სიბოლიზმი, დეკადენტობა:
შარლ ბოდლერი, "თრობა", თარგმანი ზვიად გამსახურდიასი...
თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი. და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ.
2. ესთეტიზმი: პერსონაჟები არიან ესთეტები ან დენდები, საკუთარი ცხოვრების,ხელოვნების და სილამაზის განმადიდებელი ექსცენრიკოსები (ჰუისმანსი-დანუნციო-უაილდი).
მათ სურთ მათი ცხოვრების გადაქცევა ხელოვნების ნაწარმოებად.
საუკუნის ავადმყოფობა და მარტოობა:
რომანტიკოს მწერალს შეუძლია შინაგანი ცხოვრებით და ქვეყნად ცხოვრება.
დეკადენტი მწერალი ცხოვრობს მარტოობით, განმარტოებით, ურთიერთობის გარეშე (საუკუნის ავადმყოფობა) და თავს აფარებს სიცოცხლის ესთეტიკურ და ინდივიდუალისტურ, თითქმის მჭვრეტეოლობით განზომილებას.
ჰუისმანსი. დეკადენტიზმს ყველაზე უკეთ წარმოადგენს ჟორის-კარლ ჰუისმანსის რომანი «ხაოს ასწვრივ», «ბუნების ჯიბრით,ჯინაზე» ( À rebours (1884) ). რომანში თითქმის არაფერი ხდება. თხრობა თითქმის მთლიანად კონცენტრირებულია მთავარ გმირზე, დეს ესეინტესზე, ესთეტ და ექსცენტრიულ ანტი-გმირზე,მის გემოვნებებზე და ზიზღებზე. დეს ესეინტესს სძულს მისი თანამედროვეობა და იკეტება მის მიერ შექმნილ ხელოვნურ სამყაროში. ეს თემა გაიმეორა დანუნციომ Il Piacere-ში და უაილდმა დორიან გრეის პორტრეტში.
ლიტერატურული და მხატვრული მიმდინარეობა სიმბოლიზმი,როგორც რეაქცია ნატურალიზმზე, გაჩნდა 1870 წლისთვის საფრანგეთში და ბელგიაში. ცნება სიმბოლიზმი მოდის ჟან მორეასის მანიფესტიდან, მაგრამ იდეა უკვე იყო ბოდლერის ლექსში «შესაბამისობები». სიმბოლიზმი წარმოადგენს პოეზიას და მწერლებს რომლებიც არიან შეჩვენებული პოეტები (ბოდლერი,ვერლენი-რემბო-აპოლინერი).
სიმბოლიზმი არის გაშინაგანებული,ინტერიორიზებული დეკადანსი როდესაც პოეტი აცნობიერებს დეკადანსს, დაცემა-დაკნინებას, საუკუნის ავადმყოფობას (ნაღველს,მოწყენილობას) და იკეტება საკუთარ თავში (ბოდლერი-ვერლენი-რემბო-პასკოლი).
სიმბოლიზმის მთავარი თემებია:
სამყარო სიმბოლოა: სიმბოლიზმი ჩნდება ბოდლერის შესაბამისობათა პოეზიიდან. პოეტი ამბობს რომ ბუნება არის სიმბოლოთა ტაძარი და ამ სიბოლოების გაგება ძალუძს მხოლოდ პოეტს. ხილულ სამყაროს, მაშ, აქვს უხილავი ასპექტიც.
პოეტი არის ნათელმხილველ. ის არაა მხოლოდ მოგვი ჯადოსანი,როგორც ვიქტორ ჰიუგოსთვის, ის არის უცნობ სამყაროთა განმმარტებელი. ბოდლერის თქმით ის არის ალბატროსი (ბურჟუათა თავს ზევით მფრინავი მარტოსული ფრინველი). რემბოს თქმით ის არის ნაელმხილველი, ესე იგი ხედავს იმას რისი დანახვაც სხვებს არ ძალუძთ.
პოეტი არის მარტო,მისი არ ესმით: პოეტი არც პარიაა საზოგადოებისა და არც ჯადოსანია,მაგრამ ნათელმხილველი და ალბატროსი,მარტოსული,ვისიც არ ესმით,მაგრამ ბურჟუებზე უფრო მაღლა მდგომი («უნდა გავაოცოთ ბურჟუები» ბოდლერი). სიმბოლისტები, მაშ, რომანტიკოსთა საწინააღმდეგოდ უპირისპირდებიან საზოგადოებას და ცხოვრობენ თავის ხილვათა სამყაროში რათა ებრძოლონ თავის ტკივილს და ნაღველ-დაღრეჯილობას.
პოეტი შეჩვენებულია: სიმბოლისტებს ასევე უწოდებდნენ შეჩვენებულ პოეტებს იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ და თავის ნაღველს ებრძვიან ალკოჰოლით, ნარკოტიკით, ეწევიან ბოჰემურ უშრომველ მოხეტიალე ცხოვრებას, ცხოვრობენ რათა წერონ.
პოეზია არის მუსიკა: მუსიკალურობა არის სიმბოლისტური პოეზიის საფუძველი. ვერლენი არის მუსიკის პოეტი. ის უპირისპირდება რითმას და ამბობს: «მუსიკა უწინარეს ყოვლისა და ამიტომ მირჩევნია კენტი»...;
პოეზია არის სინესტეზია: ბოდლერის ლექსი «შესაბამისობები» ამბობს: « სურნელებები,ფერები და ხმები პასუხობენ ერთმანეთს»,ესე იგი პოეზია არის გრძნობათა, ხედვის, სმენის, შეხების, გემოს, შერწყმა, შერევა.
ხელოვნება ხელოვნებისთვის: პოეზია არ უნდა მოძღვრავდეს, ის უნდა მიანიშნებდეს, შთააგონებდეს, მიუთითებდეს უხილავზე, აბსოლუტზე. ხელოვნება ემსახურება მშვენიერებას და არა სასარგებლოს. მშვენიერი არის არა მხოლოდ სიკეთე არამედ ბოროტებაც («ბოროტების ყვავილები»).
«სიკეთისა და სილამაზის,მშვენიერების ერთიანობა არის კაცობრიობის ოქროს სიზმარი და მონისტური ოცნება: ყველაფერი რომ იყოს ისე როგორც ცოდვად დაცემამდე იყო. მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათად და ამაში არის ღრმა აზრი.
წარმოიდგინეთ რომ სილამაზე მუდამ კეთილია და ბოროტება მუდამ მახინჯი. ამით დამთავრდებოდა თავისუფლება. ვიღა აირჩევდა ამ შემთხვევაში ბოროტებას?» (დიდი რაბი აიდინ შთაინზალცის შენიშვნა).
შარლ ბოდლერი, "თრობა", თარგმანი ზვიად გამსახურდიასი...
აგი ბოდლერია |
ევროპელი სკოლის ბაღნებისთვის:
პროფ. მასიმიანო ბადიალი, დეკადენტიზმი და სიმბოლიზმი:
ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფი ლიტერატურული და მხატვრული მიმდინარეობები დეკადენტიზმი და სიმბოლიზმი ბუნებრივად აგრძელებენ რომანტიზმს და უპირისპირდებიან ნატურალიზმს. ისინი განვითარდნენ საფრანგეთში XIX საუკუნის ბოლოს. დეკადენტიზმის შემთხვევაში როგორც წესი ლაპარაკობენ პროზაზე და სიმბოლიზმის შემთხვევაში-პოეზიაზე.
ცნება დეკადენტიზმი მომდინარეობს პოლ ვერლენის პოეზიიდან: «მე ვარ იმპერია დეკადანსის დასასრულს».
დეკადენტიზმის დამახასიათებელი ნიშნებია:
1. ანტიკონფორმიზმი,დეკადენტები უპირისპირდებიან ბუურჟუაზიას და ხალხს. დეკადენტთა რომანები ვიქტორ ჰიუგოს თხზულებებისგან განსხვავებით არ ლაპარაკობენ ღარიბებზე და ბრჩავებზე: ისინი ლაპარაკობენ გამორჩეულ, სულით და ფულით მდიდარ ადამიანებზე.

დეკადენტი ჰუისმანსის წიგნი "ბუნების ჯინაზე" |
პოეზია არის მუსიკა: მუსიკალურობა არის სიმბოლისტური პოეზიის საფუძველი. ვერლენი არის მუსიკის პოეტი. ის უპირისპირდება რითმას და ამბობს: «მუსიკა უწინარეს ყოვლისა და ამიტომ მირჩევნია კენტი»...;
პოეზია არის სინესტეზია: ბოდლერის ლექსი «შესაბამისობები» ამბობს: « სურნელებები,ფერები და ხმები პასუხობენ ერთმანეთს»,ესე იგი პოეზია არის გრძნობათა, ხედვის, სმენის, შეხების, გემოს, შერწყმა, შერევა.
ხელოვნება ხელოვნებისთვის: პოეზია არ უნდა მოძღვრავდეს, ის უნდა მიანიშნებდეს, შთააგონებდეს, მიუთითებდეს უხილავზე, აბსოლუტზე. ხელოვნება ემსახურება მშვენიერებას და არა სასარგებლოს. მშვენიერი არის არა მხოლოდ სიკეთე არამედ ბოროტებაც («ბოროტების ყვავილები»).
«სიკეთისა და სილამაზის,მშვენიერების ერთიანობა არის კაცობრიობის ოქროს სიზმარი და მონისტური ოცნება: ყველაფერი რომ იყოს ისე როგორც ცოდვად დაცემამდე იყო. მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათად და ამაში არის ღრმა აზრი.
წარმოიდგინეთ რომ სილამაზე მუდამ კეთილია და ბოროტება მუდამ მახინჯი. ამით დამთავრდებოდა თავისუფლება. ვიღა აირჩევდა ამ შემთხვევაში ბოროტებას?» (დიდი რაბი აიდინ შთაინზალცის შენიშვნა).
No comments:
Post a Comment