1.03.2013

საერთო, ზოგადი კულტურა ანუ ცოტა-ცოტა ყველაფერზე ლაპარაკის ევროპული ხელოვნება - 2. შუა საუკუნეები:

ბარაბაროსებად წოდებული ხალხების შემოსევების შედეგად ანტიკური ცივილიზაცია დაემხო. უმთავრესად გერმანელი //ოსტროგოთები, ვიზიგოთები, ვანდალები// დამპყრობლები ორგანიზებული არიან ტომებად. მათ არა აქვთ წარმოდგენა ადმინისტრაციაზე, აბსტრაქტულ სახემწიფოზე, მასშტაბურ ვაჭრობაზე თუ კულტურულ გაცვლაზე.


მათ აქვთ შესანიშნავი ზეპირი ტრადიცია, ფოლკლორი, საკმაოდ მაღალი დონის ხელოსნობა, მაგრამ ყველაფერი ეს ვერ შეედრება გვიანანტიკური ხანის სირთულეს.

ზოგი დამპყრობელი, მაგალითად კონსტანტინეპოლში აღზრდილი ოსტროგოთი თეოდორიხი ან ფრანკი კლოვისი //Clovis// რომელშიც საფრანგეთი სცნობს ან ფიქრობს რომ სცნობს თავის ძალიან შორეულ მამა-დამფუძნებელს,

თანაარსებობენ რომაელებთან და ასე ახერხებენ ძველი ცივილიზაციის ნამსხვრევების შეთვისებას და გამოყენებას.

მაგრამ ეს საბოლოო ანგარიშით ეფემერული მცდელობები ვერ ახერხებს კულტურული დაცემის შეჩერებას.

სოფლებში ცხოვრების დონე ზოგი თვალსაზრისით ეცემა ბრინჯაოს ხანის ცხოვრების დონემდე. ესაა დიდი ქალაქური ცენტრების როგორც ასეთების დასარული.

ზოგი ქალაქი გადარჩა დიდი სოფლების სახით, ზოგიც სულ გაქრა.

კატასტროფას ანტიკური ინსტიტუტებიდან გადაურჩა მხოლოდ ეკლესია. ძველთა ფილოსოფიის,ლიტერატურის და მეცნიერების ნარჩენებს შეინახავენ განსაკუთრებით მონასტრები.

დასავლური ცივილიზაცია ფეხზე თანდათანობით წამოდგება სწორედ ეკლესიის წყალობით.


რას ვუწოდებთ შუა საუკუნეებს?
ეს პერიოდი მოიცავს ანტიკური კულტურის დამხობის ხანას და მომდევნო პერიოდს,აღდგენის ხანგრძლივ და შრომატევად ძალისხმევას რაც გრძელდება აღორძინების ხანის დადგომამდე.

შუა საუკუნეები, ამდენად, იწყება მეხუთე საუკუნის დასასრულისთვის და მთავრდება მე-16 საუკუნის გარიჟრაჟზე.

ისტორია ადრეულ შუა საუკუნეებს //უკანდახევის, დაცემის პერიოდი,Haut Moyen Age// განასხვავებს გვიანი შუა საუკუნეებისგან //აღდგენის ღანა, Bas Moyen Age// ძნელია პირველი პერიოდის დასასრულის და მეორე პერიოდის დასაწყისის ზუსტი თარიღების დადგენა. ზოგი რამდენადმე თვითნებურად მათ შორის ზღვრად თვლის 1000 წელს. ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს.

ადრეული შუა საუკუნეები:
თავიდან გერმანულ ტომთა კონფედერაციის ბელადი კლოვისი //465-511// აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავშირი კათოლიკურ ეკლესიასთან,ერთადერთ ინსტიტუტთან რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შედარებით ეფექტური და აწყობილი ადმინისტრატიული აპარატი.

კლოვისმა ძალის, ეშმაკობის და ღალატის მეშვეობით დაიპყრო ფაქტიურად მთელი ძველი გალიის  //ძველი საფრანგეთის// მომცველი ტერიტორია და ეკლესიის დახმარებით მოახერხა ორგანიზებული სახელმწიფოს მონახაზის შექმნა.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ ცნებას მონახაზი იმიტომ რომ კლოვისის სახელმწიფო ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო ჩვენთვის დღეს ნაცნობი აბსტრაქტული სახელმწიფოსგან.

კარლოს დიდს გვირგვინს
ადგავენ რომში
მიუხედავად ამისა ფრანკთა სამეფო უკვე იყო რაღაც პროგრესი ტერიტორიის უბრალოდ ძალით ეფემერულად დაპყრობასთან შედარებით.

ეკლესიის მხარდაჭერა კლოვის აძლევს უზომო პრესტიჟს, რასაც ადასტურებს სისხლიანი ბელადის მონათვლა რეიმსში.

ამ მოვლენას ეხლახანს პატივი მიაგეს დიდად გადაჭარბებული ზარ-ზეიმით.

კლოვისის მემკვიდრეების //მეროვინგთა დინასტია// სამეფო როგორც განიცდიდა დამარცხებებს ისე იმარჯვებდა და ასე ინარჩუნებდა თავს.

751 წელს პიპინ მოკლემ ტახტიდან გადააყენა მეროვინგთა უკანასკნელი მეფე ქილდერიკ მესამე და დააფუძნა ახალი //კაროლინგთა// დინასტია რომელსაც ეს სახელი დაერქვა პიპინის მამის, არაბების ტურთან და პუატიესთან დამამარცხებელი //732// კარლოს მარტელის სახელის თანახმად.

პიპინის უფროსი შვილი კარლოს დიდი //747-814// ყველა თვალსაზრისით იყო კაროლინგთა დინასტიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

კლოვისის მსგავსად ეკლესიაზე დაყრდნობით კარლოს დიდმა გააცნობიერა რომ მხოლოდ ეკლესია ფლობს იმას რაც დარჩა ცოდნისგან და კულტურისგან და ესაა მისი ძალა.

კარლოს დიდი
ანტიკური ცივილიზაციის დამხობის შემდეგ კარლოს დიდი იყო პირველი ვინც მიხვდა რომ განათლება არაა მხოლოდ სამღვდელოებისთვის განკუთვნილი უსარგებლო ფუფუნება და რომ განათლება არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო ხელისუფლების განმტკიცების და განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება.

ის თავიდან მეომარი არისტოკრატების მსგავსად უწიგნური იყო და მან არ იცოდა წერა-კითხვა. ეს არისტოკრატები თვლიდნენ რომ წერა-კითხვის ცოდნა არის ქალაჩუნა მღვდლების ხვედრი.

შემდეგ კარლოს დიდმა ენერგიულად მოკიდა ხელი განათლების გავრცელებას და უწიგნური მმართველი ფენის ცნობიერების შეცვლას.

მას მხარს ეკლესია უჭერდა და ამ შეერთებული ძალისხმევის შედეგად ევროპამ დაიწყო ფეხზე წამოდგომა იმ წარმოუდგენელი რეგრესიდან რომელშიც ის ჩასძირა ბარბაროსთა შემოსევებმა.

პაპმა 800 წელს რეიმსში კარლოს დიდი აკურთხა რომაელთა იმპერატორად.

კარლოს დიდი,დასავლეთის
იმპერატორი
ამ განახლებას უწოდებენ კაროლინგურ რენესანსს. ისაა უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩვენს ისტორიაში და ის სათანადოდ უნდა დავაფასოთ.

წერა-კითხვის არცოდნა ნორმად დარჩა. დრო იყო საჭირო იმისთვის რომ ეკლესიის გარეთ მყოფ წარჩინებულებს ესწავლათ წერა-კითხვა. კომერცია ისევ დარჩა წინაისტორიულ დონეზე, ბატონობდა ნატურალური გაცვლა და მონეტა თითქმის არ არსებობდა. ზნე-ჩვეულებები უკიდურესად უხეში იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაში თავს იჩენდა დღეს წარმოუდგენელი ძალადობა.

მაგრამ კარლოს დიდის მიერ დაწყებულ კულტურულ განახლებას მოჰყვა გაგრძელება და თანდათანობით აღდგა ბარბაროსების მიერ რომის დამხობის შემდეგ დაკარგული ცივილიზაცია. დროთა მანძილზე რიტმი აჩქარდა.

კაროლინგურმა რენესანსმა დაიწყო პროცესი რომელიც 7-ოდე საუკუნის შემდეგ დასრულდა ნამდვილი რენესანსით.

კაროლინგური რენესანსი არის გარდატეხა, მაგრამ პირველი რომანული კათედრალები და ფეოდალობა ჩნდება მე-11 საუკუნის გარიჟრაჟზე. სწორედ ესაა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი შუა საუკუნეების მთავარი ატრიბუტები.

კაროლინგური რენესანსი, მაშ ერთმანეთთან აკავშირებს ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეებს.

კაროლინგური რენესანსი
კარლოს დიდი ფრანგი იყო თუ გერმანელი?
ფრანგები კარლოს დიდს თვლიან ფრანგად. მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის განმცდელ გერმანელებს პატრიოტული გზნების ფრთები შეაჭრეს მაგრამ ისინიც ცოტა უფრო ნაკლებად მაგრამ კარლოს დიდს გერმანელად თვლიან.

როგორც არ უნდა იყოს კარლოს დიდი ეკუთვნის გერმანულ დიალექტზე მოლაპარაკე ფრანკების ეთნოსს //ფრანკები არ უნდა გავაიგივოთ ფრანგებთან//.

ამ სუვერენის სამეფო მოიცავს გალიას //ძველი საფრანგეთი// და მომავალი გერმანიის დიდ ნაწლს. კარლოს დიდი არც ფრანგია და არც გერმანელი.

ცნება "ფრანგი" გაჩნდა მხოლოდ 1080 წელს.

კარლოს დიდი გარდაიცვალა 814 წელს და მისი იმპერია გაინაწილეს მისმა შვილებმა. გაჩნდა ფრანკთა დასავლეთის და აღმოსავლეთის სამეფოები.

დასავლეთ ფრანკთა სამეფო //იქ ლათინური, თუნდაც გადაგვარებული, შენარჩუნებულია// გადაიქცევა საფრანგეთად.

აღმოსავლეთ ფრამკთა სამეფოდან განვითარდება გერმანია.

ზოგის აზრით კარლოს დიდის იმპერია რომ არ დაშლილიყო ერთიანი ევროპა-ერისადმი კუთვნილების იდეა გამოჩნდებოდა მე-9 საუკუნიდან. მაგრამ ა პოსტერიორი ამის დადგენა ძნელია.
-------------------------------------------------------------------------

შუა საუკუნეების მრავალი წყაროს თანახმად კი ფრანკები იყვნენ ძველთაძველი ტროადან გადარჩენილი და რომის დამაარსებელი ტროელი ენეოსის კომპანიონი ფრანკუსის //ფრანკიონის (Francus,,Francion ) შთამომავლები

და პარიზს ჰქვია ტროელი პარისის სახელი. ამაზე იხილეთ ქვევით დართული წერილი//.

ტროას მეფე პრიამისა და
 ჰეკუბას უმცროსი ვაჟიშვილი 
პარისი,Wolfgang Petersen-ის 
ფილმიდან , პარისის როლში
 Orlando Bloom
მითები პარიზის წარმოშობის შესახებ:
პარიზელები უმადურები არიან. მისი ქუჩების დამამშვენებელ ლურჯი მინანქრის 5400 ნიშანს შორის არც ერთს არ აწერია რიგორის (Rigord) სახელი.
არა და XII საუკუნის ბოლოს «Gestae Philippi  Augusti »-ს დამწერმა სენ-დენის მონასტრის ამ ბერმა, ავტორმა ნაშრომისა რომელიც ყვება ჰუგო კაპეტის VI მემკვიდრის მეფობის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, დიდი პატივი მიაგო პარიზს იმით რომ ილაპარაკა პარიზის დაარსებაზე ტროელთა მიერ, როგორც უკვე გააკეთეს ეს გრეგუარ დე ტურმა (Gregoire de Tours ) VI საუკუნეში და ემონ დე ფლერიმ (Aimon de Fleury) XI საუკუნეში.

მაგრამ მაინცდამაინც რას გვეუბნება სენ დენის ბერი? იმას რომ 23 000მა ტროელმა ჰერცოგი იბორის (Ybor) ხელმძღვანელობით ძვ.წ. 895 წელს დატოვეს დუნაის სანაპიროზე აგებული ქალაქი სიკამბრია (Sycambria ). რომ ჯარმა გაიარა გერმანია და დამკვიდრდა ლუტეციაში (უძველეს პარიზში) სადაც იბორმა და მისმა მეომრებმა ან მეფე პრიამის ვაჟი და ელენე მშვენიერის მაცდუნებელი პარისის ან ბერძნული სიტყვა «პარისიას» (გამბედაობა) მოგონებით მიიღეს პარიზელების სახელი. ა.წ.376 წელს, ესე იგი ლუტეციის დაარსებიდან 1270 წლის შემდეგ, აგრძელებს რიგორი, ვინმე მარკომირის სარდლობით გალიაში შევიდნენ და ლუტეციაში დამკვიდრდნენ სხვა, ამასობაში ფრანკ მეომრებად გადაქცეული ტროელები. მასპინძლებს არ უნანიათ. მარკომირმა, ისევ რიგორის თანახმად, მათ ასწავლა ომის და ქალაქების გამაგრების ხელოვნება და და მთელი თავისი ავტორიტეტი გამოიყენა რათა ფრანკების პირველი მეფე გამხდარიყო მისი შვილი ფარამონი (Pharamond). ფარამონმა სახელი შეუცვალა ქალაქს (სიტყვა ლუტეცია მომდინარეობდა ლათინური სიტყვიდან «ლუტუმ», რაც ნიშნავს ტალახს და მას დაერქვა სიბინძურის გამო). ლუტეციას ამიერიდან ეწოდა პარიზი (სიტყვიდან «პარეს», «თანასწორები»), რათა აღენიშნა ორი მოსახლეობის კავშირი.

გამჭრიახი არაისტორიკოსიც კი მიხვდება რომ მცირე აზიიდან გაძევებეული ტროელების მიერ ლუტეციის დაარსების ამბავი არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ეს მითი გაიმეორეს და შეავსეს ფილიპ ავგუსტეს კაპელანმა გიომ ლე ბრეტონმა და გიომ დე ნანჟიმ მის «საფრანგეთის მეფეების შემოკლებულ ქრონიკაში». არ უნდა დაგვავიწყდეს არც ჟან სან-ვიქტორი,რომელიც თავის «Memoriale  historiarum»-ში ლუტეციის შექმნას ათარიღებს ძვ.წ.830 წლით (895-ის მაგივრად).

დედაქალაქი პარიზისათვის დიდი წარმომავლობის და ამდენად დიდი პრესტიჟის მინიჭების ეს ჯიუტი სურვილი როგორც წესი ჟღერს როგორც პოლიტიკური პროგრამა. «პარიზის წარმოშობის დაკავშირება ანტიკური ხანის მითოლოგიურ ტრადიციასთან დღეს ჩვენს ღიმილს იწვევს მაგრამ შუა საუკუნეების დიდი მემატიანეები მიმართავენ პროპაგანდას და ქმნიან მთელ იდეოლოგიას.

ისინი პარიზს უქმნიან სახელოვან წარსულს და ამით ამკვიდრებენ მისი როგორც სამეფოს დედაქალაქის ლეგიტიმურობას იმ დროს როდესაც ის რაც გადაიქცევა ეროვნულ ტერიტორიად სულაც არაა გაერთიანებული და გაკონტროლებული» , ხსნის პარიზის კარნავალეს მუზეუმის მემკვიდრეობის მცველი სილვი რობა (lusée Carnavalet, Sylvie Robin ). პარიზისთვის ესოდენ დიდებული საწყისის მინიჭება მას აძლევს სახელოვანი წარმოშობის რომთან (რომიც ხომ ლეგენდის თანახმად ტროელი ენეოსის მიერ იყო დაარსებული, მთარგმნელი) გაჯიბრების საშუალებას, განადიდებს პარიზის სტატუსს და ის აჰყავს დიდი ქალაქების რანგში.
 
XIV საუკუნე ნაკლებად გამომგონებელია. კარლოს მეხუთის მრჩეველი
რაულ დე პრესლი წერს ანტიკური წყაროების კომპილაციას, ლაპარაკობს პარიზის რომაულ წარმომავლობაზე.

მიუხედავად ამისა XV საუკუნეში ვრცელდება მრავალი ანონიმური ტექსტი და ჩნდება მრავალი ანონიმი ავტორი რომლებიც განადიდებენ და ხოტბას ასხავენ
პარიზის არა რომაულ, არამედ ტროულ წარსულს.  

XVI საუკუნეც პოულობს პარიზელთა სახელოვან წინაპრებს. ლუი XII-ის მეფობისას პოეტი ჟან ლემერ დე ბელჟი (Jean Lemaire de Belges ) წერს თხზულებას «გალიის სურათები და ტროას თავისებურებები» («Illustrations de Gaule et singularités de Troye », 1512-1513) რაც რომში სწრაფად გადაიქცა ბესტსელერად. ლემერმა იპოვა XV საუკუნის ბოლოს იტალიელი დომინკანელი ანნიუს ვიტერბეს ტექსტები. ვიტერბეს თქმით მას ჰქონდა პტოლემეების დროს ეგვიპტის ისტორიის დამწერი ეგვიპტელი ქურუმი მანეთონის ტექსტები და ამასთან ერთად ძვ.წ.III საუკუნეში ბაბილონში მცხოვრები ბაალის ქურუმი ბეროზის ნაწერები რომლებს შორისაც იყო ასტრონომიის და ასტროლოგიის ტრაქტატები. 1497 წლიდან გამოქვეყნებულ ალბათ თვითონ ანნიუსის მიერ დაწერილი ტექსტების თქმით ევროპელ ხალხთა უმეტესობა არის ნოეს შვილი იაფეტის შთამომავალი. ამ ნაწერებზე დაყრდნობით ლემერი ამტკიცებს რომ პარიზი დაარსდა და აიგო ტროას დაფუძნების შემდეგ 70 წელს და მიწიდან უნდა ამოზრდილიყო წარღვნამდე 900 წლით ადრე, ესე იგი რომზე ბევრად უფრო ადრე. რონსარი (Ronsard) მის «ფრანსიადაში» («Franciade») რომის მამა ენეოსის კომპანიონ ფრანკუსში თუ ფრანკიონში (Francus,,Francion ) ხედავს პარიზის დამფუძნებელს.

ეს ლეგენდარული ტრადიცია ფრანგთა შეგნებაში გადაშალეს, მაგრამ როგორც ხედავთ ბოლომდე ვერ მოკლეს განმანათლებლებმა და ახალი დროის მოღვაწეებმა. ამის ამოკითხვა შეგიძლიათ შესანიშნავ ფრანგულ ჟურნალში «მეცნიერებისა და სიცოცხლის რვეულები», მის სპეციალურ ნომერში «პარიზი ყვება ლუტეციას,, 2009 წლი ივნის-ივლისის ნომერი 111.
---------------------------------------------------------------------------------------------------

განვითარებული შუა საუკუნეები //Le Bas Moyen Age//:
შუა საუკუნეები ჩვენ არსებითად გვაინტერესებს ფეოდალობის და ჯვაროსნული ომების ასპექტებით.

ფეოდალური სისტემა:
მისი რუდიმენტარული ფორმა გამოჩნდა, მე-11 საუკუნის გარიჟრაჟზე.
მეფეს მეფობისთვის სჭირდებოდა გარკვეულ პიროვნებათა ერთგულება და მორჩილება. ეს კი სამაგიეროს მოითხოვდა. იმ დროს ფული არ ტრიალებდა და მეფე თავის ერთგულ და მორჩილ ქვეშევრდომებს ერთგული სამსახურის სანაცვლოდ ურიგებდა მეტ-ნაკლებად დიდ მიწებს-მამულებს.

ასე შეიქმნა დიდ მემამულეთა კლასი, არისტოკრატია, მეფის ხელისუფლების უშუალო საყრდენი.

თავისი საკუთარი რეგიონალური ხელისუფლების განსამტკიცებლად //ჰერცოგები, მარკიზები, გრაფები...// ასევე იკრებდნენ ირგვლივ უკვე თავის ერთგულ ქვეშევრდომებს რომლებსაც ასევე მიწებს ურიგებენ.ესაა უფრო დაბალი დონის არისტოკრატია, თუ რამდენადმე გავამარტივებთ, "რაინდობა".

ყველა ეს დიდი და პატარა მემამულე ცხოვრობს გლეხების მიერ დამუშავებული მიწებით.გლეხები კი თავიდან თავისუფლები არიან მაგრამ დროთა მანძილზე დაკარგავენ მას.

ე.წ. ბარბაროსული ხანიდან მომდინარე ტრადიცია მოითხოვს რომ ყოველმა თავისუფალმა ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ომში. არადა გლეხისთვის ეს შეუძლებელი იყო ყოველდღიური ძალადობის ამ ხანაში.

ომის მდგომარეობა ქრონიკული იყო და ბრძოლებში სისტემატური მონაწილეობა არ აძლევდა გლეხს მიწის დამუშავების საშუალებას. ამ ვითარებაში გლეხმა უარი თქვა თავის თავისუფლებაზე.

გლეხი გახდა მემამულის ყმა და მემამულე სანაცვლოდ შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდა გლეხის უსაფრთხოებას.   

მანამდე არნახული სოციალური ურთიერთობა, ყმობა, იყო ერთგვარი ნახევრად მონობა. ნამდვილი მონისგან განსხვავებით გლეხს ინდივიდუალურად ვერ გაყიდნენ, მაგრამ როდესაც მიწათმფლობელი ყიდდა თავის მიწას მიწასთან ერთად იყიდებოდა მასთან დაკავშირებული გლეხიც.

საფრანგეთში ყმობა ოფიციალურად გააუქმა მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციამ... ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში კი გლეხებმა ადამიანის უფლებების განხორციელება შესძლეს მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში...

განვითარებული შუა საუკუნეების დიდად საკამათო ეპიზოდი - ჯვაროსნული ომები:
1071 წელს თურქ-სელჩუკებმა დამამცირებლად დაამარცხეს ბიზანტია. მთელი მცირე აზია დაიპყრეს მაჰმადიანებმა. ამ პირობებში სალოცავი მოგზაურობა იერუსალიმში და საქრისტიანოს წმინდა ადგილებში თითქმის შეუძლებელი გახდა.

რომის პაპმა მაშინ დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა იერუსალიმის განთავისუფლებისკენ. ასე მოეწყო მრავალი სამხედრო ექსპედიცია.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა //სინამდვილეში მეორე, მაგრამ ჩვენ ანგარიშს არ ვუწევთ ხოლმე იმთავითვე მარცხისთვის განწირულ პიერ დამიანის ლაშქრობას// რომელსაც 1096 წლიდან ატარებდა გოდფრუა დე ბუიონი წარმატებით დასრულდა.

1099 წელს ჯვაროსნებმა დააარსეს იერუსალიმის სამეფო რომლის ირგვლივაც, მცირე აზიაში და ლევანტში, იყო ქრისტიანულ სამთავროთა გარკვეული რაოდენობა.

