო ცოცხალი ლიტერატურული ახალგაზრდობა, ვიდრე ამ ეპოქაში. როცა ვილჰელმ შლეგელი თავის ორგანიზაციას აარსებდა, როცა მისი გენიალური, თუმცა დაბნეული ძმა ფრიდრიხი უდრეკ, მუყაით შლეირმახერთან ერთად ცხოვრობდა; როცა ადვილ აღგზნებადმა, უმწეო ტიკმა მერყევი ვაკენროდერი ჩამოიყვანა და პოეტად აქცია. შლეიერმახერი პატიოსნად აღტაცებულ სულში თავის ეპოქალურ ”სიტყვებს” ატარებდა, უხნესი შლეგლი ოსტატურ კრიტიკასა ფილიგრინს აშალაშინებდა და თავის დიდგონებოვან კაროლინასთან ერთად შექსპირის ფასდაუდებელ თარგმანს იწყებდა: ათასობით წინააღმდეგობრივი გეგმითა და ექსტაზით მოცული ფრიდრიხ შლეგელი თავის განთქმულ ლუსინდას წერდა, რომელიც დღეს ვერავითარ სიამოვნებას ვეღარ გვანიჭებს; გოეთემ ყურადღებიანი მზერის მიპყრობა ძმათა წყვილისათვის; ნოვალისმა დამაბრმავებლად სწრაფი განვითარების შემდეგ ხელი უმაღლესი გვირგვინისაკენ გაიწოდა; ფიხტეს გვერდით ახლებურად და მნიშვნელოვნად გამოჩნდა ღრმა სულის შელინგი, დილთაისა (შლეიერმახერის ცხოვრება) და ჰაიმსის (რომანტიკული სკოლა გერმანიაში) გარდა ლიტერატურის ვერც ერთი ისტორიკოსი სწორად ვერ ჩახვდა იმ ეპოქის სავსეობასა და თვისებურ ხიბლს. ათეული წლების მანძილზე ”რომანტიკულის” ეტიკეტის ქვეშ უკრიტიკოდ იქნა გაერთიანებული და მორგებული მთელი ლიტერატურული ნაგავი. და მაინც სიტყვა რომანტიკულის ბოროტად გამოყენება და დილთაისა და ჰაიმის იმ ეპოქაზე დაწერილ ბრწყინვალე ნაშრომთა არასაკმარისი ცოდნა არ არის იმ თითქმის სრული დავიწყების ერთადერთი, და მით უმეტეს უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რომელმაც ნოვალისის ქმნილებანი მოიცვა. ნოვალისი ძნელად იკითხება, ვიდრე უახლესი ეპოქის რომელმე გერმანელი მწერალი. მისგან ჩვენ თითქმის მხოლოდ ნაწყვეტები შემოგვრჩა, რომლებშიც პოეტისპეკულაციის ჩამოტოვებით გზის გაკაფვას იწყებს წმინდა პოეზიისაკენ. მიუხედავად ამისა ნოვალისის თხზულებათა კითხვა კარგი მკითხველისათვის ფრიად სარგებლიან საქმეს წარმოადგენს. ისინი აღძრავენ მზადებაში მყოფი ხელოვნების მიერი ხსნის გრძნობას, იმ ხსნისა, მის ეპოქასა და სკოლას რომ სჭირდებოდა და რაიც ყველაზე ძალუმად მასში იყო. კაცს მტკივნეულად ცოცხალი გრძნობა იპყრობს: კიდევ ერთი ნაბიჯი, სიცოცხლის კიდევ ათი წელი და ჩვენ ერთი უკვდავი პოეტით მეტი გვეყოლებოდა, მაგრამ იძულებულნი ვართ ფრაგმენტებითღა დავმაყოფილდეთ, რომელთა კითხვისას თვალწინ ისევ წარმოგვიდგება ხოლმე ადრე გარდაცვლილ ჭაბუკის ტკივილამდე სიყვარულად მშვინიერი, მომღიმარი თავი;
ფრიად სამწუხაროა, რომ ჩვენ, მკაცრად რომ ვთქვად, არ მოგვეპოვება არც ერთი მთლიანად დასრულებული ქმნილება. ასეთი რამ ფასდაუდებლად ღირებული იქნებბოდა. ტიკმა, მაგ. თავის ადრეულ სიჭაბუკეში ძვირფასი ფაქიზი ხიბლს მქონე რამდენიმე ზღაპარი დაწერა, მარგამ ნოვალისის ერთ სტროფსაც კი, რომელსაც მისი ფრაგმენტულობისა გამო ჩვენ ნაკლებ გვაკმაყოფილებს, უმაღლესი პოეზიის ბევრად უფრო მეტი ჯადო აქვს. მისი ქმნილებების ცალკეულ ნაწყვეტებში და აგრეთვე მის სიმღერებში სულისა და სინატიფის იგავმოუწვდომელი სურნელი დგას. მასთან მოიპოვება ისეთი სიტყვები სიყვარულის კოცნასავით რომ აგაღელვებენ და ისეთებიც, რომელთა კითხვისას სუნთქვს იკრავ, რათა მთლიანად მიეცე ამ წმინდა, თითქმის ზემიზიერ მშვენიერებას. ამასთან, მისი აზრები ატარებენ ყმაწვილური, მომაჯადოებლად საყვარელი პიროვნულობის თბილ სუნთქვას. რაც არ უნდა არაგრძნობადი და სამყაროსგან განდგომილი გვეჩვენებოდეს, ნოვალისი მაინც არ არის ასკეტი და სულთამხილველი. და მაინც მის პიროვნებაში არის რაღაც საოცარი და აუხნსნელი, ისევე როგორც მის ცხოვრებასა და აღსასრულში, რომლის მოკლე აღწერილობაც ჩვენამდე მოღწეულია და რომელიც უცნაურის გულისამაჩუყებოლობით მოგვწონს.
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ნოვალისი, თიმცა ავადმყოფობდა, მაინც სიცოცხლითა და ინტერესით სავსე იყო; სეირნობდა, საუბრობდა, ერთ დილით კი კლავირს უსმენს, ჯდება, იღიმება ძილბურანში წასული და კვდება. ისე ხომ არ არის, რომ ეს ფაქიზი, არაჩვეულებრივად ღრმა და ცოცხალი სული ტკივილისა და დამშვიდობების გარეშე წავიდა უმღერებელ სიმღერათა ქვეყანაში თავისი ნოსტალგიის ცისფერი მთებისკენ, მუსიკის ტაქტისა და მსუბუქი ტონების თანხლებით? ადამიანურად იდუმალი ნოვალისი არის მისი მშვიდი ღიმილი, მისი ჭკვიანური მხიარულება, რომლის მიღმა მის სხეულსა და სულს იდუმალად ტანჯავდა მძიმე ტკივილი. ასეთს აღწერენ მას თავისი მეგობრები, ასეთად წარმოუდგება იგი მისი ნაწერებიდან ჩვენს შინაგან ხედვას, გამორჩეული ღირსების მქონე გამხდარი, კეთილშობილი სახე, რომელსაც თავის არსბაში არა აქვს არც ერთი ჩვეულებრივი შტრიხი, მაგრამ ყოვეგვარ პათოსსაც მოკლებულია. როცა მასზე ვფიქრობ, მე მის მეგობრულად სერიოზულ სახეს სიკვდილისწინა მუსიკის ტონებში დახრილს ვხედავ, ამ სახეს აქვს უტყვი მგრძნობელობის მიმზიდველი შტრიხი; მასზე ვხედავ იმ ღიმილს, რომლის მხიარული გულუხვობა მისი დაუმთავრებელი შემოქმედებისა და დაუსრულებელი ცხოვრების უიდუმალესი ხიბლია.
ნოვალისის ნაწარმოებებში, რა სახითაც ისინი ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი ყველაფერი აშკარად ორ ნაწილადაა გაყოფილი - ფილოსოფიად და პოეზიად. მაგრამ მე ვფიქრობ პოეტის მიმართ უსამართლობას სჩადიან, როცა მაგ. რაისის შეგირდის ანუ ჰიმნების მუსიკისა და ნატურფილოსოფიას ფილოსოფიად თვლიან. იგი ბევრად უფრო ღირებულია როგორც განწყობა, როგორც პოეზია პოეტის რამდენიმე აფორიზმი გვაფიქრებინებს, რომ უკანასკნელ ხანს მას შეგნებული ჰქონდა თავის მიზანთან სიახლოვე. მის პოეტურ ფრაგმენტთა გვერდით განთქმული მწერლური მემკვიდრეობაც კი საშინლად ფხიზელ და ხელოვნურ რამედ გამოჩანს. ნოვალისში ისეთი მშვენიერი მგოსნური სული ცოცხლდება, რომ მისი ნაწარმოებები წარმოგვიდგება როგორც საოცარი სულიერი სიჭარბის ოდენ დაგუბება და გაფორმება და არა ოგორც კეთება, გამოგონება და შენება. მისი შრომის ფრიად დახვეწილი წვრილმანების გვერდით პირდაპირ გამოუცნობია მისივე პირვანდელი ქმნილებების სრულიად არალიტერატურული სავსეობა, სიწმინდე და ბავშვურობა. ალბათ საერთოდ არც ერთი სხვა გერმანელი არ ფლობდა ეგზომ სავსე პოეტურ სულს და ეს ერთიც მსხვერპლად შეეწირა თავისი ეპოქის ქანცისგამცლელ გონს. ის წლები ხომ ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის ნამდვილი დაბადების დროა, განსაკუთრებით ტიკი არის პირველი თანამედროვე წიგნთამწერალი; ასერიგად მოძრავ, ბეჯით, მოქნილ გონებას გერმანიაში არც ერთი ადრეული საუკუნე არ იცნობს. ათენეიზმის დაფუძნებითა და ბერლინური სალონის დაარსებით ჩვენში იწყება ლიტერატურა როგორც ნივთი თავისთვის და მწერლობა როგორც პროფესია. აქედან დამოკიდებული ჩვენ გვყავს რომანისტები, ჟურნალისტები, მთხრობელები, ფელეფონისტები და მთელი ეს ლიტერატურული გონები და გონუკები. თავდაპირველად რომანტიზმის სათუთი კვირტი მსხვერპლად შეეწირა ლიტერატურის ამ კეთებას; ნოვალისის ფაქიზი მცდელობანი დაუნდობლად იქცა გაჩანაგბული ოცი და ოცდაათიანი წლების ახალ რომანტიკოსთა მიერ, რაღა თქმა უნდა ამ ბანდაში არ შეგვყავს ისეთი უწმინდესი ნატურები როგორიცაა აშენდორფი.
დღეს აღარავინ უგდებს ყურს იმ იჭკნარ რომანტიზმს და რომანტიზმის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლას აღარავინ თვლის რეაქციულ ელემენტად. მაგრამ თუ ვინმე დაუკვირდება ჩვენს თანამედროვეთა ნაღვლიან ნოსტალგიას ”ახალი ხელოვნებისა” გამო, მაშინ ახალგაზრდულ წრეებში დაიძებნება ისეთი განწყობანი და მისწრაფებანი, რომელნიც თვალნათლივი სიცხადით მოგვაგონებენ 1800-იანი წლების იმ აღგზნებულ პოეტურ ახალგაზრდობას.
დაბოლოს როგორც იქნა ხელთა გვაქვს ნოვალისის კიდევ ერთი გამოცემა. მხოლოდ მოწონება შეიძლება გამოიწვიოს იმან, თუ ჩვენ ”ახალი რომანტიკოსები” თავის უნარსა და პოტურ პატიოსნებას ამ მივიწყებულ მიცვალებულის ქმნილებით გაზომავენ. ეგების გვყავს ვინმე, ვინაც გაუძლებს ამ დიდი, აღფრთოვანებული ბავშვური თვალების მზერას! ეგების წიგნის ბევრმა მკითხველმა ერთხელაცა ჩამოიშოროს კითხვის მთელი მოდუსი ტექნიკა და ზედაპირულობა და გაბედოს იდუმალ სიღრმეში ჩაყვინთვა. კაცს ეს იმ სიმღერის მელოდიასავით ტკბილ და მტკივნეული მოეჩვენება, რომელიც ბავშვობაში მოუსმენია, ან იმ ყვავილის სურნელს მოაგონებს ბავშვობისას მამისეულ ბაღში რომ უყვარდა და დიდი ხანია დავიწყებას მისცა.
გერმანულიდან თარგმნა - გიორგი ბარამიძემ (1989)
No comments:
Post a Comment