2.26.2013

ისევ იმაზე რომ გორილები და დელფინები ბევრ რამეს ასწავლიან თანამედროვე ადამიანს:

გაუმარჯოთ გორილებს, დელფინებს და სტავრიდებს!!! მადლობა ღმერთს ასეთი შთამბეჭდავი გაკვეთილისთვის!!!

განსაჯეთ თვითონ:
"ჩიკაგოს ზოოპარკ ბრუკფილდში ( Brookfield) ცხოვრობს დედალი გორილა რომელსაც ჰქვია ბინტი ჯუა.


ერთხელ ერთი პატარა ბიჭი ჩავარდა ბინტი ჯუას გალიაში კედლის შიგნით,
გორილა ბინტი ჯუა მიუახლოვდა ბიჭს და იმის მაგივრად რომ დამუქრებოდა მას მან აიყვანა და გადაიყვანა ბიჭი ისეთ ადგილას საიდანაც მისი წაყვანა შეეძლოთ ზოოპარკის მცველებს..."

ესაა ნაწყვეტი პრიმატოლოგი ფრანს დე ვააალის //Frans de Waal// საუბრისა რომელსაც ჰქვია «მორალური ემოცია».

ეს საუბარი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში მეცნიერებებები და მომავალი
//«Sciences et Avenir », 2004 წლის ივნის-ივლისის საგანგებო ნომერში «აქვთ თუ არა ცხოველებს მორალური გრძნობა»? //"Les animaux ont-ils le sens moral?"//.

აქვე ვკითხულობთ :
«როდესაც შიმპანზე ეცემა არაა იშვიათი იმის დანახვა რომ დაცემულთან მიდის მეორე შიმპანზე რომელიც ეხვევა დაცემულს და ამშვიდებს მას ».

თანამედროვე ევროპელი სწავლულები ყვებიან : « დელფინები ძალიან სოციალური ცხოველებია. მათ შორის თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება ნორმაა.

ასეთი მდგომარეობის შექმნას ალბათ ხელი დიდად შეუწყო სასუნთქად წყლის ზედაპირზე ამოსვლის აუცილებლობამ.

დედალი დელფინები შვილებს აჩენენ წყლის სიღრმეში და ახალშობილს პირველ სუნთქვაში ეხმარება სხვა დედალი//არა მისი დედა// დელფინი რომელიც ჩვილ დელფინს ზედაპირისკენ უბიძგებს. ამავე დედალ დელფინს ახალშობილი წყლის ზედაპირზე უკავია მისი ცხოვრების პირველი ზუთების მანძილზე.

ეს არაა ყველაფერი.
დაჭრილ დელფინებს ეხმარებიან მათი თანამოძმე დელფინები რომლებიც იმეორებენ ახალშობილისათვის დახმარების გაწევის ქცევას.

ორ ჯანმრთელ დელფინს უკავია დაუძლურებული,ავადმყოფი დელფინი. ჯანმრთელები ავადმყოფს ასე ეხმარებიან წყლის ზედაპირზე სუნთქვაში.

მოწმეები ყვებიან რომ დაჭრილი და სანაპიროზე გამოგდებული დელფინი უკან გაუყვანიათ მის თანამოძმეებს.

ცოცხალი, მაგრამ გარიყული დელფინების ყვირილი სხვა დელფინებს არ აძლევს ძალიან მოშორების საშუალებას და ჯანმრთელი დელფინებიც ირიყებიან,რაც ზოგჯერ ამძიმებს კიდეც მათ მდგომარეობას //იქვე, გვ.6//.


თევზების მრავალმა სახეობამ განავითარა სოციალური სტრუქტურაცია ასობით თუ ათასობით თევზის გამაერთიანებელ გუნდებად.

მტაცებლები თუ პლანქტონის მჭამელები, ისინი მთელი ცხოვრება ერთად არიან და ერთად პასუხობენ ოკეანეში არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს.

ასე მაგალითად, სარდინები ზვიგენის მიახლოებისას ერთიანდებიან და ქმნიან ვეშაპის ხელა გუნდს. ამის მნახველ ვეშაპს გული უსკდება შიშისგან და გარბის 

//იქვე, გვ.7//.

ანდროპოვის და მისი ორგანიზაციის მიერ აღზრდილი საბჭოთა ინტელიგენციის და არანაკლებ საბჭოთა დემოკრატიის მტკიცებით საბჭოთა მაფიოზი ჯაბა და მისი სახელით მოთრეული შევარდნაძე ჰუმანისტი დემოკრატები არიან და ასეთი გორილები,დელფინები და სტავრიდები კი- პირუტყვი მხეცები.

ხოდა ასეთი რამეებით ტვინამოჭედილები, ძმებო და დებო, შორს ვერ წავალთ.

No comments: