Там, где нет малых коллективов, там нет больших культур».
"სადაც არაა პატარა კოლექტივები იქ არაა დიდი კულტურები " //ი.ლოტმანი//.
რუსი ლიტერატურათმცოდნე, კულტუროლოგი და სემიოტიკოსი იური მიხეილის ძე ლოტმანი დაიბადა პეტროგრადში 1922 წლის 28 თებერვალს და გარდაიცვალა ტარტუში 19993 წლის 28 ოქტომბერს.
1930-1939 წლებში სწავლობდა პეტრიშულეში და შემდეგ ჩააბარა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1940 წელს გაიწვიეს ჯარში, მსახურობდა უმაღლესი სარდლობის რეზერვის არტილერიაში, გაიარა მთელი ომი. მიიღო კონტუზია. დაჯილდოებულია ორდენებით და მედლებით, დემობილიზებულია 1946 წ. 1942 წლიდან არის კომუნისტური პარტიის წევრი.
1950 წელს უნივერსიტეტის დამთავრებიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ტარტუში //ესტონეთი// იმიტომ რომ ესტონეთის აკადემიურ წრეებში იყო ძალიან ლიბერალური ატმოსფერო. 1954 წლიდან მუშაობდა ტარტუს უნივერსიტეტში, 1960-1977 წლებში იყო რუსული ლიტერატურის კათედრის გამგე. 1963 წლიდან-პროფესორი. სადოქტორო დისერტაცია "დეკაბრისტების წინა პერიოდის რუსული ლიტერატურის განვითარების გზები" დაიცვა ლენინგრადის უნივერსიტეტში //1961 წ.//....
ლოტმანი არის საბჭოთა მეცნიერებაში ლიტერატურისა და კულტურის სტრუქტურულ-სემიოტური მეთოდით კვლევის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ტარტუ-მოსკოვის სემიოტური სკოლის დაფუძნებაში.
ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი //1977//, ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი //1987//, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი //1989//, ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ნატალია გორბანევსკაიას საქმესთან დაკავშირებით 1970 წლის იანვრის დასაწყისში კგბმ გაჩხრიკა ლოტმანის ბინა.
მას აუკრძალეს საზღვარგარეთ წასვლა.
1980-ანი წლების ბოლოს მან შექმნა საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემათა სერია "საუბრები რუსულ კულტურაზე".
პერესტროიკის დროს მონაწილეობდა ესტონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, 1988 წლის ოქტომბერში ის აირჩიეს ესტონეთის სახალხო ფრონტის რწმუნებულთა საბჭოში.
ლოტმანი გარდაიცვალა 1993 წლის 28 ოქტომბერს ტარტუში. დაკრძალულია ტარტუში რაადის სასაფლაოზე.
ადამიანი მუდამ ურთიერთობს სხვებთან და ურთიერთობა სულაც არაა უბრალო რამე.
უბრალოდ კოლექტივი,რომელშიც ცხოვრობს ადამიანი,ტრადიციულია,ის ჩამოყალიბდა დიდი ხნის წინ,ის არსებობს ტრადიციულად,ისე მაგალითად როგორც ოდესღაც სოფელში იყო. და იქ ურთიერთობის ფორმები შემოწმებულია.
ისინი იქმნებოდა საუკუნეების მანძილზე. როგორ უნდა მივმართოთ მშობლებს,როგორ უნდა ველაპარაკოთ მეზობლებს,როგორ უნდა ავუხსნათ სიყვარული. როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც ადამიანი გარდაიცვალა. რისი თქმა შეიძლება ერთ სიტუაციაში და რისი თქმა არ შეიძლება სხვა სიტუაციაში.
ყველაფერი ეს ადამიანს ხვდება ყოფასთან,ირგვლივ მიმდინარე ცხოვრებასთან ერთად და ის თამამად,თავისუფლად გრძნობს თავს ამ სამყაროში რომელიც თვითონ მან შექმნა თავის ირგვლივ,უფრო ზუსტად რომელიც შექმნეს მისმა წინაპრებმა და მან ის უკვე მზა სახით მიიღო.
და ურთიერთობის მზა ფორმები ადამიანს ანიჭებენ რწმენას,მას ესმის ვითარებისა რომელშიც იმყოფება,მას ესმის ადამიანებისა მის ირგვლივ. მან იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს.
მაგრამ როდესაც ისტორია ვითარდება სწრაფად,ვითარებები იცვლება,ტრადიციები ირღვევა და იქმნება ახელი გარემოებები ადამიანს აღარ შეუძლია ძველებურად ურთიერთობა და ახალი ურთიერთობების დამყარება არაა ადვილი. და მაშინ ადამიანი ნერვიულობს,ის აღარაა დარწმუნებული,
რწმენით სავსე. მან აღარ იცის თუ როგორ უნდა გამოთქვას თავისი გრძნობები. ის ეძებს თავისი აზრების გამოხატვის საშუალებებს,სიტყვებს. ის ძალიან ხშირად გრძნობს თავს უენოდ,უცხოდ და ეს ძალიან მტანჯველი გრძნობაა. ესაა უთანხმოება საკუთარ თავთან.
დიდი ისტორიული ტეხილების შემდეგ ირგვლივ ამ კომუნიკატიური სფეროს შესაქმნელად საჭიროა დიდი კულტურული ძალისხმევა.
დიდი კულტურული ძალისხმევაა საჭირო იმ სივრცის შესაქმნელად სადაც ის ისევ დარწმუნებით იპოვის თავს,პარტნიორებს და იგრძნობს იმას რომ მისი ესმით.
და ამ კულტურულ,ძალიან დაძაბულ პროცესში მნიშვნელობა აქვს კოლექტივების შექმნას.
ერთმანეთის მოყვარული და პატივისმცემი ადამიანებისგან, ერთმანეთთან ნათესაობით,ტრადიციებით,ცხოვრების წესით,სიმპატიებით დაკავშირებული ადამიანებისგან შემდგარ მცირე კოლექტივში იქმნება ის ნორმები რომლებიც შემდეგ გადაიქცევა საზოგადოებრივ ნორმებად.
ასეთი პატარა ცენტრები ყოველთვის არის კულტურული ცხოვრების ლაბორატორიები ურთიერთობის წესების ლაბორატორიები.
ამიტომ ასეთი ცენტრები მუდამ ჩნდება, სტუდენტურ კოლექტივებში იქნება ეს,კურსზე, თუ პროფესიულად,ნათესაობით თუ სხვა ინტერესებით,მაგალითად საკუთარი კულტურის დაცვის ინტერესებით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფები,
სწორედ ეს კოლექტივები ინარჩუნებენ არსებითად კულტურას.
სადაც არაა პატარა კოლექტივები არაა დიდი კულტურაც.
იქ სადაც ყველაფერს ასწორებს დიდი უთო და ყველა თითქოს ერთნაირად ლაპარაკობს, სინამდვილეში ყველა მუნჯია.
შემთხვევითი სულაც არაა ის რომ ურთიერთობაში ასეთ როლს ასრულებს პოეზია. პოეტი თვითონ ყველაზე ინდივიდუალურია ადამიანებს შორის. ის თითქოს თავისთვის ლაპარაკობს თავის ინდივიდუალურ ენაზე და შემდეგ ეს ხდება საერთო ენად.
იმ ხალხს ვისაც არ ჰყავს პოეტები თითქოს ამოგლეჯილი აქვს ენა.
და ამ გაგებით ის რაზედაც დღეს ვილაპარაკებთ დაკავშირებულია ურთიერთობის და კომუნიკაციების პრობლემებთან. ესაა კულტურის შიგნით პატარა კოლექტივების, კერძოდ ლიტერატურული გაერთიანებების, მცირე ჯგუფების, ლიტერატურული, კულტურული სალონების შექმნა.
ამ წრეების წევრი კულტურის მოღვაწეები,პოეტები,ქმნიან გარკვეულ ატმოსფეროს და შემდეგ ეს ატმოსფერო გადის ამ პატარა წრის გარეთ.
ჩვენ შესანიშნავად ვიცით რომ ევროპული რომანტიზმი გაჩნდა ახალგაზრდების რამოდენიმე მცირე წრეში. ასევე იყო სხვა კულტურული მოვლენებიც.
კულტურის მატარებელთა მცირე წრეებად გაერთიანების ტენდენცია ახალი დროის ევროპაში საერთოდ ჩნდება იტალიური აღორძინების ხანიდან. ის განსაკუთრებით საგრძნობია მე-14 საუკუნიდან სწორედ იტალიაში. იქ იქმნება ახალი კულტურა,იქ იქმნება ახალი ხელოვნება.
და სწორედ იტალიაში ჩნდება განათლებულ ადამიანთა მცირე ჯგუფების ნამდვილი კულტი. ასეთი ჯგუფები თავის თავს ჰუმანისტებს უწოდებდნენ და ჩვენც მათ ასე ვუწოდებთ.
ისინი არიან მრავალმხრივი მაღალი კულტურის ადამიანები,ფილოსოფოსები,პოეტები,ღვთისმეტყველები,ოდესღაც დავიწყებულ და ეხლა გახსენებულ სიძველეთა მცოდნეები,მხატვრები.
მაგრამ ყველაფერთან ერთად ამ ხალხს სჭირდება ერთმანეთი,ისინი ქმნიან ურთიერთობის ნამდვილ კულტურას.
საუბარი მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია რა მნიშვნელოვანიც იყო ლოცვა ეკლესიაში შუა საუკუნეების ადამიანისთვის.
შუა საუკუნეების ადამიანი პირველ რიგში ურთიერთობდა ღმერთთან და მასაც ამისთვის ჰქონდა მზა ფორმები.
ეხლა კი იქმნება ადამიანური კულტურა.
და აი საჭიროა ადამიანთა ურთიერთობის ფორმების ძიება. მიმართავენ დავიწყებულ ანტიკურ ხანას,იხსენებენ პლატონურ აკადემიას,იხსენებენ პერიპათეთიკოსებს.ფილოსოფოსებს რომლებიც მოწაფეებთან ხელიხელჩაკიდებული დასეირნობდნენ ბაღში და საუბრობდნენ,ასწავლიდნენ მოწაფეებს სეირნობით საუბრით. იხსენებენ საუბრის კულტურას,ჭეშმარიტების ძიების დიალოგურ ფორმას,სოკრატულ საუბარს.
მაგრამ ისინი არა მარტო იხსენებენ წარსულს,ისინი ქმნიან ახალსაც.
ეს სიახლე წარმოგვიდგება დაახლოებით ასე: მაღალი კულტურის ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთი. განდობილი საუბარი აზრის სკოლაცაა და უმაღლესი ტკბობაც. ადამიანები სინამდვილეში არსებობენ საუბრისთვის. საუბარი არის ბრძენის საქმიანობა.
საუბარი არაა უსაქმურობა და დასვენება,ის მაღალი მოწოდებაა.
საუბარი სასიამოვნოა,მას უნდა მოყვეს ხელოვნების ნაწარმოებთა ნახვა,სასიამოვნო ვახშამი რომელიც ასევე არის ფილოსოფიური ვახშამი.
იქ ჟღერს გონივრული საუბრები. ჩვენამდე მოაღწია ბევრმა ტექსტმა,მაგრამ ჩვენ ყველას შესანიშნავად გვახსოვს ბოკაჩოს დეკამერონი.
შავი ჭირით დაავადებულ ფლორენციას შორდება ადამიანთა ჯგუფი. აი უკვე ასეთი პირველი ნიშანი.
საჭიროა ჩამოშორება,სხვა ადამიანებისგან ოდნავ განზე გადგომა.
ბოკაჩოსთან ჭირია და სხვა ჰუმანისტი რაბლე მოიგონებს ტელემის სავანეს.
მონასტერს სადაც ცხოვრობენ ჰუმანისტები,სადაც ადამიანები მეცადინეობენ,სადაც დრო გაჰყავთ მაღალ ფიქრებში,ეძლევიან ხელოვნებას და თავისუფლებას.
თავისუფლება რა თქმა უნდა არის ჰუმანისტის უპირატესობა, უფლება, პრეროგატივა.
და ჰუმანისტი მიდის ვილაზე. ის შეიძლება არ იყოს მდიდარი. შეიძლება ჩაერიოს მეცენატი.
ძალიან ხშირად ეს ფილოსოფიური ვილა არის უბრალო სახლი სადღაც სოფელში. იქ იკრიბებიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები რომლებიც დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს,ფლობენ ციცერონის მჭერმეტყველებას,ლათინურის სესანიშნავად მცოდნე პოეტები, ასე იქმნება წრე.
ეს წრეები გარდაიქმნება და გრძელდება პატარა სამეცნიერო საზოგადოებებად რომლებსაც იტალიაში უწოდებდნენ აკადემიებს და რომლებიც არ გავდნენ ჩვენს აკადემიებს იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ სახელმწიფო ორგანიზაციები და იქ თანამდებობებსაც არ ენიჭებოდა ასეთი მნიშვნელობა. ხანდახან ხუმრობდნენ. ერთ აკადემიას ერქვა კატის აკადემია,მეორეს-ნიჩაბის აკადემია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული აკადემია იყო. ნიჩაბის აკადემია განსაკუთრებული ნიჩაბია,მისი მეშვეობით ანიავებენ თესლს. ამას ჰქონდა აზრი. ეს იყო მშობლიური ენის აკადემია. უნდა გადაეყარათ ცუდი თესლი და დაეტოვებინათ კარგი.
ეს აკადემია არსებობს დღესაც. ესაა შესანიშნავად გამართული სამეცნიერო საზოგადოება ფლორენციაში,მედიჩების სასახლეში,მაგრამ კომპიუტერებით. და აკადემიის დარბაზში არის ამ ნიჩბების ფორმის სკამები. და აკადემიის ყოველ წევრს ასეთ ნიჩაბზე აქვს თავისი ღერბი. ეს აგრძელებს მეგობრული ხუმრობის სერიოზულ საქმიანობასთან შეერთების ძველ ტრადიციას.,შასს,ეს აკადემია Della Crusca არის ერთ-ერთი ასეთი დიდი სამეცნიერო ცენტრი.
ასეთი ურთიერთობის დაკარგვას მძიმედ განიცდიდნენ. ეს კარგად ჩანს აღორძინების ხანის ცნობილი მოღვაწე ნიკოლო მაკიაველის ერთი წერილით.
ნიკოლო მაკიაველი-ფლორენციის სახელმწიფო მოღვაწე,ძლიერი პოლიტიკოსი და ფხიზელი გონება,ფლორენციის პატრიოტი.
მისი ბიოგრაფია სავსეა ძნელბედობებით და ერთხელ გარემოებათა გამო მას მოუწია გაქცევა,პრაქტიკულად გადასახლებაში ცხოვრება.
მას ტანჯავს ნოსტალგია,მაგრამ ყველაზე მეტად ენატრება განათლებულ მეგობართა საზოგადოება და არა ფლორენცია.
აი რა საინტერესოდ აღწერს ის თავის დროისტარებას:
"მე ვდგები მზის ამოსვლასთან ერთად და მივდივარ ტყისკენ რათა ვნახო ხისმჭრელის მუშაობა". შემდეგ ის აღწერს თავის დღეს. "მე მივდივარ ან დანტეს და პეტრარკას ან ტიბულის და ოვიდიუსის წიგნებით". ესე იგი წიგნი ან ლათინურია ან იტალიური,ახალი ტკბილი სტილი,ახალი რენესანსული შექმნილი ენა. "შემდეგ შევდივარ სასტუმრო სახლში"-აქ ცოტას ვტოვებ. "სადილის შემდეგ ვბრუნდები სასტუმროში სადაც უკვე შეიკრიბნენ პატრონი,ყასაბი,მეწისქვილე და ორი მეაგურე. მათთან ერთად კარტის თამაშში ვატარებ დანარჩენ დღეს". შემდეგ ის ძალიან ცუდად ახსენებს ამ საზოგადოებას და ამბობს რომ მისი ცხოვრება უნდა დაიღუპოს ასეთ ხალხში.
"მოსაღამოვებისას ვბრუნდები სახლში და მივდივარ სამუშაო ოთახში. კარებთან ვიხდი გლეხის გაჭუჭყიანებულ სამოსს. ვიცვამ მეფურ სამოსს და შესაბამისად ჩაცმული მივდივარ ძველ ხალხთან",ე.ი. ის მიდის თავის ბიბლიოთეკაში. "იქ თავაზიანად მიღებენ და ვიკვებები იმ საკვებით რაც გამოსადეგია ჩემთვის,იმით რისთვისაც ვარ დაბადებული.
"იქ მე არ მცხვენია მათთან ლაპარაკი", წიგნი-თანამოსაუბრის სახე დიდხანს დარჩება. თუ კი არაა განათლებული საზოგადოება ჩემი განათლებული საზოგადოება იქნება წიგნი. "მე არ მეუხერხულება მათთან საუბარი და მათი მოქმედებების აზრის შესახებ კითხვების დასმა,და ისინი მათი ადამიანობის შესაბამისად".
ადამიანობა, აქ humanitas, ადამიანობაცაა და ჰუმანიტარულობაც,ესე იგი ყველაფერი მაღალი,რაც კი არის ადამიანში.
ადამიანობა ცოტა არაზუსტად გადმოსცემს ამ საზეიმო აზრს. "მპასუხობენ ადამიანები და ოთხი საათის განმავლობაში მე ვერ ვგრძნობ ვერანაირ დარდს,ვივიწყებ ყველა შიშს,არ მეშინია სიღარიბისა,არ მაშინებს სიკვდილი,და მე მთლიანად გადავდივარ მათთან".
კულტურული ურთიერთობის ეს სამყარო შექმნა საუბრის,მიმოწერის რიტუალებმა და მიმოწერის კულტმა. ჩნდება პირადი წერილის განსაკუთრებული ხელოვნება. ეს ხელოვნება ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ. ჩვენ მნიშნელოვანწილად დავკარგეთ საუბრის ხელოვნებაც.
ამ ხელოვნებებს ქმნიდა ევროპული კულტურის საუკუნეები. ეს კულტურა გასცდა ფლორენციას და იტალიას,გახდა ევროპული კულტურულობის საკუთრება.
ის გადავიდა გერმანიაშიც და მისი კლასიკოსი გახდა ერაზმ როტერდამელი. და ბრძენის ბრძენთან სტუმრობა გახდა რიტუალური ფორმა. ერაზმი მიემგზავრება თომას მორთან. ისინი ერთმანეთს იცნობენ მიმოწერით,მაგრამ ერთმანეთი არ უნახავთ.
და თომას მორი ესაუბრება უცნობს,გაოცებულია მისი გონიერებით და წამოიძახებს "შენ ან თვითონ ეშმაკი ხარ ან ერაზმი",იმიტომ რომ მეორე ასეთი ბრძენის ნახვა შეუძლებელია. და წერილები-და არა მარტო სამეცნიერო წერილები.იქმნება პირადი წერილის კულტურაც. და შემდეგ შეიძლება გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე,გადავიდეთ საფრანგეთში.
საფრანგეთში იყო სულიერი ინტერესებით გაერთიანებული და ურთიერთობის ხელოვნების მფლობელი საზოგადოება. ურთიერთობის ხელოვნება არსებითად ხდება მთავარი ხელოვნება,ის პოეზიაზე მეტიცაა,ისაა ცხოვრების ხელოვნება. ის ავსებს მთელ საუკუნეს,მე-17 საუკუნეს. თანაც ხდება ძალიან საინტერესო რამეები.
ერთის მხრივ მეფის ხელისუფლებას,ლიუდოვიკო მზეს,მანამდე კი კარდინალ რიშელიეს სურთ ურთიერთობის მონოპოლიზება,იქმნება კარის ეტიკეტის კულტურა. ეს ეტიკეტი აგებულია გამოხატულებათა ძალიან დახვეწილ სისტემაზე და მას აქვს თავისი მომხიბლაობა.
ლიუდოვიკო მეთოთხმეტის კარის კულტურა მეფის უპირობო კულტს უთავსებს დახვეწილ თავაზიანობას რომელიც თითქოს ცვლის თანასწორობას.
კარი იზიდავს პოეტებს,თეატრს. მაგრამ უფრო მთავარი სხვაა.
რიშელიეს ინიციატივით იქმნება აკადემია,საფრანგეთის აკადემია,რომელიც დღესაც არსებობს და რომელიც არაა მეცნიერებათა აკადემია. ისაა მშობლიური ენის საზოგადოება. ენაზე მზრუნველთა, ენის მცველთა საზოგადოება რომელიც სწმენდს ენას და ქმნის ერთიან ფრანგულ პოეტურ ლიტერატურულ,ერთიანი აბსოლუტური სახელმწიფოს ღირს ფრანგულ ენას. აკადემიის წევრებს აქვთ უკვდავთა ოფიციალური სტატუსი. აკადემიკოსი ორმოცია. ყველაფერი ძალიან საზეიმოა.
მაგრამ ლიტერატურული ურთიერთობა არ მიმდინარეობს ხელოვნურ კალაპოტში. ამ აკდემიური კალაპოტით მიმდინარეობს ლიტერატურული მოძრაობა და აკადემიამ საფრანგეთში ითამაშა უზარზარი როლი.
მაგრამ ცოცხალი მიმდინარეობა გვერდითაა და მიედინება სრულებით მოულოდნელი მიმართულებით.
მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში,სწორედ პირველ ნახევარში,ადამიანი ვიზეც ეხლა ვიტყვით რამოდენიმე სიტყვას გარდაიცვალა 65 წელს.
მე მხედველობაში მაქვს მარკიზა რამბუიეს ცისფერი სალონი რომელიც გაჩნდა მარკიზას სასახლეში. ესაა რენესანსულ ტრადიციასთან და მარგარიტა ნავარელის ლიტერატურულ საზოგადოებებთან დაკავშირებული მაგრამ კულტურისთვის მაინც ახალი მოვლენა. რა არის მასში ახალი?
პირველ რიგში ის რომ ესაა არაოფიციალური,მეტიც,ოპოზიციური საზოგადოება და რიშელიე მეტად ალმაცერად უყურებს ამ საზოგადოებას. მადამ რამბუიეს ცხოვრებაში ყოფილა სახიფათო მომენტები იმიტომ რომ ქვეყანას ახსოვს ფრონდა და არისტოკრატიული ოპიზიცია საგანგაშო რამეა.
მაგრამ პოლიტიკურ ოპოზიციას არა აქვს დიდი როლი ცისფერ სალონში. ესაა კულტურული ავტონომია. ცისფერი სალონი პირველ რიგში სრულიად ცვლის ქალის დამოკიდებულებას მამაკაცთან.
სალონის ცენტრში,და ასე დარჩება სალონისთვის სამუდამოდ,არის დიასახლისი,ქალი. მაგრამ ქალი ამავე დროს ცვლის თავის კულტურულ როლს.
ქალი როგორც თაყვანისცემის ობიექტი,ღვთისმშობელთან გათანაბრებული ქალი, მანდილოსნის კულტი-ყველაფერი ეს ცნობილი იყო შუა საუკუნეებში.მაგრამ ამასთან განდიდებული ქალი შეიძლებოდა მდგარიყო მამაკაცზე მაღლა,მაგრამ ვერ იქნებოდა მამაკაცის თანასწორი. იდეალური ძალაუფლების მფლობელი ქალი რეალურად უუფლებო იყო.
სხვანაირად იყო საქმე მადამ რამბუიეს სალონში. ამ სალონის მანდილოსნებს პირველ რიგში იტაცებს მეცნიერება. ამ მანდილოსნებს უნდათ ინტელექტუალური თანასწორობა მამაკაცებთან. ისინი სწავლობენ ლათინურს,ასტრონომიას. ერთ-ერთი თანამედროვე ჩივის რომ სალონის მანდილოსანს ბრძოლაში დაჭრილ მეომარზე და გაპრანჭულ დიდებულზე მეტად მოეწონება ლათინურად მოლაპარაკე მღვდელი იმიტომ რომ მას ესმის გონებისა. ამ მანდილოსნებს იტაცებს ხელოვნება და მეცნიერება და არ იტაცებს ქალის ჩვეულებრივი როლი. ისინი არ თვლიან რომ მთავარია სიყვარული. ისინი სტანჯავენ თავის თაყვანისმცემლებს. მადამ რამბუიეს ქალიშვილი,მაგალითად,9 წელი სტანჯავდა საქმროს და არ აგვირგვინებდა მას ერთგული ვნებით. ამასობაში მისი კულტი ყვაოდა და იფურჩქნებოდა. მას მიუძღვნეს მისადმი მიძღვნილი ათობით ლექსის შემცველი კრებული "გირლიანდა".
ესენი არიან სწავლული მანდილოსნები,ესაა ჩაკეტილი სამყარო რომელშიც შესულები იცვლიან სახელებს. სახელებს იღებენ რომანებიდან. აქ მეფობენ პოეტები და არა მეომრები. აქ მდაბიო პოეტი ვუატიური იკავებს თანასწორ,მეტიც,საპატიო ადგილს. არისტოკრატიულ წრეებში კი მას თითქმის ჯოხებით სცემენ იმიტომ რომ ის წინააღმდეგია,ის არაა არისტოკრატი.
მე-17 საუკუნის სალონი არის ქალთა მოძრაობის ერთგვარი ადრეული ფორმა. ამასთან ესაა ქალის და მამაკაცის ურთიერთობის სრულიად ახალი სისტემის შექმნის ადგილი. ინტელექტუალურ თანასწორობაზე დაფუძნებული ეს სისტემა თავისუფალია სავალდებულო სიყვარულისგან. სალონი ებრძვის წარმოდგენას რომლის თანახმადაც ქალს და მამაკაცს შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობები. რა თქმა უნდა მოდა მოდაა და ეს მოძრაობა ხშირად იღებს კარიკატურულ და სასაცილო ფორმებს. ამას დასცინოდნენ მამაკაცები, ძირითადად მამაკაცები ან კარისკაცები. მოლიერმა ეს მანდილოსნები აიგდო მასხრად და მათ დაარქვა სასაცილო გაპრანჭულები.
სინამდვილეში ეს იყო სერიოზული მოძრაობა. მაგრამ სალონის შინაარსი ჯერ დილეტანტურია,ასე ვთქვათ ზოგადსაგანმანათლებლო.
ახალი ეტაპი იყო მე-18 საუკუნეში.
მე-18 საუკუნე ფილოსოფოსთა საუკუნეა. კარი ვეღარ ეჯიბრება კულტურაში სალონს და ფერმკრთალდება. აკადემია იძენს გარკვეულ ავტონომიას. მაგრამ სამეფო კარის ძალაუფლებისგან განთავისუფლებული აკადემია ხვდება მანდილოსანთა საშინელი ინტრიგების ბრჭყალებში. აკადემიკოსის არჩევა გადაიქცა სალონების ნამდვილ ბრძოლად,ქალთა ინტრიგების შეჯახებად ვინაიდან ყოველ სალონს ჰყავს დიასახლისი და ყოველი სალონი ავლენს პატივმოყვარეობას,ცდილობს რაღაც გამორჩეული ადგილის დაკავებას.
სალონი გადაიქცა კულტურული,პირველ რიგში ფილოსოფიური ცხოვრების ცენტრად. იცვლება სალონების დიასახლისის სახე. სალონის ცენტრში ისევაა მანდილოსანი. მაგრამ როგორც წესი ესაა უკვე მისი ცხოვრების მეორე ნახევარში მყოფი მანდილოსანი რომელიც ბრწყინავს გონებით,ხასიათით,
ზოგჯერ ძალაუფლებით მაგრამ არა სილამაზით.
ვოლტერმა ერთხელ შხამიანად თქვა რომ სალონის ტიპიური დიასახლისი არის ქალი რომელიც თავისი სილამაზის მზის ჩასვენებასთან ერთად მიესალმება თავის ჭკუის მზის ამოსვლას.
მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ რომ სალონში სულ არ იყვნენ მშვენიერი მანდილოსნები.
შეგახსენებთ ერთ რომანტიულ ისტორიას. მე-18 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა დიპლომატმა კონსტანტინეპოლის ბაზარში სეირნობისას იყიდა როგორც ჩანს ექვსი წლის ჩერქეზი გოგონა. ის რა თქმა უნდა ვერ ლაპარაკობდა ვერც ერთ ენაზე, მაგრამ ეხმაურებოდა თუ კი მას დაუძახებდნენ გაიდეს.
ფრანგმა დიპლომატმა გოგონა აღსაზრდელად მისცა თავის ნათესავებს. როგორც ჩანს მისი ასაკის გოგონების მსგავსად ისიც მისცეს მონასტერში. იმ წრეში ეს იყო ქალთა სავალდებულო აღზრდა. რამოდენიმე წელი მონასტერში,სადაც გოგონებს ასწავლიდნენ კლავესინზე დაკვრას,სიმღერას და ქარგვას. დიპლომატი ისევ თურქეთში წავიდა,შემდეგ უკვე ავადმყოფი დაბრუნდა და უცებ გაიხსენა რომ ის ფულით იყიდა და ნაზი და დაბეჯითებითი ტონით განაცხადა რომ უნდა ამ გოგონას მამად და ქმრად //ერთდროულად// ყოფნა.
სინამდვილეში კონსტანტინეპოლში ნაყიდი და ფრანგულ მონასტერში აღზრდილი ჩერქეზი გოგონა გახდა ამ ფრანგი დიპლომატის მომვლელი. ეს დიპლომატი უკვე ავადმყოფი და ნახევრად გიჟი იყო. ჩერქეზი გოგონა მონათლეს,მას დაარქვეს შარლოტა,მაგრამ ეს სახელი არ დარჩა და მისი სახელი ფრანგული წარმოთქმით გახდა აისე.
ის ისტორიაში შევიდა როგორც მადემუაზელ აისე. სინამდვილეში ის ძალიან მალე დაივიწყეს იმიტომ რომ ის მალე გარდაიცვალა ჭლექისგან.
შემდეგ იპოვეს მისი წერილები,რომლებიც აღმოჩნდა სალონის ლიტერატურული შემოქმედების ერთ-ერთი განძი.
მადემუაზელ აისეს შეუყვარდა მალტის რაინდი კავალერი ენდი რომელსაც არ შეეძლო დაქორწინება, მათ ეყოლათ ქალიშვილი,მაგრამ სიყვარულის და ქალიშვილის ამბავი ფარული, გასაიდუმლოებული იყო.
მაგრამ აისეს მშვენიერი წერილები ამასთან ერთად ხატავენ სალონის შინაგან ცხოვრებას. ეს იყო მაღალი კულტურის და წვრილმანი ჭორების ნაერთი.
დახურული სამყარო ხელს უწყობს დიფერენცირებული და დახვეწილი ურთიერთობის დამყარებას და ამავე დროს აწვრილმანებს ინტერესებს.
იმდროინდელ პარიზში იყო სხვადასხვა სალონი. შეიძლება ვახსენოთ არაარისტოკრატული წარმოშობის მადამ ჟოფრეს //ჟოფრენის// სალონი. არისტოკრატზე დაქორწინებულ და ჭკვიან,ძალაუფლების მოყვარულ ამ მანდილოსანს ეკატერინე მეორე სწერდა წერილებს როგორც და დას. ამ სალონს სტუმრობდა პოლონეთის მომავალი მეფე პონიატოვსკი. და როდესაც ის აირჩიეს მეფედ ის წერდა მას-დედიკო,აი მე მეფე ვარ,არ გამობრაზდეთ. ამ სალონის სტუმრებს შორის იყვნენ ვოლტერი და დიდრო.
სალონი ხდებოდა ტერიტორია სადაც ბატონობდა ფილოსოფია.
და ევროპის რეალური მთავრობა იყო ფილოსოფია. მეფეები ცახცახებდნენ ფილოსოფიის წინაშე. სალონებში ხვეწდნენ სისტყვის სიზუსტეს,ლესავდნენ გონებას. არაა შემთხვევითი რომ ამ სალონის კაცს დაარქვეს ლესპრი ფორ , (l`esprit fort), ძლიერი გონება.
მაგრამ სალონი გარდამავალი ეტაპია და პლებეი რუსო იქ ვერ გაჩერდა.
და სხვა ეტაპი იქნება სხვა ორგანიზაციები. პარიზში ლიტერატურული ურთიერთობა გავა კაფეში,შემდეგ კლუბებში,შემდეგ პოლიტიკურ საზოგადოებებში და კონვენტში. რევოლუციის მოღვაწეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლიტერატორები იყვნენ.
გერმანიაში შეიქმნება ე.წ. შტიურმერების საზოგადოებები და დიდი წრეები. ამ წრეების თმაგაჩეჩილი და ფერმრკრთალი,თვალებანთებული წევრები მზად იყვნენ შეტევაზე გადასულიყვნენ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.
შილერის ერთ-ერთი ტრაღედია "ყაჩაღების" გმირმა თქვა: "ჩვენ შევქმნით ისეთ გერმანიას რომელთანაც შედარებით სპარტა და ათენი ქალთა მონასტრად გამოჩნდება"-გმირების გერმანიას.
მე-18 საუკუნეში ლიტერატურული წრეები ჩნდება რუსეთშიც. მაგრამ გერმანიაში,იტალიაში,რუსეთში და უნგრეთში ლიტერატურული საზოგადოებები იღებენ თავ-თავის ხასიათს. ყველა ისინი თითქოს ვითარდება ფრანგული სალონის ჩრდილში.
და მე-18 საუკუნე ფრანგული საუკუნეა. ევროპული კულტურა ლაპარაკობს ფრანგულად. პატრიოტები რა თქმა უნდა გმობენ ამას,მაგრამ თვითონ ლაპარაკობენ ფრანგულად. ამას მასხრად იგდებდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი,მაგრამ თავის თხზულებებს ის წერდა ფრანგულად.
ფრანგული ენა რა თქმა უნდა განათლების ენაა,მაგრამ ის ასევე თავცარიელი და თავქარიანი პრანჭია დენდების ენაცაა.
და რუსი სატირიკოსი ნიკოლაი ივანოვიჩ ნოვიკოვი დაწერს გოჭზე რომელიც გულის და გონების გასანათლებლად წავიდა პარიზში და იქიდან დაბრუნდა დასრულებულ ღორად.
სრულყოფილი იმ ხანის ენაზე ნიშნავს დასრულებულს და მასთან ერთად განათლებულს/ ესე იგი წავიდა ველური გოჭი და დაბრუნდა განათლებული ღორი.
და მაინც სალონი თითქოს რჩება ნორმად,თუმცა ევროპაში არსად მეორდება. ჩემს მიერ აღწერილი სალონი წმინდა ფრანგული მოვლენაა.
რუსეთში ლიტერატურულმა საზოგადოებებმა მიიღეს სულ სხვა,ფრანგულისგან განსხვავებული ფორმა. და ამ ფორმის მონახვას დრო დასჭირდა.
მე-18 საუკუნეში ლიტერატურული საზოგადოება ეძებს თავის ფორმებს და ძალიან ხშირად ესაა ერთმანეთის ნათესავი და მეგობარი პოეტების გაერთიანება. ასეთია დერჟავინის წრე რომლის წევრებიც არიან დებზე დაქორწინებული ან უბრალოდ დიდი ხნის მეგობარი პოეტები. ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს მეზობლობას.
ზოგჯერ ესაა გაერთიანება რაღაც ცენტრის ირგვლივ. ასეთი ცენტრი იქნება მოსკოვის უნივერსიტეტი.
მიდის ძიებები და ლიტერატურული მოძრაობის ნამდვილი ფორმები ჩამოყალიბდება მარტო საუკუნის ბოლოს.
მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ისაა რომ ლიტერატურული საზოგადოება,ლიტერატურული გაერთიანება რუსეთში იქნება ახალგაზრდა,ჯერ აღიარების არმქონე მწერლების გაერთიანება. მწერლებისა რომლებიც თავის ძალებს აერთიანებენ რაღაც ახალი გზის საძიებლად. შემდეგ ვილაპარაკებთ იმაზე თუ როგორ იკაფავენ ამ გზას.
აკადემიკოსი იური მიხაილოვიჩ ლოტმანი
Кружки и общества - Ю.М. Лотман «Беседы о русской культуре» 1988 г.-1989 г. Добрый день. В прошлый раз мы говорили о тех формах контактов и общении между людьми которые возникают во время путешествия. Но основное конечно это те формы общения которые присущи непосредственному коллективу в котором человек живёт. Это по сути дела одна из важнейших сторон культуры. Человек всё время общается с другими людьми. И общение это вещь отнюдь не такая простая. Просто - когда коллектив в котором человек живёт традиционный. Он сложился давно, он существует по традиции как например в деревне когда то было. И там уже формы общения проверены. Они создавались веками. Как обращаться к родителям. Как разговаривать с соседями. Как объясниться в любви. Что сделать когда человек умер. Что прилично сказать в одной ситуации и нельзя говорить в другой. Всё это достаётся человеку вместе с бытом, окружающей жизнью и он чувствует себя уверенно в этом мире, который он сам создал вокруг себя, вернее создали его предки и он их получил уже это в готовом. И готовые формы общения создают уверенность для человека. Он понимает людей вокруг себя, понимает ситуацию в которой находится, и знает как ему себя вести. Но когда история развивается быстро, ситуации меняются традиции сломаны разрушаются создаются новые положения человек не может общаться старыми способами. А новые даются тоже не так легко. И тогда человеком овладевает неуверенность. Он не знает как ему выразить свои чувства . Он ищет способ, слова для того чтобы рассказать о своих мыслях. Очень часто он себя чувствует без языка как бы – чужим , и это очень мучительное чувство. Это разлад с самим собой. И после больших исторических переломов требуется большое культурное усилие для того чтобы человек опять создал вокруг себя вот это коммуникативную сферу. Вот это пространство где он опять будет уверенно находить себя, партнёров и чувствовать что его понимают. И в значительной мере в этом культурном очень напряжённом процессе играет роль создание малых коллективов. В небольшом коллективе, который объединяет людей связанных взаимной привязанностью, образом жизни, симпатиями, родством, традициями – создаются те нормы, которые потом становятся нормами в обществе. И такие небольшие центры – они всегда – лаборатории культурной жизни, лаборатории способов общения. Поэтому между прочим такие небольшие центры – они всегда возникают. Будет ли это в студенческих коллективах на курсе, будет ли это группа людей связанны профессионально, родственно или же какими то общими интересами ну по защите культуры своей. Это, эти коллективы по сути дела держат культуру. Там где нет малых коллективов, там нет большой культуры. Там где какой то большой утюг всё выравнивает и все как будто бы говорят одинаково – на самом деле все немые. Не случай ведь такую роль в общении играет поэзия. А поэт сам индивидуален из всех. Он казалось бы говорит для себя на своем индивидуальном языке, а потом это становится общим языком. И если нет поэтов то у народа как бы язык вырван. И, в этом смысле, и то о чём мы сегодня будем говорить имеет отношение к проблемам общения и коммуникаций – это создание небольших коллективов внутри культуры. В частности – литературных объединений, небольших групп, обществ литературных и культурных, салонов. Вот эти малые кружки, в которых находятся внутри определенные группы людей как правило деятели культуры поэты. И кружки в которых создается атмосфера определенная, а потом эта атмосфера выплёскивается. Мы прекрасно знаем что европейский романтизм возродился в нескольких кружках небольших группах молодых людей. И точно также и другие культурные явления. В общем такая тенденция объединяться с носителем культуры в небольшие группы в Европе нового времени в общем считается начинается с эпохи Итальянского возрождения. И особенно ощутительна она с 14 века именно в Италии. Здесь создаётся новая культура, здесь появляется новое искусство. И здесь создаётся настоящий культ небольших групп просвещенных людей - гуманисты, они и сами себя так называют – и мы их так называем. Это люди разносторонней высокой культуры, это философы, это поэты, богословы, знатоки древности, когда то забытой а теперь заново воскрешаемой, художники. Но кроме всего прочего это люди которые нуждаются друг в друге и создают подлинную культуру общения. Беседа становится таким же важным для них делом как для человека средневекового – молитва в храме. Средневековый человек в первую очередь общался с Богом. И у него для этого тоже были готовые формы. А теперь создаётся культура человеческая. И надо искать формы общения между людьми. Обращаются к забытой античности, вспоминают Платоновскую академию, вспоминают перипатетиков – вот этих философов которые брали своих учеников под руку и прогуливаясь по саду – их учили, культуру беседы, диалогическую форму поиска истинны – сократическую беседу. Но- не только вспоминают старое – создается новое. Это новое предстает приблизительно в таком виде. Люди высокой культуры нуждаются друг в друге. Посвященная беседа – это и школа мысли и высшее наслаждение. Люди собственно говоря живут для того чтобы беседовать. Беседа – это занятие мудреца. Это высокое призвание, это не безделие и даже не отдых. Беседа – приятна, она должна перемежаться посещениями картинных зал, приятным ужином, который тоже философский ужин. Он искрится умными речами. До нас дошли многие тексты, но мы прекрасно помним все Декамерона Боккаччо. Группа людей во Флоренции в городе охваченном чумой удаляется. Вот уже такая первая черта. Надо удалится, надо стать чуть-чуть в стороне от других людей. У Боккаччо чума а у Рабле – другой гуманист придумает Телемскую обитель. Такой особый немонастырский монастырь. А монастырь где живут гуманисты. Где люди проводят занятия, проводят время, в высоких размышлениях, отдаваясь искусству и свободе. Свобода конечно – преимущество, право, прерогатива гуманиста. И - гуманист удаляется на виллу, не обязательно он должен быть богатым человеком – меценат может вмешаться, но очень часто эта вилла философская оказывается в общем простым домом где нибудь в сельской местности. Там собираются люди разного типа. Но высоко ценящих друг друга, владеющие красноречием Цицерона, владеющие прекрасно латынью поэты. Так создаётся кружок. Эти кружки перерождаются, вернее продолжаются, в такие небольшие научные общества, которые в Италии называли академиями, которые не были похожи на нашу академию поскольку не были ни государственными ни должностными организациями. Они часто имели на поверхности шуточный характер – «Академия кошки», называлась одна академия. Другая называлась «Академия лопаты» – академия Della Crusca. Она кстати - академия лопаты – это особая лопата которой веют зерно, это имело смысл, это было общество родного языка. Как нам сказали – отвеять плохие зёрна – мякину, и оставить зерна - полновесные. Эта академия существует и сейчас, 400 лет она существует щасс, это прекрасно обставленное научное общество во Флоренции в дворце Медичи но с компьютерами. И - в зале академии Della Crusca - стулья в виде вот таких лопат для вейла, и на каждой лопате у каждого члена академии свой герб. Спинки стульев как лопаты. Это продолжает старую традицию – соединяя дружескую шутку с очень серьезными занятиями, щасс академия Della Crusca один из больших таких научных центров. Как переживалась утрата этого общения хорошо видно по одному из писем известного деятеля возрождения Никколо Макиавелли. Макиавелли - государственный деятель Флорентийский – политик - сильный и трезвый ум - патриот Флоренции. Биография полная привратностей. И вот однажды в силу разных обстоятельств он вынужден почти бежать и практически находится в ссылке. Он тоскует по – больше всего, не по родному городу даже, хотя он этот город не только любит а вот – патриотизм горожанина маленькой коммуны, а Флоренция республика, она маленькая но великая вот. И, но больше всего он тоскует по обществу просвещённых друзей. Вот как он описывает своё время препровождения. Очень интересно. «Я встаю с восходом солнца. И направляюсь к роще посмотреть на работу дровосека.» Дальше он описывает свой день. «Я иду с книгой в кармане. Любо с Данте и Петраркой. Либо с Тибулом и Овидием.» Значит книга стихов - или латинская - или итальянская – новый сладкий стиль, новый ренессансный созданный язык. «Потом захожу на постоялый двор» - несколько пропускаю. «После обеда я возвращаюсь снова на постоялый двор. Где обычно уже собралися: хозяин, мясник, мельник и два кирпичника. С ними я провожу остальную часть дня играя в карты.» Дальше он очень нелестно отзывается об этом обществе и говорит что его жизнь должна погибать среди этих людей. «С наступлением вечера я возвращаюсь домой и иду в рабочую комнату. У двери я сбрасываю крестьянское платье всё в грязи и слякоти. Облачаюсь в царственную одежду. И, переодетый достойным образом иду к античным дворам людей древности.» Т.е. он идет в свою библиотеку. «Там любезно ими принятый я насыщаюсь пищей единственно пригодной для меня – для которой я рождён. Там я не стесняюсь разговаривать с ними.» Это образ будет долго держаться - книга собеседника, и если нет просвещенного общества то моим просвещенным обществом станет книга. «Я не стесняюсь разговаривать с ними и спрашивать о смысле их деяний, а они по свойственной им человечности» – человечность ну здесь гуманитос (humanitas) – это и человечность и вместе с тем гуманитарность – а гуманитарность это значит всё высокое что есть в человеке. Человечность чуть-чуть не точно передаёт этот торжественный смысл. « отвечают люди. И на протяжении 4 часов я не чувствую никакой тоски, забываю все тревоги, не боюсь бедности, меня не пугает смерть и я весь переношусь к ним.» Этот мир культурного общения, который создаёт ритуал разговора и ритуал переписки, культ переписки тоже – появляется особое искусство частного письма. Между прочим мы это искусство в общем щас практически утратили. В значительной мере точно также как мы утратили и искусство разговора. А дальше мы увидим как веками Европейской культуры создавались эти искусства. Эта культура выплёскивается за стены Флоренции и за стены Италии и становится достоянием европейской культурности. Она переносится и в Германию и классиком её становится Эразм Роттердамский и посещением мудрецом мудреца становится такой ритуальной формой. Эразм едет к Томасу Мору. Они знакомы по переписке, но никогда друг друга не видели. И Томас Мор, говоря с незнакомцем и пораженный его умом восклицает: «Ты или сам дьявол или Эразм», потому что другого такого мудреца найти нельзя. И – письма – а - не только научные письма. Создаётся культура и частного письма. И дальше мы можем перейти как бы к следующему этапу – перенестись во Францию. Во Франции общество людей объединенных духовными интересами и культивирующих искусство общения, искусство общения становится по сути дела главным искусством – оно даже выше поэзии, даже выше других искусств – это искусство жизни. Оно заполняет целый век – 17 век. Причём происходят очень интересные вещи. С одной стороны – королевская власть – Людовик Солнце, а до него ещё – кардинал Ришелье. Как бы предъявляя права на монополию культуры, хотят монополизировать общение. Создается придворная этикетная культура. Этикет, который построен на очень утончённой системе выражений и имеющий свою прелесть. Придворная культура эпохи Людовика 14 сочетает безусловный культ короля с утончённой вежливостью, которая как бы заменяет равенство. Двор привлекает к себе поэтов. Привлекает к себе, особенно театр привлекает двор. Но важнее ещё другое. По инициативе Ришелье создаётся академия – Французская академия Ла Академия Францез, которая до сих пор существует и которая не академия наук, а опять таки общество родного языка. Это общество ревнителей языка, тех кто хранит язык, очищает его и создаёт как бы единую французскую поэтическую литературную речь, которая достойна единого абсолютного государства. Члены академии имеют официальный титул бессмертных - их ограниченное число – их 40 человек. Всё очень торжественно. Но литературное общение не течёт по искусственному руслу. По этому академическому руслу идет литературное движение и академия сыграла во Франции огромную роль, но всё таки живое течение идёт рядом и в совершенно неожиданном направлении. В первую половину 17 века – как раз в первую половину - в 65 году человек, о котором мы сейчас скажем несколько слов, скончался. Я имею ввиду так называемый Голубой салон маркизы Рамбулье. Салон который возникает в отеле маркизы явление для культуры новое хотя связан с ренессансной традицией и связан с литературными обществами Маргариты Наваррской но он всё таки новый. Что в нём нового? Во первых – это неофициальное общество. И даже оппозиционное. И Ришелье смотрит очень косо на это общество и даже у мадам Рамбуйе были опасные моменты в её биографии. Поскольку страна ещё помнит фронду и аристократическая оппозиция правительству – очень тревожная вещь. Но политическая оппозиция не играет большой роли в Голубом салоне – это культурная автономия. Голубой салон – во первых совершенно меняет отношение женщины к мужчине. В центре салона, и это останется для салона навсегда, стоит хозяйка, стоит женщина. Но не только женщина находится в центре салона – она меняет свою культурную роль. Женщина как предмет поклонения, женщина приравненная к богоматери, культ дамы – это всё знало средневековье. Но при этом, превознесённая женщина могла быть выше мужчины, но не могла быть равной ему. Она обладала некой идеальной властью и реальным бесправием. Женщина в салоне мадам Рамбулье, а эти дамы получили, и девицы, и дочь мадам Рамбуйе, получили прозвание прецеозниц - их очень высмеял Мольер в «Смешных Жеманницах» с позиции двора – конечно. Мольер конечно ну как бы создал пьесу приятную королю, представив этих женщин в виде уродливых карикатур, правда он потом сам оправдывался что он имел ввиду не их, а только провинциалок которые им подражают. Эти дамы прежде всего увлечены наукой. Они хотят интеллектуально встать рядом с мужчиной. Они изучают латынь, астрономию. Один из современников жалуется – что если перед дамой из салона предстанут воин изрубленный в бою, щеголь надушенный и украшенный лентами и аббат говорящий по латыни то наибольший успех в любви конечно будет у аббата, потому что он занимает разум. Эти дамы занимаются искусством этими самыми науками и демонстрируют нежелание становится предметом или же по крайней мере вот включаться в обычное женское амплуа и считать что любовь самое главное в жизни. Они мучают своих поклонников, например дочь мадам Рамбулье 9 лет своего жениха мучала не увенчивая его верной страстью, а между тем культ её процветал - ей посвятили целую книжку, она называлась «Гирлянда» где несколько десятков стихов было в её честь. Это учёные дамы, это мир замкнутый, здесь, входя сюда, все меняют имена. Имена берутся из романов. Здесь царствуют поэты, а не воины. Здесь разночинец поэт Вуатюр находит равное даже почётное место. А в аристократических кругах его ещё чуть палками не бьют, потому что он против ......- он не дворянин. Салон 17 века это как бы ранняя форма женского движения. И вместе с тем это и форма создания совершенно новой системы отношения между мужчиной и женщиной. Системы отношений основанной на интеллектуальном равенстве и освобожденной от обязательной любви. В представлении о том что кроме любовных отношений между мужчиной и женщиной других отношений быть не может. Вот это и есть то с чем салон борется. Конечно – мода есть мода и это прециозная женская движение приобретает очень часто карикатурные и очень смешные формы, над чем очень смеялись современники, в основном мужчины, или же придворные. На самом деле это было серьезное движение. Но содержание салона ещё – дилетантское, ещё ну как бы такое общеобразовательное. Новый этап в 18 веке. 18 век – век философов. Двор бледнеет. Двор уже состязаться в культуре с салоном не может. Академия приобретает известную автономию. Правда уйдя из под власти двора она попадает в когти ужасных дамских интриг. И выбор академика становится настоящей борьбой салонов, столкновением женских интересов поскольку каждый салон имеет хозяйку и каждый салон претендует на некое, честолюбиво претендует на некое отмеченное положение. Салон становится центром культурной жизни, прежде всего жизни философской. Меняется облик хозяйки салонов. По прежнему сохраняется положение о том что в центре салона находится дама. Но это уже как правило дама второй половины жизни. Блестящая умом, характером, иногда властностью, а не красотою. Вольтер даже однажды ядовито сказал что вот хозяйка салона типично это женщина которая вместе с закатом своей красоты приветствует восход своего ума. Но не следует думать конечно что салон совсем лишен и прелестных дам и я бы хотел напомнить одну романтическую историю. В начале 18 века французский дипломат гуляя в Константинополе по базару купил продававшуюся там черкешенку – девочку, ей было видимо лет 6. Она не говорила разумеется ни на каком языке, а откликалась на имя Гайде. Он отдал её на воспитание своим родственникам. Видимо как и все молодые девушки она была отдана в монастырь – это была обязательное женское воспитание в этом кругу. Несколько лет в монастыре где девочек учили игре на клавесине вышиванию пению. Уехал он снова в Турцию потом вернулся уже больным и вдруг выразил желание, вдруг вспомнил что он её купил за деньги и в очень нежных но настоятельных просьбах говорил что он хочет быть для неё и отцом и мужем одновременно. На самом деле она стала только сиделкой у него. Потому что он уже был болен и полубезумен. Её крестили, дали имя Шарлотты. Но это имя не удержалось, а имя её во французском произношении стало Аиссе. И вот как мадмуазель Айссе – она вошла в историю. По сути дела её очень быстро забыли, потому что она вскоре умерла. Но, от чахотки, но потом были обнаружены её письма, которые оказались одним из сокровищ литературного творчества салона. История её была романтична она полюбила кавалера Эиди, а он был мальтийский рыцарь. Как мальтийский рыцарь он не мог женится. Любовь их была очень постоянной. У них была дочь. Хотя любовь была, и существование дочери, - всё было скрыто, покрыто тайной. И если бы не её прелестные письма которые вместе с тем рисуют прекрасно внутреннюю жизнь салона. Это сочетание высокой культуры и мелких сплетен. Поскольку замкнутый мир одновременно способствует и выработке дифференцированного и утонченного общения и вместе с тем мельчит интересы. Париж этой поры имеет образцы разных салонов. Тут можно назвать и мадам Жоффре (Жофррен), женщину не дворянского происхождения, но вышедшую замуж за аристократа. Умную, властную женщину, которой Екатерина вторая писала письма как сестра сестре. Которая в своем салоне пригревала будущего короля Польши Понятовского. И когда он был избран королем он писал ей – маменька, вот я и король, не сердитесь на меня. Там бывали и Вольтер и Дидро. Салон становился территорией на которой властвовала философия. А философия была реальным правительством Европы – короли дрожали перед философией. А вместе с тем здесь создавалась та, как выразился Пушкин однажды, «тот разговор выше образованности» - умение и культивирование точного слова, острого ума. Не случайно человек этого салона получает кличку: бесприфор (l`esprit fort) – «сильный ум». Но конечно салон - это только преходящий этап и плебей Руссо в салоне не ужился. И следующим этапом будут другие организации. В Париже литературное общение выйдет в кафе, а затем в клубы, а затем в политические общества и в конвент. Значительная часть деятелей революции будут литераторы. В Германии будут создаваться общества и большие кружки так называемых штурмаров (штюрмеров)– юношей растрепанных и бедных с горящими глазами готовых штурмовать весь мир. Как сказал один из героев трагедии Шиллера «Разбойники» - « мы создадим такую Германию перед которой Спарта и Афины покажутся женским монастырём » - Германию героев. И тогда же в 18 веке литературные общества начинают возникать и в России. Но - в Германии и в Италии, в России и в Венгрии литературные общества приобретают в каждой стране свой характер. Они все развиваются как бы под тенью французского салона. И 18 век – это век Франции. Культура европейская говорит на французском языке. Конечно патриоты осуждают это - и сами говорят на французском языке. Фридрих Великий - прусский король которой высмеивал так вот это – модне шпрахе (modern Sprache)– вот этот модный язык, где немецкие слова мешались с французскими, сам не пользовался модным шпрахе по очень простой причине – он все свои сочинения писал по-французски. Французский язык – язык образованности. И конечно не только образованности язык и щеголя, язык и пустой головы. И сатирик русский Николай Иваныч (Иванович) Новиков напишет о молодом поросенке, который уехал для образования сердца и разума в Париж и вернулся оттуда совершенной свиньёй. Совершенное - на языке той эпохи значит – законченное и вместе с тем значит образованное. Вот значит - уехал диким поросёнком, а вернулся образованной свиньёй. И всё таки вот это - салон остаётся как бы нормой. Хотя – нигде в Европе он не повторяется. Салон, это в таком виде как я сказал, это чисто французское явление. В России литературные общества отлились в свою иную отличающуюся от французской форму. И нашли свой облик не сразу. В 18 веке литературное общество ещё только ищет свои формы и очень часто это объединение родственников, поэтов находящихся в каких то дружеских и родственных связях – вот таков кружок Державина, где объединены поэты женатые на сёстрах или связанные длительной дружбой - внелитературной. Иногда играет роль в местном быту соседство. Люди объединяются по признаку соседства. Иногда объединение вокруг какого-то центра – вот таким будет Московский университет. Идут поиски. И подлинные формы литературного движения выкристаллизовываются только к концу века. Но что очень важно – литературное общество, литературное объединение, в России с самого начала будет объединение молодых писателей – писателей которые ещё не обрели известности и которые объединяют свои силы для поисков какого-то нового пути. Как складывается этот новый путь - поговорим мы в следующий раз. академик Юрий Михайлович Лотман |
No comments:
Post a Comment