შიიტების მესია.
მაჰდის მოსვლა |
თავიდან მას აიგივებდნენ იესო ქრისტესთან რომელმაც უნდა გვაუწყოს უკანასკნელი სამსჯავროს მოახლოების შესახებ. შემდეგ ის გაიაზრეს როგორც რწმენის განმაახლებლის დამოუკიდებელი ხატი.
უკვე ისლამის ადრეულ პერიოდში მაჰდის უყურებდნენ როგორც ისლამის თავდაპირველი სიწმინდის აღმდგენელ მმართველს. მე-7 საუკუნის ბოლოს ამ როლის შესრულებაზე პრეტენხიას აცხადებს,მაგ. "ანტიხალიფა" აბდალა აზ-ზუბაირი.
მესიანური იდეები უფრო ფართოდ გავრცელდა შიიტურ ისლამში. იქ მაჰდის რწმენა შეეწყა ფარული იმამის დაბრუნების რწმენას.
შიიზმში მაჰდი არის მუჰამედის შთამომავალი, ფარული მე-12 იმამი რომელიც ფარული იქნება ღმერთის მიერ დანიშნულ დრომდე და მაშინ მოვა დედამიწაზე როგორც მაჰმადიანთა ხელმძღვანელი და დაამყარებს სამართალისა და კეთილდღეობის სამეფოს. მაჰდი არის კონკრეტული პირი, შიიტების მესია.
სუნიტებში კი ისაა მომავალთან დაკავშირებული გაურკვეველი პიროვნება.
მაჰდი |
მესიანური იდეალები ასულდგმულებდნენ მაჰმადიანთა რელიგიურ მოძრაობებს. მათზე იყო დაფუძნებული ფატიმიდთა //909-1171// და ალმოხადთა დინასტიები ჩრდ. აფრიკასა და ესპანეთში.
უკანასკნელი დიდი მახდისტური მოძრაობა იყო აღმ. სუდანში მე-19 საუკუნის ბოლოს მუჰამედ აჰმედის მეთაურობით//მან თავი მაჰდიდ გამოაცხადა//. მან 1883 წ. კაშპილთან დაამარცხა ეგვიპტელთა ჯარი და ეგვიპტეს წაართვა სუდანი. 1885 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრედ გახდა აბდულა. მაჰდი სუდანში ისევ გამოჩნდა 1902 წ. მის წინააღმდეგ მიმართული ექსპედიციები უშედეგო აღმოჩნდა.
1848 წელს თავი მაჰდიდ ღიად გამოაცხადა სპარსელმა რელიგიურმა რეფორმატორმა ბაბმა. მისი ძირითადი წოდება ბაბ ნიშნავს კარიბჭეს რომლითაც გადმოიცემა ღვთის ნება. ბაბი დახვრიტეს 1850 წულს, მაგრამ მისი მოძღვრება გავრცელდა აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში.რელიგიაში ბაიანა ბაბი ითვლება ნამდვილ მაჰდიდ.
No comments:
Post a Comment