1863 წლის აჯანყების
ღერბი - პოლონეთის,
ლიტვის და უკრაინის შეერთებული
სიმბოლოები //მთავარანგელოზი
მიხეილი//.
|
//ამ განცხადების 150 წლისთავია და იმიტომ, სორი//.
1863 წლის 22 იანვარი
დროებითი მთავრობის სახით მოქმედი ცენტრალური კომიტეტი
მის მიერ გატანჯული მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობით გააფთრებულმა ლაჩარმა დამპყრობელმა მთავრობამ გადაწყვიტა მისი მსხვერპლისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენება. მან მოინდომა ათიათასობით ყველაზე ვაჟკაცი და შეუპოვარ-მიზანდასახული დამცველის გატაცება, მათთვის მოსკოვური ფორმის ჩაცმა და ათასობით და ათასობით მათგანის გადასახლება, სიღატაკისთვის და სიკვდილისთვის გაწირვა.
პოლონეთი ვერ აიტანს წინააღმდეგობის გარეშე ძალადობის ამ ბინძურ აქტს.
პოლონეთმა პასუხი უნდა აგოს შთამომავალთა წინაშე და ამიტომ მან უნდა გასწიოს ენერგიული წინააღმდეგობა.
მისი ვაჟკაცი, ერთგული, თავდადებული ახალგაზრდობის მასამ რომელსაც ასულდგმულებს სამშობლოს მგზნებარე სიყვარული, სამართლისა და ღვთის დახმარების ურყევი რწმენა დადო ფიცი რომ მოიშორებს წყეულ უღელს ან დაიღუპება.
პოლონელო ხალხო, მისდიე ამ ახალგაზრდობის მაგალითს, შეუერთდი მას!
საშინელი სამარცხვინო ყმობის, მიუღებელი ჩაგვრის ტანჯვათა შემდეგ ეროვნული ცენტრალური კომიტეტი, რომელიც დღეს არის შენი ერთადერთი კანონიერი მთავრობა მოგიწოდებს გადამწყვეტი ბრძოლისკენ. დიდებისკენ და გამარჯვებისკენ რომელსაც ის მოგანიჭებს.
გამარჯვებისკენ, და ფიცავს უფლის სახელით მის მოცემას იმიტომ რომ მან იცის რომ შენ, ვისაც გუშინ უნდა მოგენანიებინა და შური გეძია. ხვალე უნდა იყო და იქნები გმირი, გიგანტი.
კი, შენ სიმამაცით, გმირობით, დღემდე არნახული მსხვერპლის სიწმინდით შენ მოიპოვებ შენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
შენს აჯანყებულ სამშობლოს შენ დაუნანებლად, სისუტის გარეშე და უყოყმანოდ მისცემ სისხლს, სიცოცხლეს და ქონებას რომლებიც დასჭირდება შენს აჯანყებულ სამშობლოს.
სამაგიეროდ ეროვნული ცენტრალური კომიტეტი გპირდება რომ ის არ გაფლანგავს შენს სიმამაცეს და შენი მსხვერპლი დაკარგული არ იქნება ვინაიდან საჭე იქნება მტკიცე ხელში.
ის დასძლევს ყველა წინააღმდეგობას, ყოველგვარ წინააღმდეგობას. ის შეებრძოლება და სამშობლოს სამართლიანი მაგრამ მკაცრი სასამართლოს წინაშე დასჯის წმინდა საქმისადმი მტრულ ყოველ აქტს, მათ შორის გულმოდგინეობის ნაკლებობას.
თავისი საჯარო გამოსვლის ამ პირველ დღეს, წმინდა ბრძოლის ამ პირველ წამში ეროვნული ცენტრალური კომიტეტი აცხადებს რომ პოლონეთის ყველა შვილი რელიგიის, წარმოშობის, დაბადების თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად არის ქვეყნის თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე.
მიწა, რომელიც გლეხებს დღემდე ჰქონდათ ცენზის თუ ბეგარის და ღალის საფუძველზე დღეიდან ხდება გლეხების მემკვიდრეობითი საკუთრება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
მიწათმფლობელებს აუნაზღაურებენ სახელმწიფოს საერთო ფონდებიდან.
ყველა დღიური მუშა და ხელოსანი ვინც შეუერთდება ქვეყნის დამცველთა რიგებს, ან მათი ოჯახები, თუ ისინი დიდებით დაეცემიან ბრძოლის ველზე, მიიღებენ მტრისგან დაცული მიწის ეროვნული ქონებიდან აღებულ წილს.
ეს პილსუდსკია |
ეხლა კი მოგმართავთ შენ, მოსკოველო ხალხო
ჩვენი ტრადიციული დევიზია თავისუფლება და ხალხთა ძმობა.
და სწორედ ამიტომ გპატიობთ ჩვენი სამშობლოს მკვლელობასაც, პრაგას და ოჟმიანას სისხლსაც, ძალადობას ვარშავას ქუჩებში და ადამიანთა წამებას ციტადელის ჯურღმულებში.
გპატიობთ იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ ბეჩავი და დაჩაგრული,
დარდიანი და ნაწამები, ვინაიდან შენი ბავშვებიც ქანაობენ ცარისტულ სახრჩობელებზე და შენი წინასწარმეტყველები იყინებიან ციმბირის თოვლში.
მაგრამ თუ კი ამ გადამწყვეტ დროს შენ არ ნანობ წარსულის და მომავლისკენ წმინდა მისწრაფებების გამო და თუ კი მაშინ როდესაც გვებრძვის ტირანი შენ მხარს უჭერ ჩვენს მკვლელ და მთელავ ტირანს მაშინ უბედურება შენ მაშინ ღმერთის და მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენ შენ შეგაჩვენებთ....
მაშინ გიცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს. ესაა ევროპული ცივილიზაციის ომი აზიური ბარბაროსობის წინააღმდეგ.
ვარშავა, 1863 წლის 22 იანვარი.
//ეს შესანიშნავი ტექსტი ფრანგმა ისტორიკოსმა რაულ ჟირარდემ გამოაქვეყნა თავის წიგნში ნაციონალიზმები და ერი // Rqoul Girardet,Nationalismes et Nation,Questions au XX s. Editions Complexe,1996,გვ.122-124//.
No comments:
Post a Comment