10.09.2013

უბედურება - საბჭოთა გოგონას დღიური


არამზადა ლენინის მიერ საუკეთესო და არაჩვეულებრივ ქართველად გამოცხადებული სტალინის ხანაზე: "... უცნაური ამბები ხდება რუსეთში. შიმშილი, კანიბალიზმი... ბევრ რამეს ყვებიან პროვინციიდან ჩამოსულები. ყვებიან რომ ვერ ასწრებენ ქუჩებში გვამების აღებას, რომ პროვინციული ქალაქები სავსეა დამშეული და დაკონკილ-ჩამოფლეთილი გლეხებით. ყველგანაა საშინელი ქურდობა და ბანდიტიზმი..."

1930-ანი წლების საბჭოთა მოწაფის ეს ნაწერი უზარზმაზარი წარმატებით სარგებლობს დასავლეთში, მის ავტორს უძახიან რუს ანა ფრანკს, რუსეთში და მის არემარეში კი თითქმის არავინ არაფერინ იცის გოგონაზე რომელიც გადაასახლეს გულაგში მისი პირადი დღიურის გამო. არ იციან ან არ სურთ ამის ცოდნა.

"უცნაური ამბები ხდება რუსეთში. შიმშილი, კანიბალიზმი... ბევრ რამეს ყვებიან პროვინციიდან ჩამოსულები. ყვებიან რომ ვერ ასწრებენ ქუჩებში გვამების აღებას, რომ პროვინციული ქალაქები სავსეა დამშეული და დაკონკილ-ჩამოფლეთილი გლეხებით. ყველგანაა საშინელი ქურდობა და ბანდიტიზმი.

და უკრაინა? მდიდარი უკრაინა... რა დაემართა? მას მას ვერ იცნობთ ეხლა.

ესაა მკვდარი მდუმარე ტრამალი. აღარა ჩანს მაღალი ჭვავი... ქარი აღარ არყევს მაღალ თავთავებს. ტრამალი წალეკა სარეველამ და ეკლიანმა ბუჩქნარმა.

აღარა ჩანს დიდი და მხიარული სოფლები მათი თეთრი უკრაინული სახლებით,აღარ ისმის მჟღერი უკრაინული სიმღერები.
აქა-იქ ჩანს მკვდარი, ცარიელი სოფლები.

უკრაინელები გაიქცნენ, დაიფანტნენ. ლტოლვილები დაჟინებით და შეუჩერებლად ჩადიან დიდ ქალაქებში საიდანაც მათ მიერეკებოდნენ იქითკენ სადაც მათ ელოდათ სიკვდილი. მაგრამ ბრძოლა არსებობისთვის გრძელდებოდა. ადამიანები იხოცებოდნენ რკინიგზის სადგურებზე. მატარებლებში, მაგრამ მაინც ჩადიოდნენ მოსკოვში.

მაგრამ ბოლშევიკებმა ეს უბედურებაც გათვალეს. მათ გაზაფხულზე დათესეს მიწის პატარა ნაკვეთებზე ფა მოსავლის ასაღებად გააგზავნეს წითელი არმია."

"რამოდენიმე დღე საათობით ვოცნებობდი იმაზე თუ როგორ მოვკლავ მას,მის დაპირებებს,მის დიქტატურას, რუსეთის დამასახიჩრებელ გარყვნილ ქართველს. როგორაა ეს შესაძლებელი? როგორ მოხვდა არამზადას ხელში დიდი რუსეთი,დიდი ხალხი?"

სკოლის მოწაფე,პოლიტიკური ბრალდებით გადასახლებულის ქალიშვილი ნინა ლუგოვსკაია დღიურს წერდა 1932-1937 წლებში. მას ეჯავრებოდა ტოტალიტარული რეჟიმი. 13 წლის ბავშვი ზედიზედ აანალიზებდა ყველაფერს რასაც ხვდებოდა//სკოლის ამბებს, ნაცნობების დაპატიმრებას, საკუთარ ზრდას, ფოქსტროტს, ყველაზე სიმპატიური გმირი ჩელუსკინელით აღფრთოვანებას.

ის დააპატიმრეს როდესაც 17 წლის გახსა. მას დააბრალეს მოწყობა შეთქმულებისა პარტიის ბელადის მოკვლის მიზნით. სამხილად მოიყვანეს თვითონ ნინას მიერ დაწერილი სტრიქონები რომლებიც მან დაწერა მაშინ როდესაც მამამისს უარი უთხრეს პასპორტზე:

"რამოდენიმე დღე საათობით ვოცნებობდი იმაზე თუ როგორ მოვკლავ მას,მის დაპირებებს,მის დიქტატურას, რუსეთის დამასახიჩრებელ გარყვნილ ქართველს. როგორაა ეს შესაძლებელი? როგორ მოხვდა არამზადას ხელში დიდი რუსეთი,დიდი ხალხი?"

დაკითხვებზე სკოლის მოწაფე იძულებული იყო ეღიარებინა რომ ძალიან მტრულად იყო განწყობილი ბოლშევიკთა ხელმძღვანელების და პირველ რიგში სტალინის წინააღმდეგ. ფორმულირება გარყვნილი ქართველი გაშიფრეს ისე როგორც საჭირო იყო. მიზეზიც სწრაფად ნახეს-გოგონას უნდოდა შურისძიება მამის გამო.

საგამოძიებო საქმეში დარჩა აშკარად კარნახით დაწერილი აღიარება: "მე მინდოდა წინასწარ გაგება თუ როდის გამოდის სტალინი კრემლიდან შეხვედრა მასთან კრემლთან და მისი მოკვლა რევოლვერით."


დედამისი გარდაიცვალა მაგადანში. მისი დებიც გადაასახლეს.

ციხის, ბანაკების და გადასახლების შემდეგ გავიდა ოცი წელი და ნინა ლუგოვსკაიამ დაიწყო ბრძოლა რეაბილიტაციისთვის, მან ხრუშჩოვს წერილით აუხსნა რომ მას ბრალდების დამამტკიცებელ საბუთად წარუდგინეს მისი საკუთარი ბავშვური დღიურის სიტყვები, რომ დაკითხვები მეტისმეტად სასტიკი იყო რო მას ემუქრებოდნენ დახვრეტითაც.

ამ პირობებში უკვე "აღარ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რას აწერ ხელს,მთავარი იყო ყველაფერი ამის დამთავრება."

ნინა ლუგოვსკაიას დღიური თარგმნილია 20 ენაზე, მრავალჯერაა გამოცემული, მას კითხულობენ დასავლეთის სკოლების მოწაფეები. მაგრამ რუსეთში და დიად პოსტსაბჭოეთში მის შესახებ იცის მხოლოდ რამოდენიმე სპეციალისტმა...

"სახლშია ირა?-"სახლშია". მე გავიარე დერეფანი . "ნინა?" იყვირა ოთახიდან ირას დედამ "ხო"-ვუპასუხე მე და ოთახში შესვლისას მივესალმე. ირა ჩემსკენ გვერდულად იჯდა მაგიდასთან და რაღაცას ათვალიერებდა. "რას აკეთებ?" ის არ მპასუხობდა... "მისმინე ნინა-დაიწყო ო.ა.-მ,-ირინა ფღეს არ წამოვა, დააპატიმრეს მამა..". მე გავშეშდი და აღარ ვიცოდი თუ რა მექნა. "არავის უთხრა და არ აუხსნა გერმანულის მასწავლებელს თუ რატომ არ მოვიდა ირა". "კარგი,კარგი... "მე შემზარა ამ ჩუმად, უსიტყვოდ მჯდომმა ოჯახმა... და მტირალმა დედამ...

მე გამახსენდა თუ რა დაგვემართა ოთხი წლის წინ როდესაც ჩვენც წაგვართვეს მამა. მაშინ გავიღვიძე დილით ისე რომ არაფერი ვიცოდი. შემოვიდა ბებია და მკითხა წახვალ სკოლაში? მამა დააპატიმრეს.-არა. როდესაც ბებია წავიდა მე ავტირდი. შემდეგ უცბად გავბოროტდი იმაზე ვინც გაბედა მამას წართმევა.... ო, ბოლშევიკებო, ბოლშევიკებო, სადამდე მიხვედით, რას შვრებით".

"მოსკოვის მაღაზიები რამოდენიმე ხარისხისაა. კომერციულ მაღაზიებში ძალიან ბევრია სხვადასხვა პროდუქტი რომლებსაც აძლევენ ყველა მსურველს. იმ მაღაზიებში ყოველთვის იგრძნობა გამოცოცხლება.

დახლებთან არიან გამოპრანჭულ-შეღებილი ქალბატონები, ე.წ. საბჭოთა არისტოკრატია რომელიც უმთავრესად შედგება ებრაელებისგან,კომუნისტების და პასუხისმგებელი მუშაკების ცოლებისგან//ეს საიდუმლოდ,რა თქმა უნდა//. აქ თითქმის არაა უბრალო ხალხი და მაღაზიების დიდ ოთახებში დგას სხვადასხვა სუნამოს სუნი.

კომერციული მაღაზიები არის მოსკოვის ხმაურიან ცენტრალურ ქუჩებზე, მათი დიდი ვიტრინები მდიდრულადაა შემკული. არავის მოსდის თავში აზრად რომ ყველაფერი ეს გიჟურად ძვირია და ამიტომ იქ არ არიან მუშები.

უკვე დაახლოებით 2 წელია რაც სახელმწიფო ეწევა ასეთ სპეკულაციას, დაუნდობლად სპობს კერძო ნეპმანებს და ქმნის სახელმწიფო ნეპმანს.

ამ მდიდრული მაღაზიების გვერდით თითქმის შეუმჩნეველია პატარა მოკრძალებული დუქნები რომლებსაც აქვთ ყველანაირი პროდუქტებით სავსე ვიტრინები. იქ შესვლის მსურველ გამვლელს ხვდება წარწერა "სახელმწიფო გამანაწილებელი" ყველას არ შეუძლია იქ პროდუქტების მიღება.

ტვერის და განსაკუთრების პეტროვკას ქუჩებზე ჭრელა-ჭრულა აბრებს შორის დაინახავთ დიდ წარწერას ტორგსინი //ტორგოვლია ს ინოსტრანცამი,ვაჭრობა უცხოელებთან,გ.მ.//. ესაა ომამდელი ხანის ერთგვარი მუზეუმები და გამოფენები. აქ ნამდვილად ყველაფერია და მათ გვერდით კომერციული მაღაზიები ღატაკურად გამოიყურება,

უცხოელებთან ვაჭრობა დიდად გამოცოცხლებულია, შესანიშნავად ვაჭრობენ საბჭოთა მოქალაქეებთანაც, ყიდულობენ მათგან ოქრო-ვერცხლს....

Дневник советской школьницы
http://www.pavelbers.com/Nesvoevremennie%20misli%2057.htm

//ასეთ "სამოთხედ" აქციეს მათ ხელში მოხვედრილი ქვეყანა ბოლშევიკებმა, რუსებს შეაძულეს ქართველები და ებრაელები, ქართველებს და ებრაელებს შეაძულეს რუსები და ასეა ბედნიერი საბჭოთა დემოკრატიის ხანაშიც, გ.მ.//.

No comments: