10.03.2011

ფსიქიური სნეულებები-3: ფობიები:


ფობია
  ფობიაა, ავადმყოფობაა ეს თუ  მოყვასზე ზრუნვის თავისებური ფორმა?
  ერთი უცნაური და ძალიან თავისებური ფობია,ტაი-ჯუნ-კიოფუ-შო, გვხვდება მხოლოდ იაპონელებში.
  ესაა პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ერთგვარი ფობია. ისინი დიდად განსხვავდება იმისგან რაც არის,მაგალითად,საფრანგეთში. როგორც ეს ძალიან კარგად აღწერა ამელი ნოტომბმა თავის რომანში "განცვიფრება და კანკალი"// 1999//.

    იპონური კულტურის ზოგ მატარებელს მეტისმეტად და დამადამბლავებლად ეშინია იმისა რომ სხვას შეაწუხებს თავისი სუნით,თავისი  ფიზიკური გარეგნობით ან კიდევ მოძრაობებით და გამოთქმებით. სოციალური ფობია აღწერილია  საუკეთესო სახით სხვებისადმი წარდგომის გარემოებებში.

     ეს სპეციფიური სინდრომი უფრო დაკავშირებულია გადამეტებულ მოკრძალებასთან. ადამიანს თითქმის გიჟურად ეშინია სხვის თუნდაც მსუბუქად შეწუხება.


    ეს განსაკუთრებული შიში თითქოს გავრცელებული უნდა იყოს კორეაშიც და უფრო ზოგადად საზოგადოებებში სადაც კულტურა წინ წამოსწევს ერთმანეთზე მჭიდროდ დამოკიდებულ ადამიანთა თემის წევრობას. ამ კულტურებში კომუნიკაცია არსებითად უსიტყვოა და ბავშვებს ზრდიან ძალიან ავტორიტარულად როდესაც სიტყვას ეთმობა მცირე ადგილი.


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
    აგორაფობია,სოციალური ფობია,რაღაც ობიექტის ფობია...ჩვეულებრივი შიშები შეიძლება იმდენად გაძლიერდეს და არაპროპორციული გახდეს რომ გამოიწვიოს ადამიანის დადამბლავება როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით.

ფობია
ფობია // ცნება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ფობოს,შიში// არის რაღაც ობიექტის ,ზოგჯერ ცხოველის ან ვითარების ახირებული, ექსცესიური,
დამადამბლავებელი შიში,შეძრწუნება. ბანალური ფენომენი  პათოლოგიური ხდება, როდესაც აძნელებს ყოველდღიურ ცხოვრებას და ხელს უშლის კეთილდღეობას.

     ფსიქიატრიამ ზოგი ფობიის აღწერა დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს: აგორაფობია//1871//,კლაუსტროფობია//1879//,ერეუტოფობია// გაწითლების შიში,1896//, ზიგმუნდ ფროიდმა//1895// და პიერ ჟანემ//1903// შექმნეს მათი წარმოშობის ფსიქოლოგიური თეორიები,  შემდეგ დადგინდა კლასიფიკაციები.

                       ფობიის მექანიზმი:

    1, შეხვედრა პირველი პანიკის გამომწვევ ობიექტთან//მაგ. გველთან//.

    2.ობიექტის თუ ვითარების გადამეტებული შიში მასთან შეხლის გარეშეც // აზრით განცდილი, წარმოდგენილი. "მეშინია გველზე გაფიქრებისასაც,მაშინაც კი როდესაც მას ვერ ვხედავ"//.

    3. ძლიერი მწუხარებისა თუ ღელვის განცდა შეხვედრისას:"გული მიცემს საშინლად,თავბრუ მეხვევა, მიწა მეცლება ფეხქვეშ,გული მიმდის,ძალიან მეშინია".

      4.  თავის არიდება ან გაქცევა // მე ვერიდები იმ ადგილებს,წიგნებს და ფილმებს სადაც გველებია//.

    5. შეხვედრისა თუ თავის არიდების შემდეგ რჩება მოგონება მწუხარებაზე, გაუფასურების,დამცირების,სირცხვილის,დაუცველობის გრძნობები.

   6. დაცვა პიროვნებების მეშვეობით // "ფობიის საწინააღმდეგო" ობიექტი// ან კონფრონტაცია, ჰიპერაქტიურობა ან შეგნებული შეჯახება // გამოწვევა//.


                         ფობიები დაჯგუფებულია სამ კატეგორიად:

            აგორაფობია არის შიში ადგილებისა ან სიტუაციებისა საიდანაც პანიკის შემთხვევაში ძნელი იქნება თავის დაღწევა ან დამხმარის ნახვა // ბრბო,მაღაზიები,ღია ადგილები//.

           სპეციფიური ფობია გულისხმობს ობიექტებს// ცხოველებს,ბუნებრივ გარემოს //ქარიშხლები,წყალი,სიმაღლე..,//,სისხლს, ნემსის გაკეთებას,უბედურ შემთხვევებს,ავადმყოფობებს.ტრანსპორტს,გვირაბებს,ხიდებს,ლიფტებს,თვითმფრინავით მოგზაურობებს,მანქანის ტარებას,დახურულ ადგილებს,ძლიერ ხმაურებს,ბავშვებისთვის გადაცმულ ადამიანებს//.

                სოციალური ფობია.

  შეესაბამება გაწითლების შიშს (ერეუტოფობია), სხვათა გასაგონად და დასანახად ლაპარაკის, ჭამის,წერის შიშებს.

                    სამი დადგენილი მიზეზი :

             *  სომატური:  მიზეზად თვლიან ნეიროგადამცემებს: ნორადრენალინს და ყველაზე უფრო სეროტონინს. მაშინ ჩართული უნდა იყოს ტვინის ის ნაწილები რომლებიც ემოციებთანაა დაკავშირებული.

                * კოგნიტიური. ფობია გააჩინა და შეინარჩუნა პირობითი რეფლექსის განვითარებამ,ჩაგონებამ.აზრებმა. ნაღველს,შფოთს,მოუსვენრობას ბიძგი მისცა ან რაღაც მძიმე მოვლენამ ან განმეორებულმა მიკროტრავმებმა,ოჯახურ ქცევათა გამეორებამ ან შემაშპოთებელი პედაგოგიური მიმართვების ექსცესმა. ფობია შეიძლება იყოს აგრეთვე პიროვნების დამახასიათებელი ნიშანიც.

                   ის ასევე დაკავშირებულია ობიექტთან რომელიც ჩაგონებით ან ჩვევით ხდება ფობიის,მოუსვენრობის,შიშის  გამჩენი სტიმული. ამ კავშირის დამყარების შემდეგ ფობიას აძლიერებს აზროვნების სქემები:მოუსვენარი და შეშფოთებული წინათგრძნობა,ყურადღების კონცენტრაცია საფრთხეზე, ჰიპერსიფხიზლე// გარემოზე დაკვირვება//, კატასტროფული სცენარების შემუშავება //შესაძლებლის და ნამდვილის აღრევა და გაიგივება//,თვითნებური დასკვნები, მცდარი ინტერპრეტაციები...


                    * არაცნობიერი საწყისი.

    ფსიქოანალიზი ფობიების პრობლემით დაინტერესდა პატარა ჰანსის ფობიის საკითხთან შეხვედრისას //1905//, ეს ხუთი წლის ბიჭი ოიდიპოსურ კონფლიქტშია მამამისთან და მას თავისი აგრესიულობა გადააქვს ცხენებზე რომლებსაც ის თავს არიდებს.  ცხენი იქცა შემცვლელად მამისა რომლისაც მას ეშინია.


     ფობია არის შფოთის,მოუსვენრობის გარდაქმნის ფორმა. ისაა შინგანი,გაფანტული,განუსაზღვრელი შფოთისა და მოუსვენრობის //შფოთი უსაგნო შიშია// ლოკალიზაცია,წარმოდგენა.  უსაგნო შიში ფობიით ხდება ობიექტი და ადამიანი ცდილობს მისთვის თავის არიდებას. 
      შფოთის,მოუსვენრობის ბუნება და საწყისი შეიძლება შეიცვალოს: წადილით წარმოშობილი შფოთი, შფოთი-ტრავმის განმეორება.დასაჭურისების შფოთი,უფრო ნაადრევი შფოთები// "არქაულები",დეპრესიულები,მჩაგვრელები,მელანი კლეინის თანახმად//.


      ფსიქოანალიზისთვის,მაშ,ფობია შეესაბამება შფოთის გადანაცვლებას ფსიქიური კონფლიქტის მიზეზთან დაკავშირებულ ობიექტზე. ფობია წარმოადგენს გადაუჭრელ არაცნობიერ კონფლიქტს და მას აქვს პაციენტის ისტორიასთან დაკავშირებული ინდივიდუალური აზრი.
       ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

     ფსიქოანალიზს მიაჩნია რომ ფობია არის აზრისა და ფუნქციის მქონე სიმპტომი. ის არის ლეგიტიმურობის მქონე კონფლიქტის გადაწყვეტა. მისი განკურნება ვერ იქნება ფსიქოანალიზის თავისთავადი მიზანი. ფობიის გაქრობამ შეიძლება გამოიწვიოს წონასწორობის მავნე შეცვლა ან სუბიექტს წაართვას ეფექტური გამოხატვის გზა. 


            ფობია შეიძლება გაქრეს და შემდეგ ისევ გაჩნდეს. ან ფობიის გარეშე,გამოხატვის ამ გზის გარეშე დარჩენილი ადამიანი შეიძლება შეიპყროს განუკურნებელმა შფოთმაც. 


        მკურნალობა,მაშ, გულისხმობს სუბიექტის კონფლიქტების გადაწყვეტას,მისი წადილის ცოდნას რაც აქრობს ფობიას იმიტომ რომ ფობია არის გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამოხატულება.


               კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიები ზოგჯერ დამამშვიდებელ,დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებასთან ერთად ეფუძნება შიშისმომგვრელ რამესთან დაპირისპირების და აზროვნების სქემებს კრიტიკის და შეცვლის ორ მთავარ მეთოდს. თერაპია შეიძლება შეავსოს მოსვენებამ,სუნთქვითმა კონტროლმა,მეობის გამოვლენამ,


    ფობიებით შეპყრობილმა უნდა წარმოიდგინოს შიშის მომგვრელი მოვლენები და ვითარებები და მიზნად დაისახოს ამ შიშის მორევა. პაციენტმა უნდა გაბედოს მისთვის შიშისმომგვრელთან უშუალო კონფრონტაციაც. 


       ავტომატურ აზრებს და მსჯელობებს ცვლიან მათი გამომვლენი თვითდაკვირვებით,
მათი ლოღიკისა და სისწორის,შესაბამისობის გააზრებით... 
                

                     

1 comment:

Anonymous said...

ძალიან კარგი სტატიაა. ისე, ნოტომის რომანს "კრძალვითა და ცახცახით" ჰქვია ^_^