1.26.2013

კატასტროფის ლოდინზე

ლავლოკის აზრით ჰავის ცვლილებები შეუქცევადია და ჩვენთვის ნაცნობი ცივილიზაცია შეიძლება ვეღარ გადარჩეს...

პირველ რიგში დაიღუპებიან არასოლიდარულ, გამოთაყვანებულ,გაბოროტებულ და ერთმანეთს დარეულ ჯგუფებად დაჯიჯგნილი საზოგადოებები !!!



http://www.eternalmind.ru/index.php?option=com_content&task=view&id=614&Itemid=2
Глобальная климатическая катастрофа уже неизбежна?
Вечный Разум

პირველ რიგში დაიღუპებიან არასოლიდარულ, გამოთაყვანებულ, გაბოროტებულ და ერთმანეთს დარეულ ჯგუფებად დაჯიჯგნილი საზოგადოებები!!!

ცნობილი ბრიტანელი სწავლული და ოდესღაც მწვანეთა გურუ ჯეიმს ლავლოკის აზრით კატასტროფა გარდაუვალია. დღეს ჯეიმს ლავლოკს აკრიტიკებენ იმიტომ რომ მან მოუწოდა ატომურ ენერგიაზე მასობრივად გადასვლისკენ.
 ჯეიმს ეფრეიმ ლავლოკი //James Ephraim Lovelock; 1919 წლის 26 ივლისი//. ბრიტანელი მეცნიერი,ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი,დამოუკიდებელი მკვლევარი, სპეციალისტი ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის,ეკოლოგიის სხვადასხვა სფეროებში, ეხლა ცხოვრობს კორნუელში, ინგლისში. სახელი გაითქვა იმით რომ შექმნა ჰიპოთეზა გეა რომლის თანახმადაც დედამიწა ფუნქციონირებს როგორც სუპერორგანიზმი, არის  არსებული ეკოლოგიური ორგანიზაციების და დოქტრინების კრიტიკოსი და აქტიურად ემხრობა ატომური ენერგიის გამოყენებას.

ლავლოკი არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი და ღირსების კავალერთა ორდენის კავალერი //ვიკიპედია//.  
ჯეიმს ლავლოკის წიგნი
"გეას რევანში"
Опубликовано Paisii PROTO@ на 17 Январь, 2009
2008 წელს გამოვიდა დ.ლავლოკის წიგნი «გეას რევანში» (“The Revenge of Gaia”).

ამ წიგნის მრავალი თეზისი დაგვაფიქრებს იმაზე თუ რა უნდა ასწავლოს ეკოლოგიურმა განათლებამ და განათლებამ მდგრადი განვითარებისთვის. არა გვგონია რომ ეს წიგნი ითარგმნოს ქართულად ან გამოჩნდეს ორიგინალში საქართველოს წიგნის მაღაზიებში. ამიტომ საინტერესოა ავტორის რამოდენიმე აზრის გაცნობა.

არა მგონია რომ ჯეიმს ლავლოკის სახელი ბევრმა იცოდეს საქართველოში. არადა სწორედ ეს ბრიტანელი მეცნიერო არის ავტორი « გეა-ჰიპოთეზისა »,სამეცნიერო მეტაფორისა რომელიც დედამიწის ზედაპირს განიხილავს როგორც დინამიურ ფიზიოლოგიურ სისტემას,თავისებურ « მეგა-ორგანიზმს ».

1970-ამ წლებში,როდესაც გზას ჯერ კიდევ იკაფავდნენ ჰოლისტური,სისტემური შეხედულება რთულ სტრუქტურებზე და ქაოსის თეორიები მეცნიერთა უმრავლესობას ყურადღება არ მიუქცევია გეა-ჰიპოთეზისთვის.

მეცნიერებას ისევ ერჩივნა მთლიანობის დანაწევრება მრავალ კომპონენტად და ამ კომპონენტთა გროვაში ხშირად ვერ ხედავდა მთლიანობას....

დედამიწაზე სიცოცხლის გეა-ჰიპოთეზას თვალსაზრისით ამხსნელმა სპეციალისტებმა ახსნეს მანამდე გაუგებარი ბევრი ფენომენი. ამ ფენომენებს შორის,მაგალითად, ასეთებია:

როგორ დარჩა დედამიწის ზედაპირი შედარებით გრილი მაშინ როდესაც დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის დროიდან მზის სიკაშკაშე თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა?

როგორ მოქმედებენ ცოცხალი ორგანიზმები როგორც დედამიწის მიკროკლიმატზე ისე მაკროკლიმატზე?

მეცნიერთა მსოფლიო საზოგადოებამ 2001 წელს დე ფაქტო აღიარა გეა-ჰიპოთეზა. ამსტერდამში ჩატარებულმა საერთაშორისო კონფერენციამ ჰავის შეცვლის შესახებ მიიღო ლავლოკის მიერ 30 წლის წინ შეთავაზებული განსაზღვრება:

«დედამიწა იქცევა როგორც ერთიანი თვითრეგულირებადი სისტემა რომელიც შედგება ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ადამიანური კომპონენტებისგან.».

30 წლის წინ მეცნიერი ლავლოკი მიხვდა რომ დედამიწას აქვს პლანეტარული საკონტროლო სისტემა რომელიც ეკოლოგიას იცავს სიცოცხლისთვის ვარგის მდგომარეობაში. მან ამ მოვლენას უწოდა გეა//ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი დედამიწის სახელი//. ლავლოკის თეორია იქცა ერთ-ერთ საყოველთაოდ მიღებულ თეორიად.

ეხლა ის თვლის რომ ადამიანის მოქმედება ბუნებრივი გარემოს წინააღმდეგ ამ მექანიზმს მიმართავს და ამუშავებს კაცობრიობის და საერთოდ დედამიწაზე სიცოცხლის წინააღმდეგ. 

ლავლოკი ასკვნის რომ ჰავის ცვლილების პრობლემა გადაუჭრელია და სიცოცხლე დედამიწაზე აღარასოდეს იქნება ძველებური.

ლავლოკის აზრით ჰავის ცვლილებები შეუქცევადია და ჩვენთვის ნაცნობი ცივილიზაცია შეიძლება ვეღარ გადარჩეს...

В прошлом году вышла в свет книга Д. Лавлока «Реванш Геи» (“The Revenge of Gaia”). Многие тезисы этой книги заставляют задуматься о том, чему же и как должно учить экологическое образование и образование для устойчивого развития. Трудно предположить, будет ли «Реванш Геи» в ближайшее время переведена на русский язык или доступна в наших магазинах в оригинале. В этой связи мы посчитали полезным поделиться несколькими мыслями этого автора.
Имя Джеймса Лавлока в России известно меньше имени «Гея». А ведь именно этот британский ученый является автором «Гея-гипотезы» – научной метафоры, рассматривающей поверхность нашей планеты как динамическую физиологическую систему, своеобразный «мега-организм».
В семидесятые, когда холистический, системный взгляд на сложные структуры, теории хаоса, еще пробивали себе дорогу, Гея-гипотеза не была принята во внимание большинством ученых. Наука все еще предпочитала расчленять целое на множество компонентов, и в их груде часто не могла увидеть целого…
Специалисты, рассматривающие жизнь на Земле с точки зрения Гея-гипотезы, смогли объяснить многие до того непонятные феномены. Среди них, например, такие: 
  •     каким образом поверхность планеты смогла оставаться относительно прохладной, несмотря на то, что с момента зарождения жизни на Земле яркость Солнца увеличилась почти на 30%?
  •     каким образом живые организмы могут влиять на формирование не только микроклимата, но и макроклимата нашей планеты?
В 2001 году Гея-гипотеза была де-факто признана мировым научным сообществом, когда, в итоговой декларации международной конференции по изменению климата в Амстердаме, было дано определение, предложенное Лавлоком тридцать лет ранее: «Земля ведет себя как единая, саморегулирующаяся система, состоящая из физического, химического, биологического и человеческого компонентов».


პირველ რიგში დაიღუპებიან არასოლიდარული, გამოთაყვანებული,გაბოროტებული და ერთმანეთს დარეული ადამიანებისგან შემდგარი,მოკლედ ანდროპოვის წიწილების მეთოდებით დემოკრატიზებული საზოგადოებები !!!

ცნობილი ბრიტანელი სწავლული და ოდესღაც მწვანეთა გურუ ჯეიმს ლავლოკის აზრით კატასტროფა გარდაუვალია. დღეს ჯეიმს ლავლოკს აკრიტიკებენ იმიტომ რომ მან მოუწოდა ატომურ ენერგიაზე მასობრივად გადასვლისკენ.

დღეს Independent-ში პროფესორი ლავლოკი გამოდის ახალი შეფასებით და ამტკიცებს რომ გლობალურ დათბობასთან დაპირისპირება წარუმატებელი იქნება და რომ არსებითად ჩვენ დავაგვიანეთ.

მსოფლიოს და კაცობრიობას ემუქრება უდიდესი კატასტროფა რომელიც მოხდება გაცილებით უფრო ადრე იმაზე ვიდრე ვფიქრობთ. მისი თქმით უკვე საუკუნის ბოლოსთვის მილიარდობით ადამიანი მოკვდება და სახეობის გაგრძელებისთვის დარჩენილი წყვილები იცხოვრებენ არქტიკაში სადაც ჰავა ასატანი იქნება.

მისი აზრით გეას თვითრეგულირების სისტემა რომელსაც ის დედამიწის სისტემას უწოდებს იძლევა გარანტიას იმისა რომ დათბობის მორევა შეუძლებელია.

საქმე იმაშია რომ სისტემაში შედის უკუკავშირის უამრავი მექანიზმი რომლებიც წარსულში შეთანხმებით მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ისე რომ დედამიწა ბევრად უფრო გრილი იყო ვიდრე ის შეიძლებოდა ყოფილიყო.

მაგრამ ეხლა ისინი გაერთიანდებიან და გააძლიერებენ დათბობას რომელიც არის ადამიანის სატრანსპორტო და სამრეწველო საქმიანობის,

სათბურის გაზების,ნახშირჟანგის გაზის გამოშვების შედეგი.

ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანის დამღუპველი გავლენა ზიანს აყენებს დედამიწის ძველ მარეგულირებელ სისტემას და ის არ იქნება ხაზოვანი, ე.ი.უკონტროლოდ დაჩქარდება.

ლავლოკი ამ ფენომენს უწოდებს გეას შურისძიებას და იკვლევს მას ამავე სახელის მქონე მის წიგნში.

ლავლოკი განიხილავს მოვლენას არა ფრაგმენტარულად არამედ მთლიანობაში და აკვირდება იმას თუ როგორ იქცევა სტრესის პირობებში დედამიწის საკონტროლო სისტემა.

ლავლოკის დარდი ძლიერდება დათბობის ახალ-ახალი მოწმობების გამოჩენასთან ერთად. გამოჩნდა ცნობები რომ ყინულოვანი ოკეანის დამფარავი ყინულები დნება ისე სწრაფად რომ 2005 წელს ყინული საფარველმა მიაღწია რეკორდულად დაბალ დონემდე.

ამას წინ ლავლოკმა გაზეთში Independent გამოაქვეყნა წერილი რომელშიც ეკოლოგებს ეუბნებოდა რომ მათ უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობის გაწევა ატომური ენერგიის გამოყენებისთვის ვინაიდან ეს ენერგია არ უშვებს სათბურის გაზებს. გლობალური დათბობა ძალიან ჩქარა ხდება და მისი გაკონტროლება შეუძლია მხოლოდ მასშტაბურ გადასვლას ატომურ ენერგიაზე. მწვანეთა მოძრაობის უდიდესმა ნაწილმა უარყო ლავლოკის მოწოდება.
ეხლა ლავლოკის შიშები უკიდურესად გამძაფრდა და მათ შეიძინეს ახალი შეფერილობა. ის უკვე აღარ მოუწოდებს გლობალური დათბობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ახალი ხერხების ძიებისკენ.

ის ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ეუბნება რომ მათ უნდა დაიწყონ მასშტაბური მზადება კლიმატურ ჯოჯოხეთში გადარჩენისთვის.

ეს ჯოჯოხეთი მისი აზრით დადგება როდესაც ევროპაში 8 გრადუსით უფრო დათბება ვიდრე დღესაა.

თავისი წიგნის დასკვნით თავში ის წერს რომ გონიერი ევროპული მთავრობა დღეს უნდა ემზადოს ყველაზე უარესისთვის და მან უნდა აღიაროს რომ ჩვენ უკვე გავცდით საზღვარს.

Independent-ში ის გამოთქვამს აზრს რომ ევროპელები გააკეთებენ ყველაფერს გადარჩენისთვის მაგრამ მას ეჭვი ეპარება რომ დროზე გაჩერდებიან აშს ან ჩინეთის და ინდოეთის განვითარებადი ეკონომიკები.არადა სწორედ ისინი არიან ნახშირმჟავა გაზის გამოშვების მთავარი წყარო.

მოხდება ყველაზე დიდი საშინელება.

მისი თქმით გათვალისწინებული უნდა იყოს ცვლილებათა საშიში ტემპი და გაცნობიერებული უნდა იქნეს რომ მოქმედებისთვის დარჩა ცოტა დრო. შემდეგ კი ყოველმა საზოგადოებამ და ქვეყანამ უნდა იპოვონ თავისი რესურსების საუკეთესად გამოყენების საშუალებები.

მიზანია ცივილიზაციის არსებობის შეძლებისდაგვარად გახანგრძლივება. მსოფლიოს მთავრობებმა უნდა დაგეგმონ ენერგიის და საკვების უწყვეტი მიწოდება გლობალურ სათბურში და დაცვა ზღვის დონის ამაღლებისგან.

ლავლოკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დათბობის საშიშროების ერთ ასპექტს-დღეს ტემპერატურის სავარაუდო ზრდას ხელოვნურად ანელებს გლობალური აეროზოლი-მტვრის ფენა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თავზე რომელიც არის მსოფლიო მრეწველობის პროდუქტი.
ის დედამიწავს იცავს მზის რადიაციისგან ფენომენით რომელსაც უწოდეს გლობალური დაბინდვა. ფიქრობენ რომ ის გლობალურ ტემპერეტურას აჩერებს რამოდენიმე გრადუსით უფრო დაბლა სავარაუდოზე.

მაგრამ მრეწველობის მკვეთრი შემცირების შედეგად აეროზოლი სეიძლება ძალიან სწრაფად გაქრეს და გლობალური ტემპერატურა მკვეთრად გაიზრდება.

წიგნის ერთ-ერთი საოცარი იდეაა «სახელმძღვანელო იმათთვის ვინც გადარჩა», ის უნდა გამოიყენონ იმათ ვინც არსებობისთვის იბრძოლებს სრული სტრუქტურული დაშლის შემდეგ.

ქაღალდზე დაწრილ ამ წიგნში არის ძირითადი მონაცემები კაცობრიობაზე,მაგალითად ადამიანის ადგილზე მზის სისტემაში ან იმაზე რომ ბაქტერიები და ვირუსები იწვევენ ინფექციურ ავადმყოფობებს...

დაახლოებითი სახელმძღვანელო საფრთხეში მყოფი პლანეტისთვის:
პირველ რიგში სამრეწველო გაზების მასშტაბური გამოშვებით გამოწვეული გლობალური დათბობა თითქმის უეჭველად არის კაცობრიოს წინაშე მდგარი უდიდესი საფრთხე იმიტომ რომ ის ეჭვს აყენებს დედამიწის გამოსადეგობას სიცოცხლისთვის. 

უახლოეს ათწლეულებში ტემპერატურის აწევა ნიშნავს იმას რომ სოფლის მეურნეობა შეუძლებელი იქნება მსოფლიოს დიდ რაიონებში სადაც ხალხი უამისოდაც ღატაკი და მშიერია. მილინობით და შეიძლება მილიარდობით ადამიანის წყლის მარაგი შეიძლება გათავდეს.
ზღვების დონის აწევამ შეიძლება დააზარალოს სანაპირო ზონები მოსახლეობის რაოდენობის ბობოქარი ზრდის განმცდელ ისეთ ქვეყნებში როგორიც ბანგლადეშია. 

ეკოლოგიურ ლტოლვილთა რაოდენობა დაადამბლავებს ყველა სამსახურს,მეტიც,ყველა ქვეყანას მაშინ როდესაც ქალაქების თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაინგრევა ახალი ორლეანის ამაოხრებელი ქარიშხალი « კატრინას » მსგავსი ბუნებრივი მოვლენების შედეგად.

მსოფლიო საზოგადოება აღიარებს გლობალური დათბობის რეალობას. გაეროსთან არსებული მთავრობათაშორისი კომისია 2001 წლის მოხსენებაში კლიმატური ცვლილებების შესახებ ამბობს რომ 2100 წლისთვის გლობალური ტემპერატურა გაიზრდება 5,8 გრადუსით. ბრიტანეთის განედებზე ტემპერატურის ზრდამ შეიძლება 8 გრადუსს მიაღწიოს. საფიქრებელია რომ დათბობა უფრო სწრაფად ხდება... და ვადები შეიძლება შემცირდეს. მაგრამ რჩება კლიმატის კონტროლის შესაძლებლობა თუ კი მოხერდება გაზების გამოშვების შემცირება.

ლავლოკი მოგვიწოდებს კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ.

პენტაგონის არც ისე სულელური პროგნოზი,kკაცობრიობა ალბათ ვულკანზე ზის: მოხსენება - 2010 წელს აზიაში 30 მილიონზე მეტი კლიმატური ლტოლვილია.

ისინი იძულებული იყვნენ გადასახლებულიყვნენ აზიაში ეკოლოგიურ და კლიმატურ უბედურებათა გამო და მომავალში პრობლემა უფრო უნდა გამძაფრდეს, იტყობინება guardian.co.uk. ლტოლვილების თაობაზე გაეროს უმაღლესი კომისრის პროგნოზებით 2050 წლისთვის ლტოლვილთა რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 200-250 მილიონ ადამიანამდე.

ათობით მილიონი ადამიანი გადაადგილდება კლიმატის ცვლილებებთან ,ზღვის დონის ამაღლებასთან,ქარიშხლებთან და წყალდიდობებთან, გვალვასთან, სანაპირო ხაზის ეროზიასთან, გაუდაბნოებასთან და სოფლის მეურნეობის პნაყოფიერების შემცირებასთან დაკავშირებით. ასეთი ხალხი უფრო გადავა მეზობელ რეგიონებში მთელ აზიაში და მთავრობებმა უნდა დაიწყონ მზადება მომავალი პრობლემების შესახვედრად, აფრთხილებს განვითარების აზიური ბანკი.

ლტოლვილების თაობაზე გაეროს უმაღლესი კომისრის პროგნოზებით 2050 წლისთვის ლტოლვილთა რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 200-250 მილიონ ადამიანამდე.
წყარო: FinalNews

დაახლოებით მსგავსი უბედურება, მცირე გამყინვარება გრძელდებოდა დახლოებით 1300-1850 წლებში. გაუარესებული ამინდის გამო ევროპელებს მოუწიათ გრენლანდიის დატოვება,დაჭკნა ვიკინგების ცივილიზაცია. მარტო 1315-1319 წლებში შიმშილმა მოკლა ათობით ათასი კაცი... და კაცობრიობის რაოდენობა მაშინ ბევრად უფრო ნაკლები იყო...

კლიმატურ კონფიგურაციებს დედამიწაზე შეიძლება არ ჰქონდეს მხოლოდ თანდათანობითი ხასიათი. სავარაუდოა ტრაღიკული ძვრაც რომელიც მოითხოვს რეაგირების საგანგებო, მათ შორის სამხედრო ზომებს.
          
ასეთია ძირითადი დასკვნა მოხსენებისა "ამინდის პროგნოზი 2010-2020" რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მოამზადეს პროფესიონალმა ფუტუროლოგებმა
      
სპეციალისტების თქმით გლობალურ კლიმატურ კონფიგურაციებს შეუძლიათ დედამიწაზე პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაცია. როგორც სავარაუდო ნახსენებია შიმშილი ევროპაში,ბირთვული სახელმწიფოების მეტოქეობა ღარიბი აკვა რესურსების გამო.
 
შემდგენლები პიტერ შვარცი და დუგლას რენდოლი ფიქრობენ რომ ბუნებრივი ძვრების შედეგად გარკვეული დროიდან სულ სხვა კანონებით იცხოვრებს მსოფლიო ოკეანე. ევროპას,აზიას და ჩრდილოეთ ამერიკას დააკლდება ჩვეული სითბო და სამხრეთ ნახევარსფეროში,პირიქით,უფრო დაცხება.
         
მეცნიერთა თქმით დედამიწამ რაღაც მსგავსი გადაიტანა 8200 წლის წინ. ისტორიული საზომით სულ ეხლახან მომხდარი მოვლენა-მცირე გამყინვარება გრძელდებოდა დაახლოებით 1300-1850 წლებში. გაუარესებული ამინდის გამო ევროპელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ გრენლანდია,დაჭკნა ვიკინგების ცივილიზაცია. მხოლოდ 1315-1319 წლებში შიმშილმა მოკლა ათობით ათასი ადამიანი. არადა დედამიწის მოსახლეობის ოდენობა გაცილებით უფრო ნაკლები იყო.
 
მეცნიერულ-ტექნიკური შეიარაღების უზარმაზარი ზრდის მიუხედავად ადამიანი ეხლაც ძალიან სუსტია. კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბეში და ბუნებრივი თვალსაზრისით  სახიფათო რეგიონებში ცხოვრობს
            
ჰავის კატასტროფიული ცვლილების შემთხვევაში მთავარი საფრთხეები იქნება საკვების,წყლის,სტრატეგიული წიაღისეულის და არც უკანასკნელ რიგში ნავთობის უკმარისობა.  
      
ყველაფერი ეს აჩენს ნიადაგს ომებისთვის. გარდაუვალი შეიძლება გახდეს ბირთვული იარაღის გავრცელებაც.

მსოფლიოში არის მარცვლეულის წარმოების სულ 5-6 მთავარი რეგიონი//აშშ,ავსტრალია,არგენტინა,ჩინეთი და ინდოეთი//. საკვების გლობალური მიწოდებისას ნამეტი აღარ იქნება საკმარისი კლიმატური კრიზისების სშედეგების ერთდროულად რამოდენიმე რეგიონში ნეიტრალიზაციისთვის.
       
მოხსენებაში ნათქვამია რომ გლობალური ერთმანეთზედამოკიდებულების კრიტერიუმებში ამერიკიის შეერთებული შტატები უფრო დაუცველები ხდებიან სოფლის მეურნეობის მთავარ  და დიდად დასახლებულ რეგიონებში მომხდარი მეტეოროლოგიური ცვლილებებისგან.
         
თუ კი საგანგაშო ჰიპოთეზები რეალობად იქცევა გლობალიზაციას,ყოველ შემთხვევაში იმ სახით როგორც ის დღეს მიმდინარეობს,როგორც ჩანს ბოლო მოეღება

,
მოხსენებიდან იკვეთება დედამიწაზე მკვეთრი კლიმატური ცვლილებების შემდეგ სახელმწიფოთა და რეგიონების გათიშულობის, მტრობის სურათი და რეალურ კეთილდღეობაზე წარმოდგენის შეცვლა..
                 
საკვების უკმარისობის და მოსახლეობის მასობრივი ფინალის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდება ევროპა. ის იქნება უფრო ცივი,უფრო მშრალი,უფრო ქარიანი. უფრო ცივმა ზამთრებმა და უფრო ცხელმა ზაფხულმა შეიძლება მასშტაბური შიმშილი გამოიწვიოს ჩინეთში.
.               
შეიძლება ვიფიქროთ რომ კლიმატურ კატასტროფას ყველაზე უკეთესად გაუძლებს ამერიკა,მაგრამ ისიც ვერ იქნება დაცული ნიადაგების ნაყოფიერების კლებისგან. მაგრამ ის ვერ დარჩება განზე სხვათა შეჯახებებისგან. ბირთვული იარაღის მქონე ინდოეთი,პაკისტანი და ჩინეთი ლტოლვილების ნაკადების და საძოვრების და საერთო მდინარეთა სიმდიდრეების გამო ჩათრეულნი იქნებიან სასაზღვრო კონფლიქტებში.
   
თუ გაუჭირდება მთელ დედამიწას. დაზღვეული არაა დემოკრატიის და თანამედროვე ცივილიზაციის ბასტიონებიც.ევროპაში შეიძლება დაიწყოს კონფლიქტები წყლის და სურსათის გამო და ამერიკის შეერთებულ შტატებს დასჭირდება სხვა სახელმწიფოებიდან ბეჩავების მოზღვავების შეკავება. აშშს თავდაცვის სამინისტროს აქვს საფიქრალი შორეული პერსპექტივისთვის ამოცანების განსაზღვრისას.
       
მეცნიერთა აზრით გეოპოლიტიკურ სცენაზე იხსნება ყველაზე ფანტასტიური და წინააღმდეგობრივი შესაძლებლობები. აშშ და კანადა შეიძლება გაერთიანდეს რაც გააადვილებს საზღვრების დაცვას. ან კანადამ შეიძლება სხვებს დაუხუროს თავისი ჰიდროენერგორესურსები რაც სირთულეებს შეუქმნის აშშ-. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შეიძლება გაერთიანდეს რაც გააჩენს მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების და ბირთვული იარაღის მქონე ძლიერ სახელმწიფოს.ევროპამ შეიძლება მოაგვაროს ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებს შორის გადაადგილების სირთულეები,უზრუნველყოს თავდაცვა აგრესორებისგან და იმოქმედოს როგორც ერთიანმა ბლოკმა. წიაღისეულის,ნავთობის და ბუნებრივი გაზის მქონე ჩვენი სამშობლო შეიძლება შეუერთდეს ევროპას». მაგრამ სწორედ თავისი სიმდიდრის გამო ჩვენი სამშობლო ფხიზლად უნდა იყოს. ის შეიძლება იქცეს ტიპიურ ოაზისად რომლის ხელში ჩაგდებაც მოუნდებათ მშიერ მეზობლებს
 
მოხსენების ავტორებმა შეადგინეს შესაძლო დრამატული მოვლენების შემდეგ "გრაფიკი" კლიმატური ცვლილებებით ცალკეული მთავარი რეგიონებისთვის:
    .
ევროპა...2012 წელს დაუნდობელი გვალვა და სიცივეები სამხრეთისკენ გარეკავენ სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობას რასაც დახვდება ევროკავშირის სხვა ქვეყანათა წინააღმდეგობა. სურსათით და წყლით მომარაგების თაობაზე  ჩნდება კონფლიქტი ევროკავშირის შიგნით რაც იწვევს შეჯახებებს და დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვას.
    
2018
წელს ჩვენი სამშობლო შედის ევროკავშირში და უზრუნველყოფს მას ენერგორესურსებით. 2020 ხდება ნიდერლანდების და გერმანიის მსგავსი ჩრდილო ქვეყნების მკვიდრთა გადასახლება ესპანეთისკენ და იტალიისკენ. ხდება საფრანგეთის და გერმანიის სეჯახება რაინთან კომერციული მისადგომის გამოევროკავშირი ახლოა დაშლასთან. 2027-ძლიერდება მიგრაცია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ალჟირშიმაროკოში და იზრაილში
             
ევროპის მოსახლეობის 10 პროცენტი გადადის სხვა ქვეყნებში.
აზია- 2010-სასაზღვრო შეჯახებები ბანგლადეშს, ინდოეთს და ჩინეთს შორის იმავე დროს მოსახლეობის მასობრივი გადაადგილებით მიანმისკენ. 2012 წელს რეგიონალური არამდგრადობა იაპონიას უბიძგებს საგარეო ძალისმიერი ზემოქმედების პოტენციალის შექმნისკენ. 2015-იაპონიის და რუსეთის სტრატეგიული შეთანხმება ციმბირის და სახალინის ენერგორესურსების გამოყენების შესახებ.
           
2018-
ჩინეთი ერევა ყაზახეთში აჯანყებულებისგან და კრიმინალებისგან მილსადენების დასაცავად. 2020 .ჩაუმქრალი კონფლიქტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რომელშიც მონაწილეობენ მიანმა,ლაოსი,ვიეტნამი,ინდოეთი,ჩინეთი.
2025
. ჩინეთში შინაგანი პირობების მკვეთრი გაუარესება იწვევს ომებს. რესურსების გამო იზრდება დაძაბულობა ჩინეთსა და იაპონიას შორის.


ამერიკა-2010 , უთანხმოებები კანადასთან და მექსიკასთან აკვარესურსების გამო მზარდ დაძაბულობასთან დაკავშირებით. 2012 .კარიბის ზღვის კუნძულებიდან ლტოლვილთა ნაკადი აშშ- სამხრეთ-აღმოსავლეთში და მექსიკაში. 2015-ძირითადად მდიდარ ევროპელთა მიგრაცია აშშ-ში. 2016-კონფლიქტი ევროპულ ქვეყნებთან თევზის რეწვის თაობაზე. 2018-ჩრდილოეთ ამერიკის დაცვა პერიმეტრზე,კანადასთან და მექსიკასთან ერთად უსაფრთხოების ჩაშენებული სისტემის შექმნა.
 
2020
.-თავდაცვის სამინისტრო იწყებს ზრუნვას საზღვრების დაცვის და კარიბის აუზის სახელმწიფოებიდან და ევროპიდან ლტოლვილთა ნაკადის შეკავების საკითხებზე.
 
2020
. ძვირდება ნავთობი,მაშინ როდესაც მიწოდებას საფრთხეს უქმნის კონფლიქტები სპარსეთის ყურის და კასპიის ზღვის ზონებში. 2025 . საუდის არაბეთში შინაომთან დაკავშირებით ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები უშუალო კონფრონტაციისთვის ჩადიან სპარსეთის ყურეში.
    

მოხერხდება კი მოსალოდნელი უბედურებებისგან თავის დაღწევამოხსენების ავტორთა აზრით ბუნებრივ კატაკლიზმს საკმაოდ წარმატებით დაუპირისპირდებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია რომლებიც ირგვლივ შემოივლებენ სიმაგრეებს.მათ აქვთ თვითმომარაგებისთვის აუცილებელი რესურსები და მარაგი.
    
საფიქრებელია რომ უფრო გაუჭირდება რუსეთის ფედერაციას. "წარმოიდგინეთ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები რომელთაც საკვების,წყლის და ენერგიის მიწოდების კლების გამო სულ უფრო და უფრო უჭირთ მოსახლეობის გამოკვება. ისინი უყურებენ რუსეთს რომლის მოსახლეობაც უკვე კლებულობს და მათ უნდათ რუსეთის მარცვლეული,წიაღისეული და ენერგორესურსები. ან წარმოიდგინეთ სანაპირო ქალაქების დატბორვით და მტკნარი წყლის მარაგის დაბინძურებით გატანჯული იაპონია. როგორც ენერგიის წყაროს ის უყურებს რუსული კუნძული სახალინის ნავთობისა და გაზის რესურსებს." მძიმე სურათია.

პენტაგონის ზოგადი შეფასებების სამმართველოსთვის მომზადებული მოხსენების ავტორები სულაც არ მოუწოდებენ ვაშინგტონს კლიმატის სავარაუდო კონფიგურაციებზე რეაგირებისთვის დაუყოვნებელი მზადებისკენ. ჯერ ითხოვენ პროგნოზირების სისტემის გაუმჯობესებას და უკეთ ამოქმედებას, ქვეყნის სისუსტეების შეფასების მეთოდიკის შემუშავებას. უნდა ჩატარდეს შესაბამისი სწავლებები არ უნდა იქნეს დავიწყებული ძველი დიპლომატიაც.

მოხსენების ავტორთა რჩევების უმრავლესობის შესრულებისთვის შეიძლება თავი არ მოიკლან ათწლეულების მანძილზე და მეცნიერებიც ამბობენ რომ არაა საჭირო შეძრწუნება მათ მოხსენებაში აღწერილი საშინელებების გამო მაგრამ პენტაგონის საქმიანობის სპეციფიკაა "ფიქრი წარმოუდგენელზე".
         
მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა ვინაიდან მეცნიერების ნათქვამი ხშირად მართლდება. უკვე 1983 წელს სამხრეთამერიკულ სამხედრო უწყებაში ფიქრობდნენ იმაზე თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო რუსული კავშირის გარდაცვალების შემთხვევაში
    
1995
წელს კი ფიქრობდნენ იმაზე რომ ტერორისტებმა შეიძლება გამოიყენონ თვითმფრინავები ნიუ იორკში გლობალურ სავაჭრო ცენტრზე თავზე დასასხმელად.
    
ექსპერტების თქმით კლიმატური ცვლილებებელი საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას.
რიჩარდ ბლეკი, ბიბისის მიმომხილველი ეკოლოგიის საკითხებზე. 2011 წლის 19 ოქტომბერი.

მეცნიერთა თქმით გლობალური დათბობა იმუქრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების ნაკლებობით. კლიმატური ცვლილებები სულ უფრო და უფრო სერიოზული და მზარდი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში.
       
ეს დაასკვნეს ლონდონში ბრიტანული სამედიცინო ასოციაციის ოფისში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა.
         
მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები სამედიცინო,სამხედრო-ტექნიკური და სამეცნიერო სფეროებიდან.
             
დასკვნითი დოკუმენტი აფრთხილებს რომ ჰუმანიტარული კატასტროფები სულ უფრო და უფრო დააზარალებს სამხედრო ბიუჯეტს. მონაწილეებმა მოუწოდეს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს შეამცირონ სათბურის გაზების გაშვება
 
ბრიტანელი სამხედროების თქმით საწვავი გაძვირდება ლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ახალი კონფლიქტების დაწყების კვალდაკვალ.
           
გლობალური დათბობა მეტ ზარალს მიაყენებს ტროპიკულ ზონაში მდებარე  შედარებით ღარიბ ქვეყნებს.
     
მრავალ გამოკვლევაზე დაყრდნობით სპეციალისტები თვლიან რომ კლიმატური ცვლილებების შედეგად გახშირდება კონფლიქტები ვინაიდან დაიწყება ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსებისთვის,მაგალითად წყლისთვის და სურსათისთვის.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა ეხლახანს თქვა რომ გლობალური დათბობა კიდევ უფრო გაამწვავებს რესურსების ნაკლებობის საფრთხეს და გააძლიერებს მასობრივი მიგრაციების და სამოქალაქო კონფლიქტების საშიშროებას....

საფრთხე ემუქრება დედამიწის მკვიდრთა ჯანმრთელობას.


No comments: