ლექცია მეორე - მხატვრული ავანგარდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ:
ნიურნბერგის პროცესისა და მსოფლიოს რუკის ახალი გადანაწილების შემდეგ სიურეალისტური შეტევა გაიმართა გაორმაგებული ძალით.
ბრეტონისა და მისი მიმდევრების ახალი შეტევები ეხლა შთაგონებული იყო იმით რომ ფაშიზმის მხილებასა და სასტიკ მარცხთან დაკავშირებით სულ მცირე ევროპის, და,შეიძლება მთელი მსოფლიოს, მოსახლეობა აღმოჩნდა ერთ ნაბიჯში «კონკრეტული საერთაშორისო კომუნიზმისგან» და «სოციალური,მორალური და ინტელექტუალური რენესანსის გულისთვის გრძნობების,კლასების და ენის დათრგუნული ფენების განთავისუფლებისგან».
ყოველ შემთხვევაში ასე ხედავდნენ ამას 1948 წლის სიურეალისტები რომლებიც, ისევ მასიურად შედიოდნენ საფრანგეთის კომპარტიაში.
ბრეტონის მრავალრიცხოვანი მოწაფეებისგან შემდგარი «სიურინტერნაციონალი» გამოვიდა ლიტერატურული პრემიების, როგორც გაბატონებული კლასების წარმომადგენელთა მიერ მწერლების მოსყიდვის საშუალების წინააღმდეგ. ჟიულიან გრაკი ამ მანიფესტის დამოწმებით უარს ამბობს მისთვის მიკუთვნებულ გონკურის პრემიაზე.
მოგვიანებით,1955 წელს, სიურეალისტები არპი,ერნსი და მირო დათანხმდნენ ვენეციის ბიენალეს პრემიების მიღებაზე რის გამოც ისინი გააძევეს სიურეალისტთა თანამეგობრობიდან და ყოფილმა ამხანაგებმა მათ ბოიკოტი მოუწყვეს.
1954 წელს სიურეალისტებმა ჰაიტის სტუდენტებს მოუწოდეს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლისკენ და მხარი დაუჭირეს საფრანგეთის მთავრობის და ჯარის წინააღმდეგ მებრძოლ ალჟირის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას რატომაც უკვე მერამდენედ მათ დაუძახეს «ეროვნული ინტერესების უჯიშო მოღალატეები».
1958 წელს სიურეალისტები გამოვიდნენ ბირთვული იარაღის სრულყოფისთვის ინტელექტუალთა გამოყენების წინააღმდეგ და მეცნიერებს მოუწოდეს მათი კვლევის შედეგების მესამე სამყაროს ანტიკოლონიალური მოძრაობებისთვის გადაცემისკენ რათა «შეჩვენებულ ერებს» ჰქონოდათ მოულოდნელი «კოზირი» «მსოფლიო მეტროპოლიასთან» ბრძოლაში.
სოციალური აქტივიზმი მათ არ ავიწყებდა ხელოვნებას, მით უმეტეს რომ სიურეალიზმი და საზოგადოდ ავანგარდი მუდამ ცდილობდნენ ამ ცნებებს შორის საზღვრის წაშლას და ახალი უნივერსალური სფეროს გაჩენას.
ამ სფეროში «ადამიანს ბოლოს და ბოლოს უნდა გამოეყენებინა ის შესაძლებლობები რომლებითაც ის საუკუნეების მანძილზე აჯილდოებდა ღმერთებს, სულებს და ზეადამიანებს რომლებსაც აჩრნდა ცნობიერება როგორც გაუცხოებულ ოცნებას თავისი საიდუმლო შესაძლებლობების შესახებ».
ეს იდეა გამოხატა სიურარქიტექტორმა ფრიდრიხ კიზლერმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელმაც 1950-ან წლებში გამოფინა თავისი მოდელები და გეგმები რომლებსაც აერთიანებდა კონცეფცია «უსასრულო სახლი».
იგულისხმებოდა რომ ახალი ადამიანი ახალ სამყაროში აღიქვამს მის ირგვლივ არსებულ მთელს რეალობას და ახდენს მის ორგანიზაციას როგორც საკუთარ სახლს.
კერძო,ინტიმური ცხოვრების პატარა სივრცე და დიდი საჯარო,»უცხო» სივრცე ერწყმიან ერთმანეთს, ერთიანდებიან და მათ შორის არსებული საზღვარი და განსხვავებები იშლება.
«შემდეგი რევოლუცია, ამბობს კიზლერი ინტერვიუში, არ გაჩერდება სანამ ყველანი არ აღმოვჩნდებით ერთ უსაზღვრო სახლში რომელსაც არც სჭირდება საზღვრები.
ამის გარეშე ყოველი რევოლუცია დატოვებს შემდეგი სამართლიანი აფეთქების შესაძლებლობას და ჩვენ სამუდამოდ დავრჩებით «ჩვენიანების» და «უცხოების» იარლიყებით».
შთამბეჭდავი პოემა «უპატრტონო უროს» ქვტორმა რენე შარმა 1930-ან წლებში სახელი გაითქვა იმით რომ სიურეალისტი ვარსკვლავები დაარწმუნა «განსაზოგადოებული» ანუ ანონიმური, ავტორის აღნიშნვის გარეშე პოეტური კრებულების გამოცემაში და ომის შემდგომ ევროპაში ის გადაიქცა ერთ-ერთ პირველ შეურიგებელ ეკოლოგად და მებრძოლად ფრანგული ბირთვული პროექტის წინააღმდეგ.
სიურეალიზმის ჩეხმა ვარსკვლავმა ვიტესლავ ნეზვალმა დაასკვნა:
«ნამდვილი სიურეალიზმი არის საბჭოთა კომუნიზმი».
მან 1949 წელს დაწერა «ოდა სტალინს».
«კოსმოს» და «ტექნოესთეტიკის» ერთ-ერთი წინამორბედი ჩილიელი რობერტო მატა მიესალმება კუბას რევოლუციას და ამყარებს კონტაქტებს კასტროსთან.
ფაშისტების დროს ციხეში ნაჯდომი ჟან მაიუ 1960 წელს კარგავს მასწავლებლის თანამდებობას ალჟირის თაობაზე მისი «ანტიფრანგული" პოზიციის გამო... ლუის ბუნუელი მხარს უჭერს ესპანელ რესპუბლიკელებს და მათი დამარცხების შემდეგ მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მხატვარი პიერ მოლინიე და ფოტოგრაფი კლოდ კაონი სამუდამოდ ხვდებიან სექსუალური რევოლუციის შესახებ
ფროიდომარქსიზმის იდეების გავლენის ქვეშ და აცხადებენ რომ აუცილებელია ინფორმაციის საშუალებათა,რეკლამის და გასართობი მას-კულტურის მიერ დაჩაგრული და მომხმარებელი საზოგადოების ყურმოჭრილ მონად გადაქცეული სექსუალური ინსტინქტის, « ორგანიზმის ეროტიული ენერგიის» განთავისუფლება.
სიურეალისტურად განწყობილ ლიტერატორთა და მხატვართა ახალმა თაობებმა შექმნეს ახალი ჯგუფები. 1940-1950-ანი წლების მიჯნაზე იზიბორ იზუს «ლეტრიზმი» რომელიც ამტკიცებდა რომ შეუძლებელია ბურჟუაზიის გარეკვა « მთელი საზოგადოების შემბოჭველი მისი ენის,ე.ი. სიმბოლოების და ცნებათა სისტემის პირველად ელემენტებად დაუშლელად».
1957 წელს «ლეტრიზმისგან» ჩნდება გი ერნესტ დებორის და მისი ჟურნალი «სიტუაციონისტური ინტერნაციონალის» მიერ გამოცხადებული «სიტუაციონიზმი».
ამ ახალი მიმდინარეობის «ბიბლია», გი დებორის წიგნი «სპექტაკლის საზოგადოება» ისევე როგორც ამ წრეში გაჩენილი სხვა ტექსტები ( «სტუდენტური ცხოვრების სიღატაკე» და რაულ ვანეიგემის «ცხოვრების ცოდნაზე» დღესაც რჩება ანტიბურჟუაზიულად განწყობილი ბოჰემის სამაგიდო წიგნებად.
თავისი უფროსი ამხანაგი სირეალისტებისგან სიტუაციონისტები უპირველეს ყივლისა განსხვავდებოდნენ იმით რომ თავისი «მხატვრულ-პოლიტიკური თერაპიის» შესაბამისად ცდილობდნენ გალარეებიდან და სალონებიდან გასვლას რათა «დათრგუნული ფანტაზიის პროვოცირება მოეხდინათ ქუჩებში,მოედნებზე და უნივერსიტეტებში».
ისინი შლიდნენ ჰოლივუდის ფილმების ევროპულ პრემიერებს, ხმაურიანად «ამხელდნენ» ჩარლი ჩაპლინს, მერილინ მონროს, მოგვიანებით კი გამოდიოდნენ «სასიცოცხლო სივრცეზე ბურჟუაზიული ძალადობის განმასახიერებელი» დისნეილენდების და ქალაქების ახალი განაშენიანების წინააღმდეგ.
მათი იდეების უდიდესი წარმატებაა 1968 წლის მაისის «რევოლუცია» პარიზში და ანალოგიური გამოსვლები ევროპის სხვა დედაქალაქებში რომლებმაც აიტაცეს მათი ჟურნალის ლოზუნგები და მსოფლიოს წარუდგინეს «ახალი თაობის მხატვრულ-პოლიტიკური ქმნილებები-ბარიკადები».
ვენეციის 68-ე ბიენალეზე გამოფენილმა ფრანგმა მხატვრებმა მოხსნეს თავისი სურათები და განაცხადეს რომ უერთდებიან საყოველთაო გაფიცვას. პარიზის «მაისის სალონის» მხატვრებმა კი თავისი სურათები გადაიტანეს პირდაპირ ბარიკადებზე და შეუყიდეს ისინი პოლიციის წყლისმფრქვეველებს.
ბარიკადები;რომლებსაც ახალგაზრდები იცავდნენ, შემკული იყო ავანგარდული ინსტალაციებით, ქანდაკებები-კოლაჟებით, «ობიექტებით, ხილისგან დამზადებული ქანდაკებებით.
ჟილ აიომ და ედუარდო აროიომ თავისი «წითელი დარბაზი ვიტნამისთვის» გადაიტანეს მუშების მიერ ოკუპირებულ უდიდეს ფრანგულ ქარხნებთან.
სტუდენტებმა წითლად შეღებეს მუზების ქანდაკებები ტიუილრიში. ღამ-ღამობით სენაზე დაცურავდა სიურეალისტური თეატრი, რომლის ისტორიულ წარმოდგენებში მონაწილეობის მიღება შეეძლო გემბან-სცენაზე გადასულ ნებისმიერ გამვლელს. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისვლა მხატვრულ სახელოსნოებში და ტირაჟული გრაფიკის სრულებით უფასოდ სწავლა, დე გოლის წინააღმდეგ და რევოლუციის სასარგებლოდ თავისი საკუთარი საავტორო პლაკატის გაკეთება ( სწორედ ამ «მეიმუნებმა» გააგდეს საფრანგეთის ნაცისტებისგან მხსნელი დე გოლი და სორბონის კედლებზე გამოკიდეს მარქსის, ლენინის და მაოს სურათები, მათვე მისცეს ბიძგი ევროპაში მემარცხენე ტერორიზმს, გ.მ. ).
1968 წლის მოვლენები იქცა არა მარტო მასებში სიტუაციონიზმის და ნახევარ საუკუნეში დაგროვებული ავანგარდული პრაქტიკის ექსპანსიის მომენტად. ეს იყო ანტიბურჟუაზიულად განწყობილი «არტ-ექსპერიმენტატორების» გამოცდაც.
მღელვარებათა ჩახშობის,პროფკავშირული ბიუროკრატიის და საფრანგეთის კომპარტიის დე გოლთან გარიგების შემდეგ ცხადი გახდა რომ ბრეტონის წინასწარმეტყველება «ძველი რაციონალური და ნეკროფილური სამყაროს ნაჭუჭის ამფეთქებელი ახალი რევოლუციის» შესახებ ისევ გადაიდო და მსოფლიოს შეცვლის პრეტენზიის მქონე მხატვრების წინაშე დგება კითხვა თუ რა უნდა აკეთონ შემდეგ.
1968 წლის მაისის ამბების მიერ გაჩენილი ძლიერი მუზეუმების საწინააღმდეგო მოძრაობა 1969-70 წლებში ისევ ატარებდა გამოფენებს «პოლიცია და კულტურა» და სხვ....
მაგრამ 1960-ანი წლების მემარცხენე ტალღა არ აღმოჩნდა საკმარისი «ცხოვრების ბაზისური პრინციპების შესაცვლელად», ავანგარდი მისი ძველი გაგებით განხორციელდა გაბატონებული სისტემის ფარგლებში.
მან შეუტია ამ სისტემას, მაგრამ ვერ დაანგრია ის და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ დროს დადგა ზოგის დანებების დრო და და ზოგს კი თავისი «ჯიხადის» გასაგრძელებლად სჭირდებოდა დასკვნების გამოტანა.
ორივეს კი სჭირდებოდა ახალი მასალა, საყრდენი წერტილი და ახალი მხატვრული ენა.
// გაგრძელება და დასასრული იქნება//.
No comments:
Post a Comment