მაგრამ ეს წარმატება ეფემერული იყო. მარცხით დამთავრდა 7 სხვა ჯვაროსნული ლაშქრობა რომელთა მიზანიც იყო აღმოსავლეთში ქრისტიანთა ყოფნის განმტკიცება და შემდეგ მისი შეუქცევადი დეკადანსისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
1187 წლიდან მაჰმადიანებმა სალადინის სარდლობით დაიბრუნეს იერუსალიმი,.

1270 წელს დამარცხდა საფრანგეთის მეფე წმინდა ლუი და წმინდა ადგილების განთავისუფლების გეგმა საბოლოოდ იქნა უარყოფილი.

ჯვაროსნული ლაშქრობების ნამდვილი მიზნები კამათის საგნადაა ქცეული.

ზოგის აზრით რელიგიური მიზანი მხოლოდ საპატიო საბაბი იყო და მის უკან იმალებოდა წმინდა ეკონომიკური და კომერციული მიზნები.

რამოდენიმე ათეული წლის წინ ეს თვალსაზრისი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული. მაგრამ დღეს საქმე უფრო რთულად წარმოგვიდგება,

მე-11 საუკუნეში და მის შემდეგ რელიგიური გრძნობა ძალიან ძლიერი იყო. ადამიანებს ეშინოდათ შეჩვენებისა და ჯოჯოხეთისა და იმ დროს სალოცავად ჩასვლა იერუსალიმში ითვლებოდა ხსნის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.

ასე რომ ჯვაროსნებში იყო გულწრფელობაც, მაგრამ რა თქმა უნდა არ მხოლოდ ის.

ცხადია რომ ჯვაროსნების მიერ იერუსალიმიდან 500 კილომეტრის მოშორებით სამთავროების დაარსებას ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო წმინდა საფლავთან.

რაც შეეხება მაჰმადიანთა მიერ რეგიონის დაპყრობას ის ხელს უშლიდა როგორც მლოცველებს ისე დასავლეთ-აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს.
----------------------------------------------------------------------------- 
Karl Martell
ჩანართი:
მაგრამ დასამატებელია შემდეგიც:  711-718 წლებში არაბებმა //ომეიადებმა// დაიპყრეს პირენეის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი და მოსპეს ვესტგოთთა სამეფო. თითქმის მთელი პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ 719 წელს არაბთა არმიამ ალ-სამხ-იბნ-მალიკის სარდლობით გადაიარა პირენეები, აიღო იქ არსებული სიმაგრეები და შეიჭრა გალიაში //თანამედროვე საფრანგეთი//. 720 წელს არაბებმა აიღეს ნარბონა რომელშიც დააყენეს არაბული გარნიზონი. ნარბონა იქცა ბაზად შემდეგი დაპყრობებისთვის გალიაში. იმავე წელს არაბებმა აიღეს სეპტიმანიის დანარჩენი ქალაქები //ვიკიპედია//.

მოკლედ წმინდა ომის შესახებ არაფრის მცოდნე ფრანკები წააწყდნენ ველურ არაბულ მცირე ჯიხადს რომელმაც კინაღამ მთელი ევროპა წალეკა.

რომ არა კარლოს მარტელი ევროკავშირის მაგივრად არაბული კავშირი იქნებოდა. ამან მისცა ბიძგი წმინდა ომის ქრისტიანული დოქტრინის, ჯვაროსნული ომების იდეის ჩამოყალიბებასაც //გ.მ.//.

მადლობა ღმერთს ევროპა გადარჩა!!!

------------------------------------------------------------------------------------

ჯვაროსნული ომების დროს არც ისე დიდი ხნის წინ ცოტათი ცივილიზებულმა ბარბაროსებმა აღმოაჩინეს არაბული და ბიზანტიური ცივილიზაციები მთელი მათი მეცნიერებით, მედიცინით, ლიტერატურით, ხუროთმოძღვრებით, თავაზიანობით, ცხოვრების წესით, კულინარული თუ სხვა ხელოვნებით და უამრავი რამ ისწავლეს მათგან.

სწორედ ჯვაროსნული ლაშქრობებიდან ამოიზარდა კათედრალების გოთური სტილი, ტრუბადურთა სიმღერა და პოეზია, მომზადება საჭმლისა რაც არ დაიყვანება უბრალო შეხრაკვაზე, ქალთა პატივისცემა, ადამიანთა ურთიერთობების გამაადვილებელი ყოველდღიური ზრდილობა და თავაზიანობა. ისევ გაჩნდა გერმანელ და არაგერმანელ ბარბაროსთა შემოსევების დროს დაკარგული ცივილიზაციის ცნება. დიდად შეიცვალა ევროპელთა მსოფლმხედველობაც. ისევ გაიგეს მასშტაბური ვაჭრობის და კულტურული გაცვლის მნიშვნელობა.

1280 წლისთვის უარყვეს ჯვაროსნული ლაშქრობების ბოლო პროექტები. გავიდა ორასიოდე წელი და დაიწყო ის რასაც ვუწოდებთ აღორძინების ხანას.

თითქმის 500 წლის წინ მორიდებულად დაწყებული კულტურული ევოლუცია დიდად და წარმოუდგენლად დაჩქარდა.

შუა საუკუნეები ჩვენთვის არის "სხვა სამყარო":

შუა საუკუნეების ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება საგმირო პოემებით //Chanson de geste//,კრეტიენ დე ტრუას პერსევალი, ანონიმური სიმღერა როლანდზე.... ამ შემთხვევებში ლაპარაკია წარსული ხანის რაინდულ იდეალთა გამდიდებაზე.



არაფერი აქვს საერთო თანამედროვე დრამატულ ხელოვნებასთან შუა საუკუნეების ხალხურ თეატრს, უფრო უხეშ ფარსებს ან რელიგიურ წარმოდგენებს.

ჩვენთვის უცხოა შუა საუკუნეების თეოლოგიას და არისტოტელეს ავტორიტეტს დამორჩილებული ფილოსოფიაც.

ჩვენ ვერ ვიზიარებთ ადამიანზე შუა საუკუნეების წარმოდგენასაც და აზრს რომლის თანახმადაც ცოდვილი მიწის ხვედრია უბადრუკი არსებობა.

რენესანსმა შეგნებულად შეაქცია ზურგი შუა საუკუნეებს და ხაზი გაუსვა ადამიანის მნიშვნელობას. მე-14 საუკუნიდან ისტორია თანდათანობით იძენს ჩვენთვის ნაცნობ სახეს //იმ ხანაში როდესაც პრეზიდენტობიდან აგდებენ ქრისტიან შარლ დე გოლს და სორბონას კედლებზე კიდებენ მარქსის, ლენინის და მაოს სურათებს, როგორც იყო ეს პარიზის 1968 წლის მაისში ასეთი დასკვნის ნახვა საკვირველი არაა.

მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ შუა საუკუნეებში ეკლესიამ  რომაული ცივილიზაციის მომასპობ ბარბაროს მეომრებს ასწავლა ქალის, უფროსის, სუსტის, ქვრივ-ობლის და წიგნიერების პატივისცემა და ეს კარგია.

ამას გარდა მან  არა მარტო კათედრალების სახით დატოვა განუმეორებელი სილამაზე და არც ესაა ცუდი. რაც შეეხება აღორძინებას მაშინ მედიჩების კარზე თავს შეფარებულმა ბიზანტიელმა მღვდელმა გიორგი პლეთონმა გააღვივა დიდი ინტერესი პლატონიზმისადმი რაც აიტაცეს მარსილიო ფიჩინომ და პიკო დელა მირანდოლამ და ამას არ ჰქონია ცუდი შედეგები. ქრისტიანებს საზოგადოდ უყარდათ მათი შემოქმედი ღმერთის მიერ შექმნილი მშვენიერი სამყარო და ამანაც მისცა ბიძგი თანამედროვე ეკოლოგიის განვითარებას. სამწუხაროდ ევროპელ ბავშვებს ამას არ ეუბნებიან ხოლმე და ეს არ უნდა დავუმალოთ ჩვენს ბავშვებს, გ.მ.//.

გაგრძელება იქნება.            

No comments: