3.18.2012

გამქრალი ცივილიზაციები: ბაბილონი:

ბაბილონის იშტარის 
კარიბჭე მუზეუმში
ძვწ.2000 წ. მთელ შუამდინარეთში ბრწყინავდა და კაშკაშებდა შემდეგში ადამიანთა ედმაღლობისა და თავხედობის, მერკანტილიზმისა და გარყვნილების სიმბოლოდ ქცეული ბაბილონი.

  ის თანდათაბობით უხსნის თავის საიდუმლოებებს  ადგილზე აღმოჩენილი ათასობით ტექსტის მკვლევარებს.

 შუამდინარეთი, მესოპოტამია, მოიცავდა თანამედროვე ერაყის ტერიტორიას.

 ბაღდადიდან ასიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე ბაბილონი აიგო ევფრატის ნაპირებზე. ევფრატის ფართო ხეობა იშლებოდა ნაყოფიერ მიწებზე. რეგიონი იშლება
არაბეთისკენ,ირანისკენ,მცირე აზიისკენ და ხმელთაშუა ზღვისკენ.
 ევფრატის ხეობაში მოსახლეობა ჩნდება ნეოლითის ხანაში,მაგრამ ბაბილონის ცივილიზაციის შემქმნელები არიან გარედან მოსული ხალხები:

 არაბეთის გაუდაბურებისგან გაქცეული სემიტები ანუ აქადელები და უცნობი წარმოშობის შუმერები. უცნობი წარმოშობის შუმერები შეადგენდნენ დამოუკიდებელ ეთნიკურ ჯგუფს და მათ შექმნეს დამწერლობის პირველი,უძველესი სახეობა.

 შუამდინარეთში დამკვიდრდებიან სემიტურ ენაზე მოლაპარაკე ამურიტებიც.

თავიდან ერთმანეთისგან იზოლირებული სოფლებით მოფენილი შუამდინარეთს გაერთიანებისკენ და მასში ერთიანი ქალაქი-ერის გაჩენისკენ უბიძგა სარწყავი არხების გამოგონებამ.

 ბაბილონის გაჩენა:

იმპერიის დამაარსებელი იყო აქადელი სარგონი.

 მან ძალით გააერთიანა შუამდინარეთის მთავარი ქალაქები. მისი მეფობის თარიღები გაურკვეველია. მას ათარიღებენ ხოლმე ძვ.წ. 2334-2279 წლებს შორის ხანით.

 ამ პერიოდში ბაბილონი გახდა ურის იმპერიის ადმინისტრატიული ცენტრი, შემდეგ კი, ამურიტი მეფე ჰამურაბის დროს, ძვ.წ. 1792 წლისთვის, ის გაბატონდა მთელ რეგიონში.

 ყველგან ლაპარაკობენ აქადურად,მაშინ როდესაც შუმერული ენა დარჩა ერუდიტთა ენად.

 ბაბილონი გახდა მახლობელი აღმოსავლეთის ყველაზე სახელგანთქმული დედაქალაქი.
 შემდეგ იყო გარეშე ტომთა შემოსევები. ხათები,კასიტები, არამეელები და ყველაზე მეტად ასურელები ხან ანგრევდნენ და ხან ავითარებდნენ ბაბილონს. ბაბილონი საბოლოოდ გაქრა ჯერ სპარსელი კიროს მეორის და შემდეგ ალექსანდრე მაკედონელის გავლენით.

აქადური ენა მაშინ შეცვალა არამეულმა ენამ. აღარავის შეეძლო შუმერულად კითხვა.

 დავიწყებას მიეცა ბაბილონის პოლიტიკური,ეკონომიკური და მეცნიერული ისტორია (და ეს მიუხედავად იმისა რომ ის დაფიქსირებული ათასობით თიხის ფირფიტაზე).

აპოგეა ნაბუქოდონოსორ მეორის დროს:

ბაბილონის მეფე ნაბოპალასარმა ძვ.წ.615 წელს დაამარცხა ასურელები, დაანგრია მათი დედაქალაქი და ასე აღადგინა ქალაქის პრესტიჟი.

 მისი ღვაწლი განაგრძო მისმა ვაჟიშვილმა,ნაბუქოდონოსორ მეორემ, ბაბილონურად ნაბუ-კუდური-უსურმა.

    მან სამეფო განავრცო პალესტინამდე და იერუსალიმამდე,საიდანაც გადაასახლა მისი მკვიდრები.  ბაბილონი მაშინ იქცა საშუალო აღმოსავლეთის პირველ სამხედრო ძალად.

 ექსპანსიონისტური ომების გარდა ნაბუქოდონოსორი დაკავებული იყო მისი დედაქალაქის გალამაზება-დამშვენებით.  მან აღადგინა მისი იმპერიის და განსაკუთრებით ბაბილონის ყველა ტაძარი. მან გაამაგრა ქალაქი, გარს შემოარტყა 18 კილომეტრის სიგრძის ორმაგი გალავანი. მთავარი კარი იყო იშთარის კარი,რომელიც დღეს მთლიანად აღდგენილია და დაცულია ბერლინში პერგამის მუზეუმში. ეს კარი იხსნებოდა ქალაქის მფარველი ღვთაება მარდუკის ტაძრისკენ მიმავალი დიდებული საპროცესიო გზისკენ. 
ბაბილონის მეძავი
 ტაძრები, მეფის სასახლე,პროცესიული გზები შემკული იყო აბსტრაქტული მოტივებით ან ზღაპრული ცხოველების პოლიქრომული გამოსახულებებით. ეს თავზარდამცემი გუშაგები აშინებდნენ და იგერიებდნენ ქალაქზე და მის მოსახლეობაზე თავდამსხმელ ბოროტ დემონებს.

   მან ასევე განაახლა შუამდინარეთის ქალაქებისთვის დამახასიათებელი მონუმენტური კოშკები, ზიკურატები.
მათგან ყველაზე ცნობილია ერთი პროცესიული გზის ბოლოს 90 მეტრის სიგრძის გვერდის მქონე საფუძველზე აღმართული 90 მეტრის სიმაღლის ზიკურატი. მას სახელი გაუთქვა ბიბლიამ,რომელიც მას უწოდებს «ბაბილონის კოშკს».

    ბიბლიაში ეს კოშკი,რომელიც უნდა ეხებოდეს ცას, არის ადამიანთა თავედობა-ქედმაღლობისა და პრეტენზიების სიმბოლო.

   თიხის ერთ ფირფიტაზე გამოსახული ზიკურატი შვიდსართულიანი იყო. ის სრულდებოდა მარდუკისადმი მიძღვნილი ტაძრით ესაგლი.

    ნაბუქოდონოსორს მიაწერენ აგრეთვე მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთის,  ბაბილონის შეკიდული ბაღების თუ სემირამიდას ბაღების აგებას.


ბაბილონის კოშკი ზიკურატი

   ეს იყო მისი მეუღლე, მიდიელთა პრინცესა ამიტისისთვის განკუთვნილი ბაღები. ამიტისს ენატრებოდა მისი ბავშვობის ამწვანებული მთები.

   ეს ბაღები უნდა ყოფილიყო მრავალი კოშკი რომელთა სახურავ-ტერასებზე გაშენებული იყო ყვავილნარები და ბაღები.

   არაა ნანახი ამ სახელგანთქმული ბაღების არსებობის ფორმალურად დამადასტურებელი რამე კვალი. ისინი აღწერეს ბერძენმა მოგზაურებმა,მაგრამ მათ არ ახსენებს არც ერთი ბაბილონური დოკუმენტი.

     ეროტიკული გრავიურები:

  ბაბილონშიც, ისევე როგორც ბევრ ძველ ცივილიზაციაში, სოციალური ცხოვრება ეფუძნებოდა ორ კასტას: თავისუფალ ადამიანებს და მონებს. თავისუფალ ადამიანებში გამოირჩეოდნენ წარმოშობით თუ ქონებით მაღალი სოციალური მდგომარეობის პირები და «უბრალო ქვეშევრდომები». მონები იყვნენ ომის ნადავლი, ვალებში ჩავარდნილები რომლებსაც სურდათ ვალების გასტუმრება და მონების შვილები.


ბაბილონის ბუხარი

   ქორწინება, როგორც სოციალური ცხოვრების ბაზისური კონტრაქტი, იღებდა მრავალ ფორმას: ოჯახები ერთმანეთს ურიგდებოდნენ მათი ბავშვების მომავალში დაქორწინების შესახებ, სრულწლოვანები თვითონ უთანხმდებოდნენ ერთმანეთს. მეუღლის თანაცხოვრება მოახლეებთან... ქორწინების მიზანი იყო მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობა. სიყვარული (მხოლოდ მამაკაცისთვის) იყო ოჯახის გარეთ, როგორც თითქოს ადასტურებენ ბაბილონში ნაპოვნი ეროტიკული ქანდაკებები და ნახატები. არანაირი მორალი თუ რელიგია არ უშლიდა ხელს თავისუფალ ჰეტერო- თუ ჰომოსექსუალურ სიყვარულობანას.

      ბაბილონელებს ასევე ძალიან უყვარდათ გემრიელად დანაყრებაც. აღმოაჩინეს ძვ.წ.1700 წლის სამი თიხის ფირფიტა რომლებზეც იყო დახვეწილი სუფრის 35 რეცეპტი.

   მონარქიაში იყო ძლიერი სასულიერო წოდება. ყველა ყოველდღიური ქმედების გამმსჭვალავი რელიგია აწყობილი იყო სამი მთავარი ღმერთის ( ღმერთი-მზე შამაში,სიყვარულის ქალღმერთი იშტარი და უნივერსალური, საყოველთაო სუვერენი მარდუკი, რომლის ტაძარი ესაგილი ბაბილონურ ფოლკლორში არის სამყაროს ცენტრი) ირგვლივ.

  ყოველი მორწმუნის მთავარი მოვალეობა იყო ღმერთების სამსახური. ბევრი ბაბილონური ტექსტი დაწვრილებით აღწერს რელიგიურ ცერემონიებს.

ასტროლოგი
  ვარსკვლავებისკენ:

  დამწერლობის ჩვენთვის უძველესი ფორმა,ლურსმული დამწერლობა ძვ.წ. 3400 წლისთვის გამოიგონეს შუმერებმა.

   თიხის ფირფიტაზე ლერწმისგან გაკეთებული ყალმით მწერალი აღწერდა ბაბილონის ყოველდღიურ ცხოვრებას ჯერ შუმერულად და შემდეგ აქადურად როდესაც აქადური გახდა ბაბილონის ოფიციალური ენა.

   ძველი ბერძნებისგან განსხვავებით ბაბილონელებს მეცნიერება არ აინტერესებდათ თავისთავად. მეცნიერება მათთვის იყო ეკონომიკურ პრობლემათა გადაჭრის საშუალება და მეტი არაფერი. მათემატიკაში ბაბილონელებმა რევოლუცია მოახდინეს ნულის შემოღებით. ნული არ იყო წარმოდგენილი ციფრად, ის ნიშნავდა ერთიანობის არარსებობას. ნული პირველად ჩნდება ბაბილონში.

  შუამდინარეთის მკვიდრებმა ძვ.წ. 1500 წლისთვის გამოიგონეს მზის საათი.

   ბაბილონელების მიერ გამოგონილი გნომონი იყო მიწაში ჩასობილი ჭოკი. სიბრტყეზე დაცემული მისი ჩრდილი იძლეოდა დღის პერიოდების დადგენის საშუალებას.

   ეს გამოგონება შემდეგ აიტაცეს ეგვიპტელებმა რომლებმაც ის გარდაქმნეს ჩვენთვის დღესაც ცნობილ მზის საათად.

   ძველ მსოფლიოში ბაბილონელებს სცემდნენ პატივს როგორც დიდ ასტრონომებს და ასტროლოგებს.

    ბაბილონელები საუკუნეთა მანძილზე ყურადღებით აკვირდებოდნენ ვარსკვლავთა მოძრაობებს და იწერდნენ მათ. ეს ბაბილონელ სწავლულებს აძლევდა მთვარის და მზის დაბნელებათა და წლის ხანგრძლივობის გამოანგარიშების საშუალებას.     

    შუამდინარეთიდან ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ასტრონომიული და ასტროლოგიური ცოდნა გავრცელდა.

   ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ბაბილონელთა შემოქმედებაზე, მაგრამ აღმოაჩინეს რამოდენიმე პოემა. უმთავრესია ძვ.წ.დაახლოებით 1800 წლისთვის დაწერილი გილგამეშის ეპოპეა რომელიც შემდეგ გამდიდრდა თხზულებით «ზებრძენი» რომელიც იმეორებს შუმერულ მითიურ თხრობას.

   კაცობრიობის უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები
ჩაწერილია ლურსმული ანბანით აქადურ ენაზე.

( ფრანგული ჟურნალი ( «მეცნიერების დოსიეები»,საგანგებო ნომერი «გამქრალი ცივილიზაციები»,2011).
______________________________________________

 ქედმაღალი, მდიდარი,ყოფითი სიტკბოებით კეთილდღეობით და ფუფუნებით სავსე, თავისი ცის მწვდომი კოშკის აგებით შემოქმედთან დაპირისპირების მსურველი  ბაბილონის იმპერიისგან, ბაბილონისგან რომლის სახელი (ბაბ-ილი აქადურად) ნიშნავს ღმერთის კარიბჭეს, დღეს დარჩა ნანგრევთა უზომო ველი. 


ასტროლოგია

  აპოკალიფსის დაწერის ხანაში სახელით ბაბილონი აღნიშნავდნენ ქრისტიანთა მჩაგვრელ და 70 წელს იერუსალიმის ტაძრის დამანგრეველ რომს.

   დიდ მეძავად წოდებულ ბაბილონს სახარების მიერ ნაქადაგევი თავმდაბლობის და სისადავის საწინააღმდეგოდ თავი მოაქვს ფუფუნებით და სიმდიდრით.

    მოგვიანებოთ ლუთერი გარყვნილ ბაბილონს შეადარებს პაპთა რომს.

     პეტრარკა თავის სონეტებში ბაბილონად იხსენიებს პაპთა ქალაქ ავინიონს. სწორედ ამ დროს ქრება ლათინური როგორც უნივერსალური, საყოველთაო ენა. ბაბილონის ხატი ისევ გააქტიურდება XVI საუკუნის ადამიანთა ცნობიერებაში.

No comments: