თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ კოტეტიშვილი იმაზე თუ როგორ სცემდა პატივს ბუნებას ქართველი და რამ გადაარჩინა საქართველოს და კავკასიის ლამაზი ბუნება. საბჭოთა დემოკრატებსაც არ აწყენთ ამისთვის ანგარიშის გაწევა.
საინგილო, ქურმუხის წმ.გიორგი |
//ლიბანის მთებში// სამღვთო მუხებით არის შემორტყმული. სილეზიაში, ტიურინგიაში და სხვ...ბევრგან არის შენახული სამღვთო მუხნარი, რომელიც შეუვალია.
საქართველოშიც ხომ ასეთი ადგილები მრავალია რკონი, ჭყონდიდი, მუხრანი. "დიდ მუხა" //ფრონის ხეობაში//, ქურმუხი, საინგილო, ოფურჩხეთი //ქუთაისის მახლობლად//, კორკმულა //იკორთის მახლობლად, ლაშარის გორი და სხვ...
ქართულ ხალხურ წესებს დღემდე შეუნახავთ ხეთა მსახურების ნაშთები,რასაც ვხედავთ საქართველოს ყველა კუთხეში.
დღემდე მოსულ შელოცვებში გვხვდება მუხა როგორც სამღთო მკურნალობის მომცემი
"მსგავსო ასპიტისაო, ნაშობნო იქედნეთაო, რომელი გამოხველ ხე//ლ//თა ღრმათაგან, მუხათა ძირთაგან ძირნი შენნი წამლად დაწუნე და განვაქარნე ქარსა მას ნიავ ქარისა" //იხ. "ლოცვანი მრავალთა სენთანი და მჯდომისანი", საქ.მუზ. ხელნაწერთა განყ. S-19//.
მუხა ბევრჯერ იხსენიება ჩვენს ზღაპრებშიც და საგულისხმო არის,რომ ყოველთვის წყალთან, ნაყოფიერებასთან და ძალასთან არის დაკავშირებული.
"ზღაპარში და-ძმა" ბერიკაცი მუხასთან მიდის შვილის სათხოვნელად. მუხა ეტყვის-წადი გეყოლებაო. მეორედ წყალსა სთხოვს. წყალიც მისცა. მესამედ კი გაჯავრდა მუხა და ბებერს ეყოლა არწივის ქალი რომელმაც ყველაფერი გადაჭამა.
//არწივის სახით კრეტელებმა ძევესი გამოსახეს,ძევესთანვე არის დაკავშირებული მუხა//;...
ისევ ხეთა მსახურების ნაშთი დღემდე არის შენახული ე.წ. ხატის ტყეები თუ ხე, განსაკუთრებით მუხა, ცაცხვი, უთხოვარი და აკაკი.
უკანასკნელ ხანებამდე ეს ხეები თუ ტყე შეუვალი იყო. წკირის მოტეხვაც არ შეიძლებოდა თორე ხატი განრისხდებოდა,"დაჰკრუნჩხავდა".
დღესაც ბევრჯერ შეჰხვდებით მოშიშვლებულ მთის წვეროებზე შერჩენილ ქოჩორს. ეს სამღვთო ხეებია,რომლებიც გაკაფვას გადაურჩნენ თავიანთი შეუავალობის გამო.
საინტერესო თქმულება არის ჩაწერილი ვ.თამროშვილის მიერ "წმიდა მუხა" //იხ. "დროება", სურათ. დამატ.1909 წ. 1//-
- "მუხა წმიდაა, იმისი შეშა ხატისაა.ნუ გავარისხებთ პირმცინარსო".
იქიდან არც შეშის გამოტანა შეიძლებოდა არც რკოსი.
ერთმა გაჭირვებულმა გლეხმა გადაწყვიტა შეშის გამოტანა, მაგრამ გადასწვდა ერთ დიდ ტოტს... ხმელი მუხის ტოტი წმინდა გიორგის განრისხებულ ხატად იქცა, პირიდან ცეცხლსა ყრიდა პირმომცინარი"-ო...
ამბობენ ყოველ ახალწლის განთიადზე, წმინდა მუხის გარშემო ვიღაც მოხუცი თავშალმოხდილი უვლის და გულში ცემით მუხასა სთხოვს შვილის სასჯელის პატიებას...
"წმინდა გიორგი პირმცინარი, შენ აპატიე უნებლიეთი ცოდვა ჩემ ზურიასაო..."
შეუვალი იყო არა მხოლოდ სამღვთო ხე,არამედ იმას შეკედლებულიც.
გაჭირვების დროს ხეს მოჰმართავდნენ საფარველად.
ხალხურ ლექსში ავთანდილმა "მუხასა ბეჭი მიანდო, შტო ფარადა"...
ეს კი მარტვილის მონასტერია, ჭყონდიდი. |
ეს წესი იცოდნენ კავკასიის მთის სხვა მოდგმებმაც, მაგ. ყაბარდომ, ჩაჩანმა, ლეკმა, ოსმა და სხვ...
მუხის ანგელოზი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კიდევ იხსენება. განსაკუთრებით თუშ-ფშავ-ხევსურეთში, კახეთში, ქართლის ყრუ ადგილებში და ჯავახეთში, პატარძეულში კოტომანზე ორი მუხა დგას.იმათი ხელის ხლება არ შეიძლება თავისი ანგელოზი ჰყავსო...
მცხეთაში, არმაზის ტყეში დღემდე შემონახულია უზარმაზარი მუხა, რომლის ქვეშაც გადმოცემით აბრაამს გამოეცხადა ქრისტე-ღმერთი... ალბათ ის მამრეს მუხა არის ნაგულისხმები "დაბადებაში"რომ არის მოხსენებული.
შესაძლებელია ამ თქმულებასთან იყვეს დაკავშირებული არმაზის მოსაზღვრე მუხათგვერდი
მეორე გადმოცემით მუხა მდგარა სვეტიცხოვლის ადგილზე...
ხსენებული ფქტების მიხედვით ცხადია რომ მუხას განსაზღვრული მნიშვნელობა ჰქონია როგორც საზოგადოდ ისე კერძოდ საქართველოში და ეს მნიშვნელობა რელიგიური ხასიათისა ყოფილა.
ფრიქსომ ოქროს ვერძი რომ მილურსმა მუხაზე, არესის სამღვთო ჭალაში, სადაც მას სდარაჯობდა საშინელი გველეშაპი, ეს გარკვეული საკრალური აქტი იყო.
იგივე მნიშვნელობა აქვს ჩვენში დღემდე შემორჩენილ სამღვთო მუხებზე
//ცაცხვზე, იფანზე, აკაკიზე//, ჯიხვისა თუ ირმის რქების მიკიდვის, ღაზლის ძაფის შემოვლების, ფერადი ნაჭრების და სხვ. ჩამოკიდების წესს.
ქურმუხის წმ.გიორგი |
საინგილოში არსებობს ქურ-მუხის წმინდა გიორგის ხატი. ძველად აქ ტაძარი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლისა, მაგრამ ხატი კი წმინდა გიორგის სახელით არის დარჩენილი //იგივე, რაც რკონში, გერისთავში და სხვ...//.
ამიტომაც 1894 წ. განახლებულ ამ...ეკლესიას წმ.გიორგის სახელი მისცეს. ეს... ეკლესია დიდი საყდრის სახელით დარჩა.
იქვე არის მიმოფანტული სამღვთო ხეების ჯგუფები,რომლებსაც ინგილოები საყდრებს უწოდებენ და" მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნიათ,რომ ვინმემ იქ ხე-ტყე მოჭრას და ამით ისარგებლოს" //"ივერია",1990 წ. 266//. აქაც ხეებს სწირავენ ყაჭს, წითელ კვერცხებს, ხილს, ნაზუქებს და სხვ..."// ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, თბ.1961,გვ.402-405//.
No comments:
Post a Comment