9.05.2013

თანამედროვე ევროპელთა თავსატეხებიდან - ცხოვრების აზრი

ზოგი გამოკვლევის თანახმად მორწმუნეები უფრო დიდხანს ცხოვრობენ და უფრო ჯანმრთელები არიან ვიდრე ურჯულოები. ამავე დროს მორწმუნეები ურჯულოებზე უფრო ბედნიერ ადამიანებად უნდა გრძნობდნენ თავს.


ევროპელები საინტერესო ხალხია, მათ უყვართ ბევრ რამეზე ფიქრი და მსჯელობა. ასე მაგალითად საფრანგეთში გამოდის პოპულარული ჟურნალი ახალგაზრდებისთვის და არც ისე ახალგაზრდებისთვის "ფსიქო და საკუთარი თავის ცოდნა"  ("Psycho et connaissanse de soi")

არის ამ ჟურნალის საინტერესო საგანგებო ნომერიც, "საკუთარი სიცოცხლისთვის აზრის მიცემა",

გასაღებები გზის საპოვნელად:
. მარცხის აღიარება;
. საკუთარი პროექტების და პრიორიტეტების  განსაზღვრა;
. ყოველდღიურობისთვის მნიშვნელობის მინიჭება;
. პატიების სწავლა;
. ჩვენი პირადი რწმენის გავლენა
. რელიგიის როლი

რატომ უნდა დავინტერესდეთ სიცოცხლის, ცხოვრების აზრით?

სიცოცხლეს არა აქვს აზრი,მაგრამ ჩვენ მას აზრს ვაძლევთ ჩვენი არსებობის მანძილზე //ფრანსის ბეკონი//.

ჟურნალი იწყება 35 წლის კლოდინას წერილით
ფიქრი იმაზე თუ რა აზრის მიცემა შემეძლო ჩემი ცხოვრებისთვის მე დავიწყე დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ,როდესაც 29 წლის ვიყავი.  უნდა ითქვას რომ მე დედაზე ვზრუნავდი 15 წლის მანძილზე. ის  ლოგინად ჩავარდა ავტოავარიის შემდეგ. ამ ავტოავარიაში დაიღუპა მამაჩემი. დედაზე ზრუნვა მე არასოდეს განმიცდია მსხვერპლის გაღებად. მე მაინც არავის დავუთმობდი მასზე ზრუნვას.  როდესაც დედა გარდაიცვალა მე გამიჩნდა განცდა რომ წამართვეს ჩემი მეობის ნაწილი,მეტიც, წამართვეს სიცოცხლის,ცხოვრების აზრი.

ჩემი სირთულე ისაა რომ მე ვერ წარმომედგინა ჩემი დაქორწინება, ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა დედა გავმხდარიყავი.  ამ დროს ჩემი ნაცნობი ყველა 30 წლის ქალი ფიქრობდა მხოლოდ დაოჯახებაზე...მაშ მე ბევრს ვფიქრობდი თუ რა უნდა მექნა ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლებისთვის.  რისი გადაცემა მინდოდა და ვისთვის,რისი და როგორ მიცემა შემეძლო სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის. როგორ უნდა ამეწყო ცხოვრება ქალის,მეუღლის და დედის სტერეოტიპისადმი დამორჩილების გარეშე.

ბოლოს და ბოლოს ფიქრმა იმაზე თუ რა აზრის მიცემა მინდოდა ჩემი ცხოვრებისთვის მიმიყვანა იქ სადაც დღეს ვარ.

მე გადავწყვიტე  ჩემი ცხოვრების მიძღვნა ღმერთისადმი და მოყვასებისადმი იყო ჩემი არსებობისთვის მიმართულებისა და აზრის მიცემის საუკეთესო ხერხი.

მე ვმუშაობ ეპარქიის მოხუცებულთა სახლში და ვეხმარები მოხუცებს მათი ცხოვრების რაც შეიძლება უფრო ღირსეულად და რაც შეიძლება უფრო უმტკივნეულოდ დასრულებაში. 

ცხადია რომ ამას ვაკეთებ უსასყიდლოდ იმიტომ რომ ჩემს ყველა ხარჯს ფარავს  მონაზვნის ჩემი სტატუსი რაც  გულისხმობს სხვათა გარკვეულ პატივისცემას.

მე ვცხოვრობ თემში რომელიც ემორჩილება მკაცრ წესებს. მაგრამ წესების სიმკაცრე მე არ მაღიზიანებს ვინაიდან მე ავირჩიე და მივიღე ეს წესები. 

მე ყოველ დღე ვგრძნობ დაუჯერებელ რამეს. მე ვგრძნობ რომ ჩემი არსებობის მნიშვნელობა დიდად გაიზარდა.  მე აღარ ვუვლი მარტო ერთ ადამიანს. მე ვზრუნავ ათობით ადამიანზე ვისაც სჭირდება ადამიანური და რელიგიური ნუგეში....

დაფიქრება იმაზე თუ რისი კეთება მინდოდა სასარგებლო იყო ჩემთვის იმიტომ რომ მან დამანახა ჩემი რწმენა და ჩემი მოწოდება.

ცოტა თეორია:
ჯერ რატომ და შემდეგ როგორ:

ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ რომ ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით იმას თუ რა აზრი აქვს ჩვენს სიცოცხლეს, რამდენად უნდოდა ყველაფერი ეს ღმერთს, რატომა ვართ ამქვეყნად, რა შეგვიძლია მივცეთ  სამყაროს და ირგვლივ მყოფებს,

სამაგიეროდ ყიველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ვიკითხოთ თუ რატომ ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ და რისი მოტანა შეუძლია ჩვენთვის იმას რასაც ვაკეთებთ.

არც ერთი კითხვა არაა უმნიშვნელო ვინაიდან ისინი გვაფიქრებენ იმაზე თუ როგორ უნდა მივცეთ აზრი ჩვენს ცხოვრებას.

მაგრამ ჯერ უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რითია სასარგებლო კითხვის დასმა ცხოვრების მნიშვნელობის  შესახებ.

ცხოვრების აზრზე და მნიშვნელობაზე დაფიქრება ნამდვილად არაა ყოველდღიური საქმიანობა.

ამაზე ადამიანი დაფიქრდება გარკვეულ დროს.მაშინ როდესაც ის განიცდის მძიმე წუთებს.

სიცოცხლის,ცხოვრების აზრზე დაფიქრება დამახასიათებელია კრიზისის მომენტებისთვის. ყველანაირი კრიზისი ადამიანს აფიქრებს მისი არსებობის აზრის შესახებ.

საკუთარი ცხოვრების აზრზე დაფიქრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაღაც დიდი ცვლილების წინ,როდესაც,მაგალითად,საჭიროა საკუთარ ღირებულებათა,მიღწევათა, მარცხთა და პრიორიტეტთა გადახედვა. 

სიცოცხლის აზრზე დაფიქრება ძალას აძლევს  დიდი სიძნელეების განმცდელ ადამიანს. ის იხსენებს თუ რა ფაქტორები და მიზნები ხდიან შესაძლებელს სიძნელეთა დაძლევას.
ჩვენ განსაცდელთა დაძლევის ძალას გვაძლევს ცოდნა იმისა თუ რატომაა საჭირო განსაცდელთა დაძლევა.

საკუთარი ცხოვრების აზრზე დაფიქრება გვაძლევს ყოველდღიური აურზაურისგან განზე გადგომის, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის და გაუმჯობესების შესაძლებლობას.

საკუთარი ცხოვრების აზრზე დაფიქრება  არსით თანამედროვე მოვლენაა.
სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ინდივიდუალიზმი და აქედან გამომდინარე ორიენტირთა და ღირებულებათა ნაკლებობა, რწმენა იმისა რომ ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრების შეცვლა თუ კი ის მოინდომებს ამას  სხვა მიზეზებთან ერთად ახალისებენ ამ პიროვნულ ძიებას.

მაგრამ სიცოცხლის აზრის მნიშვნელოვანი საკითხი არაა ყოველდღიური საფიქრალი. ეს პრობლემა ჩნდება გადამწყვეტ მომენტებში,როდესაც საჭიროა არჩევანის გაკეთება,სხვერპლის გაღება ან განსაცდელთა დაძლევა. 

ესაა წინ ნაბიჯის გადადგმამდე გამოცდილების დაჯამების საშუალება.

ჩვენი მიეტისმეტად მომთხოვნი საზოგადოება გვქანცავს და გვაუძლურებს. ჩვენ მუდამ განვიცდით ამ საზოგადოების ზეწოლას. 

ამიტომ  საჭიროა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრო და დრო ყოველდღიურობისგან განზე გადგომა და ცხოვრების აზრის და მნიშვნელობის დიდ საკითხებზე დაფიქრება.

ცხოვრების პროექტები, ყოველი ჩვენგანის მომავალი

მომავლის წარმოდგენა არის ადამიანის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება. ჩვენ გვჭირდება მომავლის წარმოდგენა იმიტომ რომ მომავალი არის  სუფთა ფურცელი და ყოველ ადამიანს შეუძლია მისი შეღებვა საკუთარი გემოვნების შესაბამისად შესაბამისად იმ აზრისა რომ მიცემაც შეუძლია ან უნდა მას თავისი ცხოვრებისთვის. 

ცხოვრების პროექტი მნიშვნელოვანია ადამიანის მეობის ასაგებად,არსებობისთვის კონკრეტული აზრის და მნიშვნელობის მისაცემად.

ჩვენი ცხოვრების პროექტები გვიბიძგებენ მნიშვნელოვან,გადამწყვეტ არჩევანთა გაკეთებისკენ. ჩვენი ცხოვრების პროექტი განსაზღვრავს ჩვენს მიერ ჩვენი პროფესიის,საცხოვრებელი ადგილის,მეგობრების თუ საყვარელი ადამიანების არჩევას.

ჩვენი ცხოვრების პროექტი და მიზნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩვენს ღირებულებებთან,ჩვენს ემოციურ სამყაროსთან.

ცხოვრების პროექტი შეიძლება ენათესავებოდეს მისიას რომლის შესრულებასაც ნებაყოფლობით კისრულობს ადამიანი.
 
მაგრამ ამ მისიის დადგენა არაა ყოველთვის იოლი. მის დადგენას შეიძლება ხელს უშლიდნენ ადამიანის წარსული და პირადი ისტორია,სოციოკულტურული გარემო,ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე ან კიდევ ურთიერთობა საკუთარ ოჯახთან.

ადამიანის ბედნიერება,მაშ,დამოკიდებულია მის მიერ დასახულ მიზნებზე. საჭიროა დაფიქრება პოზიტიურ,სტაბილური პირადი ბედნიერებისთვის ხელის შემწყობ და არა ამისთვის ხელის შემშლელ მიზნებზე.

მაგრამ საკუთარი ცხოვრების პროექტი არ უნდა გავაიგივოთ სხვათა, თუნდაც მშობლების თუ ახლობლების პროექტებთან.

პიროვნების ცხოვრების პროექტი უნდა შეესაბამებოდეს მის ღირებულებებს, უნარს,ნიჭს, მისწრაფებებს.

პროექტს უნდა ჰქონდეს პოზიტიური ფორმა //მე მინდა რომ... და არა მე არ მინდა რომ...//.

დაბოლოს ცხოვრების პროექტის ბუნება დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ბედნიერების დონეზე.   

გამოკვლევებმა აჩვენეს რომ ცხოვრების ზოგი პროექტი დადებითად მოქმედებს ბედნიერებაზე. 

ცხოვრების ის გეგმები რომელთაც აქვთ სულიერი ან რელიგიური  ბუნება //"ჩემი ნამდვილი მეობის ნახვა", "ჩემი მეობის გამოვლენა ჩემს პირად ურთიერთობებში", "ჩემი ცხოვრების აზრის პოვნა"// და მათი განხორციელება უფრო ბედნიერს ხდის ადამიანს.  

უმჯობესია სხვებისკენ მიბრუნებული ცხოვრების პროექტების შემუშავება, პირად სფეროში იქნება ეს //"პოვნა პიროვნებისა ვისთანაც კარგად ვიგრძნობ თავს"/ /თუ სოლიდარობის სფეროში //"მოხალისედ მუშაობა ასოციაციებში რათა ნაკლები ხალხი გატანჯოს შიმშილმა"//.

და პირიქით, ხელისუფლებისთვის ბრძოლასთან,შეჯიბრში მონაწილეობასთან ან ფულთან დაკავშირებული ცხოვრების პროექტები ავლენენ ბედნიერების უფრო დაბალ დონეს.

შეიძლება ეს ხდება იმიტომ რომ ყველაზე სრულყოფილი წარმატებაც ყოველ წუთს შეიძლება დადგეს ეჭვს ქვეშ და ყოველთვის იქნება ჩვენზე უფრო ძლიერი,უფრო მდიდარი და უფრო უკეთესი....

ამდენად უკეთესია ცხოვრების ალტრუისტული გულუხვი და დიდსულოვანი, სხვებისთვის არსებობის გამაადვილებელი პროექტების შემუშავება.

ღირებულებები და  პიროვნული რწმენა:

"ადამიანი მნიშვნელოვანი დ ღირებულია არა მისი ქონებით არამედ მისი მეობით,იმით რაც ის არის" //ოსკარ უაილდი//.

ცოტა თეორია:
ღირებულებები გავს ძრავებს, თითქმის უსასრულო ძალისა და მოტივაციის წყაროები.

ადამიანმა შეიძლება თავი და სიცოცხლე გაწიროს ღირებულებათა დასაცავად.

ღირებულებები აჯგუფებს მრავალი სახის კონცეპტს. 

ისინი წარმოადგენენ იდეალს//მაგალითად თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა... // რომლის მიღწევასაც ასე თუ ისე მოქმედებით ცდილობს ყოველი ადამიანი.  მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი მოქმედებებისთვის და აზრებისთვის.

ღირებულებები არის ოჯახური,სოციალური,კულტურული და ა.შ. გარემოს მიერ განსაზღვრულ რწმენათა ერთობლიობა.   რწმენათა ეს ერთობლიობა,ეს ღირებულებები ადამიანებს მიუძღვიან იმისკენ რაც მისი აზრით არის სამართლიანი და კარგი.

ასე მაგალითად ზოგი პიროვნების ღირებულებები იქნება დამოუკიდებლობა, ურთიერთდახმარება, ოჯახი.

ღირებულებებს აქვთ მორალური მნიშვნელობა. 

ღირებულებები ადამიანს ეხმარება წინსვლაში,საკუთარი სისუსტეების დაძლევაში.

ღირებულებები არის პიროვნების ღრმა მეობის ნაწილი. 

ხშირად ამბობენ რომ ერთმანეთის გაგება შეუძლიათ ერთი და იგივე ღირებულებების მქონე ადამიანებს. 

ღირებულებები ფაქტიურად წარმოადგენენ პიროვნების პრიორიტეტებს,იმას რაც მნიშვნელოვანია პიროვნებებისთვის.

ის ვიზეც ამბობენ რომ მას არა აქვს ღირებულებები ითვლება უნამუსო,უსვინდისო,ამორალურ ადამიანად. 

ღირებულებები არის ყოველი ადამიანის პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილი. 

ღირებულებები არის გარკვეული წარსულის ნაყოფი. ღირებულებები გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე. მისი ღირებულებების თანახმად აკეთებს ადამიანი მის ყოველ არჩევანს.

ცხადია რომ ღირებულებები შეიძლება შეიცვალოს ასაკის და გარემოებათა შესაბამისად. პროფესიული წარმატება და მასთან დაკავშირებული ღირებულებები//დამოუკიდებლობა,შეჯიბრის სულისკვეთება,საკუთარი მეობის რეალიზაცია...// შეიძლება პრიორიტეტული იყოს 30 წლის კაცისთვის.

50 წლის ასაკში ეს ღირებულებები შეიძლება შეცვალოს სხვა ღირებულებებმა
//უსაფრთხოება, ოჯახი, ურთიერთდახმარება...//.

აღსანიშნავია რომ უფრო ასაკოვანი უკეთ იცნობს საკუთარ თავს  და უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოქმედება....

ადამიანისთვის ყველაზე საშიშია საკუთარ ღირებულებებთან უთანხმოებით ცხოვრება. ნაცისტებთან მეომარ პარტიზანს თუ მოსთხოვთ გესტაპოსთან თანამშრომლობას ეს ცუდ შედეგებს გამოიღებს. ეს დათრგუნავს ადამიანს,დეპრესიაში ჩააგდებს მას. 

პიროვნების არსი წინააღმდეგობაში მოვა მის საქციელთან და ის დაიბნევა და გადაირევა. 

ღირებულებებს შეუძლიათ არსებობისთვის,ცხოვრებისთვის აზრის და მნიშვნელობის მიცემა მაგრამ ამისთვის აუცილებელია ამ ღირებულებების შესაბამისად ცხოვრება. საწინაღმდეგო  ქცევა დააავადებს და დეპრესიაში ჩააგდებს ადამიანს.

ახალგაზრდობა და ცხოვრების აზრი:
"ახალგაზრდობამ პირველ რიგში იცის თუ რა არ უნდა. ის მერე იგებს იმას თუ რა უნდა" //ჟან კოქტო//.

მოზარდობა არის გარდატეხის ასაკი, ასაკი სრულ უზრუნველობასა და მძიმე პასუხისმგებლობათა შორის. ეს რთული პერიოდი შეიძლება მძიმედ იყოს განცდილი როგორც მშობლების ისე ბავშვების მიერ.

მოზარდობა არის ასაკი როდესაც ადამიანი თავის თავს უფრო ნეგატიურად უყურებს.  გამოკვლევები აჩვენებს რომ ეს ასაკი უფრო ძნელად გადააქვთ გოგოებს რომლებსაც ბიჭებზე უფრო მეტად უჭირთ თავისი სხეულის აღქმა. მოზარდებმა უნდა გაუძლონ და გადაიტანონ სრულწლოვანებასთან დაკავშირებული ცვლილებები//იცვლება სხეული,იღვიძებს გრძნობები,ემოციები ფეთქდება...//.

მოზარდები არიან ორ ცეცხლს შორის. ერთის მხრივ ისინი ხაზს უსვამენ თავის ინდივიდუალობას და განსხვავებებს.თავისუფლდებიან მშობლებისგან 
//თავიდან ეს თავისუფლება საკმაოდ პირობითია//, მთელი ბავშვობის განმავლობაში მშობლების პრინციპებისადმი ბრმად ერთგულების შემდეგ ისინი ადგებიან დიფერენციაციის გზას. 

მათ სჭირდებათ დადგენილი საზღვრებიდან გამოსვლა,,საკუთარი მეობის გაცხადება საჭიროების შემთხვევაში მშობლების წინააღმდეგ აჯანყებით //"მათ არაფერი ესმით"//.

მეორეს მხრივ მოზარდებს აქვთ გარკვეულ,ყველაზე ხშირად მათი გემოვნების გამზიარებელი მეგობრების ჯგუფში გათქვეფის პარადოქსული სურვილი.

თუ მოზარდს არა ყავს მეგობარი ესაა მისი ცუდად ყოფნის და უქეიფობის ნიშანი ვინაიდან სწორედ ამ დროს იძენს ყველაზე დიდ მნიშვნელობას მეგობრობის ღირებულება.

წინააღმდეგობრივი ღირებულებები,გასაკეთებელია მრავალი ძნელი არჩევანი:

მოზარდთა უმთავრესი ღირებულებაა მეგობრობა. ის ასეთად რჩება პირველი ბავშვების გაჩენამდე. 

გოგოები უმთავრესად დადიან ჯგუფებად, ორ-ორი ან სამ-სამი. ბიჭები უფრო ბანდებად დადიან. 

მოზარდებს სჭირდებათ თავის მეგობრებთან  მათი საზრუნავის და საფიქრალის გაზიარება. 

ამას ემატება პირველი სიყვარულები,პირველი ფლირტები, პირველი იმედგაცრუებები და გაუთავებელი კითხვები რომლიც იწვევენ სრულწლოვანთა ღიმილს მაგრამ რომლებიც ძალიან სერიოზული რამეა მოზარდებისთვის.  ამიტომ მოზარდები ბევრს ლაპარაკობენ მათ მეგობრებზე,მათ სიყვარულებზე,მათ გარეგნობაზე და ა.შ.

მაგრამ მოზარდები ბევრს ლაპარაკობენ მათ სწავლაზეც... 

მშობლები მათგან მოითხოვენ სწავლას, ასწავლიან მათ შრომის მნიშვნელობას.  მაგრამ არც მოზარდები არ არიან ოპტიმალურად დამჯერები და მშობლების ნათქვამსაც აკლია დახვეწილობა.

არადა მომავალი პროფესიის არჩევაც სტრესის მომგვრელი მომენტია....

მოზარდობა მნიშვნელოვანი ეტაპია ღირებულებათა წარმოქმნისთვის  და ყოველ ინდივიდში მათი ფესვგადგმისთვის. 

თვითონ მოზარდებმა უნდა გადაწყვიტონ თუ რისი სწავლა და რანაირი მომავალი უნდათ და ეს უზარმაზარი ტვირთია მათთვის. 

მშობლებს ხშირად აღიზიანებთ მათი შვილების უსაქციელობა, მიუხედავად ამისა ეს არაა პანიკის მიზეზი. 

მოზარდების მიერ კრიზისის განცდა ბუნებრივი მოვლენაა. 

ამას გარდა ოჯახური ღირებულებების უარყოფა ხშირად დროებითი მოვლენაა. რთული მოზარდები ხშირად უბრუნდებიან თავისი მშობლების ღირებულებებს, მით უმეტეს თუ ეს ღირებულებები პოზიტიურია და ბავშვობა საერთო ჯამში გაწონასწორებული იყო. 

არ უნდა დავივიწყოთ რომ მოზარდები არიან ზრდის და ჩამოყალიბების პროცესში,რომ მათ ისევ სჭირდებათ რჩევა და სიყვარული. მათთვის ამის წართმევა არის მათი მიტოვება რთულ მომენტებში. 

მოზარდების ტენდენციაა ცხოვრების აზრის თანდათანობით დაკარგვა და თუ უფროსები არ იქნებიან მათ გვერდით ვინ იქნება?

მოზარდების წინაშე მრავალი არჩევანია. მშობლებს სურთ რომ მოზარდებმა ისწავლონ და სწრაფად იპოვონ სამუშაო რაც მათ მისცემს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას. მოზარდებს უნდათ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, პიროვნული აყვავება,მაშ რა უნდა აირჩიონ მათ?

სრულწლოვანება და ცხოვრების აზრი: 
"ცხოვრება იწყება 40 წლის ასაკში" //ლაო ძი//.

40 წლის ასაკი ფაქტიურად არის პირველ შეჯამებათა ასაკი. 

რა ვუქენი ჩემს ცხოვრებას?  სწორი არჩევანები გავაკეთე თუ არა?  გავაკეთე თუ არა ის რისი გაკეთებაც მინდოდა?

ესაა საკუთარ თავზე და განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრების ასაკი.

ეს ზოგჯერ იწვევს დიდ ძვრებს ოჯახურ და პროფესიულ ცხოვრებაში... 

40 წელი, მაშ, არის სიმწიფის ასაკში შესვლა. 

ამ ასაკის ადამიანის ცხოვრებაში უკვე ბევრი რამე მოხდა. ადამიანს ამ დროს უმძაფრდება დროის სწრაფმავლობის გრძნობა,შეგრძნება იმისა რომ ცოტა დრო დარჩა უკვე დაწყებულის ან ჯერ არ დაწყებულის დასამთავრებლად. ბავშვები დაიზარდნენ,იდეები გაღრმავდა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის იმქვეყნად. ...

ყველაფერი ამძაფრებს აზრს რომ საჭიროა აჩქარება თუ კი გვინდა კიდევ რამით სარგებლობა.  ადამიანი ხვდება რომ მოკვდავია და დრო შეუქცევადია....

დაბოლოს ადამიანი ხედავს მის მიერ წლების მანძილზე დაშვებულ შეცდომებს. საჭიროა ცხოვრების აზრის განახლება....

40 წლის ასაკში ბევრი ფიქრობს რომ მათ არც ისე ცუდად იცხოვრეს. დამშვიდებულნი,ისინი ცდილობენ რაღაცეების ბოლომდე მიყვანას და მომრგვალებას.  მაგრამ მათ ცხოვრებას უკვე აქვს აზრი რომელსაც ისინი აღიარებენ და იღებენ.

სხვები ხვდებიან რომ მათი ცხოვრება სამწუხაროდ არ წარიმართა სწორი მიმართულებით.  ისინი ცდილობენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. 

და ბოლოს არიან ისეთებიც რომლებიც ცდილობენ დროის გაჩერებას და მარადიულად ახალგაზრდებად დარჩენას.

მოხუცები და ცხოვრების აზრი:    
"მოხუცებულობა სულაც არ წარმომიდგება სიკვდილის წინკარად.  ესაა ნამდვილი შვებულება გრძნობათა და გულის გადაღლისა და გადაქანცვის შემდეგ" //მარსელ ჟუჰანდო//.

პენსია ტრაღედიაა იმათთვის ვინც მწვავედ განიცდის საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტიური მშრომელის სტატუსის დაკარგვას. 

პენსიაში გასვლასთან ერთად მთავრდება მოსაწყენი და თავის მომაბეზრებელი ყოველდღიურობაც რომელსაც ადამიანი მიეჩვია. 

აღარაა აუცილებელი დილით ადრე წამოხტომა,შხაპის მიღება, ლუკმების ჩქარ-ჩქარა გადაყლაპვა და სამუშაოზე კისრისტეხით გაქცევა. 

ზოგი ადამიანი, განსაკუთრებით მამაკაცები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ სამუშაოს, მათ სტატუსს ან  ხელისუფლებაში მათ ადგილს. სამუშაოს გადაყოლილებმა მათ ყურადღება არ მიაქციეს მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეებს, მით უმეტეს თუ მათი ოჯახური ცხოვრება არ იყო კარგად აწყობილი. 

მრავალი ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობს მხოლოდ ჩვევით,ისინი ხვდებიან ერთმანეთს და მათ აღარაფერი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი,ისინი ბოლოს და ბოლოს ხედავენ რომ მათ აღარ შეუძლიათ ერთად ცხოვრება.

პენსია, პირველი ნაბიჯი მარტოობისკენ?

პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანი შეიძლება დარჩეს მარტო და ის შეიძლება შეაშინოს ამ აზრმა. 

ბევრი ადამიანის სოციალური წრეს შედგება მხოლოდ მათი თანამშრომლებისგან ვინაიდან ისინი სამსახურის გარეთ არაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ გაყრილები და ქვრივები არიან  ან დაკარგეს ყველა ძველი ნაცნობი.

არაა ადვილი 60 წლის ასაკში კონტაქტების განახლება და ახალი მეგობრების გაჩენა. 

სოციალური კავშირები ამ ასაკში ზედაპირულია რაც აძლიერებს უსარგებლობის განცდას. ამან შეიძლება ადამიანი ჩააგდოს მძიმე დეპრესიაში.

ზოგი პენსიონერი ფიქრობს რომ მათ უკვე განვლეს ცხოვრება და მათთვის უკვე მეტისმეტად გვიანია რაიმე ახლის დაწყება. ესაა დარდის და ნაღველის წყარო. არადა მოხუცსაც შეუძლია თავის შვილიშვილებზე ზრუნვა და მოხალისედ,უანგაროდ რამის კეთება ან სიამოვნება იმით რისთვის დროც არ რჩებოდა მუშაობისას.

მაგრამ ნებისმიერ ასაკში  შეიძლება საკუთარი პოტენციალის გაუმჯობესება, გაზრდა და რეალიზაცია. 

განვითარებულ ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო და უფრო იზრდება და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების პროექყების შენარჩუნებას ან ახალი პროექტების შექმნას. 

პენსიის შემდეგაც ვიცოცხლებთ ოც ან მეტ წელს  და არც მთლიანად დავრდომილები ვიქნებით.

პენსიას აღარ უყურებენ როგორც თავისთავად მიზანს,ის ითვლება რაღაც სხვა რამის დასაწყისად.

ამიტომ საჭიროა ახალი მასტიმულირებელი  და საზოგადოებაში ჩამრთველი მიზნების დასახვა. ეს თავიდან აგვარიდებს მარტოობას სიბერეში.

რელიგია და ცხოვრების აზრი:
"არსებობისთვის აზრის,მნიშვნელობის ერთადერთი საშუალენაა სამყაროსთან ბუნებრივი ურთიერთობის აყვანა სულიერი ურთიერთობის რანგში"// ალბერტ შვაიცერი//.

რელიგია რთული თემაა და შეუძლებელია მასზე ლაპარაკი კამათის გამოწვევის გარეშე. 

არავინ იცის თუ რატომ სჯერა ადამიანს ათასწლეულების მანძილზე ერთი თუ მრავალი ღმერთისა. ზოგი ფიქრობს რომ ადამიანი შექმნილია იმიტომ რომ სჯეროდეს მასზე უფრო დიდი ძალის. სხვები ფიქრობენ რომ რელიგია არის ხალხთა დამონების საშუალება. ზოგის აზრით კი ღმერთი მოიგონა ბნელმა ადამიანმა რომელსაც სჭირდებოდა გაუგებარი და გარდაუვალი ბუნებრივი მოვლენების //ჭექა-ქუხილი,დაბნელებები,ავადმყოფობა და სიკვდილი// ახსნა.

როგორც არ უნდა იყოს ფაქტი ისაა რომ ისეთ განვითარებულ და ტექნოლოგიურად დაწინაურებულ ქვეყნებშიც როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია რელიგიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი.

ნებისმიერი რელიგიის მიმდევარისთვის ღმერთი არის მორალური ნუგეშისმცემელი,სირთულეების შემთხვევაში უღალატო დამხმარე. ბევრისთვის რელიგია არის დასაცავი და პატივსაცემი წესების ერთობლიობა. 

მაგრამ ყველასთვის ღმერთი არის პასუხი გაჩენილ კითხვებზე. მეცნიერებას უჭირს პასუხის გაცემა კითხვებზე თუ საიდანაა ადამიანი და რატომაა ის დედამიწაზე,არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ....რელიგია პასუხობს ამ კითხვებს.

ზოგი გამოკვლევის თანახმად მორწმუნეები უფრო დიდხანს ცხოვრობენ და უფრო ჯანმრთელები არიან ვიდრე ურჯულოები. ამავე დროს მორწმუნეები ურჯულოებზე უფრო ბედნიერ ადამიანებად უნდა გრძნობდნენ თავს.

ამას შეიძლება ხელს უწყობდეს ისიც რომ რელიგია იძლევა სტიმულს სოციალური ურთიერთობების განვითარებისთვის. წირვის დროს მორწმუნეები სულ მცირე კვირაში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს. მორწმუნე ოჯახის წევრები იკრიბებიან ხოლმე ერთად ლოცვისთვის და ღირებულებათა ერთმანეთისთვის გაზიარებისთვის. ასეა ყველა რელიგიაში. ბუდისტთა ოჯახებიც, მაგალითად, ხშირად ერთად მიდიან ტაძარში.

მეტიც, მორწმუნეებს აქვთ განცდა იმისა რომ მართლმსაჯულება, სამართალი //ყოველ შემთსვევაში ღვთაებრივი// არსებობს. 

ეს კი უეჭველად მეტ აზრს და მნიშვნელობას აძლევს იმას რაც ხდება მორწმუნეთა ირგვლივ. 

მორწმუნეები ვართ თუ ურჯულოები  ჩვენ გვჭირდება დაფიქრება ჩვენს სულიერებაზე. ჩვენ ყველანი ამას ვაკეთებთ რომელიმე რელიგიის მიმდევრობით თუ არა. 

ურწმუნოს სირთულე //და თავისუფლება// ისაა რომ მას არ დასჭირდება ღმერთის დახმარება ცხოვრების აზრის საპოვნელად.  და სწორედ ამიტომაა რომ არსებობის,ცხოვრების აზრზე და მნიშვნელობაზე სულ უფრო და უფრო ფიქრობენ სწორედ იმ საზოგადოებებში რომლებშიც კლებულობს მორწმუნეთა რაოდენობა.

პრიორიტეტების განსაზღვრის ცოდა:
"პრობლემა ჩნდება მაშინ როდესაც ის რასაც ვაკეთებთ არ ემსახურება იმას რაც უმთავრესია ჩვენს ცხოვრებაში //სტეფენ კოვეი"//. 

თანამედროვე ცხოვრებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაბრუებულ ადამიანს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს ცხოვრების აზრის და მნიშვნელობის დანახვა.

//დაძაბული კონკურენციით,  გაუთავებელი ომებით,არაბული გაზაფხულებით, პერესტროიკებით და ტერორისტული აქტებით თუ სტიქიური უბედურებებით// გადარეული თანამედროვე ადამიანი მუდამ განიცდის სტრესს. 

 ადამიანს იშვიათად რჩება თავისუფალი დრო და ის ამ დროსაც დაკარგულ, უნაყოფოდ დაკარგულ დროდ აღიქვამს.

ეს სტრესი კი გამოჰყოფს  სხვადასხვა ორგანოებისთვის..მაგ.გულისთვის// მავნებელ ჰორმონებს და არღვევს ჩვენს ფსიქოლოგიურ წონასწორობას. 

ჩვენ აღარ გვაქვს ფიქრის და არსებითი კითხვების დასმის დრო.

ჩვენ მხოლოდ ვახდენთ რეაქციას მოვლენებზე და დაუფიქრებლად ვიქცევით. 

სტრესის მომგვრელი ვითარების პირისპირ  სუსტდება ადამიანის აზროვნების უნარი და ის მოქმედებს დაუფიქრებლად, შეძენილი ჩვევების შესაბამისად.

ჩვენ თითქოს გვეზღუდება თავისუფლება და ის რაც გვსიამოვნებდა როდესაც ჩვენზე არ მოქმედებდა სტრესი უაზროდ და ცარიელად გვეჩვენება როდესაც  განვიცდით მეტისმეტად ძლიერ ზეწოლას.

გამუდმებულ სტრესს იწვევს ორგანიზაციის ის ფორმები რომლებსაც ვემორჩილებით და არა ჩვენი საკუთარი მსოფლმხედველობა. 

ადამიანი ხშირად ყვება თავის ნება-სურვილს და ამბიციას. ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავისთვის საზღვრების დაწესების უნარი.

ამ არეულ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია უმთავრესის დანახვა,დადგენა იმისა რაც მეტ მნიშვნელობას და აზრს აძლევს ჩვენს არსებობას.

უნდა დავფიქრდეთ იმაზე მეტი ფულის შოვნაა ჩვენთვის უფრო მთავარი თუ ჩვენს შვილებთან 30 წუთით მეტი ურთიერთობა  და ვართ თუ არა მზად ამისთვის გარკვეული მსხვერპლის გასაღებად....

უნდა დავიმახსოვროთ რომ სავალდებულოა მხოლოდ ის რაც გვეხმარება წინსვლაში,რაც აძლიერებს და ზრდის ჩვენს ადამიანობას,რაც გვზრდის როგორც პიროვნებას. 

მაშ, ჯერ უნდა დავადგინოთ ის თუ რა გვინდა რომ ვიყოთ და შემდეგ დავფიქრდეთ იმაზე თუ რისი კეთება გვინდა....

ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლის
წიგნი "საკუთარი ცხოვრების
აზრის, მნიშვნელობის პოვნა".
ლოგოთერაპია:
ნევროლოგიის და ფსიქიატრიის პროფესორი ვენის სამედიცინო ფაკულტეტზე ვიქტორ ფრანკლი//1905-1997// იყო ფროიდის და ადლერის მოწაფე,

რეზუმე: ვიქტორ ფრანკლი გადარჩა საკონცენტრაციო ბანაკებში სადაც დაიღუპნენ მისი მშობლები, ძმა და ფეხმძიმე მეუღლე. სად და როგორ იპოვა ამ ადამიანმა ცხოვრების ძალა ყველაზე არაადამიანურ განსაცდლებში?  ამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წიგნში ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი გვაძლევს წამალს ჩვენი თანამედროვე სამყაროს ავადმყოფობებისგან გასანთავისუფლებლად. ეს წამალია ცხოვრების აზრი და მნიშვნელობა.

საკონცენტრაციო ბანაკებში მიღებულმა გამოცდილებამ მას აჩვენა რომ იმისთვის რომ გინდოდეს ცხოვრების გაგრძელება და გქონდეს ამისთვის საჭირო გამბედაობა  უნდა იცოდე რომ შენს ცხოვრებას აქვს აზრი და მნიშვნელობა. მისმა ფსიქოლოგიურმა და ფსიქიატრიულმა მიდგომამ რევოლუცია მოახდინა ფსიქოთერაპიაში.

 Born in Vienna on March 26, 1905, Viktor Frankl has been hailed as one of the last great psychotherapists of the twentieth century. A Holocaust survivor, Frankl developed an entirely new approach to psychotherapy known as logotherapy. A professor of neurology and psychiatry, he taught at both Harvard and Stanford, as well as at universities in Dallas, Pittsburgh, and San Diego. At the age of ninety-two, he died of heart failure on September 2, 1997. His grave is at the Vienna Central Cemetery, approximately forty yards from entrance number eleven.
Résumé :
Viktor Frankl a survécu aux camps de concentration dans lesquels ses parents, son frère et sa femme enceinte ont péri. Où et comment un homme trouve-t-il la force de vivre au cours des épreuves les plus inhumaines ' Dans cette oeuvre majeure, qui figure parmi les dix livres les plus influents au monde, le psychiatre Viktor Frankl livre un antidote puissant au mal et aux maux de notre monde moderne : le sens.
Biographie:
Professeur de neurologie et de psychiatrie à la faculté de médecine de Vienne, Viktor E. Frankl (1905 - 1997) fut l'élève de Freud et d'Adler. Son expérience des camps lui a permis de comprendre l'importance de trouver un sens à sa vie pour avoir l'envie et le courage de continuer. Son approche psychologique et psychiatrique. la logothérapie, a révolutionné la psychothérapie.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი
ბოლო უდიდესი ფსიქოთერაპევტი
ვიქტორ ფრანკლი.
მკურნალობა აზრით, მნიშვნელობით:
"ტანჯვა უფრო იოლი ასატანია როდესაც ის იძენს მნიშვნელობას,აზრს" //ვიქტორ ფრანკლი//.

მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლებულმა ფსიქიატრმა ვიქტორ ფრანკლმა //Viktor Frankl// შექმნა ფსიქოთერაპევტული მიმდინარეობა ლოგოთერაპია// ბერძნული სიტყვიდან ლოგოს-გონება//.

მისი წიგნი გადმოსცემს  მის მიერ ბანაკებში მიღებულ გამოცდილებას და მის აზრებს დეპორტაციის დროს. ეს ბევრი რამის მთქმელი წიგნია. 

ბარბაროსობაში მოხვედრილმა ვიქტორ ფრანკლმა საკონცენტრაციო ბანაკებში დაკარგა მთელი თავისი ოჯახი..

ან გამოცდილებიდან დაიბადა ცხოვრების აზრზე და მნიშვნელობაზე და  ცხოვრების დაკარგული აზრის და მნიშვნელობის აღდგენაზე დაფუძნებული თერაპია. 

ფრანკლის თქმით ადამიანის არსია ცხოვრების,მისი არსებობის აზრის და მნიშვნელობის ძიება.  ამისკენ ადამიანს უბიძგებს და ამაში ადამიანს ეხმარება მისი გონება.  

ადამიანს აქვს საკუთარი თავიდან გამოსვლის,საკუთარი მოქმედებების განსჯის და შეფასების,მისთვის სასურველი გზის არჩევის უნარი. ეს ადამიანს ანთავისუფლებს ცხოველური ინსტინქტური ცხოვრებისგან

ფრანკლის თქმით ადამიანი არაა მარტო მოტივირებული გაუცნობიერებელი იმპულსებით და წადილებით, ის ამავე დროს ცდილობს ამ იმპულსთა დაძლევას.

ადამიანი ცდილობს აზრის,მნიშვნელობის ეგზისტენციალურ საჭიროებაზე პასუხის გაცემას. 

ფრანკლის თქმით ადამიანი  მუდამ ეძებს იმას რაც უფრო დიდია მასზე, ადამიანზე, ადამიანს სჭირდება მასზე უფრო დიდი რამის მონახვა.

მიუხედავად ამისა ბევრი ადამიანი არ აკეთებს ამას და ისინი იკარგებიან დიდების,ფულის,ძალაუფლების ყალბ ძიებაში.

ფრანკლის თქმით ადამიანი რომ გაიზარდოს მან უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე თუ რაა მისი ცხოვრების აზრი.

ლოგოთერაპია ფრანკლის თანახმად ეფუძნება იმ ფაქტს რომ ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია იმ აზრზე და მნიშვნელობაზე რასაც ის აძლევს თავის ცხოვრებას. ეს არჩევანი კი შეიძლება მოხდეს ყოველ წუთში და, განსაკუთრებით, რთულ მომენტებში.

ფრანკლის თქმით როგორიც არ უნდა იყოს ვითარება ადამიანს შეუძლია თავისი მიდგომის და დამოკიდებულების შერჩევა,თავისი ცხოვრებისთვის აზრის მიცემის გაგრძელება თუ ამისთვის თავის დანებება.

ასე მაგალითად პატიმრების ცხოვრების აზრია ტანჯვაშიც ღირსეულ ადამიანებად დარჩენა.  ისინი უნდა გაუფრთხილდნენ მათში არსებულ ადამიანურ და ღვთაებრივ ნაპერწკალს.

ფრანკლი თავის წიგნში ყვება რომ უფრო მალე კვდებოდნენ ის პატიმრები ვინც კარგავდნენ თავისი ცხოვრების აზრს და მნიშვნელობას.

ლოგოთერაპიის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს არჩევანი და მან  თავისი ცხოვრება თავის ხელში უნდა აიღოს, რომ  ადამიანი არასოდეს არაა მთლიანად დეტერმინირებულ-განსაზღვრული და მას ყველაზე საშინელი ტრავმების გადატანის შემდეგაც ძალუძს მისი ცხოვრების აზრის და მნიშვნელობის აღდგენა....

ვიქტორ ფრანგკლის თქმით დეპრესიათა უმრავლესობის მიზეზია  ცხოვრების აზრის და მნიშვნელობის ნაკლებობა და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად აუცილებელია ამ აზრის და მნიშვნელობის აღდგენა ან დადგენა.

მისი თქმით ყოველ ადამიანს ყოველთვის შეუძლია მისი ცხოვრებისთვის აზრის და მნიშვნელობის შერჩევა. 

ეს თერაპია,მაშ,გულისხმობს პასუხისმგებლობის და თავისუფლების ცნებებსაც. 

ექიმთან ერთად ყოველი პაციენტიც არის პასუხისმგებელი მკურნალობაზე და განკურნებაზე...

ბროშურის ავტორები და შემდგენლები ფრანგ ახალგაზრდებს კიდევ ეუბნებიან იმას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს პატიებას. რომ პატიება არის საჩუქარი თუნდაც უღირსისთვის და ეს ამდიდრებს იმას ვინც იჩენს გულუხვობას და ჩუქნის,პატიებს.... კიდევ ბევრ რამეს ნახავთ...

No comments: