10.12.2013

ფილიპ სელიე, ბიბლია - დასავლური კულტურის ერთ-ერთი საფუძველი - 3

წინასწარმეტყველი მოსე, ხატი,
კარგოპოლი, 1590-ანი წწ.
ებრაელი იმიგრანტები დამკვიდრნენ ნილოსის დელტას აღმოსავლეთ ნაწილში.

ეგვიპტელებმა ისინი თავიდან კარგად მიიღეს, მაგრამ ებრაელთა დემოგრაფიულმა განვითარებამ,მათმა მზარდმა რაოდენობამ შეაშფოთა მასპინძლები. ეგვიპტელებმა ებრაელებს დაუწესეს ცხოვრების და მუშაობის მკაცრი პირობები და მას შემდეგ ეგვიპტე ებრაელთა თვალში აღარ იყო გულუხვი მასპინძელი, ის გადაიქცა ეგვიპტის კატორღად. მონობის სახლად.

ბიბლია ყვება თუ როგორ მოახერხეს ებრაელებმა მოსეს ხელმძღვანელობით ეგვიპტიდან გასვლა, სინას უდაბნოს გადალახვა და პალესტინაში წასვლა.

უდაბნოში 40 წლის მანძილზე ყოფნისას ებრაელებს გამოეცხადა ღმერთი. მან ებრაელებს მისცა კანონმდებლობა.

მოსე:
ქრისტიანობაში მოსე ითვლება ქრისტეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განჭვრეტად. მოსეს მეშვეობით კაცობრიობას გადაეცა ძველი აღთქმა ისევე როგორც ქრისტეს მეშვეობით ქადაგებაში მთასა ზედა ახალი აღთქმა.

ფერისცვალებისას თაბორის მთაზე იესოსთან ერთად იყვნენ წინასწარმეტყველები მოსე და ილია.

მოსეს ხატი შედის რუსული იკონოსტასის//კანკელის// ჩინში.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოსეს ხსოვნას პატივს მიაგებს ახალი სტილი 17 სექტემბერს //ვიკიპედია//.

მოსეს გაჩენა:
ებრაელებს დაავალეს მძიმე სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში. ებრაელთა რაოდენობა განუწყვეტლად იზრდებოდა და ფარაონმა ბრძანა ამიერიდან ყოველი ახალშობილი ებრაელი ბიჭის მოკვლა.

არა და ლევის ტომის ერთ ოჯახში დაიბადა ბიჭი. დედამისს შეეძლო  მისი დამალვა მხოლოდ 3 თვის მანძილზე.  მას ეშინოდა რომ ბიჭს აღმოაჩენდნენ და ამიტომ აიღო პაპირუსის კალათი, წაუსვა მას წყალგაუმტარი თიხა,ჩადო შიგ ბავშვი და დადო ის მდინარეში ლერწმებს შორის.

ნილოსთან თანმხლებებთან ერთად საბანაოდ მივიდა ფარაონის ასული. მან  დაინახა კალათა და ბრძანა მისი მისთვის მიტანა. მან გახსნა კალათა და დაინახა მტირალი ჩვილი.

ფარაონის ასულს შეებრალა ჩვილი და მან მოუნახა მას ძიძა რომელიც აღმოჩნდა ბავშვის ნამდვილი დედა.

ბავშვი გაიზარდა, ის იშვილა ფარაონის ასულმა რომელმაც მას სახელად დაარქვა მოსე,ვინაიდან ის წყალში იქნა ნაპოვნი. ესაა სახელი მოსეს მნიშვნელობა ხალხური ებრაული ეტიმოლოგიის თანახმად.

ერთხელ მოსემ ნახა თუ რა მძიმე სამუშაოები ეკისრებოდაღ ებრაელებს. მან ნახა თუ როგორც ცემდა ეგვიპტელი ერთ-ერთ ებრაელს. ამის გამო გააფთრებულმა მოსემ მოკლა ეგვიპტელი და გვამი დამალა ქვიშაში.

მაგრამ ამბავმა მიაღწია ფარაონის ყურამდე და მან ბრძანა აჯანყებულის სიკვდილით დასჯა.

მოსე გაიქცა. მან თავი შეაფარა  მადიანის ვეყანას პალესტინის სამხრეთით სადაც  დამკვიდრდა ადგილობრივ ქურუმთან და ცოლად მოიყვანა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი სეფორა.

ბევრი მხატვარი მოხიბლა მოსეს გარდა წარღვნის და მოეს კიდობნის თქმულებებთან დაკავშირებულმა წყლის სიმბოლიკამ. მას დიდებული სურათები უძღვნა პუსენმა.

Младенец Моисей попирает корону фараона - Николя Пуссен
ნიკოლა პუსენი, ჩვილი მოსე ფეხით სთელავს ფარაონის გვირგვინს, 1645

მოსე ალმოდებული მაყვლის ბუჩქის წინაშე,
ვატიკანი,რაფაელის ლოჯიები
თავისი ხალხის ტანჯვის მნახველმა ღმერთმა გაიხსენა თავისი კავშირი აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან  და გადაწყვიტა მისი გამოხსნა მონობიდან.

მოსეს თავისი სიმამრის ჯოგები ჩვეულებრივ დაჰყავდა სინას მთას //მას ასევე ეწოდებოდა ჰორების მთა// ძირში  და უფალი მას გამოეცხადა ბუჩქიდან მომავალი ცეცხლის ალში.

მოსემ დაინახა რომ ბუჩქს ცეცხლი ეკიდა,მაგრამ არ იწვოდა,. ღმერთმა მას დაუძახა: "მოსე,მოსე!"  ,და მოსემ უპსუხა: "აქ ვარ".  ღმერთმა გააგრძელა:  "არ მოახლოვდე, გაიხადე სანდლები ვინაიდან მიწა რომელზეც დგეხარ წმინდაა. მე ვარ მამაშენის ღმერთი,აბრაამის ღმერთი,ისააკის ღმერთი,იაკობის ღმერთი". ღმერთის ყოფნით შეშინებულმა მოსემ შეიბურა პირი.

ღმერთმა მას უთხრა: " მე ვნახე ჩემი ხალხის გაჭირვება,მე გავიგე თუ როგორ ყვიროდა ის როდესაც მას ურტყავდნენ მისი ზედამხედველები. მე ჩამოვედი მის გასანთავისუფლებლად და მის წასაყვანად მიწაზე  სადაც მოედინება რძე და თაფლი.  შენ კი წადი ფარაონთან და უთხარი რომ გაუშვას შენი ხალხი".

მოსე შეშფოთდა: "მაგრამ თუ ვეტყვი რომ მე მათთან გამაგზავმა ჩვენს მამათა ღმერთმა რა ვუპასუხო როდესაც მკითხავენ შენს სახელს?"  ღმერთმა უპასუხა: "მე ვარ ვინც ვარ."    ეს სახელგანთქმული გამოცხადება შეესაბამება ზმნა ყოფნის ძველ ფორმას YHWH, რომელიც დასავლეთმა გაახმოვანა როგორც იეჰოვა იაჰვეს მაგივრად. ამ ოთხ ასოს უწოდებენ ღვთაებრივ ტეტრაგრამას რომელსაც ხშირად გამოსახავენ მხატვრები.

ამ ეპიზოდის ბედი გამორჩეულია არა მხოლოდ მხტვრებში. მრავალმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა განავითარა მისი მეტაფიზიკა.

ღმერთი არის წმინდა არსებობის აქტი მოკვდავი ქმნილებებისათვის დამახასიათებელი შეზღუდვების გარეშე. ის ტრანსცენდენტურია, მარადიულია.

ქრისტემაც თქვა რომ ის აბრაამამდე იყო//იოანე 8,58//....

მას უგალობს პასკალი მის მემორიალში//აზრები,ფრ.742//.

მას უგალობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზანგი მონები

               Go down Moses and tell Pharaoh;
                Let my peuple go

ეს სიმღერა იქცა ერთ-ერთ ულამაზეს ზანგურ სპირიჩუელსად.

უძველესი პლასტიკური გამოსახულება არის  დურა-ევროპოსის  სინაგოგის მესამე საუკუნის ფრესკა, ალმოდებული ბუჩქი იქცა  სულიწმინდით მოცული ღვთისმშობელი მარიამის სიმბოლოდ. ამ თემას მიმართავდა მრავალი მხატვარი.

 

ეგვიპტის 10 ჭრილობა:
მოსემ და მისმა ძმა აარონმა ამაოდ სთხოვეს ფარაონს  ებრაელთა გაშვება.

ფარაონის  გულქვა არსებად გადაქცევის შემყურე ღმერთმა ღმერთმა ათი უბედურება დაატეხა თავს ეგვიპტეს და მოსეს დაავალა ამ ამბის გამოცხადება.

პირველ რიგში ნილოსის წყალი გადაიქცა ისხლად.შემდეგ ეგვიპტეს დაესივნენ გომბეშოები,კოღოები და ბუზები. მეხუთე უბედურებამ ჭირით გაწყვიტა პირუტყვი. შემდეგ პირუტყვს და ადამიანებს გაუჩნდათ წყლულები,რსაც მოყვა  სეტყვა და კალიათა ღრუბლები. მეცხრე უბედურება იყო წყვდიადი. ეგვიპტეში დაბნელდა.
გუსტავ დორე. სიბნელით დასჯა
ფარაონი მაინც ჯიუტობდა და არ უშვებდა ებრაელებს.

მაშინ ღმერთის დავალებით მოსემ თქვა რომ  დაიღუპება ყოველი ეგვიპტელის, მათ შორის ფარაონის  და ყოველი პირუტყვის პირმშო,პირველი შვილი და ეგვიპტეში იქნება ისეთი მოთქმა-გოდება როგორიც არ ყოფილა არასდროს.

ყოველ ებრაულ ოჯახს ღმერთმა უბრძანა შებინდებისას უნაკლო კრავის დაკვლა და მისი სისხლით ებრაელთა ყოველი სახლის კარის აღნიშვნა. ღამე ებრაელებმა ჭამეს ცეცხლზე შემწვარი ხორცი საფუარის გარეშე გამომცხვარი პურით და მწარე ბალახების გარეშე. ჭამეს საჩქაროდ. ყოველ ებრაელს ეკეთა ქამარი,ეცვა სანდლები და ხელში ეკავა მგზავრის ჯოხი.

შუა ღამისას მკვლელმა ანგელოზმა დახოცა ეგვიპტელთა პირველი შვილები და ჩაუარა ებრაელთა სახლებს, ხელუხლებელი დატოვა ისინი.
ლუის ბუნუელის ფილმი "მკვლელი ანგელოზი".

გუსტავ დორე, პირმშოთა ჟლეტა
ამხელა უბედურების შემყურე ფარაონმა დათმო და ბრძანა ებრაელთა გაშვება.

ებრაელებიც წავიდნენ.  მრავალმა ებრაელმა წასვლამდე ეგვიპტელებს გამოართვა ოქრო-ვერცხლის ნივთები და თან წაიღო ისინი. ებრაელებმა წაიღეს ეგვიპტელების ოქრო ვერცხლი რისგანაც გააკეთეს აღთქმის კიდობანი რომელშიც ინახავდნენ ღმერთის მიერ მათთვის მიცემულ კანონს.

შემდეგ  ქრისტიანმა და მაჰმადიანმა თეოლოგებმა თქვეს რომ მორწმუნეებმა უნდა მიბაძონ ამ ებრაელებს და ჭეშმარიტი რწმენის სამსახურში უნდა ჩააყენონ წარმართული აზრის//პლატონიზმიდან სტოიციზმამდე// საგანძური.

ყოველ წელს მარტ-აპრილში ებრაელები აღნიშნავენ და დღესასწაულობენ იზრაელის ისტორიის ამ უმთავრეს ფაქტს,ღმერთის მიერ მისი ხალხის განთავისუფლებას. ებრაული აღდგომა არის ღმერთის მხსნელი გავლა.

ქრისტიანებისთვის აღდგომა არის ქრისტეს მიერ სიკვდილის დამარცხება,აღდგომა და  მთელი კაცობრიობის არსებითი განთავისუფლება.

ჭეშმარიტმა სააღდგომო კრავმა იესო ქრისტემ გაანთავისუფლა სამყარო ბოროტების ბატონობისგან და ამქვეყნიდანვე გახადა შესაძლებელი მარადიული ცხოვრება...
http://www.creationism.org/images/DoreBibleIllus/bExo1427Dore_TheEgyptiansDrownedInTheRedSea.jpg
გუსტავ დორე, ეგვიპტელების დაღუპვა წითელ ზღვაში
წითელ ზღვაზე გადასვლა:
გაქცეული ებრაელები წავიდნენ წითელი ზღვისკენ.ამიერიდან თვითონ ღმერთი ჩაუდგა მათ სათავეში, ის დღე იღებდა ბოლის სვეტის და ღამით ცეცხლის სვეტის სახეს. 

მაგრამ ფარაონმა ინანა რომ გაუშვა ძვირფასი მუშახელი და ებრაელებს გამოეკიდა 600 ეტლით.  ეგვიპტელთა ჯარი მიუახლოვდა  ზღვის სანაპიროზე დაბანაკებულ ებრაელებს. და ღმერთმა მოსეს და ებრაელებს მოუწოდა ზღვაზე ფეხით გადასვლისკენ.

მოსემ გაიწოდა ხელი ზღვისკენ და ღმერთმა გაუხსნა გასასვლელი ზღვაში ებრაელებს.ძლიერმა და ცხელმა ქარმა გასწი-გამოსწია წყალი.  ებრაელებმა ფეხით გაიარეს წყლის მაღალ კედლებს შორის.

ეგვიპტელებიც გამოეკიდნენ თავისი ეტლებით,მაგრამ ღმერთმა შეკრა მათ თავზე ზღვა და ისინიც ჩაიხრჩვნენ.

მოსეს მსგავსად წყლიდან გადარჩენილმა ებრაელებმა ნაპირზე იცეკვეს და ადიდეს ღმერთი რომელმაც მათი მტრები დამარხა უფსკრულში.

მთელი ბიბლია იხსენებს ამ ეპოპეას რომელიც შემდეგაც იყო შემოქმედთა შთაგონების წყარო.  ტეოფილ გოტიემ გაიმეორა ეს ეპიზოდი თხზულებაში "მუმიის რომანი" //Roman de la momie,1857 //. და ეპოპეა იყო მრავალი მხატვრის თემა.

უკმაყოფილების ბუზღუნი: 
ამის შემდეგ ებრაელებს მოუწიათ სამი დღე უდაბნოში სიარული წყლის გარეშე. მათ ნახეს მხოლოდ მწარე წყალი.

გაჯავრებულმა ებრაელებმა დაიწყეს ბუზღუნი და საყვედურებით აავსეს მოსე. ღმერთმა კიდევ მოახდინა სსწაული და წყალი დაატკბო.

მალე ებრაელებს მოშივდათ და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი თუ რა კარგი იყო მონობა მდიდარ ეგვიპტეში როდესაც მათ მუდამ ჰქონდათ ხორცი და პური.

ღმერთმა ციური მანანა გამოუგზავნა თავისუფლებისგან გატანჯულ ებრაელებს და ასე დააპურა ისინი.

სინას მთის ძირში მისული ებრაელები ისევ უკმაყოფილოები იყვნენ ღმერთით იმიტომ რომ წყალი იშვიათი იყო.

მაშინ მოსემ ღმერთის ბრძანებით თავისი კვერთხი დაკრა კლდეს და იქიდან წამოვიდა წყალი. ებრაელებმაც წყურვილი მოიკლეს.

მანამდე კი ებრაელები სვავდნენ კითხვას არის თუ არა მათ შორის ღმერთი. მოსესაც კი წუთით შეეპარა ეჭვი,მაგრამ კლდეზე კვერთხის დაკვრის და წყლის წამოსვლის შემდეგ დამშვიდდა.

ამ დაეჭვების გამო გაბრაზებულმა ღმერთმა უთხრა მოსეს რომ ის მიიყვანდა ხალხს აღთქმული მიწის ზღურბლამდე მაგრამ თვითონ მოსე ფეხს ვერ დაადგამდა ამ მიწას.

ცოტა ხნის შემდეგ   გაიმართა ბრძოლა ებრაელებსა და ნეგევის ერთ-ერთ ეთნოს ამალეკიტებს შორის. ებრაელების სარდალი იყო მოსეს თანაშემწე ჟოზუე.

მოსე ბრძოლას უყურებდა ერთი ბორცვის მწვერვალიდან. როდესაც ის აწევდა ხელებს მტრების შეჩვენების ნიშნად ებრაელები იმარჯვებდნენ,მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მოსეს ხელები მძიმდებოდა და ეშვებოდა. მაშინ მისმა თანამგზავრებმა დაიჭირეს მოსეს ხელები აწეული მზის ჩასვლამდე და ამალეკიტთა ჯარი დამარცხდა.

ქრისტე წარმოდგენილია როგორც ის ვინც ადამიანებს აძლევს ჭეშმარი ციურ მანანას, მუდმივ პურს,ევქარისტიას//იოანე 6//-,რომლისგანაც მომდინარეობს მარადიული ცხოვრება...

ალიანსი და დეკალოგი //ათი მცნება//:  
ეგვიპტიდან გამოსვლიდან 3 თვის შემდეგ  ხალხი დაბანაკდა სინას მთის ძირში. სამი დღის შემდეგ ღმერთი ჩამოვიდა მთის მწვერვალზე  რომელიც დაემსგავსა ღუმელს ქრიშხალსა და ელვებს შორის. მან დაიბარა მოსე  და მოსემ  ქვის ორ ფილაზე ამოკვეთა პირობები კავშირისა //ალიანსისა// რომელსაც ღმერთი სთავაზობდა იზრაელის ხალხს. ესაა სახელგანთქმული ათი მცნება.
  • მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
  • მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
  • მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
  • მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
  • მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.
  • მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.
  • მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.
  • მცნება მერვე: არა იპარო.
  • მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
  • მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.
               მოსე იღებს ათ მცნებას, ვატიკანი, რაფაელის ლოჯიები

ქრისტიანმა მოაზროვნეებმა ათ მცნებაში დაინახეს ყოველი ადამიანის გულში მეტ-ნაკლებად ძლიერად  ჩაბეჭდილი ბუნებრივი მორალური კანონი.

ფილოსოფოსი კანტი ძალიან გაახარა მკვლელობის აკრძალვამ.

მაგრამ ბუნებრივი კანონი ამ მითითებების მიმართ წარმოსადგენია მხოლოდ სხვასთან დამოკოდებულების შესახებ მითითებების შესაბამისად.

ამას გარდა ათი მცნება არასრულია. იქ არაა ინცესტის და სექსუალურ პრაქტიკათა სხვადასხვა შეზღუდვა. იქ არაა დაგმობილი პირმოთნეობა,ორპირობა და ფულისადმი დამონება,რაც ცენტრალურია სახარებებში.

ათი მცნება აცხადებს არაორაზროვან და შეურიგებელ მონოთეიზმს.

ის კრძალავს გამოუსახავის გამოსახვას.  ეს აკრძალვა ძირითადად დაიცვეს იუდაიზმმა და ისლამმა.  ქრისტიანობამ კი ისარგებლა იესო ქრისტეში ღვთაებრივი განკაცების საიდუმლოთი და ხელი შეუწყო მაცხოვარის და წმინდანთა გამოსახვას.

მიუხედავად ამისა მოხდა კრიზისებიც, ყველაფრის მიუხედავად ბევრს სურდა გამოსახულებათა აკრძალვა და არსებულ გამოსახულებათა მოსპობა.

ხატმებრძოლეობის სახელით ცნობილი კონფლიქტები მოხდა ჯერ აღმოსავლეთში//მეშვიდე-მერვე სს.// და,შემდეგ, დასავლეთში რეფორმათა ხანაში//მე-16 ს.//. ეს გვეუბნება იმას თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰონდა ათი მცნების მეორე მითითებას სახვითი ხელოვნებისთვის.

შაბათის როგორც დასვენების და ღმერთის გახსენების დღის დადგენა მნიშვნელოვანია დღემდე. ქრისტიანებმა ის გადაიტანეს კვირადღეზე, ქრისტეს აღდგომის დღეზე.

კანონის მნიშვნელობის და მისი საკრალური ხასიათის ხაზგასმამ გავლენა იქონია  მართლმსაჯულების და პოლიტიკის,ფილოსოფიის და ფსიქოანალიზის სფეროებზე.

ძველი ებრაელების აზრით ათი მცნების,კანონის დაცვას უნდა მოეტანა ბედნიერება. ..

ათი მცნების თემაზე  გადაღებულია მრავალი ფილმი.

 ოქროს ხბო და ალიანსის ახალი ფიცრები:

             
File:Worshiping the golden calf.jpg
ოქროს ხბოს თაყვანისცემა

ცეკვა-თამაში ოქროს ხბოს გარშემო,ნიკოლა პუსენი
მოსეს ყოფნა მთის მწვერვალზე გაგრძელდა. ის უსმენდა ღმერთს და შეყოვნდა.
საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილმა ებრაელებმა მიმართეს სხვა ღმერთებს.

მათ მათი ცოლების საყურეებისგან გააკეთეს ოქროს ხბო და თაყვანი სცეს თავის ნაკეთობას.

ღმერთი გააჯავრა ამ შტერი და ხშირად აჯანყებული ხალხის ქცევამ, მაგრამ მოსემ იშუამდგომლა და ღმერთმაც აპატია.

მოსე ჩამოვიდა სინას მთიდან კანონის ფილებით.

მოსე კანონის ფილებით,გუსტავ დორე

მოსე ამსხვრევს კანონის ფილებს,რემბრანდტი



ბანაკთან მიახლოებისას მოსემ დაინახა ოქროს ხბოს ირგვლივ ცეკვა-თამაშით გართული ურჯულო ებრაელები.

გააფთრებულმა მოსემ დაამსხვრია კლდეზე კანონის ორი ფილა და იყვირა:  "ჩემთან ვისაც სწამს ჭეშმარიტი ღმერთისა."  მოსეს ირგვლივ შეიკრიბნენ ლევის ტომის წევრები და მათ გაჟლიტეს სამი ათასი კერპთაყვანისმცემელი ებრაელი.

მოსე განუწყვეტლად ლოცულობდა. მან სთხოვა ღმერთს თავისი სახის ჩვენება მისთვის,მაგრამ ღმერთმა თქვა რომ  ადამიანს არ შეუძლია მისი სახის დანახვა და სიცოცხლის შენარჩუნება და არ დააკმაყოფილა ეს თხოვნა....

ღმერთმა შემდეგ მოსეს დაავალა ქვის ორი სხვა ფილის გამოთლა და მთაზე ასვლა. შემდეგ ის გამოეცხადა მოსეს  ღრუბელში და უთხრა

უფალი ღმერთი მოწყალეა და კეთილგანწყობილია,ნელია მრისხანებაში და ჭეშმარიტი. მე ვინარჩუნებ მოწყალებას ათასი თაობის მანძილზე. მე ვიტან შეცდომას,ჯანყს და ცოდვას,მაგრამ არაფერს ვტოვებ უყურადღებოდ. მე მამათა ცოდვების გამო ვსჯი შვილებს და შვილიშვილებს მესამე და მეოთხე თაობამდე.

მოსე ღმერთთან დარჩა უჭმელ-უსმელი 40 დღის მანძილზე. ღმერთის კარნახით მან ისევ დაწერა ფილებზე ათი მცნება.  და ღმერთის და ებრაელი ხალხის კავშირი,ალიანსი, განახლდა.

Рогатый Моисей

სინას მთიდან ჩამოსვლის შემდეგ მოსეს სახე ასხივებდა სინათლეს. ებრაელები აიტანა წმინდა შიშმა.  მაშინ მოსე თვისტომებთან ლაპარაკისას სახეს იფარავდა საბურავით. ღმერთთან შესახვედრად კარავში შესვლისას ის იხსნიდა საბურავს, მაგრამ ისევ იკეთებდა მას კარვიდან გასვლისას. 

კანონის ფილები მოათავსეს  აკაციის ხისგან გაკეთებულ მოოქროვილ კიდობანში. კიდობანი კი დადგეს მდიდრულ კარავში. 

ის მოგვიანებით დადგეს  ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილას, წმიდათა წმიდაში. 

მოსემ დაადგინა ღვთისმსახურება. ლიტურგიულ ობიექტებს შორის იყო სახელგანთქმული  შვიდშტოიანი სასანთლე  რომელსაც ესოდენ ხშირად ვხედავთ ებრაელთა სახლებში, სინაგოგებში თუ საფლავების ქვებზე.

ლათინური თარგმანის უზუსტობამ  ადამიანები დააჯერა რომ მოსეს შუბლზე ჰქონდა  რქები, ძალის სიმბოლო//cornuta facies// მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ რქიან მოსეს.

განტევების ვაცი:
მოსეს საკულტო დადგენილებებს შორის იყო ერთი რომელიც გაცდა  ებრაულ არეს და გადაიქცა საყოველთაო ფსიქო-სოციალურ მექანიზმად. 

ესაა განტევების ვაცის შერჩევის ჩვეულება. 



დიდი პატიების//ებრაულად იომ კიპურის// დღესასწაულის დროს  დიდი ქურუმი ცხოველის თავზე ხელების დადებით გადასცემს ამ ცხოველს ხალხის ყველა ცოდვას. ხალხის ცოდვებით ასე დატვირთულ პირუტყვს აძევებენ უდაბნოში სადაც მას მიაქვს ეს ცოდვები. 

ხალხი კი განწმენდილი რჩება. 

ანტროპოლოგმა რენე ჟირარმა აჩვენა რომ ძალადობა მუდამ და განუწყვეტლად ემუქრება ადამიანთა საზოგადოებებს და ის გადამდები რამეა.

ადამიანთა ჯავრი და ესე იგი ძალადობაც შეიძლება გადატანილი იქნეს ხელმისაწვდომ სუსტ და უდანაშაულო არსებებზე. 

ყველას ომი ყველას წინააღმდეგ,რომელმაც შეიძლება მოსპოს მთელი ჯგუფი გადაიქცევა  შემთხვევით ან შეცდომით შერჩეული და დამნაშავედ გამოცხადებული არსების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობად. 

დამნაშავედ გამოცხადებულს სწირავენ მსხვერპლად და ქაოსს ცვლის წესრიგი რომელსაც მიიჩნევენ სასწაულებრივ წესრიგად.

აქედანაა მსხვერპლის შეწირვის თანმხლები საკრალურის განცდა.

თანამედროვე საზოგადოებები სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით იბრძვიან ძალადობის გავრცელების წინააღმდეგ,მაგრამ მან მაინც შეიძლება იჩინოს თავი და გააფთრებულმა ბრბოებმა შეიძლება შურისძიების მიზნით დაიწყონ დამნაშავეთა ძიება მათთვის სასამართლოს გარეშე ბოლოს მოსაღებად. 

ტრაღიკული ირონიაა, მაგრამ  ეს ებრაული წესი ხშირად შებრუნებულა თვითონ ებრაელების წინააღმდეგ. 

ნაცისტების აზრით ებრაელები იყვნენ ევროპის უბედურებათა მიზეზი და საჭირო იყო მათი გამოყოფა და შემდეგ გაწყვეტა...

განტევების ვაცი შეიძლება იყოს ნებისმიერი ვინმე, ნებისმიერი ჯგუფი,უფრო დაუცველი ძლიერი საპასუხო რეაქციის თავიდან ასაცილებლად.

თითბერის //ბრინჯაოს// გველი:


     
თითბერის გველის ქანდაკება / /კადუკეას ფორმის// მთა ნებოზე  
უდაბნოში მოხეტიალე ებრაელებს მობეზრდათ ციური მანანას მონოტონურობა და მოენატრათ გემრიელად ჭამა. მათ განაახლეს  ღმერთის და მოსეს წინააღმდეგ ბუზღუნი და ნანობდნენ რომ დაიწყეს ეს გიჟური ხეტიალი.

სასჯელის სახით ღმერთმა მათ მიუსია გველები რომლებმაც დაკბინეს უკმაყოფილო ებრაელები და მრავალი დაკბენილი ებრაელი მოკვდა,

ხალხი მაშინ მოვიდა მოსესთან და უთხრა რომ მან სცოდა ღმერთის და მოსეს წინააღმდეგ ვინაიდან ებრაელებმა ილაპარაკეს როგორც ღმერთის ისე მოსეს წინააღმდეგ. 

ებრაელმა ხალხმა მოინანია თავისი საქციელი და თხოვა მოსეს შუამდგომლობა გაეწია ღმერთის წინაშე და ეხსნა ის. მოსემ შეასრულა ეს თხოვნა, ღმერთიც დათანხმდა და მოსეს უბრძანა თითბერის//ბრინჯაოს// გველის გაკეთება და ჭოკზე დამაგრება.

გველით ნაკბენს უნდა შეეხედა თითბერის გველისთვის და გადარჩებოდა. 

უძველესი წარმოდგენების თანახმად გველს ჰქონდა მკურნალის ძალა. 

საბერძნეთში კადუკეა, ღეროზე შემოხვეული ორი გველი, იყო მედიცინის ღმერთი ასკლეპიოსის ატრიბუტი. 
      
 
ამ ტოტემის კულტი იყო იერუსალიმის ტაძარში მეფე ეზექიასის მეფობამდე, ამ მეფემ მოახდინა კულტების რეფორმა რათა იუდეა გაენთავისუფლებინა მისი კერპებისგან. მან დალეწა ქანდაკებები კერპები. და ნაწილებად დაშალა მოსეს მიერ გაკეთებული თითბერის გველი ვინაიდან ებრაელები მას ისევ სწირავდნენ მსხვერპლს. მას უწოდებდნენ ნეჰუშტანს.

სუფიქსი-ან აჩვენებს რომ სინამდვილეში იქ იყო თითბერის ღერძზე შემოხვეული ორი გველი. ეს იყო ჰერმესის კადუკეას გადაჭდობილი გველების ძალიან ახლო იმბოლო.

თვითონ იესომ ახსენა ეს ეპიზოდი როგორც მისი ჯვარცმის განჭვრეტა:

და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში  ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა//იოანე 3 14//.

მოსე და თითბერის გველი, წმ.აინანის ეკლესია,შარტრი
église Saint Aignan - Chartres


მოსე და თითბერის გველი, მთის წმ.ეტიენი-პარიზი

Saint Etienne du Mont - Paris


წმ.გერმან-აუტრემონტი-მონრეალი
église Saint Germain - Outremont - Montréal

წარმართი წინასწარმეტყველი - ბალაამი და მისი ვირი:

იზრაელის ჯარი დაბანაკებული იყო მოაბის ქვეყანაშიმიერიქონის სიმაღლეზე. ამ ქვეყნის მეფეს შეეშინდა ამ შემოსევისა და გააგზავნა კაცი რეგიონის სახელგანთქმული წინასწარმეტყველი ბალაამის საძებრად, ბალაამს უნდა შეეჩვენებინა და დაეწყევლა ებრაელები.

მისანიც შეჯდა თავის ვირზე და გაუდგა გზას,მაგრამ მას ხმლით ხელში წინ გადაუდგა იზრაელის მფარველი ღმერთის ანგელოზი.

ბალაამმა ვერ დაინახა ანგელოზი,მაგრამ ვირმა იგრძნო მისი ყოფნა,დაფრთხა და გაიქცა. ბალაამი გამოეკიდა მას და დაუწყო დაუნდობლად ცემა.



ვირმა მაშინ მიიხედა და ჰკითხა ბალაამს: "რატომ მცემ,განა ერთგულად არ გემსახურე?"  ბალაამს მაშინ აეხილა თვალები და მან ქედი მოიხარა ანგელოზის წინაშე.  ანგელოზმა კი მას დაავალა მეფისთვის მისი დანაბარების გადაცემა.

მეფე მოაბის გულგასახეთქად ბალაამმა მას გადასცა წინასწარმეტყველებები რომელთა გადაცემაც მას დაავალა უფალმა.

ბალაამმა მოაბს უთხრა რომ იაკობიდან ამოვა ვარსკვლავი, რომ იზრაელიდან ამოვა კვერთხი,რომ იაკობიდან ამოვა მბრძანებელი.

ღმერთის მიერ დაბარებული ეს წინასწარმეტყველებები რა თქმა უნდა სასარგებლო იყო იზრაელისთვის.
და ბალაამი დაბრუნდა სახლში.
თავიდან იფიქრეს რომ ბალაამი ლაპარაკობდა დავითზე. შემდეგ დაასკვნეს რომ ლაპარაკი იყო მესიაზე.

ასე ჩადგა ბალაამი ქრისტეს წინასწარმეტყველებს შორის.

მოსეს ანდერძი და გარდაცვალება:
პალესტინაში შესვლამდე მოსემ შეკრიბა ხალხი და გაახსენა მას ის თუ რა შთამბეჭდავად დაეხმარა ღმერთი ებრაელ ხალხს. მან ხალხს მოუწოდა მისი მფარველი ღმერთის ერთგულებისკენ.

120 წლის დიდმა წინასწარმეტყველმა თავის მემკვიდრედ დაადგინა ჟოზუე.

მოსემ დალოცა 12 ტომი და ავიდა მთა ნებოზე რომელიც ბატონობს იერიქონზე და პალესტინის ნაწილზე.

მან გადახედა მიწას რომელზეც შესვლა აკრძალული ჰქონდა და გარდაიცვალა.

ძველი აღთქმის თქმით იზრაელს აღარ ყოლია მოსეს ნაირი წინასწარმეტყველი რომელსაც ღმერთი ელაპარაკებოდა პირისპირ.

ებრაელებისთვის ეგვიპტიდან გასვლა არის იზრაელის ისტორიის მთავარი მოვლენა...

ქრისტიანებისთვის ზღვაზე გამარჯვებით გასვლა არის ნათლობის, ხოლო ციური მანანა ჭეშმარიტი მანანა ევქარისტიის განჭვრეტა...

ზიგმუნდ ფროიდი ეგვიპტელ დიდებულ მოსეზე:
ზიგმუნდ ფროიდი: ეს ადამიანი მოსე //შემოკლებით//


 ა მოსე
ზიგმუნდ ფროიდის აზრით მოსე ებრაელი კი არა ეგვიპტელი დიდებული იყო. ის მიემხრო ამენხოტეპ IV-ს რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა შემოიღო მონოთეიზმი, ატონის კულტი და გახდა მონოთეისტი. ამ ფარაონის სიკვდილის (ძვ.წ. 1358 წ.) შემდეგ დაიწყო რეაქცია. ეგვიპტელმა ქურუმებმა და მათმა მომხრე დიდებულებმა უარყვეს ახალი რელიგია და დაანგრიეს ამენხოტეპ IV-ის მიერ აგებული ეგვიპტის ახალი დედაქალაქი. დაიწყო ატონის კულტის მიმდევართა დევნა. 

მაგრამ მოსემ ატონის (ებრაულად ადონაი) კულტი გადასცა ებრაელებს და მათ დასტოვეს ეგვიპტე, რის შემდეგაც დაიწყო მონოთეიზმის ტრიუმფალური,თუმც მერყეობით და უკანდახევებით აღნიშნული სვლა...


1938 წლის შემოდგომისთვის ფროიდი დაუძლურდა. უკანასკნელი ძალები მან გამოყენა თავისი მეხისავით გავარდნილი უკანასკნელი ნაშრომის დასაწერად. ეს იყო "მოსე და მონოთეიზმი". არსით 3 ესე და 2 წინასიტყვაობა რომლებიც ბევრად უფრო ადრე იყო დაწერილი და განამტკიცებდნენ სხვების მიერ უკვე არაერთხელ გამოთქმულ აზრს რომ მოსე იყო ეგვიპტელი.
დიდი აღშფოთების გამოწვევა შეეძლო სხვის მიერაც ამის დაწერას, ინტელექტუალურ ღალატად ჩაითვლებოდა ამის დაწერა იმის მიერ ვინ უარყოფდა ებრაულ რელიგიას, მაგრამ ამბობდა რომ "მთავარში" ებრაელებთან ერთადაა.

ფროიდი უეჭველად მძაფრად განიცდიდა თავის ებრაელობას და ამიტომ ნაშრომმა "მოსე და მონოთეიზმი" დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორთოდოქსულ წრეებზე....
             
მაქს გრაფს სურდა თავისი შვილის მონათვლა და ფროიდმა არაორაზროვნად მიწერა: "თუ კი თქვენ თქვენს შვილს არ მისცემთ ებრაელად გაზრდის საშუალებას თქვენ მას წაართმევთ ძალის ისეთ წყაროებს რომელთაც ვერ შეცვლის ვერაფერი. დაე ებრძოლოს ცხოვრებას როგორც ებრაელი და თქვენ დაეხმარეთ მას ამისთვის საჭირო ძალის მოპოვებაში,მუ წაართმევთ ამ უპირატესობას"...

ფროიდი ამბობდა რომ ებრაელობა ემოციურად მნიშვნელოვანია მისთვის,რომ ის ძალიან ძლიერად განიცდიდა ნათესაობას თავის რასასთან და განამტკიცებდა ამ გრძნობას თავის შვილებში...


ინგლისში ჩასვლისას, როდესაც მას მიესალმა "ებრაული სამეცნიერო ინსტიტუტის" ადგილობრივი განყოფილება, ფროიდმა გარკვევით და მტკიცედ თქვა:

" თქვენ უეჭველად იცით რომ მე ყოველთვის სიამოვნებით და სიამაყით ვიღებდი ჩემს ებრაელობას,თუმცა ჩემი დამოკიდებულება რელიგიებთან,ჩვენი რელიგიის ჩათვლით,კრიტიკულად ნეგატიურია".

მაგრამ ჰიტლერის მოსვლამ ხელისუფლებაში და ებრაელების გამოცხადებამ ადამიანთა მავნე სახეობად ფროიდი სერიოზულად დააფიქრა ებრაელობის ჭეშმარიტ არსზე. ებრაელობის ისტორიული განვითარების თავისებურებებზე და მისი დევნის ტრადიციულ მიზეზებზე.

ფროიდის პასუხი ამ კითხვებზე იყო ის რომ მან გააცოცხლა ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც მოსე იყო ფარაონთა ოფიციალური რელიგიისგან განდგომილი ეგვიპტელი რომელმაც შეკრიბა თავისი მიმდევრები და გაიყვანა ისინი ეგვიპტიდან. 

არნოლდ ცვეიგს მან ერთხელ უთხრა რომ მისი წიგნის სათაური იქნებოდა "ადამიანი მოსე" და ქვესათაური "ისტორიული რომანი" და დაუმატა რომ ეს ნაშრომი ალბათ არასოდეს გამოქვეყნდებოდა. ეს პესიმიზმი ფროიდმა უცნაურად დაასაბუთა იმით რომ ავსტრიაში ბატონობს კათოლიკობა და ფსიქოანალიზის დამფუძნებლის მიერ მისმა გამოქვეყნებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში ფსიქოანალიტიკური პუბლიკაციების აკრძალვა...

ნაშრომში "ტოტემი და ტაბუ" ფროიდმა რელიგია გამოაცხადა კოლექტიურ ნევროზად და ეს ნაშრომი ჩათვლილიყო ერთდროულად იუდაიზმისთვის და ქრისტიანობისთვის ძირის გამოთხრად...

ფროიდს კარგად ესმოდა თუ რაზე მიდიოდა. ჩარლზ ზინგერს ის სწერდა რომ სულ არ უნდა თავისი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება,,მაგრამ მთელი ცხოვრება იცავდა იმას რაც მიაჩნდა მეცნიერულ ჭეშმარიტებად მაშინაც როდესაც ეს არასასიამოვნო და საშიში იყო მისი მიმდევრებისთვის. მაგრამ მას არ შეუძლია ცხოვრების დამთავრება უარყოფით.მას ესმის რომ მას შეიძულებენ ამის გამო,მაგრამ ის კმაყოფილია რომ წიგნი გამოვა. "ის გააბრაზებს ებრაელებს",უმატებდა ფროიდი.

"მოსე და მონოთეიზმი" გამოვიდა გერმანულად ამსტერდამში 1939 წლის მარტში...ის ბევრმა და არა მარტო ორთოდოქსმა ებრაელებმა ჩათვალეს ფროიდის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ნაშრომად...

ფროიდს დარჩენოდა ცხოვრების მხოლოდ 6 თვე. მთელი სექტემბერი მისი მდგომარეობა  უარესდებოდა. ის თითქმის ვეღარ ჭამდა და ვეღარ სვამდა. მას სტანჯავდა უძილობა. 21 სექტემბერს მასთან მყოფ შურს მან უთხრა :"ძვირფასო შურ,თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენი პირველი საუბარი. თქვენ მაშინ დამპირდით რომ არ დამტოვებდით როდესაც დადგებოდა ბოლო. ეხლა მე დამრჩა მხოლოდ ტანჯვა და ვეღარ ვხედავ გაგრძელების აზრს":

შურს არ დავიწყებია..."როდესაც მას ისევ წაუვიდა გული-წერდა ის შემდეგ-მე შევუყვანე მორფი. მან მალე იგრძნო შვება და დაიძინა. 12 საათის შემდეგ მე გავიმეორე დოზა. ის იმდენად დაუძლურებული იყო რომ ჩავარდა კომაში და აღარ გაუღვიძია. ის გარდაიცვალა დილის სამ საათზე 1939 წლის 23 სექტემბერს...".

//რონალდ კლარკის წიგნიდან "ფროიდი: ადამიანი და მისი საქმე".

1923 წელს ფროიდს აღმოუჩინეს პირის ღრუს კიბო. მას შემდეგ მან გადაიტანა 33 უმძიმესი ოპერაცია, უკანასკნელი კი 1939 წლის აგვისტოში ლონდონში, ერთი თვით ადრე 83 წლის ფროიდის სიკვდილამდე. მაქს შური 11 წლის განმავლობაში იყო ფროიდის ოირადი ექიმი  //მთარგმნელის შენიშვნა//.
     
ნაწილი 1. მოსე როგორც ეგვიპტელი:
წართმევა ხალხისთვის ადამიანისა რომელსაც ის პატივს მიაგებს როგორც თავის უდიდეს შვილს არაა ადვილი საქმე,განსაკუთრებით თუ კი შენ თვითონ ეკუთვნი ამ ხალხს. მაგრამ ვერაფერი მათქმევინებდა უარს ჭეშმარიტებაზე ე.წ."ეროვნული ინტერესების" სასარგებლოდ მით უმეტეს რომ პრობლემის ჭეშმარიტი მხარის განმარტება მხოლოდ გააღრმავებს ამ ინტერესების გაგებას. 

ეს ადამიანი მოსე,ხალხის განმანთავისუფლებელი, მისთვის რელიგიისა და კანონების მიმცემი,ცხოვრობდა იმდენი ხნის წინ რომ პირველ რიგში დგება კითხვა არსებოდა ის მართლაც თუ ლეგენდარული ფიგურაა.

თუ ის მართლაც ცხოვრობდა,ეს იყო ძვ.წ. მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში. ცნობები მის სესახებ არის მარტო ებრაულ წმინდა წიგნებში და ებრაულ წერილობით ტრადიციაში. მკვლევართა უზარმაზარი უმრავლესობა.თუმცა საბოლოო დარწმუნებულობის გარეშე,თვლიან რომ მოსე მართლაც იყო და მისი მეთაურობით ებრაელთა წასვლა ეგვიპტიდან ისტორიული ფაქტია. ეს ისტორიკოსები არც თუ უსაფუძვლოდ ამასთან დაუთანხმებლად შეუძლებელია იზრაელის მთელი მომდევნო ბედის გაგება.
                 
მეცნიერება დღეს უფრო ფრთხილი გახდა და ტრადიციას უყურებს მეტი ნდობით ვიდრე ეს იყო ისტოიულ კვლევათა გარიჟრაჟზე....

ბევრი და უკვე დიდხანს ამბობდა რომ სახელი "მოზეს" ეგვიპტური ლექსიკონიდანაა.

ავტორიტეტული ეგვიპტოლოგი ბრესტედის თქმით ეს სიტყვა ნიშნავს უბრალოდ ბავშვს და ალბათ არის შემოკლება ისეთი სახელებისა როგორებიცაა მაგალითად ამონ-მოზე
//ამონი-ბავშვი // ან პტა-მოზე // პტლისა ბავშვი // რაც ალბათ არის შემოკლება გამოთქმებისა "ამონმა მომცა ბავშვი" ან "პტამ მომცა ბავშვი".

შემოკლებული სახელი მოზე მალე ცვლის გრძელ უხერხულ სახელებს და ის არაა იშვიათი ეგვიპტურ ძეგლებში. მოსეს მამამ თავის შვილს ალბათ დაარქვა რომელიმე ეგვიპტური ღმერთის, ვთქვათ ამონის ან პტას სახელი რომელიც ხმარებისას თანდათანობით დაიკარგა და ბავშს უწოდებდნენ უბრალოდ მოზე.

უბრალოდ მიკვირს რომ ბრესტედმა არ ახსენა ეგვიპტის მეფეთა მსგავსი სახელები //ა-მოზე, ბერძნული გამოთქმით ამოსი, ტუტ-მოზე, ბერძნული გამოთქმით ტუტმოსი და რა-მოზე, რამსესი//....

1909 წელს მაშინ ჯერ ჯიდევ ისევ ჩემი გავლენის ქვეშ მყოფმა ოტო რანკმა ჩემი
წინადადებით გამოაქვეყნა წიგნი "მითები გმირთა დაბადების შესახებ". მასში ის განიხილავდა იმა ფაქტს რომ თითქმის ყველა ცივილიზებულმა ხალხმა თავისი ისტორიის ადრეულ სტადიაზე მითებში და ეპოსებში განადიდა თავისი ლეგენდარული  მეფეები და უფლისწულები,რელიგიათა,დინასტიათა,იმპერიათა და ქალაქთა დამფუძნებლები,მოკლედ თავისი ეროვნული გმირები.

ამასთან განსაკუთრებით ფანტასტიური ნიშნებით გამოირჩეოდა მათი დაბადების და ადრეული ბავშვობის ისტორია და მკვლევარებს აოცებს სრულებით სხვადასხვა და ზოგჯერ ერთმანეთისგან გეოგრაფიულად დიდად დაშორებული ხალხების ასეთი მოთხრობების მსგავსება,შეიძლება ითქვას იგივეობა.

რანკის თანახმად გამილტონის მეთოდით ჩვენ აღვადგინეთ "ტიპიური მითი" რათა უფრო ცხადი გაგვეხადა ასეთი მოთხრობების ძირითადი თავისებურებები და მივიღეთ შემდეგო ფორმულა.

გმირი არის დიდებულთა,ყველაზე ხშირად მეფის შვილი. მის გაჩენას ხელს უშლის სირთულეები,მაგალითად დროებითი სქესობრივი თავშეკავება ან მშობელთა დროებითი უნაყოფობა. ზოგჯერ მშობლები აკრძაკვათა ან სხვა გარეშე მიზეზების გამო იძულებული არიან დამალონ თავისი კავშირი.

დედას ფეხმძიმობის დროს ან უფრო ადრეც წინაწარმეტყველი ამ სიზმარი აფრთხილებს მამას რომ ვაჟიშვილის გაჩენა საშიშია მისთვის. ამიტომ მამა ან მისი შემცვლელი ბრძანებს ახალშობილის მოკვლას ან სხვა უდიდეს საფრთხეში ცაგდებას.  უმრავლეს შემთხვევაში ბავშვს დებენ კალათაში და აგდებენ წყალში. შემდეგ ბავშვს გადაარჩენენ ცხოველები ან მწყემსების მსგავსი საწყალი ხალხი. მას კვებავს დედალიცხოველი ან ღარიბი ქალი.

გაზრდილი გმირი თავგადასავლების გავლის შემდეგ აღმოაჩენს მშობლს,შურს იძიებს მისი უარმყოფელი მამის წინააღმდეგ და ხალხის მიერ აღიარებული ხდება სახელოვანი და ძლიერი.

ასეთ მითთთან დავშირებული  რეალური ისტორიული პიროვნებებიდან უძველესია ძვ.წ. 2800 წლისთვის ბაბილონის დამაარსებელი აქადი მეფე სარგონი.
სარგონ ძველის, აქადელის ნიღბად ცნობილი რამ, ძვ.წ.2300 წლისთვის, ბაღდადის მუზეუმი.
აი მისი სიტყვები:" მე ვარ სარგონი, დიდი მეფე,აქადის მეფე.დედა ჩემი იყო ქურუმი, მამას ჩემს, არ ვიცნობა, და მამაჩემის ძმა ცხოვრობდა მთებში. 

დედაჩემმა,ქურუმმა,ჩამსახა ქალაქ აზუპირანში,ევფრატის სანაპიროზე, საიდუმლოდ გამაჩინა მან მე. მან ჩამდო ლერწმის კალათში,კუპრით დახურა ხვრელი და ჩამდო მდინარეში.  მდინარემ არ ჩამყლაპა,მიმიყვანა აკი წყლის მზიდთან. კეთილმა კაცმა აკი წყლის მზიდმა ამომიყვანა წყლიდან და აღმზარდა როგორც საკუთარი შვილი, გამხადა ზედამხედველად თავის ბაღში. იქ შემიყვარა იშთარმა,გავხდი მეფე და ვიმეფე 45 წელი".

სარგონის მიერ გახსნილ სიაში არიან მოსე,კიროსი და რომულუსი. რანკი დამატებით ჩამოთვლის კიდევ მრავალ გმირს რომლებსაც ზუსტად ასეთი ბიოგრაფია მიეზერებათ მთლიანად ან ნაწილობრივ: ოიდიპოსი,პარისი,პერსევსი, გილგამეში და სხვ. 

რანკი ხსნის ხსნის ასეთი მითების წყაროებს და მიზნებს. ვახსენოთ მხოლოდ დასკვნები.

გმირი ჩვეულებრივ არის მამამისის მოწინააღმდეგე, ვაჟკაცურად უპირისპირდება მას და ბოლოს და ბოლოს იმარჯვებს. 

ბრძოლის წყაროა გმირის ცხოვრების დასაწყისში იმიტომ რომ ის ჩნდება მამის ნების საწინააღმდეგოდ და გადარჩება მამამისი ბოროტი განზრახვის საწინააღმდეგოდ. კალათაში ჩადება აშკარად არის გაჩენის სიმბოლო. კალათა არის საშო,წყლები მის ირგვლივ-"ნაყოფისგვერდითა წყლები". 

მრავალ სიზმარში გადარჩენა ჩანს წყლიდან გადარჩენად. როდესაც ფანტაზია ასეთ მითს მიაწერს რეალურ სახელგანთქმულ პიროვნებას ის უბრალოდ მის ცხოვრებას არგებს ტიპიურ სქემაზე. 

ასეთი მითის შინაგანი წყაროა ბავშვის ე.წ. ოჯახური რომანი, ესე იგი მის ფსიქიკაში ასახული ცვლილება დამოკიდებულებისა მშობლებთან,
განსაკუთრებით მამასთან. ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში ხდება მამის უზარმაზარი გადაფასება, ამიტომ მითების მეფეები,უფლისწულები და ა.შ. უბრალოდ წარმოადგენენ მბრძანებელი მამის სიმბოლოს. 

მოგვიანებით მამასთან მეტოქეობის და რეალური იმედგაცრუებების გავლენით ხდება განთავისუფლება მშობელთა ძალაუფლებისგან და ჩნდება კრიტიკული დამოკიდებულება მათ მიმართ. ამდენად ორი ოჯახი მითში,დიდებული და ღარიბი,არის თავის საკუთარ ოჯახზე ბავშვის ორი წარმოდგენის სიმბოლო. ეს წარმოდგენები ბავშვს ექმნება მისი ცხოვრების სხვადასხვა სტადიაზე. 

ეს ფსიქოლოგიური განმარტებები ხსნის გმირის გაჩენის შესახებ მითების მსგავსებას და უფართოეს გავრცელებას.

მაგრამ მით უფრო საინტერესოა რომ მითი მოსეს გაჩენის შესახებ დგას განკერძოებით იმიტომ რომ ერთ არსებით პუნქტში ის განსხვავდება მათგან.

მითის ტიპიურ ფორმაში პირველი ოჯახი//რომელშიც ბავშვი იბადება// წარჩინებულთა ან სულაც მეფის ოჯახია,მეორე//რომელშიც იზრდება// კი ღარიბი და მოკრძალებულია. მხოლოდ ოიდიპოსის ისტორიაშია ისე რომ ერთი მეფის ოჯახში დაბადებული ბავშვი იზრდება მეორე მეფის ოჯახში. აქ თითქოს თვითონ მითი მიუთითებს ოჯახთა იგივეობაზე. 

ორი ოჯახის სოციალურ კონტრასტს,რომელიც ხაზს უსვამს დიდ ადამიანის გმირულ აღმასვლას, აქვს კიდევ ერთი და რეალური ისტორიულ გმირების შემთხვევაში ანსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქცია. ის გმირს აძლევს დიდებული წარმომავლობის გარანტიას და ამით ამაღლებს მის საწყის სოციალურ სტატუსს. 

ასე მიდიელებისთვის მხოლოდ უცხოელი დამპყრობელი მეფე კიროსი მითმა აქცია მათი წინა მეფის შვილიშვილად. ანალოგიური რამ ხდება მითში რომულუსზე რომელიც,თუ კი მართლაც არსებობდა, ალბათ იყო უცნობი ავანტურისტი. მითმა ის გადააქცია ალბა ლონგას მეფის სახლის შთამომავლად და,ე.ი. კანონიერ მემკვიდრედ. 

მოსეს შემთხვევაში პირიქითაა. პირველი,ჩვეულებრივ დიდებული,ოჯახი საკმაოდ უბრალოა. მოსე ებრაელ ლევიტთა შვილია. სამაგიეროდ მეორე ოჯახი,რომელიც ჩვეულებრივ ღარიბია ხოლმე, იქცა ეგვიპტის მმართველ ოჯახად.

მრავალმა მეცნიერმა უკვე დიდი ხანია რაც შეამჩნია ეს გადახრა სტერეოტიპიდან. ედვარდ მაიერმა და მის კვალზე სხვებმა ამიტომ ივარაუდეს რომ მოსეზე მითის საწყისი ფორმა სხვაგვარი იყო. სინამდვილეში ფარაონს უნდა ენახა სიზმარი რომლის თანახმადაც მისი ქალიშვილი პრინცესას შვილი საშიში იქნებოდა მისთვის და მისი სამეფოსთვის და ამიტომ გადააგდეს ნილოსში მოსე დაბადებისთანავე. ის კი გადაარჩინეს ებრაელებმა რომლებმაც მოსე თავისიანად აღზარდეს. შემდეგ კი,რანკის აზრით, ეროვნულმა მიზეზებმა თანდათანობით მისეც მითს დღევანდელი ფორმა. 

მაგრამ უბრალო მსჯელობა აჩვენებს რომ ასეთი "სტანდარტული" მითი მოსეს შემთხვევაში ვერ გაჩნდებოდა. ასეთი მიტი წარმოშობით ან ებრაული შეიძლებოდა ყოფილიყო და ან ეგვიპტური. 

ეგვიპტელებს არ ჰქონდათ მოსეს განდიდების მიზეზი,მათთვის ის არ ყოფილა გენიოსი. 

ე.ი. მითი გაჩნდა ებრაელებში და დიდებული წარმოშობის შესახებ მითის ჩვეულებრივი ფორმით მიეწერა მათ ბელადს. 

მაგრამ ასეთი ჩვეულებრივი ფორმა ამ შემთხვევაში სრულიად გამოუსადეგარი იყო. რაში სჭირდება ხალხს ლეგენდა რომლის თანახმადაც მათი გმირი წარჩინებული უცხოელია? 

შემდეგ მითი მოსეზე მისი დღევანდელი ფორმით სულ არ შეესაბამება დაბადების შესახებ სტანდარტული მითის ფარულ მიზნებს. 

თუ მოსე არაა მეფური წარმოშობის ასეთი ლეგენდა ვერ გადააქცევს მას გმირად. და თუ კი ის ებრაელია ლეგენდა არაფერს უმატებს მის სტატუსს. 

რჩება მხოლოდ გადარჩენა ძლიერი მოწინააღმდეგე ძალების მიუხედავად.

საინტერესოა რომ ანალოგიური დეტალი მეორდება იესოს ისტორიაში სადაც იროდი ასრულებს ფარაონის როლს. 

ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება დავასკვნათ რომ უფრო გვიან და ლეგენდარული მასალის საკმაოდ უხერხული დამუშავების დროს ებრაელებმა გაურკვეველი მიზეზების გამო მათ გმირს მიაწერეს დაბადების სტანდარტული მიტის გარკვეული ნიშნები რომლებიც მოსეს მისი განსაკუთრებული გარემოებების გამო სულ არ უცდებოდა.... 

ჩვენი საბოლოო დასკვნა ისაა რომ მოსე  წარჩინებული ეგვიპტელია რომელიც დაბადების მითის მეშვაეობით ხალხმა გარდაქმნა ებრაელად!

მოსეს ლეგენდის განსხვავებას სხვა მსგავსი ლეგენდებისგან განაპირობებს გმირის ცხოვრების ძირეული თავისებურება.

იმ დროს როდესაც სხვა მითიური გმირები თანდათანობით აღზევდებიან საწყის მოკრძალებულ დონეზე მაღლა, ადამიანი მოსეს ცხოვრება დაიწყო იმით რომ ის ეგვიპტური სიმააღლეებიდან დაეშვა იზრაელის შვილთა დონეზე. 
               ___________________________________________________________________

კაენი და აბელი
რას ამბობს ბიბლია მკვლელობაზე:
ბიბლია ყოველ სისხლისღვრას თვლის უფლის ნების უმძიმეს დარღვევად. ის არის ადამიანის ცოდვად დაცემის პირველი კონკრეტული გმოვლინება და დამღუპველია როგორც თვითონ ადამიანისთვის ისე მთელი ქმნილებისთვის //"და შენი ძმის სისხლი მომმართავს მე მიწიდან"//.

მკვლელობა სამყაროში შედის ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგად და ხდება  ადამიანის პირველი სიკვდილის მიზეზად. 

მოთხრობა კაენის შთამომავლობის შესახებ ყვება რომ სისხლიანი ძალადობა შეუჩერებლად ვრცელდება ადამიანთა საზოგადოებაში.

ლამექი იკვეხნის იმით რომ მოკლა კაცი ნაკაწრის გამო.

ჯებირს უკონტროლო მკვლელობათა წინაშე აღმართავს  ღმერთის პირველი კავშირი  ნოესთან და მის შთამომავლობასთან. ეს პირველი აღთქმა არის ადამიანის ცოდვისგან და სიკვდილისგან მხსნელი გზის დასაწყისი. ის ითხოვს სისხლისღვრის უარყოფას ვინაიდან ნებისმიერი ცოცხალი არსების სიცოცხლე ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს.

სინას კანონმდებლობა აკონკრეტებს მკვლელობის ცნებას და ადგენს გარკვეულ საზღვრებს მასთან დაკავშირებული ძალადობის ფორმებისთვის.

მოსეს მეხუთე მცნება კატეგორიულად კრძალავს მკვკლელობას სისხლის სამართლის თვალსაზრისით,ე.ი. შეგნებულ და გააზრებულ მკვლელობას. 

ამავე დროს სინას კანონმდებლობა გამოყოფს მკვლელობის სხვა ფორმებს 
//გაუფრთხილებლობით,თავდაცვისას// რომლებიც ასევე აკრძალულია,მაგრამ შეგნებულ და წინასწარ გააზრებულ მკვლელობაზე უფრო მსუბუქად ისჯება. 

სინას კანონმდებლობის თანახმად ძალადობა დასაშვებია მხოლოდ როგორც პასუხი ძალადობაზე და შესაბამისი უნდა იყოს, მოთხოვნა თვალი თვალის წილ ამდენად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ლამექის კვეხნასთან შედარებით.

მაგრამ ყოფითი,განსაკუთრებით ანგარებიანი ძალადობის აკრძალვის პარალელურად სინას კანონმდებლობა საკმაოდ ფართოდ იყენებს სიკვდილით დასჯას და მას აქცევს მკვლელობის დაკანონებულ სოციალურ ფორმად.

მვლელობა არ იკრძალება და არ იზღუდება საბრძოლო მოქმედებისას. 

მაგრამ სინას აღთქმის დადებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, წინასწარმეტყველთა ხანის დასაწყისში //ძვ.წ. მერვე ს.// დამოკიდებულება მკვლელობის და ძალადობის მიმართ შესამჩნევად იცვლება.   
    
წინასწარმეტყველი ნაფანი ამხელს მეფე დავითს როგორც ურიას მკვლელს თუმცა მკვლელობის ცნება მოსეს კანონით არ გულისხმობს  დავითის მომქმედებებს. მეფე დავითმა მხოლოდ შექმნა ურიას მკვლელობისთვის საჭირო პირობები.

მიუხედავად ამისა წინასწარმეტყველი ნაფანი მეფის ქცევას თვლის მკვლელობად. 

პირველი მწერალი წინასწარმეტყველო ამოსი თავისი წიგნის დასაწყისში აცხადებს რომ  ღმერთი გაასამართლებს ძალადობის იმ სახეობებს რომლებიც პირდაპირ არ აუკრძალია სინას კანონს.

ამოსის შემდგომ თაობაში ისაია იერუსალიმელი  ამბობს რომ სოციალური უსამართლობა და ღარიბთა ჩაგვრა იგივეა რაც სისხლისღვრა.

ისაიას თქმით "ეკონომიკური" ძალადობა ისევე ეზიზღება ღმერთს  როგორც სისხლისღვრა. 

არსებობისთვის აუცილებელ საშუალებათა წართმევა და მკვლელობა ერთი და იგივეა სხვა მწერალი წინასწარმეტყველებისთვისაც.

დაბოლოს ახალ აღთქმაში უფალი კიდევ უფრო აფართოვებს და აღრმავებს მკვლელობის აკრძალვას. 

ქადაგებაში მთასა ზედა მკვლელობაა ერთი ადამიანის სხვაზე გაბრაზებაც.  

მტრული ფიქრიც და მით უმეტეს ადამიანის სიძულვილი აკრძალულია როგორც მკვლელობის ფორმა. 

უფალი მოგვიწოდებს რომ არ ვუპასუხოთ ბოროტებით ბოროტებაზე, მოგვიწოდებს ბოროტების დამარცხებისკენ სიკეთით.

ეს შეუძლებელს ხდის მკვლელობის სინას კანონით დაშვებული ფორმების გამოყენებას.  

ქრისტეს მოწაფეებისთვის აკრძალული ხდება საერთოდ ყოველგვარი სისხლისღვრა.

ქრისტიანულ ეკლესიაში ეს პოზიციაა მკვლელობისადმი დამოკიდებულების საფუძველში.

ამავე დროს ქრისტიანებს ყოველთვის ესმოდათ რომ ისინი ცხოვრობენ და მოქმედებენ არასრულყოფილ სამყაროში რომელიც მათ უნდა გაანთავისუფლონ ბოროტებისგან.

ქრისტიანს აკისრია გარკვეული პასუხისმგებლობა და ამიტომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს მისთვის ძალადობის და იძულების გამოყენება.

მიუხედავად ამისა ამ შემთხვევაშიც კი სისხლისღვრა ითვლება ცოდვად და სავალდებულო და აუცილებელი ხდება მონანიება და პატიება.


http://www.bible-center.ru/topic/murder

Что Библия говорит об убийстве

Библия рассматривает всякое кровопролитие как тягчайшее нарушение воли Божьей. Оно является первым конкретным проявлением грехопадения человека и губительно не только для самого человка, но и для всего творения («голос крови брата твоего вопиет ко Мне от земли»). Убийство входит в мир в результате человеческого греха и становится причиной первой человеческой смерти. Рассказ о потомстве Каина говорит о том, что кровавое насилие растет в человеческом обществе как снежный ком: Ламех хвалится тем, что убил человека за царапину. Заслон на пути неконтролируемого человекоубийства ставит первый завет (союз) Бога с людьми, заключенный с Ноем и его потомством. Этот завет, полагающий начало пути спасения человечества от греха и смерти, требует отказа от кровопролития, так как жизнь любого живого существа принадлежит только Богу.

Синайское законодательство конкретизирует понятие убийства и устанавливает определенные рамки для связанных с ним форм насилия. Пятая заповедь Моисея категорически запрещает убийство в уголовном смысле слова, т.е. сознательное насильственное лишение человека жизни. Одновременно Синайское законодательство выделяет иные формы убийства (по неосторожности, в порядке самозащиты и т.д.), которые, оставаясь запрещенными, наказываются не столь строго, как преднамеренное убийство. Согласно Синайскому законодательству применение насилия допустимо только вынужденно, как ответ на насилие, и должно быть соразмерно. Требование «око за око и зуб за зуб» знаменует, таким образом, заметный шаг вперед в нравственном развитии человечества по сравнению с «похвальбой Ламеха». Однако, запрещая бытовое насилие, особенно из корыстных побуждений, Синайское законодательство довольно широко применяет смертную казнь, делая ее узаконенной социальной формой убийства. Не запрещается и не ограничивается убийство в ходе военных действий.

Однако вскоре после заключения Синайского завета, в начале пророческой эпохи (8 в. до Р.Х.) понимание убийства и отношение к насилию вообще заметно меняется. Пророк Нафан обличает царя Давида за гибель Урии, хотя действия царя не подпадают под понятие убийства, присущее Моисееву закону: царь сам не совершал убийства, но лишь подстроил для него соответствующие обстоятельства. Тем не менее пророк Нафан квалифицирует поступок царя как убийство. Первый из пророков-писателей, пророк Амос в начале своей книги возвещает суд Божий именно на те формы насилия, которые не были прямо запрещены Синайским законом. В следующем поколении после Амоса Исайя Иерусалимский приравнивает к кровопролитию социальную несправедливость и угнетение бедных. Исайя говорит, что «экономическое» насилие так же отвратительно Богу, как и кровопролитие. Лишение средств к существованию не отличается от лишения жизни и для других пророков-писателей.

Наконец, в Новом завете Господь еще более расширяет и углубляет запрет на убийство: в Нагорной проповеди Он приравнивает к нему всякий гнев одного человека на другого. Даже мысленная враждебность, тем более – ненависть между людьми, запрещаются как формы убийства. Призыв не отвечать злом на зло, но побеждать зло добром делает невозможным применение и тех форм убийства, которые были допущены Синайским законом. Всякое кровопролитие вообще становится запрещенным для учеников Христа.

Эта позиция стала основой отношения к убийству христианской Церкви. В то же время христиане всегда понимали, что они живут и действуют в несовершенном мире, который им еще только предстоит освободить от зла. Поэтому в некоторых случаях ответственность христианина делает для него участие в насильственных действиях неизбежным. Но, тем не менее, даже в этом случае кровопролитие рассматривается как грех, нуждающийся в покаянии и прощении.

За первой трудностью следует вторая. Не нужно забывать, что Моисей был не просто политическим вождем живших в Египте евреев, он был также их учителем и законодателем, а главное - человеком, который заставил их принять новую религию, которая до сих пор называется 'моисеевой'. Но способен ли один человек с такой легкостью создать новую религию? И если уж он хочет навязать какую то религию другому, не будет ли самым естественным навязывать ему свою собственную? Евреи в Египте наверняка имели какую-то религию, и если Моисей, давший им взамен новую, был египтянином, то нельзя отвергнуть с порога возможность что эта новая, другая религия попросту была - египетской.

(Сокращенный перевод с английского Рафаила НУДЕЛЬМАНА)

Добавьте подпись













Часть 2  ЕСЛИ БЫ МОИСЕЙ БЫЛ ЕГИПТЯНИНОМ

Но тут то мы и наталкиваемся на трудность: резкое противоречие между еврейской религией, приписываемой Моисею, и религией Египта. Первая была невероятно жестким монотеизмом. Существует только один Бог - единственный всемогущий непостижимый. Созерцать Его невозможно, запрещено делать Его изображения, даже Имя Его нельзя произносить. Напротив, в египетской религии существовало не вообразимое множество богов самого разного происхождения и значения. Некоторые из них были воплощениями натуральных стихий - неба земли солнца и луны Другие были абстракциями вроде Маат (Справедливость Истина), третьи - гротескными созданиями, вроде карликовой Бес. Но большинство из них составляли местные божки, напоминавшие о тех временах, когда страна еще была разделена на многочисленные провинции. Все они имели облик животных, словно еще не успели расстаться со своим прообразом - древним животным тотемом. Между ними нет даже четкого различия по функциям Гимны в их честь говорят о каждом одно и то же и беззаботно отождествляют их друг с другом, безнадежно запутывая весь пантеон. Имена одних сочетаются с именами других, превращаясь, порой в простые эпитеты. Так во времена расцвета так называемого 'Нового царства' главный бог города Фивы именовался Амон Ра; причем в этом сочетании первая часть означала бараноголовое городское божество. А вторая - ястребиноголового солнечного бога из провинции Он. В религиозных церемониях в честь всех этих богов (как и в повседневной жизни египтян) широко использовались магические заклинания формулы и амулеты.

Некоторые из этих различий можно легко объяснить принципиальным отличием последовательного монотеизма от безграничного политеизма. Другие явно связаны с разницей в интеллектуальном уровне: одна религия близка к примитивной другая воспаряет к вершинам утонченной абстракции. Возможно, именно поэтому кажется иногда, что противоположность моисеевой и египетской религий является чуть ли не сознательной и намеренно подчеркнутой: к примеру, там, где одна сурово осуждает всякую магию и колдовство, в другой они процветают в изобилии; а там где египтяне с ненасытным жаром создают все новые подобия своих богов в камне глине и металле, другая религия категорически запрещает творить любые подобия живых или даже воображаемых существ.

Существует еще одно различие между этими двумя религиями, в объяснение которого не хотелось бы вдаваться. Ни один древний народ не посвятил так много сил преодолению смерти, не предпринимал таких тщательных приготовлений к загробной жизни, как египтяне: не случайно самым популярным и неоспоримым из египетских богов был именно Осирис, правитель иного мира. Напротив, ранняя еврейская религия начисто отказывалась от бессмертия и даже не упоминала о возможности загробной жизни. Это тем более примечательно, что, как показало последующее развитие, вера в такую жизнь вполне согласуется с монотеизмом.

Я надеялся, что, приняв египетское происхождение Моисея, покажу, какой это проливает свет и какие дальнейшие стимулы дает. И вот, первый же вывод из этого предположения о том, что религия, которую он дал евреям, была его собственной, египетской, - натолкнулся на различие да где там' - на полную противоположность этих двух религий.

No comments: