10.15.2013

საბჭოთა დემოკრატიამ რუსეთიც აქცია საგიჟეთად

გორბაჩოვის და შევარდნაძის მიერ დემოკრატიულ ევრაზიაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცნენ არატიპიური ქცევით გამორჩეული ადამიანები.


ერთ დროს გარკვეულ წრეებში პოპულარულმა მწერალმა ვალენტინ პიკულმა ოდესღაც ბრძანა რომ დასავლეთის ქვეყნებში ზოგჯერ ხდება მასობრივი ისტერიები და რუსეთში კი ყველა თავისებურად აფრენს. როგორც ჩანს მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. 

აი ჟურნალში ექსპერტი //4.04.2011// გამოქვეყნებული წერილის ნაწყვეტი:
"განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო განსაზღვრავს მოსახლეობის დაავადებათა სტრუქტურას. ავადმყოფობებიდან გამოყოფს იმათ რომლებსაც ყველაზე მეტი  ზიანი მოაქვთ ეკონომიკისთვის და ამ გამოკვლევების საფუძველზე ადგენს სიას წამლებისა რომლებიც ყველაზე მეტად დასჭირდება მოსახლეობას უახლოესი 10 წლის მანძილზე.

რუსეთში კი წამლების ხმარების პროგრამა არაა და არაა დაავადებათა თანამედროვე პასპორტი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით. მოხელეები იყენებენ ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში შეკრებილ მონაცემებს და განვითარებულ სახელმწიფოთა სტატისტიკას რომელიც რუსეთში გამოუსადეგარია. ..."

რუსული გაზეთი "არგუმენტი ი ფაკტი-მოსკვას" ცნობით 2013 წლის 20 მარტს სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების დეპუტატებმა დააყენეს პრეზიდენტის, გუბერნატორის და დეპუტატის წოდებაზე კანდიდატების ფსიქიური ჯანმრთელობის შემოწმების საკითხი.
         
ეს ნიშნავს იმას რომ საარჩევნო უფლება უნდა ჩამოერთვათ ფსიქიური და ნერვიული ავადმყოფობებით დაავადებულ პირებს..

მაგრამ საქმე იმაშია რომ სსრკ კგბს თავმჯდომარე ანდროპოვის ლაბორატორიებში გამოზრდილი საბჭოთა დემოკრატების ხელში ჩავარდნილ ბეჩავ რუსეთში ბატონობს დიდი ფსიქიური დეპრესია და ფსიქიური დაავადებების დონით  რუსეთი ხდება მსოფლიო ლიდერად.



ამ პირობებში სრულიად გაურკვეველია უშველის თუ არა რუსეთს ყველა თანამდებობაზე საღ-სალამათი ადამიანების არჩევა და სად შეიძლება ასეთი ადამიანების შოვნა.          

ექსპერტების თქმით 1990-ან წლებთან შედრებით რუსეთში ფსიქიატრიული  კლინიკების კლიენტთა რაოდენობა გაორმაგდა. გაიზარდა შიზოფრენიით, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით და ეპილეფსიით გატანჯულთა რაოდენობა. და ნევროტული ავადმყოფობები და დეპრესია მასობრივ მოვლენებად გადაიქცა. შემთხვევათა რაოდენობის თვალსაზრისით მათ წინ უსწრებს მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

საზოგადოებისთვის ეს ტენდენცია ძალიან უნუგეშოა. ფსიქოლოგიურ აშლილობათა შემთხვევების რაოდენობის ზრდა უშუალოდ დაკავშირებულია ინვალიდების და შრომის უნარს მოკლებულთა რაოდენობის ზრდასთან.
ფსიქიატრების თქმით ამ დინამიკის გაჩერება უახლოეს წლებში ვერ მოხერხდება.

ამის მიზეზია ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება.

რუსეთის მეცნიერებათა კადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის სოციალური ფილოსოფიის სექტორის ხელმძღვანელი ვალენტინა ფედოტოვას თქმით  ფსიქიურ დაავადებათა პრობლემას აქვს საგრძნობი ისტორიული საფუძველი - "რუსეთმა გადაიტანა გლობალური პოსტკომუნისტური ტრავმა, ცნობიერების შეცვლა, საზოგადოებრივ ურთიერთობათა შეცვლა.

მოსახლეობა დღემდე ვერ მიეჩვია იმ რიტმს რომელშიც ვცხოვრობთ.

რუსეთში ვითარებას ამძიმებს ტრადიციულად ქცეული ლოთობა,ნარკომანია, კვების პროდუქტებით მოწამლვა, მასობრივი სიღარიბე,სამუშაოს არქონა.

რუსებს არა აქვთ მომავლის რწმენა და ყველაფერი ეს არყევს ფსიქიკას". 

საზოგადოებაში ვითარებას ძაბავს მტრის ხატის შექმნის მუდმივი მცდელობებიც.  რუსები იწყებენ მტრების ყველგან დანახვას. მტრებად ჩანან კავკასიელები, აზიელები და სხვა რეგიონებიდან ჩამოსულები.

საქმე იმაშია რომ მრავალი სულიერად ავადმყოფი ხდება პოლიტიკოსი ან ექსტრემისტული ორგანიზაციების ლიდერი- ისინი იწყებენ მტრების ძებნას და მათ ყვებიან ხოლმე ჯანმრთელი ადამიანებიც.


მასობრივი ნევროტიზაცია აგრეთვე დაკავშირებული კატასტროფებთან და ტერორისტულ აქტებთან. 

გაიზარდა რაოდენობა იმათი ვისაც აშინებს დახურული სივრცე.   

ეხლა ყოველ მერვე მოსკოველ ქალს ეშინია მეტროში ჩასვლა, ყოველ მეთორმეტეს ეშინია ლიფტით სარგებლობა. 

ეს შიშები უშუალოდ დაკავშირებულია ტერორისტულ აქტებთან. 

ასე მაგალითად 2006 წლის ზაფხულში ფსიქიატრებთან დგებოდა რიგები,თუმცა განწვავებათა პიკი ტრადიციულად ემთხვევა შემოდგომა-გაზაფხულს.


აღმოჩნდა რომ ამ პერიოდში მოხდა ორი დიდი ავიაკატასტროფა-ირკუტსკთან და დონეცკთან. 

ავარიები როდესაც იღუპება ბევრი ადამიანი მუდამ იწვევს ფსიქიურ დაავადებათა რაოდენობის ზრდას.

ობიექტურად ისტორიული მიზეზების გარდა არის ფსიქიურ დაავადებათა გავრცელების უფრო გლობალური მიზეზებიც.

ბოლო 10-15 წელში მსოფლიოში მოხდა იმდენი აღმოჩენა რამდენიც ადრე ხდებოდა საუკუნეების მანძილზე.

ესაა უზარმაზარი დაწოლა ადამიანის ფსიქიკაზე.

ცხოვრების დინამიური რიტმი, პასუხისმგებლობა და ინფორმაციის დიდი რაოდენობის ათვისების აუცილებლობა იწვევს ფსიქიკის დარღვევას.

ეხლა ავადმყოფთა რაოდენობა იზრდება პირველ რიგში ცხოვრების არათანაბარი რიტმის გამო. ზოგჯერ ამას უწოდებენ მენეჯერის სინდრომს.

ამ თვალსაზრისით ჩვენს სამყაროში ყველფერი არასწორადაა იმიტომ რომ რაღაცის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ძალისხმევით.

 ყველაზე ხშირია სხვადასხვა დეპრესიული დარღვევა. ბევრს ამ თვალსაზრისით კლავს სამუშაო.

ცხოვრების სულ უფრო და უფრო სწრაფი რიტმი, სწრაფვა გამდიდრებისკენ,რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე ურესია ბავშვებისთვის.

ფსიქოანალიზის და ფსიქოტექნოლოგიების უმაღლესი სკოლის პედაგოგი ვლადისლავ კოტლიაროვის თქმით არსებობს სტატისტიკა რომლის თანახმადაც რუსეთში დაბადებულ ბავშვთა 70-80 პროცენტი იბადება სხვადასხვა ფსიქიური დარღვევით.

შემდეგ ისინი იზრდებიან არახელსაყრელ პირობებში. დედები ძალიან მალე იწყებენ მუშაობას და ბავშვებს აძლევენ საბავშვო ბაღებში ან უტოვებენ ძიძებს.

ბავშვისთვის ეს უეჭველი სტრესია იმიტომ რომ განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში მას სჭირდება მშობელთა ზრუნვა.

ამ არეული ცხოვრების გამო კი ჩნდება შიშები, ფობიები, მარტოობის შიში. ეს ნამდვილად საშინელი პრობლემაა.

სად ბრძანდებით დოქტოროი ფროიდ?

ვითარებას ამძიმებს კვალიფიცირებული ფსიქიატრების ნაკლებობა. საბჭოთა ფსიქოლოგიური სკოლა დაინგრა და ახალი ჯერ არ შექმნილა, გამოდის რომ არის სპეციალისტთა ნაკლებობა.


რუსეთში ცხოვრება იცვლება რევოლუციური სიჩქარით და  მოსახლეობას არა აქვს ადაპტაციისთვის საჭირო რესურსები.

დაავადებათა რაოდენობა იზრდება და ექიმთა და ფსიქოლოგთა რაოდენობა მცირდება,

ტენდენცია გრძელდება, ვითარება სახელმწიფო დონეზე კი არ იცვლება და რუსეთის მომავალი მოსახლეობის ჯანმრთელობის თვალსაზრისით ბუნდოვანი და ძალიან საეჭვოა.

დიდად პარადოქსულია, მაგრამ ფსიქიატრიის მიღწევები შებრუნდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ,

რამოდენიმე ათეული წლის წინ სერიოზულად ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს არ ჰქონდათ ოჯახის შექმნის და ბავშვების გაჩენის შესაძლებლობა.
ეს ავადმყოფობები მიმდინარეობს გამწვავებათა მუდმივი შეტევებით,

ეხლა ახალი პრეპარატების გამოგონებით შესაძლებელი გახდა ადამიანთა საკმაოდ ადექვატურ მდგომარეობაში შენარჩუნება.

ამიტომ უკურნებლად დაავადებულ ადამიანებს ეხლა შეუძლიათ მუშაობა და ოჯახის შექმნა. 

მაგრამ შიზოფრენიის მსგავსი სერიოზული ავადმყოფობები გადადის მხოლოდ მემკვიდრეობით და გამოდის რომ მედიცინა თვითონ უწყობს ხელს ფსიქიურად ავადმყოფთა რაოდენობის ზრდას.

თუ კი ფსიქიატრიულ დაავადებათა გავრცელების თავიდან არიდება შეუძლებელია რჩება მხოლოდ ამის შედეგებთან ბრძოლა. გაჩნდა ყოველ პოლიკლინიკაში ფსიქოთერაპევტის კაბინეტის შექმნის წინადადება.

ამ ზომებით შეიძლება ავადმყოფობის ამოცნობა ადრეულ ეტაპებზე და მისი დამძიმებისთვის ხელის შეშლა.

კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ კი თერაპევტი ექიმები ისწავლიან ავადმყოფობის ბუნების ამოცნობას. ავადმყოფი ფსიქოთერაპევტთან უნდა გაუშვან ძალიან რბილად და ფრთხილად. ბევრ რუსს დღემდე ეშინია რომ იქ ადამიანს მკურნალობით მიასიკვდილებენ.

დიდ ქალაქებში ტოპ-მენეჯერებსაც კი არ ეუხერხულებათ საგიჟეთებში მკურნალობა, მაგრამ რეგიონებში ფსიქოთერაპევტთან მისვლას ბევრი ვერ ბედავს

საჭიროა ადამიანებისთვის იმის ახსნა რომ ფსიქიატრები არაა საშიში და ცუდი ხალხი.


ანდროპოვის და მისი კადრები გორბაჩოვის და შევარდნაძის საბჭოთა დემოკრატების ხელში ჩავარდნილი სამყარო განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა, მაგრამ ევროპასაც აქვს მსგავსი პრობლემები.

ჯანდაცვის ევროკომისარმა მარკოს კიპრიანუმ ფსიქიურ ავადმყოფობებს დაარქვა უხილავი მკვლელები ევროპაში.
             
ევროკავშირში ყოველწლიურად თავს იკლავს 50 ათასზე მეტი მოქალაქე. ამაზე ოდნავ მეტი იღუპება საგზაო შემთხვევებში. 

ამასთან დეპრესიის მწვავე ფორმის მქონეთა 15 პროცენტი თავს იკლავს ხოლო მათი 56 პროცენტი ცდილობს თავის მოკვლას. 

ევროკავშირის სრულწლოვანი მოსახლეობის 27 პროცენტს აწუხებს ესა თუ ის ფსიქიური ავადმყოფობა. 

ეს აჩენს უზარმაზარ ეკონომიკურ დანაკლისს, ევროპა კარგავს მთლიანი შინაგანი შემოსავლის 3-4 პროცენტს, 

გადაწყვიტეს ამასთან კომპლექსური ბრძოლა. ბრიუსელმა შეიმუშავა პროგრამა რომელიც გულისხმობს მეცნიერულ გამოკვლევებს და პროფილაქტიკას.,თერაპიის და შრომის პირობების გაუმჯობესების თაობაზე კანონმდებლობის სრულყოფას.

ვისბადენში ჩატარებული სიმპოზიუმის მონაცემებით გერმანიაში ბოლო ათ წელში 62 პროცენტით გაიზარდა რაოდენობა ბიულეტენებისა დიაგნოზით "სულიერი დარღვევა".  განსაკუთრებით გამოირჩევიან ემიგრანტები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.

დიუსელდორფელი ექიმი მარია გუსის მონაცემებით 50 წელზე მეტი ასაკის  რუსულენოვან ემიგრანტებს აქვთ ადაპტაციის პრობლემები, მათ ტანჯავს ფსიქოლოგიური დისკომფორტი და ამიტომ ხშირად ვარდებიან დეპრესიაში.

მსგავს დაავადებებთანაა დაკავშირებული მკვიდრ გერმანელთა პენსიაზე ნაადრევ გასვლათა შემთხვევების მესამედი.20 წლის წინ კი მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო

გერმანელები განუწყვეტლად  აფინანსებენ გამოკვლევებს ფსიქიატრიის სფეროში.

ალბათ ამიტომ უკანასკნელი სამეცნიერო სენსაცია მოხდა სწორედ გერმანიაში.

ვიურცბურგის უნივერსიტეტის დოქტორმა კლაუს ლეშმა დაადგინა ფსიქიური დაავადების უეჭველი კავშირი 22-ე ქრომოსომაში არსებული ერთ-ერთი გენის მუტაციასთან.

მოკლედ გერმანელებმა აღმოაჩინეს შიზოფრენიის გენი


КСТАТИ
Депрессии снижают европейский ВВП
Европейский комиссар по здравоохранению Маркос Киприану назвал психические болезни «невидимыми убийцами в Европе». Более 50 тыс. граждан ЕС погибают ежегодно в результате самоубийств. Это чуть меньше, чем в дорожно-транспортных происшествиях. При этом 15% страдающих острой депрессией совершают самоубийства, а 56% – попытки самоубийства. В целом 27% взрослого населения ЕС страдают той или иной формой психического расстройства. Связанные с этим потери производительности труда оцениваются в 3–4% от ВВП. Бороться с проблемой решили комплексно: Брюссель разработал программу, включающую научные исследования и профилактику, совершенствование терапии и законодательных мер по улучшению условий труда.
Александр МИНЕЕВ, Брюссель

Немцы открыли ген шизофрении
По данным медицинского симпозиума в Висбадене, только за последние 10 лет количество бюллетеней с диагнозом «душевное расстройство» увеличилось в Германии на 62%. Особенно отличаются переселенцы из бывшего СССР. По данным доктора психологии Марии Гус из Дюссельдорфа, около 70% русскоязычных иммигрантов в возрасте старше 50 лет имеют проблемы с адаптацией, в разной степени страдают от психологического дискомфорта и частенько впадают в депрессию. Да и у коренных немцев около трети всех преждевременных выходов на пенсию связаны с заболеваниями именно такого рода. Хотя еще 20 лет тому назад в Германии только 10,9 % случаев раннего выхода на пенсию были связаны с душевными расстройствами. Немцы не перестают финансировать исследования в области психиатрии. Наверное, поэтому последняя научная сенсация была сделана именно здесь. В конце прошлого года доктор Клаус Леш из Вюрцбургского университета установил бесспорную связь между наличием данной формы заболевания с мутацией в одном из генов, расположенных в 22-й хромосоме. Проще говоря, немцы первыми на планете обнаружили ген шизофрении.
Сергей ЗОЛОВКИН, Берлин

ხოდა ამის მცოდნე და გამომაშტერებელი და დამთრგუნველი თანამედროვეობით გატანჯულმა დასავლეთის მკვიდრებმა გაიხსენეს ძველ რომაელთა სიბრძნე Ex Oriente Lux!! აღმოსავლეთიდანაა სინათლე !!! და მათაც თავის საშველად მიმართეს იოგას, მედიტაციის თუ სხვა აღმოსავლურ პრაქტიკებს და როგორც ამბობენ ეს ბევრს შველის.ბარემ ინებეთ ცოტა რამ ამაზეც.

შინაგანი აღმოსავლეთი
აღმოსავლეთის შუქი:დღევანდელი ინტერესი აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიების მიმართ, ზოგს თითქოს უკვირს. ამას ხსნის იმით, რომ საზოგადოებას უყვარს ბაზრის ეგზოტიზმი, გემრიელი უცხო სუნელები და რომ საზოგადოება სულ უფრო და უფრო გულგრილია დასავლური ეკლესიების მიმართ, რომელთაც ვერ უპასუხეს მორწმუნეთა მოლოდინს, მათი ქადაგება უბრალოდ მოძველდაო, ამბობენ ისინი.

თანამედროვე კრიზისი ეხება ეკონომიკას, მაგრამ ის ამავე დროს ავლენს იმას, რომ ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს და ეს ცუდად ყოფნა აავადებს სულსაც და გულსაც და ამტკიცებს იმას, რომ მისწრაფება მატერიალური კეთილდღეობის ნებისმიერ ფასად მოპოვებისკენ ამაოა, ილუზიაა, რომელიც ჩვენ ძალიან ძვირად გვიჯდება. თავისუფლების ძიება ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარემომცველ სამყაროში ამაოა, თუ კი ჩვენ ამ ესოდენ სანატრელ თავისუფლებას პირველ რიგში არ მოვნახავთ ჩვენს საკუთარ თავში.

როდესაც მე ვუყურებ ჩვენს თავს, მე დასავლეთში ხშირად ვხედავ ადამიანთა ყველანაირ კარიკატურას: ეს კარიკატურები გაუთავებლად დარბიან, იკარგებიან და იხლართებიან ათასერთ პარაზიტ აზრში, აკვიატებულ-აჩემებულ იდეებში და სხვადასხვა შმორში, რომელსაც განუწყვეტლად არყევს ჰიპერტროფირებული და გადატვირთული ტვინი. ვხედავ ერთგვარ გაუთავებელ ფსიქიურ ცოხნას, რომელიც თითქმის არ უტოვებს ადგილს არა მხოლოდ ოცნებებს - ისინი მეტისმეტად ბევრია, არამედ დაკვირვების და ყურადღების სულისკვეთებას, რომელიც გზას გაუხსნიდა ახალ შემოქმედებით პასუხისმგებლობას.დასავლეთის მკვიდრთა ნერვების მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. უსარგებლოა მათი სუნთქვისთვის ყურის დაგდება: საკმარისია მათი დასტრესილი, შეშფოთებული სხეულების, აშკარა აგრესიულობის, შიშის დანახვა იმის გასაგებად რომ მათ არ იციან ან ძლივს იციან სუნთქვა, მხოლოდ იმდენად, რომ არ მოკვდნენ.

სხვის ყურის გდებაზე ნუ ვილაპარა კებთ, ის ძლივს არსებობს. როდესაც სხვა ლაპარაკობს, ორი კაციდან მას ერთი თუ უსმენს, ისმენენ აზრის ნაფლეთებს, ისევ მისდევენ თავის საკუთარ იდეებს, რომელთაც ძლივს თუ აცნობიერებენ. ჰომო ოდნავ საპიენსი ჩანს. ამას უძახიან სწრაფად ცხოვრებას. არ მითხრათ, რომ ეს არაა მართალი, რომ მე ვამუქებ. მეც ვიყავი ასე და და შევწყვიტე ასე ცხოვრება იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ეს არაა ადამიანის ღირსი ღირსეული ცხოვრება. ჩვენ ბევრად უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს.

ამ ყოველდღიური მარაზმიდან გამოსვლაში, ძალიან დამეხმარა აღმოსავლეთი.
მანამდე, სანამ აგიხსნიდეთ, რატომ მინდა გავცე პასუხი ერთ კითხვას, მეკითხებიან, თუ რატომ ვერ უნდა მოვნახოთ პრობლემების გადაწყვეტა ჩვენს საკუთარ ტრადიციებში და რატომ უნდა ვეძებოთ ეს გადაწყვეტანი სხვაგან, უცხოელებში. განა ჩვენს მდიდარ ცივილიზაციას არ შეუძლია საკუთარ ავადმყოფობათა წამლის პოვნა თავის საკუთარ ფესვებში?

ვერა, ვიტყოდი მე. ეს ფესვები გათელილი და გადამდნარია ბრმა ყალიბში. ვერა, ვინაიდან ეს ცივილიზაცია მოწყვეტილია თავისი საკუთარი ტრადიციისაგან, ვინაიდან კათედრალების სულისკვეთება აღარ არსებობს, ის ინკვიზიციის კოცონებზე დაწვეს ისევე, როგორც ბუნებისა და თავისუფალი რწმენის სულისკვეთებანი. ვერა, იმიტომ, რომ იესო ქრისტეს რევოლუციური მოძღვრება ცხოვრებას მოწყვეტილმა საერო ხელისუფლებამ გარდაქმნა. თუმცა მე არ ვლაპარაკობ ყველაფერ ამაზე, ყველაფერი ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა.

მუდამ მაკვირვებს ის საზღვრები, ბარიერები, რომლის აღმართვასაც ცდილობენ ყველგან და რომლებიც აღქმის სისუსტეს ადასტურებენ.

განა ჩვენ არ ვცხოვრობთ იმაზე, რასაც ედგარ მორა (Edgar Morin) «კოსმიურ ხომალდ დედამიწას» უწოდებს? განა ჩვენ ყველანი არა ვართ მკვიდრნი იმისა, რასაც მაკ ლუჰანი «პლანეტარულ სოფელს» უწოდებს? დღეს და პირველად ისტორიაში, ჩვენ კაცობრიობის მთელი წარსული და დღევანდელი ცოდნის დაუფლების შესაძლებლობა გვაქვს: ასე, რომ ჩვენ ახალი ცივილიზაციის სამშენებლო მასალა გაგვაჩნია. უტოპიაა? არა, საკმარისია მხედველობაში მიღება, პატივისცემა და რეალიზაცია. თავმდაბალნი უნდა ვიყოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა კულტურებისაგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, რომ ჩვენ მათ უნდა ვუსმინოთ ისევე, როგორც ისინი ჩვენი მეცნიერებით არიან დაინტერესებულნი. თუ კი მივიღებთ ცოდნას ისე, როგორც ის განცდილი იყო სხვაგან, ეს შეცდომა იქნება, მაგრამ ამავე ცოდნის მიღება და გადამუშავება დიდად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. ეს იცის ხალხური სიბრძნის გარკვეულმა ფორმამ.
ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, იოგას დასავლეთში ასეთ გავრცელებას... იოგას კურსებს დღეს ყველაზე მიკარგულ-მიყრუებულ კუთხეებში ვპოულობთ. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანის სხეულისთვის მოქნილობის მიმცემი და გონების დამამშვიდებელი ფიზიკური ვარჯიშის ეს ფორმა, შინაგან მოთხოვნილებას პასუხობს.

სხვა თვალშისაცემი მაგალითია საბრძოლო ხელოვნებები. მრავლდება კარატეს, ძიუდოს, აიკიდოს, ჯიუ-ჯიცუს შესასწავლი კურსები... აღმოსავლური ბრძოლის ეს ძველი ფორმები თურმე ჩვენს სამყაროს შეესაბამება. მათში საკუთარი თავის ფლობის ის სულისკვეთებაა, რომელიც სხვაგან არ სჩანს. წარმატება დიდია, ინტეგრაცია მოხდა.

და ძენი? რითია მიმზიდველი ბუდიზმის ეს იაპონური შტო? მის მიმზიდველობას მისი ბაღების ესთეთიკა, ჩაის ცერემონიის დელიკატურობა და მისი გრაფიკული ხელოვნებების ლეგენდარული დახვეწილობა განაპირობებს.

ძენის მიმზიდველობას განაპირობებენ აგრეთვე მკვეთრი, მოულოდნელი კოანები, ეს გამოცანები, რომელთა მიზანიცაა შოკის მეშვეობით ცნობიერების გაღვიძება.
სახელგანთქმულია შემდეგი კოანა: «როგორი იყო თქვენი სახე თქვენი მშობლების გაჩენამდე?»

რჩება ჟანრის მოდელი. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთის აღფრთოვანება ჰაიკუებით: ამ თვალის ჩაპაჭუნებისავით მოკლე ლექსებით...
მ. მ. დავი, ა. დეჟარდა, ე. მორა, მ. რანდო

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

----------------------------------------------------------------

დემოკრატიულ სამყაროში პოპულარული მედიტაცია:

"მედიტაცია განგვაცდევინებს იმას რასაც ბუდიზმი უწოდებს საწყის სიკეთეს-არსებობა კარგია,კარგია რომ გრძნობ რომ ხარ ცოცხალი. მედიტაციის წყალობით ბევშვებში მცირდება აგრესიულობა და ძლიერდება თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ. ისინი უკეთეს ნიშნებსაც იღებენ." 



რატომ მოქმედებს მედიტაცია

აპრილში დენვერში ჩატარებულმა პირველმა საერთაშორისო სიმპოზიუმმა ჭვრეტით მეცნიერებებში შეკრიბა 700 მკვლევარი.

ერთ წელიწადში გამოქვეყნდა 350 წერილი მედიტაციის შედეგებზე.

საფრანგეთის საავადმყოფოებში ექიმები მედიტაციას იყენებენ დეპრესიის, სევდა-ნაღველის და ტკივილის სამკურნალოდ.

დღეს მედიტაცია დიდადაა პოპულარული. შეუძლებელია მედიტაციის მიმდევართა რაოდენობის დადგენა იმიტომ მათ არ აერთიანებს არც ერთი ორგანიზაცია.

მაგრამ არც ისე დიდი ხანია რაც მან შეაღწია საზოგადოების ყველა სფეროში. ასე ხდება საფრანგეთშიც.

რა თქმა უნდა არის რელიგიური მედიტაცია,მაგრამ სულ უფრო და უფრო არის საერო პრაქტიკაც, ინდივიდუალური თუ დასვენება სამსახურებში, საავადმყოფოებში,

ჯარში, ციხეებში,სკოლაში.... და ეს მხოლოდ დასაწყისია,ვინაიდან ოციოდე წელია რაც გამოკვლევებმა აჩვენეს მედიტაციის უამრავი სასიკეთო ფსიქოლოგიური თუ სამედიცინო შედეგი.


მეტიც, მოქმედი ტვინის შესწავლა გვიჩვენებს რომ მჭვრეტელობითად მიჩნეული ეს პრაქტიკა მას ღრმად ცვლის მის სტრუქტურაში.

ემოციების და განწყობების უკეთესად გაგების წყალობით ის გონებას მიმართავს მეტი სიმშვიდისკენ, და,ყველაზე მეტად,თანაგრძნობისკენ და ალტრუიზმისკენ. !

სწორედ ესაა მედიტაციის ერთ-ერთი საოცარი ასპექტი. ის თითქოს ყოველ ადამიანს აძლევს პასუხებს მის საკუთარ კითხვებზე როგორებიც არ უნდა იყოს ეს კითხვები და აადვილებს სხვებთან ურთიერთობას.

"არაა ლაპარაკი სხვად გახდომაზე,ტვინით მანიპულაციაზე თუ ამაღლებაზე, ლაპარაკია ჩვენს საკუთარ თავში ჩვენი ადამიანობის ღრმა განზომილების შეცნობაზე". ნამდვილი წამალი ტანჯვის საწინააღმდეგოდ,ამბობს ბიოლოგი და ბუდისტი ბერი მათიე რიკარი //Matthieu Ricard//: " ყოველ ჩვენთაგან აქვს ჩვენი და სხვათა მტანჯველი გონებრივი მდგომარეობისგან განთავისუფლების,შინაგანი სიმშვიდის პოვნის და კეთილდღეობისთვის ხელის შეწყობის პოტენციალი. მედიტაცია გვეხმარება ამაში".

მაგრამ კერძოდ რაზეა ლაპარაკი ?


Добавьте подпись
"დასავლეთში მედიტაციასთან ყველაზე ახლო გამოცდილებაა პოეზია", ამბობს ფილოსოფოსი ფაბრის მიდალი.

პოეტი სამყაროს უყურებს წინასწარ აკვიატებული აზრის და შეხედულების გარეშე, ის გახსნილია იმისთვის რაც არის.

მედიტაციაც გვასწავლის აწმყოში მუდამ ახლად,თითქოს პირველად შესვლას.".

მედიტაცია გვთავაზობს სამყაროს თუ არა სულ მცირე მასზე ჩვენი შეხედულების შეცვლას და ჩვენი ცრურწმენებისგან და აკვიატებული აზრებისგან განთავისუფლებას.....

რატომაა ამდენი ლაპარაკი მედიტაციის შესახებ?თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე კომტ-სპონვილი :

" მედიტაცია პასუხობს არა საჭიროებას არამედ წადილს, მისწრაფებას. სიმშვიდის, სიმარტივის, გათავისების, შინაგანობის,

სულიერების წადილს, მისწრაფებას მათკენ.

ეს წადილი უფრო ძლიერია დღეს იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება უფრო მღელვარეა, უფრო მოჩვენებითია,უფრო ზედაპირულია ვიდრე ოდესმე.

ჩვენ ვცხოვრობთ მოხმარების საზოგადოებაში რომელიც ასევე არის სპექტაკლის და სიჩქარის საზოგადოება.

მედიტაცია ყოველივე ამის საწინააღმდეგო რამეა.



ეს უფრო ყოფნაა ვიდრე რაღაცის ფლობა,ქონება,ესაა განჭარცვის,სინელის,უძრაობის სკოლა.

საფრანგეთში მედიტაცია თითქოს უფრო გვიან აღმოაჩინეს ხელახლა ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბათ იმიტომ რომ რომ ამერიკამ შეკრიბა ადამიანები ყველა ქვეყნიდან და ისინი უფრო გახსნილები არიან არაევროპული, განსაკუთრებით აზიური კულტურების მიმართ.მედიტაციის საწყისი 25-ოდე საუკუნის წინ ბუდასთანაა. ...

მაშ რამოდენიმე ათწლეულით მეტი თუ ნაკლები...

მედიტაციის მნიშვნელობას ადასტურებს მეცნიერება:ფრანგი ბუდისტი ბერი,ბიოლოგი მათიე რიკარი (Matthieu Ricard):
ჩვენი ცხოვრების ხარისხი განსაზღვრულია იმით თუ როგორ გარდაქმნის ჩვენი სული გარე სამყაროს შინაგან სამყაროდ.

ჩვენ შეიძლება ყველაფერი გვქონდეს ბედნიერებისთვის მაგრამ მაინც ვიყოთ საწყლები და ბეჩავები.

ჩვენ შეიძლება ყველაფერი გვქონდეს იმისთვის რომ სრულებით მშვიდები ვიყოთ მტრულ გარემოცვაში მაგრამ მაინც ვიყოთ გატანჯულები.

ბუდიზმის მიერ შთაგონებული მედიტაცია შეიძლება ტარდებოდეს სრულებით საერო სახით როგორც ეს ხდება კიდეც დღეს დასავლეთში.

მან ასევე შეიძლება დაგვაყენოს ოპტიმალური მდგომარეობისკენ მიმავალ გარდაქმნის გზაზე რომელიც გაგვანთავისუფლებს ისეთი მენტალური შხამებისგან როგორებიცაა სიძულვილის გრძნობა,ამაო და აკვიატებული წადილები, ცოხნა...

მან შეიძლება მიგვიყვანოს მშვიდობამდე,სიმშვიდემდე და შინაგან თავისუფლებამდე. ჩვენს დროში,როდესაც ხშირად გვტანჯავს სტრესი, მედიტაციამ შეიძლება გვაპოვნინოს სასურველი ემოციური წონასწორობა.

წლების მანძილზე ჩატარებული მეცნიერული გამოკვლევები ადასტურებენ იმას რომ მედიტაცია კარგად მოქმედებს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე.ფსიქიატრი კრისტოფ ანდრე - ის ახდენს ჩვენის საზოგადოების უუნარობისა და ნაკლთა კომპენსაციას:

ვენ ვცხოვრობთ სულ უფრო და უფრო ხმაურიან და მღელვარე გარემოში სადაც მუდამ გვაჩერებენ იმდენად რომ ბევრისთვის უკვე ძნელია კონცენტრაცია რაღაც საქმეზე, ან, მეტიც, მის წინ მდგარ პიროვნებაზე. მობილური ტელეფონი გაუთავებლად ჟღრიალებს და ადამიანს უხდება მოსულ ბარათ ტექსტოებზე დახედვა მათთვის პასუხის გაუცემლადაც.

ფსიქოლოგიური უწყვეტობის, გაშინაგანების ეს ნაკლებობა იწვევს ფსიქიურ ტკივილს ვინაიდან ლაპარაკია ფუნდამენტურ საჭიროებებზე.

არადა მედიტაცია გვეხმარება არსებობით ტკბობაში. ის გვაძლევს ყოველდღიური აურზაურიდან თავის დაღწევის უნარს. ის გვეხმარება ცხოვრების კარგი მომენტების უკეთესად დაფასებაში და საბოლოო ანგარიშით ის გვაეხმარება ჩვენს მღელვარე საუკუნეში მეტისმეტად დიდი ზარალის განცდის გარეშე ცხოვრებაში.

მაშ, მედიტაციას დასავლეთში დღეგრძელობა უწერია.


წყაროსთან... ბუდა, მედიტაცია სინამდვილის დასანახად:

ძველი წელთარიცხვის დაახლოებით 500 წლისთვის მცხოვრები სიდჰარტა გაუტამა იყო ინდოეთის ერთი მეფის შვილი. მამამისს სურდა რომ ის გამხდარიყო მისი მემკვიდრე მაგრამ მეფისწული თავს დატყვევებულად გრძნობდა და გაიქცა სასახლიდან.

ის ეძებდა ხსნას ტკივილისგან და სიკვდილისგან და მისდევდა ძალიან მკაცრ ასკეზას.

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ მედიტაციის პრაქტიკა არსებობდა ბუდამდეც, მაგრამ მისი მიზანი იყო დამშვიდების,სიმშვიდის ძიება.

ბუდასთვს ეს ჩიხი იყო. მასთან ერთად მედიტაციაში მოხდა გადამწყვეტი გარდატეხა.

მედიტაცია არის უარის თქმა კოლექტიურ მთლიანობაზე, სინამდვილესთან კავშირის დამყარება და უფრო ნათლად ხედვა.

სწორედ ასეთმა მედიტაციამ მიიყვანა ბუდა "გამოღვიძებამდე" რამაც მისცა მას სახელი ბუდა-"გაღვიძებული".

მეცნიერებმაც აჩვენეს მედიტაციის ღირსებები:

ვინსკონსინის უნივერსიტეტის ერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელი რიჩარდ დევიდსონი პატივცემული მკვლევარია. მან მიიღო ისეთი სახელგანთქმული პიროვნებები როგორებიც არიან დალაი ლამა და მათიე რიკარი.

მის ჯგუფში 10 წლის მანძილზე მუშაობდა ლიონის ნეირომეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელი ანტუან ლუტცი:

" ჩვენ შევისწავლეთ მედიტაციური პრაქტიკების ნეირონული საფუძვლები, მედიტაციის გავლენა ადამიანის ტვინზე და ქცევაზე ისევე როგორც ყურადღებასთან, ემოციათა რეგულაციასთან, ცნობიერებასთან დაკავშირებულ ნეირონულ წრედთა განვითარებაზე.".

მეცნიერების და მედიტაციის ეს დაახლოება დაიწყო 1983 წელს,როდესაც კოგნიტიურ მეცნიერებათა პიონერი,ფრანგი ფრანსისკო ვარელა შეხვდა დალაი ლამას.

მათ მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსეს ინსტიტუტი Mind and Life// გონება და სიცოცხლე//,მედიტაციის მიმდევართა და მკვლევართა ურთიერთობის ფორუმი.

ეს იყო ნაყოფიერი დიალოგი: "2010 წელს დაიბეჭდა 350 სამეცნიერო კვლევა მედიტაციის შედეგებზე,უხარია მათიე რიკარს . და 2012 წლის აპრილში 700 მკვლევარი შეიკრიბა დენვერში ჭვრეტითი მეცნიერებებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმზე". აი შედეგებიც.

მეტი კონცენტრაცია:ცდებმა აჩვენეს რომ განმეორებადი მედიტაცია აძლიერებს კონცენტრაციის უნარს,ყურადღებიანობას.

სრულ ცნობიერებაზე დაფუძნებული პროგრამა ამცირებს, ერევა სტრესს, მოუსვენრობას, მწუხარებას, სევდას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ სპორტზე და მუსიკათერაპიაზე დაფუძნებულ სტრესის საწინააღმდეგო პროგრამას....

მკვლევარებმა აჩვენეს რომ მედიტაცია აძლიერებს იმუნიტეტს, იმუნურ უნარს.



2009 წელს გამოქვეყნებულმს ერთმა ამერიკულმა გამოკვლევამ აჩვენა რომ ყოველდღიური 15-20-წუთიანი მედიტაცია აჯანსაღებს და აძლიერებს გულს, ამცირებს გულის ავადმყოფობის საფრთხეს.

გამოკვლევებმა აჩვენეს რომ 15-წუთიანი მედიტაცია დღეში ორჯერ შველის მაღალ წნევას. ...

მკვლევართა თანახმად მედიტაცია არის კარგი საშუალება დეპრესიის წინააღმდეგ.


გარდაქმნილი ტვინი:მასაჩუსეტსის საერთო საავადმყოფოში ჩატარებულმა და 2011 წელს გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ აჩვენა რომ მედიტაციაში 8-კვირიანი ვარჯიშის შემდეგ რუხი ნივთიერების სისქე და კონცენტრაცია იზრდება სწავლებასთან და ემოციათა კონტროლთან დაკავშირებულ მარცხენა ჰიპოკამპში ისევე როგორც გრძნობით აღქმასთან,ემოციურ და კოგნიტიურ რეგულაციასთან და განწყობაზე მოქმედ ნეიროგადამცემთა შექმნასთან დაკავშირებულ ზონებში.

მედისონის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად მედიტაცია აძლიერებს ტკივილის ატანის უნარს.

საკუთარ თავთან და სხვებთან უკეთესი დამოკიდებულება:დევიდსონის მკვლევართა ჯგუფმა აჩვენა რომ მედიტაციის კარგად მცოდნეებში აქტიურდება ტვინის "ალტრუისტულ" ემოციებთან დაკავშირებული ზონა, ნაკლებად აქტიურდება ბრაზთან და შიშთან დაკავშირებული ამიგდალი.
იმავე ჯგუფი მედისონის ღარიბი კვარტალის საბავშვო ბაღის ბავშვებს 10 კვირის მანძილზე ასწავლიდა მედიტაციას.

აღმზრდელებმა და მშობლებმა შეამჩნიეს რომ ამის შემდეგ ბავშვებში აშკარად გამოიკვეთა "პროსოციალური" ქცევა.

ბავშვებს სთხოვეს რაღაც პატარა საჩუქრების განაწილებას ოთხ კონვერტში. ერთი უნდა მიეცათ საუკეთესო მეგობრისთვის,მეორე-კლასში ყველაზე ნაკლებად საყვარელი ბავშვისთვის,მესამე-უცნობისთვის და მეოთხე-ავადმყოფი უცნობისთვის. მედიტაციის სწავლამდე ბავშვები ყველა საჩუქარს აძლევდნენ მათ საუკეთესო მეგობარს. მედიტაციის სწავლის შემდეგ კი ისინი თანაბრად ანაწილებდნენ საჩუქრებს 4 კონვერტში.

იარაღი დაბერების წინააღმდეგ:დევისის უნივერსიტეტის //კალიფორნია// ნაშრომების თანახმად სამი თვის დღეში -საათიანი მედიტაცია აძლიერებს ადნ-ის და უჯრედების სიცოცხლის მცველი ენზიმი ტელომერასის აქტივობას.

ამ აქტივობის შესუსტება დაკავშირებულია სტრესთან და ფსიქოლოგიურ მწუხარებასთან და აჩქარებს დაბერებას.

სხვა გამოკვლევა აჩვენებს რომ ძენ-ბუდიზმის რეგულარულად მიმდევრებში არ სუსტდება ყურადღების უნარი. არა და ამ უნარის დასუსტდება თან ახლავს დაბერებას.

ჯონ კაბატ-ზინ-მედიტაციას შეუძლია ადამიანის სახეობის განვითარება:

MBSR-Mindfulness-Based Stress Reduction-ის, ანუ სრულ ცნობიერებაზე დაფუძნებით სტრესის შესუსტების ტექნილოგიის შემქმნელი ჯონ კაბატ-ზინი.

ლაპარაკია აწმყოს გაცნობიერებაზე,ჭვრეტაზე განსჯის გარეშე. შეიძლება ამ უნარის გავარჯიშება და განვითარება ისე როგორც ავარჯიშებენ და ავითარებენ კუნთს.



კუნთის კარგად განვითარებისთვის საჭიროა წინააღმდეგობათა შეხვედრა და მათი დაძლევა.

ასევეა სრულ ცნობიერებაში, რაც არ უნდა შეგვხვდეს, უსიამოვნებაც კი,შეიძლება გამოყენებული იქნეს ამ უნარის განსავითარებლად.
ჯონ-კაბატ-ზინის მიერ 1979 წელს განვითარებული პრაქტიკა გულუსხმობს მედატიციებიდან გამომდინარე პრაქტიკების სწავლას კვირათა მანძილზე.

უნდა ვისწავლოთ არსებობა და მოძრაობა სტრესის მომგვრელ ვითარებებს, არსებობის მწვერვალებსა და დაცემებს შორის.

ძველ ენებში სიტყვები გონება და გული ერთი და იგივე სიტყვაა.

მაშ სრული ცნობიერება, სრული გონება ასევე სრული გულიცაა.

არაა ლაპარაკი ინტელექტზე და შემეცნებაზე.

სრული ცნობიერებით ჩვენ პრაქტიკაში ვართ და არა თეორიაში.

გესმით თუ არა ის რაც ხდება?

გრძნობთ თუ არა იმას თუ რა მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე და თქვენს არსებაზე ყოველ წუთს?

თუ თქვენ ყოველივე ამას ვერ გრძნობთ და ვერ აცნობიერებთ თქვენ ხართ ავტომატური პილოტი.

არ გძინავთ, მაგრამ არც მღვიძარე ხართ.

არადა ჩვენს სახეობას ჰქვია ჰომო საპიენს საპიენს,სახეობა რომელმაც იცის რომ იცის, სხვა სიტყვებით ის აცნობიერებს რომ აცნობიერებს.

ამ სახეობის წარმომადგენლები დიდი წარმატებით ხოცავენ ერთმანეთს.

მაგრამ თუ კი წავალთ ლუვრში დავინახავთ რომ მათ შეუძლიათ დიდი სილამაზის შექმნაც.

არადა სილამაზე,მშვენიერება, მოდის ადამიანის ცონიერი სულიდან რომელიც იცნობს საკუთარ თავს.

მაშინ როდისაც მკვლელი და დამანგრეველი სიგიჟე მომდინარეობს შიშის და ეგოიზმის ტყვედ ქცეული სულიდან.
სრული ცნობიერება ჩვენ გვიბიძგებს მეტი თანაგრძნობისკენ, მეტი სიბრძნისკენ, მეტი ალტრუიზმისკენ.

///ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ პოპულარულ ჟურნალში ეს მაინტერესებს,საგანგებო ნომერი მედიტაცია,რატომ მოქმედებს ეს,საკუთარი თავის ცოდნა,გონებრივი უნარების განვითარება,ჯანმრთელობის განმტკიცება,2013 წლის იანვრის ნომერი.//

თემის დასასრული იქნება...

დემოკრატიულ სამყაროში პოპულარული მედიტაცია-2:
მედიტაციის დასავლური სკოლის ფუძემდებელი ფაბრის მიდალი

წყაროსთან, მილარეპა - მედიტაცია საკუთარი თავისთვის საპატიებლად: 
მილარეპა //1040-1123// არის ტიბეტური ბუდიზმის ყველაზე სახელგანთქმული მოძღვარი.

7 წლის ასაკში დაობლებული მილარეპას დედა გაძარცვა უნამუსო ბიძამ. ლეგენდის თანახმად დედამ მოსთხოვა მილარეპას რომ მას შური ეძია შავი მაგიის მეშვეობით.

მილარეპამ მის მიერ მოტანილ ყველა უბედურებასთან ერთად სახლის ნანგრევებში დაღუპა 35 ადამიანი. მაგრამ ის გასტანჯა სვინდისმა.

ამ ტვირთისგან ის ბოლოს და ბოლოს განთავისუფლდა მედიტაციის მეშვეობით.

მედიტაციის დახმარებით დასძლია მილარეპამ თავისი სასოწარკვეთილება და შესძლო სხვებისთვის დახმარების გაწევა.

ის წლების მანძილზე ცხოვრობდა ტიბეტის გამოქვაბულებებში და იკვებებოდა მხოლოდ ველური ფესვებით. ამიტომ მას ხშირად წარმოადგენდნენ მომწვანო კანით.

სიცოცხლის ბოლოს მან მიაღწია მღვიძარების მდგომარეობამდე და დაიწყო სწავლება. მან სახელი გაითქვა თავისი საგალობლებით.

ყურადღების განმავითარებელი საერო პრაქტიკა:
მოარული აზრი უამრავია და მედიტაციის აღსაწერად სპეციალისტები ხშირად ხსნიან იმას თუ რა არ არის მედიტაცია.

მოარული აზრის თანახმად მედიტაცია ნიშნავს ფიქრს,არა და ეს არაა ინტელექტუალური ვარჯიში,კონცენტრაცია. მედიტაციის დასავლური სკოლის ფუძემდებელი ფაბრის მიდალის თქმით კონცენტრაცია ნიშნავს დაძაბვას, არადა მედიტაცია არის აღმოჩენა იმისა რომ ჩვენში არის რაღაც რესურსი რომელიც არ ეფუძნება ნებას, ესაა ყურადღება.

ყურადღება, ყურადღების გამოჩენა, კი ნიშნავს ანტენების გაშლას, დაკვირვებას, მეტ გახსნილობას,მეტ განგაშს, მედიტაცია არის ყურადღების განვითარება.


მეორე ყალბი იდეა ისაა რომ მედიტაცია არის უფიქრელობა. კრისტოფ ანდრეს თქმით ადამიანის ტვინი არის აზრების წარმოქმნის არაჩვეულებრივი მანქანა რომლის გაჩერებაც ძნელია.

მედიტაციის დროს არ აჩერებენ ფიქრებს მაგრამ ნაბიჯს გადადგავენ განზე რათა იფიქრონ და დაინახონ თუ როგორ ფიქრობენ თვითონ.

5 წლის ანძილზე მედიტაციის მიმდევარი ქალის თქმით თავიდან ჩანს მხოლოდ აზრების დიდი ქაოსი. პრაქტიკასთან ერთად ადამიანი ხვდება რომ ეს აზრები ხშირად უსაფუძვლოა და რომ ისინი იწვევენ ავტომატურ რეაქციებს.მაშინ ადამიანი სწავლობს აზრების როგორც გამაღიზიანებელი მაგრამ მაინც საყვარელი მეგობრების მიღებას.

ბაშვის მუდმივი თხოვნა აჯავრებს მშობელს და აღვიძებს მის შინაგან დემონს. მაგრამ ბავშვს არ უნდა მშობლის წონასწორობიდან გამოყვანა. მშობელი კი დაუფიქრებლად,ავტომატურად მოქმედებს ხოლმე. რატომ? როგორ უნდა მოინახოს უფრო გონივრული, ორივეს დამაკმაყოფილებელი პასუხი?

მედიტაცია ხელს უწყობს გამოსავლის მონახვას.

მედიტაცია ჩვენ ხელახლა გვაკავშირებს ჩვენს ფიზიკურ განცდებთან:

მედიტაციის მიმდევარი თანდათან სწავლობს შეგრძნებათა,გრძნობების,

განცდების,გასჯათა და ა.შ. გარჩევას.

მედიტაცია ამახვილებს და ამძაფრებს ყურადღებას და ამავე დროს ეს არის კონტაქტი სხეულთან.

ფაბრის მიდალის თქმით არსებობს ორი ტიპის მედიტაცია.

სრულ ცნობიერებაზე აწყობილი მედიტაცია ავითარებს ყურადღებას.

მაგრამ არის,მაგალითად,კეთილგანწყობაზე ორიენტირებული მედიტაცია.

ის მდგომარეობს სხვისთვის//საყვარელი ადამიანისთვის,ნეიტრალური,შემდეგ ნაკლებად საყვარელი ადამიანებისთვის და ა.შ.// სიკეთის სურვილში.


მედიტაციის გული,სრული ცნობიერების მედიტაცია არის დაჯდომა და საკუთარ თავში ჩახედვა რათა კავშირი დაამყაროთ იმასთან რაც არის //სუნთქვა,ბგერები,აზრები,ემოციები და ა.შ.//. საყრდენი წერტილია სუნთქვა რომელსაც აკვირდებიან მისი შეცვლის მცდელობის გარეშე.

მედიტაციას არა აქვს მიზანი, მასში არაა მისაღწევი მიზანი:

მედიტაცია განმუხტვისგან უმთავრესად//მაგრამ არა მხოლოდ// განსხვავდება მისწრაფებით. განმუხტვაში მთავარია სუნთქვა,მაგრამ ესაა შედეგის მოპოვების,განმუხტვის მდგომარეობის მიღწევის საშუალება.

სავსე ცნობიერებაში ადამიანი აკვირდება იმას რაც ხდება რამის შეცვლის ცდის გარეშე.

მედიტაციას არა აქვს მიზანი,საწინააღმდეგო შევთხვევაში ვებმებით ბრძოლაში,ხსნის ფაბრის მიდალი. მედიტაციაში არაა მისაღწევი წარმატება,საკმარისია კონტაქტის დამყარება იმასთან რაც ხართ. ადამიანი თავისუფლდება მოარული იდეების ტყვეობიდან,ის ხვდება თავის ნამდვილ წადილს და თავს თავისუფლად გრძნობს. ეს ამხნევებს იმიტომ რომ ადამიანი აღარ იბრძვის საკუთარი განწყობის წინააღმდეგ.

" მედიტაციის დაწყებამდე მე ჩართული ვიყავი გიჟურ რბოლაში,მე ვახერხებდი ყველაფრის გაკეთებას მაგრამ ეს ხდებოდა ტანჯვით და მე თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მე ვიყავი დედა,პატრონი,მეუღლე,საწარმოს ხელმძღვანელი",ყვება მარი-ლორ-კატუარი,სამი შვილის დედა რომელიც 8 წელიწადია რაც მისდევს მედიტაციას.

მედიტაციამ მომხსნა თვალსაფარი,ამიხილა თვალები და მომცა ჩემი თავის გამთლიანების,ჩემს თავში მთავარის დანახვის,ყველაფერ ამასთან დამეგობრების საშუალება. მე გავბედე ჩემი მეობის შენარჩუნება ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში".
მედიტაცია ეგოცენტრული ?

ტყუილად ფიქრობენ რომ მედიტაცია სამყაროსგან განდგომაა ,ამბობს კრისტოფ ანდრე. პირიქით,ის გვასწავლის სამყაროსთან ხელახლა დაკავშირებას. ვუკავშირდებით სამყაროს როგორც სასიამოვნო ისე არასასიამოვნო ასპექტებს ისე რომ ვინარჩუნებთ მოქმედების უნარს.

ფაბრის მიდალის თქმით მედიტაციას სპონტანურად მოაქვს ნდობა და კეთილგანწყობა. მედიტაცია გვაძლევს ასევე მეტ უკანდახევას,მეტ იუმორს. ეს გვეხმარება სხვებისკენ და სინამდვილისკენ გახსნაში.

ფილოსოფიის დოქტორი ფაბრის მიდალი- დასავლეთისთვის ეს არის რევოლუცია:

მედიტაციის გავრცელება დასავლეთში ეყრდნობა ერთ გაუგებრობას. სჯერათ რომ მედიტაციის მიზანია ჩვენი დამშვიდება და დაწყნარება.

რა თქმა უნდა ადამიანი უკეთ გრძნობს თავს როდესაც მას შესაბამისი პოზა აქვს მიღებული,მაგრამ თუ თქვენ მედიტაციას მიმართავთ ამ მიზნით თქვენ ჩაებმებით ბრძოლაში რომლის მიზანიცაა სიმშვიდის შენარჩუნება...

ასე წარმოდგენილი მედიტაცია არის თანამედროვე ბარბაროსობის ნაწილი-ვიყოთ უფრო ეფექტურები მედიტაციის წყალობით. აღარ იქნებით შეშფოთებულნი,სევდიანნი,დასტრესილნი.

მაგრამ ასე წარმოდგენილი მედიტაცია კარგავს მთელ თავის აზრს.

არადა რევოლუცია რომელსაც ის სთავაზობს დასავლეთს არის ახლებური დამოკიდებულება საკუთარ თავთან და სამყაროსთან.


მედიტაცია ეფუძნება კეთილგანწყობას არსებობის როგორც სასიამოვნო ისე არასასიამოვნო ასპექტების მიმართ.

ის გვაძლევს არსებობას და არა კეთილდღეობას.

მედიტაცია დასავლეთში გამოჩნდა სამი ბუდისტი მოძღვრის წყალობით.

1950-ან წლებში ძენის მოძღვარი შუნრიუ სუზუკი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პრაქტიკის გასავრცელებლად. მას სჯეროდა რომ მედიტაცია იკარგებოდა იაპონიაში.

ეს ნაკლებად ცნობილია, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იაპონიაში დიდად აღარ მისდევენ მედიტაციას.

1960-ან წლებში ევროპაში გამოჩნდა იაპონელი მოძღვარი ტესენ დეშიმარუ, ტიბეტელი მოძღვარი შოგიამ ტრუგპა კი დამკვიდრდა ინგლისში.

სამივეს სურდა დასავლეთისთვის ბუდიზმის კვინტესენციის,მედიტაციის გადაცემა.

მათ შექმნეს მედიტაციის მიმდევართა თაობა ტრომელიც თავიდან უფრო შედგებოდა ექიმებისგან და შემოქმედებისგან.

1970-ან წლებში თვითონ დასავლელები წავიდნენ აზიაში//მაგ.მათიე რიკარი// დიდ მოძღვრებთან სასწავლებლად. შემდეგ რამოდენიმე ამერიკელი //ჯეკ კორნფილდი, შარონ სალცბერგი...// გადასცემენ მთლიანად გასაეროებულ მედიტაციას.

მე სწორედ ამ სულისკვეთებით შევქმენი მედიტაციის დასავლური სკოლა ვინაიდან არაფერი მსგავსი არ არსებობდა საფრანგეთში.

5 რჩევა ნაბიჯ-ნაბიჯ მედიტაციისთვის:
სასიამოვნო ხმები, ყველანაირი ხმაურები, კეთილდღეობის თუ დაძაბულობის განცდა.... მედიტაცია უპირველეს ყოვლისა შეგრძნებაა.

კრისტოფ ანდრეს თქმით სრული ცნობიერების მედიტაცია ადვილია. ისაა ყურადღების მიპყრობა აწმყოსთვის და აქაურობისთვის. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის ზოგი ფსიქიური ავადმყოფობებით დაავადებულთა გარდა და საჭიროა ექიმის დასკვნა.

მედიტაცია მოითხოვს რეგულარულ პრაქტიკას,დღეში,სულ მცირე 20 წუთს.

ადამიანი ყოველ დღეს 3,5 საათს მაინც უყურებს ტელევიზორს და ამასთან შედარებით ყოველ დღე 20 წუთი არაფერია.

ტელევიზორის ყურება ძალისხმევის გარეშე გვანიჭებს სიამოვნებას,მაგრამ რეალურად არაფერს გვაძლევს.

მედიტაცია პირიქით,მოითხოვს ძალისხმევას,ეს ზოგჯერ ძნელია,მაგრამ ის გვაძლევს არსებობის,სივრცის განცდას და შინაგან ნდობას.

აი ზოგი გასაღები დასაწყებად.

პოზა-სამყაროსადმი დამოკიდებულება:დაჯდომა სკამზე ან ფეხებშეკეცილი ბალიშზე, თვალები უნდა იყოს ნახევრად ან მთლიანად დახუჭული, ხელები ბარძაყებზე... რჩევები იცვლება სკოლებისა და მედიტაციის მიმდევართა შესაძლებლობების შესაბამისად. მთავარია პოზის კომფორტულობა,ზურგი და კისერი სწორად უნდა იყოს მაგრამ გაშეშების,საყრდენის გარეშე,ღირსებით სავსე მიდგომით ვინაიდან პოზა ასახავს სამყაროსადმი ჩვენს დამოკიდებულებას. წამომართვა ნიშნავ დაინტერესებას იმით რაც ხდება, შენიშნავს ფაბრის მიდალი/



სუნთქვა-ღუზა ქარიშხალში: მთელი მედიტაციის საფუძველია სუნთქვასთან დაკავშირება. ყურადღება უნდა მიექცეს ჩასუნთქვას, შემდეგ ამოსუნთქვას და ა.შ. მათი შეცვლის გარეშე. სუნთქვა ჩვენ გვაგრძნობინებს ჩვენს ცოცხალ სხეულს. სუნთქვა ღუზაა იმიტომ რომ ყველა ვითარებაში,სტრესის მომგვრელი იქნება ეს ვითარება თუ არა,ჩვენ შეგვიძლია სუნთქვასთან დაკავშირება.

დროთა მანძილზე მედიტაციის მიმდევარი აღარ აკვირდება სუნთქვას გარედან,ის ბოლოს და ბოლოს სუნთქვასთან ერთად შეადგენს ერთ მთლიანობას,მაშინ სუნთქვა ხდება ადამიანის მის შინაგან სამყაროსთან და გარემოსთან დაკავშირების საუკეთესო საშუალება,ამბობს კრისტოფ ანდრე.

გრძნობები, მედიტაციის გული:
მედიტაციის მოჩვენებით სიჩუმეში გრძნობებს ღვიძავთ და ისინი აღიქვამენ ყველაფერს როგორც გარეთ ისე მედიტაციაში მყოფის შიგნით. აღიქვამენ ხმებს,შეხებას ნიადაგთან თუ იატაკთან,ქავილებს თუ ძლიერ სურვილებს, ტკივილებს, განმუხტვის განცდას ან პირიქით, გაღიზიანებას, მოუთმენლობას...

მედიტაციის დროინდელი თუ უფრო ადრინდელი მოვლენები ჩვენს სხეულში ტოვებენ ზოგჯერ ძნელად შესამჩნევ ნაკვალევს-სიბრაზის დროს რაღაც იჩხირება ყელში,შფოთი ნასკვს ტოვებს მუცელში... ან ისინი აღვიძებენ აზრებს.

მედიტაციაში მყოფს შეიძლება გაუჩნდეს ქავილის გრძნობა, მოძრაობის, ვიღაცისთვის დარეკვის ან მედიტაციის დასრულების და სხვა რამეზე გადასვლის სურვილი....

მედიტაცია გვაძლევს ამ გრძნობებზე და მაშინალურ რეაქციებზე დაკვირვების, მათი ამოცნობის საშუალებას. ეს გვასწავლის ყველა ვითარებასთან მუშაობას.

ასე მაგალითად დაძაბულობა სხეულში არაა აუცილებლად პრობლემა.

იდეა არაა კომფორტულად მოკალათება,იდეაა დახვედრა ყველაფრისა რაც მოდის და ხდება,ხსნის ფაბრის მიდალი.

მედიტაცია მხოლოდ ერთგვარი ოაზისი იყოს ის დიდად საინტერესო არ იქნებოდა. ჩვენი ცხოვრება სავსეა რთული მომენტებით და მედიტაცია გვასწავლის მათ მშვიდად დახვედრას.

მედიტაცია იმასაც გვასწავლის რომ გრძნობა უფრო მეტია ვიდრე გვჯერა.

როდესაც გვსმის რაღაც ხმა ჩვენ გვინდა მისი რაღაცნაირად დახასიათება-სასიამოვნო თუ უსიამოვნო,ახლო,შორი,ნაცნობი,უცნობი...მაგრამ ჩვენ შეიძლება დავასკვნათ რომ ხმა მეტია ვიდრე მისი დახასიათება. მედიტაცია კარს უხსნის გრძნობებით აღქმას.

სრული ცნობიერების პრაქტიკა გვთავაზობს პოზის მიღების და სუნთქვაზე კონცენტრაციის შემდეგ ყურადღების მიქცევას ხმებისთვის,სხეულის ტკივილებისთვის,ემოციებისთვის და ა.შ.

აზრები-ნედლეული:
მედიტაციისთვის დაჯდომის და საკუთარ აზრებზე დაკვირვების დაწყების შემდეგ ვასკვნით რომ აზრები არასოდეს ჩერდება, მეტიც, რომ აზრები უდისციპლინოები არიან.

მათიე რიკარი ბუდისტური ტრადიციის შესაბამისად აზრებს ადარებს მოუსვენარი და ტოტიდან ტოტზე მხტომი მაიმუნების ჯგუფს. 


აზრებზე დასაკვირველად საჭიროა ჯერ სუნთქვაზე და შემდეგ სხეულზე,როგორიც ის არის,კონცენტრაცია. გარკვეულ დროს აუცილებლად მოვხვდებით ჩვენს ფიქრებში.


აზრის ეს ხეტიალი ნორმალურია, აზუსტებს კრისტოფ ანდრე,ის არაა მედიტაციის მარცხის ნიშანი თუ არასასურველი და მოსასპობი მოვლენა. ესაა ძალიან ჩვეულებრივი და ამიტომ მივიწყებული მოვლენა. და საბოლოო ანგარიშით აზრებს ვაიგივებთ სინამდვილესთან.

სრული ცნობიერება ამ მოვლენის ცხადად დანახვის და სულის ხეტიალისგან მეტად უკან დახევის საშუალებას.

მედიტაცია,ფიქრებზე დაკვირვება გვიჩვენებს რომ მედიტაცია არის ცნობიერების ელემენტი და არა ცნობიერება მთლიანად.

თქმა იმისა რომ ჩემი ცხოვრება ნაღვლიანია ერთია და თქმა იმისა რომ მე ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება ნაღვლიანია-სხვაა.

ფაბრის მიდალი აზუსტებს რომ საკუთარ ფიქრებში ჩაძირვისას ამას ხედავთ კეთილგანწყობით, განსჯის გარეშე,და უკან ბრუნდებით.

არაფერი იცვლება იმით თქვენ დაბრუნდებით ორჯერ,ექვსჯერ,ასჯერ,თუ ათასჯერ.

მედიტაცია არის დანახვა იმისა რომ საკუთარ აზრებში დაკარგვა განსხვავდება აწმყოსთან კონტაქტისგან.

მოლოდინები, უარსაყოფი რეფლექსები: ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ჩვენ მიჩვეულები ვართ გამიზნულად, მიზნებით მოქმედებას.

არადა მედიტაცია არის შინაგანი, შიდა თავგადასავალი.

ამოფრქვეული აზრები,განცდები და შეგრძნებები ბევრ რამეს გვასწავლიან ჩვენი სულისა და სამყაროში არსებობის ჩვენეული ფორმის შესახებ.

მათ უნდა მივცეთ გამოვლენისთვის აუცილებელი სივრცე და,მაშ,უნდა დავივიწყოთ მოლოდინები და მიზნები. სულ მცირე ჩავინიშნოთ მათი არსებობა და გადავდოთ გვერდზე.

ფაბრის მიდალის თქმით არ არსებობს წარმატებული თუ წარუმატებელი მედიტაცია.

მედიტაცია არ ემსახურება არაფერს სარგებლობის ჩვეულებრივი, მოარული მნიშვნელობით.

მედიტაციას რა თქმა უნდა მოაქვს სარგებლობა და სიკეთე მაგრამ მიზნად შედეგის დასახვა ზღუდავს და ამცირებს მედიტაციის მნიშვნელობას.

ეს ჰგავს მეგობრის ნახვას. მარტოობა მოქმედებს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე მაგრამ მეგობრის სანახავად არ წავალთ უტილიტარული მიზნით. ამის გაკეთება საშინელება იქნება და შედეგიც სულაც არ იქნება გარანტირებული.

მედიტაციაც იგივეა.

მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ სწრაფადაც კი ჩნდება მედიტაციის სასიკეთო ნაყოფიც.

ფაბრის მიდალის თქმით ეს ჰგავს შხაპს სულისთვის. ყველაფერი,ჩვენი აღქმა,ჩვენი აზრები ცოტა უფრო ცოცხლდება. ჩვენ ზავს ვდებთ იმასთან რაც ვართ.

მედიტაცია გვაშორებს იმის შეგრძნებას რომ არსით ცუდები ვართ. 

პირიქით, მედიტაცია ჩვენ განგვაცდევინებს იმას რასაც ბუდიზმი უწოდებს საწყის სიკეთეს-არსებობა კარგია, კარგია რომ გრძნობ რომ ხარ ცოცხალი.


საფრანგეთში ზოგი გამონაკლისის გარდა მედიტაცია ასოცირებულია რელიგიასთან, განსაკუთრებით ბუდიზმთან.

მაგრამ არის მისი საერო ფორმებიც,მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოტანილი და ფსიქიატრებისა და თერაპევტების მიერ განვითარებული საერო მედიტაციის ფორმა რომელიც სრულ ცნობიერებაზეა დაფუძნებული. Mindfulness-ის განვითარების ასოციაცია მათ აერთიანებს მთელს საფრანგეთში.

ფაბრის მიდალმა შექმნა მედიტაციის დასავლური სკოლა.

პარიზში ის პრაქტიკას წარმოადგენს მკაცრად,უბრალოდ და საეროდ და მას უკავშირებს პოეზიას და ფილოსოფიას.

სხვები სთავაზობენ ინიციაციას ან განმარტოებას მედიტაციისთვის და წარმოადგენენ ბუდისტურ ტრადიციას//მაგალითად იკვლევენ ტექსტს ტანჯვის ბუნებაზე და საგანთა თუ არსთა წარმავალ,მოკვდავ ხასიათზე.

დაიწყო განვითარება ქრისტიანულმა მედიტაციამ.


მოერიდეთ სექტანტურ დამოკიდებულებებს,განსაკუთრებით ადგილებს სადაც ჩანს პიროვნების კულტი,სადაც ყოველ ოთახში არის მოძღვრის ფოტო.

რაც შეეხება რელიგიურ ასპექტს ყველამ თვითონ უნდა განსაზღვროს მოსწონს მას ეს თუ არა.

მედიტაციის წინა და შემდგომი რიტუალებიც ზოგს შეიძლება მოეწონოს და ზოგს-არა.

ყოველ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს რომ კულტურული და რელიგიური ასპექტები არაა აუცილებელი მედიტაციისთვის.

ცოტა ხნის წინ სპეციალისტებმა ჩაიწერეს კომპაქტ-დისკები რომელთა მოსმენაც შეიძლება სახლში. ეს ძალიან კარგად მოქმედებს როგორც ინიციაციის ისე რეგულარული პრაქტიკის შემთხვევაში. ასე სასურველ მომენტში ყოველთვის ვნახავთ პერსონალურ დამრიგებელს.

მაგრამ მედიტაციის ყველა მიმდევარის თქმით ვერაფერი ცვლის დრო და დრო კოლექტიურ მედიტაციას,რომელიც მუდამ უფრო ძლიერია.

მისამართები-საეროები-www.qssociation-mind fulness.org; www.ecole-occidentale-meditation.com

ბუდისტური- www.zen-occidental.net; dana-sangha.org; fr/start_fr.htm;http//village despruniers.net

ქრისტიანული-http://www.tail-thakoum.asso.fr/meditation pleine-conscience


წყაროსთან... ევაგრე პონტოელი, მედიტაცია ძველებურად:
თანამედროვე თურქეთის ჩრდილოეთით პონტოს პროვინციაში დაბადებული ევაგრე //346-399// არის ისიხაზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი//hesychia ბერძნულად ნიშნავს უძრაობას,დასვენებას,დუმილს//.
დღეს უფრო მართლმადიდებლებში ცნობილი ეს სულიერი მისტიკური პრაქტიკა არის მდუმარე ლოცვა, როდესაც სუნთქვის რიტმში ახსენებენ იესოს სახელს. 


ის მიზნად ისახავს შინაგანი, სულიერი სიმშვიდის და მოსვენების მიღწევას.

ამისთვის ევაგრე მორწმუნეებს ურჩევდა ყველაფრის უარყოფას ყველაფრის მოსაპოვებლად სალოცავად უდაბნოში განმარტოებით გასვლით.

მანვე დაადგინა სულის 8 ავადმყოფობა რომლებიც წარმოადგენენ დაბრკოლებებს ნამდვილი სულიერი ცხოვრების გზაზე. ეს სია არის 7 მთავარი, მომაკვდინებელი ცოდვის სიის წყარო.

მისთვის სიკეთე იყო მხოლოდ ღმერთი.

მადამ გუიონ, მედიტაცია ღმერთთან კონტაქტის დასამყარებლად:
ჟან-მარი ბუვიე დე ლა მოტი.იგივე მადამ გუიონ //1648-1717// არის მე-17 საუკუნის დიდი მისტიკოსი. 28 წლის ასაკში დაქვრივებულმა,მან ხელმეორედ დაქორწინებას არჩია სულიერი თავგადასავალი. ის მინებდა ღმერთს და მის ნებას. მან დაწერა ნაშრომი "მოკლე საშუალება" რომლითაც ასწავლიდა ლოცვას მედიტაციის მონათესავე ჭვრეტითი კონცეფციის შესაბამისად.

მაგრამ ლიუდოვიკო მეთოთხმეტის დროს ეკლესია და ხელისუფლება ემთხვევა ერთმანეთს და რწმენასთან საკუთარი პირადი დამოკიდებულების აღწერა საშიში რამეა განსაკუთრებით ქალისთვის. მისი ნაწერები აკრძალეს და თვითონ ის რამოდენიმეჯერ დააპატიმრეს.

მიუხედავად ამისა ის ჭვრეტით ლოცვას ჩუმად ასწავლიდა როგორც კათოლიკეებს ისე პროტესტანტებს.

როგორ იპყრობს მედიტაცია საზოგადოებას:
დღეს მსოფლიოში მედიტაციას იყენებს 750 საავადმყოფო და კლინიკა, მედიტაციას მისდევენ როგორც ავადმყოფები ისე ექიმები. მედიტაცია შველის დეპრესიას. აწყნარებს ტკივილებს და მრავალ ავადმყოფობას.

კოლეგებთან ერთად დოქტორმა ბლოშმა სტრასბურგის უნივერსიტეტში შექმნა პირველი საუნივერსიტეტო დიპლომი "მედიტაცია და ნეირომეცნიერებები"...

საავადმყოფოების შემდეგ მედიტაცია შევიდა საწარმო დაწესებულებებშიც. ბევრი თვლის რომ მედიტაცია აუმჯობესებს თანამშრომელთა შრომის ნაყოფიერებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიტაცია უკვე ბევრად უფრო დიდი ხანია რაც იქცა წეს-ჩვეულებათა ნაწილად. თავდაცვის დეპარტამენტმა 1,7 მილიონი დოლარი მისცა მაიამის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს იმისთვის რომ მათ სრული ცნობიერების გამოყენება შეუთავსონ სამხედროთა საჭიროებებს. მიზანი-სამხედროებმა ფხიზელი გონება უნდა შეინარჩუნონ წარმოუდგენელ და რთულ მდგომარეობებშიც რომლებშიც ისინი ხვდებიან ბრძოლის დროს.

ამ პროგრამის მონაწილე ნეირომკვლევარი ამიში იჟას თქმით ის ცდილობს აღზარდოს მეტი გარჩევის უნარის მქონე ჯარისკაცი რომელიც ნაკლებად დაუშვებს შეცდომებს დაუდევრობით თუ სტრესის გამო.

მედიტაციით ცდილობენ უშველონ ვეტერანებს რომელთა შორისაც მკვეთრად გაიზარდა დეზერტირობის,თვითმკვლელობათა, ნარკომანიის და ოჯახური ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა.

მეტი კეთილგანწყობა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ:
მათიე რიკარის თქმით მედიტაცია აძლიერებს კეთილგანწყობას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

სამხრეთ აფრიკაში,ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტები ჩატარდა ციხეებშიც. მედიტაციას მისდევენ პატიმრებიც. ამან გამოიწვია აგრესიულობის კლება და გაუმჯობესდა პატიმრების და მათ მცველთა ურთიერთობები.

მედიტაციამ შეაღწია ამერიკის შეერთებული შტატების,დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის სკოლებშიც.

მედიტაციის საფუძველზე შექმნეს საგანმანათლებლო თამაშები ბავშვებისთვის // "წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ მოვედით მარსიდან".9 წლის ბავშვები ხუჭავენ თვალებს. მასწავლებლები მათ ხელში უდებენ ორ ობიექტს. ბავშვები სხვა პლანეტიდან არიან მოსულები და და ამ ობიექტების გასაანალიზებლად აქვთ მხოლოდ შეგრძნებები და არა აზრი. ობიექტები არის გამხმარი ყურძენი. მსგავსი ექსპერიმენტების მეშვეობით ბავშვებს უმახვილდებათ გრძნობები//.

მედიტაციის წყალობით ბევშვებში მცირდება აგრესიულობა და ძლიერდება თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ. ისინი უკეთეს ნიშნებსაც იღებენ.

მედიტაცია შევიდა ოჯახებშიც. მშობლები სწავლობენ ყურდღების გამახვილებას განსჯის გარეშე.

კაბატ ზინის აზრით ბავშვები არიან ზენის ოსტატები როდესაც ისინი თამაშობენ,იცინიან,ტირიან. ისინი მთლიანად არიან შთანთქმულნი აწმყოთი და სამაგალითოები არიან მათი მშობლებისთვის რომელთაც აკლიათ ყურადღება აწმყოს მიმართ.

ლაპარაკი არაა სრულყოფილ მშობელად გახდომაზე. ლაპარაკია ნებისმიერი განცდის მიმართ გახსნილობაზე. საკუთარ თავში და ირგვლივ ამ წუთში მიმდინარე პროცესებზე ყურადღების გამახვილებაზე.....

///ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ პოპულარულ ჟურნალში "ეს მაინტერესებს",საგანგებო ნომერი მედიტაცია,რატომ მოქმედებს ეს, საკუთარი თავის ცოდნა,გონებრივი უნარების განვითარება, ჯანმრთელობის განმტკიცება, 2013 წლის იანვრის ნომერი.//

 
 ჟურნალის სათაური ფრანგულად.

No comments: