3.03.2012

"ავადმყოფები ჩვენი ძმები არიან",დღევანდელ ევროპაში ეს კაციც ახსოვთ:


" დღევანდელ აწეწილ სამყაროში ახსოვთ წმინდა ღმერთის იოანეც //1495-1550//. თავისი მოწოდებისა და არსებობის აზრის მოძებნა ადამიანს ზოგჯერ უჭირს და ამისთვის წლები სჭირდება...წმინდა ღმერთის იოანემ მტკივნეულად გამოსცადა ეს ჭეშმარიტება, მან, ვინც დაეხეტებოდა "უნიჩბო ნავივით".

ბავშვობაში ოჯახური სახლიდან გატაცებული პორტუგალელი ჟოაო სიუდად აღმოჩნდა ესპანეთში,ოროპესაში,ტოლედოს ახლოს,სადაც ის მსახურობდა როგორც მწყემსი. შემდეგ ის იყო ჯარისკაცი კარლოს მეხუთის არმიებში,მსახური,მუშა, მოხეტიალე წიგნებით ვაჭარი.

ამ თავგადასავლებით სავსე არასტაბილურ,მოხეტიალე და არადამაკმაყოფილებელ ცხოვრებას ბოლო მოეღო 1539 წლის 21 იანვარს.

ამ დღეს ჟანმა გრენადაში მოისმინა წმინდა ჟან დავილას ქადაგება რომელმაც დაანახა მისი წარსული ცხოვრების სიცარიელე და უშინაარსობა და გაუღვიძა თანაგრძნობა ყველაზე გაჭირვებული ადამიანების მიმართ. ქადაგებისგან შეძრულმა ჟანმა თავისი გრძნობა იმდენად მძაფრად გამოხატა რომ ის გიჟად ჩათვალეს და საგიჟეთში დაამწყვდიეს. მაშინ მან განიცადა მისი ხანის მედიცინის სიუხეშე და არაადამიანობა. საგიჟეთიდან გამოსვლის შემდეგ მან გადაწყვიტა ტანჯული ადამიანების, ქრისტეს ტანჯული ნქკვთების სამსახურში ჩადგომა. მან გახსნა დახმარების პირველი დაწესებულება და ცოტა ხნის შემდეგ დააარსა საავადმყოფო სადაც აცხოვრებდნენ, კვებავდნენ, მკურნალობდნენ და ანუგეშებდნენ, იმ დროისთვის სიახლე,მათი პათოლოგიების თუ მათი საჭიროებების შესაბამისად განაწილებულ ავადმყოფებს //"დამბლადაცემულებს,ცალხელებს,კეთროვანებს,მუნჯებს,გიჟებს,კანის ავადმყოფობათა მქონეებს,მოხუცებს და ბევრ ბავშვს"//.
ხარჯების დასაფარავად და საჭირო ფულის საშოვნელად ჟანი თვითონ მათხოვრობდა ქუჩებში.

მისი გულმოწყალება იმდენად ძლიერი იყო რომ გრენადის მთავარეპისკოპოსმა მას უწოდა "ღმერთის ჟანი" და მაღალი თანამდებობის პირებმა ფინანსურად მხარი დაუჭირეს მის ქმედებებს.

მაგრამ ფულის ნაკლებობა მუდამ იგრძნობოდა ვინაიდან ღმერთის ჟანი ვერ ეუბნებოდა უარს დახმარებაზე საბრალოს! მან მრავალი სამადლობელი წერილი მისწერა ქველმოქმედებს და ამასთან ის ამბობდა რომ მიუხედავად მათი გულუხვობისა "გასრესილი და დაუძლურებული იყო ვალების მიერ".

მისმა მაგალითმა მიიზიდა თანამგზავრები რომელთაც შექმნეს დღესაც 5 კონტინენტზე არსებული რელიგიური ორდენი "წმინდა ღმერთის ჟანის ჰოსპიტალიერი ძმები".

1690 წელს წმინდანად შერაცხული წმინდა ღმერთის ჟანი შემდეგ გამოცხადდა საავადმყოფოების,ავადმყოფების მომვლელთა და ავადმყოფების წმინდა პატრონად".

ქსავიერ ლეკერის ეს წერილი გამოქვეყნდა ფრანგ კათოლიკეთა გაზეთში "ლა კრუა"// "ჯვარი"//,


2012 წლის 4 მარტის ნომერში,გვ.16.

No comments: