2.26.2013

დემოკრატიული საქართველოს მომსპობ კომუნისტთა ავაზაკური გეგმებიდან:

"1990 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ დაადგინა ცენტრალური ხელისუფლების მასშტაბური რეფორმარამაც გააძლიერა . გორბაჩოვის ძალაუფლება. მოხდა ინსტიტუციური რიგის მრავალი ცვლილება:

 - მიხაილ გორბაჩოვმა გადაწყვიტა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შექმნა. ამ ვიცე-პრეზიდენტს უნდა უზრუნველეყო პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა კარგი
შესრულება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ვიცე-პრეზიდენტს ირჩევს ყრილობა.

 -  აქამდე მხოლოდ 15 მოკავშირე რესპუბლიკის ხელმძღვანელებისაგან შემდგარი ფედერაციის საბჭო გაფართოვდა, მასში შეიყვანეს ვიცე-პრეზიდენტი

და ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები. გაიზარდა  ფედერაციის საბჭოს პასუხისმგებლობა, ის იქცა აღმასრულებელ ორგანოდ რომლის უპირველესი ამოცანაა

ცენტრალური და რესპუბლიკათა მთავრობების პოლიტიკათა კოორდინაცია და შემუშავება რეკომენდაციებისა ეთნიკური კონფლიქტების მოგვარებისათვის.

 - მთავრობამ ადგილი დაუთმო მინისტრთა კაბინტს, რომელშიც შედიოდნენ მინისტრები, მაგრამ აგრეთვე მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა მეთაურები. კაბინეტი პასუხისმგებელია პრეზიდენტის
წინაშე და შეიძლება გადაყენებული იქნეს თუ კი პარლამენტის წევრთა ორი მესამედი მას უნდობლობას გამოუცხადებს... " (ესაა ფრაგმენტი ფრანგი სპეციალისტი Pascal Lorot-ის წიგნისა " Histoire de la Perestroïka", Presses Universitaires de France, Paris, 1993, გვ.88).

"საბჭოთა დემოკრატიის" მამიკო სახაროვმა საქართველოს, რუსეთს და აზერბაიჯანს განსაკუთრებით ცუდი რამ უქნა. აი " ანტიიმპერიალისტი" სახაროვის "გენიალური"ბოდვის კიდევ ერთი ფრაგმენტი:

"საჭიროა იმპერიული სტრუქტურის მთლიანი დემონტა, მხოლოდ ასე შეიძლება ეროვნული პრობლემის გადაწყვეტა მცირე იმპერიებში, როგორებიც არსებითად არიან მოკავშირე რესპუბლიკები-მაგალითად საქართველო, რომლის
შემადგენლობაშიც არის აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები. არა და თუ კი დავიწყებთ საქართველოთი და რუსეთის საბჭოთა ფედერატიულ
სოციალისტურ რესპუბლიკაში არ გავაკეთებთ იგივეს გაჩნდება ძალიან დიდი სირთულეები. ისინი გაჩნდება ყველა შემთხვევაში, მაგრამ თუ კი გარდაქმნა  კონფედერატულ საფუძველზე გატარდება ერთდროულად მთელ უზარმაზარ ქვეყანაში ყველაფერი უფრო ადვილი იქნება. ცხადი იქნება რომ არჩეულია ყველასათვის საერთო პრინციპი, საბოლოო ანგარიშით სამართლიანი. იმ გაგებით რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის მსურველი  დიდი ერი აღიარებს რომ ამის უფლება აქვს ყველას.

შემოთავაზებულ სისტემაში უნდა იყოს მხოლოდ რესპუბლიკები. ყოფილი ავტონომიური ოლქებიც იქცევიან რესპუბლიკებად. ასე მაგალითად, რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი არ იქნება არც სომხეთისა და არც ზერბაიჯანისა, ის ცალკე, თავისთვის იქნება და მიიღებს ეკონომიკური თუ სხვა კავშირების დამყარების უფლებას იმათთან ვინც თვითონ სურს" (ესაა ნაწყვეტი სახაროვის 1989 წელს შემდგარი საუბრისა გრ. ციტრინიაკთან. ციტატა მომყავს სახაროვის უკვე მოყვანილი წიგნიდან, გვ.293-294).

No comments: