2.26.2013

მოდიდან გატანილი ირლანდიელები და თანამედროვე ევროპელებისთვისაც სასარგებლო კონფუციუსი:

თუ გინდათ კარგი და სრულყოფილი ირლანდია თქვენ თვითონ უნდა იყოთ კარგი და სრულყოფილი ადამიანები.სრულყოფილ ქვეყნის შექმნა შეუძლიათ მხოლოდ სრულყოფის მსურველ მამაკაცებსა და ქალებს //შინ ფეინის ეროვნული საბჭოს მიერ 1917 წელს დუბლინში გამოქვეყნებული შინ ფეინის «ეთიკა»//.

კონფუციუსის თქმით კი ადამიანს გადაარჩენს მისი პატიოსნება, უპატიოსნო ადამიანები გადარჩებიან მხოლოდ შემთხვევით.

«თუ კი გინდათ ირლანდიის გადაქცევა სრულყოფილ ქვეყნად,უფლის სამეფოდ,თქვენ თვითონ დაიწყეთ გადაქცევა სრულყოფილ ადამიანებად. 

სრულყოფილი ქვეყნის შექმნა ძალუძთ მხოლოდ პიროვნებებს, სრულყოფისკენ მსწრაფ მამაკაცებსა და ქალებს...

ირლანდიის ბედი არის ქვეყნის თავისუფალი და კეთილშობილი მამაკაცების და ქალების ხელში..» (შინ ფეინის ეროვნული საბჭოს მიერ 1917 წელს დუბლინში გამოქვეყნებული შინ ფეინის «ეთიკა»)

მაგრამ სადღაა ასეთი დამოკიდებულება? დღევანდელ ევროპაში,მაგალითად ესპანეთში საშიშია კაფეში საუბარიც!

არსელონას რესტორანი რომელშიც დადიან ხოლმე მაღალი საზოგადოების წევრები მაგიდებში დამალულია მიკროფონები...

ხოდა ერთმა მიკროფონმა ჩაიწერა კატალონიის ყოფილი ნაციონალისტი პრეზიდენტი ჟორდი პუჟოლის ვაჟიშვილის ყოფილი მეგობარი ქალიშვილი ალისია სანჩეზ მაჩოს ნათქვამი.
ახალგაზრდა ქალი ყვებოდა რომ მის ყოფილ საქმროს ანდორადან კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში გადაჰქონდა 500-200 ევროს დასტებით სავსე ტომრები.

სპანური პრესის თანახმად ეს მოურიდებელი მიკროფონი დადო კატალონიის სოციალისტური პარტიისთვის მომუშავე კერძო დეტექტივთა ბიურომ. Mმაგრამ სააგენტო მეტოდო 3 ჯაშუშობდა ყველა პარტიისთვის როგორც კატალონიაში ისე მის გარეთ. ის უსმენდა დეპუტატებს, საწარმოების ხელმძღვანელებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს.

დღეს ყველა ცახცახებს იმის შიშით რომ ეს ჩანაწერები შეიძლება ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის.

ცნობილი გახდა რომ პოლიტიკოსებში ჩვეულებრივ რამედ იქცა ქრთამი,გაფლანგვა,. კატალონელი სოციალისტი, კონსერვატორი თუ ნაციონალისტი დეპუტატები ზედიზედ გადადგნენ. მათ ბრალად ედებათ კორუფცია,მითვისება,

გაფლანგვა, კავშირი რუსულ მაფიასთან.

სია გრძელდება ეკონომიკური კრიზისით ისედაც გაგიჟებული ესპანელების თვალწინ.

პოლიტიკური ატმოსფერო დღითი დღე უარესდება.

ყველაფერი ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგული გაზეთი Le Monde-ს 2013 წლის 20 თებერვლის ნომერში.

და ეს უბედურება ანუ სახელმწიფოთა ზედაფენების ზნეობრივი გადაგვარება სჭირს არა მარტო ესპანეთს.

აი ასეთ ვითარებაში ბევრი ევროპელი საშველად მიმართავს...კონფუციუსს და მის რჩევა-დარიგებებს.

ცნობილია რომ ძველი და ლამაზი,თანაც უძლიერესი რომი დაღუპა სწორედ მისი მმართველი და არამმართველი ელიტების ზნეობრივმა გადაგვარებამ. ამ რომისგან დარჩა კადაფის საჯაროდ ხელის მკოცნელი და პუტინის მეგობარი ბერლუსკონი.

რომზე ბევრად უფრო ძველ და ასაკოვან ჩინეთს კი კიდევ აქვს რაღაც პერსპექტივა. უძველესი და უამრავ უბედურებათა გადამტანი ჩინელი ერი ისევ არსებობს და აშინებს მსოფლიოს.

არც ისე სულელი ევროპელები ფიქრობენ რომ ესაა კონფუციანური ეთიკის დამსახურება.
კონფუციუსი რომ არ ყოფილიყო ჩინელებს გაუჭირდებოდათ დღემდე მოღწევა და ეს იცის ბევრმა ევროპელმა ჩვენს კეთილდღეობას საუკეთესოდ იცავს სათნოება,მაგრამ ამისთვის სულმა უნდა უხელმძღვანელოს სხეულს და არა პირიქით!

აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების უნარი, სიმამაცე და სეუპოვრობა, მაგრამ ყველაფერი ამის შედეგია კეთილდღეობა, აყვავებულ-გაფურჩქნული ცხოვრება.

როგორც ამბობს ნიალ უოლში «ბედნიერება იწყება კომფორტის საზღვრის იქით».

კონფუციუსი სტრესის წინააღმდეგ 99 ფილოსოფიური აბით //Joël berger,Confucius Antistress en 99 pilules philosophiques,Paris//

( შემოკლებით)
რატომ კონფუციუსი?

იდეების ღირებულების სანდო კრიტერიუმია ის თუ რამდენად უძლებენ ისინი დროს.

ამბობენ რომ კონფუციუსს ჰყავდა მრავალი ათასი მოწაფე რომლებმაც კონფუციუსის დოქტრინა როგორც ოფიციალური მოდელი შეინარჩუნეს 1911 წლის რევოლუციამდე ანუ თითქმის 25 საუკუნის მანძილზე.

კონფუციუსი გავლენა დიდად გასცდა ამ არეს რამაც კონფუციანიზმი აქცია კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს აზრად და ამით ის გაუტოლა ქრისტიანობას,ისლამს და ბუდიზმს.


რა ვიცით ჩვენი შთამაგონებლის შესახებ სტრესთან ბრძოლის სფეროში? კონფუციუსი არ ყოფილა პრემიერ მინისტრის შვილი,მას არ ჰქონია უზრუნველი ბავშვობა.

მამამისი იყო მოკრძალებული მოხელე და მან 5 წლის ობოლი ბავშვი სიღატაკეში დატოვა.

20 წლის კონფუციუსს გაუჩნდა პირველი შვილი //სამიდან//. ზეწოლის და ზეწოლისთვის გაძლების საკითხებში მან კარგად იცის თუ რას ლაპარაკობს.


რატომ არ ავირჩიეთ ლაო ძი?
მის ნაშრომში «სიბრძნის წიგნი» ის ამბობს რომ რაც უფრო ნკლებად ვლპოარაკობთ და ვაკეთებთ მით უფრო ნაკლებად ვარღვევთ მყაროს ბუნებრივ წესრიგს და პირველ რიგში ნაკლებად ვაღელვებთ საკუთარ თავს.

ლაო ძის პიროვნული თავმდაბლობა ისეთი იყო რომ ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ. ჩვენ არც ის ვიცით ლაო ძი ნამდვილად არსებობდა თუ არა.

თუ ხმას არ ამოვიღებთ, დავმუნჯდებით და გავშეშდებით რა თქმა უნდა სტრესიც არ დაგვემუქრება.

მაგრამ ეს არაა დიდად სასიხარულო და სასიამოვნო და შორსაა ეფექტურობის მიზნებისგან რასაც გვისახავს ჩვენი კულტურა.

სულ სხვაა კონფუციუსი. მასწავლებლობის შემდეგ ის დაწინაურდა ადმინისრატიულ იერარქიაში და და იკისრა სამეფოში პასუხისმგებლობა უშიშროებაზე და სამართალზე.

მაგრამ კონფუციუსი შეაწუხა სამართალით ნაკლებად დაინტერესებული მეფის ოლე-ოლე საქციელმა და ნებაყოფლობით წავიდა 14 წლით.

მაგრამ კონფუციუსის პრინციპები მორალური სრულყოფის სფეროში დარჩა ჩინეთის მთავარ დოქტრინად 25 საუკუნის მანძილზე.

ჩვენი მეგზური შეიძლება იყო სწორედ მოქმედი და შეუპოვარი კონფუციუსი,ერთგვარი ნიმუში კაცობრიობის პოლიტიკურ და ოციალურ ისტორიაში.

გისურვებთ რომ სულ უფრო და უფრო აჩქარებულ სამყაროში კონფუციუსის რეკომენდაციებმა მოგანიჭონ სიმშვიდე რომელიც გავრცელდება თქვენს ირგვლივაც.
99 აბი სულის სტიმულირებისთვის:
არასოდეს მინახავს ვინმე ვისაც სათნოება უყვარს ისევე როგორც სექსი:
არაფერია დამაღონებელი და გასაკვირი იმაში რომ ჩვენ უფრო ვპასუხობდეთ ლიბიდოს გაუცნობიერებელ იმპულსებს ვიდრე დავეძებდეთ სათნოებას, ეს არის საკუთარი თავის პატივისმცემელი ყველა ძუძუწოვარას კარგი ჯანმრთელობის ნიშანი.

მაგრამ ლიბიდოს ძახილი ხელს არ უშლის სათნოების ძიებას თუმცა მათი თანაარსებობა ყოველთვის არაა ადვილი და არბიტრაჟი ხშირად მტკივნეული შეიძლება იყოს.

ჩვენს ცნობიერებაზე მოქმედებს სხვადასხვა რამეები. სათნოების წყაროა გონება. სექსის წყაროა ვიტალური გაუცნობიერებელი მისწრფებებები და გონება ზოგჯერ ვერ ჯობნის გაუცნობიერებელ მისრაფებებს.

კონფუციუსი შეგვახსენებს რომ ადამიანთა უმრავლესობა მეტისმეტად იოლად არსებობს სათნოების გარეშე რაც ცუდია სოციალური მშვიდობისთვის მაგრამ კარგია კაცობრიობის გადარჩენისთვის და სექსისთვის.

მიუხედავად ამისა ჩვენს კეთილდღეობას საუკეთესოდ იცავს სათნოება,მაგრამ ამისთვის სულმა უნდა უხელმძღვანელოს სხეულს და არა პირიქით!

აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების უნარი, სიმამაცე და შეუპოვრობა, მაგრამ ყველაფერი ამის შედეგია კეთილდღეობა, აყვავებულ-გაფურჩქნული ცხოვრება.
ღოგორც ამბობს ნიალ უოლში «ბედნიერება იწყება კომფორტის საზღვრის იქით».

2.
ადამიანი იშვითად იბნევა და სცდება გზას საკუთარი თავისთვის მკაცრი წესების დაწესებით:
მართლაც, ძნელ გზაზე იშვიათია შეცდომის საფრთხე...

დარდები იწყება მოქმედების დროს. მოქმედების დროს იწყება სხვადასხვა მენტალური პროცესი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩვენი ლიმბური ტვინით რომლის წესებიც განსხვავდება ჩვენი კორტექსის წესებისგან,არადა კორტექსით ჩვენ ვაზროვნებთ.

ლიმბური ტვინი ტოტალურად ეგოისტია და ფიქსირებულია გადარჩენაზე. ის მასხრად იგდებს პრინციპებს თუ გულუხვობას.

წესები რომ დავიცვათ სულმა უნდა აჯობოს მხეცს,რაც ძნელია,მაგრამ შემდეგ ადამიანი გრძნობს კმაყოფილებას.

მაგრამ წესების დაცვა სანდო გზაა. იშვიათად მინახავს მკაცრი წესების დამცველ ბერებზე უფრო მშვიდი ადამიანები.

ჩვენ გვამხნევებს და სტრესს ამცირებს ჩვენს მიერვე დადგენილი წესების დაცვა.

3.
თქვენი შეცდომებითაა რომ იგებენ თქვენი სათნოების შესახებ:
სათნო არაა მარტო ის ვინც არ უშვებს შეცდომებს.

თქვენ იცით რომ არ სცდება მხოლოდ ის ვინც არაფერს აკეთებს.

კონფუციუსი შეგვახსენებს რომ კარგი მეზღვაური ჩანს ქარიშხალში...

ნუ გეშინიათ შეცდომებისა,გეშინოდეთ უმოქმედობისა ან ინერციისა. ცოდნა იმისა რომ მოვდივართ სწორე გზით შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ კი შეგვიძლია ამ გზაზე დაბრუნება მისგან აცდენის შემდეგ.

ნამდვილად სანდოა ის ვისაც შეუძლია თავის შეცდომების გასწორება და სწორ გზაზე დაბრუნება.

სათნოება დააფასეთ რეალურად შემხვედრ სირთულეთა შესაბამისად.

4.
უკეთესია ის ვინც ჯერ აკეთებს იმას რასაც ამბობს და შემდეგ ლაპარაკობს გაკეთებულის შესაბამიად.

ჩვენი საბჭოს ერთ-ერთი თავმჯდომარე ანრი ქეილის თქმით დაპირებები ეხება მხოლოდ მათ მსმენელებს.

გარკვეული პოზიციის მოსაპოვებლად წარმოთქმული დაპირება უნდა განვასხვავოთ იმისგან რასაც უზამენ ამ დაპირებას პოზიციის მოპოვების შემდეგ.
ამას გვეუბნება ჩვეულებრივი მანიპულაციის საწყისი ცოდნა.

კონფუციუსი არ თამაშობს ასე. ის მოითხოვს უფრო მკაცრ ეთიკას. ვაკეთებთ იმას რაც ვთქვით, ვლაპარაკობთ ისე როგორც გავაკეთეთ.

გამჭვირვალე ადამიანი ბედნიერია. ის მუდამ იგებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

მის ირგვლივ მყოფები მას ენდობიან და ეს ნდობა ძლიერდება დროთა მანძილზე.

ოქროს რჩევაა სუფთა სვინდისის ქონა. რა სტრესია როდესაც გეშინია რომ გამოგიჭერენ დანაშაულის ჩადენისას.

ჩვენ საკუთარ თავსაც ვიტყუებთ როდესაც ვცდილობთ სინამდვილის ჩვენს სურვილებზე მორგებას. განზოგადებებისას,მაგლითად, ჩვენ ვცდილობთ სამყაროს ჩვენს სურვილებზე მორგებას და ჩვენი განცხადებებისთვის მეტი დამაჯერებლობის მიცემას.

სტრესის მუდამ ხელმისაწვდომი წამალია სინამდვილე,სიმართლე,უტყუარობა.

5.
საკუთარი მეობის შენარჩუნება და გამოვლენა,სულ ესაა:
კონფუციუსი ძალიან ხშირად უბრუნდება ამ თემას თავის «საუბრებში».

მთელი სათნოების საფუძვლად ის თვლის ერთგულებას და კეთილსვინდისიერებას, გულწრფელობას. მეტიც, ის უმატებს:
«შეასრულეთ დაპირებები,ნაკისრები პასუხიმგებლობები და იყავით ისეთები როგორიც ხართ და იქნებით უვნებები,მოუწყვლელები».

სინამდვილე,გულწრფელობა იწვევს ნდობას. დაპირებების და ნაკისრები პასუხისმგებლობების შესრულება კი ნდობის განვითარების ერთადერთი საშუალებაა.

საჭიროა სიფრთხილე, არ უნდა ვიყოთ მეტისმეტად დამოკიდებულები გარემოზე და გარემოცვაზე და მაშინ მოვახერხებთ დაპირებების და ნაკისრები პასუხისმგებლობების შესრულებას.

ასე მაგალითად კლიენტების ნდობის მსურველმა ვაჭარმა უნდა გააფრთხილოს კლიენტები თუ კი ის აგვიანებს დანაპირების შესრულებას და არ თქვას ყალბი თარიღი.
«ნდობის კაპიტალი» ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად.

გარემოცვის ნდობის არქონა ადამიანს ძვირადღირებულ იზოლაციაში აქცევს და ასუსტებს.

წარმოდეგით როგორიც ხართ. თავიდან ეს ძნელია, მაგრამ წინსვლასთან ერთად უფრო მშვიდად ხართ.

6.
სიკეთის მოქმედი კაცი მუდამ ასრულებს მიცემულ სიტყვას,მას ბოლომდე მიჰყავს ყველაფერი რასაც იწყებს.

თუ კი გნებავთ კონფუციუსის ამ პრინციპის ნამდვილი მნიშვნელობის გაგება ჩაატარეთ ერთი პატარა ექსპერიმენტი: დაიწყეთ რაღაცის კეთება და მიიყვანეთ საქმე ბოლომდე სხვა რამეზე ყურადრების გადართვის გარეშე. ბოლო კი არის თქვენთვის სასურველი შედეგი. მიიღეთ ის ისე რომ დასაბრუნებელი არ გქონდეთ. გადაულახავი დაბრკოლების შემთხვევაში განაახლეთ საქმე, მიიყვანეთ ბოლომდე და გადადით სხვა რამეზე...

ნუ იქმნით ილუზიებს და ნუ იტყვით: « დავამთავრებ როცა დრო მექნება», საქმე ბოლომდე მიიყვანეთ გადაუდებლად.
7.
ხარისხიანი ადამიანი არ ცდილობს ადაპტაციას თუ დაპირისპირებას, ის მიისრაფის სიზუსტისკენ.
Mმიკერძოებულობა ჩაწერილია ჩვენს გენებში. განა შეგიძლიათ სპორტული მატჩის ყურება რომელიმე მხარის მომხრეობის გარეშე ან პოლიტიკური დებატის მოსმენა წინასწარ ჩამოყალიბებული აზრის მოშორებით?

კონფუციუსი არ ეკუთვნის არც ერთ კლანს. უნდა შეგვეძლოს ნორმატიული ზეწოლისთვის ანუ ირგვლივ მყოფთა უმრავლესობის აზრის გაზიარების საჭიროებისთვის თავის არიდება.

ეს არაა ადვილი ვინაიდან თქვენ თანამოქალაქეთა უმრავლესობა თავს მოვალედ თვლის დაგარწმუნოთ იმაში რომ თქვენ ცდებით რომ არ ფიქრობთ ისე როგორც ფიქრობს ეს უმრავლესობა.

მაგრამ თქვენ ნასიამოვნები დარჩებით თუ კი არ დაემორჩილებით უმრავლესობის იდეებს და დარჩებით ის რაც ხართ.

იაზროვნეთ თავისუფლად მიჩვევისა და დაქვემდებარების გარეშე.
ეს თავისუფლება დაგიცავთ სტრესისგან ვინაიდან ის სპობს მრავალ შინაგან წინააღმდეგობას.

8.
სრულქმნილი ადამიანი სამართლის,მართლმსაჯულების გულისთვის უარყოფს უპირატესობას და პრივილეგიას.

1789 წლის აგვისტოში ადამიანის უფლებათა დეკლარაციამ ყველა მოქალაქე გაათანასწორა კანონის წინაშე. გამოცხადებული იქნა რომ ყოველგვარი სოციალური გამორჩევის საფუძველი უნდა ყოფილიყო საერთო,საზოგადო სარგებლობა.

კონფუციუსი კმაყოფილი იქნებოდა. ლაპარაკია მხოლოდ სამართალზე, მართლმსაჯულებაზე და პირად პრივილეგიებზე.

მიუხედავად ამისა ჩვენს საკუთარ ინტერესზე კონცენტრირებული ჩვენი «პრიმიტიული» ტვინი დიდად არ შეცვლილა.

ჩვენ ისევ ძალიან გვინდა პიროვნული უპირატესობები და ხეირი და გულგრილები ვართ კოლექტიური ინტერესის მიმართ. უკიდურეს შემთხვევაში ის იღებს « არ დაუჭერიათ და ქურდი არაა»-ს სახეს.

ვაღიაროთ რომ ძალიან სასიამოვნოა «მოპოვებული უფლებებით დაკმაყოფილება და არა მათი დათმობა საერთო სარგებლობის წარმატებისთვის. ჩვენ ფარულად კმაყოფილები ვართ ჩვენი გამომრჩევი პრივილეგიებით სარგებლობით უახლოესი ჩიხის კაფეშიც.

კონფუციუსი ამიტომ ურჩევს იმათ ვისთვისაც რაიმე პრივილეგიის უარყოფა გულუბრყვილო და საეჭვო რამეა:
პატივი ეცით წესებს და საერთო ინტერესს მაშინაც კი როდესაც შეგიძლიათ სხვანაირად არსებობა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე თქვენი ჯგუფების კარგად კოლექტიურად ფუნქციონირების წესების პატივისცემით.

9.
ყველაფერში დაიცავით ზუსტი შუაგული:
კონფუციუსი თავის მოწაფეებს ეუბნება რომ პატიოსანი ადამიანი ყველაფერზე მაღლა აყენებს სამართალს, მართლმაჯულებას. უკეთესი იქნებოდა გამოთქმა «სიზუსტე».

კონფუციუსი არ მოუწოდებს ნელთბილობისკენ, გულგრილობისკენ.

ყოველი ადამიანის წინაშე არის მრავალი შესაძლებლობა და ადამიანმა უნდა გაითვალოს ყოველი შესაძლებლობის შედეგების ჯაჭვი.ამას ჰქვია სისტემური ლოღიკა.

და თუ სავარაუდო შედეგები აუტანელი იქნება ჯობია სხვა არჩევანის გაკეთება.

ოერიდეთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას რომელიც აჩენს თქვენთვის დაუძლეველ საფრთხეს.

10.
ადამიანს გადაარჩენს მისი პატიოსნება,უპატიოსნო ადამიანები გადარჩებიან მხოლოდ შემთხვევით.

პატიოსნების ნაკლებობა,უპატიოსნება არის მოტყუება. ეს კი აჯავრებს და ამწარებს მოტყუებულს. მოტყუებულს კი უჩნდება შურისძიების სურვილი. ეს კი აფუჭებს საქმეს და აჩენს დარდებს. გაბოროტებული და შურისძიების სურვილით შეპყრობილ ადამიანებში მოხვედრილი კაცი ვერ იპოვის სულიერ მშვიდობას.

მაშ, ნუ გაამრავლებთ თქვენ მტრებს არაგულწრფელობით და ტყუილების ლაპარაკით.

11.
პატიოსანი ადამიანი გაჭირვებულებს ეხმარება და ცხოვრებას არ ატარებს მდიდართა მხარდაჭერაში.

ყველამ უნდა მიიღოს ის რასაც იმსახურებს, რისი ღირსიცაა, მაგრამ არ უნდა იყვნენ ბედის ანაბარა მიტოვებულები და ღატაკები.

თქვენ არ გექნებათ მშვიდი ცხოვრება ადამიანებში ვისაც აღარაფერი აქვთ დასაკარგი.
დაეხმარეთ მსურველთ საზოგადოებრივი ცხოვრების სიკეთით სარგებლობაში და იზრუნეთ იმაზე რომ იმათ ვისაც დაეხმარებით შესძლონ თავისი წვლილის შეტანა საზოგადოების კეთილდღეობაში.

12.
ფუფუნება აჩენს ქედმაღლობას და ზომიერება იწვევს გაუთლელობას.

გაუთლელი ჯობია თავხედს და ქედმაღალს.

საფრანგეთის პროვინციებში ამბობენ რომ ჯობია შენი შურდეთ ვიდრე ეცოდებოდეთ.
სულ სხვა აზრისაა კონფუციუსი. ის ფიქრობს კარგ სოციალურ ურთიერთობებზე და მათგან გამომდინარე სულიერ სიმშვიდეზე.

მოხმარების საზოგადოებაში სიმდიდრე მალე შეიძლება გადაიქცეს შეჯიბრის წყაროდ.

ამ ატმოსფეროში მოხვედრილ ადამიანს იოლად უჩნდება პოდიუმზე ჯგუფის აცანცარების და ამით ბრბოების აღფრთოვანების სურვილი.

ფუფუნება ვერ აკმაყოფილებს მისწრაფებას აღიარებისკენ,დიდებისკენ და მდიდარს უჩნდება თავისი სიმდიდრის დემონსტრაციის და სიმდიდრით კვეხნის სურვილი. Eეს კი სამართლიანად თავხედობად და ქედმაღლობად აღიქმება იმათ მიერ ვისაც აკლიათ სრულებით აუცილებელი.

გაუთლელი და ღარიბი არ აჩენს დიდ პრობლემებს. მას იოლად უთმობენ სოფლის იდიოტის ადგილს.

კონომიკური,მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება იყოს სათნოება თუ კი მდიდარი არ ახდენს თავისი სიმდიდრის დემონსტრაციას,არ იკვეხნის თავისი სიმდიდრით.

13
ნიჭი არაფერს არგებს ქედმაღალს და უშვერ-ძუნწ-წვრილმანს:
ადამიანი ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნის მარტო. დიდი შემოქმედი; სპორტსმენი, სახელგანთქმული ტელეწამყვანი სულაც არ არიან მარტოსული ადამიანები. ყოველი მათგანი წარმოადგენს კომპეტენციათა და ენერგიათა კონგლომერატის ხილულ ნაწილს,
მწვერვალს.

მხოლოდ თავისი უნარის ანაბარა დარჩენილ მარტოსულ ადამიანს გაუჭირდება კაცობრიობისთვის დიდად მნიშვნელოვანი რამის გაკეთება.

მაგრამ პირველი ნაბიჯი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ არის ის რომ ადამიანებს უნდა უნდოდეთ და მოსწონდეთ თქვენთან ერთად ყოფნა. არაა ბევრი ახსნა საჭირო იმის გასაგებად რომ ისინი ვინც ქედმაღლურად გიყურებენ ზევიდან, არ აღიარებენ თქვენს ადამიანურ თანაბარ ღირსებას,არ გთვლიან მათ თანასწორად მალე ხდებიან აუტანელი ადამიანები.

სანდოები არ არიან ისინი ვინც ცდილობენ ხეირის ნახვას თქვენი მიძინებით და გაბრუებით.

კონფუციუსი არ ცდება როდესაც გირჩევთ თავის არიდებას ამ ორი კამპანიისთვის.

დიდად ნიჭიერი დამიანიც მარტო საკუთარი ძალებით ვერ გააკეთებს ვერაფერ ღირებულს.

იზრუნეთ იმაზე რომ ადამიანებს მოეწონოთ თქვენი საზოგადოება.

პატივი ეცით ადამიანებს,იყავით გულუსვი და თქვენი ნიჭი გაძლიერდება და გამრავლდება.

14.
იზრუნეთ იმაზე რომ მოყვასს ჰქონდეს იგივე ბედი რაც გინდათ რომ გქონდეთ თქვენ.

ამ პრინციპს ჩვეულებრივ უწოდებენ ოქროს წესს. Eეს სხვადასხვანაირად გამოთქვეს  ზოროასტემ,ტაო ძიმ,ბუდამ,მას ვხვდებით მაჰაბჰარატაში,სახარებაში და ყურანში.

უხვად და დაუშურვებლად გაიღეთ ის რისი მიღებაც გინდათ. Nნუ აკეთებთ იმას რაც არ გინდათ რომ გააკეთონ სხვებმა.

უმცირესობა რომელიც არ ასრულებს ამ წესს იძლევა გადამდებ მაგალითს და ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს.

15.
მშვიდადაა კარგი:
«თითქოს ყველა მიდის დასაფლავებაზე», მოულოდნელად მითხრა მეგობარმა ვისთანაც ერთად ვმგზავრობდი მეტროში.

მე დავფიქრდი იმაზე თუ როგორ გამოვიყურებოდით ჩვენ.

განწყობები გადამდებია. ჩვენ შიძლება გავიტანჯოთ ამ გრძნობებით და განწყობებით და ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ მათი შეცვლა.

სცადეთ სისტემატური ღიმილი, ნამდვილი, თვალების ღიმილი რომელსაც თან ახლავს სიხარულის და ადამიანის სიყვარულის მატარებელი მზერა და არა პრუსტის მიერ კარგად აღწერილი მადამ ვერდურას ხელოვნური სალონური ღიმილი.

გაიღიმეთ გულით. სხვათა ცუდი განცდებით გატანჯვის მაგივრად სცადეთ მათი შეცვლა თქვენი საკუთარი სიხარულით.

16.
უმაღლესი სათნოება? სხვათა სიყვარული:
კონფუციუსი თავის მოწაფეებს უხსნიდა რომ სწორ გზაზე მავალს უყვარს ყველა ადამიანი. მაგრამ განა შესაძლებელია ყველას სიყვარული?

ყოველ ჩვენთაგანში არის ცნობიერება, სვინდისი..

სცადეთ ამ არსის ნახვა ყოველ შემხვედრში. გაიგეთ რომ სულ მცირე ერთი რამე გაქვთ მათთან საერთო. ეს აუცილებელია იმისთვის რომ თავი იგრძნოთ კარგად.

ვინმეს სიყვარული შეიძლება მისი მანქანისგან და მისი ფიზიკური და მენტალური კომპონენტებისგან დამოუკიდებლადაც თუ კი პატივს მივაგებთ იმას რაც იმალება ყოველ ადამიანში.

შეხედეთ ადამიანებს ძალადაუტანებლად და სიმპატიით განკითხვის გარეშე და უშიშრად და თქვენ თვითონ უკეთესად იგრძნობთ თავს.

ადამიანთა სიყვარულისთვის თქვენ არ გჭირდებათ მიზეზები.

მიიღეთ ისინი ისეთები როგორებიც არიან გარეგნობისა და ქცევათა მიღმა.

17.
სათნოება არასოდესაა მარტო,ის ყოველთვის იზიდავს იმიტატორ-მიმბაძველებს:
ჩვენ დაპროგრქმებული ვართ მიბაძვისთვის. ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ნეირონ-სარკეებს აქვთ ეს ფუნქცია რაც სასარგებლოა უფროსთა ქცევისთვის მიბაძვისთვის და ადამიანის სახეობის გაგრძელებისთვის.

ამდენად არაფერია საოცარი კონფუციუსის განცხადებაში რომელიც ადასტურებს რომ სათნოებაშიც იგივეა რაც დანარჩენში.

დამიანები ბაძავენ საქციელს რომელსაც ხედავენ და არ იქცევიან მათთვის ნათქვამის შესაბამისად.

სამაგალითოობა,სამაგალითო ქცევა და ცხოვრება, მაშ, არის აბსოლუტური მოვალეობა პოლიტიკაში თუ მენეჯმენტში ან კიდევ ბავშვთა აღზრდაში.

სათნო, ღირსეულ ადამიანს ამგვარად აქვს ორმაგი ღირსება:
სათნო, ღირსეული მიაღწევს სიმშვიდე, რასაც სტოიკოსები მიიჩნევდნენ ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ და ის გავლენას ახდენს გარემოზე და გარემოცვაზე რამაც ასევე უფრო სასიამოვნო შეიძლება გახადოს ცხოვრება.

აი კონფუციუსის მოძღვრებიდან უშუალოდ გამომდინარე სამი იდეა რომლებიც აუცილებელია მშვიდად ცხოვრებისთვის:

1: სათნო, ღირსეულ ცხოვრებას არა აქვს მხოლოდ პირადი მიზანი.
ესაა მოქალაქეობრივი აქტი.

2. შეარჩიეთ თქვენი გარემო მის ღირსება-სათნოებათა და თქვენი უშუალო ინტერესების შესაბამისად.

3. დაინახეთ რომ თქვენი გარემო მნიშვნელოვანწილად თქვენი ანარეკლია.

18.
იმოქმედე თავაზიანად, მაგრამ ნუ ელი აღიარებას:
თემის, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად გახდომის სურვილს განაპირობებს თავის გადარჩენის და გაზიარებით სიამოვნების მიღების სურვილი:
ჩვენთვის ძვირფასია იდეების,ემოციათა გაზიარება. ამას ჩვენ გამოვყევართ შინაგანი მარტოობიდან. ჟგუფთან ვიბრაციების განცდა ქმნის შეუდარებელ განცდებს.

მაგრამ ამის გარეშე არსებობის შეუძლებლობა საშიშია, გვაფრთხილებს კონფუციუსი.

გარემოცვისთვის სასიამოვნოდ ლაპარაკის და ქცევის მცდელობამ,ირგვლივ მყოფთა მიერ აღიარების სურვილმა ადამიანს ეიძლება მოანდომოს შენიღბვა.

დამიანმა შეიძლება სცადოს გამოჩნდეს ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ის არის სინამდვილეში.

მას მოჰყვება ნიღბის ჩამოხსნის და სიმართლის აღმოჩენის შიში და ამის არდაშვების ძალისხმევა.

წარმოდეგით მხოლოდ თქვენი ნამდვილი სახით.

ისწავლეთ თქვენი იდეების და ემოციების გაზიარება ისე რომ არ მოინდომოთ ტაშის მოსმენა და ირგვლივ მყოფთა თაყვანისცემა.

იზრუნეთ თქვენი არსის და არა თქვენი სახის, გარეგნობის გაუმჯობესებაზე.

19.
სახელგანთქმულობა არაა რჩეულობა:
სახელგანთქმულობა გაჩვენებს რომ მან არჩია ადამიანობა,მაგრამ ამას უარყოფს მისი ქცევა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ სრულიად უცნობის ვარსკვლავად გადაქცევა და ამან გამართა შეჯიბრი სახელის სწრაფად მოპოვებისთვის. Eეს ზოგჯერ ხდება ნიჭის საზარალოდ ვინაიდან ნიჭი ითხოვს ნაწარმოების ღირებულების ხანგრძლივ შემოწმებას.

განსაკუთრებით სიღატაკეში ცხოვრების შემდეგ არავის უნდა სახელის მოხვეჭა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვარსკვლავებად გადაქცეულ უნიჭოთა კმაყოფილება მალე ქრება.

კონფუციუსი კი გვირჩევს ყურადღების მიქცევას უკვე გაკეთებულისთვის და ადამიანებისთვის და არა სახელგანთქმულობის ძიებას.
სიდიადე ჯობია აღიარებას
.
გზა ალბათ უფრო ძნელია მაგრამ შედეგი უკეთესი იქნება.

ეს ეხლახანს ერთ გადაცემაში დაადასტურა ჟან დორმესონმა:
«მე 30 წელიწადში 5000 მკითხველი მირჩევნია დღეს 500 000 მკითხველს».

ნუ მოიმზადებთ სტრესს ილუზიების გაფანტვით.

აკეთეთ სიკეთე და სასარგებლო პოპულარულობაზე ზრუნვის გარეშე.

20.
მხოლოდ ცა მიცნობს,მხოლოდ ცას ესმის ჩემი:
არ ვიცი გაიზიარებთ თუ არა ამ აზრს, მაგრამ ძალიან სასისამოვნოა როდესაც გიგებენ. მით უმეტეს რომ ეს არაა ესოდენ ხშირი შემთხვევა და ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია თქვენთვის საკმარისი ყურადღების დათმობა.

ჩვენი აღქმით ჩვენ ვქმნით შინაგან წარმოდგენას სამყაროზე. ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთარი წარმოდგენა და არაა იოლი ჩვენი წარმოდგენების შეთანხმება. ჩვენ,მაშ,შედარებით იზოლირებულად ვცხოვრობთ ჩვენს წარმოდგენებში და გვაქვს მათი ერთმანეთისთვის გაზიარების სურვილი.

ჭვრეტით,მედიტაციით და ლოცვით მისტიკოსები გრძნობენ კავშირს სამყაროს შემოქმედ ძალასთან დამოუკიდებლად იმისგან თუ რა წარმოდგენა აქვთ მათ ამ ძალის შესახებ. ესაა განცდის და არა გონების საქმე.

ეს მორწმუნეებს ათქმევინებს რომ რწმენა არის ცის ძღვენი.

სულის ასეთ შერწყმაში გაგების შეგრძნება ტოტალურია.

ასე ხდება რომ ჩვენი ცნობიერების სიღრმეში შეგვიძლია ნამდვილი მოწონების გამხნევების ნახვა.

ადამიანთა გაურკვეველი მოწონების ძიების ნაცვლად ეძებეთ თქვენი საკუთარი ცნობიერებისა და სვინდისის მოწონება.

21.
პატიოსანი ადამიანი ერიდება შეჯიბრს და ქედს იხრის და უკან იხევს კონკურენტების წინაშე.

კოლექტიური თამაშის საუკეთესო სკოლა ფეხბურთმაც კი ვერ გაუძლო ინდივიდუალური შეჯიბრისკენ მისწრაფებას და დააწესა ბურთის საუკეთესო გამტანის და ოქროს ბურთის ჯილდოები.

მისწრაფება ბატონობისკენ, ძლიერებისკენ და საუკეთესო შედეგების მოპოვებისკენ არის წყარო მნიშვნელოვანი ენერგიისა,მრავალი აღმოჩენის და წარმატების მიზეზი.

როგორ უნდა ავარიდოთ თავი გაუცნობიერებელ მისწრაფებას სხვებისთვის ჯობნისკენ ისე რომ არ ვთქვათ უარი ჩვენი ენერგიის საუკეთესო ნაწილის მობილიზაციაზე?

პლატონის თქმით უნდა დავისახოთ მიზნები და მთლიანად დავკმაყოფილდეთ მათი მიღწევით ისე რომ არ დაგვჭირდეს გამორჩევა ამის სხვებზე უკეთესად გაკეთებით.

თქვენ დაკარგავთ აპლოდისმენტებს თასის გადაცემისას მაგრამ მაგრამ თქვენ არ შეგეშინდებათ პირველი ადგილის ვერ მოპოვებისა, მეტი, მისი დაკარგვისა.

შემავსებელი თუ გაზიარებული მიზნებით იპოვეთ მოკავშირეები და თქვენ მიაღწევთ მეტს ისე რომ არ შეგეშინდებათ პოდიუმიდან ჩამოსვლისა. მეტიც, თქვენ გაიხარებთ თქვენი კონკურენტების გამარჯვებით.

დაისახეთ პირადი, სხვათა შედეგებისგან დამოუკიდებელი მიზნები.

სხვათა დამარცხებაზე ოცნების მაგივრად გამოიყენეთ ეს სხვები ერთად გამარჯვებითვის.

22.
პატიოსანი ადამიანი შეიძლება გაყვეს ვიღაცას,მაგრამ ის არ აყვება ცდუნებას.

პატიოდსანი ადამიანის მოტყუება შეიძლება, მაგრამ მას ვერ ააცდენ სორ გზას.
მენტალური ავტონომიის, საკუთარი თავით აზროვნების,ყველა შემთხვევაში არჩევანის თავისუფლების შენარჩუნების შესანიშნავი რეზიუმე. საკუთარ იდეებზე ჩაუჯინებლად რჩევების მოსმენის და საკუთარი ნების საინააღმდეგ გავლენის ქვეშ არმოხვედრის ხელოვნება.

ძალიან ლამაზია, მაგრამ გავლენა შეიძლება განვიცადოთ ამისთვის ანგარიშის გაუწევლადაც. ყველაზე უარესია უმრავლესობის აყოლა. შემდეგ ყველა შემთხვევა როდესაც ეს გვაწყობს. როდესაც გზა რომლითაც გვსურს წასვლა ძნელია ჩვენ სიხარულით ვუსმენთ იმას ვინც გვირჩევს ხერხს. როგორ უნდა ავარიდოთ თავი ამ გადაცდენებს ისე რომ არ გავჯიუტდეთ და შევინარჩუნოთ ჭკვიანი და კომპეტენტური ხალხის სანდო რჩევების მოსმენის უნარი ?

უნდა მივეჩვიოთ ჩვენი საკუთარი ემოციური კომპასით ხელმძღვანელობას. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ სრულებით ავტონომიურად და შეგნებულად თავს ვგრძნობთ კარგად. საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს იწვევს მუბუქ უქეიფობას.

მხოლოდ თქვენ იცით თუ რაა ზუსტი და სამართლიანი თქვენთვის და თქვენი განცდები არის სანდო მაჩვენებელი.

23.
ის ვინც ყოველ დღე არ მიიწევს წინ ყოველ დღე უკან-უკან იხევს.
ქრება ყველაფერი რასაც ცოტა-ცოტა არ ქმნით ყოველ დღე.

24.
ყოველ დღე მე მრავალჯერ ვსწავლობ ჩემს თავს.

კონფუციუსი გვირჩევს საკუთარი სვინდისის და ცნობიერების რეგულარულად შესწავლას.

კარგია ძილის წინ გავლილი დღის,როგორც დიდი ისე პატარა მიღწევების ისე როგორც დიდი ისე პატარა შეცდომების გახსენება. უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მომავალში შეცდომები რომ აღარ დავუშვათ.

25.
ვის უნდა დავეყრდნოთ თუ არა საკუთარ თავს უმაღლესი სათნოების განსახორციელებლად?

სული მშვიდადაა მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენი სვინდისი კმაყოფილია თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.

26.
კაცუნა ყოველთვის ცდილობს თავის შეცდომების დამალვას.

რამდენჯერ უნდა წავქცეულიყავით სანამ სიარულს ვისწავლიდით?

ისინი ვინც ამბობენ რომ არ ცდებიან ამის თქმით უშვებენ სულ მცირე ერთ დიდ შეცდომას.

არ ცდებიან მხოლოდ ისინი ვინც არაფერს აკეთებენ.

ვინც რამეს აკეთებს ის ყოველ დღე ცდება.

რა მნიშვნელობა აქვს შეცდომებს თუ კი გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწევთ მიზანს.
რას სწავლობს კარგი ადამიანი მის მიერ დაშვებული შეცდომებისგან? ირველ რიგში იღებს დაშვებული შეცდომის შედეგებს, არ აბრალებს მათ სხვას, არ მალავს მათ.

კონფუციუსის თქმით ვულგარული ადამიანი შეცდომის დაშვების შემდეგ ცდილობს სახის,პრესტიჟის გადარჩენას. ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ ამ მახეში.

დაშვებული შეცდომიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა და ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ აღარ დავუშვათ ეს შეცდომა მსგავს გარემოებათა განმეორების შემთხვევაში.

იამაყეთ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომებით,ისინი თქვენი აქტიურობის ნიშანია.

ნიშანია იმისა რომ გაქვთ წინსვლის უნარი და გამბედაობა.

დაშვებული შეცდომა რომელზეც პასუხისმგებლობას კისრულობთ წინსვლის შესაძლებლობაა იმ პირობით თუ დაადგენთ იმას თუ როგორ აღარ უნდა გაიმეოროთ უკვე დაშვებული შეცდომა.

დაუშვით შეცდომის უფლება,ამის გარეშე თქვენ იქნებით ძლიერი სტრესის წყარო.

27.
როდესაც შეცდომას უშვებთ არ შეგეშინდეთ მისი გასწორება.

გარკვეული პოზიციის დაკავებისას ვცდილობთ ხოლმე მის უცვლელად შენარჩუნებას.

კონფუციუსი კი გვეუბნება რომ სხვების მიერ ჩვენი შეცდომების გასწორებას ჯობია ჩვენ თვითონ გავასწოროთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები.

ცუდი არაა ქცევა თავისთავად, ცუდია ცვალებად ვითარებაში ქცევის უცვლელობა.

ვითარების შეცვლისას დასაშვებია ქცევის შეცვლა,მაგრამ ერთი სისტემატური ქცევა არ უნდა შეიცვალოს მეორე სისტემატური ქცევით.

დაშვებული შეცდომების გასწორება არაა ქცევის შეცვლა,ესაა შესაძლებელ ქცევათა არჩევანის გაზრდა.

28.
დღევანდელობაზე გავლენას ახდენს წარსულიც და მომავალიც.

ავიდეთ მეტროში. მიმოვიხედოთ და ყველაზე ხშირად დავინახავთ რომ აბსოლუტურად გულგრილები ვართ თანამგზავრების მიმართ.

კონფუციუსის თქმით ეს გულგრილობა ცუდია იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები პირადი გამდიდრების წყაროები არიან.

ყოველ ადამიანს შეუძლია ჩვენთვის რაღაცის სწავლება, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ მოსმენა და დანახვა.

სათნო და კომპეტენტური ადამიანების მისაბაძად არაა საჭირო ნახატი.

შეწყვიტეთ კრიტიკა იმისა ვისი ქცევაც არ მოგწონთ. ამის მაგივრად დაფიქრდით იმაზე თუ რას გააკეთებდით მის მდგომარეობაში რომ ჩავარდნილიყავით.

იუნგი გვაფრთხილებს რომ სხვებს მოვკითხავთ იმას რისი დანახვაც არ გვსურს საკუთარ თავში.

ყოველ პიროვნებას შეხედეთ როგორც მასწავლებელს ვისგანაც შეიძლება რაღაცის სწავლა.

როდესაც აკრიტიკებთ ვიღაცას შეხედეთ თუ რას მოჰკითხავთ თქვენს საკუთარ თავს მისი მეშვეობით.

30.
კონფუციუსს ეშინოდა მხოლოდ იმისა რომ არ ეცოდინებოდა ნასწავლის გამოყენება.
თავის ამოტენა ცოდნით რომლის გამოყენებაც არ შეგიძლიათ უსარგებლოა.

ცოდნა უნდა ეყრდნობოდეს საკუთარ,პირად გამოცდილებას და არა ჩვენთვის გადმოცემული «მიღებული» აზრების განმეორებას.

ისწავლეთ გარკვეული მიზნით.

თქვენი ცოდნა დააფუძნეთ თქვენს საკუთარ პირად გამოცდილებაზე.

30.
სამყაროს ფხიზლად უყურებს ის ვინც ცილისწამებებისა და ბრალდებების მიუხედავად არ ემორჩილება გავლენებს.

რწმენა მორწმუნეს იცავს მისი ღრმა შიშებისგან. თუ მის რწმენას ეჭვს ქვეშ დააყენებთ მას თავისი რმენის შეცვლას ურჩევნია თქვენი მოკვლა.

იდეოლოგიის სფეროში განსხვავებულად მოაზროვნე საშიშია.

კონფუციუსი გვირჩევს ამ საშიში ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
იფიქრე რა გინდა, მეგობარო,მაგრამ სულაც არაა აუცილებელი შენი აზრის ყვირილი ქვეყნის გასაგონად.

ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ გავლენას,მაგრამ ჩვენი მოვალეობა სულაც არაა ჩვენი იდეების დაშენა კარგი ადამიანების საზოგადოებისთვის.

ჩვენ ვერ უნდა დაგვამრხონ იდეების საერთო საფლავში, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვკრძალონ მავნეთა პანთეონში.

იფიქრეთ თქვენი სვინდისის შესაბამისად, მოიქეცით თქვენი იდეების შესაბამისად.
მაგრამ თავს ნუ დაიმშვიდებთ სხვების თქვენს სიმართლეში დარწმუნებით.

31
პატიოსანი ადამიანი მომრიგებელია და არა კონფორმისტი.

ონფუციუსი გვირჩევს რომ არ უნდა ვიყოთ არც აჯანყებული და არც მორჩილი ბავშვი.
კონფორმიზმი ფაქტიურად არის მოარული აზრისადმი დამორჩილება, დადება ფიცისა რომ იქნები ჯგუფის ერთგული.

ფილოსოფოსი გვირჩევს უთანხმოების შემთხვევაში დაპირისპირებული მხარეებისთვის საუკეთესო, ორივე მხარის დამაკმაყოფილებელი გამოსავლის ძიებას.

ჩვენ ვიგებთ სხვებთან ერთად და არა სხვების წინააღმდეგ.

ნუ იქნებით ნურც მორჩილი და ნურც აჯანყებული, იყავით თავისუფალი და გახსნილი.

უთანხმოების შემთხვევაში დაპირისპირების მაგივრად ეძებეთ ყოველი მხარისათვის მისაღები გამოსავალი.

32.
იოლად მიცემული სიტყვა ძნელი შესასრულებელია.

დაპირებები,მუდამ დაპირებები,გამოცდილი საშუალება იმისთვის რომ გაასაღოთ,მოხიბლოთ,პრეზიდენტად თავი აარჩევინოთ....

სათნოება არ ისახავს მიზნად მიზნის დაუყოვნებლად მიღწევას, მისი მიზანია ინდივიდუალურად და კოლექტიურად ჰარმონიული ცხოვრების მიღწევა.

კონფუციუსი ამიტომ შეგვახსენებს რომ ნდობით სავსე გრძელვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად მნიშვნელოვანია პატივის მიგება მიცემული სიტყვისთვის,მისი შესრულება.

ბევრად უფრო ნაკლები სტრესია იმ საზოგადოებაში სადაც ადამიანები ენდობიან ერთმანეთს,სადაც ადამიანებს აქვთ ერთმანეთის იმედი.
კონფუციუსი უმატებს: «პატიოსანი ადამიანი წითლდება როდესაც ვერ ასრულებს დაპირებას,მიცემულ სიტყვას».

დაპირდით მხოლოდ იმას რაც თქვენზეა დამოკიდებული.

33.
ახალგაზრდა რომელიც პატივს არ სცემს უფროსებს სრულწლოვან ასაკში არ ქმნის არაფერს.

მოხუცი რომელიც უარს ამბობს სიკვდილზე ყაჩაღია და მეტი არაფერი.
ახსოვდა თუ არა ნიცშეს კონფუციუსის ეს განცხადება?

ზარატუსტრას უნდოდა რომ ყოველი ადამიანის სულს გაეარა სამი მეტამორფოზა:
პირველ რიგში აქლემი. ასაკი ავტონომიის გარეშე, როდესაც ყველაფერი სასწავლია და უფროსთა დახმარება აუცილებელია.

«მე მოვალე ვარ»-ის, მე ვიტან-ის და მე პატივს ვცემ-ის ასაკი, იმიტომ რომ ვსწავლობ,არ შემიძლია დახმარების გარეშე არსებობა და სამაგიეროდ შემიძლია მხოლოდ პატივის მიგება.

შემდეგ მოდის ლომის, «მინდა»-ს და დაპყრობათა ასაკი. Eესაა ავტონომია,მაგრამ ყველაფერი დასამტკიცებელია. Lლომი საფრთხეში იგდებს თავს და იმარჯვებს.ის ახრამუნებს ცხოვრებას,მაგრამ სასარგებლო უნდა იყოს ქვეყნისთვის.

ბოლოს მოდის ბავშვის ასაკი. სული მოდის მასზე. Mმისი ძიება თვითონ მასშია. Mას აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი. ის სუსტდება,კნინდება,მაგრამ მოხიბლულ-აღტაცებულია.

მას აღარ ეშინია სიკვდილის,ის მშვიდად ელის სიკვდილს.

ბუნებრივი ციკლისთვის თავის არიდების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი უსარგებლო სტრესი. ქვიშის სასახლეს არ იცავენ წყალდიდობისგან. საჭიროა მიღება და სურვილი იმისა რასაც გვაძლევს სიცოცხლე.

სიცოცხლის ბუნებრივი ციკლის გაგებით და მიღებით თქვენ თავიდან აიცილებთ უსარგებლო სტრესს.

34.
პატიოსანი ადამიანი პირდაპირია და არა ხეშეში:
ლაფონტენი აქებდა ლერწამს რომელიც იხრება, მაგრამ არ ტყდება. ლერწამს რომელიც ქარში იხრება, მაგრამ ქარის ჩადგომის შემდეგ ისევ იმართება.

კონფუციუსის პირდაპირ, მართალ ადამიანს აქვს მყარი შინაგანი საყრდენები,მაგრამ ის არაა გახევებული. ის თავისუფალია და იცვლება არა გარემოებათა ზეწოლით არამედ მაშინ როდესაც თვლის ამას საჭიროდ და იცის თუ რატომ და რისთვის იცვლება.

კარგ პორტში მისასვლელად მეზღვაურმა გლობალურად უნდა შეინარჩუნოს გეზი და მიმართულება, მაგრამ ის მზად უნდა იყოს სახიფათო ზონებისთვის გვერდის ასაქცევად.

უფრო ვოვენარგის სახელით ცნობილი ესეისტი ლიუკ დე კლაპიეს აზრით იდეების ერთგულება სულაც არ ნიშნავს ფორმის საკითხებში მოქნილობის უარყოფას.

არსის ერთგულება და თავაზიანობა ადამიანებთან ურთიერთობისას. საკუთარი პოზიციების დაცვა და ბოდიშის მოხდა თანამოსაუბრის გამაღიზიანებელი ფორმისთვის.
თქვენს გზაზე სიარული არ უნდა გიშლიდეთ ხელს სხვების გზების გაგებაში.
იარეთ თქვენი მიზნისკენ და მოქნილი იყავით საშუალებათა გამოყენებაში.

35.
ვისმენ და ვივიწყებ, ვხედავ და ვიხსენებ, ვაკეთებ და მესმის.

დღეს ჩვენ კონფუციუსზე უკეთესად ვიცით თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ტვინი,განსაკუთრებით მეხსიერება. მაგრამ მას დაკვირვება ყოფნიდა.

როდესაც გეკითხებით თუ რამდენი ფანჯარაა თქვენს ბინაში ან თქვენი სახლის პირველ სართულზე გენიძლავებით რომ თქვენ არ გახსოვთ მათი რაოდენობა, მაგრამ თქვენ წარმოიდგენთ კედლებს და დაითვლით ფანჯრებს პასუხის გასაცემად.

ჩვენს ტვინში ხატები,სახეები უკეთესადაა ჩაბეჭდილი ვიდრე კონცეფციები.
თუ კი გაიგებთ ახალ სიტყვას ის სწრაფად გამოვა მეორე ყურიდან. თუ კი დაწერთ ახალ სიტყვას თქვენ მას უკეთესად გაიხსენებთ.

როდესაც თქვენ ახალ სიტყვას გამოიყენებთ რამოდენიმე წინადადებაში თქვენ აღარ დაგავიწყდებათ ის ვინაიდან თქვენ დაიმახსოვრებთ თუ რას ემსახურება ეს ახალი სიტყვა.

თქვენი მონაყოლი დაასურათეთ ხატებით და ისტორიებით და მონაყოლს უკეთესად გაიგებენ და დაიმახსოვრებენ.

იცოდეთ ნასწავლის გამოყენება.

იმაში დასარწმუნებლად რომ კარგად გაიგეთ შეამოწმეთ პრაქტიკული განხორციელებით.

36.
როდესაც ბუნება ჯობნის კულტურას გამოდის ველური.
როდესაც კულტურა ჯობნის ბუნებას გამოდის პედანტი.

ბუნებისა და კულტურის ზუსტი წონასწორობის შედეგად გამოდის პატიოსანი ადამიანი.

თავისი ემოციების და გაუცნობიერებელი მისწრაფებების მონა ადამიანის ადგილი უფრო ტყეშია ვიდრე ადამიანთა საზოგადოებაში.

საბედნიეროდ გონება აქაა და მისი წყალობით ჩვენ ვართ ცივილიზებულები.
აგრამ მეტისმეტი გაპრიალებით მასალა ჰკარგავს თავის ხასიათს და მეტისმეტად გაწვრთნილი ადამიანის ბუნება მახინჯდება.

წონასწორობის საუკეთესო საშუალებაა ნამდვილი და არა დაძალებულ ფორმებში ჩამოსხმული თავაზიანობა, სხვა ადამიანის გულწრფელი პატივისცემა.

სიმართლის თქმა თანამოსაუბრეთა პატივისცემით ემოციათა ფლობის მეშვეობით. ეს მოქმედებს კარგად.

თქვით სათქმელი თანამოსაუბრეთა პატივისცემით, თავისუფლად, მომღიმარემ, უშიშრად, გაბრაზების და აგრესიულობის გარეშე, თქვენი ნათქვამის თუ დამოკიდებულების მიერ მოხდენილ შთაბეჭდილებაზე დაკვირვებით.

ასე თქვენ არც ველური იქნებით და არც პედანტი.

37.
კონფუციუსი გვეუბნება რომ სიხარული ყველაფერშია,საჭიროა მისი დანახვა და გამოღება.

ნიჭიერი კომიკოსი გულიანად გაცინებთ სრულებით ვეულებრივი ისტორიით,უბრალო ტელეფონის წიგნის კითხვითაც.

სიხარული ადამიანშია და არა შინაარსში.

სიხარული გამომდინარეობს განზრახვიდან. კომიკოსები და იუმორისტები არ არიან მხიარულები ყოველ წუთს და ბუნებით. ისინი მხიარულები არიან გადაწყვეტილებით.
ცხოვრების უმძიმეს წუთებშიც ნახავთ ვიღაცას ვისაც აქვს მხიარულების უნარი.
სიხარული,მხიარულება იბადება შინაგანი განწყობიდან.

რაბლეს თქმით ისაა ადამიანის დამახასიათებელი ნიშანი.

ესაა ნიჭი და კონფუციუსი გვირჩევს მის დაუყოვნებლივ გამოვლენას.

უნდა შეგვეძლოს პატარა რამეებით გახარება.

ნუ უცდით სიხარულს,გამოიწვიეთ სიხარული.
სიხარულით და მხიარულად შეხედეთ სამყაროს და გაიხარებთ.

პატიოსანი ადამიანი მრგვალია და მხიარული, კაცუნა კი მუდამ ღელავს.

ბრძენმა იცის არჩევანის გაკეთება და ამიტომ რჩება ის მრგვალი და მხიარული. ან იცის თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. ეს კი საკმაოდ ძნელია.

ამას გარდა ბრძენი უძლებს გარემოს და გარემოცვის ზეწოლას. თუ კი ყველას დაეთანხმებით ვერაფერს მოახერხებთ და მოასწრებთ.

აჩქარების შემთხვევაში კარგავთ განსჯის უნარს.

კონფუციუსი გარკვევით ამბობს რომ ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. Mმაშ, ვერ დავიჩივლებთ იმიტომ რომ დაჩივლება არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.

ნუ ენდობით იმათ ვინც მეტისმეტად ბევრს ჩივის. Mმათ არ უნდათ მდგომარეობიდან გამოსვლა.

ნუ გგონიათ რომ ხართ აუცილებელი.

ეხლავე რომ გაქრეთ სამყარო ალბათ გადარჩება.
თუ ღელავთ გაანებეთ თავი იმას რაც თქვენთვის მეორეხარისხოვანია.

39.
ბრძენს აქვს ხვედრის მიღების უნარი: ის მშვიდად ხვდება თავის ხვედრს.

40.
პატიოსანი ადამიანი ამაყია, მაგრამ არაა აგრესიული.

აგრესიულობა არის შიშის ნიშანი. ესაა სტრესის მიერ გამოწვეული ინსტინქტური თავდაცვის ერთ-ერთი რეაქცია.

კონფუციუსის პატიოსანი ადამიანი უშიშია.

იაპონელების თქმით საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატს ვერასოდეს ამარცხებენ იმიტომ კი არა რომ ის ყველაზე ძლიერია არამედ იმიტომ რომ ვერავინ ბედავს მასთან ბრძოლას.

ამის შედეგად მას არ აქვს შიში.

გავრცელებული შიშებისთვის თავის ასარიდებლად პირველი რჩევაა არაფერი გქონდეს დასამალი. მაშინ არ გეშინია რომ სოციალური ნიღბის უკან აღმოაჩენენ რაღაც დამალულს.

წარმოდგე როგორიც ხარ,საკუთარი თავის ნდობის საფუძველი,არის ის პატივისმცემელი სიამაყე მედიდურობისა და ტრაბახის გარეშე რომელზეც ლაპარაკობს კონფუციუსი.

მეორე რჩევაა არ იქცე ჩვევის მონად. U უნდა აიტანო აზრი რომ შეიძლება დაკარგო ყველაფერი რაც გაქვს,მათ შორის ქონება, ძვირფასი ადამიანები,ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

აქეთკენ შეიძლება იარო გაჩუქებით ან თავიდან მოშორებით ყველაფრისა რასაც არ იყენებ.

გქონდეთ კარგი წარმოდგენა საკუთარ თავზე,მაგრამ არ გქონდეთ ამ წარმოდგენის გაზიარების სურვილი.

შეძლებისდაგვარად უარყავით ჩვევები. შიში არ გექნებათ მაშინ როდესაც მზად იქნებით ყველაფრის დაკარგვისთვის გატანჯვის გარეშე.

41.
თუ კი შეგიძლია მსუბუქი გულით გაკეთება აკეთე!

გადავხტე თუ არ გადავხტე? თვითმფრინავიდან პარაშუტით გადახტომის წინ თუ აუზში გადახტომის წინ რაც უფრო მეტს ვფიქრობთ მით უფრო ნაკლებს ვხტებით.

ნეირობილოგებმა იციან რომ გადაწყვეტილება დაფიქრების კი არა ემოციის საქმეა.
ადამიანის წინაშე მუდამ არის მრავალი შესაძლებლობა. კონფუციუსის თქმით შეხედეთ ყოველ შესაძლებლობას უკეთესი პერსპექტივის თვალსაზრისით . შეხედეთ თუ რას გრძნობთ ამ გადაწყვეტილების მიღებისას. კარგია ყველაზე დიდი სიამოვნების მომნიჭებელი გადაწყვეტილება.

არაფერი აკეთოთ იძულებით, უგულოდ.

ბედნიერებას განიჭებთ კარგი გადაწყვეტილების მიღება.
_______________________

43.
მეგზურად გყავდეთ თქვენი საკუთარი წადილები.

მალის ანდაზა გვეუბნება რომ ყველაზე მოკლე გზა ერთი წერტილიდან მეორემდე არის ოცნება.

მოქმედების დაწყებამდე წარმოიდგინეთ სასურველი იდეალური შედეგი.

44.
ადამიანის ცხოვრება დამოკიდებულია მის ნებაზე. Nნების გარეშე ის გახდება შემთხვევითობის მსხვერპლი.

კონფუციუსის თქმით ცხოვრებისთვის სწორი მიმართულების მისაცემად საჭიროა სურვილთა, ჩანაფიქრთა საჭე.

პლატონმაც თქვა რომ ადამიანი უფრო ცოცხალი მაშინაა როდესაც მას აქვს მიზნები.
როდესაც რაღაც დროს არაფერი გვინდა ვკარგავთ ტონუსს.
შურვილების დაკარგვა და ჩანაფიქრების არქონა დეპრესიის ნიშანია.

45.
მდიდარი და სახელოვანი ყაჩაღი და თაღლითი ვერ იქნება ბედნიერი.
ადამიანებს უნდათ სიმდიდრე და პატივი, მაგრამ სიმდიდრით და პატივით ტკბობისთვის საჭიროა პრინციპების დაცვა.

სიმდიდრე, პატივი, რატომაც არა? არ არსებობს ადამიანის გაუბედურების მიზეზი.
მაგრამ კონფუციუსის აზრით სიმდიდრე და პატივი სულაც არაა მთავარი ღირებულებები.

არიან როგორც ბედნიერი ისე უბედური მდიდრები. Aამიტომ არ უნდა შევცდეთ არჩევანში.

ბედნიერების დაყვანა საკუთრებაზე,სამფლობელოზე,საქმიანობაზე
ან,უარესი,სოციალურ დაფასებაზე,ძალიან საშიშია ვინაიდან ბედნიერებაში არის ის რასაც უწოდებენ ღირებულებებს.

პატიოსანი ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი თაღლითობით, სხვათა მოტყუებით გამდიდრებით.

სიმდიდრის და სახელის შოვნაზე ზრუნვის დაწყებამდე განსაზღვრეთ ქცევის ფორმები რომელთა დარღვევაც გაგაუბედურებთ.

ცოდოა უბედური მდიდარიც და სახელოვანიც.

იმისთვის რომ თავი ვიგრძნოთ ბედნიერ ადამიანებად საჭიროა ძალიან პერსონალურ ფაქტორთა,მაგალითად ღირებულებათა გარკვეული რაოდენობა.

46.
მდიდარიც შეიძლება იყოს ბედნიერი,მაგრამ სიმდიდრე არაა ისე დაკავშირებული ბედნიერებასთან როგორც ამაში გვარწმუნებს მოხმარების საზოგადოება.

ჩვენი მოხმარების საზოგადოება მასში ატარებს წყევლას და შეჩვენებას.ის მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქონებას,მატერიალურ სიმდიდრეთა ფლობას.

ხშირად ამბობენ რომ მდიდარი ისაა ვინც მეტს შოულობს და ნაკლებს ხარჯავს.
სხვაგვარად უყურებენ ბედნიერებას ისინი ვინც ბედნიერებად თვლიან იყო კმაყოფილი იმით რაც გაქვს.

მთელი უბედურება იმაშია რომ ჩვენ არ გვახარებს აუცილებლის ფლობა. ჩვენ გვინდა ვიყოთ სხვებზე მდიდრები, გვქონდეს იმაზე მეტი რაც აქვთ სხვებს.

ესაა ჯოჯოხეთური მახე ვინაიდან სიხარბეს არ აქვს საზღვარი.

მდიდარიც შეიძლება იყოს ბედნიერი,მაგრამ სიმდიდრე არაა ისე დაკავშირებული ბედნიერებასთან როგორც ამაში გვარწმუნებს მოხმარების საზოგადოება.

უცილებელის იქით თუ კი ვიცით დაკმაყოფილება იმით რაც გვაქვს ჩვენ არ გაგვტანჯავს რამის ნაკლებობა.

მხიარული და ხალისიანი შეიძლება იყოს უბრალო ბურღულის მჭამელი,სუფთა წყლის მსმელი და ბალიშის მაგივრად საკუთარ მკლავზე თავის დამდები ადამიანიც.

47.
თუ კი დილით იპოვით გზას თქვენ შეგიძლიათ კმაყოფილი მოკვდეთ იმავე საღამოს.
ლაო ძისთვის ძვირფასი «გზის» განსაზღვრა არაა ადვილი საქმე.

მატერიაში და მის მიღმა არსებობს მისი შემქმნელი მაცოცხლებელი ენერგია. ის არსებობს და ევოლუციას განიცდის ხილულ სამყაროში.

შოპენჰაუერის თქმით თუ არ გვესმის სამყაროს საწყისი ვცადოთ სამყაროს გაგება.

მისტიკოსების თქმით კი თუ არ გვესმის სამყარო ვცადოთ მისი შეგრძნება.
მრავალი ამბობს რომ მათი ცნობიერების სიღრმეში ისინი გრძნობენ მათზე უფრო დიდ უნივერსალურ ენერგიას.

გაღვიძება? გზა? ღმერთი? ჩვენ არ შეგვიძლია ამის განსაზღვრა.
მაგრამ რა საჭიროა განსაზღვრა როდესაც ამ ენერგიის განცდა ყოფნით მის განმცდელთ.

მედიტაცია არის აღქმა ყველაფერი არსებულისა გააზრების,განსჯის თუ ინტერპრეტაციის გარეშე. ასეთი განცდა და აღქმა გვაძლევს ჩვენში არსებული ამ ენერგიის შეგრძნების საშუალებას.

კონფუციუსი გვირჩევს მედიტაციას და გვეუბნება რომ სიკვდილისგან ადამიანს იცავს საკუთარ თავში არსებული უკვდავების წილის განცდა,მატერიისთვის,სივრცისთვის და დროისთვის თავის არიდების შეგრძნება.

მედიტაციით შეიგრძენით თქვენში მატერიის მიღმა არსებული სიცოცხლე. ესაა შესანიშნავი იარაღი სტრესის წინააღმდეგ.

48.
მიცვალებულებმა არ უნდა დააზარალონ ცოცხლები.

კონფუციუსის თქმით მშობლების და წინაპრების, მიცვალებულთა და მათი ხსოვნის პატივისცემა დიდად მნიშვნელოვანია.

მაგრამ იგივე კონფუციუსის თქმით მიცვალებულთა პატივისცემამ არ უნდა შეუშალოს ხელი ცოცხალთა ცხოვრებას.

მიცვალებულთა წადილების დაუფიქრებლად განხორციელებას და ამისთვის ყველაფრის მსხვერპლად გაღებას არა აქვს არავითარი აზრი. ხსოვნის პატივისცემა კარგია,მაგრამ სიცოცხლე უნდა განთავისუფლდეს თავისი წარსულისგან.

მიცვალებულებს არ სტანჯავს ჩვენი არჩევანი.

49.
სამუშაოდ აირჩიეთ ის რაც გიყვართ და ხოვრებაში არ დაგჭირდებათ მუშაობა.
ჩვენ ხშირად რაღაც გზას ვადგებით გარემოებათა კარნახით. ბევრი ცდილობს ჩვენს დაქირავებას და ჩვენს უნართა გამოყენებას. ბევრ რამეს გვკარნახობს კოლექტიური და პირადი მოგება. ამასობაში კი ენთუზიაზმი იკარგება.

მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლო შეიძლება ვიყოთ ჩვენთვის საყვარელ სფეროშიც.
თქვენ შეიგიძლიათ იმის დემონსტრაცია რისი გაკეთებაც შეგიძლიათ,მაგრამ ჯობია აკეთოთ ის რისი კეთებაც გიყვართ.

ბედნიერია სიყვარულით მცხოვრები.

50.
რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო:
მშვილდოსანი ჰგავს კარგ კაცს. თუ კი ის ისარს ვერ მოარტყავს მიზანს,ამის მიზეზს საკუთარ თავში ეძებს.

თუ კი ისარი სცდება მიზანს ეს არაა მიზნის ბრალი.

იოლი ცხოვრების სახელმძღვანელო გვეუბნება რომ ჩვენი სირთულეების მიზეზი შოკის შესამცირებლად და საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად სხვაში უნდა ვეძებოთ.

ესაა ტრაღედია ადამიანებისა ვინც ყველაფერს ელიან საზოგადოებისგან.

გოეთეს თქმით კი განგება ეხმარება იმას ვინც მთლიანად კისრულობს პასუხისმგებლობას.

პასუხისმგებლობა კი არის ჩათვლა იმისა რომ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მიერ მიღწეულ შედეგზე.

გადაწყვეტა და გამოსავალი იშვიათად მოდის გარედან და რაც უფრო დაინახავთ რომ რაც დაგემართათ თქვენი ბრალია მით უფრო იოლად შესძლებთ უკეთესი შედეგის მიღევას.

ცუდი მდგომარეობიდან გამოხვალთ მხოლოდ მაშინ მოინახება როდესაც დაინახავთ თუ რა გააკეთეთ ამ მდგომარეობაში მოსახვედრად და იმას თუ რა უნდა გააკეთოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლისთვის.

51.
მცოდნე არ ეჭვობს.

როდესაც ფიქრობთ დაეჭვდით ყველაფერში რასაც ვერ დაამტკიცებთ და რასაც ვერ განიცდით.

მოქმედებისას კარგად გააანალიზეთ თქვენი გადაწყვეტილებები და მოქმედების გეგმა.

52.
ნუ შეაფარებთ თავს სიტყვას რათა გაექცეთ გადაწყვეტილების მიღებას და მოქმედებას. როდესაც რაღაც ვითარება გგვრით სტრესს გადადით მოქმედებაზე და დაუფიქრდით იმას რასაც აკეთებთ.

54.
კარგი ადამიანი იწყებს უძნელესით. Nნაყოფი მოდის ბოლოს.

გაიღეთ და ნაყოფს მეტისმეტად სწრაფად არ დაელოდოთ.

მეტისმეტად სწრაფად შოვნით ამზადებენ ცუდ მომავალს ან კლავენ საქმიანობას.

დათესეთ და არ დაკრიფოთ უმწიფარი მწვანე პამიდორი.

არაფრის კეთება არაა საკმარისი დასასვენებლად.

კონფუციუსი გვირჩევს: როდესაც გაქვთ რაღაც გასაკეთებელი გააკეთეთ ის და მერე დაისვენეთ და არა პირიქით. დაიწყეთ ყველაზე დამღლელით და მომაბეზრებელით. თანდათანობით გააკეთეთ გასაკეთებელი და შემდეგ დაისვენეთ....

სტრესის შესამსუბუქებლად არ გადადოთ გასაკეთებელი,გააკეთეთ ის ეხლავე…

57.
მთას გადაადგილებს ის ვინც იწყებს კენჭების გადადებით.

თახვს შეუძლია ბუნებრივი პეიზაჟის დიდად გარდაქმნა. ის არ ახდენს ამოცანის მასშტაბის დრამატიზებას და და იწყებს პირველივე შემხვედრივე ხის ღრღნას.
გარკვული,საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კი ის დაღრღნის იმდენს რამდენსაც ვერ დაპირდებოდა ვერც ერთი პოლიტიკოსი.

როდესაც მივაჩერდებით საათს გვიჭირს ისრების მოძრაობის დანახვა,მაგრამ თუ ცოტა ხნის შემდეგ დავხედავთ საათს დავინახავთ თუ რამდენი დრო გასულა.

მიზნის დასახვის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება პატარა საქმეების კეთებით. თქვენ გაგაკვირვებთ წინსვლის დანახვა. ჩიტი ტკბება მის მიერ გაკეთებული ბუდით დიდი ბრწყინვალებისა და შრომითი გმირობების,სტახანოვშჩინის გარეშე.

სიარულის დაწყებამდე რომ გვეფიქრა იმაზე რომ არ უნდა დავეცეთ ეხლა დაცემულები კი არა სავარძელში დამსხდარები ვიქნებოდით.

დიდი ხნის მანძილზე ცოტა-ცოტას კეთება ჯობია ბრყინვალედ და თვალისმომჭრელად კეთების სურვილს.

58.
უდიდესი დიდება ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგომაა და არა არ დაუცემლობა.

მომავალი ბუნებით გაურკვეველია და მოქმედება ამიტომ არის გაბედულება ხიფათის პირისპირ.

სირთულეებისა და ფინანსური მარცხების მიუხედავად შეუპოვრად წინ მიმავალნი ბოლოს და ბოლოს მიაღწევენ რაღაცას.

წარმატების მომპოვებლებს სიამოვნებთ მიზნისკენ სვლა დაბრკოლებათა მიუხედავად, დილით ადრე ადგომა ენერგიულად და მიზანდასახულად.

ჭეშმარიტი სიამოვნებაა მიზნისკენ სვლა და არა მიზნის მიღწევა, ამის გაგება სპობს მარცხის შიშს.

59.
ნუ იზრუნებთ იმაზე რომ შეგამჩნიონ. Gგააკეთეთ რამე შესანიშნავი.

მრავალ რამეზე ყურადღების გაფანტვა უყურადღებოდ სტოვებს ყოველ მათგანს.
სასურველი შედეგის მისაღწევად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იმაზე რასაც ვაკეთებთ და სასურველ შედეგზე.

ზრუნვა იმაზე რომ შესამჩნევი და დასაფასებელი ვიყოთ ვიღაცისთვის ფანტავს ჩვენს ყურადღებას.

კონფუციუსი უფრო შორს მიდის: ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ კმაყოფილები შედეგით და არ დაგვჭირდება აღიარება სხვების მიერ.

ამით ჩვენ არ ვიქნებით სხვათა გემოვნებისა და სეხედულებათა მონა.
საკმარისად იამაყეთ თქვენი მიღწევით და აღარ დაგჭირდებათ აღიარება სხვათა მიერ.
პატივი ეცით ადამიანთა მიღწევებს და არა მათ მანერებსა და სიტყვებს.
ექსცესი,მეტისმეტობა არ ჯობია მანკს, ნაკლებობას.

უკეთესი არის კარგის მტერი.

მუდამ მეტის მსურველი მუდამ უკმაყოფილო იქნება საკმარისით. ასეთია სიღარიბის ეს ფორმა.

არ დაუთმოთ პათოლოგიურად დაუკმაყოფილებელთა ზეწოლას.

განსაზღვრეთ თუ რაა თქვენთვის საკმარისი.

დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სისტემატურად გამოსცადეთ ახალი გადაწყვეტები.

62.
იმას ვინც არ ზრუნავს შორეულ მომავალზე სტანჯავს ყოველდღიური საზრუნავი.

რძელვადიანი პერესპექტივის უგულვებელმყოფელს შეაწუხებს მოკლევადიანი დარდები.

ტაქტიკა სტრატეგიის გარეშე აჩენს დარდებს. Gაიხსენეთ თუ რაა თქვენი იდეალური მიზანი და შეამოწმეთ ახლოვდება ის თუ არა.

63.
კარგი ნაკეთობის გაკეთების მსურველი ხელოსანი პირველ რიგში ლესავს თავის იარაღს.

მომავალი ეკუთვნის კარგად მომზადებულებს.

როდესაც დააპირებთ რამის გაკეთებას მოამზადეთ საშუალებები.

როდესაც ძნელი რამე გაქვთ სათქმელი წინასწარ დაწერეთ და გადაიკითხეთ.
სტრესის შესამცირებლად წინასწარ წარმოიდგინეთ თუ რას იტყვით და გააკეთებთ ვითარებებში რომლებისაც გეშინიათ.

64.
მოუთმენლობა პატარა რამეებში აფუჭებს დიდ ჩანაფიქრებს.

მოუთმენლობა არის სტრესის და შიშის გამოვლინება.

კონფუციუსი გვირჩევს ვითარებების ობიექტურად გაანალიზებას და ჩვენი ჩანაფიქრებისთვის პატივისმცემელი გადაწყვეტილებების მიღებას.

მოუთმენლობას თავი უნდა ავარიდოთ გეგმა-პროექტის შემუშავებით,გზების,საშუალებების და ვადების განსაზღვრით. ის მოგცემთ გადახრებისთვის მომზადების საშუალებას.

მოჩქარე და დასტრესილი მუდამ აგვიანებს. პუნქტუალურები არ ახდენენ სასწაულებს, ისინი განსაზღვრავენ მიზნებს და მიზნების მიღწევის გზებსა და საშუალებებს და უმატებენ მოქმედების ცოტა მეტ თავისუფლებას. ისინი ხედავენ გადახრას დასახული მიზნიდან და აფრთხილებენ ყველას თავისი დაგვიანების შესახებ.

65.
მე ვერ დავეხმარები იმას ვინც თავის თავს არ უსვამს კითხვებს.

ეს ყველაზე უკეთესად იცის ფსიქოთერაპევტმა:
დახმარების გაწევა შეგიძლიათ მხოლოდ იმისთვის ვინც გთხოვთ დახმარებას.
ვერ დაეხმარებით იმას ვინც ფიქრობს რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ის ყველაფერს გაუმკლავდება თვითონ.

ადამიანი წინ მიიწევს მხოლოდ საკუთარი ნებით.

ადამიანი შეიძლება აცდუნოს ვიღაცისთვის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დახმარების გაწევის აზრმა. მაგრამ ეს უფრო ცუდი შეიძლება იყოს ვიდრე კარგი.

უშედეგოა უგულოდ,მარტო მოვალეობის განცდით დახმარებაც.

მიუხედავად ამისა დახმარების გაწევის სურვილი დიდი სათნოებაა.

მაგრამ დახმარების გაწევის დაწყებამდე დარწმუნდით შემდეგ სამ რამეში:
ა) თქვენ ნამდვილად გსურთ დახმარების გაწევა;ბ)თქვენ გაქვთ საკმარისი კომპეტენცია დახმარების გასაწევად და გ) ადამიანს ვისთვისაც დახმარების გაწევა გსურთ უნდა თქვენი დახმარება (ფსიქოლოგი სტეფენ კარპმანის რჩევებიდან).

66.
მშიერ ადამიანს ასწავლეთ თევზის დაჭერა. ეს უკეთესია თევზის მიცემაზე.

აგრამ ეს არ ნიშნავს იმათ რომ ბედის ანაბარა და შიმშილით მომაკვდავი უნდა მიატოვოთ ადამიანი ვისაც თქვენ აჩუქეთ ანკესი.

ამ ადამიანმა შეიძლება წაიღოს თქვენს მიერ ნაჩუქარი ანკესი,განაგრძოს ძველებურად ცხოვრება და მერე ისევ მოგადგეთ მომეცით თევზიო.
სიცოცხლეს გადაარჩენთ მხოლოდ მისთვის ავტონომიის მინიჭებით. ეს კი დიდ დროს მოითხოვს.

«ცოცხალია ის ვინც გრძნობს რომ სასარგებლოა საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის», ამბობს სენეკა.

მიცემა არის სოლიდარობის ფუნდამენტური აქტი.
«რაც არაა გაღებული დაკარგულია»,ამბობს ბოშათა ანდაზა.

მაგრამ უნდა გაისარჯოს ისიც ვისაც აძლევთ. სხვა შემთხვევაში მიცემა უფრო ცუდია ვიდრე კარგი.

დაიწყეთ უანგარიშოდ მიცემით,მაგრამ გააგრძელეთ მხოლოდ მაშინ თუ კი იმას ვისაც აძლევთ უჩნდება მადლიერების გრძნობა და სამაგიეროდ რაღაცის გაკეთების სურვილი.

67.
პატივი ეცით ადამიანის ღირსებას და ის პატივცემული და პატივისმცემელი ადამიანი იქნება.

ადამიანის ღირსების პატივისცემა არ ნიშნავს მხოლოდ თავაზიანობის და ზრდილობის მიღებული ფორმების დაცვას.

ყოველი ადამიანის სიღრმეში არის ცნობიერება რომელიც ცდილობს მის ხელთ არსებულის,მათ შორის მისი მენტალური ფუნქციონირების საზღვრების საუკეთესოდ გამოყენებას.

როდესაც ვინმეს მიმართვთ აღიარეთ არსის ეს ცნობიერება. მისთვის საჭიროა უარის თქმა განსჯაზე და შეფასებაზე,ფორმის მიღმა დანახვა.

68.
იცხოვრეთ ძმური იყვარულით და მთავრობა ისარგებლებს ამით. აგრამ ამისთვის არაა აუცილებელი იყოთ მთავრობის წევრი.

პოლიტიკა არის სახელმწიფოს კარგად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
თუ კი ამას ხელს უწყობს ძმური სიყვარული ის პოლიტიკაა.

ჩოტა ფანტაზია შესამოწმებლად: წარმოიდგინეთ მთელ ტერიტორიაზე საყოველთაოდ გავრცელებული ძმური სიყვარული. კანონები ძლივს საჭირო თუ იქნება. აღარ იქნება საჭირო პოლიცია, მართლმაჯულება, დრო და დრო ცოტა შუამავლობა საკმარისი იქნება სირთულეების შემთხვევაში.

მოქალაქეთა ცხოვრება ჰარმონიული იქნება.
მაგრამ ვის უნდა დაწყება? თქვენ და მე,ამბობს კონფუციუსი, და არ დავიცადოთ სხვების მიერ ამის დაწყებას.

კოლიბრის თეორია: ცოტას გაკეთება შენს დონეზე მაგრამ კარგად გაკეთება რათა განიცადოთ სხვების გავლენა და არ განაცხადოთ პრეტენზია რომ შეცვლით სამყაროს.

ყოველი ადამიანის მისწრაფება სამაგალითოობისკენ ბიძგს აძლევს ზვავს.
ტიპიურად სტოიკური წინადადება: იმოქმედო იმაზე რისი შეცვლაც შეგიძლია დანარჩენით დაინტერესების გარეშე. საუცხოოა სულიერი სიმშვიდისთვის.

იმოქმედეთ უფრო ლოკალურად და ნაკლებად ილაპარაკეთ გლობალურად.
იყავით მუდამ კეთილგანწყობილები და არ დაელოდოთ რომ სხვებიც გააკეთებენ ამას და თქვენი სოციალური წვლილი სასარგებლო იქნება.

69.
პატიოსანი ადამიანი,კაიკაცი ავითარებს იმას რა არის კარგი ადამიანში და არა იმას რაც არის ცუდი.

ახალ ამბებში მეტს ლაპარაკობენ მანქანებით გასრესილ ძაღლებზე და არა ჯანმრთელ ძაღლებზე.

თანამედროვე ადამიანებს უფრო დააინტერესებთ დაშინებით და არა კეთილშობილი გრძნობების გაღვიძებით.

საზოგადოებრივ წვეულებაზე არმყოფთა მასხრად აგდება უფრო მოსალოდნელია ვიდრე მათი დადებითი თვისებების და მიღწევების ხსენება.

ეს უფრო მავნეა ვიდრე ჩანს. ჭორები და ხმები ვრცელდება და სტოვებს წარუშლელ კვალს.

დასწამეთ ცილი,დასწამეთ ცილი,ყოველთვის დარჩება რაღაცა,ამბობდა ფრანსის ბეკონი.

შავი ჭირივით გაექეცით იმათ ვინც ცუდად ლაპარაკობს არმყოფებზე. ისინი თქვენზეც ასევე ილაპარაკებენ როდესაც გახვალთ.

ისინი ნამდვილი სოციალური შავი ჭირია, ადამიანთა ურთიერთობათა მკვლელები ვინაიდან ავსიტყვაობა აჩენს დაძაბულობას, უნდობლობას და კონფლიქტებს რომლებმაც შეიძლება საფრთხეში ჩააგდონ ჯგუფის ერთიანობა.

ცხადია რომ ესაა ძლიერი სტრესის წყარო.

ნუ იტყვით ვინმეზე ისეთ რამეს რასაც ვერ ეტყვით მას პირში.
თუ კი ვინმე არმყოფზე გეუბნებათ ცუდს,თქვით მასზე კარგი.

70.
პატიოსანი ადამიანი,კაიკაცი მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და ვულგარული მომთხოვნია სხვების მიმართ.

დედა ტერეზა: «როდესაც განვიკითხავთ სხვებს არ გვრჩება დრო მათი სიყვარულისთვის».

იცშე: «როდესაც ვუყურებ ჩემს თავს ვღელავ,როდესაც სხვებს ვუყურებ-ვმშვიდდები».
სენეკა: «ყოველი ადამიანი თავის საკუთარ გულში პოულობს იმას რასაც გმობს სხვაში».
ფსიქოანალიტიკოსი კარლ იუნგის ახსნით ყოველ ჩვენთაგანში არის დათრგუნული ნაწილი რომელშიცაა ყველაფერი რისი დანახვაც არ მოგვწონს ჩვენს თავში და რასაც მივაწერთ სხვებს.

საკუთარ თვალში დაუნახავი მორის და სხვის თვალში დანახული ჩალის ძველი ისტორია.

როდესაც ვინმე არ მოგწონთ თუ გაღიზიანებთ გაარკვიეთ თუ რა არ მოგონთ მასში და რაც უფრო თქვენს თავს უნდა მოჰკითხოთ.

71.
პატიოსანი კაცი, კაიკაცი სოციალურია და არა მიკერძოებული.
თუ კი ის ვინც არ გიყვართ ამბობს იმას რაც არ მოგწონთ დაფიქრდით იმაზე თუ რას იფიქრებდით ეს რომ ეთქვა თქვენი აღფრთოვანების გამომვევ ადამიანს.

72.
რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილისთვის ერთადერთი სასარგებლო საზრუნავია იმის გარკვევა თუ რა გააკეთა მან ამ მდგომარეობაში ჩავარდნისთვის და რა უნდა გააკეთოს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

73.
ისინი აღარ ღეჭავდნენ ძველ წყენას და მათ აღარ ჰყავდათ მტრები.
შურისძიებაზე მეტად ამშვიდებს პატიება.

წარსული არაა სიცოცხლე. დასამახსოვრებელი და პატივსაცემია კარგი მოგონებები და სასარგებლო გამოცდილება,დანარჩენი იმსახურებს დავიწყებას.

74.
არ გაავრცელოთ დაუსაბუთებელი ბრალდებები.
75.
პატივი ეცით თქვენს მიერ დამარცხებულებს და თქვენ არ გააღვიძებთ რევანშის გრძნობას.

76.
დაივიწყეთ შეურაცხყოფები, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ სიკეთე.

სტრესთან დაკავშირებული მოვლენები უფრო იოლი დასამახსოვრებელია.

გაწვრთვენით თქვენი მეხსიერება რათა ის დაუკავშიროთ სასიამოვნო მოგონებებს.

77.
დაე დავიმსახურო ჩემი მეგობრების ერთგულება.

მეგობარი არის ის ვისაც ვიცნობთ დიდი ხნის მანძილზე,მაგრამ ვნახოთ თუ ის როგორ არ უნდა დავკარგოთ.

პირველ რიგში მასთან ყოფნისას თუნდაც აზრით განცდილი ემოციები. რაც მეტსა ვართ მეგობართან მით უფრო კარგ ხასიათზე ვართ.

ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად არ უნდა დავივიწყოთ რომ ემოციები გადამდებია.
მაშ არ უნდა დავაბინძუროთ ურთიერთობა უარყოფითი ემოციებით. არ უნდა გამოვიყენოთ ემოციები ჩივილისთვის თუ კრიტიკისთვის.

შემდეგ ნამდვილი,გამოცდილებაზე დაფუძნებული ნდობა. ნდობა ადამიანებისა ვისგანაც იღებ იმას რის მიღებასაც ელი. ისინი ასრულებენ მოცემულ სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებებს. მათი ნათქვამი სანდოა და სწორი,სულ მცირე-გულწრფელი.  თქვენც ასე მოიქეცით,არ გაუცრუოთ მათ იმედი.

და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს ინტერესი. ცხადია რომ აქ არაა ლაპარაკი ფულზე,მაგრამ ყველამ თავისი უნდა ნახოს. აბა როგორ არ უნდა გადაიქანცოს ის ვინც მუდამ გაიღებს და არ იღებს?

კარგი იქნება იმის გაგება თუ რა იღებენ მეგობრები ჩვენს გვერდით ყოდნით და დავრწმუნდეთ რომ ის მათ არ დააკლდებათ.

მეგობრების დიდი ხნით ყოლისთვის საჭიროა სამი ფაქტორი:
ა) ურთიერთობის ემოციური ხარისხი; ბ) ნდობა; გ) ინტერესი; არ გამოგრჩეთ რომელიმე.

78.
უნდა გიყვარდეს ყველა,მაგრამ უნდა იმეგობრო მარტო სათნო, ღირსეულ ადამიანებთან.
დამიანთა უპირობო სიყვარული მომგებიანია ყველასთვის.

ესაა შესანიშნავი ემოციური თერაპია.

მაშ,  შეიძლება კარგი ურთიერთობები გქონდეთ ყველასთან, მაგრამ ეს არ შეგიშლით ხელს იმ ადამიანების არჩევაში ვისთანაც ერთად წახვალთ დასასვენებლად, ვისაც ანდობთ საფულეს ან უმცროს დას.

მაგრამ როგორ უნდა ავირჩიოთ?

«ნუ დაუმეგობრდებით თქვენზე უარესებს»,გვირჩევს კონფუციუსი.
ჟღერს პრეტენზიულად,მაგრამ დავუკვირდეთ.

სხვა ადგილას კონფუციუსი გვეუბნება: «სადაც არ უნდა იყო იმეგობრე საუკეთესოებთან». თუ მისდევთ სპორტს წინ მიდიხართ და უკეთესად თამაშობთ მაშინ როდესაც თქვენზე უკეთეს სპორტსმენთან თამაშობთ. ეს ძნელია ეგოსთვის,მაგრამ საბოლოო ანგარიშით ძალიან ეფექტურია.

რაც უფრო დაუახლოვდებით ამაღლებულ ადამიანებს მით უფრო მაღლა აგწევენ ისინი.
იმეგობრეთ იმათთან ვინც ხელს უწყობენ თქვენს ზრდას და იზიარებენ თქვენს ღირებულებებს.

79.
ვინც არაა მთავრობაში ის არ კამათობს პოლიტიკაზე.
«ნუ ერევით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში რომლებიც არაა თქვენი საქმე»,ამბობს კონფუციუსი.

ზემოთ ნახსენები სტოიკური პრინციპის თანახმად უნდა ჩავერიოთ მხოლოდ იმაში რის შეცვლასაც შევძლებთ.

თუ კი ასე თუ ისე მოგწევიათ რაღაც კოლექტიური ოპერაციის ხელმძღვანელობა გაოგნებული უნდა დარჩენილიყავით კრიტიკოსთა, პროტესტის გამომთქმელთა, მყვირალათა რაოდენობით. ისინი ყვირილს იწყებენ ოპერაციაში მონაწილეობის შეთავაზებასთანავე.

კონფუციუსი ლაპარაკობს ასეთებზე და გთხოვთ არ იყოთ გაკვეთილების არაპროდუქტიული მიმცემი.

საზოგადოებისთვის სასარგებლოა ის რასაც ვაკეთებთ. Lაპარაკი იმაზე რაზეც ვერ ახდენ გავლენას წყლის ნაყვაა.

ნაკლები ილაპარაკეთ იმაზე თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო.

დაკმაყოფილდით კარგად, როგორც საჭიროა ისე გაკეთებით.

80.
როდესაც ადამიანები რამეს მპირდებიან მე ვუყურებ თუ როგორ იქცევიან ისინი...
მხოლოდ მოქმედება გვაჯერებს ჩანაფიქრში.

არ ენდოთ იმათ ვისაც წარსულში დაპირებები არ შეუსრულებიათ.

81.
მართლმსაჯულება ბოროტებისთვისაა.
სიკეთისთვის სიკეთე უნდა მიაგოთ.

ბაბილონში ამბობდნენ რომ თვალის ამომთხრელს თვალი უნდა ამოთხაროთ. მაჰატმა განდის თქმით კი ასე მთელი კაცობრიობა შეიძლება დაბრმავდეს და მან ძალადობის ჯაჭვის გასაწყვეტად შესთავაზა ბოროტებისთვის სიკეთის მიგება.

შოპენჰაუერის თქმით სასჯელმა ადამიანი უნდა დაარწმუნოს იმაში რომ დანაშაულის ჩადენა ცუდია. კანონს მხედველობაში აქვს მხოლოდ მომავალი და არა წარსული.

სიკეთისკენ უბიძგებ თუ უკრძალავ ცუდი რამის გაკეთებას არც ერთ შემთხვევაში არ გინდა წარსულის გამოსწორება. წარსულის გამოსწორების მცდელობა იქნება ბოროტებასავით დამღუპველი უბედურება.

მოსპეთ მხოლოდ უკეთესი მომავლის იმედით და არა წარსულის გამოსასწორებლად. ს უკანასკნელი მდაბალი შურისძიება იქნება.

82.
დუმილი უღალატო მეგობარია.

რო და დრო შეწყვიტეთ ტრიბუნიდან თქვენი აზრების ფრქვევა და დრო და დრო კი გამოდით მარტოობიდან.

დიდესი უნარია მოსმენის უნარი. Eესაა სხვისი შინაგანი სამყაროს გაგების მცდელობა კეთილგანწყობით, წინასარ აჩემებული აზრის,განკითხვის გარეშე...

84.
თავი უნდა ავარიდოთ სამ შეცდომას:
არ უნდა ვილაპარაკოთ დაუპატიჟებლად არ უნდა გავჩუმდეთ როდესაც გვთხოვენ აზრის გამოთქმას, არ უნდა ვილაპარაკოთ თანამოსაუბრის რეაქციებისთვის ანგარიშის გაუწევლად.

85.
მოძღვარი და ოსტატი თავის ინფორმაციას იღებენ ტკბილად,გულწრფელად, პატივისცემა-მოკრძალებით, გულისხმიერებით და თავმდაბლობით.
გაგების საკითხში მთავარ როლს არულებენ ემოციები.

სტრესთან დაკავშირებული ყველა ემოცია (შიში, ჯავრი, დარდი, სიძულვილი) ადამიანს ჰკეტავს საკუთარ თავში და მას ხელს უშლის აზრის კარგად მოსმენა-გაგებაში და მოზომილ და დინამიურ გამოთქმაში.

ამას გარდა ეს ემოციები გადამდებია და ანალოგიურ ფენომენს იწვევს თანამოსაუბრეში. ადამიანები კარგავენ ურთიერთგაგების უნარს.

ემოციებს მნიშვნელობა აქვს და მათ შეიძლება არიონ ურთიერთობა. თუ კი ემოციები არ ეთანხმება ნათქვამს ნათქვამი სანდო არაა.

როგორ უნდა დაუჯეროთ იმას ვინც გეუბნებათ რომ კმაყოფილია თქვენი ნახვით როდესაც სახეზე აწერია გაღიზიანება?

ნათქვამი რომ სასარგებლო იყოს და კარგი გავლენა რომ ჰქონდეს აუცილებელია დადებითი ემოციები. ისინი უდევს საფუძვლად ტონუსს,კეთილგანწყობას და შინაგან სიხარულს.

თქვენმა ნათქვამმა რომ გაჭრას სიტყვა უნდა თქვათ ამაღლებული ტონით, კეთილგანწყობით და შინაგანი სიხარულით.

86.
მოლაპარაკება კონსტრუქტიული და ნაყოფიერი რომ იყოს მომლაპარაკე მხარეებმა უნდა ნათლად და გულწრფელად გამოთქვან სურვილები და მათი საზღვრები.

87.
რა საჭიროა მჭერმეტყველება? კარგად ჩამოკიდებული ენის პატრონი ქმნის მტერთა ბრბოს.

რიტორიკის ხელოვნება არის დარწმუნება სიტყვით, მოხერხებით, მერმეტყველებით, მოინააღმდეგის ჩანისკარტების სპორტი.

ის ეიძლება განცდილი იყოს დამარცხებად. ვინც ხმა ჩაიგდო ამის მიუხედავად თანახმა არაა.

კონფუციუსი გვეუბნება დამარცხებულთა შესახებ:
«საქმე მოგვარებულია,მაგრამ ჯავრი დარჩა.კარგი საბოლოო შედეგისთვის საჭიროა გულწრფელი და ნამდვილი შეთანხმებები.»

ამ შემთხვევაში ყველა კმაყოფილია და ჯავრი არაა.

მოლაპარაკება არ კრძალავს მჭერმეტყველებას, მაგრამ მარტო მჭერმეტყველება საკმარისი არაა.

მოწინააღმდეგის დამარცხებას ჯობია მასთან გულწრფელი ეთანხმებების მონავა.

88.
ეს ადამიანი ცოტას ლაპარაკობს,მაგრამ როდესაც ლაპარაკობსნე მიზანს არ აცდენს.
და არის, მაშ, საჭირო კარგი ორატორობისთვის?

კონფუციუსი შეგვახსენებს რომ რაოდენობას არა აქვს დიდი მნიშვნელობა.

ხეში ჩაჭედებული ლურსმის მსგავსად სიტყვა მჭრელი და მკვეთი, ბასრი უნდა იყოს: მოკლე, პირდაპირი,გაუგებარი გამოთქმების გარეშე.
შეღწევაა საჭირო და არა ბრწყინვა.

უსარგებლო მავნეა: დაუნდობლად განდევნეთ სიტკბო, ჟარგონი, რთული სიტყვები, პერიფრაზები, პრეამბულები.

ჩვენ გვიჭირს ყურადღებით მოსმენა. კარგი ორატორი მუდამ უნდა აოცებდეს მსმენელებს და მხოლოდ ასე შეძლებს ის მათ ყურადღებამდე რაღაცის დაყვანას. ის უნდა აოცებდეს შინაარსით თუ ფორმით, ცვლიდეს მოცულობას,დებიტს,ხმის სიმაღლეს,რასაც უწოდებენ მოდულაციას.

ემოციები აძლიერებენ გავლენას.მათ ააქტიურებს ძალა ,ენერგია, შეუპოვრობა. და ყველაფრის დასაგვირგვინებლად მოყევით ისტორიები რომლებითაც გააღვიძებთ მმენელთა ფანტაზიას.

და ტოპი: თქვენს სიტყვაში ჩართეთ ადამიანები, მათ სინამდვილეში მარტო საკუთარი თავი აინტერესებთ.

89.
ერთი ხატი,სახე ჯობია ათას სიტყვას.

თანამოსაუბრისთვის თავის დასამახსოვრებლად მოუყევით მას ისტორიები და ანეგდოტები რომლებიც უხმობენ ხატებს და აღვიძებენ ემოციებს.

90.
საყვედურები და შენიშვნები გამოთქვით ტკბილად და ფარულად.

მოსასმენად უსიამოვნო და ხშირად ძნელად ჩამოსაყალიბებელი უკმაყოფილება და შენიშვნები პროგრესის აუცილებელი იარაღია.

აგრამ იმისთვის რომ თქვათ უსიამოვნო რამეები სულაც არაა აუცილებელი რომ თქვენ თვითონ იყოთ უსიამოვნო, სულაც პირიქით.

საყვედურები და შენიშვნები გამოთქვით პატივისცემით და კეთილგანწყობით. უნდა გამოტოვოთ ზოგადი ადგილები და დაუზუსტებელი შენიშვნები. ეს აჯავრებს. ეს გადაგარჩენთ აშკარა ზარალს.

შთამაგონებელი მაგალითია სენდვიჩი: დაიწყეთ დადებითი ელემენტის დაფასებით, როგორც ფაქტი ùმოაყოლეთ საყვედური და დაასკვენით ცვლილების წამხალისებელი პირადი რესურსის ჩვენებით.

აგრესიული საყვედური არაეფექტურია.

91.
მეგობრებს ურჩიეთ მეგობრულად. ტაქტით გაუძეხით მათ. თუ არ გაჭრის თავი დაანებეთ და შეეშვით.

თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ თუ რა არის კარგი თქვენთვის.

ნუ იტყვით რომ იცით თუ რა არის კარგი სხვისთვის.

ურჩიეთ მხოლოდ მაშინ როდეაც გთხოვენ რჩევას.

92.
მოწინააღმდეგე სასარგებლოა. ლამაზესი ჰარმონია იბადება იმისგან რაც იბრძვის.ყველაფერი კეთდება უთანხმოებით.

დამდგარი წყალი, დებატი იდეისა როდესაც ყველა ეთანხმება ერთმანეთს, სულის სიმშვიდე,ამდენი სასიამოვნო და დამამშვიდებელი რამე, მაგრამ ეს არ იძვრის.

ჩვენში რომ გაჩნდეს ენერგია და მოძრაობა წადილი უნდა განსხხვავდებოდეს სინამდვილისგან.

განტოლება მარტივია: არანაირი წადილი+უშიშრობა=უძრაობას.
ესაა დიალექტიკის არსი.

დიალექტიკის მთავარი პრინციპის თანახმად აზრი წინ მიიწევს მხოლოდ წინააღმდეგობის მეშვეობით.

მისი მგზნებარე დამცველი იყო მოჭიდავის მოწაფე პლატონი.

მშვიდად და გონივრულად კამათის დროს უთანხმოება ძალიან კარგი რამეა.

ემოციების აშლის შემთხვევაში უთანხმოება ჩხუბად იქცევა.

შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას თავში თხლიშოს რაღაცა და ეს არაა ჩერნობილზე უკეთესი.

უთანხმოებები ფარულია,გროვდება უთქმელი რამეები და ეს ქმნის დაძაბულობას: ვრცელდება ჭორები, კლანიზმები, ნგრევის სურვილი და ინგრევა ადამიანთა ერთობა.
ღია კონფლიქტი ჯობია ფარულ დაძაბულობას რომელსაც ქმნის უთქმელის დაგროვება.

93.
პატიოსანი ადამიანი ავტორიტეტულია და არა თავხედი.

როდესაც აცხადებთ ძნელად გასაგონ გადაყვეტილებას დარჩით კეთილგანწყობილი იმის მიმართ ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხება.

95.
მთავრობა არის პირდაპირობის,გულრფელობის სინონიმი.

თუ თქვენ მიუძღვით პირდაპირ ვინ გაბედავს გადახვევას?

თქვენი ქცევა უფრო მეტ გავლენას ახდენს ვიდრე თქვენი სიტყვა.

პატივი ეცით თვითონ თქვენს მიერ დადგენილ წესებს.

96.
საერთო პრინციპების გარეშე არ არსებობს საერთო პროექტები.

საერთო საქმის დაწყებამდე გაიგეთ თქვენი პარტნიორების ღირებულებები.

99.
ის სულ არ მეხმარებოდა,ის მეთანხმებოდა ყველაფერში.

თუ ხართ ხელმძღვანელი მიიღეთ გადაწყვეტილება,მაგრამ გამოავლინეთ გულწრფელობა, დაუშვით წინააღმდეგობა...
და ა.შ...

«კონფუციანელებისთვის უმაღლესი სათნოებაა ადამიანობა ანუ კეთილგანწყობა როგორც მოარული ისე მიკროკოსმის და მაკროკოსმის ჰარმონიის ეზოტერული აზრით.
სულიერება არსებითად ცოცხლობს ოჯახში ოჯახური ღვთისმოსაობით,საკუთარი შემთხვევითობის და მისი მეშვეობით სამყაროს შემთხვევითობის დანახვით, სახელმწიფოში კი მეფისადმი თუ თავადისადმი ერთგულებით.

No comments: