1.17.2012

ჩრდილო კავკასიის ძველი ქრისტიანული ტაძრები //შემოკლებით//:

ტუმგის ეკლესია, ინგუშეთი, XIII ს.
ვ.კუზმინი, ჩრდილოეთი კავკასიის ძველი ქრისტიანული ტაძრები, რესტავრატორის ჩანაწერები.

ჩრდილოეთ კავკასიის ძვეკლი ქრისტიანული ტაძრები რამოდენიმე საუკუნის მანძილზე წარმოადგენენ მეცნიერულ საიდუმლოს და ისტორიკოსებისა და რესტავრატორების დაჟინებული ყურადღების ობიექტს.

კავკასია უხსოვარი დროიდან აღმოჩნდა დიდი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს,ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.წყაროების თანახმად ეს გზებია:
აღმოსავლეთ კავკასიაში კასპიური, კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ ირანული გამაგრებული ქალაქები დარუბანდის და იჩერი შახარის //სპარსულად ძველი ქალაქი,თანამედროვე ბაქო//.
     
ცენტრალურ კავკასიაში-დარიალის გზა //სპარსული დარ-ი-ალან-ალანთა კარი// თერგზე, ჯვრის უღელტეხილით, ქალაქი მცხეთა-არმაზი და შემდეგ დასავლეთით პორტ ფაზის-ფოთში და აღმოსავლეთით იჩერი შახარ-ბაქოში;
   
ტრანსკავკასიური გზა კასპიისა და შავ ზღვებს შორის ა ირანულ პორტ იჩერი შახარს აკავშირებდა ბერძნულ ფაზისთან, გაივლიდა აგრეთვე მცხეთ-არმაზს.

ისტორიკოსი ა. ჯიველეგოვის თქმით ჩინური ქარავანები მიდიოდნენ მხოლოდ სოგდამდე. შემდეგ ესტაფეტას იღებდნენ სოგდის, ირანის, ბიზანტიის, ებრაელი და არაბი ვაჭრები. 

კავკასიის ბრიტანელი ისტორიკოსი დ. ლენგის აზრით არმაზი ქალაქის ირანული სასხელი, რაც შეიძლება ლაპარაკობდეს იმაზე რომ ქალაქი დაარსებულია სოგდელი ან ირანელი ვაჭრების მიერ. სახელს უკავშირებენ ზოროასტრიელთა ღმერთი ახურა მაზდას სახელს.
   
ადრექრისტიანულ ხანაში ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ გზებზე აგებდნენ მონასტრებს რომლებიც ალბათ ასრულებდნენ ქარვასლის როლსაც. ვაჭარი აქ უნდა მიეღოთ, დაეპურებინათ ის, მომსახურებოდნენ მას, მიეცათ მისთვის ჭერი და უსაფრთხო  დასვენების საშუალება.
 
მონასტრებს ყველგან ეძლეოდა ეკონომიკური თავისუფლება და ეს გარემოება იზიდავდა ნიჭიერ და პასიონარულ ადამიანებს. ბერთა განსაკუთრებულ კასტას როგორც ჩანს შეადგენდნენ მშენებლები. თუ კი ვიმსჯელებთ ეკლესიების რაოდენობით ისინი ბევრინი უნდა ყოფილიყვნენ. თანაც განათლებული და მიზანდასახული ბერები შენების გარდა ეძებდნენ მიწისძვრებისგან დამცავ კონსტრუქტიულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კავკასიაში.
 
მშენებლობა შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური საქმიანობაა. ხუროთმოძღვარი და ბერი შეადგენდნენ საზოგადოების ყვალაზე განათლებულ ნაწილს. შეიძლება ვიფიქროთ რომ საეკლესიო მშენებლობაში ხუროთმოძღვარი ბერი იყო. 

მკვლევარებმა შეამჩნიეს რომ ეკლესიები და ეკლესიების ნანგრევები არის სავარაუდო სავაჭრო გზებზე. არქრეოლოგებმა აღადგინეს სავაჭრო გზები დასავლეთ კავკასიაში.
        
მექარავნეებს სჭირდებოდათ საყრდენი პუნქტები, ბაზები, მთის ქარვასლები. ქარავანებს ხშირად უსაფრდებოდნენ მძარცველები, ამიტომ არსებობდა სხვა უღელეტეხილებისკენ მიმავალი სათადარიგო გზები-დუბლიორები. 
       
ამას გარდა, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საჭირო იყო პროფესიული სარემონტო ბრიგადები რომლებსაც უნდა დაეცვათ გზები სამუშაო მდგომარეობაში. ზვავები, მეზყერები, წყალდიდობები აფუჭებდნენ გზებს და საჭირო იყო მათი აღდგენა.
ცნობილია რომ გერგეტის სამებაში //დარიალის ხეობა, იყო ბერი სტეფანე რომელიც ხელმძღვანელობდა საგზაო სამუშაოებს.


ხევის სიონის ეკლესია

სავაჭრო გზების და ინფრასტრუქტურების მოსაწყობად და მათზე საზრუნავად იყენებდნენ ბერებს. მხოლოდ სულიერად მტკიცე ბერებს შეეძლოთ ამ მიყრუებულ და თითქმის მიუდგომელ ადგილებში წასვლა და იქ ცივილიზაციის ოაზისების შექმნა. 

ისინი აგებდნენ სავანეებს, მონასტრებს. იქითკენ მიდიოდნენ ადამიანები, განსაკუთრებით ლტოლვილები რომლებიც ბევრი იყო ხალხთა დიდი გადასახლების ხანაში.   ამ ხალხს ბერები როგორც ჩანს ასაქმებდნენ გზების, სიმაგრეების და შემდეგ მონასტრების მშენებლობაზე. მონასტრებთან ახლოს ჩნდებოდა დასახლებები სადაც ბერები ეწეოდნენ მისიონერულ საქმიანობას, ავრცელებდნენ ქრისტიანობას, ასწავლიდნენ სოფლელებს ხელოსნობას, წერა-კითხვას, ანათლებდნენ, მკურნალობდნენ ავადმყოფებს. 
       
ზოგ მონასტერთან ახლოს იყო ვაჭართა და ხელოსანთა დასახლებელი რომლის მოსახლეობაც ემსახურებოდა ქარავანებს და ამზადებდა ნაკეთობებს ვაჭრობისთვის. დროთა მანძილზე აქ ბინავდებოდა სამხედრო გარნიზონი რომლის მეთაურიც წარმოადგენდა საერო ხელისუფლებას. ეთნიკური თვალსაზრისით მოსახლეობა ჭრელი იყო, ცხოვრობდნენ ბერძნებიც, ებრაელებიც, სომხებიც, სპარსელებიც.
      
ქრისტიანული ხუროთმოძღვრევის ძეგლები ჩრდილო კავკასიაში დარჩა მხოლოდ მთებში სადაც ვერ შეაღწიეს მონღოლ-თათრებმა. ქვევით არქეოლოგიაა, ზევით-ხუროთმოძღვრება. 
    
ტაძრის შენებას სჭირდებოდა დიდი ფული. ფულის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო სავაჭრო კაპიტალიც. 
    
გერგეტის სამებ

მე-6 საუკუნეში კავკასიაში ერთმანეთს შეეჯახა ორი მსოფლიო იმპერიის,
ირანის და ბიზანტიის სავაჭრო კაპიტალი. აღმოსავლეთი და ცენტრალური კავკასია  დარიალის და დარუბანდის გასასვლელებზე გამავალი უძველესი სავაჭრო გზებით ხვდება ირანის პროტექტორატის ქვეშ, დასავლეთი კავკასია კი-ბიზანტიის პროტექტორატის ქვეშ.
    
თავის სავაჭრო გზებზე სპარსელები აგებენ სიმაგრეებს ქარვასლებით და ცეცხლის ტაძრებით. ყველაზე ცნობილია ქალწულის კოშკი ძველ ბაქოში. ესაა კავკასიაში ერთ-ერთი პირველი ტაძარი-სიმაგრე. ესაა 30 მეტრის სიმაღლის კოშკი. მისი კედლების სიგანე უდრის 5 მეტრს. შიდა კედლებზე აღმოჩენილია ბუნებრივი გაზის ზევით გამყვანი თიხის მილების ნაშთები. ზევით ბრტყელ სახურავზე ენთო ჩირაღდნები. ეს კოშკი ალბათ იყო შუქურაც კასპიის ზღვის აღმოსავლეთა სანაპიროდან, სოგდიდან მიმავალი სავაჭრო გემებისთვის . აქვე, სიმაგრიდ კედლების საზღვრებში იყი ბაზარი დახურული გალერეით და, შორიახლო, ქარვასლა. 
     
სპარსელები ამაგრებენ კასპიის გზას, აგებენ უძლიერე ქვის სიმაგრეს დარუბანდში. მის მშენებლობას მიაწერენ სასანიდთა დინასტიის ერთ-ერთ უძლიერეს მეფე ხპსროვ პირველ ანუშირვანს //531-579//. სპარსელი მეფეები აქ გადმოასახლებდნენ ხოლმე ადამიანებს ირანის შიდა რაიონებიდან. ამავე დროს სპარსელები ამაგრებენ არანაკლებ მნიშვნელოვან ქალაქს დღევანდელი ბაქოს ადგილზე, იჩერი შაჰარს. 
      
დარიალის ხეობიდან გამოსვლისას ისინი აგებენ სიმაგრეს რომელსაც ეწოდა დარ-ი-ალან. გალავანს ქურთათის ხეობაში //ჩრდილო ოსეთი//, რომლითაც მიდიოდა გზა მამისონის უღელტეხილზე. ოსი ისტორიკოსი ამ სიმაგრის მშენებლობასაც სპარსელებს მიაწერს. მან თქვა რომ ეს გალავანი-კედელი იყო სასანიდების მიერ კავკასიაში აგებული თავდაცვითი ნაგებობების სისტემის ნაწილი. უნდა ვიფიქროთ რომ ხილაკის კედელი შემდეგშიც ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელი გზების დაცვაში და შეიძლება დამოდენიმე საუკუნის მანძილზე ის იყო სასაზღვრო ქართული ფორპოსტი.
      
აქ მთარგმნელმა უნდა დააზუსტოს პატივცემული ავტორის ცნობა.           
130 წლისთვის თითქმის მთელი სამხრეთი კავკასია ემორჩილებოდა იბერიის მეფეს, დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელ მაგრამ რომის მტკიცე მოკავშირე ფარნავაზიან   ფარსმან მეორე ქველს //116-132//. რომის იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა ის რომში მიიწვია. ფარსმანი რომს ოჯახითურთ ესტუმრა. რომსა და იბერიას შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება. ფარსმან მეფემ ამალითურთ რომის კოლიზეუმში ჯირითი გამართა და კაპიტოლიუმზე მსხვერპლი სწირა.რაც არნახული პატივი იყო რომაელთა აზრით ბარბაროსი არარომაელებისთვის. 
  
სახლი სოფელ არშაში, ხევი
მეტიც, რომის იმპერატორის ბრძანებით მარსის ველზე აღიმართა იბერიის მეფე ფარსმან მეორე ქველის ცხენოსანი ქანდაკება. 
    
ისტორიკოსების თქმით  ფარსმან ქველი   მოწამლა შინაგამცემმა, პართელთა   
//ირანელთა// მიერ მოსყოდულმა მზარეულმა. 

რატომ მიაგო რომმა ასეთი პატივი იბერიის მეფეს? იმიტომ რომ იბერიის მეფეთა ხელში იყო დარიალის კარი. ისინი დარაჯობდნენ კარს რომლიდანაც დრო და დრო შემოიჭრებოდნენ ხოლმე ველური ბარბაროსი მომთაბარე ალანები და აოხრებდნენ რომის პროვინციებს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

     
ანუ  რომში დადგეს დარიალის სტრატეგიული მნიშვნელობის კარიბჭის მცველი იბერიის მეფის ძეგლი. ეს კარიბჭე იყო იბერიის სამეფოს საზღვარი.
                 
ეხლა დავუბრუნდეთ ძირითად ტექსტს.
      
ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიაში შევიწროებული ბიზანტიელ ბერძნებს ახალი მარშრუტები გაჰყავდათ ალანეთიდან აფხაზეთში სანჭაროს, მარუხის და ქლუხორის უღელტეხილებით. ამ გზებზე ბერძნები აგებენ კარგად გამაგრებულ მონასტრებს. 
         
და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა კავკასიის ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ამის შედეგია სოჭის რაიონის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ეკლესიების ტიპოლოგიურად იდენტური მეათე საუკუნის აფხაზეთის ეკლესიები. არქეოლოგები აღნიშნავენ სოჭის და აფხაზეთის სიმაგრეებში და მონასტრებში მეშვიდე-მეცხრე საუკუნეების კერამიკის იგივეობას //ეს დალოცვილი არაფერს ამბობს იმის შესახებ რომ სოჭი აფხაზეთი იყო, მთარგმნელი//.

მე-12 საუკუნისთვის ბიზანტია სუსტდება და ქართული იმპერია აწესებს კონტროლს აღმოსავლეთ კავკასიაში არსებულ სავაჭრო გზებზე. ის თანდათანობით აძევებს ბერძნებს დასავლეთი კავკასიიდან.
     
ქართველები აწყობენ დარიალის გასასვლელს და მათ გაყავთ ახალი გზები ოსეთში, ზემო სვანეთში, ავარეთში, კახეთში. 
     
ჩემი აზრით სწორედ აქ და მაშინ ჩნდება მთის მონასტრის ახალი ტიპი-
დიდი ეკლესიისა და ევროპული დონჟონის ტიპის საბრძოლო  კოშკის სახის გამაგრებული საცხოვრებლის კომპლექსი. აქვე იყო ქარვასლა. მონასტრის ირგვლივ იყო გალავანი. არაა გამორიცხული რომ პირველი დონჟონები კავკასიაში შენდებოდნენ ევროპელი არქიტექტორის მონაწილეობითაც.  
     
გზა დარიალის კარიბჭის გავლით - ეხლა ესაა საქართველოს სამხედრო გზა 
//თბილისი-ვლადიკავკაზი, სიგრძე-200კმ.// არის ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა. მასზე გამოვლენილთა შორის ჭარბობს მცირე ერთნავიანი ეკლესიები, მაგრამ გვხვდება სამნავიანი ბაზილიკებიც. ყაზბეგის მთასთან კი, მაგალითად, არის ხეობაში ერთადერთი არც ისე დიდი ჯვარ-გუმბათიანი ეკლესია, ეკლესიები დარჩა გვერდით ხეობებშიც რომლებითაც გაყვანილია შემოვლითი გზები. 
    
აი როგორ გამოიყურება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გაჭიმული მონასტერთა ჯაჭვი რომელიც გამოავლინეს ვ. დოლიძემ და რ. შმერლინგმა.
  
ხევის სიონის კოშკი.
სოფელ მლეთთან გადარჩა მონასტერი-მცირე სალოცავი და საყარაული კოშკი ლოდებით ნაგები გალავნის შიგნით. სოფელი ხატის-სოფელის თავზე ჩანს სიმსგრის ნანგრევები და ტაძარი "ყველაწმინდას მონასტერი", ჯვრის უღელტეხილისკენ //2395 მ.// კუმლის-ციხესთან არის კომპლექსი-კოშკი ცეცხლის-ჯვარი და პატარა სალოცავი. შემდეგ ეკლესია სოფელში სუატისი. თრუსოს ხეობაში ჩანს კოშკები და ტაძარი. სოფელ სიონში არის მეცხრე-მეათე საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა და მის გვერდითაა პირამიდული კოშკი. ტაძართან დარჩა ღია თაღნარის კვალი. სოფელ გარბანში არის ოქროს წმინდა გიორგის მეცხრე-მეათე საუკუნის ეკლესია. ეკლესია მოპირკეთებულია ტუფის კვადრებით //ამ მხარეში ალბათ ოდესღაც მთა ყაზბეგის ამოფრქვევის შედეგად არის ტუფის საბადოები//.  ფილებზე არის ძველქართული ასომთავრულით შესრულებული წქრწერები. ერთ-ერთ მათგანზე ოქროს წმინდა გიორგის სახელია, მეორეზე კი ვინმე გრიგოლის სახელი. ეკლესიის გეგმა გავს ინგუშური ტყობა-ერდის გეგმას. სამხრეთ კედელს ადგება თაღოვან-კამაროვანი კონსტრუქციები და აბანო.  სოფელ სნოში არის მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ციხე-სიმაგრე.


სნოს ციხე-სიმაგრე-ხევი.
გვერდით ხეობაში 5 კილომეტრში სნოდან მდინარე სნოს-წყალზე არის სოფელი ახალციხე. აქაა მეცხრე-მეათე საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა. სოფელ არშასთან მაღალ მთაზე არის სიმაგრე და აქვეა გამაგრებული გამოქვაბული დევთა-ქვაბი. სოფელ ფხელშეში არის მეცხრე-მეათე საუკუნეების პატარა ბაზილიკა და გვერდით ორსართულიანი საცხოვრებელი კოშკი. სოფელ გერგეტთან მთა ყაზბეგზე არის მაცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების გერგეტის სამების ეკლესია. მეზობელ ბეთლემის ხეობაში არის მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების გამაგრებული გამოქვაბულები და მათ გვერდით ტაძარი. უფრო ქვევით სამ კილომეტრში ჩანს რამოდენიმე ეკლესიის ნანგრევები. მათი გადახურვა საფეხუროვანია, ისეთივე როგორიც აქვთ ინგუშურ და ოსურ ტაძრებს.  
           
სოფელ გველეთში შეიძლება ვნახოთ მცირე სალოცავი და საყარაულო კოშკი. უფრო ქვევითაა დარიალის კანიონი და შემდეგ არმხის //ხი ინგუშურად ნიშნავს ველს, ხეობას// ხეობით მარჯვნივ გზა მიდის ინგუშეთში და პირდაპირ-
დაბლობზე. 
             
საბრძოლო კოშკებს ინგუშეთში ამკობს ჯვარი "გოლგოთაზე", რაც ლაპარაკობს იმაზე რომ ისინი ეკუთვნიან ქრისტიანულ ტრადიციას. გადარჩა მრავალი მენჰირიც-ქვის მაღალი სვეტები. ისინი დგანან გადასავალ ბილიკებზე და გზის მაჩვენებლებად იყვნენ გამოყენებული. ზოგ მათგანზე ამოკვეთილია ჯვარი და ეს გვაფიქრებინებს რომ ისინი შედიოდა საქარავნო გზების ინფრასტრუქტურაში და აგებულია სწორედ ამ ხანაში.

Боевая (сигнально-сторожевая) башня с крестом на Голгофе. Аул Эгикал. Ингушетия. XIII век

ეკლესიების მშენებლობა აქ ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა მეათე-მეთორმეტე საუკუნეებში. ის ემთხვევა ბიზანტიის იმპერიის განვითარების ზენიტს, საქართველოში და სომხეთში ცენტრალიზებული სახელმწიფოების შექმნას.  
      
მე ვფიქრობ რომ ძველი კავკასიის ხუროთმოძღვრება პირველ რიგში აბრეშუმის დიდი გზისგანაა დავალებული.  
            
მეცამეტე საუკუნეში აქ ქარიშხალივით გაიარეს მონღოლებმა. მათ ქალაქები აქციეს ტრამალის მტვრად, მკვიდრი მოსახლეობა საუკუნეებით გაქრა. მომთაბარეთა ურდოებმა გადაკეტეს სავაჭრო გზები მდინარეებზე დიდი ლაბა, ყუბანი და თერგი. 
             
ქართველები იძულებული გახდნენ აზალი გზები გაეყვანათ მოანღოლ-თათართა საგუშაგოებისთვის გვერდის ავლით-ავარეთის მთებით ინგუშეთში ასათი და ფორტანგით.
   
ტაძართა ხუროთმოძღვრების ანალიზმა მიმიყვანა დასკვნამდე რომ კავკასიაში მეათე-მეცამეტე საუკუნეებში შეიქმნა ორი ხუროთმოძღვრული არეალი, დასავლეთის და აღმოსავლეთის ხუროთმოძღვრული არეალები.
               
დასავლეთის არეალი მოიცავდა მეზობელი ყარაჩაის, აფხაზეთის და სოჭის ტერიტორიას. აქაა ეკლესიის "ქალაქური" ტიპი, ე.ი. დიდი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები მოხატული ინტერიერით.
                   
აღმოსავლური არეალია საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის მოსაზღვრე რესპუბლიკებით //ოსეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, სადაც შეიძლება ლაპარაკი  ეკლესიის "სოფლურ" ტიპზე. ერთნავიან სალოცავზე ფრესკების გარეშე// თვითონ საქართველოში ასეთი ეკლესიები უკვე აღარ შენდებოდა. ასეთი ეკლესიები დამახასიათებელი იყი ქრისტიანობის განვითარების ადრეული ეტაპისთვის პალესტინაში და სირიაში, შემდეგ კი სომხეთში და საქართველოში. ამ ტიპს საფუძვლად უდევს რომის ბაზილიკა კოლოფა კამარით და აგურის გადახურვით. ბიზიანტიიდან კი მოდის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები.
           
მ დალოცვილს ეტყობა აუკრძალეს იმის თქმა რომ აღნიშნულ ხანაში აფხაზეთი იყო ერთიანი საქართველოს ნაწილი და ამ ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი ძალა. მეორე. მცხეთის ჯვარი და ჯვრის ტიპის ძეგლები,სხვებზე რომც არაფერი ვთქვათ ჯვარ-გუმბათოვანი ძეგლებია და ბეთანიის ხსენებაც საკმარისია იმის გასახსენებლ.ად რომ საეკლესიო მხატვრობა არ ყოფილა უცხო ხილი საქართველოსთვის (მთარგმნელი).
             
სხვათა შორის მოხატული იყო ალანეთის ეკლესიებიც. სხვაზე უკეთ დაცულია სენტის, ზრუგის და ნუზალის ეკლესიების ფრესკათა ფრაგმენტები. მათი ასლები გააკეთეს მე-19 საუკუნეში, ჩვენ დროს კი ისინი ნაწილობრივ აღადგინეს. სენტის ეკლესიის მხატვრობა წარმოადგენს იესო ქრისტეს შესვლას იერუსალიმში, ლაზარეს აღდგინებას,  ქრისტეს გასამართლებას და მის აღდგომას, ღვთისმშობლის და წმინდანთა სახეებს. ზრუგის ფრესკებზე არის ქრისტეს ჯვარცმა, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, 12 მოციქული და წმინდა ისტორიის ზოგი სცენა.


ნუზალის ეკლესიის შესასვლელის ფრესკა 
. ზოგი მეცნიერის ვარაუდით აქ  უნდა დაეკრძალათ დავით სოსლანი. ფრესკათა ნაწილი ვიღაც ვანდალებმა გაანადგურეს. მაგრამ დავუბრუნდეთ ძირითად ტექსტს.
         
ყარაჩაის, ინგუშეთის და დაღესტანის ეკლესიების ქრისტიანული სახელები დაკარგულია. ეს შეიძლება მოწმობდეს წყვწტაზე კულტურის და რელიგიის ევოლუციის მემკვიდრეობითობაში. მე ამ წყვეტას ვხსნი ეთნოსთა კონფლიქტური შეცვლით გვიან შუა საუკუნეებში როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ტრამალის მკვიდრნი მასიურად გადასახლდნენ მთებში და გადავიდნენ ბინადარ ცხოვრებაზე. ის განაპირობა სხვა ბუნებრივ გარემოში მეურნეობის წესის შეცვლამ. ამაზე მოწმობს უმთავრესად მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნით დათარიღებული არქიტექტურის ძეგლები.
             
გაქრისტიანების პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. "ოფიციალური გაქრისტიანების თარიღი" არ არსებობს. მე-19 საუკუნის ავტორიტეტული კავკასიოლოგი ვსევოლოდ მილერი ოსებზე წერდა:
"ზნეობრივი წყობა ოსისა, ქრისტიანს უძახის ის თავს თუ მაჰმადიანს, ჩამოყალიბდა საუკუნეების მანძილზე მშობლიურ ყოფაში შემუშავებული ცნებებისგან და ამ მტკიცედ ჩაკეტილ წრეში ქრისტიანობამ ჯერ ვერ შეაღწია".
ნათლისღება, გაქრისტიანება ამსხვრევდა მთიელების წეს-ჩვეულებებს და წნეობრივ საფუძვლებს და ამიტომ ის არ ხდებოდა ძალადობისა და მსხვერპლის გარეშე.
           
ჩრდილო კავკასიაში გაქრისტიანების და ტაძრების მშენებლობის ხანაში ჩრდილო კავკასიის არც ერთ ხალხს არ ჰქონია დამწერლობა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეწეოდა ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას, მისდევდა მესაქონლეობას. ტრამალზე აგრესიულ მომთაბარეთა მორიგი ტალღის გადავლისას მკვიდრი ტომები ხევ-ხუვებს აფარებდნენ თავს. მრავალი ტომი ისე გაქრა რომ ისინი ვერც შეამჩნიეს განათლებულმა მეზობლებმა.
             
მისიონერული მოღვაწერობა ამ პირობებში ძალიან რთულია, საშიშია და ნაკლებად პერსპექტიულია.
           
ბინადარი მოსახლეობა კონცენტრირებული როგორც ჩანს ბერძენი ვაჭრების და ბერების მიერ აგებულ რამოდენიმე ქალაში და სავაჭრო გზებზე.
              
უკვე ნახსენები ვ.მილერის აზრით ჩრდილო კავკასიის ყველა ხალხი შუა აზიის ტრამალებიდან ჩასული მომთარეები არიან. "ურალის, ვოლგას, დონის გადალახვის შემდეგ ეს ხალხი უსასრულო მწკრივად მიდიოდა სამხრეთრუსულ ტრამალებში და უფრო დასავლეთისკენ ევროპის შუა და სამხრეთ ქვეყნებში. ერთმანეთთან შეჯახებისას და აზიიდან მოსული ახალი ხალხების მიერ შევიწროებულები თავშესაფარ ეძებდნენ ხალხთა ჩვეულებრივი გზიდან მოშორებით, ჩრდილოეთით ან სამხრეთით. 
                       
იმათ ვინც თავშესაფარს სამხრეთით ეძებდა აძევებდნენ შავი ან აზოვის ზღვების სანაპიროებისკენ. 
              
ყველა მხრიდან შევიწროებული ხალხი თავს აფარებდა მთის ხეობებს და იქაც მას უწევდა ბრძოლა ამ ხეობებში მასზე უფრო ადრე შეყრილ სხვა ხალხებთან. 
                
ძნელი არაა იმის წარმოდგენა თუ რა გავლენას ახდენდა ცხოვრების ახალი პირობები ველებიდან და დაბლობებიდან მთებში შერეკილ ხალხებზე. 
                 
ახალ სამშობლოს პოულობდა ის ხალხი ვინც გაუძლებდა ბრძოლას ბუნებასთან და ადგილობრივ მკვიდრებთან. მაგრამ ყველა შემთხვევაში ცხოვრების შეცვლილი პირობები და გამუდმებული ბრძოლა ამცირებდა ამ ხალხთა რაოდენობას. 
    
მომთაბარე ტრამალელს უჭირს მთაებთან შეგუება და ის მთიელად იქცევა მხოლოდ რამოდენიმე თაობის შემდეგ.
                  
შეიძლება ვიფიქროთ რომ თანამედროვე წვრილი ხალხუკები რომლებიც თავის არსებობას ასრულებენ კავკასიის ხევხუვებში წარმოადგენენ ოდესღაც ტრამალებში მომთაბარე უფრო დიდი ხალხების ნაშთებს რომლებსაც ძველი და შუა საუკუნეების ისტორიკოსები და გეოგრაფები შეიძლება სხვა სახელებითაც იცნობდნენ."
                     
წერილობითი წყაროები ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანული ტაძრების მშენებლობის შესახებ ნაპოვნი არაა. ჩვენ არ ვიცით თუ ვინ იყვნენ მათი დამკვეთები, ხუროთმოძღვრები, მათი აგების ზუსტი თარიღი. უმეცრება გასაქანს აძლევს ფანტაზიას და ადგილობრივი ისტორიკოსები იგონებენ ლეგენდებს და ასაღებენ მათ ჭეშმარიტებად.

აქ ბატონ მილერს და ამ წერილის ესოდენ ქედმაღალ და თავხედ  ავტორს ავიწყდებათ უძველესი კავკასიელების, პალეოკავკასიელების, იბერიელ-კავკასიელების
//ქართველების, ჩერქეზ ადიღების, ვაინახების, დაღესტნელების// არსებობა. 
არადა ამ ხალხებმა მართლაც ჯერაც გაუთავებელ ბრძოლებში ჯერ-ჯერობით მოახერხეს თავისი მეობის შენარჩუნება და იმედია რომ შეინარჩუნებენ შემდეგაც. ასე რომ ასეთი შთამბეჭდავი პანორამის დახატვისას  ეს, უკაცრავად, დეტალიც გათვალისწინებული უნდა იქნეს (მთარგმნელი). 
               
კავკასია მკვლევარისთვის რთული რეგიონია. სწორედ აქაა რუსეთის უძველესი ტაძრები.
                 
დასავლეთ კავკასიის ალანური ტაძრები:       
ალანეთზე გადიოდა აბრეშუმის დიდი გზის 2 ძირითადი მარშრუტი აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროსკენ-დარის და მისიმიანთა მარშრუტები //ბიზანტიური წყაროებით//. 
              
მდინარე დიდი ლაბას გასწვრივ დარის გზა მიდიოდა სანჭაროს უღელტეხილისკენ და შემდეგ მდინარის გასწვრივ ბიჭვინთაში  და მზიმთით წითელი ველის გავლით ადლერში.
            
ყუბანით //კისლოვოდსკის ქვაბულიდან// მისიმიანთა გზა მიდიოდა ქლუხორის უღელტეხილისკენ და ქვევით კოდორით სებასტოპოლისში, ცხუმში ან ბედიით და მოქვით ზღვისკენ.  




Файл:Храм Архыз 2.jpg
ლანეთის ეპარქიის წმ.გიორგის კათედრალი, არხიზი.

შოანას ეკლესია, აქვე.



Файл:Храм Архыз 1.jpg
მეათე-მეცამეტე საუკუნეებში ალანეთის ეპარქიის კათედრალი,
ზელენჩუკის ჩრდილოეთი ეკლესია.

ამ გზებზე არქეოლოგებმა იპოვეს რამოდენიმე ქალაქის ნანგრევები. ვ. კუზნეცოვი წერს არხიზზე სადაც 20 წელი ატარებდა არქეოლოგიურ გათხრებს:
    
"ჩვენ ალბათ შევცდებით თუ დავუშვებთ ბრომ ქვემო არხიზის ხეობაში მეცხრე საუკუნეში არსებობდა "აბრეშუმის გზაზე" აგებული ალანთა დასახლება".
         
ძველი და შუა საუკუნეების ქალაქები ჩნდებოდა და ვითარდებოდა სავაჭრო გზებზე. თუ კი სავაჭრო გზა გარემოებათა გამო იცვლიდა მარშრუტს ქალაქი თანდათანობით იქცეოდა ხუროთმოძღვრების სასაფლაოდ. 
               
ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩრდილო კავკასიაში არხიზის ბედიც ვინაიდან აქ არაა ომით გამოწვეული ნგრევისა და ხანძრების კვალი. ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ ლაპარაკობს არხიზში ეკლესიების ქრისტიანული სახელების და ქალაქის ბერძნული სახელის დაკარგვა //არხიზი გაურკვეველი წარმომავლობის სახელია//.  ჩემის ფიქრით 1230-ან წლებში კავკასიაში მოსულმა მონღოლებმა  გადაკეტეს ყველა სავაჭრო გზა და ამას შეიძლებოდა გამოეწვია არხიზის დაცემა. 
               
არხიზი არის ჩრდილო კავკასიის ერთადერთი ქალაქი რომელიც არ მოუსპიათ მონღოლებს. მომყავს არქეოლოგი ვ. კუზნეცოვის აზრი:
              
" ქვემო არხიზის ნაქალაქარის ჩვენი მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების თანახმად მასში სიცოცხლე ჩაქრა მე-11 საუკუნის ბოლოსთვის....მეთერთმეტე საუკუნის ბოლოდან-მე-12 საუკუნის დასაწყისიდან ალანეთში ხდება ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადრექალაქური ცენტრების დეზურბანიზაციის, ქალაქური ხასიათის დაკარგვის, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მეურნეობის და ყოფის ყველა სფეროს გამომთაბარების,ნომადიზაციის პროცესი".
           
1347 წელს ალანთა მიტროპოლიტი კონსტანტინეპოლს სწერს:              
"ალანთა მიტროპოლიას თავისი კათედრა სულ არა აქვს იმიტომ რომ მისი ხალხი ცხოვრობს მწყემსური ცხოვრებით".
             
ქვემო არხიზის ნაქალაქარს გათხრების თანახმად ეკავა დაახლოებით 14 ჰექტარი რომელზეც ცხოვრობდა არანაკლებ 2,5 ათასი ადამიანისა. ეს იყო იმ დროისთვის დიდი ქალაქი.  აკლდამებში ნანახ აბრეშუმის ქსოვილთა 50 პროცენტი შუა აზიური //სოგდური// წარმოებისაა, 25 პროცენტი ბიზანტიურ ია და 20 პროცენტი ჩინურია. ჩრდილოეთის ტაძართან არსებულ აკლდამაში ნაპოვნია ქალის ძვირფასი სამკაულები რომლებზეც იკითხება სომხეთის მეფე აშოტის//886-91// სახელი. შეიძლება ეს იყოს არხიზში გათხოვილი მისი ასულის საფლავი.
         
აშოტი იყო აფხაზთა მეფე გიორგის სიმამრიც. გვერდით ნაპოვნია ძველრუსული ჯვრები. ყველაფერი ეს ლაპარაკობს იმაზე რომ არხიზში ჩადიოდნენ მთელი მსოფლიოს ვაჭრები. 
               
ქვემო არხიზის ნაქალაქარზე გადარჩა სამი ტაძარი პირობითი სახელებით ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი. 
                
ჩრდილოეთის ეკლესიის გვერდით არის ცალნავიანი სალოცავის მსგავსი მცირე ეკლესიის ნანგრევები. ის შეიძლება დათარიღდეს მე-6 საუკუნით. 
          
მის გვერდით მთის ძირში კუზნეცოვმა აღმოაჩინა დიდი, 100 მეტრზე უფრო გრძელი შენობის საძირკვლები. მას ჰქონდა ორი დიდი სათავსი და 5 პატარა მინაშენი. " შენობის საინტერესო და ორიგინალური თავისებურებაა ჩრდილო-დასავლეთ ფასადზე 3,5 მეტრით გამოწეული 6 კონტრფორსი. ეს შეიძლება იყოს კედლის სუბსტრუქციასთან დაკავშირებული საყრდენები რომლებიც ზიდავენ  ფასადის გასწვრივ გადმოშვერილ სახურავს. გალერეის ცალკეული კომპარტიმენტები შეიძლებოდა ყოფილიყო მდინარის ხეობისკენ გახსნილი ლოჯიები." 
               
არქეოლოგის აზრით აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ალანთა ეპისკოპოსის რეზიდენცია.  
                
ჩრდილოეთის ეკლესია მდებარეობს უზარმაზარი ველის განაპირას,ხევის პირას. მის მეორე მხარეს გადარჩა ძველი ქალაქის კედლები კარის ღიობით. მათზე გადიოდა ძველი გზა რომლის კვალი ეხლაც ჩანს.  გრძელ ველზე იდგა მენჰირი ჯვრით.  ვ კუზნეცოვის აზრით ის აღნიშნავდა მდინარე დიდ ზელენჩუკზე გადასასვლელ ფონს : "გზა ქალაქისკენ გამოყოფილია მრავალი უწარწერო ჯვრიანი ფილით რომლებიც გზის მაჩვენებლები უნდა იყოს".
             
ჩრდილოეთი კავკასიისთვის ესაა დიდი ტაძარი ზომებით  21Ч10,5 მ. პორტალების გარეშე. კუზნეცოვის აზრით ტაძრის სიგრძე ზუსტად შეესაბამება 908 წელს აგებულ ლიპსის მონასტერს კონსტანტინეპოლში. სამნავიანი სამაფსიდიანი ტაძარი.... ნარტექსში უნდა ყოფილიყო მეორე სართული-ქორო. აღმოჩენილია სანათლავი.
                   
ტაძარს 3 მხრიდან აქვს პორტალები. ჩემის აზრით ისინი მიაშენეს დაახლოებით მე-12 საუკუნეში და ასრულებდნენ კონტრფორსების როლს მიწისქვეშა ბიძგების დროს ტაძრის მდგრადობის გასაძლიერებლად. 
                
ზუსტად ასეთივე კონტრფორსები მიშენებულია მე-10 საუკუნის მიძინების ტაძარში სოფელ ლიხნეში აფხაზეთში.
              
ლიხნეს ტაძრის კედელზე დარჩენილია ქართული ასომთავრული წარწერა მე-11 საუკუნის კომეტის შესახებ და შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს პორტალები მიაშენეს ქართველებმა. 
         
ორივე ტაძარი ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს. ისინი ააგეს ბიზანტიელმა ბერძნებმა. ტაძართან ნაპოვნია ეპიგრაფიკული ძეგლები ბერძნული წარწერებით.
  
Церковь Успения Пресвятой Богородицы, Лыхны
მიძინების ტაძარი სოფელ ლიხნეში აფხაზეთში.
ქვემო  არხიზის საშუალო ტაძარი მდებარეობს 800 მეტრის მოშორებით ჩრდილოეთის ტაძრის დასავლეთით. მისი გეგმის სქემა სხვაა. ესაა უბურჯო ჯვარ-გუმბათოვანი შენობა. მისი სიგრძეა 21,5 მ, სიგანე-13,25 მ. სიმაღლე იატაკიდან გუმბათის ქუსლამდე უდრის 15 მეტრს. ის ისეთივე შთამბეჭდავია როგორც ჩრდილოეთის ტაძარი.  
          
ტაძრის საბჯენი თაღები და ღიობთა თაღები აგურითაა ნაგები, რაც ახასიათებს ბიზანტიურ ხუროთმოძღვრებას. ტაძარი მოხატული იყო. 1886 წელს მოხატულობათა ჩანახატები გააკეთა მხატვარმა დ. სტრუკოვმა. ეს ჩანახატები ინახება პეტერბურგის ისტორიულ არქივში. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ინტერიერის მოხატულობის ფერმკრთალმა ნაშთებმა. 
             
1999 წელს არქეოლოგმა მ.ბ. რისინმა არხიზის შუა ტაძრის კვლევისას აღმოაჩინა 70 მ-ზე მეტი სიგრძის და 30 მ-ის სიგანის ძველი შენობის საძირკვლები. განივი ტიხრების მქონე ეს შენობა ჩემის აზრით შეიძლებოდა ყოფილიყო ქარვასლა. ქარვასლა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩრდილოეთის ტაძართან არსებული ნაგებობაც რომელიც ვ. კუზნეცოვმა ეპისკოპოსის რეზიდენციად ჩათვალა. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით იპოვეს კიდევ ერთი შენობის ნაშთები. მკვლევარის აზრით ეს შეიძლება ყოფილიყო ბერთა სენაკები, რაც ჰგავს სიმართლეს. 



ჩრდილოეთის ტაძარი, წმინდანები.

ზელენჩუკის ტაძარი, დ.მ.სტრუკოვის
ჩანახატი, ფრაგმენტი

მდინარე დიდ ზელენჩუკთან კლდეზე
არის ქრისტეს ეს ხატი.
არხიზში ორი დიდი ეკლესიის აშენება ერთმანეთთან ახლოს დიდ გამოცანად იქცა მკვლევართათვის. ვ. კუზნეცოვის აზრით შუა ტაძარი ქალაქზე უფრო გვიანაა აგებული. შეიძლება ვიფიქროთ რომ ჩრდილოეთ ტაძარში იყო ალანეთის ეპარქიის კათედრა და შუა კი იყო მონასტრის ეკლსია და ბერები ყველაფერთან ერთად დაკავებულები იყვნენ საქარავნო ვაჭრობის ორგანიზებით. 
                
დიდი ზელენჩუკის მარცხენა ციცაბო ფერდობზე თითქმის შუა ტაძრის თავზე 1999 წელს აღმოაჩინეს მანამდე უცნობი კლდის ხატი. ის დახატულია დიდ ბრტყელ ფილაზე კლდოვან ნიშაში. ქრისტეს პირი მიქცეული აღმოსავლეთისკენ.
               
ზოგის აზრით ხატის ავტორია პროფესიონალი ბიზანტიელი იზოგრაფი რომელიც კარგად ფლობდა ხატწერის ყველა ხერხს. მაგრამ ფერადოვანი ფენის ანალიზმა აჩვენა რომ ნახმარია ცინკის თეთრა რომელიც არ გაჩენილა მე-19 საუკუნეზე ადრე. შეიძლება ვიფიქროთ რომ ხატი დახატა მხატვარმა დ.მ. სტრუკოვმა რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს მუშაობდა შუა ტაძარში. შეიძლება რომ სტრუკოვმა მხოლოდ განაახლა საუკუნეების მანძილზე გახუნებული ძველი ხატი. 
              
ამ ნაქალაქარის სამხრეთი ეკლესია დანარჩენებისგან განსხვავებით მცირე ზომისაა. შეიძლება ეს იყო ალანთა მეფე-ბელადის ან ნაცვლის კარის ეკლესია. გამოთქვამენ მოსაზრებებს რომ ეკლესია სასახლესთან დაკავშირებული იყო დახურული გადასასვლელით. ტაძარში შესასვლელი დასავლეთიდანაა. 
             
თავისებურია გეგმაში ოვალური ყელი,რასაც განაპირობებს საყრდენი ბურჯების დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედის და არა კვადრატის კუთხეებში აღმართვა.
         
მდინარე ყუბანის ზემო წელში არის მთის სახელის მიხედვით შოანას ეკლესიად წოდებული ტაძარი. ის როგორც ჩანს ააგო მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების ბიზანტიელმა ოსტატმა. გეგმით ესაა სამნავიანი სამაფსიდიანი შენობა. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მას აქვს ეკვდერები. ტაძრის სიგრძეა 12,9 მ. სიგანე-8მ9 მ. დასავლეთიდან ტაძარზე მიშენებულია საყრდენი კედელი კონტრფორსებით,რომლის შიგნითაც არის დიდი ცისტერნა წყლისთვის. 
   
ვ. კუზნეცოვი ამ ეკლესიას თვლის ყუბანის დიდი ეპარქიის ტაძრად და ადგილობრივი ეპისკოპოსის რეზიდენციად. ჩემის აზრით ესაა სავაჭრო ქარავნების მომსახურე მონასტერი. საყრდენი კედლის შიგნით წყლისთვის ცისტერნას არსებობა ასეთი მონასტრის მნიშვნელოვანი ნიშანია. მთაზე ასულ დათვირთულ ცხოველებს წყალი სწყურდებოდათ. სწორედ ამიტომ წყაროს ახლოს აწყობდნენ წყლის რეზერვუარს. გზა ტაძრის შემდეგ მიდის მარუხის უღელტეხილზე.  
                   
ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ შოანას ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის იგივეობას "აფხაზური ჯგუფის" ეკლესიებთან სოფლებში ლოო, ბზიფი, ლიხნე //ლუხუნი// , ბიჭვინთა, ანაკოფია, ახალი ათონი, მოქვი და აგრეთვე ავემო არხიზის ნაქალაქარის და სენტის ტაძრებთან.  ყველა აიგო მეატე-მეთერთმეტე საუკუნეებში. აღნიშნავენ ამ ტაძრების მსგავსებას ტრაპიზონის ტაძრებთან.

// სერიოზული მეცნიერები აღნიშნავენ ამ ტაძრების სიახლოვეს დანარჩენი საქართველოს ტაძრებთანაც, მაგრამ ამის დანახვას ყველას ხომ ვერ მოვთხოვთ, ეს სერიოზულ და ნამდვილ სწავლულებს შეუძლიათ. მთარგმნელი//.
              
შოანას ტაძარი არის მაღლა მთაში,კლდეზე. ქვემოდან,დაბლობიდან ის ძალიან პატარა ჩანს, მაგრამ ლურჯი ცის ფონზე ყურადღებას იპყრობს თეთრად შებათქაშებული კედლები. შეიძლება ვიფიქროთ რომ შოანას ტაძარი ასრულებდა შუქურას ფუნქციას, ის მიუთითებდა მარუხის უღელტეცილისკენ მიმავალ გზაზე. 
              
ეკლესიაში შესასვლელი იყო დასავლეთის კედელში. იქამდე ალბათ მიდიოდნენ მისადგმელი ხის კიბით. მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ეკვდერები უფრო გვიანია. ბევრი რამე მიუთითებს მშენებლობის ბიზანტიურ ტექნოლოგიაზე. ტაძრის მოხატულობა როგორც ჩანს დაკარგულია.
                      
ტაძრის კონსტრიული თავისებურება,ფანჯრის ზღუდართა გამოთლა მთლიანი ქვისგან არაა დამახასიათებელი ბიზანტიური ხუროთმოძღვრებისთვის. ასეთი ელემენტები გვხვდება ინგუშურ საბრძოლო კოშკებში. 
            
უკვე მე-19 საუკუნეში კვლევის ობიექტად ქცეულ სენტის ტაძარს ჰქვია ტებერდას სანაპიროზე მდებარე სოფლის სახელი. ტაძარი დგას მაღალ მთაზე დაახლობით 15 კილომეტრის მოშორებით სამხრეთით შოანას ტაძრისგან.
               
ტაძარი ერთ-ერთმა პირველმა 1829 წელს შეისწავლა არქიტექტორმა იოსიფ ბერნარდაციმ. მან დაწერა რომ ძველი კრამიტით დაფარულ გუმბათზე ამოვიდა ხე,რომ იატაკი სულ მოსპეს ალბათ ჩერქეზებმა...საკურთხეველში სამი სარკმლის თავზე ჩანს ღვთისმშობლის დიდი გამოსახულება და მის ქვეშ საიდუმლო სერობა....ეკლესიასთან არის ორი აკლდამა. ერთი//მავზოლეუმი//კამარიანია, უზარმაზარი ქვებით დაფარული მეორე საფლავი კი ნაწილობრივ ჩანგრეულია.  


Сентинский храм
სენტის ტაძარი

Апостолы. Фреска Сентинского храма. X в. Рисунок И.А. Владимирова
მოციქულები,სენტის ტაძრის მეათე საუკუნის ფრესკა.ი.ა.ვლადიმიროვის ნახატი. 

Богоматерь. Фреска Сентинского храма. X в. Рисунок И.А. Владимирова
ღვთისმშობელი, სენტის ტაძრის მეათე საუკუნის ფრესკა.ი.ა.ვლადიმიროვის ნახატი.

Сентинский мавзолей. X в. (?)
სენტის მავზოლეუმი, მე-10 ს. //აქ აშკარაა ქართული გავლენა, მთარგ.//
1867 წელს ტაძქრი შეისწავლეს არქეოლოგებმა ძმებმა ნარიშკინებმა. მათ აღნიშნეს რომ ეკლესიის კამარები გამომწვარი აგურითაა ნაგები. რომ ეკლესიის შიგნით ბათქაში გამოსახულებებით სულ რამოდენიმე ადგილას დარჩა და ეს გამოსახულებებიც სრულებით დამახინჯებულია რაღაც წვეტიანით. თვალები წმინდანებს დათხარეს,
ჯვრები კი მოფხეკილია...წყლის საღებავებით დახატული ამ ბიზანტიური ფერწერის ბერძნულ წარწერებს არა აქვს განსაკუთრებული მნისვნელობა. ..
                   
ეკლესიის შიგნით ჩანდა ძარცვის და გათხრის კვალი. იატაკის მომპირკეთებელი ფილები ამობუნებული და რავალი მათგანი დამტვრეული იყო. ...
                       
თვითონ ეკლესიის გვერდით იყო ორი მცირე ფანჯრებიანი სალოცავის ფორმის აკლდამა. ფანჯრები აღმოსავლეთისკენაა მიმართული. ერთის სახურავი ისევ მთელი იყო, მაგრამ ინტერიერი გაძარცვული გახლდათ. ...ირგვლივ დაყრილ ქვებს ეტყობოდა მათზე გამოკვეთილი ორნამენტების კვალი.
                 
ძმებმა ნარიშკინებმა ეკლესია დაათარიღეს მეათე-მეთორმეტე საუკუნით და მიაკუთვნეს ის ბერძნულ-ბიზანტიურ ტრადიციას.
                  
1886-1888 წლებში ამ ტაძარსაც იკვლევდა მხატვარი დ.სტრუკოვი. მან აღნიშნა ზემოყუბანური ტაძრების მთელი ჯგუფის კონსტრუქციების და სამშენებლო ტექნიკის იდენტურობა და თვლიდა რომ შენობის ეს "ბერძნული" ტიპი გაავრცელეს კოლონისტებმა შავი ზღვის სანაპიროდან. სტრუკოვმა ტაძარი დაათარირა მე-6 საუკუნით და დაუკავშირა ის იუსტინიანეს ხანას.
           
გეგმით ტაძარი წარმოადგენს თანაბარმკლავიან ჯვარს სამი ეკვდერით. შენობის სიგრძე და სიგანე 8 მეტრია.   ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის კარგად თლილი ბლიკებით კირქხსნარზე. წყობაში ჩანს ბლოკები წარმართული ორნამენტებით.
         
ტაძრის იატაკის ქვეშ ვ,მარკოვინმა აღმოაჩინა მდიდრული სამარხი.
           
დ. ბელეცკიმ რამოდენიმე წლის წინ სენტის ტაძრის სამხრეთ კედელზე ფრესკის ფენის ქვეშ აღმოაჩინა ძველბერძნული წარწერა. ვინოგრადოვის გაშიფრვით იქ ნათქვამია რომ ტაძარი აკურთხეს,განაახლეს 964 წელს.
           
აქედან ზოგადი დასკვნა რომ ყარაჩაი ჩერქეზეთის 5 ალანური ტაძარი აგებულია მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, ალანეთში ქრისტიანობის აღდგენის შემდეგ.
           
ტაძრის გვერდით,მისგან აღმოსავლეთით იყო უზარმაზარი ცისტერნა წყლისთვის. ესაა უეჭველი ნიშანი იმისა რომ აქ ოდესღაც იყო მონასტერი. ტერიტორიაზე  სხვადასხვა შენობის ნანგრევი. მაგრამ გათხრები არ ჩატარებულა. ტაძრის გვერდით არის იდუმალი მავზოლეუმი. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ალანთა ბელადებს კრძალავდნენ დოლმენის მსგავს მავზოლეუმებში //ერთ-ერთი ასეთი დგას სტავროპოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში// მაშინ შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს მავზოლეუმი ააგეს ალანთა რომელიღაცი ბელადის დაკვეთით.
             
ცოტა უფრო ქვევით ფერდობზე არის წარმართული აკლდამები,თითქოს მონასტერი აგებულია წარმართული სალოცავის ადგილზე.
                   
ოსეთის მართლმადიდებლური ეკლესიები:
ვ. მილერი წერდა რომ "ოსების წინაპრები ჩრდილო კავკასიაში და სამხრეთ რუსეთში მოვიდნენ არა საკუთრივ ირანიდან,არა სპარსეთიდან,
მიდიიდან, არამედ უფრო ჩრდილოეთით და ირანულ პრასაშამლობლოსთან უფრო ახლოს მდებარე ადგილებიდან".
             
ვ. მილერის აზრით ოსები მთებში შერეკეს ჩინგიზ ყაენის ჯარებმა მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში. დაბლობზე ოსებს ხუროთმოძღვრების არანაირი ძეგლი არ დაუტოვებიათ. ესაა ჩრდილო კავკასიის ყველა ნახევრადმომთაბარე ტომის ნიშანი. ხალხთა დიდი გადასახლების დროს კავკასიაში ასეთი ტომი ურიცხვი იყო. მათ შორის იყვნენ თანამედროვე მთიელთა წინაპრებიც //ნამეტანი პატივცემული მილერი აქ ნამეტანი ცდება. იყვნენ პალეოკავკასიელები,  უძველესი კავკასიელები, იბერიელ კავკასიელები //ქართველები, ვაინახები, ჩერქეზ-ადირები, დაღესტნელები// რომლებიც ვერ მოსპო ხალხთა დიდი გადასახლებისას თუ შემდეგ ნახერადმომთაბარე და მომთაბარე ბარბაროსების გამოჩენამაც. და ამ ბარბაროსებთან იბერიელ კავკასიელი ხალხების შერევის შედეგად გაჩნდნენ თანამედროვე ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, მთარგმნელი//.
       
თავის სალოცავებს ოსები უწოდებენ ძუარებს. ვ. მილერი წერს: 
"ზოგჯერ ძუარი არის ძველი ქრისტიანული ეკლესია ან სალოცავი რომელიც დროთა მანძილზე იქცა წარმართულ სალოცავად, ზოგჯერ არის მთის გამოქვაბული, ხე, ქვა, და ა.შ.
         
შეიძლება ვიფიქროთ რომ განსაკუთრებული სახელი აქვს ძველი ქრისტიანული სალოცავით განწმენდილ და ნაკურთხ ადგილებს.
                   
ამ ძუარების კულტში დარჩა ძველქრისტიანული კულტის მრავალი ნიშანი. ოსეთის ყველაზე სახელგანთქმული ძუარებია რეკომი და მიკალგაბირთა
//მიქელ-გაბრიელი// მდინარე ცეი-დონის ხეობაში.
               
რეკომი არის ოდესღაც წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ძველი სალოცავი. მიკალგაბირთა არის არის ოდესღაც წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელზე აგებული ქრისტიანული ეკლესიის ნაშთი.
                
დიდად სახელგანთქმული  რეკომი არის მცირე და ნახევრადდანგრეული ხის სალოცავი რომელსაც ირგვლივ არტყავს ქვის დაბალი კედელი. თვითონ სალოცავი შედგება ორი განყოფილებისგან. პირველში ვნახეთ ყველანაირი ისრების მაღალი გროვა, მეორე,უფრო დიდი სათავსი არის საკუთრივ სალოცავი. საკურთხევლის გასწვრივ არის თაროს მსგავსი ფართო ფიცარი რომელზეც დგას წლების მანძილზე დაგროვილი მრავალი ძღვენი. აქაა ოს-ბაყათარის რკინის მუზარადი, სხვადასხვა სიდიდის თიხის თასები, ცხვრების თიხის ფიგურები, შუშის ჭურჭელი, მძივები, ბამბის ნაფლეთები და ვერცხლის ძაფები... ორი თუ სამი ხატი, და ა.შ. 
                
(უნდა ვიფიქროთ რომ რეკომის სალოცავი აიგო მაშინ როდესაც ოსეთზე გავლენას ახდენდა საქართველო. ძველი მოგზაურები მიუთითებდნენ კართან არსებულ ზარს რომლის წარწერაც ამბობდა რომ ეს ზარი ოსეთის და დიგორეთის წმინდა მამას უძღვნა გიორგი ბაგრატიონმა. ადგილობრივი თქმულებები იხსენებენ რეკომში ქართული მონასტრის არსებობას და ამბობენ რომ სოფელი ცეის ზოგი ოჯახი ქართველი სამღვდელოების შთამომავლები არიან. მთარგმნელი)
      
შეიძლება ვიფიქროთ რომ აქ სალოცავი იყო ჯერ წარმართულ ხანაშიც და ქრისტიანმა მისიონერებმა ეს ადგილი აკურთხეს აქ ქრისტიანული ტაძრის ააგებით.
                   
მაგრამ ოსებზე ქრისტიანობის გავლენის სისუსტის გამო იძალა წარმართულმა ელემენტმა. წმინდა გიოგიმ მიიღო ძველი წარმართული ღმერთის სახე და ქრისტიანულ ტაძარზე დღეს მხოლოდ ბუნდოვანი მოგონება დარჩა. 
     
ყაბარდოსა და ოსეთის საზღვარზე არის მთა ტატარ-ტუპი,რომლის მწვერვალზეც არის ძუარი. მთაში არის დიდი გამჭოლი გამოქვაბული. 
           
სოფელი გალიათის სასაფლაოზე არის ქვის ეკლესია საცხოვრებელი სენაკებით. ერთ-ერთი სახელია- 7 ძუარი ანუ შვიდი წმინდანი. გადმოცემით სენაკებში ცხოვრობდა მღვდელი, ალბათ ეკლესიის ახლოს დაკრძალული ბერი.
              
ძივგისში არის კლდეში გამოკვეთილი ძველი მონასტრის ნანგრევები. ირგვლივ მთებზე ჩანს ძველი კოშკები. ამ შენობათა და სიძველეთა ნაშთების უმრავლესობა ეკუთვნის მეთერთმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებს. 
     
ეს მართლაც ძველი მონასტერია სოფელ ძივგისში. მისი სტრუქტურის ნაწილებია მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის ეკლესია და სათოფურებიანი კოშკით და კედლით დახურული დიდი გამოქვაბული. 


Файл:Dzivgis.jpg
ძივგისი


აკლდამები სოფელ ძივგისთან

Храм св. Георгия в поселке Дзивгис. Осетия. XII век
მე-12 სქუკუნის წმინდა გიორგი-უასტირჯის ეკლესია ძივგისში
ოსეთის ტაძრები შეისწავლა არქეოლოგმა ვ.კუზნეცოვმა. წიგნში "ქრისტიანობა ჩრდილოეთ კავკასიაში მე-15 საუკუნემდე" //«Христианство на Северном Кавказе до XV в.»// მას მოჰყავს თავისი დასკვნები. ის ამბობს რომ იოანე ბოლგარელის ცნობებით ოსეთის მთებში მის დროს იყო 15-ზე მეტი ქვის ეკლესია რომელთა შორისაც იყო ქურთათის ხეობის //მდინარე ფიაგდონის მარცხენა ნაპირი// ძივგისის ძუარიც. 
                 
კუზნეცოვის აზრით ეკლესია მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ააგეს ქართველებმა, მაგრამ ის შემდეგ გადააკეთეს რის შედეგადაც მან შეიძინა კავკასიის მთის არქიტექტურის ნიშნები. კუზნეცოვს მხედვლობაში აქვს ტაძრის საფეხუროვანი დაგვირგვინება.
ტაძართან აღმოაჩინეს მეთოთხმეტე-მეთხუტმეტე საუკუნის ქრისტიანთა საფლავები. 
არქეოლოგი ამ ტაძარს აქცევს ზრუგის, თლის, რეგახის, ნუზალის ეკლესიების რიგში და ამბობს რომ ეს ეკლესიები ააგეს ქართველებმა მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეებში.


Тли, РСО-Алания
თლის ეკლესიის ნანგრევი


Тли, РСО-Алания
თლი
{მე სხვა შეხედულება მაქვს ტაძარზე სოფელ ძივგისში. ესაა  ჩრდილო კავკასიაში ამ დროის ქართული სამონასტრო ხეუროთმოძვრების ტიპიური ნიმუში.  გარეგნულად ის ძალიან ჰგავს მე-13 საუკუნის ინგუშურ ეკლესია მაგი-ერდას.  გადაკეთებების და დანაკლისის კვალი არ შემინიშნავს. სამხრეთ კედელში შეისრული სარკმელები სინამდვილეში სათოფურებია. ასეთივე სათოფურები არის ტყობა-ერდის ეკლესიაში.
მთლიანობაში მონასტერი იყო გამაგრებული კომპლექსი რომელსაც შეეძლო ქართული სავაჭრო ქარავანების მომსახურება. დიდი გამოქვაბული იყო ამ ქარავანების თავშესაფარი. მთარგმნელი}

მდინარე ზრუგის ზემო დინებაში დარჩა მე-12 საუკუნის ეკლესია მადი მაირამის
 //დედა მარიამი// ორი კედელი. მდინარემ გამორეცხა ნაპირი და ეკლესია დაინგრა.
                     
ეკლესია ჰგავს დათუნას ეკლესიას ავარეთში.
          
"ოსეთის ისტორიულ ატლასში" არის ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთებში ეკლესიების განლაგების გეგმა. თითქმის ყველა ეკლესია მდებარეობს უღელტეხილების გზებზე დვალეთში. როკის უღელთეხილის,მამისონის და ძედოს უღელტეხილების გზებზე. ისინი მიდიან აღმოსავლეთისკენ შიდა საქართველოში და სამხრეთით შავი ზღვის პორტებისკენ. ისინი ორიენტირებული არიან მეტალურგიისცენტრებზე და საბადოებზე. 
                  
ინგუშეთის ეკლესიები:         
ინგუშეთში ბევრია ადრეულ შუა საუკუნეებში აგებული ტაძარი და სალოცავი. მათი ზუსტი რაოდენობის თქმა ძნელია. გადარჩა ზოგი მათგანის ნანგრევები,ზოგი დაიღუპა, ცალკეულ სალოცავებს კი ზოგჯერ არასწორად აკლდამებად მიიჩნევენ.  
                   
ხალხური ლეგენდა ძველ ნაგებობებს მიაწერს მითიურ ჯელთებს. იმ ხანაზე ინგუშური ლეგენდა ასე ლაპარაკობს:             
"ერთ დროს სოსკა-სოლსასთან ამ მთებში ცხოვრობდნენ ჯელთები. ეს იყო სრომისმოყვარე და განათლებული ხალხი. ისინი იყვნენ კარგი მშენებლები და მათ ააშენეს მრავალი კოშკი და ციხე-სიმაგრე. ამას გარდა მათ სხვადასხვა ადგილას დატოვეს დიდი განძები. ისინი ჩვენგან წავიდნენ რომელიღაც სხვა ქვეყანაში" ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ განათლებული და გამრჯე ბერები. 
                     
ადგილობრივი ისტორიკოსები ტაძართა უმეტესობას ათარიღებენ გვიანი შუა საუკუნეებით და მათ თვლიან წარმართულ სამლოცველოებად. დარწმუნებული ვარ რომ ტყით და ბუჩქნარით დაფარულ ხეობებში სეიძლება ეკლესიების ჯერ ისევ უცნობი ნანგრევების პოვნა. 
            
და ამაშია ხუროთმოძღვრების ისტორიის ერთ-ერთი გამოცანა რომელიც არ აიხსნება მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრთა გაქრისტიანებით. გვერდით არის ჩეჩნეთი მონათესავე ხალხით, მაგრამ იქ არაა ტაძრები და როგორც ჩანს არც არასდროს ყოფილა. 
           
ყველა ინგუშური ტაძარი მდებარეობს ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში მდინარეებს სუნჟასა და თერგს შორის კლდოვანი ქედის გასწვრივ.
               
კვლევა გვიჩვენერბს რომ ტაძრები და სამლოცველოები აგებულია დარიალის ხეობისკენ, ხალხების და სავაჭრო ქარავნების მიგრაციისთვის  კასპიის გასასვლელის შემდეგ მეორე მნიშვნელობის გასასვლელისკენ მიმავალ ბილიკებზე.
                 
ტიპოლოგიურად ტაძრები ცალნავიანი ეკლესიებია, საკურთხეველი არ გამოდის აღმოსავლეთის კედლიდან აფსიდის სახით. უაფსიდობა პირველი ნიშანია იმისა რომ ტაძარი ქართულია. ასევე უაფსიდოდ აშენებდნენ ქართველები დიდ ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიებსაც. 
             
ეკლესია ტყობა-ერდი არის ფედერალური მნიშვნელობის მეორე ძეგლი //არხიზის ჩრდილოეთი ტაძრის შემდეგ// რომელზეც შესრულებულია სარესტავრაციო სამუშაოების მთელი ციკლი// კვლევა-დაპროექტება-წარმოება. //არქიტექტორი-მოსკოველი ვ.ა.კუზმინი, სამუშაოთა მწარმოებელი-მ.ბოგატირევი ნაზრანიდან//.
                          
ამავე დროს გაიწმინდა და გამაგრდა მეზობლად მდგომი ტაძარი ალბი ერდი რომელსაც გადახურვის დაკარგვის გამო კონსერვაციის გარეშე ემუქრებოდა გაქრობა. ის კარგადაა ცნობილი თავისი მდიდარი არატრადიციული დეკორით რომლის ანალოგიებიც კავკასიაში არაა. მკვლევარები მათ ეძებენ,მაგალითად, ტაო-კლარჯეთში//ყოფილი ქართული სათავადო დღევანდელ თურქეთში//. წერილობითი წყაროები ტაძრის მშენებლობაზე ნაპოვნი არაა...
          
ჩრდილიეთ კავკასიის ტაძრების შეწავლამ მიგვიყვანა დასკვნამდე რომ მე-13 საუკუნის დასაწყისში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მრავალი ტაძარი, მათ შორის მადი მაირამი//დედა მარიამი// ოსეთში,ალბი-ერდი და ტარგიმის ტაძრები ინგუშეთში და რამოდენიმე ტაძარი ჩირიურთის ზეგანზე დაღესტანში დაინგრა.
                    
ეს ტაძრები ქართველებმა ააგეს მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში სავაჭრო გზებზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ვერ გაძლეს კამარებმა და მშენებლებს უნდა მოენახათ გადახურვის სხვანაირი კონსტრუქცია. 


ტყობა-ერდი

ტყობა-ერდი

ტყობა-ერდის ცოტა ძველი ფოტოებიც...
ტყობა-ერდის მშენებლობის სცენარი ასე წარმოდგება.
   
მიწისძვრის დროისთვის მშენებლებმა უკვე ჩაყარეს ტაძრის საფუძველი. მან განსაზღვრა შენობის მდებარეობა რელიეფზე,მისი ორიენტაცია,გაბარიტები,კედლების სისქე. 
             
უფრო ადრე აგებული თარგიმის და ალბი-ერდის ტაძრები მიწისძვრის დროს დაინგრა მშენებლების თვალწინ. მშენებლებმა კონსტრუქტიული და დეკორატიული ქვები გადაიტანეს ტყობა-ერდიზე.  ეს ჩანს იქიდან რომ ალბი-ერდის გაწმენდისას არ აღმოჩნდა არც ერთი საბჯენი თაღი. მაგრამ ტყობა-ერდის მშენებელმა გადაწყვიტა სხვა კონსტრუქციის გამოყენება. ინტერიერი გადატიხრეს სამი შეისრული თაღით და მათ შორის სივრცე გადახურეს ცრუ კამარებით. საბჯენი თაღები "ზედმეტი" აღმოჩნდა, მათი ნაწილი გამოიყენეს არქივოლტად დასავლეთ კედელზე,დანარჩენი კი დაყარეს გარეთ. დღეს მათი ნახვა შეიძლება ტაძრის შიგნით სადაც ისინი შეიტანეს სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ.
             
ორივე ტაძრის ტერიტორია ეხლა გაწმენდილია და ჩანს საინტერესო სურათი. ტყობა-ერდიზე ვხედავთ დეკორატიული და კონსტრუქტიული ელემენტების აშკარა სიწარბეს მაშინ როდესაც ალბი-ერდიზე პრაქტიკულად არაფერია. არაა კამარის საბჯენი თაღები,დეკორატიული ქვები,კანკელი,სანათლავი,ტრაპეზი. ტყობა-ერდიზე კი ბევრი ზედმეტი კონსტრუქტიული და დეკორატიული ქვაა.
                
ტყობა-ერდის მთავარი დასავლეთის ფასადი შემკობილის არქივოლტით მოჩარჩოებული რთული კომპოზიციით. ქტიტორული ჯგუფი ქართული ტრადიციის შესაბამისად შედგება სამი ფიგურისგან: შუაშია დამკვეთი //ქტიტორი, დონატორი//, მარცხნივ-ტაძრის წინამძღვარი. ფილა ამ რელიეფით დაკარგულია და გამოსახულება შეინახა მხოლოდ ვ.მილერის ნახატზე. მარჯვნივ არის ტაძრის მფარველი წმინდანი. წმინდანს მარცხენა ხელში უკავია ჯვარი და მარჯვენაში-მახვილი.           
ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ასე გამოსახავენ მთავარანგელოზ მიხეილს.            
ესე იგი თავიდან ეს იყო მთავარანგელოზი მიხეილის სახელზე აგებული ტაძარი....                  
ქართულწარწერიანი ფილა ირიბათაა ჩასმული რაც იმას ნიშნავს მშენებლებმა არ იცოდნენ ქართული ანბანი. მშენებლები არც ქართველები ყოფილან და არც სომხები...
           
ამიტომ ამბობენ ქართველი მეცნიერები რომ ესაა ქართულ-ინგუშური ეკლესია რომლის მშენებლობაშიც ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ინგუშებიც.  
    
ისტორიკოსები თვლიან რომ შუა საუკუნეებში ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყნები-ხმელთაშუაზღვისპირეთი და კავკასია იყვნენ სოციალ-ეკონომიკური და კულტურილი განვითარების წინა ხაზზე.
            
მე ვამტკიცებ რომ შუა საუკუნეებში გადამწყვეტი როლი ცივილიზაციის განვითარებაში შეასრულეს ვაჭრობამ და რელიგიამ//ქრისტიანობამ// და არა კლასობრივმა ბრძოლამ როგორც ეს ითვლებოდა საბჭოთა აკადემიურ მეცნიერებაში. შეიძლება ითქვას რომ კავკასიის ხუროთმოძღვრება დავალებულია დიდი აბრეშუმის გზიზსგან.
                     
პირველად ტაძრების და სავაჭრო გზების კავშირი აღნიშნა მე-19 საუკუნის კაზაკობის ისტორიკოსმა ვ.პოტომ რომელიც წერდა: " ჩერქეზების მთებში დღემდე დარჩა ქვის ეკლესიების ბევრი ნანგრევი,რომელთა ჯვრული ფორმაც ლაპარაკობს ბერძნულ წარმომავლობაზე. ზოგი მათგანი განმარტოებით დგას დაღვრემილი კლდეების მწვერვალებზე,უღრან ტყეებში,შორს ადამიანთა საცხოვრისისგან. ზოგი მათგანი,პირიქით, ელტვის ხალხმრავალ სავაჭრო გზებს რომლებიც ოდითგან სერავდნენ ჩერქეზთა მიწას შავი ზღვიდან კავკასიის მთების ხეობებით კუმას და ყუბანის სათავეებისკენ. ამ ტაძრებთან ჩვეულებრივ არის ქვის შენობების ნანგრევებიც. ამ შენობებს ჩერქეზები უწოდებენ ელინთა სახლებს. შეიძლება ეს იყო ბერძნული მონასტრები ქარვასლებით, ვინაიდან იმ ძველ დროში ქრისტიანობის გავრცელება ხდებოდა ვაჭრობის განვითარებასთან ერთად. 
                   
ვაჭარიც და ბერიც, ყოველი მათგანი თავისებურად.ემსახურებოდნენ რწმენის და ცივილიზაციის საერთო საქმეს."
                           
შუა საუკუნეებში ვარობის,რელიგიის და კულტურის განმასახიერებელი ვაჭარი და ბერი მთაში ერთად მიდიოდნენ. 
         
სწორედ ვაჭარი და ბერი ქმნიდნენ ცივილიზაციის კერებს მიყრუებულ და ველურ ხეობებში.
 ---------------------------------------------------------------

http://www.fototerra.ru/Gruzija/Kazbegi/FFilin05-5479.html

"Наше Наследие" № 97 2011  http://www.nasledie-rus.ru/podshivka/9714.php

В.Кузьмин, фото автора

«Стена обители святой и башен странные вершины»
Записки реставратора

Христианские храмы Северного Кавказа




Белецкий Д.В., Виноградов А.Ю. Фрески Сентинского храма и проблемы истории Аланского христианства в X в. Российская археология. 2005. №1.

Воронов Ю.Н. Древности Сочи и его окрестностей. Краснодар, 1979.

Дживелегов А.К. Торговля на Западе в средние века. СПб., 1904.

 Долидзе В., Шмерлинг Р. Военно-Грузинская дорога. Путеводитель по архитектурным памятникам. Тбилиси, 1972.

Исторический атлас Осетии. Владикавказ, 2002.

Кузнецов В.А. Христианство на Северном Кавказе до XV в. Владикавказ, 2002.

Лэнг Д. Грузины. М., 2004.

Материалы по археологии Кавказа. М., 1893.

Миллер В.Ф. Осетинские этюды. М., 1881.

Потто В. Два века Терского казачества (1577–1801). Ставрополь, 1991.

Скрынникова Е.В., Романов Н.С., Мудров В.А. Храм в поселке Лоо Краснодарского края // Реставрация и исследования памятников культуры. Вып. IV. М., 2001.

Тменов В.Х. Зодчество средневековой Осетии. Владикавказ, 1996.

Услар П.К. Древнейшие сказания о Кавказе. Тифлис, 1881.

No comments: