4.06.2013

საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის ურთიერთობა ტყობა-ერდის ეკლესიის მაგალითზე

http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/tyoba_erdi.html
ტყობა-ერდის ეკლესია
(საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის ურთიერთობა ტყობა-ერდის ეკლესიის მაგალითზე)

კავკასიური ერთობის, თარგამოსისაგან კავკასიის მთელი მოსახლეობის წარმომავლობის იდეა ქართველთა ცნობიერებაში `ქართლის ცხოვრებით” მკვიდრდება. რვა ღვიძლი ძმის შთამომავალთ, რომლებიც კავკასიონის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილში დასახლებულან, მთების სიმაღლე ხელს ვერ უშლიდათ, არა მხოლოდ კეთილად ემეზობლათ, არამედ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალით გამოსულიყვნენ. ამ ხანგრძლივი ურთიერთობის კვალი შთამბეჭდავადაა ასახული ტოპონიმიკაში, ეთნოლოგიაში, ფოლკლორში და სხვა. [ჯანელიძე, 2003, 22] ბედის თანაზიარებლობასთან ერთად, ქართველებისა და კავკასიელი ხალხების დამახასიათებელი თავისუფლების სიყვარული, ვაჟკაცობა, სიტყვის გაუტეხლობა, ძმადშეფიცვის ტრადიცია იყო ის განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც კავკასიურ ერთობას მაცოცხლებელ იმპულსს სძენდა.

4.02.2013

ბოლშევიკებისთვის საშიში ბიბლია საბჭოთა კავშირში//1956-91 წწ.//.

მარკ შაგალი.მოსე იღებს ათ მცნებას
ბოლშევიკებმა რელიგიური ლიტერატურის გამოცემა აკრძალეს 1920-ანი წლების ბოლოს. სტალინის ხანაში ბიბლიის სახლში ქონა შეიძლებოდა ჩაეთვალათ იატაკქვეშა ანტისაბჭოთა რელიგიურ ორგანიზაციებში მონაწილეობის მოწმობად რასაც შესაბამისი შედეგებიც მოყვებოდა.

1946 წელს შექმნეს მოსკოვის საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილება.

10 წლის შემდეგ, 1956 წელს მან მოახერხა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მის ომის შემდგომ საზღვრებში რუსულ ენაზე ბიბლიის გამოცემა. ეს იყო ბიბლიის პირველი გამოცემა ბოლშევიკების ხელში.

მაგრამ ნურას უკაცრავად, საბჭოთა კავშირის ჩვეულებრივ მოქალაქეს ბიბლიის ყიდვა არ შეეძლო ეკლესიებშიც კი. გამოყოფდნენ ეგზემპლართა დიდად შეზღუდულ რაოდენობას და ამ ეგზემპლარებს "თავისიანებში" არიგებდნენ. ბიბლიის გარკვეული რაოდენობა ხვდებოდა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიებსაც.

მაგრამ ბიბლია რეალურად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთეულებისთვის.
ბიბლიის ეგზემპლარის შოვნა თავისთვის ხშირად არ შეეძლოთ სწავლების პირველი კურსების სემინარისტებსაც.

ვიცნობდეთ მეზობლებს - რუსი ნაციონალისტი, წარმოშობით გერმანელი ლიბერალი სტრუვე

პ. ბ. სტრუვე
"ჩვენი დროის და მომავალი თაობების ცხოვრებუსეული, სასიცოცხლო საქმე უნდა კეთდებოდეს ერის დროშით და სახელით" 
//პ.ბ. სტრუვე//.

სტრუვეს არქივის და კორესპონდენციის მფლობელი.მასზე კაპიტალური ნაშრომის ავტორი რიჩარდ პაიპსი ამტკიცებს რომ სტრუვეს ინტელექტუალური ბიოგრაფიის ერთ-ერთი ურყევი ბურჯი იყო ნაციონალიზმი, თუმცა დანარჩენში მისი პოლიტიკური და სოციალური შეხედულებები თანდათანობით იცვლებოდა.

აი პეტრე ბერნგარდის ძე სტრუვეს ცხოვრებისეული გზის ძირითადი ეტაპები

1870 წ. დაიბადა პერმის გუბერნატორის ოჯახში, ასტრონომი ვ.ი. სტრუვეს შვილიშვილი, გერმანული არისტოკრატული გვარის შთამომავალი.

1884 წელს,14 წლის სტრუვემ თავის დღიურში ჩაწერა შემდეგი სიტყვები:
"მე მაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებები. ვარ აკსაკოვის, იური სამარინის და სლავიანოფილთა ბრწყინვალე ფალანგის მომხრე.

მე ვარ ნაციონალ-ლიბერალი, ნიადაგის ლიბერალი და მიწის ლიბერალი. ჩემი ლოზუნგია თვითმპყრობელობა. მაგრამ მე მაქვს კიდევ ერთი ლოზუნგი: ძირს ბიუროკრატია და გაუმარჯოს სახალხო წარმომადგენლობას სათათბირო უფლებით
//გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს თვითმპყრობელს//".

აზერბაიჯანელი მხატვარი ვიუსალ რეინი


ქალაქი - ფრანკფურტი მაინზე, ბაქო, მოსკოვი, გერმანია, აზერბაიჯანი.
დაიბადა 1987 წლის 8 ივნისს სუმგაიტში.
2007 წელს დაამთავრა ა. აზიმზადეს სამხატვრო კოლეჯი ბაქოში.
გამოფენებში მონაწილეობს 2008 წლიდან.

პერსონალური გამოფენა İşıq və Günəş" (სინათლე და მზე) 2011, სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, ქ. სუმგაიტი.

ნამუშევრები არის კერძო კოლექციებში რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში და სხვ.

ბედნიერად დაქორწინებული.

ფერწერა ჩემთვის ყველაფერია, ისაა რაზეც ვერასდროს და ვერაფრის გულისთვის ვერ ვიტყვი უარს. ჩემი ფერწერა პატიოსანი ფერწერაა. ვხატავ იმას რასაც ვაფასებ და რაც მიყვარს. ვხატავ სხვადასხვა საგნებს,სახლებს,ისე როგორც მომინდებოდა მათი დანახვა. თუმცა ისინი უკვე არიან ისეთები როგორებსაც მათ ვხატავ... 

4.01.2013

ძველ ლამაზ ბაქოს ქართველებიც ამშვენებდნენ:

ძველი ბაქოს ერთ-ერთი აღიარებული
 "დედოფალი" ელისაბედ გრიგოლის ასული ნაგიევა.
Елизавета Григорьевна Нагиевa
Бакинский грузинский дамский кружок 
Председательница - кн. Дадиани Тамара Гр.
Заместительница - Квиташвили Марта Платоновна

Грузинский литературно-художественный кружок
Председатель - Каландарашвили В.
Секретарь - Кетхеладзе Г.

http://www.ourbaku.com/index.php5/Бакинские_благотворительные_общества_
Источник: "Кавказский календарь на 1917 год"

ძველ და ლამაზ ბაქოში ბოლშევიკების გამარჯვებამდე ყველა სიკეთესთან ერთად იყო მანდილოსანთა ქართული წრე //თავმჯდომარე თამარ გრ. დადიანი. მოადგილე-მართა პლატონის ასული კვიტაშვილი. იყო ქართული ლიტერატურულ-მხატვრული წრეც.თავმჯდომარე ვ.კალანდარიშვილი.მდივანი გ. კეთხელაძე და ა.შ.//

http://sara-ashurbeyli.info/article.php?num_a=192
ფუად ახუნდოვი, ძველი ბაქოს ლედი - მანდილოსნები
ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ბაქოელი ბურჟუა აღა მუსა ნაგიევის მეუღლე ელისაბედ გრიგოლის ასული //წარმოშობით ქართველი// ითვლებოდა ძველი ბაქოს ერთ-ერთ ულამაზეს და თვალისმომჭრელ მანდილოსნად
, მას არაერთხელ გაუოცებია ბაქოს ელიტარული და არისტოკრატული წრეები თავისი სამოსის ბრწყინვალებით, დახვეწილობით, თვალშისაცემი გარეგნობით. ნაგიევის მმართველი ფატულა-ბეკი რუსტამბეკოვის საოჯახო არქივში არის ფოტო რომელზეც ელისაბედ გრიგოლის ძე ნაგიევა არის მანქანაში რუსტამბეკოვების და ვეზიროვების ოჯახებთან ერთად.

ესეც ევროპაა - ადამ მიცკევიჩი:

ე.ა. ბურდელი. ა. მიცკევიჩის პორტრეტი.
თაბაშირი. 1920. პოლონური
ბიბლიოთეკა. პარიზი.
მიცკევიჩი, ადამი (Mickiewicz, Adam) (1798–1855), პოლონელი პოეტი. დაიბადა 1798 წლის 24 დეკემბერს ნოვოგრუდკში //ეხლა ბელორუსია// წვრილი მემამულე შლიახტის ოჯახში. 1819 წელს დაამთავრა ვილნოს უნივერსიტეტი. 

1822 და 1823 წლებში გამოაქვეყნა ორი მცირე პოეტური კრებული რომლითაც იწყება რომანტიული მიმდინარეობა პოლონურ ლიტერატურაში.

1824 წელს აქტიური მონაწილეობისთვის პოლონურ პატრიოტულ ორგანიზაციებში ის გაასახლეს რუსეთში. ცხოვრობდა ოდესაში, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში. 1829 წელს მიიღო დასავლეთ ევროპაში წასვლის ნებართვა.
რუსეთში მიცკევიჩმა დაწერა "ყირიმის სონეტები" (Sonety krymskie, 1826) და ებაირონის სულისკვეთების ეპიკური პოემა "კონრად ვალენროდი" (Konrad Wallenrod, 1828).

1829-1831 წლებში უპირატესად რომში მცხოვრებმა მიცკევიჩმა განიცადა სულიერი კრიზისი. ის გაიტაცა მისტიციზმმა. 

მან დიდი ენთუზიაზმის გარეშე სცადა შეერთება 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყებასთან. 1832 წლიდან ის დასახლდა პარიზში, სადაც გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლების დიდი ნაწილი.

მასალები დელენინიზაციისთვის - დ.ს. მერეჟკოვსკი, ანტიქრისტეს სამეფო:

სახელგანთქმული რუსი მწერალი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, რელიგიური ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი დმიტრი სერგეევიჩ მერეჟკოვსკიც //1866-1941//. პარიზში გარდაცვლილი ეს დიდი მოღვაწე რამოდენიმეჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე //რომელიც მას არ აღირსეს მაგრამ რომელიც მისცეს ასირ არაფატს, ბერიას თანამშრომელ ა. სახაროვს და მ. გორბაჩოვს//.



სადაც არიან რუსები არიან ისინიც ვისაც ახსოვს ყველაფერი რაც ეხლა ხდება რუსეთში, არა შემთანხმებლები, არა მოღალატეები, ბოლშევიკების შეურიგებელი მტრები.

გელაპარაკებით იმიტომ რომ მჯერა რომ თქვენს შორის ბევრია შეურიგებელი და მათი რაოდენობა გაიზრდება. ბოლშევიზმს ბოლო მოეღება და მესამე რუსეთი მაშინ იქნება როდესაც შეურიგებელი იქნება ყველა.

შეურიგებლობა-აი მესამე რუსეთში მიმავალი ერთადერთი გზა. ამ გზას აცდენილი ვერ მოხვდება მესამე რუსეთში. შერიგებულები ისჯებიან იმით რომ ვერ მოხვდებიან რუსეთში, არ ექნებათ მასში წილი.

შეურიგებლობა-აი მესამე რუსეთში მიმავალი ერთადერთი გზა. ამ გზას აცდენილი ვერ მოხვდება მესამე რუსეთში. შერიგებულები ისჯებიან იმით რომ ვერ მოხვდებიან რუსეთში,არ ექნებათ მასში წილი.

შერიგება შეიძლება სედარებით ბოროტებასთან.აბსოლუტურ ბოროტებასთან შერიგება დაუშვებელია. და თუ კი არის დედამიწაზე აბსოლუტური ბოროტების, ეშმაკის, განსახიერება ისაა ბოლშევიზმი.

«მამათქვენი ეშმაკია.ის იმთავითვე იყო კაცისმკვლელი, მატყუარა და ტყუილია მამა". ეშმაკის შვილი ბოლშევიკები არიან იმთავითვე მატყუარები და კაცისმკვლელები. ტყუიან და კლავენ. ტყუილს მალავენ მკვლელობით, მკვლელობას მალავენ ტყუილით. რაც უფრო მეტს ტყუიან მით უფრო მეტს კლავენ. უსასრულო ტყუილი-უსასრული კაცთმკვლელობა.