2.07.2012

საინგილოზე ძველი გაზეთებიდან,განათლების საკითხები:

2.3 განათლების საკითხები
XX საუკუნის ათიანი წლების საინგილოს ყოფის სოციალური მხარე არასრულყოფილი იქნებოდა განათლების შესახებ შექმნილი საგაზეთო პუბლიკაციების გარეშე. „საქართველო"-მ საზოგადოებრივი ცხოვრების ეს მხარე, რა თქმა უნდა, გამოხმაურების გარეშე არ დატოვა. ამ გაზეთს არათუ სწავლა-განათლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, არამედ ისიც კი აინტერესებდა, საინგილოში როგორი ამინდი იყო.
ზ. ედილმა თავის საისტორიო ნარკვევში „საინგილოს გადაგვარება“ ინგილოთა ასილიმაციის XVII საუკუნეში დაწყებული პროცესი დაწვრილებით აღწერა, მანვე აღნიშნა ის უმთავრესი ისტორიული ფაქტები, რომლებმაც დააჩქარეს ზაქათალას ოლქში ქართული ცნობიერების აღმოფხვრა. პუბლიკაციის ბოლოს ავტორმა დასვა კითხვა: „რა უნდა ვქმნათ, რანაირად უნდა გამოვასწოროთ საქმე?" და იქვე უპასუხა: „ჩვენი სხნა ეროვნულ სკოლებშია".

საინგილოში ერთადერთი ორკლასიანი ნორმალური სასწავლებელი არსებობდა სოფელ კახში, იქაც ქართულ ენას ძლიერ მწირად ასწავლიდნენ. ინგილოსთვის რომ გეკითხა, ქართულ ჟურნალ-გაზეთებს რატომ არ იწერო, გეტყოდა, ენა არ ვიციო. ინგილოებმა რუსული წერა უკეთესად იცოდნენ, ვიდრე ქრთული და ოჯახაებში ხშირად ნახავდით შვილების გამოგზავნილ წერილებს, სადაც ქართული სიტყვები რუსული ასოებით იყო დაწერილი. საინგილოში სკოლის დასაარსებლად საჭირო ცნობები უნდა მოეკრიბა
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს რ. ბურჭულაძეს. მისი დაკვირვებითმ ქართული სკოლა უნდა გასხნილიყო სოფელ თასმალოში, რომელიც ზაქათალასა და კახს შუა მდებარეობდა და, ამდენად, ყველასათვის ხელსაყრელი გახლდათ. აი, როგორ აფასებდა რ. ბურჭულაძე საინგილოში ეროვნული სკოლის მნიშვნელობას: „საინგილოს ქართველ მაჰმადიანებს თავისი ეროვნული ვინაობა დაუკარგავთ და სარწმუნოებას და ეროვნებას ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ. აქაურ ქართველ მაჰმადიანების წარმოდგენით, შეუძლებელია, კაცი ქართველი იყვეს და ამავე დროს ქრისტიანი არ იყვეს ის, ამიტომაც, ქართული კულტურის ყოველივე ნასახს გაურბიან და სამშობლო ენასაც ნელ-ნელა ივიწყებენ... ასეთი შეუგნებლობა და მტრული განწყობილება ქართული კულტურისადმი არ არსებობდა არც აჭარაში და არც მესხეთ-ჯავახეთის მაჰმადიან ქართველთა შორის. ამის გამო დიდი შრომაა საჭირო, შრომა ხანგრძლივი და დიდი. „საქართველო“-ს 1916 წლის N109-ში გვ. 3 ვკითხულობთ: „ზაქათალას მხურვალე მზის სხივები საამურად დაჰყურებს მთელს არე-მარეს და სიცოცხლეს ჰფენს. საღამოობით კი ცოტა წვიმა წამოვა”.  სიფრთხილით, რომ საინგილოს მაჰმადიან ქართველთა შორის ამოძრავდეს ეროვნული გრძნობა. ამავე პუბლიკაციაში გამოჩნდა ის დიდი სიფრთხილე, რომლითაც ეროვნული ცნობიერების გაღვივებასა და სკოლის დაარსებას ცდილობდნენ. კერძოდ, თასმალოს ქართული სკოლის გასახსნელად საჭიროდ ჩათვალეს: ა) მასწავლებლად მამაკაცი მოეწვიათ, რადგან პატრიარქალურ საინგილოში (აჭარისგან განსხვავებით) ქალს გავლენა არ ჰქონდა, ბ) უნდა მოეწვიათ ქართულის მცოდნე მოლა, რომელიც მშობლიურ ენაზე ასწავლიდა მაჰმადის სჯულს. თასმალოს სკოლის გახსნაში დიდ დახმარებას გაუწევდნენ ადგილობრივი მღვდელი მიხეილ ყულოშვილი და ახალგაზრდა ზ ედილაშვილიო (ეს ზ. ედილია). თასმალოს სკოლა აუცილებლად გაიხსნებოდა, რომ არა, 1917 წლის თებერვლის რევოლუცია. თუმცა, რევოლუციის შემდეგ საინგილოში უფრო დიდი ქართული სკოლის გახსნა. 1917 წლის 25 მარტს, რევოლუციის აღსანიშნავად გამართულ მიტინგზე გადაწყდა, რომ კახში გაეხსნათ 1905 წლის რევოლუციონერის ინგილო კონსტანტინე ბაირამაშვილის სახელობის სკოლა. ერთ-ერთ გამომსვლელს (ეროვნებით თათარს) გულისამაჩუყებელი სიტყვაც კი  წარმოუთქვამს იმის შესახებ, რომ საინგილოში სომხური და თათრული სკოლებია გახსნილი, სხვა ეროვნების წარმომადგენელთ აქ არავინ სდევნის და ახლა კი დროა
ქართველებსაც თავიანთი სკოლა ჰქონდეთო და ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად
იქვე 285 მანეთი აუკრებიათ. თავისუფლებამ, რომელმაც რბევა და აოხრება მოუტანა საინგილოს, ეს მცირე საჩუქარიც კი ვერ გაიმეტა ამისთვის. პარადოქსია, მაგრამ რუსეთის მეფის დახმობის შემდეგ არ გაუქმებულა მეფის მოხელეთა სტრუქტურები, ოღონდ ამ
ძველ უსამართლობას, ახალი, ანარქიული ყოფით გამოწვეული უაკნონობაც დაერთო.

სწორედ ეს მღვდელი გახდა რელიგიური დევნის მსხვერპლი, ამაზე დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

ანარქიის გამო მიყენებული ზარალი უკვე აღვწერეთ კრიმინალური სიტუაციისადმი მიძღვნილ ქვეთავში, მეფის მოხელეთა უკანონო ძალმორეობის საილუსტრაციოდ კი ისიც კმარა, რომ კონსტანტინე ბაირამაშვილის სახელობის ეროვნული სკოლა არ გაიხსნა, შენობა არ დასთმო რეალური სასწავლებლის მეფისდროინდელმა დირექტორმა სოფინმა. უფრო მეტიც, ახალი ეროვნული სკოლის გახსნის ნაცვლად დაიხურა მაჰმადიან ინგილოთა სოფელ ალიაბათის ქართული სკოლაც.237 სკოლების პრობლემაც მოუგვარებელი რჩებოდა XX საუკუნის ათიან წლებში, მაგრამ ინგილოთა  (განსაკუთრებით ქრისტიან ინგილოთა) მიდრეკილება სწავლისადმი უზომო იყო. მ. ჯანაშვილის ცნობით, პირველმა განსწავლულმა ინგილომ დიმიტრი ჯანაშვილმა თავის შემდეგ ბევრი ინგილო მასწავლებელი დატოვა და სკოლების არარსებობის მიუხედავად XX საუკუნის დასაწყისში 14000 ქრისტიანმა ინგილომ საქართველოს მისცა რამდენიმე ინჟინერი, აგრონომი, ექიმი. ილია ჭყონიას თქმით, განათლებული ადამიანების რაოდენობით საინგილომ საქართველოს სხვა კუთეებს (ხონის გარდა) გაუსწრო.

ასეთი დამანგრეველი შედეგები მოუტანა საინგილოს თავისუფლებამ, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები მეორეხარისხოვანი მიზეზი იყო; კრიმინალური მდგომარეობის უკიდურესი გამწვავება სახელმწიფოს (მეფის რუსეთის) ნგრევამ და ახალი სახელმწიფოს არსებობამ გამოიწვია. ზუსტად ამავე მიზეზით იყო განპირობებული რელიგიური დაპირისპირებაც. შეგვეძლო ამ დაპირისპირების ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციებიც კრიმინალური  სიტუაციისადმი განკუთვნილ პარაგრაფში გაგვეერთიანებინა, მაგრამ, ჩვენი აზრით, რელიგიური დევნა უფრო სხვა სახის, განსაკუთრებული ტიპის კრიმინალია, რომელიც სოციალურ პრობლემატიკის ფარგლებს სცდება, ამიტომ რელიგიური დაპირისპირებას ცალკე ქვეთავი მივუძღვენით.

No comments: