2.10.2012

ევგენი ჩერნიხი იმაზე თუ როგორ გამოჰყავდა ჰიტლერს გერმანია კრიზისიდან

     
ბარდაკისგან დაქანცული ოლიგარქები დათნხმდნენ დაეჭირათ მხარი ჰიტლერისთვის. შახტმა ნაცისტებისთვის მოაგროვა 3 მილიონი მარკა.

Как Гитлер выводил Германию из кризиса
ფინანსური გენია იალმარ 
შახტი-ორჯერ გამოათრია 
გერმანია ნანგრევებიდან.

სამართლიანი იქნება ამ კრიზისის დაწყება 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულებიდან. პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებულებმა კარგა გაპუტეს ქვეყანა.გერმანიამ დაკარგა მიწები რკინის მადნის მარაგის სამი მეოთხედით. გერმანიისგან ითხოვდნენ რეპარაციებს-132 მილიარდ ოქროს მარკას //33 მილიარდი დოლარი//.

დაიწყო აულაგმავი ინფლაცია. 1 დოლარი ღირდა 4,2 ტრილიონი მარკა. ადამიანები დგებოდნენ რიგში პროდუქტებისთვის და სანამ დახლამდე მიაღწევდნენ ფასები რამოდენიმეჯერ იზრდებოდა. ფული მაღაზიებთან მიჰქონდათ ურიკებით, ტომრებით. გამართულად მუშაობდა მხოლოდ ფულის საბეჭდი მანქანა.

სწორედ მაშინ მოაწყო ჰიტლერმა ლუდის პუტჩი და მოუწოდა ინფლაციისთვის ბოლოს მომღები დიქტატურისკენ.

1923 წელს მდგომარეობიდან გამოვიდნენ ჰიტლერის გარეშე,გაატარეს ფულის რეფორმა, ეკონომიკა დაადგა აღმავლობის გზას.

1929 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დიდი დეპრესია.ევროპაში მან ყველაზე უფრო მტკივნეულად იმოქმედა გერმანიაზე იმიტომ რომ სესხი მიდიოდა ოკეანის გაღმიდან.


დეპრესიამ გადაკეტა ფინანსური ნაკადები. ვითარება დაამძიმა მთავრობათა ხშირმა ცვლამ. კანცლერმა მიულერმა გაძლო 1930 წლის მარტამდე. ბრიუნინგი 2 წელი აჩქარებდა კრიზისს რათა უფრო სწრაფად გამოსულიყო იქიდან. ამცირებდა ხარჯებს,ზრდიდა გადასახადებს,ცდილობდა დაბალანსებული ბიუჯეტის მიღებას. ყველაფერზე აკეთებდა ეკონომიას. თვითონ მუშაობდა სანთლებზე.

ხალხმა მას დაარქვა კანცლერი შიმშილი! პაპენი ხელმძღვანელობდა ნახევარ წელს. შლქიხერი-2 თვეზე ნაკლებს,

1933 წლის 30 იანვარს მივიდა მე-5 კანცლერი-ჰიტლერი! პრეზიდენტი და პოლიტიკოსები იმედოვნებდნენ რომ მოყიჟინე ტრიბუნი გაძლებდა ორიოდე თვეს,ვერ მოერეოდა კრიზისს და სამუდამოდ წავიდოდა სცენიდან,მაგრამ ჰიტლერმა მათ აჩვენა სეირი.

ბანკირმა დაატრიალა ქუდი:
ბანკირმა შახტმა ახალი კანცლერი ფარულად შეახვედრა კრუპს და კიდევ ათიოდე უდიდეს ფინანსისტს და მრეწველს. ჰიტლერი მათ დაპირდა კრიზისისთვის, კომუნისტებისთვის,პროფკავშირებისთვის,ვერსალის ხელშეკრულებისთვის ბოლოს მოღებას,ქვეყნის,არმიის აღორძინებას, მრეწველობის უზრუნველყოფას სამხედრო დაკვეთებით.მისცა პირობა რომ ხელს არ ახლებდა მათ კერძო საკუთრებას. კრიზისით გადაქანცული ოლიგარქები დათანხმდმემ ჰიტლერისთვის დახმარების გაწევაზე. შახტმა მისთვის მოაგროვა 3 მილიონი მარკა.

იალმარ გორას გრილი შახტი ლეგენდარული პიროვნებაა. კატასტროფულ 1923 წელს ის სათავეში ჩაუდგა რაიხსბანკს,გაატარა რეფორმები,გააჩერა ჰიპერინფლაცია,მიიზიდა კრედიტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მას უწოდებდნენ სამშობლოს მხსნელს.

1930 წელს გადადგა,გახდა როკფელერებთან და როტშილდებთან დაკავშირებული სახელგანთქმული ბანკირი მორგანის წარმომადგენელი //შახტის მშობლები დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი შვილის მეორე და მესამე სახელის აშშ-ს ვერშემდგარი პრეზიდენტი გორას გრილის პატივსაცემადაა//.

შახტი მაშინვე დაეხმარა ჰიტლერს კავშირებით და ფინანსებით. მან ბევრი გააკეთა ნაცისტების ხელისუფლებაში მისასვლელად.

მას თითქოს "მაინ კამპფის გავლენით სჯეროდა რომ მხოლოდ ჰიტლერი იხსნის გერმანიას "ძლიერ სახელმწიფოში ძლიერი ეკონომიკის შექმნით".

ჩვენ ალბათ ვერასდროს გავიგებთ იმას თუ რა იდგა სინამდვილეში ამ "სპონსორობის" უკან.

პირველი თვე ახალი კანცლერის ძალაუფლება შეზღუდული იყო. მისმა პარტიამ მთავრობაში 11 ადგილიდან მხოლოდ 3 მიიღო. ჰიტლერი-თავმჯდომარე,

შინაგან საქმეთა მინისტრი ფრიკი...პოლიციის გარეშე //პოლიცია ექვემდებარებოდა ადგილობრივ ხელისუფლებებს// გერინგი კი საერთოდ უპორტფელო მინისტრია.

პოროვოკაციის მოწყობით //რაიხსტაგის დაწვით// ფიურერმა ბოლო მოუღო მოწინააღმდეგე კომუნისტებს და ბარემ მთელ დემოკრატიასაც.

შტურმოვიკების რაზმების მყოლისთვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მოსასპობად გონების დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება.

ბევრად უფრო ძნელია კრუპის გამოთქმით დადამბლავებული ეკონომიკის სწრაფად აღორძინება. 68000 საწარმო გაკოტრებული იყო და მოსავლელი იყო უმუშევართა უზარმაზარი არმია. ოფიციალურად იყო 6 მილიონზე მეტი უმუშევარი-შრომისუნარიანი მოსახლეობის 30 პროცენტი და 3 მილიონი მუშაობდა შემოკლებულ სამუშაო კვირას //აშშ-ში-25 პროცენტი.საფრანგეთში-2ო,ინგლისში 18 პროცენტი//.
23 მარტს უკვე ნაცისტების კონტროლქვეშ მყოფმა რაიხსტაგმა მიიღო კანონი " ხალხის და სახელმწიფოს გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ", დეპუტატებმა კანცლერს გადასცეს მთრლი ძალაუფლება ქვეყანაში,მათ შორის საკანონმდებლო. შახტი ისევ გახდა რაიხსბანკის თავმჯდომარე, ფიურერის რწმენით შახტი იყო ერთადერთი არიელი რომელსაც შეეძლო ებრაელების გაცურება მათ მთავარ სფეროში-ფინანსებში. მალე შახტი დაიკავებს მეორე საკვანძო ადგილს-ეკონომიკის რაიხსმინისტრის თანამდებობას.

შეიქმნა გერმანული მეურნეობი გენერალური საბჭო,რომელიც განსაზღვრავდა ეკონომიკის განვითარების გზებს. მასში შევიდნენ ბოში,კრუპი,სხვა ოლიგარქები და ნაცისტების წარმომადგენლები. შემდეგ,შახტის რჩევით,ჰიტლერი იკისრებს მიღებას ყველა უმთავრესი გადაწყვეტილებისა ეკონომიკის ცენტრალიზაციის და განვითარების სფეროში. სისტემას უწოდებენ კომმანდენვირტშაფტ //გეგმით-მბრძანებლობითი მეურნეობა//.

მეწარმეები,ბანკირები და სხვა მესაკუთრეები იქცნენ რაიხის მოსამსახურეებად,თავის კოლექტივთა ბელადებად,გაფიცვებს ჰიტლერმა ბოლო მოუღო. მაგრამ თანამებრძოლმა რემმა ვეტერან-ნაციოსტებთან ერთად მოითხოვა ჭეშმარიტი სოციალისტური რევოლუციის მოწყობა და მდიდართა ნჯღრევა-ბერტყვა.

ჰიტლერს კი ესმოდა რომ მსხვილი კაპიტალის გარეშე დიდი გერმანიის აგება შეუძლებელი იყო. ამიტომ მოეწყო "გრძელ დანათა ღამე". მოსპეს მეგობარი რემი და მისი ასობით შტურმოვიკი. ზედ ბარემ დააკლეს ზოგი პოლიტიკოსიც.

"არავითარი რევოლუცია!- მოუწოდებდა ფიურერი ნაცისტებს- ისტორია შეგვაფასებს იმით თუ რამდენად მივეცით სამუშაო ადამიანებს და სწორედ მიედინება თუ არა არხები და არა იმით თუ რამდენი ეკონომისტი მოვხსენით ან ციხეში ჩავსვით."

ეს მიმართულება გახდა მთავარი ნაცისტების ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წელს. 1933 წლის ივნისში ფიურერმა გამოსცა კანონი უმუშევრობის შემცირების შესახებ.
           
ორ მილიონზე მეტი ადამიანი გაუშვეს ავტობანების//შოსეების//,რკინიგზების მშენებლობაზე,არხების გაყვანაზე და სხვა საზოგადოებრივ სამუშაოებზე. წამყვან პროექტს "იმპერიული ავტობანი" დაარქვეს "ჰიტლერბანი".

შახტი ეკონომიკურად გაუმართლებლად თვლიდა ინვესტიციებს რომლებიც ხელს არ უწყობდნენ სამუშაო ძალის აღწარმოებას. მთავრობა მნიშვნელოვნად უმსუბუქებდა გადასახადებს რომლებიც აფართოვებდნებ კაპდაბანდებებს და უზრუნველყოფდნენ დასაქმების ზრდას. მრავალი უმუშევარი გაიწვიეს ჯარში ან გააგზავნეს სამხედრო ქარხნებზე, მძიმე მრეწველობის საწარმოებზე. უკვე ერთ წელიწადში უმუშევრობა შეამცირეს ორჯერ, 1936 წელს კი თითქმის მთლიანად მოსპეს უმუშევრობა

1935 წელს ბოლო მოუღეს კრიზისს მთელი ეკონომიკის ძრავად გადაქცეულ მძიმე მრეწველობაში. საიდუმლო უბრალოა- გაჩერებულ ქარხნებს დააყარეს დაკვეთები. ფიურერი ემზადებოდა დიდი ომისთვის. შახტმა მიიღო მესამე საკვანძო თანამდებობა-გენერალური რწმუნებული სამხედრო ეკონომიკისთვის. მის ხელში იყო ეკონომიკის სამინისტრო და რაიხსბანკი და ის ყველა საშუალებას იყენებდა სამხედრო მრეწველობის დასაფინანსებლად. მხოლოდ "პარალელურმა ვალუტამ"-ვექსელებმა Mefo- 1934-35 წლებში დაფარა გერმანიის ხელახალ შეიარაღებაზე გაწეული ხარჯის ნახევარი. შახტის არსენალში ბევრი ასეთი საბანკო რამე იყო, მას ტყუილად არ უწოდეს მეოცე საუკუნის უდიდესი ფინანსისტი.

თავიდან ფიურერი მალავდა თავის რევანშისტულ ზრახვებს,ანგარიშს უწევდა მსოფლიო საზოგადოებას, მაგრამ კრიზისმა დასავლეთსი შესაძლებელი გახადა ვერსალის ხელშეკრულების უარყოფა.

გერმანია გავიდა ერთა ლიგიდან. გაჩნდნენ მოკავშირეები,ესპანეთის და იტალიის ფაშისტური რეჟიმები. 1936 წლის შემოდგომაზე გერმანია არაოფიციალურად იღებს მთელი ეკონომიკის სამხედრო მიზნებისთვის დამორჩილების ოთხწლიან გეგმას. მიღაბი მოშორებულია, ითხოვენ კარაქის მაგივრად ზარბაზნების დამზადებას. მოქმედებს საკუთარ ძალებზე დაყრდნობის,ავტარკიის პრინციპი.

ოთხ წელიწადში ყველაფერი უნდა იყოს იმისთვის რომ ომის შემთხვევაში ბლოკადამ ვერ დააჩოქოს ქვეყანა.

მკაცრად აკონტროლებდნენ იმპორტს. საკუთარი ნავთობი არ ქონდათ და დაიწყეს კაუჩუკის და ადგილობრივი ნახშირისგან საწვავის წარმოება. მუშაობა დაიწყო გერინგის ფოლადის ჩამომსხმელმა ქარხნებმა. საჭირო იყო ახალი მუშახელი.

მაგალითია გერინგის საყვარელი ლიუფტვაფე,სამხედრო-საჰაერო ძალები. ჰიტლერამდე თვითმფრინავთმშენებლობაში დაკავებული იყო 3200 კაცი. 9 წლის შემდეგ კი მილიონის მეოთხედი.

მეორე ნომერ ნაცისტად გამოცხადებული გერინგი გახდა რწმუნებული ოითხწლედისთვის. ეკონომიკაში ის სუსტი იყო,მაგრამ უსიტყვოდ ემორჩილებოდა ჰიტლერს:"თუ ფიურერი იტყვის რომ ორჯერ ორი ხუთია ესე იგი ორჯერ ორი ხუთი იქნება". ქვეყნის სრული მილიტარიზაციისთვის სწორედ ასეთი კაცი იყო საჭირო.

შახტი, რომელიც სამართლიანად თვლიდა თავს ახალი ეკონომიკური სასწაულის მამად და რომელმაც ორჯერ გადაარჩინა ქვეყანა კატასტროფისგან //რაც მეტი არ გამოუვიდა დედამიწის არც ერთ სხვა ფინანსისტს// სულ უფრო და უფრო ხშირად ეკამათებოდა ფიურერს. ავტარკიისა არ სჯეროდა, მაგრამ პოზიციებს და თანამდებობებს ეს მეტისმეტად ძვირფასი კადრი კარგავდა თანდათანობით.

"დარწმუნებული ვარ რომ მოვლენათა მსვლელობა თქვენ აუცილებლად მიგიყვანთ ხელისუფლებაში და თქვენ გახდებით კანცლერი. თქვენს მოძრაობაში სიმართლისა და აუცილებლობის ისეთი ძალაა რომ გამარჯვება არ დააყოვნებს. სადაც არ მიმიყვანოს ჩემმა საქმიანობამ უახლოეს მომავალში, თუნდაც აღმობჩნდე ციხეში ჩაკეტილი,თქვენ შეგიძლიათ დამენდოთ როგორც თქვენს ერთგულ მოკავშირეს" //ბანკირი იალმარ შახტის მიერ ჰიტლერისთვის მიწერილი წერილიდან,1931.//


Как Гитлер выводил Германию из кризиса
როგორ გამოყავდა ჰიტლერს გერმანია კრიზისიდან.













1938 წ. ჰიტლერი საფუძველს უყრის ქარხქნქს "ფოლკსვაგენ".

ქვეყნის ნგრევიდან გამოსაყვანად ანტიკრიზისულმა კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა და მის უკან მდგომმა მეოცე საუკუნის ფინანსურმა გენია იალმარ შახტმა მიმართეს უმუშევრობის ლიკვიდაციას და ეკონომიკის გასამხედროებას.

იმ მოვლენათა მოწმე ამერიკელმა ჟურნალისტმა უ.შირერმა გერმანია შეადარა ფუტკართა უზარმაზარ სკას. ინდუსტრიის ბორბლები სულ უფრო და უფრო ჩქარა ბრუნავდა და ყველა მთელი ძალ-ღონით მუშაობდა.  

"გარეშე დამკვირვებლებს აოცებდათ რომ გერმანელები არ განიცდიდნენ თავს დაშინების და სეზღუდვათა მსხვერპლებად. პირიქით,ისინი გულწრფელად უწერდნებ მხარს დიქტატურას, ნაციზმი მათ აძლევდა იმედს, ახალ სტიმულს და ქვეყნის მომავლის რწმენას. ჰიტლერი უარყოფდა ამდენი უბედურებებისა და იმედგაცრუებების მომტან წარსულს და აღადგენდა გერმანიის სამხედრო ძლიერებას.

ეს უნდოდა გერმანელთა უმრავლესობას და ამიტომ ისინი მზად იყვნენ იმ მსხვერპლის გასაღებად რომელსაც მათგან ითხოვდა ფიურერი.

ისინი მზად იყვნენ პირადი თავისუფლების დასათმობად და მძიმე შრომისთვის.

1936 წლის შემოდგომისთვის თითქმის ყოველ შრომისუნარიანს ჰქონდა სამუშაო.
                

მუშები რომელთაც წაართვეს პროფკავშირების შექ,ნის უფლება გემრიელი სადილის შემდეგ ხუმრობდნენ: "ჰიტლერის დროს გააუქმეს შიმშილის უფლება".

ასე მოიპოვა ჰიტლერმა მსოფლიოში ყველაზე კვალიფიცირებული და დისციპლინირებული გერმანული მუშათა კლასის მხარდაჭერა.
      
გასახსენებელია რომ 1933 წელს,როდესაც ჰიტლერი მივიდა ხელისუფლებაში, გერმანიაში ოფიციალურად იყო 30 პროცენტი უმუშევარი,მეტი ვიდრე სადმე დასავლეთში.
               
სახელგანთქმული პოლიტიკოსი ლოიდ ჯორჯი ეწვია ჰიტლერს და საჯაროდ უწოდა მას "დიდი ადამიანი რომელმაც შესძლო თანამედროვე სახელმწიფოს პრობლემების, პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა"...

ხალხს ახსოვდა საშინელი უმუშევრობა და შიმშილი და ის იწონებდა ნაცისტების ძალისხმევას ფერმანიის ასაღორძინებლად. ბელადებს კი ახსოვდათ რომ ფულს ურიკებით ეზიდებოდნენ და არ უშვებდნენ მარკის კრახს,ინფლაციას. ამას აკონტროლებდა შახტი. აკონტროლებდნენ ფასებს და ხელფასებს.

ფრანკფურტელი ისტორიკოსი გეტც ალის თქმით ჰიტლერი იყო "საყვარელი დიქტატორი". ის დაეხმარა გერმანელებს თავისი მნიშვნელობის განცდაში. მან შემოიღო სოციალური კომფორტი რომელიც დღესაცაა გერმანული საზოგადოები საყრდენი. მან დააწესა ხელფასიანი შვებულებები მუშა-მოსამსახურეებისთვის,პენსიები პროგრესული გადასახადები,დახმარებები ბავშვებიანი ოჯახებისთვის. გლეხებს იცავდნენ ამინდის ჭირვეულობის და მსოფლიო ბაზარზე ფასების მერყეობის შედეგისგან. ვალებში ჩავარდნილებს ქონების აღწერისა და გაყიდვისგან და ბინის გადასახადის ვერ გადამხდელებს-გასახლებისგან. ვითარდებოდა მასობრივი იაფი ტურიზმი...

1934 წელს ინჟინერ ფ.პორშეს დაუკვეთეს იაფი სახალხო ავტომობილი "ფოლკსვაგენის" დაპროექტება და გამოშვება.

ჰიტლერმა ბრძანა რომ ყოველ მუშას უნდა ჰქონდეს 990 მარკის ღირებულების მანქანა. ააგეს ავტოქარხანა,მაგრამ იადი მანქანების გამოშვება დაიწყო გერმანიის სასტიკად დამარცხების შემდეგ. გქარხნის გახსნისთანავე კი უშვებდნე სამხედრო მანქანებს.

მაგრამ ჰიტლერს თავს გაუვიდა: ეკონომიკის სწრაფად აღდგენით ჰიტლერი ფეხზე აყენებდა გერმანიას. 1936 წელს მან ბატალიონები შეიყვანა რაინის ზონაში. მოკავშირეებს ეს არ მოეწონათ,მაგრამ არც არაფერი გაუკეთებიათ თუმცა შეეძლოთ რევანშიზმის ჩანასახშივე მოსპობა, ეს ალბათ ვიღაცას სჭირდებოდა.

სამაგიეროდ გერმანელები ამას სიხარულით შეხვდნენ.

გათამამებული 1938 წელს იერთებს ავსტრიას,ჩეხოსლოვაკიას,არბევს ებრაელებს. 39-ში იპყრობს პოლონეთს. იწყება მეორე მსოფლიო ომი. რიგში არიან დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, ბელგია...ომი კი არა სეირნობაა ევროპაში. 6 კვირაში დანგრეულია საფრანგეთი.

იწყება დაპყრობილ ტერიტორიათა მიზანდასახული ძარცვა. ტროფეები ამდიდრებს როგორც გერმანიის ეკონომიკას ისე არიელების საოჯახო ბიუჯეტებს. ჯარისკაცები ოკუპირებული ქვეყნებიდან საჩუქრებს უგზავნიდნენ ახლობლებს. შვებულებაში მიმვალებს სახლში მიჰქონდათ ტომრები, ჩემოდანები, ჩანთები. ძარცვის წახალისებით ნაცისტური ხელისუფლება ქმნიდა ხალხზე ზრუნვის შთაბეჭდილებას, დიდ ომში მათ აძლევდა პატარა ბედნიერების განცდას, ამბობს ისტორიკოსი გეტცი.

1941 წელს ფიურერი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს მიუხედავად იმისა რომ შახტის გაფრთხილებით ის დამარცხდებოდა საბჭოებთან ეკონომიკური მიზეზების გამო.

1941 წლის ნოემბერში უპორთფელო მინისტრი ჰიტლერს მისწერს მკვახე წერილს,რომელშიც აფრთხილებს ახლო დამარცხების შესახებ და დაჰკარგავს ბოლო თანამდებობას. მეტიც,1944 წელს მოხვდება გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში თითქოს ფიურერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო.

შახტი იქიდან მოხვდა ნიურნბერგის პროცესზე როგორც ერთ-ერთი მთავარი ნაცისტი დამნაშავე,რომელმაც შექმნა რაიხის ეკონომიკა და არმია. მაგრამ ის მთლიანად გაამართლეს. მას ალბათ დაეხმარა ძველი კავშირები საერთაშორისო ბანკირებთან.

შახტმა შექმნა თავისი ბანკი,გარდაიცვალა 93 წლისა და საიქიოში წაიღო ჰიტლერის რეჟიმის დაფინანსების საიდუმლო.

Как Гитлер выводил Германию из кризиса
Профессор Валентин Федоров демонстрирует
обложки с Гитлером. Фото автора.
 საბჭოთა ისტორიკოსების მტკიცებით ძირეული გარდატეხა მეორე მსოფლიო ომში მოხდა 1942 წლის ბოლოს და 1943 წლის დასაწყისში. კემბრიჯელი ისტორიკოსი ადამ ტუზი თვლის რომ 1943 წლისთვის ჰიტლერმა გიჟური რბოლა წააგო ეკონომიკური მიზეზების გამო. მას უკვე აღარ ძალუძდა მოკავშირეთა დაწევა, მაგალითი ლიუფტვაფედან. 1944 წელს გერმანიამ გააკეთა 34000 თვითმფრინავი,ინგლისმა,საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი-127 300.

იმავე 1944 წელს ბრეტონ-ვუდის კონფერნციამ განსაზღვრა მსოფლიოში ომის შემდგომი ფინანსური წყობა. მთავარ ვალიუტად დანიშნეს დოლარი.
საინტერესოა რომ დიდი დეპრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოიყენეს მსგავსი ანტიკრიზისული ზომები. რუზველტის და ჰიტლერის წინამორბედები არასაკმარისად ებრძოდნენ კრიზისს. არ ყოფნიდათ ძალაუფლება. რესოუბლიკელ ჰუვერს ბოჭავდა კონგრესის დემოკრატიული უმრავლესობა. გერმანიის კანცლერებს ჰიტლერამდე ხელს უშლიდა ქიშოიბა რაიხსტაგში,პოლიტიკური ინტრიგები.

1933 წლის მარტში რუზველტმა მაშინვე მიიღო თანამებრძოლი დემოკრატებისგან საგანგებო უფლებამოსილებები დეპრესიასთან ბრძოლაში. იმავე მარტში ჰიტლერმა ძალით აიღო ხელისუფლება,მათ ასე ერთდროულად დაიწყეს.

მათ სასწრაფოდ დაიწყეს ანტიკრიზისული კანონების და დადგენილებების ცხობა. აქცენტს აკეთებდნენ დიდმასშტაბურ საზოგადოებრივ სამუშაოებზე,შრომით ბეგარაზე როგორც უმუშევრობასთან ბრძოლის საშუალებაზე. მილიონობით გერმანელი და ამერიკელი იღებდა რეალურ ფულს და მიდიოდა მაღაზიებში თავისთვის და ოჯახისთვის ნაწარმის საყიდლად. ასე ახალისებდნენ მოთხოვნილებას.
                
ორივე იყენებდა ეკონომიკის მართვის მბრძანებლობით სისტემას. ატარებდნენ სოციალურ პოლიტიკას.

და რა თქმა უნდა ეკონომიკის მობილიზაციური მეთოდი. ჰიტლერმა თავიდანვე დაიწყო ეკონომიკის გასამხედროება. ამერიკა 1937 წლის დიდი დეპრესიის მეორე ტალღიდან გამოიყვანა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომმა, სამხედრო დაკვეთებმა.

მთავარი ლოზუნგებიც კი ერთნაირია, "გერმანია ყველაფერზე მაღლა" და ამერიკული მშვიდობა, ახალი მსოფლიო წესრიგი სადაც აღლუმს წარმართავს ამერიკა.

აიცოცხლიდანაც ჰიტლერი და რუზველტი წავიდნენ ერთად, ქვეყანათა 12-წლიანი მართვის შემდეგ, 1945 წლის აპრილში. მისტიკური თანხვედრა.
სასტიკი მარცხი განიცადა ერთი რჩეული რასის "არასრულფასოვან ხალხთა" მონური შრომის ხარჯზე ბატონობისა და აყვავების კაციჭამია დოქტრინამ.ჰიტლერის სისხლიანი იდეოლოგიის მსხვერპლად იქცა მილიონობით სლავი,ებრაელი და ერების "ვერადამიანები".

მათი დაღუპვა ჩრდილავს მოსაწყენ ყბედობას ნაცისტურ ეკონომიკაზე.

სწორედ ბოროტების სამსახურში ჩაყენებულმა ეკონომიკამ დაღუპა მილიონობით ადამიანი და ბოლოს და ბოლოს სასტიკად დაამარცხა თვითონ გერმანია.

დიდი ხნით გაიმარჯვა ერთი ქვეყნის სხვა სახელმწიფოების და კონტინენტების ხარჯზე აყვავების დოქტრინამ,დოლარის დოქტრინამ.
Надолго победила доктрина процветания ОДНОЙ СТРАНЫ за счет других государств и континентов. Доктрина Доллара.

და ამ დროს გერმანელებს მოენატრათ ფიურერი?

- В Германии сделали выводы из истории с Гитлером? - спрашиваю доктора экономических наук, замдиректора Института Европы РАН Валентина Федорова.

- Да. Именно череда отставок канцлеров довела тогда страну до ручки и привела к власти нацистов. Сейчас просто так главу правительства в отставку не отправишь. Создан сложный механизм конструктивного вотума недоверия. В экономике свой предохранитель - Закон о поддержании стабильности и экономического роста. Он подвел черту под периодом неолиберализма с концепцией добровольной изоляции правительства от активного вмешательства в экономику. Закон создает правовые основы для глобального регулирования. Кризис не обошел стороной и Германию, но последствия не столь катастрофичны, как в ряде других стран.

- Хотя... - Тут интонации в голосе профессора Федорова становятся жесткими. - Не все однозначно. После войны в ФРГ была минимальная безработица. Блессинг, президент Бундесбанка, произнес в сердцах: «Нам бы хорошо иметь 500 тысяч безработных, чтобы улучшить рабочую мораль!» Сейчас же разные источники дают разные сведения. 3,5 миллиона, 4,5... Профсоюзы считают, что больше. Знаете, я заметил потрясающую вещь. Регулярно читаю еженедельный журнал «Шпигель». Там часто появляются фото Гитлера. Даже на обложках. В 2008 году в 17 номерах - картинка с фюрером. В каждом третьем! 2009-й год: из 25 номеров в 10 - физиономия Гитлера. По частоте никто из прежних канцлеров, даже железный Бисмарк и отец-основатель ФРГ Аденауэр, сравниться с бесноватым не может.

«Шпигель» никто не подозревает в нацизме. Это либеральный демократический журнал. Респектабельный. Мирового уровня! Представляете, если бы у нас в либеральных журналах так часто Сталин замелькал бы, хотя их нельзя сравнивать, как делают иные авторы.

- «Шпигель» в переводе - зеркало. Может, в нем отражается социальный заказ на фюрера в условиях кризиса или генетический страх немцев перед безработицей типа 20-х - начала 30-х годов?

- У меня есть свои предположения. За разъяснениями позиции журнала я отправил письмо московскому корреспонденту «Шпигеля». Ответа не получил. Написал в Германию, в главную редакцию. Тоже ответа нет.


http://www.kp.ru/daily/24320/513189/
Источник - http://www.kp.ru/daily/24319/511850/.

No comments: