8.07.2013

მიხაილ გეფტერის და აკადემიკოსი სახაროვის დისიდენტური ევრაზიელობა

ქართველ მოაზროვნეთა მემკვიდრე ზვიად გამსახურდიას სულაც არ სძულდა რუსეთი, რუსი ხალხი და რუსული კულტურა, საერთოდ არ სძულდა არც ერთი ხალხი დედამიწაზე. მას უბრალოდ უნდოდა ბოლშევიკების მიერ მომსპარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა. 

მიხაილ იაკოვლევიჩ გეფტერი
აი სულ სხვა რამე სურდათ მოსკოველ დისიდენტებს რომელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო ისტორიკოსი მიხაილ გეფტერი.

დავუკვირდეთ მათ აზრებს.


საბჭოთა ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე მიხაილ იაკოვლევიჩ გეფტერი დაიბადა 1918 წელს სიმფეროპოლში და გარდაიცვალა 1995 წელს მოსკოვში. 1937-1941 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

მოხალისედ წავიდა ფრონტზე 1941 წელს. ორჯერ დაიჭრა და დაჯილდოვდა ჯარისკაცული დიდების მესამე ხარისხის ორდენით.

1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაიწყო მუშაობა ისტორიის ინსტიტუტში,1968 წელს ინსტიტუტის გაყოფის შემდეგ კი საყოველთაო ისტორიის ინსტიტუტში.


1950-70-ან წლებში გამოაქვეყნა ასზე მეტი ნაშრომი რუსული ეკონომიკის,დეკაბრისტთა მოძრაობის,ხალხოსნობის, მსოფლიო ისტორიული პროცესის თეორიის,ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიის შესახებ.

1964-69 წლებში ხელმძღვანელობდა საყოველთაო ისტორიის ინსტიტუტში მის მიერ შექმნილ ისტორიის მეთოდოლოგიის სექტორს.

მან გამოსცა წიგნი "ისტორიული მეცნიერება და თანამედროვეობის ზოგი საკითხი".
ამის შემდეგ მშობლიურმა პარტიამ ჩათვალა რომ ყველაფერი ეს არ შეესაბამება იდეოლოგიურად და 1969 წელს სექტორი დახურეს.

გეფტერი იყო გამომცემლობა "საყოველთაო ისტორია"-ს რედკოლეგიის წევრი.
1970-ანი წლების შუა ხანებიდან ის იყო უფლებადამცველი და დისიდენტური მოძრაობის წევრი. აქტიურად მოღვაწეობდა თვითგამოცემის სფეროში რის გამოც ჩხრეკდნენ და დაატარებდნენ დაკითხვებზე.

1976 წელს პენსიაზე ვადამდე გასულმა გეფტერმა, ურთიერთობა გაწყვიტა ოფიციალურ მეცნიერებასთან მაგრამ განაგრძობდა მუშაობას. მისი მრავალი წერილი და ნარკვევი ისტორიის ფილოსოფიაზე, რუსეთის უდიდეს მოაზროვნეებზე, მწერლებზე, პოლიტიკურ მოღვაწეებზე და სხვა თემებზე არ იბეჭდებოდა 1987 წლამდე.

1987 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალებში "ვეკ XX ი მირ". "რაბოჩიი კლასს ი სოვრემენნიი მირ", "ოკტიაბრ", "კომმუნისტ". გამომცემლობა "პროგრესის" კრებულებში.

1991 წელს გამოვიდა გეფტერის წერილთა კრებული "იზ ტეხ ი ეტიხ ლეტ".

მიხაილ გეფტერი არ გაუგდიათ საბჭოთა კავშირიდან ვალერი ჭალიძის და სოლჟენიცინის მსგავსად.

ის არ დაუწყევლია ნეოვრაზიული მოძრაობის იდეოლოგ დუგინს როგორც მან ამას წინ დაწყევლა, შეაჩვენა და ხალხის მტრად გამოაცხადა სოლჟენიცინი.

ეხლა შევხედოთ უფრო ყურადღებით თუ რატომ.

1990 წლის შემოდგომაზე დაიბეჭდა სოლჟენიცინის პროგრამული წერილი "როგორ მოვაწყოთ რუსეთი".

ამ პროგრამაში ალექსანდრე სოლჟენიცინი ემხრობოდა ბალტიისპირეთის, კავკასიის და შუა აზიის რესპუბლიკების და მოლდავეთის ულაპარაკო ჩამოშორებას საბჭოთა კავშირისგან ანუ მათ დამოუკიდებლობას.




მეტიც, მისი აზრით რუსეთს უნდა ეღიარებინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაც იმ შემთხვევაში თუ ჩეჩნეთს ჩამოშორდებოდა ბოლშევიკების მიერ სტავროპოლის მხარიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთისთვის გადაცემული მიწები. სამაგიეროდ უნდა შექმნილიყო ოდესღაც კიევის რუსეთში შემავალი რუსების, უკრაინელების და ბელორუსების კავშირი.

ამის გამო გამხეცებულმა ევრაზიის მშენებელმა დუგინმა და მისიანებმა დაწყევლეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს სოლჟენიცინი.

არც ისე ნორჩი ევრაზიატების თქმით სოლჟენიცინი იყო რუსეთის იმპერიის მტერი, ნებისმიერ ბჟეზინსკებზე და კისინჯერებზე უარესი მტერი.

http://www.nr2.ru/moskow/189597.html

Москва, Август 05 (Новый Регион, Андрей Романов) – В Евразийском союзе молодежи (ЕСМ), идеологом которого является философ Александр Дугин, без сожаления встретили новость о смерти Александра Солженицына. Как передает корреспондент РИА «Новый Регион», в ЕСМ заявляют, что Солженицын был врагом российской империи, который нанес государству значительно больший вред, чем любые Бжезинские и Киссенджеры.

Как говорится в заявлении ЕСМ, которое опубликовано на официальном сайте движения, «по поводу смерти всеми оплакиваемого писателя Солженицына, у нас нет ни слезинки». «Не великий, не русский, не писатель, не который, не теряли», – заявляют в этой организации.
NR2.ru: http://www.nr2.ru/moskow/189597.html
ФТЕР Михаил Яковлевич (1918, Симферополь, – 1995, Москва), историк, философ, общественный деятель. В 1937–41 гг. учился на историческом факультете Московского государственного университета. Добровольцем ушел на фронт в 1941 г., дважды был ранен. Награжден солдатским орденом Славы 3-й степени. В 1948–50 гг. учился в аспирантуре Института истории АН СССР. В 1950 гг. защитил кандидатскую диссертацию и стал работать в Институте истории, а после раздела института в 1968 г. — в Институте всеобщей истории.

В 1950–70-х гг. опубликовал более 100 работ по вопросам истории русской экономики, декабристскому движению, народничеству, теории мирового исторического процесса, методологии исторической науки. В 1964–69 гг. возглавлял созданный им сектор методологии истории в Институте всеобщей истории. После выхода книги «Историческая наука и некоторые проблемы современности», подготовленной под руководством Гефтера, этот сектор был закрыт по распоряжению отдела науки ЦК КПСС в 1969 г. из-за «идеологического несоответствия». Гефтер был членом редколлегии издательства «Всеобщая история».

С середины 1970-х гг. стал одним из участников правозащитного и диссидентского движения, одним из основателей и авторов «самиздатского» (см. Самиздат) журнала «Поиски», в связи с чем подвергался обыскам и допросам. В 1976 г. досрочно вышел на пенсию, порвав с официальной наукой, но продолжал интенсивно работать. Его многочисленные статьи и эссе о философии истории, о крупнейших мыслителях, писателях, историках, политических деятелях России и на другие темы до 1987 г. не публиковались.

С 1987 г. печатался в журналах «Век XX и мир», «Рабочий класс и современный мир», «Октябрь», «Коммунист», в сборниках издательства «Прогресс». В 1991 г. вышел сборник статей Гефтера «Из тех и этих лет».

პუტინს და დუგინს არ დაუწყევლიათ, არ შეუჩვენებიათ მიხაილ გეფტერი იმიტომ რომ ეს დისიდენტი სოლჟენიცინისგან განსხვავებით იყო მათი იდეოლოგიური წინამორბედი და თანამებრძოლი.

მიხაილ იაკოვლევიჩ გეფტერი
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით მიხაილ გეფტერმა წამოაყენა თავისი წინადადებები საბჭოთა კავშირის გარდაქმნის 
//პერესტროიკის// შესახებ. ამ წინადადებებს ერქვა "კონსტიტუციური წყობის ძირითადი პრინციპები და მთავარი ზომები მასთან მისაახლოებლად".

მიხაილ გეფტერი ბრეჟნევს და მის კამპანიას სთავაზობდა საბჭოთა კავშირის გადაკეთებას ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად ანუ ახალი ევრაზიული იმპერიის შექმნას.

ამასთან რუსეთის ფედერაცია უნდა დაგლეჯილიყო რესპუბლიკებად.

უნდა შექმნილიყო ცენტრალური რუსეთის, ჩრდილოეთი რუსეთის, სამხრეთი რუსეთის, ურალის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკები.

ეს რესპუბლიკები უნდა ქცეულიყვნენ თვითონ რუსეთის ფედერაციის და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავს მოკავშირე რესპუბლიკებად. ანუ რუსეთის ფედერაცია უნდა დაეფლითათ.

დისიდენტი მიხაილ გეფტერის ეს პროექტი სულაც არ ყოფილა ანტისაბჭოთა პროექტი. ის მოითხოვდა საბჭოთა სისტემის ტრანსფორმაციას, გარდაქმნას და არა მსხვრევას და მოსპობას.

პროექტის უმთავრეს დებულებებში იყო საბჭოთა სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტები. ის ინარჩუნებდა საბჭოთა ხელისუფლებას მისი თავდაპირველი მნიშვნელობით. პროექტი გულისხმობდა მშრომელების და მოქალაქეების შეკრებებს სამსახურში თუ საცხოვრებელ ადგილას,საბჭოებში არჩევის საფეხურიანობას.

პროექტის კონცეფცია იცავდა მოსკოვური დისიდენტების კურსს რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას ევალებოდა და მოეთხოვებოდა საბჭოთა კანონმდებლობის შესრულება.

ეს დისიდენტები არ უარყოფდნენ საბჭოთა კანონმდებლობას.

"დაიცავით თქვენი კონსტიტუცია", მიმართავდნენ ისინი საბჭოთა კავშირის მმართველებს.

ამდენად მიხაილ გეფტერი დუგინის თანამოაზრეა და აბა რატომ დაიწყევლებოდა.

მ. გეფტერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენთვის კარგად ნაცნობ აკადემიკოს სახაროვზე.

კონსტიტუციური კომისიის მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით 1989 წელს ა.დ. სახაროვმა შეიმუშავა პროექტი რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირი უნდა გარდაქმნილიყო ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად ან ევროპულ-აზიურ კავშირად.

უკვე ლენინი წერდა ევროპის და აზიის რესპუბლიკების კავშირზე და გეფტერიც და სახაროვიც იმეორებდნენ ლენინის ფორმულას.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

ნაწყვეტი ლენინის წერილიდან კამენევს.ეს წერილი ლენინმა კამენევს მიწერა საბჭოთა კავშირის შექმნის და სტალინთან ბრძოლის პერიოდში //სტალინს უნდოდა გასაბჭოებული ქვეყნების შეყვანა რუსეთის ფედერაციაში//.

ცნობისთვის- ლენინსაც და აკადემიკოს სახაროვსაც უნდოდათ ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი.ამ მიზნით აპირებდნენ ისინი ყოფილი რუსეთის იმპერიის ყველა ნაწილის რბევას და ნგრევას.

мы признаем себя равноправными с Украинской ССР и др. и вместе и наравне с ними входим в новый союз, новую федерацию, «Союз Советских Республик Европы и Азии». აბერიას წიწილა აკადემიკოსი სახაროვის კონსტიტუციის პროექტს ჰქვია სწორედ ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის პროექტი,ლენინის საყვარელი სახელი.ასეთი უნდა იყოს ახალი ევრაზიული იმპერია საბჭოთა დემოკრატიის აზრით.
------------------------------------------------------------------------------------

ცალკეულ ნიუანსებზე შეჩერების გარეშე ვიტყვით რომ ბერიას კადრმა საბჭოთა ბირთვულ იარაღზე მუშაობისას აკადემიკოსმა სახაროვმა აჯობა გეფტერს და მოითხოვა მარტო რუსეთის ფედერაციის კი არა ავტონომიების შემცველი ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ნგრევა და დაგლეჯა-დაფლეთა.

ქართველ დემოკრატებად დანიშნულები
თბილისში ჩასულ სახაროვს ყვავილებს მიართმევენ. 
საბჭოთა კავშირის ყველა ავტონომიური წარმონაქმნი უნდა ქცეულიყო ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის სუბიექტ მოკავშირე რესპუბლიკად. მოკავშირე რესპუბლიკათა შიგნით არსებული ავტონომიური რესპუბლიკები და ოლქები უნდა ქცეულიყო ევრაზიული კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებად. თან ყოველ ასეთ რესპუბლიკას უნდა ყოლოდა თავისი ჯარი,პოლიცია,უნდა ჰქონოდა თავისი ფული. თუმცა ყველაფრის საერთო კონტროლი მაინც მოსკოვის ხელში რჩებოდა.

ასე ყავთ თავ-თავისი ჯარები ანც კადიროვს, ანქვაბს, ცხინვალში დასმულ კგბს გენერალს.მაგრამ ამ ჯარებს აქვთ მხოლოდ საქართველოსთან ომის უნარი და უფლება. შევარდნაძესაც მისცეს ჯარი,კარგადაც შეაიარაღეს, მაგრამ რა უქნეს აფხაზეთში ამ ჯარს ცნობილია. შევარდნაძეს მისცეს თბილისის ნგრევის და სამეგრელოს აოხრების უფლება . მერე და მანამდე თავში თხლიშეს მთელ საქართველოს,გაანახევრეს ქვეყანა.

ეს იყო ავტონომიური ერთეულების მქონე საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს ნგრევის და დაგლეჯა-დაქუცმაცების პროგრამა.

ამასთან საზღვრები ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის რესპუბლიკებს შორის ურყევი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ათი წელი დამფუძნებელი კრების შემდეგ ანუ ათი წლის შემდეგ,ვთქვათ,შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ჯავახკად გამოცხადებული ჯავახეთის თუ სხვა მხარეების საქართველოსგან გამოყოფის საკითხის დასმა.

რესპუბლიკებად ანუ სახელმწიფოებად გამოცხადებული ყოფილი ავტონომიები ცალ-ცალკე და უშუალოდ უნდა დამორჩილებოდნენ ცენტრს ანუ კრემლს.

ამასთან რუსეთის ფედერაციისგან რჩებოდა მარტო დიდრუსული,უპირატესად რუსებით დასახლებული ოლქები და მას სახელად უნდა დარქმეოდა რესპუბლიკა რუსეთი.

მოკლედ,ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში დედა ეტირება ყველას არა და საბჭოთა დემოკრატია დღეს სწორედ ამ პროექტს ახორციელებს.

იცოცხლეთ და გაუძელით.  

No comments: