2.08.2012

გაზეთ "საქართველოზე":

გაზეთ “საქართველოს” დაარსება (ფასი, პერიოდულობა, გავრცელების არეალი) დაარსება. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მკვლევარი ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე გაზეთ “საქართველოს” დაარსების ინიციატორად ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სპირიდონ კედიას ასახელებს5. მკვლევარს სპირიდონ კედიას პორტრეტი უხვი დოკუმენტური მასალის, მათ შორის საფრანგეთიდან ჩამოტანილი პირადი არქივის, საფუძველზე აქვს შესწავლილი. ამ მასალაზე 8 დაყრდნობით იკვეთება გაზეთ “საქართველოს” დაარსების ისტორიაც, რომელსაც ჩვენც დავეყრდენით6.

სპირიდონ კედია, რომელიც თავდაპირველად სოციალისტ-ფედერალისტთა პოლიტიკურ იდეალებს იზიარებდა და ამ პარტიასთან აქტიური თანამშრომლობის გამო საქართველოდან გაქცევაც მოუხდა, მოგვიანებით სრულიად გაემიჯნა სოციალიზმს. ევროპაში შვიდწლიანი ცხოვრებისა და საფრანგეთში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იგი საქართველოში 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა. სპირიდონ კედიას სურდა ისეთი პერიოდული ორგანოს დაარსება, რომელიც რომელიმე კლასს, ან სოციალურ ფენას კი არ მოემსახურებოდა, არამედ მთლიანად ქართველ ერს, აგრეთვე საქართველოში მცხოვრებ იმ არაეთნიკურ ქართველებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს სახელმწიფობრიობის აღდგენის იდეას.
გაზეთის დაარსებისათვის მატერიალური მხარდაჭერის ძებნა მან ბაქოში არსებულ მძლავრ ქართულ კოლონიაში დაიწყო. “სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი მრეწველ-მეწარმენი ძმები ზუბალაშვილები, აკაკი ხოშტარია, იოსებ დადიანი, თ. ჯაყელი და სხვები. ისინი თავიანთ თანამემამულეებთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობდნენ ეროვნულ საქმიანობას. ამ ქალაქში 1909 წლიდან მოქმედებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, გახსნილი იყო ქართული სკოლები, ბიბლიოთეკა, ჩამოყალიბდა ქართული თეატრალური დასი და სხვ. ამასთან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ბაქოში ჯერ კიდევ 1908 წელს შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია “საქართველოს ნაციონალური პარტიის სახელწოდებით”.

ორგანიზაციის საპროგრამო მოთხოვნებს საქართველოს ფართო ეროვნულტერიტორიული
ავტონომია, ქართული ეკლესიის ავტიკეფალია, დემოკრატიული წეს-წყობილების დამყარება და სხვ. შეადგენდა”7.

გაზეთის დაარსების შესახებ სპირიდონ კედიას ინიციატივას ბაქოში მცხოვრები  ქართველები მოწონებით შეხვდნენ და მას ფინანსური დახმარებაც გაუწიეს. როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე აცხადებს,  “ეს თანხა უმთავრესად სტამბის შეძენას მოხმარდა”.

“თბილისში იმ დროისთვის გამოდიოდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი “კლდე”. იგი ყოველკვირეული გამოცემა იყო 700-750-იანი ტირაჟით და თავისი არსებობის სამი წლის მანძილზე უკვე მოესწრო გაეტეხა “უიმედობით დაბურული ცხოვრების ტყე”. ჟურნალის გარშემო შემოკრებილი იყო 9 ეროვნულ მოღვაწეთა მტკიცე ჯგუფი რევაზ გაბაშვილის, შალვა ამირეჯიბის, შალვა ქარუმიძის, დავით კასრაძის, დავით ვაჩნაძის, დიმიტრი ჯავახიშვილის, ალექსანდრე ფრონელის (ყიფშიძე) და სხვ. შემადგენლობით. სპ. კედიამ ახლა ამ ჯგუფის წევრებს მიმართა. მიღწეულ იქნა შეთანხმება, “კლდის” ბაზაზე დაეფუძნებინათ ყოველდღიური გაზეთი, რომელიც ჟურნალთან შედარებით უკეთ მოახერხებდა იმავე მიზნების სამსახურს და “ქართული ეროვნული მომავლისკენ გაჭრილ ბილიკს” კიდევ უფრო გააფართოვებდა.

გაზეთის დაარსებისათვის სახსრების მოძიება საქართველოშიც გაგრძელდა. ქუთაისის არქიმანდრიტმა ნაზარიმ ამ საქმისათვის 800 მანეთი გამოგზავნა, ხოლო თბილისის (ქართლ-კახეთის) გუბერნიის თავადაზნაურთა მარშალმა დიმიტრი ჩოლოყაშვილმა 5000 მანეთი გაიღო. ახალი გაზეთის დამფუძნებლებს მატერიალური დახმარება გაუწიეს აგრეთვე თბილისში თევზეულით მოვაჭრე ძმებმა ძეგველაშვილებმა და სხვა კერძო პირებმა”8. გაზეთ “საქართველოს” პირველი ნომერი 1915 წელს ჟურნალ “კლდის” დახურვიდან (17 მაისი) ერთ კვირაში, ანუ 24 მაისს გამოვიდა.

ასე დაარსდა ყოველდღიური გაზეთი “საქართველო”. 1915-16 წლებში მას ყოველკვირეული სურათებიანი დამატებაც ჰქონდა, რომლის გამოცემაც 1917
წლიდან შეწყდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
წარმოადგენდა ერთგვარ გამონაკლისს, რადგან მისი ბეჭდური გამოცემა დაარსდა
მანამდე, ვიდრე ეროვნულ-დემოკრატიული ჯგუფი პარტიად ჩამოყალიბდებოდა (1917
წლის მარტი). სხვა პარტიების შემთხვევაში კი პირიქით იყო – ბეჭდური გამოცემების დაარსებამდე ფუძნდებოდა პოლიტიკური პარტიები9. მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, გაზეთი “საქართველო” ვიწროპარტიული გამოცემა არ ყოფილა. იგი იყო საზოგადოებრივპოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული ორგანო, რომელიც აშუქებდა საქართველოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. მის ხარისხს განსაზღვრავდა პირთა წრე, რომლებიც რედაქციასთან თანამშრომლობდნენ. ჟურნალ “კლდის” ჯგუფის გარდა გაზეთმა შემოიკრიბა ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მწერლები, პუბლიცისტები, პოეტები, რომელთა შორის აღსანიშნავია შიო არაგვისპირელი, შალვა დადინი, მიხეილ ჯავახიშვილი, გერონტი ქიქოძე, სანდრო ახმეტელი, რაფიელ ინგილო/ივანიცკი/, დავით ჩიქოვანი და სხვები. რედაქციამ ბინა დაიდო მოსკოვის ქუჩაზე მდებარე ეკატერინე
10 გაბაშვილის სახლში, რომლის სამი ოთახი მწერალმა ქალმა უფასოდ დაუთმო
გაზეთის გამომცემლებს”10.

ფასი - გაზეთის ფასი თავდაპირველად 5 კაპიკს შეადგენდა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო “საქართველოს” ფასი მუდმივად იზრდებოდა. ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ. 1918 წლის აგვისტოდან “საქართველოს” ნომრის ფასი გახდა 50 კაპიკი ჯიხურებში და 60 კაპიკი რკინიგზის სადგურებზე. ფინანსური სიდუხჭირის გამო შეიქმნა გაზეთ “საქართველოს” ფონდი, გაზეთი მკითხველს მოუწოდებდა ფულადი შემოწირულობებით გადაერჩინათ გამოცემა. (იხ: “საქართველო”; 1918წ; # 234).
1921 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის არსებობის ბოლო დღეებში გაზეთის ნომერი უკვე 25 მანეთი ღირდა.

გავრცელების არეალი - გავრცელების არეალის შესახებ, თვით “საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდენით. სარეკლამო განცხადების მიხედვით, თბილისის გარდა გაზეთი ვრცელდებოდა “ქუთაისში, ბათუმში, სიღნაღში, თელავში, გორში, ლაგოდეხში, ქვემო ქიზიყში, ზუგდიდში, კახში, მაჩხაანში, ხაშურში, ჭკადუაში, დუშეთში, ფშავში, შილდაში, ენისელში; მოსკოვსა და ბაქოში”11.

3. რედაქტორები/პერიოდულობა
რედაქტორები. ექვსწლიანი არსებობის განმავლობაში გაზეთმა 4 რედაქტორი გამოიცვლა. რედაქტორთა ცვლა უკავშირდებოდა პარტიულ განხეთქილებას. პარტიაში ყოველი განხეთქილების შემდეგ გაზეთი “საქართველოც” იცვლიდა ხელმძღვანელს. პირველი რედაქტორი იყო ქართველი პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე/სანდრო შანშიაშვილი იგი გაზეთს 1915 წლის 24 მაისიდან 1917 წლის 12 აპრილამდე ხელმძღვანელობდა.

მეორე რეადქტორი იყო ცნობილი პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), რომელიც რედაქტორის პოსტზე 1917 წლის აპრილიდან 1918 წლის 15 აგვისტომდე მუშაობდა.

11 მესამე რედაქტორი იყო ცნობილი ლიტერატორი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და მთარგმნელი გერონტი ქიქოძე. მან გაზეთ “საქართველოში” 1915 წლის 15 აგვისტოდან 1919 წლის 18 მაისამდე დაჰყო.

უცნობი პერიოდი, ვინ იყო რედაქტორი 1919 წლის # 133-დან 1920 წლის იანვრამდე? 1919 წლის 18 მაისს “საქართველოს” რიგით მესამე რედაქტორმა გერონტი ქიქოძემ დატოვა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ასევე გაზეთ “საქართველოს” რედაქტორის პოსტი. 1919 წლის ნომრები საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიისა და პერიოდიკის განყოფილებებში არ აქვთ. ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში, ე.წ. დაცულ (F) ფონდში შენახული კოლექციიდან 1919 წლის “საქართველოს” ნომრები # 133-ის შემდეგ აღარ არის. ჩვენთვის უცნობია 1919 წლის #133 შემდეგ გამოვიდა, თუ არა გაზეთის შემდეგი ნომრები.
აქ ორი სავარაუდო ვერსიაა: ან გაზეთი გამოდიოდა, მაგრამ საჯარო ბიბლიოთეკაში არ არის შემონახული მისი ნომრები, ანდა 1919 წლის 133-ე ნომრის შემდეგ 1920 წლის იანვრამდე გაზეთი არ გამოსულა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას დავადგინოთ, თუ ვინ ხელმძღვანელობდა გაზეთის რედაქციას ამ პერიოდში, ანუ 1919 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათლით.

თბილისის ვაჭარ-მრეწველთა კომიტეტის” მიერ შექმნილი სარედაქციო კოლეგია _ 1920 წლის იანვრიდან 9 აპრილამდე (ან შეიძლება 15 აპრილამდე) “საქართველოს” გამოსცემდა “თბილისის ვაჭარ-მრეწველთა კომიტეტის” მიერ შექმნილი სარედაქციო კოლეგია. ამის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა “საქართველოს” 1920 წლის # 17-ში (გვ: 4). სწორედ ამიტომ ამ პერიოდის გაზეთი “საქართველო” არის მხოლოდ ახალი ამბების, მცირე საინფორმაციო შენიშვნების გაზეთი. ახალი ამბების შინაარსიც ძირითადად შედგენილია სავაჭროსამრეწველო თემატიკის პრიორიტეტით.

აბრეშუმი, მარგანეცი, თამბაქო და სხვა სამრეწველო სიახლე ჭარბობს პოლიტიკურ, თუ ნებისმიერ სხვა სახის ახალ ამბავს. მეტიც, მე-4 გვერდი მთლიანად დაეთმო “სავაჭრო სამრეწველო პალატის” ბიულეტენებს, ე.წ. ნუსხებს პროდუქციის ფასის შესახებ. გაზეთის მე-4 გვერდი იქცა ცალკე გამოცემად, მიენიჭა ცალკე ნუმერაცია და დაერქვა “ვაჭრობა და მრეწველობა”. ჩვენი შეფასებით, ეს ოთხი თვე 1920 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით გაზეთ “საქართველოს” დაცემის ეტაპია, გამოცემა მკითხველთა ფართო წრეს, ჩვენი
აზრით, ვერ დააინტერესებდა. P12

მეოთხე რედაქტორი იყო სპირიდონ კედია, რომელიც გამოცემას 1920 წლის აგვისოტდან დახურვამდე, ანუ 1921 წლის 23 თებერვლამდე უძღვებოდა. “კედიასათვის, ცხადია, ძნელი იყო ერთდროულად პარტიის თავმჯდომარეობა, დამფუძნებელ კრებაში მოღვაწეობა და ყოველდღიური ორგანოს რედაქტორობა, მაგრამ იგი თავდაუზოგავად მუშაობდა და ყველაფერს ასწრებდა”12. პერიოდულობა. 1915-16 წლებში გაზეთი “საქართველო” ყოველდღიურად გამოდიოდა. კვირა დღეს გამოდიოდა გაზეთის ჩვეულებრივი ნომერი და საკვირაო დამატება, რომელსაც უფრო ლიტერატურულ-შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა და მრავალფეროვანი ილუსტრაციებით გამოირჩეოდა.
1917 წლიდან საკვირაო დამატებამ გამოსვლა შეწყვიტა. გარდა ამისა, რეადქციამ კვირა დღე დასვენების დღედ გამოჰყო და ამიტომ ორშაბათს “საქართველო” არ გამოდიოდა. ამრიგად, 1917 წლიდან გაზეთ “საქართველოს” პერიოდულობა განისაზღვრა კვირაში 6 ნომრის (ორშაბათის გარდა) გამოცემით.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზეთმა “საქართველომ” რამდენჯერმე შეწყვიტა გამოსვლა. პირველად 1918 წლის 1 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე (ამის გამო რედაქციამ მკითხველს ბოდიშიც მოუხადა. იხ: “საქართველო”; # 176); ხოლო მეორედ _ 1920 წელს. კერძოდ, 1920 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში გაზეთი არ გამოსულა. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გაზეთს შეიძლებოდა ჰქონოდა წყვეტის კიდევ ერთი ეტაპი, კერძოდ 1919 წლის მაისიდან (#133-დან) დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ამის თაობაზე დადსტურებული პასუხი ჩვენ არ გაგვაჩნია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 1918 წლის სექტემბერში გაზეთის გამოცემის პირველი წყვეტის მიზეზი ფინანსურის გარდა საკადრო პრობლემებიც უნდა ყოფილიყო. 1918 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში შექმნილი დაპირისპირების გამო პარტიიდან გარიცხეს მიხეილ მაჩაბელი და დათა ვაჩნაძე. ეს ორი წევრი საქართველოს პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები იყვნენ და, ასევე პარტიის კომიტეტის შემადგენლობაშიც შედიოდნენ. გარიცხვის შემდეგ მათ მიემხრნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები _ რევაზ გაბაშვილი, ვასილ წერეთელი, შალვა ქარუმიძე, ივანე ელიაშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი და გაზეთ “საქართველოს” რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი.13გაზეთ “საქართველოს” რედაქტორმა გრ. ვეშაპელმა დატოვა გამოცემა.

გაზეთის გამოცემა შეაჩერა მისმა და ჯერ კიდევ ჟურნალ “კლდეში” მომუშავე კადრების _ რევაზ გაბაშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი და დათა ვაჩნაძე _13 წასვლამ. დათა ვაჩნაძე ჟურნალ “კლდის” დამფუძნებელი და ფინანსური მხარდამჭერი იყო. თუმცა, კრიზისი ორ-სამ კვირაში მოაგვარა “საქართველოში” დარჩენილმა თანამშრომელთა ჯგუფმა. გაზეთი “საქართველო” მხოლოდ სამი კვირა არ გამოდიოდა.
გაზეთის რედაქტორებისა და შეფერხებების შესახებ ინფორმაციას თავი მოვუყარეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ცხრილი 1
გაზეთი “საქართველო”
1915 წლის 24 მაისი
1921 წლის 23 თებერვალი
პერიოდი რედაქტორი
1915 წლის 24.05 – 1917 წლის 12. 04 Aალექსანდრე/ სანდრო შანშიაშვილი
1917 წლის 12. 04 – 1918 წლის 15.08 Gგრიგოლ ვეშაპელი/ვეშაპიძე
1918 წლის 15.08 – 1919 წლის 18.05
(1918წლის 1.09- 24.09 გაზეთი არ
გამოდის)
გერონტი ქიქოძე
1919 წლის 18.05 -1919 წლის 12. არ ვიცით, გამოდის თუ არა გაზეთი,
ან _ ვინ ხელმძღვანელობდა
რედაქციას.
1920 წლის 01 _ 04 “თბილისის ვაჭარ-მრეწველთა
პალატის” სარედაქციო კოლეგია.
1920 წლის 04-07 გაზეთი არ გამოდის.
1920 წლის 08 – 19121 წლის 23.02 სპირიდონ კედია
4. გაზეთ

No comments: