2.02.2013

რომანტიზმი,ფუნდამენტური ტექსტები-3:


«მუსიკა არის ენაზე მეტი მეტი ენა, მას ძალუძს გამოუთქმელის გამოთქმა».
მუსიკის გარეშე დედამიწა ჰგავს პატრონების მიერ მიტოვებულ დაუმთავრებელ უპატრონო სახლს...
გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებები:
25 წლის ახალგაზრდა იოჰან ვოლფგან გოეთეს //1749-1832// რომანი «ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი» //გამოიცა 1774 წელს// წინ წამოსწევს გატანჯული ცნობიერების მღელვარებებს და იუწყება რომანტიზმის შესახებ.

ამ წიგნის წყაროა ბანალური წარუმატებელი სიყვარული.

ჰესეს ერთ პატარა ქალაქში მეჯლისის დროს გოეთეს შეუყვარდა შარლოტა ბაფი, მაგრამ ის უკვე იყო გოეთეს ერთ-ერთი მეგობრის საცოლე და დარჩა მისი ერთგული.

ერთ თვეზე ნაკლებში დაწერილი «ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი» გადმოსცემს ამ გამოცდილებას და განცდას და დრამატულ ხასიათს ანიჭებს მას.

ამ რომანში ვერტერს შეუყვარდება უკვე სხვისთვის დაპირებული ლოტა. მას ერთის შეხედვით შეუყვარდა ქალწული, ოჯახური სიტკბოების გერმანული იდეალი და კერის დაპირება. რომანის ძირითადი ნაწილი გადმოსცემს მისი გმირის ყოყმანს და მის უმნიშვნელო პროგრესს ლოტას წინაშე.


გმირის სიყვარული იწყება გაზაფხულზე და ზამთარში მთავრდება თვითმკვლელობით.

რომანში არსებით როლს ასრულებს ბუნება, რომელიც იცვლება გმირის განწყობის ცვლილებათა შესაბამისად.

ამ წიგნმა მოახდინა დიდი, უზომო გავლენა იმიტომ რომ ის ზუსტად კარგ დროს გამოჩნდა.

«Furor wertherinus»:
რომანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მან სახელი გაუთქვა გოეთეს. მისი პოპულარულობა გაზარდეს თხზულებამ «ვილჰელმ მაისტერის სწავლის წლები» //1796// და თეატრალურმა პიესამ «ფაუსტი»//1808//....

ვერტერის გავლენა ისეთი იყო რომ სულ მცირე ათმა ახალგაზრდამ მისი წაბაძვით მოიკლა თავი.

მაშინ მორალის დამცველები აჯანყდნენ გოეთეს წინააღმდეგ და მას დააბრალეს ახალგაზრდობის გარყვნა.
მაგრამ წიგნმა გზა გაუხსნა ახალ გრძნობიერებას.
ფრიდრიხ ფონ შილერის გვერდით გოეთე წარმოადგენდა მოძრაობას «ქარიშხალი და სწრაფვა» //Sturm und Drang.//. ეს ლიტერატურული მოძრაობა განმანათლებელთა გონების კულტის საწინააღმდეგოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ვნებებს/
სუბიექტურობა უკვე დაფასებული იყო ეპისტოლარული რომანების მოდით 
//რუსოს «ახალი ელოიზა» და სემიუელ რიჩარდსონის //1689-1761// «პამელა»//რომელშიც ეწერებოდა გოეთეს ვერტერი ,მაგრამ გოეთემ თითქოს მთელ თაობას მისცა გულის მისწრაფებებისთვის სერიოზულად შეხედვის და მათი წადილების არაფრად ჩამგდები სამყაროს წინააღმდეგ აჯანყების უფლება.
თვითონ გოეთეს თქმით წიგნის გავლენა ამდენად დიდი და უზომო იყო იმიტომ რომ ის გაჩნდა დოულად// «პოეზია და ჭეშმარიტება»// მან იმოქმედა როგორც ასაფეთქებლად უკვე გამზადებული დინამიტის ამფეთქებელმა პატარა ნაპერწკალმა . ახალგაზრდობამ უკვე დაასუსტა თავისი საკუთარი საფუძვლები და ძვრა იმდენად დიდი იყო იმიტომ რომ ყოველმა ახალგაზრდამ გამოავლინა თავისი მეტისმეტი,ექსცესიური მოთხოვნები,თავისი დაუკმაყოფილებელი ვნებები და წარმოსახვითი ტანჯვა.

თვითონ ნაპოლეონმა წაიღო ეს წიგნი ეგვიპტის კამპანიაში და წიკითხა ის შვიდჯერ.

მან 1808 წლის 2 ოქტომბერს დამპყრობლად გაიარა ერფურტში და მოისურვა გოეთეს ნახვა მის დიდ რომანზე საუბრის მიზნით.

გოეთეს მიერ გახსნილ გზას დაადგა ავტორთა ლეგიონი//რენე დე შატობრიანი, პუშკინი...// სტენდალმა მას მიუძღვნა მთელი თავი თავისი ნარკვევისა «სიყვარულზე»...

იაკობის წერილი ფიხტეს:
//ფრიდრიხ ჰენრიხ იაკობი /// Friedrich Heinrich Jacobi;1743 წლის 25 იანვარი-1819 წლის 10 მარტი//-გერმანელი ფილოსოფოსი, იყო ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ჯერ წევრი და მერე პრეზიდენტი...,ვიკიპედია//
იაკობის აზრით ფილოსოფოსები მოწყდნენ რეალობას. მათ დაცალეს სამყარო მისი შინაარსისგან და მისი საიდუმლოსგან.

ადამიანის სულისთვის საამაყო გონების კონსტრუქციები თავისი არსით ფიქციებია.

პირველი პლანის ინტელექტუალური ფიგურა. ის მონაწილეობდა ყველა დებატში რომლებიც აღელვებდნენ
მე-18 საუკუნის დასასრულის გერმანიას და მან გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ეპოქის დიდი ორიენტაციების განსაზღვრაში.

1785 წელს მან ბიძგი მისცა სახელგანთქმულ კამათს პანთეიზმის შესახებ. მან გამოაქვეყნა «წერილები მოსე მენდელსონს სპინოზას დოქტრინის შესახებ»მან საზოგადოებას შეატყობინა რომ მწერალმა გოტჰოლდ ლესინგმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას შეატყობინა რომ ის საიდუმლოდ მიემხრო სპინოზას //1632-1677// მოსაზრებებს.

სპინოზას კი აგინებდნენ როგორც ათეისტს და ამ ნათქვამმა ინტელექტუალური გერმანია სკანდალით გაყო ორ ნაწილად.

ამან გამოიწვია სპინოზიზმის აღორძინება.

ერთის მხრივაა ფილოსოფია რომელიც აკმაყოფილებს გონებას მაგრამ რომელიც სასოწარმკვეთელია იმიტომ რომ მას ფატალურად მივყავართ ათეიზმამდე და დეტერმინიზმამდე-ობსპინოზას დოქტრინა იმდროინდელი გაგებით იაკობის მიერ წარმოდგენილია როგორც ფილოსოფიის კვინტესენცია.

მეორეს მხრივაა იაკობის აზრით არაფილოსოფიური პოზიცია რომელიც აკმაყოფილებს გულს და უშვებს თავისუფლებას.

ეს კონფლიქტი შეიცავს პასუხს რომელიც იაკობიმ გასცა იმანუელ კანტს. კანტი თავის ნაშრომში «წმინდა გონების კრიტიკა//1781»// ამბობდა რომ შეუძლებელია როგორც ადამიანის თავისუფლების აზრის მიღება ისე ამ აზრის უარყოფა და ადამიანი საკუთარი თავის ნაწილის უარყოფის გარეშე ვერ გაიზიარებს რომელიმე აზრს ამ ორიდან . ის იხლიჩება ამ წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს შორის და ეჭვობს.

ნიჰილიზმის საშიშროება:
იაკობის მიერ ფილოსოფიისთვის გამოცხადებული ომის პირველი აქტი იქნება «წერილები სპინოზას დოქტრინის შესახებ». შემდეგ ის შეუტევს თვითონ კანტს//«დავიდ იუმი და რწმენა თუ იდეალიზმი და რეალიზმი»,1799// ,ფიხტეს//«წერილი ფიხტეს»,1799// და შელინგს//»ღვთაებრივ მოვლენებზე და მათ გამოცხადებაზე»,1811//,ე.ი. ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლებს იმ ფილოსოფიური მიმდინარეობისა რომელსაც იაკობი ბრალად სდებს ნიჰილიზმის გაჩენას.

იაკობის აზრით გონების კულტისთვის აგებულ სხვადასხვა მონუმენტს აქვთ ერთი და იგივე ნაკლი.

ფილოსოფოსებს პრომეთეულად უნდათ ყველაფრის ახსნა და მოწყდნენ სინამდვილეს, მათ აღარა აქვთ ფესვი გადგმული გრძნობაში.


აბსტრაქციით და გააზრებით მათ დაცალეს სამყარო მისი სისქე-სიმკვრივისგან და საიდუმლოსგან.

გონება სიკვდილის მშობელია მას შემდეგ რაც ფესვებისგან მოწყვეტილს მას აღარაფერი აქვს აღსაქმელი. იაკობი თავზარდაცემული ზურგს აქცევს მას.

მისი თქმით გამოსავალია ისევ ყურის დაგდება სამყაროსთვის.მისთვის სისქე-სიმკვრივის დაბრუნება და მასში «სასწაულების,საიდუმლოებათა და ნიშნების» ისევ დანახვა.

გონების როლის მისეული კრიტიკით,პიროვნების დამამცირებელი ლეგალიზმის უარყოფით,მისი ხანისთვის ნიჰილიზმის დიაგნოზის დასმით იაკობი აცხადებს რომანტიზმს.
იმთავითვე მისი დევიზი იყო «არსებობისთვის ფარდის ახდა».

ერთი თაობის შემდეგ რომანტიკოსები მიზნად დაისახავენ სამყაროს «რომანტიზებას».

«მუსიკა არის ენაზე მეტი მეტი ენა,მას ძალუძს გამოუთქმელის გამოთქმა».

ლიუდვიგ ტიკის ფანტაზიები ხელოვნების შესახებ:

არაჩვეულებრივად ნაყოფიერმა ბერლინელმა მწერალმა ლიუდვიგ ტიკმა //1773-1853// 17 წლისამ დაწერა ფანტასტიკური ზღაპრები. ავანგარდული სულისკვეთებისამ,მან მონაწილეობა მიიღო იდეათა მოძრაობაში რომელსაც იენაში დასაბამი უნდა მიეცა რომანტიზმისათვის. უკვე თავის პირველ რომანში უილიამ ლოველის ისტორია//1795-1796// ის იმეორებდა ფიხტეს მიერ შთაგონებულ იდეებს.

მისი ერთ-ერთი პერსონაჟის თქმით ბუნებაში არსებობს ერთთადერთი კანონი-მე.
ტიკმა ასე რომანის ბედი დაუკავშირა ახალ ფილოსოფიას.

გერმანიის სული:

ტიკის რომანტიული ისტორია უწინარეს ყოვლისა ვ.ჰ.ვაკენროდერთან//1773-1798// მისი მეგობრობის ისტორიაა. ამ ურთიერთობის კვალი ჩანს ნაშრომში «ფანტაზიები ხელოვნებაზე» რომელიც მათ ერთად დაწერეს და რომელიც ტიკმა გამოაწვეყნა 1799 წელს,მისი მეგობრის ნაადრევი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ.

ამ მეგობრებმა ერთად იმოგზაურეს გერმანიაში,ნახეს ბამბერგი,ყველაზე მეტად კი ნიურმბერგი,აღორძინების ცენტრი,სადაც მათ მათ აღმოაჩინეს მხატვარი დიურერის//1471-1528// ქმნილებები.

ამ ახალგაზრდების აზრით გერმანიის სული იყო გოთურ არქიტექტურაში,გერმანული აღორძინების მხატვრობაში და ხალხურ მოთხრობებში რომლებიც მათ შეაგროვეს.

ხალხურმა ზღაპრებმა ასე მოახდინეს გავლენა « ჩექმებიანი კატის» /1797//,«Tanhäuser»-ის//1799// ,»რუნებიანი მთის» //1802// ვერსიების დაწერაზე.

მათი მოგზაურობების განმადიდებელი მოთხრობა კი არის რომანში «ფრანც შტერნბალდის მოგზაურობები“//1798//.
ტიკის მწერლობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფანტასტიკურიდან სენტიმენტალურზე გადასვლის უნარი,სიცილიდან ცრემლებზე გადასვლის უნარი.ეს ნარევი შეესაბამებოდა იმავე ხანაში შლეგელის და იენას რომანტიკოსთა ჯგუფის მიერ განვითარებულ იდეებს ლიტერატურის შესახებ. ტიკი მათ დაუკავშირდა 1797 წლიდან.
თავისი თამაშით რეალურსა და წარმოსახვას შორის ტიკმა ასევე დიდი გავლენა იქონია რომანტიკული ზღაპრის ოსტატ ე.ტ.ა.ჰოფმანზე.

მაგრამ ტიკის ინტერესები არ შემოიფარგლებოდა ზღაპრებით.

რომანტიზმამდე მუსიკას ჰქონდა თანხლების, აკომპანიმენტის როლი,მაგრამ ტიკთან და ვაკენროდერთან ერთად მან შეიცვალა ფუნქცია.
მუსიკა ეხლა ითვლება ენაზე უფრო დიდ ენად რომელსაც ძალუძს გამოუთქმელის გამოთქმა და გამოხატვა.
მუსიკას შეუძლია გამოთქმა იმისა რაც არ ეკუთვნის რაციონალურ ენას.
მუსიკა არის ერთგვარი არაცნობიერის ხელოვნება.
ბგერების განცხადებული ნათესაობა გრძნობებთან,რასაც ვგრძნობთ მუსიკის მოსმენისას გვიჩვენებს რომ ესაა გულის ენა რაც მას სხვა ხელოვნებებზე უფრო მაღლა აყენებს.
მუსიკას ასევე აქვს ღვთაებრივი ხასიათი ვინაიდან ის გამოხატავს საგანთა და მოვლენათა არსს.
მუსიკა იძლევა ადამიანში ღვთაებრივის და ადამიანურის შერიგების საშუალებას.

ყველა რომანტიკოსთა მეგობარმა ტიკმა იცხოვრა ყველაზე მეტ ხანს და დაწერა იმდენი რამდენიც არ დაუწერია არც ერთ მის მეგობარს.
ტიკის თხზულებები ითვლის 28 ტომს!

ზოგი ტიკს თვლის გერმანული რომანტიზმის მამად,რაც მართალია თუ კი გავითვალისწინებთ მის ტექსტებში ატმოსფეროსთვის და ლირიზმისთვის მინიჭებულ მნიშვნელობას.
ისაა ყველაზე სრული შემოქმედი თხზულებათა მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
უცნაურის სიყვარულით ის წინ უსწრებს ედგარ ალან პოს//1809-1849// და მისი მრავალი სიახლე მოასწავებს სიურეალისტთა სიახლეებს.

ლუდვიგ ტიკი- «მუსიკის გარეშე დედამიწა ჰგავს მიტოვებულ სახლს»:

ცოცხალ ბუნებაში ხმა და ხმაური მუდამ, თან ახლავს ფერს და ფორმას.
ფორმის და ნახატის ხელოვნება თავის კომპოზიციებს მუდამ იღებს ბუნებიდან,მაშინაც კი როდესაც ის მათ დიდად ალამაზებს.

დიახ,მზის ამოსვლა და ჩასვლა,ისევე როგორც მთვარის ელვარება.თამაშდება ფერებში და ღრუბლებში და ვერც ერთი მხატვარი ვერ გაუტოლდება მათ და ვერ გაიმეორებს მათ თავისი საკუთარი ფერებით.

ბუნებაში ელვარე სინათლე,სინათლე რომლითაც თავს იმკობს ამწვანებული მიწა,მიუწვდომელია მხატვრის ხელოვნებისთვის/

და სულ სხვა საქმეა მუსიკა!

ბუნების მიერ წარმოქმნილი ულამაზესი ხმები,ჩიტის გალობა,წყლების ბუტბუტი,მთების ექო და ტყეების თრთოლა, თვითონ ჭექა-ქუხილის დიდებული ხმა,ყველა ეს ტონალობა უბრალოდ გაუგებარი და მჭახეა. ეს ხმები ლაპარაკობენ მხოლოდ მათი ძილის დროს.

ლაპარაკი არაა იზოლირებულ ხმებზე,როდესაც მათ ვადარებთ ინსტრუმენტთა ხმას.

მუსიკალური ხელოვნების მიერ სრულებით სხვადასხვა გზებით საოცრად აღმოჩენილი ხმები სრულებით სხვა ბუნებისაა: ისინი არ ბაძავენ,ისინი არ ალამაზებენ,ისინი აგებენ ცალკე,დამოუკიდებელ სამყაროს.

ისინი ქმნიან ასე ვთქვათ ახალ სინათლეს, ახალ მზეს, ახალ დედამიწას რომლებიც გაჩნდნენ დედამიწაზე სინათლეში.
პირველი მუსიკის იქით,ულამაზეს,ყველაზე კარგი ჰავის მქონე მხარეებშიც კი არის უხეში და არასტუმართმოყვარე ბუნება. ადამიანი და ბუნება ველურები არიან:
მათ აკლიათ ელემენტი რომელსაც ყველაფერი დაჰყავს მეგობრობაზე.
მუსიკის გარეშე დედამიწა ჰგავს პატრონების მიერ მიტოვებულ დაუმთავრებელ უპატრონო სახლს...

ინსტრუმენტის ყოველი ცალკეული,თავისებური ბგერა ჰგავს ფერის ნიუანსს და ისევე როგორც ყოველ ფერს აქვს თავისი დომინანტა ყოველ ინსტრუმენტს აქვს უნიკალური და ტოტალურად სპეციფიური ბგერა რომელსაც ის გამოსცემს უდიდესი ხალისით და საუკეთესოდ. ...

ბგერა,ხმა, უნდა შევადაროთ ფერს და მელოდია და მუსიკალური ნაწარმოების შეთხზვა კი სურათის ხატვას.

არ მუსიკალური ტონალობები ხშირად გვანან ნაზ და მოუხელთებელ ელემენტს,გამჭვირვალე და მოციმციმე წყაროს რომელშიც თვალი კაშკაშა ბგერების მეშვეობით თითქოს ხედავს იმას თუ როგორ ხდება მიმზიდველი,ეთერული და ამაღლებულ-განწმენდილი ფორმების კომბინირება. და როგორ მაღლდებიან ისინი მაჯის ძალით რათა გარდაიქმნან ნარნარ და სულ უფრო და უფრო გამჭვირვალე ბგერებად. ...


ადამიანი ჩვეულებრივ იმდენად ქედმაღალია რომ ის თავის თავს აძლევს სიტყვების დახმარებით სისტემის განვითარების უფლებას. ის ჩვეულებრივი ენით გადმოსცემს აზრებს რომლების მას ყველაზე დახვეწილ და ყველაზე გაბედულ აზრებად ეჩვენება.

მაგრამ რა არის,მაშ,მისი უდიდესი სურვილი?

ადამიანი ნამდვილად იმარჯვებს მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ იმარჯვებს საკუთარ თავზე და მის მიერ შექმნილ აზროვნების ფორმებზე,როდესაც ის არ ემორჩილება არანაირ გარეშე ძალადობას და არანაირ ჯაჭვს თუ ბორკილს.

უდიდესი ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს რომ მისი ყველაზე ინტიმური აზრები მხოლოდ ორგანოა და მისი გონება და მისი დასკვნები ჯერ კიდევ დამოუკიდებელია იმ არსისგან რომელიც ის არის საკუთარ თავში და რომელსაც მთლიანად ვერასოდეს მიუახლოვდება მის კერძო,პირად ცხოვრებაში.

და განა განურჩეველია ის რომ ის ფიქრობს ინსტრუმენტების მიერ გამოცემული ბგერებით თუ იმით რასაც ვუწოდებთ აზრებს?
ადამიანს შეუძლია ორივეთი,როგორც ინსტრუმენტების მიერ გამოცემული ბგერებით ისე აზრებით მანიპულაცია და თამაში,
და მუსიკა,როორც ყველაზე იდუმალი და ყველაზე დახვეწილი ენა მას ყველა სხვა ენაზე უკეთესად დააკმაყოფილებს.

No comments: