2.08.2012

აფხაზეთზე-1.


I აფხაზეთიF
1. აფხაზეთი XX საუკუნის პირველ ოცწლეულში
1.1. ტერიტორია, მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური
შემადგენლობა. რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობამდე, ანუ 1917 წლის
თებერვლამდე აფხაზეთი ოთხ საბოქაულოდ იყო დაყოფილი. გაზეთ
“საქართველოს” მონაცემების თანახმად, რომელიც თავის მხრივ გაზეთ
“პეტერბურგსკიე ვედმოსტის” ეყრდნობოდა, ქართული მოსახლეობის სიმრავლით
გამოიჩეოდა სამურზაყანოს ოლქი, გუდაუთისა და კოდორის ოლქებში აფხაზური
მოსახლეობის რაოდენობრივი უპირატესობა იგრძნობოდა; გუმისთის ოლქში კი,
ბერძნები სჭარბობდნენ.22
1917 წლის დეკემბერში აფხაზეთს, ანუ, როგორც მაშინ უწოდებდნენ
სოხუმის ოლქს, ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილებით შეუერთდა გაგრისა
და ბზიფის ოლქები, რომლებიც 1903 წლიდან მეფის რუსეთის გადაწყვეტილებით
შავი ზღვის გუბერნიას ჰქონდა მიწერილი. როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე
წერს, “ამით აფხაზეთი ოფიციალურად იქნა აღიარებული საქართველოამიერკავკასიის
ნაწილად”23. ამრიგად, 1917 წლისათვის აფხაზეთი შედგებოდა
სამურზაყანოს, გუდაუთის, გუმისთის, კოდორის, ბზიფისა და გაგრის ოლქებისგან.
ეთნიკური თვალსაზრისით აფხაზეთი ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან
მხარეს წარმოადგენდა. მოგვიანებით გაზეთ “საქართველოს” კორესპნდენტი
ზაქარია ედილი, რომელმაც აფხაზეთში იმოგზაურა, დაწერს: “არა მგონია,
რომელიმე კუთხე კავკასიისა ისე იყვეს ჭრელი, როგორც დღეს არის აფხაზეთი. ის
წმინდა მოზაიკას წარმოადგენს ამ მხრივ, ყველა, ვისაც მოსვლა არ დაზარებია, აქ
მოსულა და დასახლებულა, რუსი, ბოლგარიელი, ალბანელი, ესტონელი,
უკრაინელი, გერმანელი...”24 აფხაზეთის დამპყრობლად ზაქარია ედილმა
ქართველებიც, კერძოდ კი, იმერლები და მეგრელები დაასახელა. მისი თქმით,
“ყველა ესენი შემოჰკედლებიან აფხაზეთს და მისი ტურფა ველ-მინდორი ჩაუგდიათ
ხელში”.25
23
დღემდე აქტუალურია კითხვა, თუ რამდენი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში
აფხაზი და ქართველი მოსახლეობის რაოდენობა სოხუმის ოლქში. 1993 წელს
მოსკოვში რუსი მეცნიერების ავტორობით გამოცემული წიგნის (Белая книга
Абхазии) თანახმად, აფხაზეთში მე-19 საუკუნის ბოლოდან 1926 წლამდე
აფხაზური მოსახლეობის რაოდენობა 58 ათასსა და 55 ათასს შორის მერყეობდა,
ხოლო ეთნიკური ქართველები დაახლოებით 25 ათასიდან 67 ათასამდე
გაიზარდნენ26. ამ მონაცემებს კატეგორიულად არ ეთანხმება ქართველი
დემოგრაფი ანზორ თოთაძე27. მისი თქმით, რუსმა მეცნიერებმა 1886 და 1897 წლის
საოჯახო სიების მონაცემები დაამახინჯეს, რადგან სამურზაყანოს

ეთნიკურად
ქართველი მოსახლეობის, რომელიც 30 ათასზე მეტ სულს შეადგენდა, მიაწერეს
აფხაზი მოსახლეობის რაოდენობას. იგივე შეცდომა, უფრო სწორად
მიზანმიმართული უზუსტობა იქნა დაშვებული 1897 წელს რუსეთის იმპერიაში
ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს, როდესაც სამურზაყანოს
მოსახლეობა მიათვალეს ეთნიკურ აფხაზებს, რის შემდეგაც აფხაზთა
ხელოვნურად გაზრდილმა რაოდენობამ შეადგინა 58 697, ხოლო ეთნიკური
ქართველებისამ - 25 87528.
თუმცა, 1902 წელს რუსი ჩინოვნიკების მიერ შედგენილი ყოველწლიური
ანგარიშგების – მოსახლეობის ეროვნული, სარწმუნოებრივი და წოდებრივი
უწყისის თანახმად, რომლის მონაცემებიც ქართველ მეცნიერებს სანდოდ მიაჩნიათ,
XX საუკუნის აფხაზეთში ცხოვრობდა 46,4 ათასი აფხაზი და 51,3 ათასი
ქართველი29.
ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესო სტატისტიკური
მონაცემებია მოტანილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას
ნაშრომში “სტატიის გამო ხმა “სოხუმიდან”. ავტორი ეყრდნობა 1895-1905 წლებში
აფხაზეთის ეპისკოპოსის არსენის მიერ რუსული სინოდის ობერპროკურორისათვის
გაგზავნილი სტატისტიკურ ანგარიშს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეპისკოპოსი არსენი
ცნობილი ქართველთმოძულე საეკლესიო პირი იყო, ამდენად ეთნიკური
ქართველების რაოდენობას განზრახ არ გაზრდიდა.
ამბროსი ხელაია წერდა: “მთელს სოხუმის მხარეში ეპ. Aრსენის
სტატისტიკის თანახმად (იხ.სინოდის კანტორის აღნიშნული საქმე) სახლობს ორივე
სქესის 78 109 სული. მათგან ქართველია (მეგრელი, ქართლელი, იმერელი,
 ამჟამინდელი გალი, მდინარე ღალიძგასა და მდინარე ენგურს შორის ტერიტორია.
24
გურული და სამურზაყანოელი) 45 353 სული, დანარჩენი აფხაზები – 24 598,
რუსები – 2745; ბერძნები – 4762; სომხები – 638 და სხვა ეროვნებისა – 1013
სული”30.
ავტორი სხვა წყაროზე (Абхазия, соч Цхумели, С-ПБ, 1906, стр.16, прим. 18)
დაყრდნობით აცხადებს, რომ 1906 წელს სოხუმის მხარეში ეთნიკური ქართველების
რაოდენობა 53 829-ს შეადგენდა31. ამრიგად, ქართველი მეცნიერების შრომებზე,
აგრეთვე სხვადასხვა არაქართული წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ,
რომ მე-19 საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური
ქართველები შეადგენდნენ
საინტერესოა აფხაზეთის მოსახლეობის სარწმუნოებრივი აღმსარებლობაც.
რელიგიათმცოდნის ნუგზარ პაპუაშვილის თქმით, “საქართველოს ერთიანი
სამეფოს დაყოფის შემდეგ (1490-1495 წწ) აფხაზეთში, ისე როგორც საქართველოს
სხვა განაპირა კუთხეებში, კანონიკური საეკლესიო წყობილება (ანუ,
მართლმადიდებლობა მ.მ) შეირყა. მისი ადგილი უმეტესად არაკანონიკურმა
რწმენა-წარმოდგენებმა, უფრო სწორად გაურკვეველმა რელიგიამ, ადგილობრივმა
პაგანურმა (სოფლურმა) კულტმსახურებამ (წარმართობამ) დაიკავა; გავრცელდა
ისლამიც. Aასე რომ, ამ მხარეში (აფხაზეთში) ცარისტული რუსეთის კოლონიური
რეჟიმის დამყარებამდე რელიგიური ქაოსი იყო”32.
Dდემოგრაფ ანზორ თოთაძის კვლევის თანახმად, XX საუკუნის დასაწყისის
აფხაზეთში მოსახლეობის 89,5 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, 3,1
პროცენტი – გრიგორიანელი, ხოლო 7 პროცენტი - მუსულმანი”33.
1860 წელს რუსეთის წმინდა სინოდის წიაღში შექმნილმა “კავკასიაში
მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმდგენმა საზოგადოებამ” აფხაზეთის
მოსახლეობის მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევა დაიწყო. ამ პროცესს
შესაბამის თავში ვრცლად განვიხილავთ. აქ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ
მართლმადიდებლური სარწმუნოება აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან
ნაწლს ფორმალურად ჰქონდა მიღებული.ამის შესახებ საინტერესო ფაქტი არის
მოტანილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი (ხელაის) ზემოთ
ხსენებულ სტატიაში34. ავტორი აქ მკითხველს უამბობს, თუ როგორ მიიღო
მღვდელმა კერესელიძემ აფხაზეთის ეისკოპოსისგან დავალება, რომ ერთ დღეში
მოენთლა 14 აფხაზი, რადგან ეს ერთგვარი გეგმის შესასრულებლად იყო საჭირო.
25
1.2. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა
მკვლევარი დავით ჩიატაია აღნიშნავს: “XX საუკუნის დამდეგს აფხაზეთი
წარმოადგენდა ეკონომიკურად ჩამორჩენილ აგრარულ მხარეს, სადაც სუსტად იყო
განვითარებული, როგორც სოფლის მეურნეობა, ასევე მრეწველობა”35. გარდა
ამისა, მკვლევარი აფხაზეთში ამ დროისათვის არსებულ კაპიტალისტურ
ურთიერთობას ახასიათებს სამი ნიშნით: 1) მრეწველობა სუსტად იყო
განვითარებული და თითქმის არ არსებობდა ფაბრიკა-ქარხნები; 2)კაპიტალიზმი
სწრაფად ვითარდებოდა სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით – მეთამბაქეობაში;
3) თითქმის არ არსებობდა სამრეწველო პროლეტარიატი, სამაგიეროდ
არსებობდნენ სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაქირავებული მუშები, რომელთა
ეთნიკური შემადგენლობაც ჭრელი იყო36.
მსგავსად აღწერს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას
ისტორიკოსი მერი გაბედავაც. მისი თქმით, “ახალი წარმოებითი ურთიერთობის
ფორმირების პროცესში წამყვან როლს ასრულებდა ქართული მოსახლეობა, ასევე
ჩამოსული ბერძნები და სომხები... აფხაზები ნელა ებმებოდნენ სასაქონლო-ფულად
ურთიერთობებში. არ მისდევდნენ ვაჭრობას, დაქირავებულ შრომას, რადგან ეს
სამარცხვინო საქმიანობად მიაჩნდათ”37.
ისტორიკოსი ჯემალ გამახარია თავის წიგნში “ქართულ აფხაზურ
ურთიერთობათა ისტორიიდან” იშველიებს ცნობილი ქართველი საზოგადო
მოღვაწის, ექიმის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. ეროვნული ჯგუფის
წარმომადგენლის ივანე გომართელის შეფასებებს, რომელიც მან 1905 წლის 19
ნოემბერს გაზეთ “ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა სათაურით “აფხაზეთი
მცხოვრებთა მოთხოვნები”38.
ივანე გომართელი წერს: “აფხაზები არც მეურნეობას მისდევენ, არც ხვნა-
თესვას, არც ვაჭრობას, არც ხელოსნობას,” სამაგიეროდ აფხაზ გლეხს აქვს 30-60
დღიური და ზოგან მეტი მიწა. იგი “მოხდენილია, ტანადი, ლამაზი. მას უყვარს
ცხენი, ქეიფი, ბუნება – შრომა, მუშაობა კი - არა. მიწა იმდენი აქვს, რომ
შეუძლია თვითონ არ იმუშაოს. მიწას აფხაზი იჯარით აძლევს ქართველს, ბერძენს,
სომეხს... ნამდვილი მიწის მუშა აფხაზეთში მეგრელია. ყოველ მოძრაობისა და
რევოლუციის დროს აფხაზსა და მეგრელს შორის იბადება უთანხმოება, რადგან
პირველია მემამულე, მიწის პატრონი, მეორე კი – მიწის მუშა. რევოლუციის ხანაში
26
მეგრელი აფხაზს მოსავალს ან არ აძლევს, ან - აძლევს ნაკლებს. სოციალისტური
ქადაგება - მიწა მშრომელს, მიწის მუშასო, მეგრელებში ფეხს იკიდებს და აფხაზს
აფრთხობს. აფხაზი შიშობს, ვაითუ მიწა მეგრელმა წამართვასო”39.
ჯემალ გამახარიას თქმით, აფხაზეთში თავად-აზნაურობას, როგორც
წოდებას, უდიდესი გავლენა ჰქონდა ყველა სხვა წოდებაზე, მათ შორის
გლეხობაზეც. აფხაზი გლეხობის ერთი ნაწილი ბოლომდე ერთგული დარჩა თავადაზნაურობისა
და სოციალური ბრძოლაზე უარი განაცხადა, ხოლო მეორე ნაწილი
“გაბოლშევიკდა”. პირველი ნაწილი აფხაზ თავადაზნაურობასთან ერთად
პროთურქულ ორიენტაციას დაადგა, ხოლო მეორე ნაწილი – წითელ, ბოლშევიკურ
რუსეთზე ამყარებდა იმედებს. “ერთი რამ უეჭველია, აფხაზეთში სოციალური
კონფლიქტი ეროვნებათაშორის კონფლიქტად იქცა აქ არსებული სპეიფიკური
ეკონომიკური ურთიერთობების გამო”, აღნიშნავს ჯემალ გამახარია40.
აფხაზურ-ქართული დაპირისპირების სოციალურ ნიადაგი გაზეთ
“საქართველოს” პუბლიცისტებმაც შენიშნეს. ამ თემას რედაქციამ არერთი
პუბლიკაცია მიუძღვნა, რომლებსაც ქვემოთ აფხაზური-ქართული
დაპირისპირებისადმი მიძღვნილ ქვეთავში განვიხილავთ. მანამდე კი
საილუსტრაციოდ მოვიტანთ 1919 წელს აფხაზეთის სახალხო საბჭოში არჩეულ
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთადერთი წარმომადგენლის ნიკო
თავდგირიძის თვალსაზრისს. ნიკო თავდგირიძე ქართველებს (ძირითადად მეგრელ
გლეხებს) ადანაშაულებდა იმაში, რომ სოციალისტური ღირებულებების
გაზიარების გამო აფხაზებთან ურთიერთობა გაიფუჭეს. სომხებშიც არიან
სოციალისტურად განწყობილი ჯგუფები, მაგრამ სომეხ გლეხს აზრადაც არ მოუვა
აფხაზ მემამულეს, რომლის მიწასაც იგი იჯარით ამუშავებს, სოციალისტური
ღირებულებები თავს მოახვიოს და ამის გამო იჯარის ფული არ გადაუხადოს, ან
მიწის წართმევით დაემუქროსო. “ჩვენ მჯიღით და დამუქრებით ვაშინებთ ყველას
და ამიტომ ერთგულ მეგობრებსაც ვკარგავთ. ჩვენი მეტოქეები კი ცხოვრებრივი,
გონიერის საშუალებით მოქმედობენ და კიდეც იმარჯვებენ”41, წერდა იგი.




პოლიტიკური სიტუაცია.
ისტორიკოსები მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულის აფხაზეთში ოთხ
გარეშე პოლიტიკურ მოთამაშეს გამოყოფენ, კერძოდ: 1. მთიელთა კავშირს; 2.
თურქეთს; 3. რუსეთის მონარქისტულ მოძრაობას, ე.წ. თეთრგვარდიელებს; 4.
ბოლშევიკურ რუსეთს.
27
კავკასიის მთიელთა კავშირი, რომელიც მონარქიული რუსეთის დაშლის
შემდეგ შეიქმნა, აერთიანებდა კავკასიის მთის ხალხთა წარმომადგენლებს.
მთიელთა კავშირს სურდა აფხაზეთთან სიახლოვე და მისი შემოერთებაც კი,
რადგან ამის შედეგად იგი ზღვის საშუალებით პირდაპირ გასასვლელს გაჭრიდა
თურქეთთან. თურქეთი კი, მთიელთა კავშირის ერთმორწმუნე და სასურველი
პარტნიორი იყო.42 მეორეს მხრივ, აფხაზ თავად-აზნაურობის ერთი ნაწლი
სოციალისტური აჯანყებების ეპოქაში საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნების
იმედს კავკასიის მთიელთა კავშირზე ამყარებდა. სწორედ აფხაზი
თავადაზნაურობის ამ ნაწილმა გაიმარჯვა 1917 წლის 7-8 ნოემბერს სოხუმში
გამართულ აფხაზი ხალხის პირველ ყრილობაზე, რომელზეც შეიქმნა ეროვნულპოლიტიკური
ორგანიზაცია აფხაზეთის სახალხო საბჭო. ყრილობაზე მიღებულ
იქნა აფხაზი ხალხის დეკლარაცია და კონსტიტუცია, ამასთან გადაწყვიტეს
შესვლა გაერთიანებულ მთიელთა კავშირში.43
ჯერ კიდევ აფხაზი ხალხის პირველი ყრილობის მოწვევამდე, კერძოდ
1917 წლის 20 ოქტომბერს, სეპარატისტმა აფხაზმა თავადმა ა.გ შარვაშიძემ ქალაქ
ვლადიკავკაზში ხელი მოაწერა კავკასიის მთიელთა კავშირში შესვლას. ეს
ხელმოწერა თვითნებურად, ამიერკავკასიის განსაკუთრებულ საქმეთა კომიტეტთან
ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მოხდა. თუმცა, ა.შარვაშიძემ ხელი მთლიანად
აფხაზეთის სახელით არ მოაწერა და მიუთითა მხოლოდ “სოხუმის ოლქის მთის
ხალხი – აფხაზები”. (ხაზი ჩემია მ.მ)
“ა.გ. შარვაშიძე, მართალია, წარმოადგენდა ოფიციალურ ხელისუფლებას
(აფხაზეთის საოლქო კომისარი იყო. Mმ.მ.), მაგრამ მას არ ჰქონდა სახელმწიფო
რწმუნება რაიმე პოლიტიკური მოლაპარაკების საწარმოებლად. კავშირის
შემადგენლობაში მხოლოდ “აფხაზი ხალხის” დასახელება, საფიქრებელია,
განპირობებული იყო იმითაც, რომ ა.გ. შარვაშიძემ ვერ გაბედა თავზე აეღო მთელი
აფხაზეთის მოსახლეობის წარმომადგენლობა, იცოდა რა იმ საერთო განწყობის
შესახებ, რომელიც ამ საკთხთან დაკავშირებით აფხაზეთში არსებობდა44”.
აფხაზთა სეპარატისტული ჯგუფის მცდელობის მიუხედავად, კავკასიის
მთიელთა კავშირის სახელმწიფო ხელისუფლება აფხაზეთზე არ გავრცელებულა.
მართალია, მთიელთა კავშირმა ჯერ თავი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის
შტატად გამოაცხადა (1917 წლის დეკემბერი); ხოლო რუსეთში ბოლშევიკების
გამარჯვების შემდეგ თურქეთის დახმარებით საკუთარი თავის დამოუკიდებელ
28
სახელმწიფოდ რატიფიცირებაც კი მოახდინა (1918 წლის მაისი), მაგრამ
აფხაზეთის შემოერთების საკითხი მთიელთა კავშირს არსებითად არ განუხილავს.
ისტორიკოს მერი გაბედავას დაკვირვებით, მთიელთა კავშირის
პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ არ გაეფუჭებინა ურთიერთობა
საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან, შემდგომ კი დამოუკიდებელი საქართველოს
ხელისუფლებასთან. მთიელთა კავშრის წარმომადგენლების საქართველოს
ეროვნულ საბჭოსთან შეხვედრისას (1917 წლის 1-2 დეკემბერი) “...აღინიშნა, რომ
ყურადღება უნდა მიექცეს საზღვრის მოწესრიგების საკითხს (აფხაზეთთან,
ოსეთთან, ზაქათალაში). ასევე, მთიელთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ
მათი მთავრობა მზადაა კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს
საქართველოსთან. ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსა და
მთიელთა მთავრობას შორის ბოლომდე იქნა შენარჩუნებული.45”
თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საგარეო ძალა იყო, რომელიც XX
საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის საქართველოსგან გამიჯნვის პროცესს
ასაზრდოვებდა. 1917 წლის ბოლოსათვის მთელს ამიერკავკასიას დემუქრა ორი
უდიდესი ძალა _ ერთის მხრივ ლენინის რუსეთი, ხოლო მეორეს მხრივ _
თურქეთი. 1918 წლის პირველი ხუთი თვე ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან
სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაატარა. პარალელურად თურქეთი იპყრობდა
საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებს. თებერვალ-მარტში მოლაპარაკებები
ქალაქ ტრაპზონში, ხოლო მაისში _ ქალაქ ბათუმში მიმდინარეობდა.
ბათუმის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფხაზეთის სახალხო საბჭოს
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ უნდა ემცნოთ თურქეთის მთავრობისათვის,
რომ აფხაზეთი შედის ამიერკავკასიის ერთა ოჯახში და უნდა დარჩეს
ამიერკავკასიის შემადგენლობაში. აფხაზეთის დელეგაციის რამდენიმე
წარმომადგენელი ფარულად შეხვდა თურქეთის საზავო დელეგაციის
ხელმძღვანელს ჰალილ ბეის, შეხვედრაზე საუბარი იყო აფხაზეთის მიწაზე იმ
მუსულმანი აფხაზების დაბრუნების შესახებ, რომლებიც თურქეთში მუჰაჯირობის
დროს გადასახლდნენ. აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთის მთავრობა მზად
იყო, რომ აფხაზეთის საბჭოს დახმარებოდა ჯარით და იარაღით46.
ამ შეხვედრების შესახებ ინფორმირებული ყოფილა ამიერკავკასის
დელეგაციის ხელმძღვანელი ა.ჩხენკელი. 1918 წლის 15 მაისს მან აცნობა
საქართველოს ეროვნულ საბჭოს: “აქ არიან აფხაზთა წარმომადგენელნი. სრულიად
29
ნათლად გაირკვა, რომ მათ უნდათ და კიდევაც განახორციელებენ თურქეთის
თავდასხმას აფხაზეთზე. არის გეგმაც, არის საამისოდ გამზადებული ძალებიც.
შევეცდები ხელი შევუშალო მათი ამ განზრახვის განხორციელებას”47.
თურქული დესანტი 1918 წელს ორჯერ _ ივნისში და აგვისტოში _ იქნა
გადმოსხმული აფხაზეთში. ნიშანდობლივია, რომ ორჯერვე ამ პროცესის
ინიციატორები აფხაზი თავადები (ა.ვ. შარვაშიძე, ტ.მარშანია) იყვნენ, რომლებმაც
საკუთარი მამულში უმასპინძლეს კიდეც თურქული არმიის წარმომადგენლებს.
1918 წლის აგვისტოში თურქეთის მხარდაჭერით დაიმედებულმა აფხაზი
თავადაზნაურობის ნაწილმა სოხუმში ალყა შემოარტყა სახალხო საბჭოს შენობას
და გადატრიალების მოწყობა სცადა, მაგრამ პროქართულად განწყობილმა
აფხაზებმა ხმა დროულად მიაწვდინეს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას.
გადატრიალება არ შედგა, ხოლო აფხაზეთის სახალხო საბჭო, როგორც კონტრ
რევოლუციური და ხალხის ინტერესების დამღუპველი, გაუქმებულად გამოაცხადეს.
შეიქმნა ახალი საბჭო, რომელმაც დროებითი დაირქვა”48. დროებითმა საბჭომ
თურქოფილები ერის მოღალატეებად გამოაცხადა, დროებითი საბჭოს
შემადგენლობაში შევიდა აფხაზეთში მაცხოვრებელი ყველა ერი.
თეთრგვარდიული რუსეთი, იგივე მოხალისეთა ნაწილები. 1918 წლის
ოქტომბრიდან 1919 წლის ოქტომბრამდე თეთრგვარდიელი გენერალი დენიკინი
აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფს აქტიურად ეხმარებოდა. აფხაზთა სეპარატისტულმა
ჯგუფმა, რომელსაც თურქეთის მხრიდან დახმარების იმედი გაუცრუვდა,
მოკავშირედ თეთრგვარდიული რუსეთი აირჩია. ცნობილი ფაქტია, რომ 1918 წლის
სექტემბერში ქ. სოჭში თეთრგვარდიელ გენერალ ალექსეევს შეხვდა აფხაზთა
დელეგაცია,რომელსაც ა. გ.შერვაშიძე მეთაურობდა ( ეს ის შერვაშიძეა, რომელმაც
მთიელთა კავშირში შესვლას მოაწერა ხელი და მანამდე პროთურქულ
ორიენტაციას უჭერდა მხარს).
დელეგაციის წევრებმა გენერალ ალექსეევს სთხოვეს “გაეთავისუფლბინათ
აფხაზეთი საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან”49. Aამ დროისათვის
დენიკიის ახალგაზრდა ბოლშევიკური რუსეთის წინააღნდეგ ბრძოლაში
წარმატებულ ეტაპზე იმყოფებოდა. რუსულ ქალაქ ყუბანში სამხრეთ რუსეთის
მთავრობაც კი იყო შეიქმნილი.
30
თეთრგვარდიელებს აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი
საქართველოს საზღვარში შედიოდა ქალასი სოჭი, რომელიც რუსული კაპიტალით
აღორძინებულ ქალაქი იყო და, ამდენად, რუსებს თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ.
საქართველოს მთავრობამ საზღვარი არ შემოსწია, ანუ სოჭი და გაგრა არ
დაუთმო დენიკინის მოხალისეთა არმიას.
ვიდრე საქართველოში გერმანიის ჯარები იდგნენ, სამხრეთ რუსეთი ვერ
ბედავდა საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირებას, თუმცა, პოლიტიკური
დაპირისპირება მიმდინარეობდა აფხაზეთის დროებით საბჭოში, სადაც თეთრი
რუსეთის მხარდამჭერ ჯგუფს ხემძღვანელობდა რუსი დემიანოვი.
“დემიანოვის გვერდით საბჭოში მონარქისტული ორიენტაციის
გამტარებლებად გამოვიდნენ ე.წ. სოციალისტური ფრაქციის წარმომადგენლები,
მათ მხარს უჭერდა აფხაზეთის რუსული ეკლესიის კლერიკალები, აფხაზეთის
“რუსთა ეროვნული საბჭო” და აფხაზეთის სომხობა”50.
ამ ძალებმა გადატრიალების მოწყობა 1918 წლის 9 ოქტომბერს სცადეს,
თუმცა აფხაზეთის დროებითი საბჭოს პროქართული ორიენტაციის წევრებმა
საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით მოახერხეს გადატრიალების თავიდან
აცილება. ამბოხების ორგანიზატორები დააპატიმრეს, შეიქმნა საარჩევნო კომისია,
რომელმაც უზრუნველყო აფხაზეთის ახალი სახალხო საბჭოს არჩევნები. 1919
წლის 13 თებერვალს არჩეულ იქნა აფხაზეთის ახალი სახალხო საბჭო, რომელიც
40 წევრისგან დაკომპლექტდა. “საბჭოში არ იყო ერთსულოვნება, განსაკუთრებით
საქართველოსთან მიმართებაში და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს
განსხვავებული პოზიციები გააჩნდათ51”.
Mთეთრი რუსეთის აგრესია საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული
რესპუბლიკის წინააღმდეგ განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 1918
წლის 30 ოქტომბერს თურქეთსა და ანტანტის ქვეყნებს შორის ქ.მედროსში დაიდო
სამშვიდობო ხელშეკრულება და ამიერკავკასია, მათ შორის საქართველო,
ინგლისის კონტროლს დაექვემდებარა.
1919 წელს დენიკინმა აიღო ჯერ სოჭი, შემდეგ გაგრა. მის აგრესიას
საქართველოს ხელისუფლება ამიერკავკასიაში ინგლისის წარმომადგენლობასთან
ამაოდ აპროტესტებდა. ინგლისის მხრიდან საქართველოს ინტერესებისადმი
გულგრილობას ისტორიკოსი მერი გაბედავა ასე ხნის: საერთაშორისო
31
თანამეგობრობის მხარდაჭერა თეთრგვარდიული რუსეთისათვის განპირობებული
იყო საბჭოთა რუსეთის ლიკვიდაციის სურვილით. ამ მიზნის ერთადერთ
განმახორცილებელ ძალად მაშინდელი საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ
დენიკინს და მის მოხალისეთა არმიას მიიჩნევდა52.
საქართველოს წინააღმდეგ Dდენიკინის აგრესია მხოლოდ მას შემდეგ
შეწყდა, რაც გაძლიერებულმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ თეთრგვარდიელები
დაამარცხა. “1920 წლის 27 მარტს წითელმა არმიამ დაიკავა დენიკინელთა
უკანასკნელი დასაყრდენი ნოვოროსიისკი. საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა
სამხრეთ რუსეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე და წითელგვარდიელები
უშუალოდ ამიერკავკასიას მოადგნენ”53.
ბოლშევიკური რუსეთი აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც საბოლოოდ
შეძლო აფხაზეთის საქართველოს ტერიტორიიდან განცალკავება. 1921 წლამდე
ბოლშევიკების მიერ აფხაზეთში ორი აჯანყება მოეწყო: პირველად 1918 წლის 7
აპრილს, ხოლო მეორედ _ 1918 წლის 16 ივნისს. Oორივე აჯანყება ჩახშობილ იქნა:
პირველად _ ამიერკავკასიის სახალხო გვარდიის მიერ გენერალ ვალიკო
ჯუღელისა და და პოლკოვნიკ კონიაშვილის მეთაურობით; ხოლო მეორეჯერ _
დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო რაზმების მიერ გენერალ გიორგი
მაზნიაშვილის მეთაურობით.
ისტორიკოს მერი გაბედავას თქმით, “1919 წლის მაისისათვის აფხაზეთში
არსებობდა 32 ბოლშევიკური უჯრედი, რომელიც 320 წევრს ითვლიდა. Eეს
იმდენად უმნიშვნელო ძალა იყო, რომ მათ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური
ღონისძიების გატარება არ შეეძლოთ”54. სიტუაცია შეიცვალა 1920 წელს, როდესაც
ბოლშევიკურმა რუსეთმა დაამარცხა თეთრგვარდიელები, სამშვიდობო
ხელშეკრულება გააფორმა ქემალისტურ თურქეთთან და გაასაბჭოვა აზერბაიჯანი,
რის შემდეგაც გასაბჭოვების ჯერი საქართველოსა და სომხეთზე მიდგა. 1920
წელს კრემლში შემუშავდა გეგმა, რომლის თანახმადაც საქართველოზე საბჭოთა
არმიის ნაწილებს იერიში ექვსი მხრიდან, მათ შორის გაგრა-სოჭის
მიმართულებითაც უნდა მიეტანათ.
19 თბერვალს რუსეთის IX არმიამ დაიწყო იერიში აფხაზეთის
მიმართულებით, რაც საბოლოოდ 4 მარტს სოხუმში შესვლითა და საბჭოთა
ხელისუფლების გამოცხადებით დასრულდა. Aამრიგად, 1921 წლის თებერვალ32
მარტში განხორციელდა საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ძალდატანებითი
გასაბჭოება.
აფხაზეთის პროქართულმა ძალებმა მოქმედება ჯერ კიდევ საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაიწყეს. 1918 წლის 9 თებერვალს აფხაზეთის
სახალხო საბჭოს წევრები თბილისში შეხვდნენ საქართველოს ეროვნული საბჭოს
აღმასკომის წევრებს. შეხვედრაზე დაისვა აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი,
რომელსაც საქართველოს ეროვნული საბჭო არ დაეთანხმა. ზეპირი შეთანხმებით
გადაწყდა, რომ “აფხაზეთის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის საკითხი
უნდა გადაეწყვიტა აფხაზეთის დამფუძნებელ კრებას. შეთანხმებაში
გათვალისწინებული იყო აფხაზეთის ფართო შინაგანი ავტონომია საქართველოს
შემადგენლობაში55”.
აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი
იყო 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო
საბჭოს შორის უკვე წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშეკრულებით
საქართველო აფხაზეთს ანიჭებდა ფართო ავტონომიას და ჰპირდებოდა სამხედრო
და ეკონომიკურ დახმარებას.56 9 თებრვლის სიტყვიერი და 11 ივნისის წერილობითი
შეთანხმებები გახდა იურიდიული საფუძველი იმისა, 1918 წელს ბოლშევიკების
მიერ ორგანიზებული ორი შეიარაღებული გამოსვლის ჩახშობაში აფხაზეთს
სწორედ საქართველო დაეხმარა.
აფხაზეთში პროქართული მიმდინარეობის ასპარეზი იყო აფხაზეთის
სახალხო საბჭო: “მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრები
არ იყვნენ ერთსულოვანნი ახლად შექმნილი საქართველოს დამოუკიდებელ
რესპუბლიკასთან დამოკიდებულების საკითხში, ეს ორგანო მაინც პროქართული
ორიენტაციის მატარებელი და საქართველოს მთავრობის დასაყრდენი იყო
აფხაზეთში.57” საბჭოს პროქართულად განწყობილმა წევრებმა ორჯერ მოახერხეს
გადატრიალების მცდელობის აღკვეთა (პირველად 1918 წლის აგვისტოში
პროთურქული ძალების მიერ ინსპირირებული გადატრიალების, ხოლო მეორედ _
1918 წლის ოქტომბერში დენიკინის მხარდაჭერით წაქეზებული გადატრიალების).
1919 წლის 13 თებერვალს აფხაზეთში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი
ორგანო _ აფხაზეთის სახალხო საბჭო, რომელიც ორმოცი წევრისგან შედგებოდა.
საბჭომ 1919 წლის 18 მარტს დაიწყო მუშაობა, 20 მარტს მან მიიღო დოკუმენტი
“აქტი აფხაზეთის ავტონომიზაციის შესახებ”, ამ დოკუმენტის პირველ მუხლში
33
ნათქვამი იყო: “აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული...”58. Aამ მუხლს დამსწრე
34 დეპუტატიდან 27-მა დაუჭირა მხარი, სამმა თავი შეიკავა, ოთხ დეპუტატს კი,
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.59
Aამავე სხდომაზე შეიქმნაK კომისია, რომელსაც აფხაზეთის
კონსტიტუცია უნდა შეემუშავებინა. კომისია მუდმივი ურთიერთდაპირისპირების
ფონზე მუშაობდა. “ანტიქართული ძალები მოითხოვდნენ დებულების პროქტში
შეეტანათ ისეთი მუხლები, რომელიც აშკარად ცილდებოდნენ ავტონომიური
მართვის უფლებებს (საკუთარი ჯარი, საფინანსო სისტემა, აფხაზეთის ბუნებრივი
რესურსების აფხაზეთის სახალხო საბჭოს საკუთრებად გამოცხადება და ა.შ.).
აფხაზეთის დემოკრატიული ძალები, სახალხო საბჭოს მემარცხენე ფრთა იბრძოდა
ერთიანი საქართველოსათვის... უარყოფდა ოპოზიციური მხარის მოთხოვნებს და
მოითხოვდა აფხაზეთისათვის ავტონომიის მინიჭებას შინაგანი მართვის
სფეროში60”.
1919 წლის დეკემბერში კომისიამ შეიმუშავა “აფხაზეთის ავტონომიური
მმართველობის დებულების პროექტი”. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს
დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომლითაც აფხაზეთს
მიენიჭა ავტონომიის სტატუსი.
ქართველ ისტორიკოსთა შეფასებით 1917-21 წლებში საფუძველი ჩაეყარა
“აფხაზთა ერთიან ქართულ სახელმწიფოში ინტეგრირების თვისობრივად ახალ
ეტაპს... ბოლშევიკური რუსეთის ოკუპაციამ 1921 წლის 25 თებერვალს უმძიმესი
დარტყმა მიაყენა ამ პროცესს”61.
ამრიგად, პირველი ქვეთავი დავუთმეთ მე-20 საუკუნის დასაწყისის
აფხაზეთის სოციალური და პოლიტიკური სურათის აღწერას. აღნიშნულ ამოცანას
შედარებით დიდი ადგილი იმიტომ დავუთმეთ, რომ ჩვენი აზრით, ისტორიული
ფონის ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა გაზეთ “საქართველოში”
აფხაზეთის შესახებგამოქვეყნებული პუბლიკაციების სათანადო ანალიზი.





No comments: