ტერორიზმის მსოფლიო სისტემის შემქმნელ საბჭოთა ლიბერალ ხრუშჩოვზე:
ბორის ბრინ, საბჭოთა კავშირის მთავარი ჯალათი:
აი მოვკვდები და ყველაფერს ამხანაგ სტალინს მიაწერენ. ვიღაც ყველაზე მამაძაღლი. გაიგებ ვინ? ვერა. ვერ გაიგებ იმიტომ რომ ის მამაძაღლი ყველაზე ეშმაკია. და ეს ეშმაკი ტრიბუნიდან ყველაფერს დააბრალებს ამხანაგ სტალინს და სტალინის სხვა ძმაკაცები იქნებიან პრეზიდიუმში და ხმამაღლა დაუკრავენ ტაშს (ვიქტორ ნეკრასოვი).
ძალა ყოველთვის იზიდავს დაბალი მორალის ადამიანს. გენიოს დიქტატორებს აუცილებლად ცვლიან ოხრები. ამაში არის თავისი კანონზომიერება (ა. აინშტაინი).
რაც შეეხება ხრუშჩოვს ის იყო პოლიტბიუროს ის იშვიათი წევრი რომელიც პირადად მონაწილეობდა პატიმართა დაკითხვებში ( პ. სუდოპლატოვი).
1964 წლის ოქტომბერში «ასაკის და ჯანმრთელობის გაუარესების გამო « ყველა პარტიული და სახელმწიფო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953 წლის 13 სექტემბრიდან და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1958 წლის 27 მარტიდან ნიკიტა ხრუშჩოვი.
ხრუშჩოვს თავშიც არ მოუვიდოდა რომ მის მიერ დაწინაურებული ბიჭბუჭობა, «პაცანები» დაამხობენ თავის კეთილისმყოფელს.
პარტიული ელიტა იძულებული იყო გაეწირა ხრუშჩოვი რათა თავიდან აეცილებინა ხრუშჩოვის მმართველობით აღშფოთებული მოსახლეობის და ჯარის ბუნტი. ხრუშჩოვის დამხობამ სიხარულით გადარია ხალხი და საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე სტიქიურად იზეიმეს ეს დიდი ამბავი.
ხრუშჩოვი, ვისაც სტალინი მფარველობდა 35 წლის მანძილზე, იყო საბჭოთა კავშირის მთავარი ჯალათი.
იაგოდას და ეჟოვის ზურგს უკან დამალული ხრუშჩოვი აწყობდა რეპრესიებს და «პროცესებს»; ხელმძღვანელობდა «ტროიკებს», «სამეულებს». მას გამოჰქონდა ათობით ათასი სასიკვდილო განაჩენი.
მან მოსპო საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობა.
ის ხელმძღვანელობდა «განთავისუფლებული ტერიტორიების წმენდას» და მასობრივ დახვრეტებს. მან მოაწყო გენერლები ვატუტინის, სვერცევსკის და მრავალი სხვა გამოჩენილი მოღვაწეების მკვლელობები. მან შეთითხნა მრავალი სისხლიანი «საქმე».
ხრუშჩოვი საიდუმლოდ თანამშრომლობდა გესტაპოს შეფ მიულერთან და მან მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი,ასობით იატაკქვეშელი სიკვდილისთვის გასწირა კიევის და ხარკოვის ოპერაციებში. ის მონაწილეობდა ებრაელთა მოსპობის ორგანიზაციაში.
მან მოკლა თავისი პატრონი, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ათი წელიწადი აძრწუნებდა მსოფლიოს.
მისი ბრძანებით გასრისეს ტანკებით რევოლუცია უნგრეთში,დახვრიტეს დემონსტრაციები თბილისში,ტემირტაუში, ნოვოჩერკასკში.
ხრუშჩოვმა შექმნა კგბ, ნეოფაშიზმი, «პალესტინელი ხალხი», ტერორიზმის მსოფლიო სისტემა. ხრუშჩოვმა სცადა ბირთვული ომის გაჩაღება.
ხრუშჩოვი დაიბადა 1894 წლის 17 აპრილს რუსეთის იმპერიის კურსკის გუბერნიის დმიტრიევის უეზდის სოფელ კალინოვკაში.
პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარში გაწვევას დაემალა, მუშაობდა ზეინკლად იუზოვკის მაღაროში.
სამოქალაქო ომის დროს ხელმძღვანელობდა წითელი გვარდიის რაზმს რუტჩენკოვოში. სახელი გაითქვა «დაუნდობლობით» და დაინიშნა ცარიცინის ფრონზე ბატალიონის პოლიტიკურ კომისრად. იქ გქიცნო სტქლინი.
1921 წელს ხრუშჩოვი ჩაუდგა სათავეში დამსჯელ ეკსპედიციას საქართველოში და ამასთან ასრულებდა სტალინის რაღაც პირად დავალებებსაც.
ალბათ ხრუშჩოვმა მოსპო სტალინის კრიმინალური წარსულის მამხილებელი საბუთები და მოწმეები....
საქართველომ დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა, ხრუშჩოვმა მოიპოვა მფარველი სტალინი და ამით საფუძველი ჩაუყარა თავის პარტიულ კარიერას.
სტალინი ბელადებში არ ითვლებოდა და პარტიულ ელიტაში მას ეკავა ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი, მაგრამ მის გამგებლობაში იყო პარტიის კადრები და სტალინმა დაიწყო მათი შევსება მისი ერთგული ხალხით.
1929 წელს მოსკოვის ინდუსტრიულ აკადემიაში სასწავლად გაგზავნის საბაბით სტალინმა ხრუშჩოვი დაიბარა მოსკოვში. ორი წლის შემდეგ ხრუშჩოვი იქიდან გარიცხეს და სტალინმა ის დანიშნა პარტიის მოსკოვის ბაუმანის რაიკომის მდივნად. 1932 წელს კი დანიშნა პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის ჯერ მეორე და შემდეგ პირველ მდივნად.
რაიონთა მრავალი ხელმძღვანელი ხრუშჩოვს უყურებდა უარყოფითად. ხრუშჩოვის უბედურება მისი უწიგნურობა იყო.
ის აქტიურად უწყობდა ხელს რეპრესიებს. .
1920 წელს ხრუშჩოვი მიემხრო ტროცკისტულ პლატფორმას. ამიტომ მას ეშინოდა ანგარიშსწორებისა და გულმოდგინედ ებრძოდა უდარდელობას, პოლიტიკური სიფხიზლის დაკარგვას, პოლიტიკურ სიბრმავეს და ა.შ.
ხრუშჩოვის მიერ გატარებულ რეპრესიებს შეეწირა მრავალი პარტიული და საბჭოთა მუშაკი. მის დროს დაიჭირეს ქალაქის 32 რაიკომის მდივნები... შეეეწირა ხრუშჩოვის თანაშემწეც.
უკვე უკრაინაში ყოფნისას, 1938 წელს, ხრუშჩოვი მოითხოვდა პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის ხელმძღვანელობის მოსპობას....
1938 წელს პარტიის დახურულ პლენუმზე მალენკოვმა ხრუშჩოვი დაახასიათა როგორც «გადახრილი»: «მოსკოვში პარტიიდან გარიცხვათა და დაპატიმრებულთა შემოწმებამ აღმოაჩინა რომ დასჯილთა უმრავლესობა არაფერშია დამნაშავე.
1937 წლის 23 თებერვალს ცკს პლენუმზე სადაც წყდებოდა «მავნებლობის» პრობლემა და კანონდებოდა «ტროცკისტებთან და სხვა ორპირებთან ბრძოლის ზომები» ხრუშჩოვის წინადადებით მიიღეს საიდუმლო დადგენილება:
« ვკპ(ბ)-ს ცკ თვლის რომ ფიზიკური ზემოქმედების ზომა შემდეგაც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული გამონაკლისის სახით ხალხის აშკარა და განუიარაღებელი მტრების წინააღმდეგ როგორც სრულებით სწორი და მიზანშეწონილი მეთოდი».
ცნებები « გამონაკლისის სახით» და «ხალხის მტერი» ბუნდოვანია და ხრუშჩოვის წინადადებით მიღებულმა დადგენილებამ დააკანონა წამება და ცემა-ტყეპა.
უკრაინის ხელმძღვანელობაში მომუშავე ნიკოლაენკოს მეშვეობით ხრუშჩოვი უკრაინის ხელმძღვანელებს სისტემატურად აბეზღებდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებთან. ამას,რა თქმა უნდა, მოყვა რეპრესიები....
პოსტიშევის მაგივრად პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად და სტალინის ყველაზე ახლო პირად ქცეული ხრუშჩოვი სტალინთან ერთად დაკავებული იყო პარტიული საქმეებით. დანარჩენი ხელმძღვანელები დაკავებული იყვნენ სამეურნეო საქმეებით და ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა სახალხო კომისარიატს (სამინისტროს).
«კიევში ჩასვლისთანავე ხრუშჩოვმა მოითხოვა რომ ა.ი. უსპენსკისთვის მიეცათ 30 000 კაცის წინააღმდეგ რეპრესიების გატარების უფლება.»”./Совершенно секретно №7,1993/.
« უსპენსკი, რომელიც ხრუშჩოვმა თან წაიყვანა უკრაინაში ნკვდს უფროსად მუშაობდა უშუალოდ ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით. უკრაინაში უსპენსკი ატარებდა რეპრესიებს რიდ შედეგადაც უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ასი წევრიდან მხოლოდ სამი კაცი გადაურჩა დაჭერას...
რაც შეეხება ხრუშჩოვს ის იყო პომლიტბიუროს ის იშვიათი წევრი რომელიც უსპენსკისთან ერთად პირადად მონაწილეობდა პატიმართა დაკითხვაში» /П.Судоплатов.Разведка и Кремль.-М.,1996/.
მისკენ მიმავალი კვალის მოსასპობად ხრუშჩოვი სპობდა ხელმძღვანელ შემსრულებლებს.
უსპენსკიმ სცადა გაქცევა,მაგრამ ის დაიჭირეს.
დაკითხვაზე უსპენსკიმ თქვა რომ ის ახლოს იყო ხრუშჩოვთან, რომ ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ. უსპენსკის ცოლს დახვრეტა მიუსაჯეს, მან შეწყალება ითხოვა, ხრუშჩოვი ჩაერია და არ დაუშვა შეწყალება.
ხრუშჩოვი თავის მსხვეროპლებს სპობდა ცოლებით რათა ცოლები არ გამხდარიყვნენ არასასურველი მოწმეები...
დაპატიმრებები არ შემოიფარგლებოდა გასამართლებულებით. ათასობით ადამიანის ბედს სასამართლოს გარეშე წყვეტდა უკრაინის ნკვდს ტროიკა-სამეული რომლის წევრების იყვნენ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი,რესპუბლიკის პროკურორი უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (ეს უკანასკნელი იმ დროს იყო ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშჩოვი).
ხრუშჩოვი აქტიურქდ მონაწილეობდა ვკპ(ბ) ცკს 1935 წლის 6 მაისის საგანგებო დადგენილების შემუშავებაში. ამ დადგენილების თანახმად ქვეყანა უნდა გაეწმინდათ პოტენციური ოპოზიციონერებისგან. ხრუშჩოვი პოლიტბიუროს სთხოვდა «დახვრეტების ლიმიტს» ანუ მეტი ხალხის დახოცვის უფლებას.
1938 წლის 31 იანვარს პოლიტბიურომ დაადგინა რეპრესიების დამატებითი ნორმები. ეს ნორმები არაერთხელ გაუზრდიათ....
იაგოდა გაასამართლეს ბუხარინთან ერთად, ეჟოვი გაქრა 1939 წლის დასაწყისში. მათ და უსპენსკის მოშორებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხრუშჩოვმა რომელიც თავიდან იშორებდა საშიშ მოწმეებს...
1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთში სამხედრო მოქმეედებების დაწყების შემდეგ უკრაინის კომპარტიის პირველი მდივანი ხრუშჩოვი და შინაგან საქმეთა მისი სახალხო კომისარი სეროვი წავიდნენ იქ დასავლეთ უკრაინის გასასაბჭოებლად.
ამ მიზნით უკრაინის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრმა ხრუშჩოვმა რეპრესიების დროს თავის გამომჩენი ჯალათებისგან შეადგინა ნკვდს განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილები რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებოდნენ ნკვდს საგანგებო სამეულის ხელმძღვანელ ხრუშჩოვს.
დაპატიმრებულთა მცირე ნაწილს აგზავნიდნენ ბანაკებში, დანარჩენებს ადგილზე ხოცავდნენ. დაუნდობლად სპობდნენ ტროცკის მომხრე პოლონელ კომუნისტებს.
ხრუშჩოვის წინადადებით ვკპ(ბ) ცკს ბიურომ 1940 წლის 5 მარტს დაადგინა: « განსაკუთრებული წესით უნდა განიხილონ სამხედრო ტყვეთა ბანაკებში მყოფი 14700 ყოფილი პოლონელი ოფიცრის, მოხელეთა,მემამულეთა,პოლიციელთა და ბელორუსიის და უკრაინის დასავლეთი ოლქების ციხეებში მყოფი სხვადასვა ჯაშუშური და დივერსიული კონტრრევოლუციური ორგანიზაციების,მემამულეთაა,ფაბრიკანტთა,ყოფილ პოლონელ ოფიცერთა, მოხელეთა,გადასულთა საქმეები. ისინი უნდა დაიხვრიტნენ»....
ისინი დახვრიტეს კატინში სმოლენსკთან,ტვერის ოლქის სოფელ მედნოესთან და ხარკოვის ტყეპარკის ზონის VI კვარტალში.
საბჭოთა კავშირის ნკვდს საგანგებო სამეულის გადაწყვეტილებებით სულ დახვრიტეს 21857 კაცი: 4421 კაცი კატინის ტყეში (სმოლენსკის ოლქი),3820 კაცი სტარობელსკის ბანაკში ხარკოვთან, 6311 კაცი ოსტაშკოვოს ბანაკში(კალინინის ოლქი), და 7305 კაცი დახვრიტეს დასავლეთ უკრაინის და დასავლეთ ბელორუსიის სხვა ბანაკებში და ციხეებში...
ხრუშჩოვის ბრძანებით დახვრეტილი პოლონელი მოქალაქეების საქმეები მოსპეს, დატოვეს ერთადერთი საქაღალდე სადაც ხრუშჩოვის მამხილებელი საბუთები ნაწილობრივ მოსპეს და ნაწილობრივ შეცვალეს სტალინის და ბერიას მამხილებელი საბუთებით.
პოლონეთის მოქალაქეთა დასახვრეტად ამის გერმანელებისთვის გადაბრალების მიზნით იყენებდნენ «ვალტერებს». დახვრეტისას გერმანული იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემისას ხრუშჩოვმა იცოდა რომ გერმანელებს მისცემენ ამ ტერიტორიის დროებით დაპყრობის უფლებას იქ ებრაელთა და სხვა «არასასურველ პირთა» მოსპობის მიზნით.
სტალინი უკვე ემზადებოდა «ებრაული საკითხის გადასაწყვეტად» და თავისი გეგმის განმხორციელებლად შეარჩია ხრუშჩოვი რომელსაც უკვე ჰქონდა ასეთი «ღონისძიებების» ჩატარების გამოცდილება.
ხრუშჩოვის გარდა სტალინი ამ მისიას ვერავის მიანდობდა. კაგანოვიჩი ებრაელი იყო. სხვა პარტიულ ხელმძღვანელთა უმრავლესობას ( ვოროშილოვი,ანდრეევი,მოლოტოვი, პოსკრებიშევი...) ცოლად ებრაელები ჰყავდათ.
საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის წინ ხრუშჩოვის ნკვდს საგანგებო დანიშნულების ნაწილები (ოსნაზ) გაანაწილეს საზღვრისპირა რაიონებში და საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისას ისინი გაქრნენ.
საგანგებო სახელმწიფო კომისიის დასკვნა ამბობს:
« პოლონელი სამხედროები და ნაცისტების მიერ საბჭოთა კავშირის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დახოცილი მშვიდობიანი საბჭოთა მოქალაქეები და სამხედრო ტყვეები ერთნაირად არიან დახოცილნი» ( ნიურნბერგის პროცესი,1946 წლის 2 ივლისი).
ჯალათები ერთი და იგივე ხალხი იყო. ხრუშჩოვის ჯალათებმა შეიცვალეს ფორმა დროებით დაექვემდებარნენ გესტაპოს შეფ მიულერს რომელთანაც ხრუშჩოვი მუდმივად იყო დაკავშირებული რეზიდენტი ჩერნიაკის მეშვეობით. ჩერნიაკის ჯგუფის შემადგენლობა დღემდე გასაიდუმლოებულია...
ისევე როგორც ლენინის მიერ ბინძური საქმეებისთვის გამოყენებულმა სტალინმა «ხელი შეუწყო ლენინის სიკვდილს», სტალინის მიერ ბინძური საქმეებისთვის გამოყენებულმა ხრუშჩოვმა «ხელი შეუწყო სტალინის სიკვდილს».
ფიქრობენ რომ სტალინი მოწამლეს, ხრუშჩოვმა შემთხვევით არ განაცხადა სკკპ ცკს პლენუმზე (1953 წ.): « მისი ჯანმრთელობა სუსტი იყო».
ხელისუფლებას ჩამოაცილეს ჯერაც ცოცხალი სტალინი:
« საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და მინისტრთა საბჭოს ესმით რომ ამხანაგი სტალინის მძიმე ავადმყოფობა მეტ-ნაკლებად დიდი ხნით ჩამოაშორებს მას ხელმძღვანელ საქმიანობას.
ცენტრალური კომიტეტი და მინისტრთა საბჭო პარტიის და ქვეყნის ხელმძღვანელობისას მთელი სერიოზულობით ითვალისწინებენ ამხანაგი სტალინის სახელმწიფო და პარტიული ხელმძღვანელობიდან დროებითი განდგომის ყველა გარემოებას...»
1953 წლის 4 მარტის სამთავრობო ცნობა, დილით 6 სთ 30 წთ).
სტალინის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა «ძველი გვარდიის» კვარტეტმა ( მალენკოვი,ბერია,ხრუშჩოვი,ბულგანინი).
სკკპ ცკს,სსრკ მინისტრთა საბჭოს და სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის გაერთიანებულ სხდომაზე შეთქმულებმა ხელისუფლებას ცამოაშორეს სკკპ XIX ყრილობის მიერ არჩეული სკკპ ცკს პრეზიდიუმი. მათ ხელში ჩაიგდეს ყველა ძირითადი თანამდებობა პარტიაში და მთავრობაში. სკკპ ცკს სამჯერ შემცირებულ ახალ პრეზიდიუმში შევიდა მხოლოდ «ძველი გვარდია».
ხრუშჩოვს ეშინოდა მამხილებელი საბუთების დატოვებისა, მას არ შეეძლო სტალინის არქივის გარჩევა და ამიტომ ის მთლიანად დაწვა სტალინისავე კაბინეტის შემამკობელ ძველ მოჭიქულ ღუმელებში....
http://jerusalem-temple-today.com/maamarim/11/Brin/01-21.html
No comments:
Post a Comment