10.10.2013

ფილიპ სელიე. ბიბლია.დასავლური კულტურის ერთ-ერთი საფუძველი - 2


ბოლშევიკების ოცნება. სტალინმა მოსკოვში დაანგრია ქრისტე მაცხოვარის ეკლესია და გადაწყვიტა აი ასეთი საბჭოების სასახლის აგება. 420 მეტრის სიმაღლის საბჭოების სასახლე უნდა ყოფილიყო სტალინური ახალი მოსკოვის ცენტრი.მას სიმაღლით ბევრად უნდა ეჯობნა 1931-1972 წლებში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ამერიკული ცათამბჯენი ემპაირ სტეიტ ბილდინგისთვის. ეს საბჭიების სასახლე უნდა დაეგვირგვინებინა ლენინის გრანდიოზულ ქანდაკებას. მსოფლიოს ამ უმაღლეს შენობაზე მუშაობა მიმდინარეობდა 1930-ან //მას აშენებდნენ 1941 წლამდე//და 1950-ან წლებში.

საბედნიეროდ ვერ ააშენეს.

ასეთი იყო ბიბლიის ბაბილონის გოდოლის საბჭოთა ექო. ეხლა მივხედოთ ბაბილონის გოდოლს.

ბაბილონის გოდოლი: 
შესაქმის წიგნის პირველ, კონტრ-მითიურ ნაწილს ასრულებს მესამე და ბოლო მოთხრობა უკანონობა-უწესობის შესახებ-მოთხრობა ბაბილონის გოდოლზე

ეს ამბავი ხდება თავდაპირველ, საწყის ხანაში როდესაც მთელი კაცობრიობა ლაპარაკობდა ერთადერთ, ერთ ენაზე //ებრაული ტრადიცია ამ ენას აიგივებს საკრალურ,თავდაპირველ ებრაულ ენასთან//. ეს მოთხრობა პასუხობს კითხვას თუ რაა ენათა საწყისი.

საერთო ენით გაერთიანებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს აშენება ქალაქისა და კოშკისა რომლის წვერიც მისწვდებოდა ცას.

ღმერთმა ირონიულად შეხედა ადამიანთა ამ ქედმაღლობას ისევე როგორც ირონიულად შეხედა ადამის სწრაფვას ღმერთთან გათანაბრებისკენ.

ღმერთმა აურია ადამიანის ენები რომ დედამიწაზე გაფანტული ხალხები ლაპარაკობენ თავ-თავის ენებზე და მათ ერთმანეთის აღარ ესმით. ასე შეწყდა ქედმაღალი კაცობრიობის უაზრო წამოწყება.

ზიკურატი

მთხრობელი აქ იხსენებს ბოროტების სიმბოლოდ გადაქცეულ ქალაქ ბაბილონს სადაც აღმართული იყო მრავალსართულიანი კოშკი ზიკურატები.

სახელი ბაბილონი ნიშნავს ღმერთთა კარიბჭეს. ის უახლოვდება ებრაულ ზმნას რომელიც ნიშნავს არევას,აღელვებას.

იუდევლები და ქრისტიანები მუდამ უპირისპირებენ შფოთის ქალაქ ბაბილონს იერუსალიმს რომლის სახელიც ნიშნავს მშვიდობის ქალაქს. ასეა განსაკუთრებით აპოკალიფსში.

ბაბილონის თემას ვხედავთ წმინდა ავგუსტინესთან, დოსტოევსკისთან, ბორხესთან, ისაა მხატვრობის თემაც.

პატრიარქთა საგა:
შესაქმის პირველ თერთმეტ თავს აქვს საყოველთაო მნიშვნელობა. მათმა ავტორებმა გადაამუშავეს შუმერულ-აქადური მითები და ჩააყენეს ისინი ერთადერთი ღმერთის,მონოთეიზმის სამსახურში.

შემდეგ კი მოდის საგას კარგად ცნობილი ჟანრის ნაწარმოები-ერთი ოჯახის მრავალი თაობის გამარჯვებების და უბედურებების ისტორია.

მორწმუნეთა მამა აბრაამი:
აბრაამი//თავიდან აბრამი// წარმოშობით იყო სამხრეთი შუამდინარეთის ქალაქი ურიდან . ის დამკვიდრდა უფრო ჩრდილოეთით,ჰარანში. სწორედ იქ მცხოვრებ აბრამს უთხრა ღმერთმა რომ მას უნდა მიეტოვებინა მისი ქვეყანა და ნათესაობა და წასულიყო იმ ქვეყანაში რომელზეც ღმერთი მიუთითებდა. სამაგიეროდ ღმერთი დაპირდა რომ გადააქცევდა აბრაამს დიდი ერის მამამთავრად და დალოცავდა მას, რომ აბრაამში იქნებოდნენ დალოცვილები დედამიწის ხალხები.

აბრაამი ენდო ღმერთს,მიატოვა ყველაფერი და გადასახლდა. ის ჩავიდა პალესტინაში სადაც შეხვდა იდუმალ მეფე-ქურუმ მელქისედექს რომელიც პურით და ღვინით გაუმასპინძლდა აბრაამს და დალოცა ის.


აბრაამის გადასახლება, უნგრალი მხატვარი იოჟეფ მოლნარი,1850.


აგარი უდაბნოში,გეორგე ტატარესკუ,1870

აბრაამს არ ჰყავდა შვილი მისი მეუღლე სარასგან და მან მეორე ცოლად მიიყვანა მხევალი აგარი რომლისგანაც ეყოლა ვაჟიშვილი იზმაელი.

სარა და აბრაამი წუხდნენ იმის გამო რომ უშვილონი იყვნენ მაშინ როდესაც უკვე ძალიან მოხუცები იყვნენ.

სწორედ მაშინ ღმერთმა შეკრა აბრაამთან კავშირი და დაპირდა მას რომ ის გახდებოდა მრავალ შთამომავალთა წინაპარი და მას სარასგან ეყოლებოდა ვაჟი ისააკი.

იზმაელიდან გაჩნდებოდა ძლიერი ერი,მაგრამ ღმერთთან კავშირი გაგრძელდებოდა ისააკთან. ამ კავშირის ნიშნად ყველა ახალშობილი ბიჭი წინადაცვეთილი უნდა ყოფილიყო.

რამოდენიმე წლის შემდეგ კი ეჭვით შეპყრობილი სარას გამო აბრაამმა გააძევა თავისი სახლიდან აგარი და თავისი შვილი იზმაელი. მას მხოლოდ ისააკი დარჩა.

ერთხელ, როდესაც პაპანაქება სიცხეში აბრაამი იჯდა მამრეს მუხის ქვეშ მან დაინახა ახლოს მდგომი სამი პიროვნება-თვითონ ღმერთი და ორი ანგელოზი. აბრაამმა მაშინვე უმასპინძლა მათ. ღმართი აბრაამს დაპირდა რომ მის მეუღლე სარას ეყოლება ვაჟიშვილი.. ამის გამგონე მოხუც სარას აუტყდა სიცილი,მაგრამ ღმერთმა პასუხა რომ ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.

ღმერთის და ანგელოზების გამოჩენა მამრეს მუხასთან ქრისტიანებმა განმარტეს როგორც სამების საიდუმლოს შეფარული გამოცხადება და განცხადება რომ ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი განმეორდა ხარებისას.


აბრაამის სტუმართმოყვარეობა, მე-12 საუკუნის დასასრული, ფრესკა, იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი პატმოსის კუნძულზე.


აბრაამი თაყვანს სცემს სამ ანგელოზს მამრეს მუხის ქვეშ,მონრეალეს ტაძრის მოზაიკა, მე-12 ს.


მამრეს მუხა, 1890-1900 წლების ფოტო

შემდეგ ორი ანგელოზი აბრაამის თხოვნისა და ლოცვის მიუხედავად გაუდგა გზას გარყვნილი ქალაქები სოდომის და გომორას დასანგრევად.

სოდომში ისინი მიიღო აბრაამის ძმისშვილმა ლოტმა,მაგრამ სახლს გარს შემოერტყა ბრბო რომელსაც უნდოდა თავისი ჟინის დაკმაყოფილება ორ სტუმართან.

ანგელოოზებმა მაშინ ლოტს უთხრეს რომ ის ცოლ-შვილთან ერთად უკანმოუხედავად უნდა გასცლოდა ქალაქს ვინაიდან ღმერთს უნდა დაენგრია ის.

სამწუხაროდ ლოტის მეუღლემ მიიხედა უკან და ის გადაიქცა მარილის სვეტად.

გარიჟრაჟზე გოგირდი და ცეცხლი დაეცა თავს სოდომს და გომორას.

მას შემდეგ სოდომი და გომორა ბაბილონთან ერთად იქცნენ შეჩვენებულ ქალაქებად.

ლოტის ორმა ქალიშვილმა ნახა მამაკაცების გაქრობა. მათ დაათვრეს თავისი მამა და დაფეხმძიმდნენ მისგან. მათ გააჩინეს მოაბი და ამონი,იზრაელის მტერი ხალხების წინაპრები.

აგარის და მისი შვილი იზმაელის გაგდების შემდეგ ერთადერთი შვილი ისააკის ამარა დარჩენილ აბრაამს ელოდა უმძიმესი გამოცდა.

ღმერთმა, რომელიც ამ ერთადერთი შვილით დაპირდა აბრაამს ურიცხვი შთამომავლობის ყოლას. უბრძანა მას წაეყვანა ბავშვი მორიას მთაზე და შეეწირა ის მსხვერპლად მისთვის.

აბრამს კლავდა უშვილოდ დარჩენის შიში,მაგრამ მიუხედავად ამისა ის გაუდგა გზას. სამი დღე საშინელი მოგზაურობის შემდეგ ღმერთმა უეცრად უთხრა აბრაამს: "მე ეხლა ვიცი რომ შენ გეშინია ღმერთისა,ხელს ნუ ახლებ ბავშვს." აბრაამმა დაინახა მახეში გაბმული თხა და ის შესწირა ღმერთს.

ღმერთი მაშინ აბრაამს დაპირდა ცაში ვარსკვლავებივით და სანაპიროებზე ქვიშასავით ურიცხვ შთამომავლობას და უთხრა რომ მის შთამომავლობაში დაილოცება დედამიწის ყველა ხალხი ვინაიდან მან უსმინა ღმერთის ხმას.


იბრაჰიმს//აბრაამს// აჩერებს ანგელოზი და არ აძლევს მას თავისი შვილის მსხვერპლად შეწირვის საშუალებას. მუზეუმში ჰაფტ ტანან// 7 საფლავი// შირაზში.

სიკვდილის მოახლოების მგრძნობმა აბრაამმა თავისი მსახური ელიეზერი გააგზავნა თავის ოჯახში,მესოპოტამიაში რათა მას ენახა ქალი რომელიც ღმერთმა მოამზადა ისააკისთვის.

იშვიათი სილამაზის სცენაში ელიეზარი ჭასთან შეხვდა აბრაამის ნათესავ რებეკას რომელმაც მას და მის აქლემებს დაალევინა წყალი. ქალის სილამაზის დამნახავი ელიეზერი მიხვდა რომ მის წინაშეა მომავალი მეუღლე. ასე გადაწყდა ისააკის ქორწინება.

და აბრამი გარდაიცვალა 175 წლის ასაკში.

პლასტიკურმა ხელოვნებებმა აბრაამის საგადან ყველაზე მეტად გამოარჩიეს მისი შეხვედრა მელქისედექთან. ეს განცდილი იქნა როგორც ევქარისტიის განჭვრეტა.


მელქისედექის გამოსახულება კიევის ფსალმუნიდან//1397//.



მელქისედექი ლოცავს აბრაამს. იტალია, ვენეცია, წმ. მარკოზის ტაძარი. მე-13 ს. გუმბათი/

მელქისედექი//სიმართლის მეფე //ბიბლიის მიხედვით იყო სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მსახური. როდესაც აბრაამი ბრუნდებოდა ოთხი აღმოსავლეთის მეფისთვის წართმეული ხალხით და ქონებით მას გაეგეგება მელქისედექი,უმასპინძლა მას პურით და ღვინით.

მელქისედექმა დალოცა აბრაამი და მიიღო მისგან მტრისთვის წართმეული ნადავლის მეათედი.

მელქისედექი ალბათ ცხოვრობდა იქ სადაც შემდეგ აიგო იერუსალიმი,თუმცა ამაზე არსებობს სხვადასხვა აზრი.

მელქისედექის როგორც ღვთისმსახურის წოდება აღიარებული იყო როგორც აბრაამის ისე იმათ მიერ ვისი ქონებიდანაც მიეცა მას მეათედი. ცხადია რომ მელქისედექი სახელგანთქმული იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი დაბადების დრო,ასაკი, ცხოვრება, არ ვიცნობთ მის წინაპრებს.

ისაა იდუმალი პიროვნება და მასზე იმასაც ამბობდნენ რომ ის იყო სიმი რომელსაც შეეძლო კიდევ 150 წელი ცხოვრება აბრაამის დროს.

ზოგის მტკიცებით მელქისედექი იყო განკაცებული ანგელოზი ან გარკვეული დროის მანძილზე ადამიანებს შორის მცხოვრები სხვა ზებუნებრივი არსება.

დაბოლოს იყვნენ ისინიც ვინც მელქისედექში ხედავდნენ იესო ქრისტეს გამოცხადებას ძველი აღთქმის ხანაში.

იყო მელქისედექელების სახელით ცნობილი სექტა რომელიც ამტკიცებდა რომ ის იყო რაღავ ღვთაებრივი ძალის,მეტიც. სულიწმინდის, განხორციელება.
უეჭველია რომ თავისი ბუნებრივი წარმოშობით მელქისედექი იყო ადამის უბრალო შთამომავალი,მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ გარდა ომისა რომ ის იყო დიდი და მნიშვნელოვანი პირი.

მნიშვნელოვანია წმინდა წერილის დუმილი მის შესახებ. ფსალმუნებში ნათქვამია რომ მესია არის მელქისედექის ხარისხის ღვთისმსახური/ 

ვინაიდან ეს მელქისედექი, სალიმის მეფე,უზენაესი ღმერთის მღვდელი,რომელიც შეეგება აბრაჰამს მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს და აკურთხა იგი. რომელმაც გამოუყო აბრაჰამს მეათედი ყველაფრისგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფე,შემდეგ სალიმის მეფე,იგივე მშვიდობის მეფე.

უმამო,უდედო,უგვარტომო,არც დღეთა დასაბამი აქვს,არც სიცოცხლის დასასრული, ღმერთის ძის მსგავსად.რჩება მღვდლად სამუდამოდ.

შეხედეთ ახლა,რაოდენ დიდია იგი,რომელსაც პატრიარქმა აბრაამმაც მისცა მეათედი საუკეთესო ნადავლიდან//რომაელთა მიმართ 7,1-4//.

მხატვრებს დიდად იტაცებდა და იტაცებს აბრაამის ცხოვრება,მისი სეხვედრა სამებასთან, ხატავენ ისააკის მსხვერპლად შეწირვას....

იაკობი და ისავი:



რებეკამ გააჩინა ტყუპები. პირველი იყო წითური და თმიანი და მას დაარქვეს ისავი
//ე.ი. წითური//, მეორეს კი დაარქვეს იაკობი //ტერფი// იმიტომ რომ ის გაჩნდა ისავის ტერფზე ხელჩაჭიდებული.

ისავი გახდა მოხერხებული მონადირე. ის დარბოდა ველ-მინდვრად მაშინ როდესაც იაკობი რჩებოდა კარვებში.

ერთხელ დაღლილი,მშიერი და დაუძლურებული ისავი დაბრუნდა და დაინახა რომ იაკობი ზის და ჭამს გემრიელ ოსპს.

იაკობი დათანმხდა ამ საჭმლის განაწილებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ისავი დათმობდა თავის უფროსობის უფლებას.

დაღლილობისგან გონებადაჩლუნგებული ისავი დათანხმდა და ასე თქვა უარი ღვთაებრივ დაპირებაზე.


დაბერებულ და დაბრმავებულ ისააკს სურდა თავისი საყვარელი ვაჟიშვილი ისავის დალოცვა.

მაგრამ რებეკას უფრო იაკობი უყვარდა და მან იაკობს ჩააცვა მისი ძმის სამოსი და მისი ხელები და კისერი ბატკნის ტყავით დაფარა რათა ისააკს ის ისავის თმა გონებოდა.

მატყუარა ისააკი წარუდგა მამას და უთხრა მე ვარ ისავი,შენი უფროსი ვაჟი/ ისააკმა ის მიიზიდა და მოეფერა მას. მას ისააკი ისავი ეგონა და დალოცა ის.

დალოცვა ძველ აღთქმაში და ხშირად მთელ აღმოსავლეთში ეფექტურია და მისი უკან წაღება შეუძლებელია:

დაე ხალხები გემსახურონ.
იყავი ძმათა ბელადი.
შეჩვენებული იყოს ის ვინც შეგაჩვენებს
და დალოცვილი იყოს ის ვინც დაგლოცავს. 










ასე მოტყუებით დალოცვილ იაკობს შეეშინდა ისავის სიბრაზისა და ის გაიქცა ჰარანში რებეკას ძმა ლაბანის ოჯახში.

მგზავრობისას მას შემოაღამდა. მან დაიძინა და ნახა სიზმარი:

მიწიდან ცამდე აღმართული იყო კიბე რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მას გამოეცხადა ღმერთი და უთხრა: "მე ვარ მამაშენი აბრაამის და ისააკის ღმერთი. მიწას რომელზეც წევხარ მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას და დაგიფარავ სადაც არ უნდა წახვიდე."

ამ ჩვენების სამახსოვროდ ლტოლვილმა იაკობმა აღმართა სტელა რომელსაც უწოდა ბეთელი ანუ ღვთის სახლი.

ლაბანის სამსახურში ჩამდგარი იაკობი დაქორწინდა მის ორ ქალიშვილზე,ლიაზე და რაქელზე. მათგან და მათ მხევალთაგან იაკობს ეყოლა 11 შვილი.

შემდეგ დიდხანს უშვილო რაქელმა ბოლოს და ბოლოს გააჩინა იოსები და იაკობი დაბრუნდა მამამისი ისააკის სახლში.

გზაში, ერთ ღამეს, როდესაც მისი ქარავანი გადადიოდა იაბოქის ფონზე,ის დარჩა მარტო. გამოჩნდა კაცი რომელიც დილამდე ებრძოდა იაკობს. კაცი ვერ იმარჯვებდა და მან იაკობს დაუზიანა ბარძაყი. მიუხედავად ამისა იაკობმა განაგრძო ბრძოლა და კითხა უცნობს თუ ვინაა. "არ შეგეშვები ვიდრე არ დამლოცავ". იდუმალმა მოწინააღმდეგემ უპასუხა: "შენ აღარ დაგიძახებენ იაკობს,დაგიძახებენ იზრაელს ვინაიდან შენ შეებრძოლე ღმერთს". იზრაელი უეჭველად ნიშნავს დაე ძლიერი იყოს ღმერთი. იაკობმა ამ ადგილს უწოდა პენიელი,ე.ი.ღმერთის პირისპირ.

ამის შემდეგ იაკობი შეურიგდა ისავს და ის იქცა 12 შვილის მამად. მისი შვილები იყვნენ იზრაელის 12 ტომის წინაპრები.

ძმები იაკობის და ისავის მტრობის ამბავი გამოიყენეს მე-16 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში კათოლიკეების და პროტესტანტების ძმათამკვლელი ომის ხატად//აგრიპა დობინიე,Agrippa d'Aubigné, Les Tragiques,1617//.

მე-17 საუკუნეში გამრავლდა ისააკის დალოცვის,იაკობის კიბის და ანგელოზთან ბრძოლის სურათები.


ეჟენ დელაკრუა, იაკობის ბრძოლა ანგელოზთან,1860,პარიზის ეკლესია სენ სიულპისი//Saint-Sulpice//.


პოლ გოგენი, ბრეტონელი ქალები ლოცვის შემდეგ. უკანა პლანზე იაკობის ბრძოლა ანგელოზთან
---------------------------------------------------------------------------------------------



პოლ გოგენი.ავტოპორტრეტი ყვითელ ქრისტესთან.


//1890 წელი,ნიცშეს გაგიჟების, რემბოს უბედური სიკვდილის, ვან გოგის თვითმკვლელობის წელი. 18991 წელა არდაიცვალა თეო ვან გოგი და პოლ გოგენი იმავე წელს გაიქცა ტაიტიზე ცივილიზაციით შეურყვნელი სამყაროს საძებრად,ღმერთო, გვიშველე ცოდვილებს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------

იოსების მოქმედება:
იაკობს თავისი შვილებიდან ყველაზე მეტად უყვარდა იოსები და ამან შურის და მტრობის გრძნობა გაუჩინა მის ძმებს.

ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა და გაართულა იოსების მიერ ნანახმა ორმა სიზმარმა რომლებიც მან მოუყვა თავის ძმებს. ერთ-ერთ სიზმარში მან ნახა რომ მისმა ძმებმა ქედი მოიხარეს მის წინაშე.

ძმებმა მაშინ მოაწყვეს შეთქმულება და გადაწყვიტეს იოსების თავიდან მოშორება.

მათ იოსები ჯერ ჩააგდეს მოშორებულ ჭაში და შემდეგ ის ოც სიკლის ვერცხლად მიყიდეს უცხოელ ვაჭრებს რომლებმაც ის წაიყვანეს ეგვიპტეში.


რ. ლიაინვებერი, იოსების მონობაში გაყიდვა

მათ სამოსი გახადეს იოსებს, ამოსვარეს ის პირუტყვის სისხლში და იაკობი დაჯერეს რომ იოსები შეჭამა გარეულმა ნადირმა. მამა დიდხანს გლოვობდა.

ეგვიპტეში ის მიყიდეს ფარაონის მსახურ პუტიფარს და თავისი გონიერების წყალობით ის მალე იქცა მის მამულთა გამგებლად.

მაგრამ იოსების სილამაზემ მიიპყრო პუტიფარის მეუღლის ყურადღება და მან სცადა იოსების მოხიბლვა,მეტიც, მისი გაშიშვლება. ღმერთის ერთგულმა იოსებმა მოახერხა გაქცევა. ქალის ხელში კი დარჩა იოსების სამოსის ნაწილი.


ჟან-ბატისტ ნატიე, იოსები და პუტიფარის ცოლი

გაბრაზებულმა ქალბატონმა იოსებს დააბრალა რომ მან სცადა მისი გაუპატიურება და უბედური ჩააგდეს დილეგში.

დამწყვდეულმა იოსებმა ზუსტად განმარტა მასთან ერთად დამწყვდეული ფარაონის დიდმოხელეთა სიზმრები და ამით მიიპყრო ყურადღება.

ფარაონმა, რომელმაც გაანთავისუფლა თავისი დიდმოხელეები, ორი წლის შემდეგ ნახა სიზმარი. მან ნახა რომ ნილოსიდან ამოვიდა 7 მსუქანი ძროხა რომელთაც მოყვა 7 გამხდარი ძროხა და გამხდარმა ძროხებმა შეჭამეს მსუქანი ძროხები.

ვერავინ მოახერხა ამ სიზმრის ახსნა. მაშინ ერთ-ერთმა განთავისუფლებულმა დიდმოხელემ გაიხსენა იოსების ნიჭი და ფარაონმა დაიბარა იოსები.

იოსებმა ფარაონს აუხსნა რომ ეგვიპტეს ელის სიუხვის 7 წელი რომელსაც მოყვება 7-წლიანი შიმშილი,რომ ღმერთი აფრთხილებს ფარაონს და საჭიროა ამ უბედურებისთვის მზადება.საჭიროა სიუხვის დროს მარაგების შექმნა რათა შიმშილმა არ მოსპოს ეგვიპტელი ხალხი.

ფარაონი მოიხიბლა 30 წლის იოსების სიბრძნით და დანიშნა ის მთელი ეგვიპტის ადმინისტრატორად.

როდესაც დადგა შიმშილი ხალხი პურს იღებდა საწყობებიდან.

ქანაანსაც სტანჯავდა შიმშილი და იოსების ძმებმა გადაწყვიტეს ეგვიპტეში ჩასვლა პურის საშოვნელად. იოსებმა იცნო ისინი მაგრამ მათ ვერ იცნეს იოსები.

იოსებმა თავის ძმებს დააბრალა ჯაშუშობა, ერთ-ერთი ძმა აიყვანა მძევლად და დანარჩენებს მოსთხოვა ქანაანში წასვლა და მათი ყველაზე ახალგაზრდა ძმის ჩამოყვანა.

იაკობმა თავიდან უარი თქვა თავის უმცროს შვილთან განშორებაზე, მაგრამ შიმშილი უარესდებოდა და ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდა.

ეგვიპტეში დაბრუნებული ძმები იოსებმა მიიწვია სანადიმოდ.

იოსებმა ვერ შეიკავა გრძნობები,იტირა და გაუმხილა თავის ძმებს თავისი ვინაობა.

მან აპატია თავის ძმებს, დაუძახა იაკობს და ყველა თავისიანს და დაამკვიდრა ისინი ეგვიპტეში.

იაკობმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება და დალოცა ყველა შვილი. შემდეგ ის გარდაიცვალა. 110 წლისა გარდაიცვალა იოსებიც.

იოსების ისტორია დიდად პოპულარული გახდა. მისით შთაგონებულმა თომას მანმა დაწერა ტეტრალოგია "იოსები და მისი ძმები" //1933-1943// რომელიც პატრიარქალური ხანის სიმშვიდეს უპირისპირებს თანამედროვე სამყაროს კონვულსიებს.

იოსების თემამ გაიტაცა მრავალი სახელგანთქმული მხატვარიც. კომპოზიტორმა რიხარდ სტრაუსმა 1914 წელს დაწერა"იოსების ლეგენდა".


რ. ლიაინვებერი, იოსები ამოიცნობს ფარაონის სიზმარს.
 
ქრისტიანულმა ტრადიციამ იოსებში დაინახა ქრისტეს წინასწარ განჭვრეტა. პასკალმ შეაჯამა ეს ინტერპრეტაცია. მან შესაქმის წიგნში ამოიკითხა ქრისტეს განკაცების საიდუმლო სამებისეული ცხოვრებიდან და ძის მისიიდან ქრისტეს ვნებამდე.

საყვარელი ძე უმანკო იოსები მამამ გააგზავნა ძმების სანახავად,მათ კი იოსები ოც დენიედ გაყოდეს და ამით ის იქცა მათ ბატონად,მათ,უცხოელთა და მთელი ქვეყნის მხსნელად....

იოსების ისტორიით დაიწყო ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება ეგვიპტეში რომელიც დასრულდა მოსეს ხელმძღვანელობით მათი დაბრუნებით პალესტინაში 
//გაგრძელება იქნება//.



ანდრეი რუბლიოვი და დანიილ ჩორნი,აბრაამი, ისააკი და იაკობი სამოთხეში, ვლადიმირი, მიძინების ტაძარი

No comments: