Mosvaniki
Just another WordPress.com site
RSS
პოლიტიკური შინაარსის ტერმინი “საქართევლო” ადრეულ შუა საუკუნეებში შემოვიდა სიტყვახმარებაში და წინამორბედი “იბერია” ჩაანაცვლა.[1]
მესხეთი (ზოგჯერ მას სამცხე-ჯავახეთად მოიხსენიებენ) საქართველოს წამყვან –
პოლიტიკურად და ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებულ – მხარეს ერქვა. ამ
პროვინციის და მისი მკვიდრების – მესხების სახელწოდება, ძველად სრულიად
საქართველოს და მთელი ქართველი ხალხის აღმნიშვნელ ტერმინადაც იხმარებოდა.[2]
საქართველოს სამეფო დომენებიც ძირითადად ამ მხარეში იყო კონცენტრირებული,
რადგან ბაგრატიონთა სამეფო სახლმა ამ პროვინციიდან აიღო დასაბამი.
საიმდროოდ, სახელმწიფოებრიობის გაბატონებულ ფორმას ყველგან იმპერია
წარმოადგენდა. მცირერიცხოვანი ხალხები, თავიანთი სახელმწიფო
წარმონაქმნებით, ჩვეულებრივ, რომელიმე დიდი იმპერიის შემადგენლობაში
შედიოდნენ და მოკლებულები იყვნენ სუვერენიტეტს. მესხების სამშობლო
საქართელო კი იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელიც, ტერიტორიული
სიმცირის მიუხედავად, დამოუკიდებლობას და სრულ სუვერენიტეტს მშფოთვარე შუა
საუკუნეებშიც ფლობდა – თანაც ისეთი მრისხანე იმპერიების გარემოცვაში,
როგორებიც ბიზანტია, არაბთა ხალიფატი და სელჯუკთა სულთანატი იყვნენ.
სრული სუვერენიტეტი საქართველომ თავდაპირველად სწორედ მესხების
თავდაუზოგავი ბრძოლის და სამცხის მკვიდრთა დიდი სიმამაცის ხარჯზე მოიპოვა.
ამიტომ იქცა ეს მხარე ქართული კულტურის – მათ შორის პოლიტიკური კულტურის –
ეპიცენტრად და თვით ქართველი ერის პირველსამშობლოდ. ქართული სიტყვიერების
და ხელოვნების გვირგვინის, სწორუპოვარი “ვეფხისტყაოსნის” ავტორი – შოთა რუსთველი,
სწორედ მესხეთის მკვიდრი და იმ ადამიანების წინაპარი იყო, ვისი
დევნილობაში მყოფი შთამომავლობაც გადატანილი უსამართლობის და ენით აუწერელი
განსაცდელების მიუხედავად დღემდე ინარჩუნებს საკუთარ მეობას და
საქართველოში ხელახლა დამკვიდრების სურვილს.
შუა საუკუნეებში მესხების სამშობლო, საქართველო, დამოუკიდებლობის და
სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით სელჯუკთა გრანდიოზულ იმპერიასთან იყო
უთანასწორო ჭიდილში ჩაბმული; გრანდიოზული იყო თავისუფლების საფასურად
გადახდილი ომების განზომილებაც. დიდგორის, შამქორის და ბასიანის ომებში –
სადაც საქართველო თურქულ–არაბული იმპერიის კოალიციურ ჯარებს ებრძოდა –
თითოეულ ჯერზე, ნახევარ მილიონადმე მებრძოლი იღებდა მონაწილეობას; ამ
დაუნდობელი ხოცვა–ჟლეტის ეპიცენტრში საქართველოს დაუმარცხებელი ჯარის
მთავარი დამრტყმელი ძალა – მესხთა მეწინავე კორპუსი ტრიალებდა. მოპოვებული
გამარჯვებების ლომის წილი სწორედ მესხებზე მოდის…
კავკასიის პოლიტიკურ სცენაზე რუსეთის იმპერიის შემოღწევამ ყველა ქართული
ქვეყნის ბედ-იღბალი აწეწა და ქართველ ხალხს არაერთი უბედურება დაატეხა.
ოსმალეთის მსგავსად რუსულ იმპერიასაც პოლიტიკის იდეოლოგიურ ინსტრუმენტად
სარწმუნოება ჰქონდა მომარჯვებული და კონფესიურად იდენტური ქართული
საზოგადოების მიმხრობის და გადაბირების სერიოზულ პოტენციალს ატარებდა.
ოსმალეთის იმპერიის მესვეურებს მართლმადიდებელ მესხებში აგრესიული
ჩრდილოელი კონკურენტის შესაძლო მოკავშირე ელანდებოდათ, რამაც მესხების
მიმართ შემწყნარებლობის პოლიტიკის გაგრძელებას აზრი დაუკარგა;[4]
მე-18 საუკუნის ბოლოს ქართული ეკლესია მესხეთში უკვე სულს ღაფავდა. ეს მით
უფრო სავალალო იყო, რომ ეკლესიაზე ქართული საგანმანათლებლო სისტმა იყო
მიბმული და მისი მოშლით ქართული წიგნიერების და განთლების საქმე
იღუპებოდა.
იმპერიის მხრიდან ზეწოლის ასე გაძლიერების მიუხედავად, სამხცის
მოსახლეობა თავის ეროვნულ მეობას გააფთრებული ებღაუჭებოდა. მესხურ და
მთლიანად ქართულ საზოგადოებას ნაციონალური შეგნება უკვე ადრეულ შუა
საუკუნეებში ჰქონდა ჩამოყალიბებული; ქართული ეროვნული იდენტობა რამდენიმე
საყრდენს – ენას, დამწერლობას და ეკლესიას – ეფუძნა; მთავარი იდეოლოგიური
ინსტიტუტის, ეკლესიის მოშლით და ისლამის გაბატონებით ეროვნული მეობის
შენარჩუნების მთელი სიმძიმე ენას და დამწერლობას დააწვა, მაგრამ ქართული
წიგნიერება ქართულ ეკლესიასთან ერთად დაითრგუნა, სახელმწიფოს ენის რანგში
კი იმპერიის მთელ ტერიტორიაზე უკვე თურქული იხმარებოდა; მესხი
თვადაზნაურობისთვის თურქულის ცოდნა სავალდებულო შეიქნა; ქართულ ენას
სამცხეში პოლიტიკური ყავლი გასდიოდა. მშობლიური ენის პოზიციების
შესუსტებას მე–18 საუკუნის 80-იან წლებიდან მასიურად შემოღებული სასულიერო
სასწავლებლები – “ჰადისების სახლებიც” აპირობებდა. ახალციხის საფაშოს
ზედაფენა მშობლიური ენით საჯარო სივრცეში უკვე აღარ მეტყველბდა და ქართულს
მხოლოდ ოჯახებში, ან გლეხკაცობასთან საუბრისთვის იყენებდნენ[5].
ესეც საქმე იყო! მოსახლეობის ეთნოსური შემადგენლის მიხედვით “მე-18
საუკუნის ბოლოს სამცხე-ჯავახეთი ჯერ კიდევ წმინდა ქართულ ეთნიკურ მხარეს
წარმოადგენდა”.[6]
მესხების მიერ ქართულის ცოდნას ფრანგი მოგზაური დიუბუა დე მონპერეც
ადასტურებს (ეს უკვე მე-19 საუკუნის 30-იან წლებში!!!): “გამუსლიმანებულ
ქართულ სოფლებში ქართველი მუსლიმები ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა ესმით
თურქულიც”. რასაკვირველია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ქართულად უკვე ვეღარ
მეტყველებდნენ, მაგრამ ეროვნული იდენტობა მესხური საზოგადოების არც ამ
ნაწილს დაუკარგავს; შემთხვევითი როდია, რომ ისლამის რწმენაზე გადასული
მესხები თავიანთ თავს „იერლის“ ან “ბინალის“ უწოდებენ, რაც ადგილობრივ მკვიდრს, ბინადარს ნიშნავს და კონფესიურად იგივე, მაგრამ ეთნო–ნაციონალურად განსხვავებული მუსლიმებისგან გასამიჯნად იქნა შემოღებული.
ტერმინი გვაუწყებს, რომ ვინც “იერლი” და “ბინალია”, ის არც თურქი და
თარაქამაა და არც – ქურთი, არამედ ქართველი მაჰმადიანი – ამ ქვეყნის
ნამდვილი პატრონი და მკვიდრი.
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, მაგრამ ეროვნული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ქართული ქვეყანა ორ ცეცხლს შუა იყო მოქცეული. ოსმალური უღლის წინააღმდეგ ამხედრებული სელიმ ხიმშიაშვილი დამარცხდა; 1815 წელს ოსმალებმა მას თავი მოჰკვეთს. მაგრამ მესხეთის წინააღმდეგობის მოძრაობა ამით არ შეწყვეტილა; ერთი წლის მერე, 1816-ში, ოსმალური ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე მთელი მესხეთი აჯანყდა და მამედ თურანის (რომელიც ისტორიულ ლიტერატურაში მაჰმედ ტირანის მეტსახელითაც არის ცნობილი) სადამსჯელო კორპუსი გაანადგურა. აჯანყების ჩასაქრობად პორტამ ამჯერად სერასკირი, ბაბა-ფაშა წარგზავნა. მესხები მამედ ბეგ ვაჩნაძის მეთაურობით, სოფელ წურწყაბში დაბანაკებულ საიმპერიო ჯარს ეკვეთნენ, მაგრამ დამარცხდნენ, თუმცა ბრძოლა ამით არ გათავებულა: აჯანყებული მესხები ახალციხეში გამაგრდნენ. ქალაქი 11 დღე იგერიებდა დამსჯელი ჯარის შემოტევას, რის შემდეგაც ბაბა ფაშა გადამწყვეტ შტურმზე გადავიდა. მესხებმა ამ შემოტევასაც გაუძლეს და ბაბა ფაშა, ბოლოს და ბოლოს, სამცხიდან გააძევეს. “1816 წლის აჯანყება იყო ნამდვილი სახალხო ბრძოლა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ოსმალური უღლის გადაგდება. დამპყრობლებთან ბრძოლაში აჯანყებამ გააერთიანა საზოგადოების ყველა ფენა, რომელთაც შექმნეს საკმაოდ ძლიერი სახალხო ლაშქარი… ეს იყო ქართველი ხალის ბრძოლა ოსმალო დამპყროვლების წინააღმდეგ. სახალხო აჯანყებამ მუსლიმან მესხთა ეროვნული გრძნობები შესამჩნევად გამოაფხიზლა.” [8]
სამცხეს და მის მკვიდრებს ოსმალეთზე მეტ საფრთხეს რუსეთის იმპერია უქმნიდა. შეტევაზე გადმოსულ რუსებს მესხები მედგარად დახვდნენ, რის გამოც ცარისტულმა იმპერიამ – მას მერე რაც მათი წინააღმდეგობა გატეხა – გადაწყვიტა სამაგალითო სისასტიკით დაესაჯა შეუპოვარი მესხები და ყველაფერს ეცადა მათი სრული ფიზიკური განადგურებისათვის. საბედნიეროდ, რუსულმა იმპერიამ საწადელი ვერ აიხდინა, მაგრამ ქართული ეთნო–ნაციონალური ქსოვილისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება – მაინც მოახერხა. მესხების ბრძოლა ქართველი ხალხის რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია:
მე-19 საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიის უდიდესი ქალაქი არა თბილისი (რომლის მოსახლეობა აღა მაჰმად ხანის მიერ მის აოხრებამდე – 25 000 კაცს აღწევდა), არამედ ახალციხე იყო, სადაც 50 000-ამდე კაცი ცხოვრობდა და თბილისს ერთი ორად აღემატებოდა. რუსების მესხეთში შემოსვლით ახალციხე მიწასთან გასწორდა.
1828 წლის 16 აგვისტო ავბედითი დღე გამოდგა ქართველი ხალხის ისტორიაში. რუსეთის არმიის გენერალმა პასკევიჩმა ახალციხე – წინა აზიის ულამაზესი ქალაქი – ქვემეხების ცეცხლის ალში გახვია; ხანძარმა შეასუსტა ახალციხის დამცველთა გმირული წინააღმდეგობა: ხანძარწაკიდებულ სახლებში ქალები და ბავშვები იწვოდნენ. “ქალაქის ერთ-ერთ მეჩეთში შეკეტილი 400 ადამიანი მეჩეთთან ერთად ამოიბუგა.” [9] ერთ–ერთ დიდ სახლში კი – 300 თავშეფარებული ქალი გამოწვეს… აი, როგორი პატაკი გაუგზავნა გენერალმა პასკევიჩმა მის იმპერატორს, ნიკოლაი პირველს: “ცამეტსაათიანი შტურმის შემდეგ ფერფლად ქცეული ახალციხიდან მაქვს პატივი მოვულოცო (sic!) თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას მთელს წინა აზაიაში სახელგანთქმული ქალალქის დაპყრობა.” [10] ამის მერე ახალციხემ ვეღარასოდეს დაიბრუნა ძველი დიდება. ავბედითი აგვისტოს ომის მეორე დღეს ქალაქის ქუჩებში მოკრიფეს და დაასაფლავეს ახალციხის 3 000 მკვიდრის ცხედარი, მათ შორის მამაკაცის ტანსაცმელში მებროლი 100 ქალის!!! დაიღუპა აგრეთვე 5 000 მესხი ჯარისკაცი და 1 300 რუსის სალდათი. გადაბუგულ ქალაქში შავი ჭირის ეპიდემიამაც იფეთქა. ახალციხის “აღება” დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა რუსეთის იმპერიის მსხვილ ქალაქებში. ჯაყელეთა ტახტი გენერალმა პასკევიჩმა თავის სამშობლოში გადააგზავნა და დღემდე მოგილიოვის მუზეუმშია დაცული.
თავსდატეხილი უბედურებების კასკადი ამით სულაც არ შეწყვეტილა. მალე რუსებმა ეთნოწმენდა მოაწყეს სამცხეში. ცარიზმის მოხელენი მკვიდ მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ მათი სამშობლო თურქეთში იყო და იქ გადასახლებისკენ აქეზებდნენ. თურქული ხელისუფლებაც რუსების ნებას დაჰყვა და იგივეს ითხოვდა ახალციხის საფაშოს მოსახლეობისაგან. ახალციხეში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, ბევრი დაშინდა და მართლაც დაიძრა ოსმალეთის სიღრმეებისკენ ბედის საძებნად, ძირითად ნაწილს კი მშობლიური მხარიდან ფეხი არ მოუცვლია; მაგრამ პასკევიჩი მარტო ბოროტი პროპაგანდით როდი შემოიფარგლა; ჯავახეთის მშვიდობიან სოფლებს გენერალმა ქვემეხების ცეცხლი დაუშინა. გაქცეული მოსახლეობა ბევრს ეცადა გადამწვარ და გაძარცვულ სახლებში მობრუნებას, მაგრამ ამაოდ: რუსულმა ჯარმა გზები შეკრა.[11]
ოსმალებთან მიღწეული შეთანხმების მერე, 1830 წელს რუსულმა ადმინისტრაციამ ჯავახეთში ქართველების ნასახლარზე არზრუმის ვილაიეთიდან გადმოყვანილი სომხები დააბინავა.
ამ არაადამიანური, უაზრო რუსული სტრატეგიის თანახმად ეთნოწმედა ორ ეტაპად უნდა ჩატარებულიყო; მეორე ჯერზე, ჯავახეთის მსგავსად, მესხეთიც უნდა დაცლილიყო ძველი მკვიდრებისაგან, მაგრამ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სირთულეებმა ცარიზმს ამ კაცთმოძულური ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება მაშინ არ მისცა. პროექტი, მოგვიანებით, საბჭოთა რუსეთმა მოიყვანა სისრულეში.
გვიანი შუა საუკუნეები დაცემის ხანა იყო საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ოსმალეთის მიერ სამცხის მიერთების გამო ამ მხარის მკვიდრებს სხვა ქართულ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პირობებში უხდებოდათ ეკონომიკური ინტერესების და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა. მით უფრო გასაკვირი და ქების ღირსია, მათი მიღწევები!!!.. წინამდებრე წიგნაკში მხოლოდ ზოგიერთ ფაქტს მივაქცევთ ყურადღებას.
მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ამიერკავკასიაში ბურჟუაზიული ურთიერთობები ვითარდებოდა; მხარის ეკონომიკური ცხოვრების სადავეები თანდათან კაპიტალისტების ხელში ექცეოდა. აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის გუბერნიაში) უმთავრესი ეკონომიკური სიმდიდრე, მიწები – ქართველი თავადაზნაურობის კუთვნილებიდან, თანდათან სომხური ბურჟუაზიის ხელში გადადიოდა. სომხური ბურჟუაზია კი ნაციონალისტური პროგრამით მოქედებდა, რის წყალობითაც საქართველოს ზოგი მხარე თანდათან არმენიზირდებოდა. ქართველები უკვე მათ ყოფილ დედაქალაქშიც კი უმცირესობაში მოექცნენ. მოვლენათა ასეთი შემობრუნება შესაბამისობაში მოდიოდა რუსული ადმინისტრაციის კოლონიალისტურ სტრატეგიასთან, რომლის ტაქტიკა ხალხთა ურთიერთწასისინების პრინციპს გულსხმობდა - წაკიდე და იბატონე.
სხვა ვითარება შეიქმნა დასავლეთ საქართველოში. იქ ქართული ეთნოსის სამეურნეო პოზიციები მყარი გამოდგა, სიმყარის უმთავრესი მიზეზი სწორედ მესხები იყვნენ და აი რატომ:
როგორც აღვნიშნეთ, მე-18 საუკუნეში ამიერკავკასიის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს არა თბილისი, არამედ ახალციხე წარმოადგენდა. იქაური ვაჭარ-ხელოსნები სომხური კაპიტალის კაბალაში როდი მოექცნენ; ახალციხელი კომერსანტები ტოლს არ უდებდნენ რეგიონალურ კონკურენტებს. მესხები დიდი წარმატებით ვაჭრობდნენ წინააზიის ქვეყნებსა და ინდოეთში. დასავლეთ საქართველოში კომერციული საქმიანობის ყველა სადავე სწორედ მესხების ხელში აღმოჩნდა, რამაც სერიოზულად შებოჭა სომხური კაპიტალის და მასთან ერთად სომხური ნაციონალისტური პროგრამის – ქართული პროვინციების ხარჯზე გაფართოების – პერსპექტივა. არაერთი მესხი კომერსანტი მერე ქართლსა და იმერეთში დამკვიდრდა და ქართველი კაპიტალისტების ადგილობრივ კლასს დაუდო დასაბამი: ოცხელები, კოკოჩაშვილები, ზუბალაშვილები, ხეჩინაშვილები, სხვები…
მესხები დიპლომატიურ სარბიელზეც წარმატებით მსახურებდნენ ეროვნულ ინტერესს. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართლის და იმერეთის მეფეების კეთილსაიმედო დესპანების როლში მესხები ხშირად ყოფილან. მაგალითად, კუმურდოს საეპსიკოპოსო საყდრის ყოფილი წინამძღვარი – ხარიტონი კახეთის მეფე თეიმურაზის დესპანი იყო; იმერეთის მეფის, სოლომონის კარზე კი ცნობილი მესხი დიპლომატები: არსენ ავალიშვილი და თამაზ თამაშვილი საქმიანობდნენ…
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მესხები წარმატებულ კარიერას ოსმალეთის სახელმწიფო კარზეც იწყობდნენ; არანაირი ადმინისტრაციული თუ სამხედრო თანამდებობა მათთვის მიუწვდომელი არ დარჩენილა: დიდვეზირები, სამხედრო, იუსტიციის თუ ფინანსთა მინისტრები, მარშლები, ბეგლარბეგები და იმპერიის სხვადასხვა პროვინციების ფაშები (მე-18 საუკუნის მიწურულს მარტო თავდგირიძეთა გვარიდან 5 ფაშაა ცნობილი). იმპერიის სამსახურში ჩამდგარი მესხები თურქულ ჟურნალ-გაზეთებსაც კი რედაქტორობდნენ. ხონთქარის კარზე ხშირად შეხვდებოდით ქართული წარმომავლობის დედოფლებსაც.
როგორც აღვნიშნეთ, მწიგნობრობა, იმ ხანად, ეკლესიიასთან იყო უშუალო კავშირში. იმის მიუხედავად, რომ მე-18 საუკუნეში ქართული ეკლესია სამცხეში ანულირებული იყო, ქართული მწიგნობრობა ინერციით აგრძელებდა არსებობას. ახალციხელი ხოჯა ოსანათ ტერ-იოანეს, იგივე იოანე ხოჯევათის “საისტორიო მისიონერული დღიური” ქართული საისტორიო მწერლობის ფასდაუდებელ ძეგლად არის მიჩნეული. ხოჯევათი განათლებული მედიკოსიც იყო და ქართულ, თურქულ, ლათინურ და სომხურ ენებს ფლობდა; ვახუშტი ბაგრატიონის ქრონიკების შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში გვიანი საუკუნეებისათვის ხოჯევათის მატიანეზე უფრო მნიშვნელოვანი ძეგლი არ მოიპოვება. მატიანის წერა მერე კათოლიკე მესხებმა, სტეფანე ნავროზაშვილმა და სტეფანე აბანაშვილმა განაგრძეს.
ქართული კულტურის და ეროვნული ინტერესების დიდი მოამაგეების: პეტრე ხარისჭილაშვილის, იოანე გვარამაძის და მიხეილ თამარაშვილის სახელები კი საყოვლეთაოდ არის ცნობილი. იოანე გვარამაძე, მაგალითად, პროფესორ შ. ლომსაძის სიტყვებით “ნამდვილი ერონვული ინსტიტუტი იყო.” [12] ის ქართულთან ერთად ლათინურ, ფრანგულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ძველ და ახალ სომხურ ენებს ფლობდა და მრავალ სფეროში იღწვოდა: მწერლობა, პოეზია, დრამატურგია, მხატვრობა, მუსიკა, ლექსიკოგრაფია, ეთნოგრაფია, ისტორიული მეცნიერება… გვარამაძის შეკრებილი ფოლკლორული მასალის საფუძველზე დღევანდელი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობაც კი ეუფლება დედა ენას.
მეცხრამეტე საუკუნის მესხ საზოგადო მოღვაწეთა შორის უპირველესი ფიგურა მაინც მიხეილ თამარაშვილია. ამ კალიბრის ისტორიკოსი და თეოლოგი სხვა არც ერთი ყოფილა მის თანამედროვე საქართელოში. თავისი მნიშვნელობით ის დიდი განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის გვერდით დგას. ნიშანდობლივია, რომ ქართული კულტურის სიყვარული მას დედამ, სოფელ არლის მკვიდრმა, გაიანე ბათმანაშვილმა ჩაუნერგა, რომლმაც ძველი ქართული ტრადიციის ერთგულების მიზეზით რუსთველის “ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცოდა.
აქ არ შეიძლება ხიზაბავრელი იოსებ ხუციშვილი არ ვახსენოთ, რომლმაც 1836 წელს ახალციხეში ლითონის ქართული ასოები ჩამოასხა და სტამბა გამართა. ივანე გვარამაძემ მას “მესხეთ-ჯავახეთის ჰუტემბერგი” უწოდა. საიმდროოდ ხუციშვილის სტამბაში დაბეჭდილი წიგნების გარდა მთელ საქართველოში ქართულ ენაზე სხვა არც არაფერი იბეჭდებოდა. ხუციშვილის სტამბაში დაბეჭდილი წიგნებით მისი დის – თერეზინას დაარსებულ ორ სასწავლებელშიც ასწავლიდნენ ახალგაზრდობას. საერთოდ, სამცხეში სხვადასხვა დროს სხვადასხვა კერძო და საშინაო სკოლები მოქმედებდა: იოანე ხუცესის, სტეფანე აბინაშვილის, ნებიერიძის, ხოჯაშვილის… ამათ გარდა ახალციხეში ორი სკოლა – “ზემო და ქვემო საშაგირდო” ფუნქციონირებდა. სწავლება იქ ქართულ ენაზე მიდიოდა. ორივე სკოლა ყოველწლიურად 40-ამდე კურსდამთავრებულს უშვება. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ახალხიციხის თითქმის ყველა მოქალაქემ იცოდა წერა-კითხვა. მოგვიანებით, 1872 წელს, ახალციხეში ანა მუსხელიშვილის თაოსნობით ქართველ ქალთა სასაწავლებელიც ამოქმედდა.
მაშინდელი სამცხის კულტურული ცხოვრების თვალსაჩინო პლასტს სახალხო მთქმელები, აშუღები ქმნიდნენ. აშუღები თურქი და ქართველი ხალხების მეგობრობის და სულიერი დაახლოების ნამდვილ ადეპტებად გვევლინებოდნენ: იარალი ტოროლაშვილი, მაგალითად, ორენოვანი აშუღი იყო, სახალხო მთქმელი რაჯაბ ინასარიძე, კი მუსლიმი იყო და ქართულად მღეროდა; ცნობილი აშუღი იყო პტენელი ლუკა ბერიძე, მეტსახელად შივღა (შივღა გადაჭრილ ვაზზე ამოსულ ლერწს რქმევია. პოეტი, მისივე განმარტებით, იმპერიების მიერ აკაფული ქვეყნის სხეულზე ამოსულ ლერწს ასახიერებდა), უმღერდა ვარძიას, ვანის ქვაბებს… მისი ლექსების უცოდინარობა მესხეთში სირცხვილად ითვლებოდა. მუზებს მსახურებდნენ – ერკოტნელი – ეზინი, როკეთელი – ნიკო, იგივე აშუღ-ნიკო (დავლაშერიძე), ქილდელი – მიქელაძე, და სხვები. აშუღების რეპერტუარში ეროვნული და სოციალური თემატიკა ერთმანეთს ცვლიდა. მათ შემოქმედებაში უბრალო ხალხის გოდება ისმოდა: “ვაი შენ, ჩვენო საქართველო – თავღია და ფეხშიშველო,” “ადე, გაიღვეძეხ რუსთველო შოთა – მტერმა წაგვართვა ასპინძა, ოთა.”
მუსლიმანური რწმენა მესხებს სამშობლოს და ქართული ენის სიყვარულს როდი უნელებდა. სანიმუშოდ სტამბოლში მე-19 სკ-ის 60-იან წლებში ქართული ქრისტიანული სასულიერო სასწავლებელის გახსნის ფაქტიც გამოდგება: ამ სასწავლებელს ქართული წერა-კითხვის, ლიტერატურის და ისტორიის შესასწავლად მრავალი მუსლიმი ქართველი მიაწყდა. ამავე სკოლაში ჯელალ-ეფენდი მემარნიშვლი – რწმენით მუსლიმი – სამცხის ისტორიას ასწავლიდა.[13] გაკვეთილზე იგი თურქულ მასალებზე დაყრდნობით გადმოსცემდა ოსმალთა მიერ სამცხის დაპყრობის ტრაგიკულ ისტორიას.
მესხების კულტურულ მონაპოვრებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ახალციხის აჰმედის მეჩეთთან არსებული სასწავლებლის არაჩვეულებრივ ბიბლიოთეკას, რომელიც მთელ მუსლიმანურ კავკასიაში იყო სახელგასმენილი. წიგნასაცავი მეცნიერების სხვადასხვა დარგის ხელნაწერებსაც ინახავდა ფარსულ და არაბულ ენებზე…
ახალციხის და ბათუმის მიმდებარე ტერიტორიების ბედი პირველი მსოფლიო ომის კონტექსტში გადაწყდა. ამ ომში გერმანიამ რუსეთი დაამარცხა, რასაც ბრესტ–ლიტოვსკის “სეპარატული ზავი” მოჰყვა. ხელშეკრულების ძალით სამცხის ნაწილი – ყარსი, ართვინი და მიმდგომი ქვეყნები, გერმანიის მოკავშირეს, თურქეთს უნდა გადაცემოდა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავა აღნიშნული ტერიტორიები და ზედ ბათუმ-ახალციხის ზოლიც მიაყოლა, ხოლო ამიერკავკასიის სეიმს (ამ დროს რეგიონის ხელისუფლებას ამიერკავკასიის ხალხთა წარმომადგენლებისაგან შემდგარი სეიმი განასახიერებდა, სადაც წამყვანი პოზიციები ქართველ მენშევიკებს ეჭირათ) საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოსთხოვა; რუსოფილი მენშევიკები დამოუკიდებლობას არ ესწრაფოდნენ, მაგრამ თურქული შენაერთები სიღრმეში მოიწევდნენ და მენშევიკებმაც იგრძნეს, თურქული მხარის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ ადგილს ხელისუფლებაში ახალი – ამჯერად არა რუსეთის მარიონეტი, არამედ თურქეთის დამჯერი მთავრობა დაიჭერდა. ხელისუფლების ინსტინქტმა მენშევიკები მიახვედრა, რომ თურქეთის მოთხოვნას უნდა დაჰყოლოდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, რაც, სინამდვილეში, სავსებით შეესაბამებოდა ქართული საზოგადოების პოლიტიკურ მისწრაფებებს; თურქეთს საქართველოს დამოუკიდებლობა ბრესტის შეთანხმებით მოპოვებული ტერიტორიული შენაძენის საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის ჭირდებოდა.[14]
ახალციხის და ბათუმის მიმდგომი მიწა–წყალი მაინც საქართველოს წიაღში დაბრუნდა, მაგრამ 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ხელახალი ანექსია მოახდინა, სამხრეთ პროვინციები – მათ შორის მესხეთი და აჭარა – კი ისევ თურქეთის ჯარებმა დაიკავეს. საბოლოოდ, რუსეთი და თურქეთი გარიგდნენ: ჭოროხის აუზი თურქეთს დარჩა, ხოლო ბათუმი, ახალციხე და მიმდგომი ქვეყანა – რუსეთს, ოღონდ გარკვეული წინაპირობით: აჭარის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილად არ ითვლებოდა და სამომავლო რეფერენდუმს უნდა გადაეწყვიტა, რომელ მხარეს მოინდომებდა ცხოვრებას იქაური ხალხი. რუსებს ბათუმი არ ეთმობოდათ და აჭარის მოსახლეობის დანარჩენ საქართველოსთან ერთად ყოფნის (ანუ რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის) განწყობილების განსამტკიცებლად იქ ქართული ენა მის უფლებებში აღადგინა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელბიც ამ პერიოდში ყველა დასახლებულ პუნქტში იხსნებოდა, მშობლიურ, ქართულ ენაზე ამოქმედდა; ქართული იდენტობა სწრაფად გაძლიერდა და დანარჩენ საქართველოსთან აჭარის მოუწყვეტლობა ნებისმიერი რეფერენდუმის შემთხვევაში გარანტირდა (ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მერე რეფერენდუმი აღარ ჩატარდა, ესეც იყო, – რეფერენდუმმა, უბრალოდ, აზრი დაკარგა).
სხვაგვარად წარიმართა ახალციხის და შემოგარენის ბედი:
საბჭოთა ხელისუფლებამ სხვა დანარჩენი ქართული პროვინციების მაცხოვრებლებს სამცხის მოსახლეობასთან კონტაქტი აუკრძალა: მხარე “სასაზღვრო ზონად” გამოაცხადა და მის ეთნიკურ მიჯნებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოაწყო; სამცხეში შეღწევას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. კრემლის სტრატეგების ფანტაზიები ამით როდი ამოიწურა: მესხები სარწმუნეობრივი ნიშნით დაახარისხეს: მუსლიმები “თურქებად” გამოაცხადეს, ხოლო დანარჩენების ქართველობა, რომელთა რიცხვი შედარებით მცირე იყო, დიდსულოვნად დაადასტურეს.[15] მუსლიმ მესხებს სკოლები და მედიასაშუალებები არა მშობლიურ, არამედ – აზერბაიჯანულ[16] ენაზე გაუხსნეს, - კრემლის ნეოიმპერიალისტებს მზაკვრული ჩანაფიქრი ამოძრავებდათ…
„1916 წლის აღწერის მიხედვით სამხცე–ჯავახეთის დაახლოებით 60 000 ქართველი მაჰმადიანი მოსახლეობის მესამედს მშობლიური ქართული ენა უკვე დავიწყებული ჰქონდა, მეორე მესამედმა ქართული და თურქული იცოდა, ხოლო მოსახლეობის დარჩენილმა მესამედმა ქართულის გარდა სხვა ენა არ უწყოდა… ქართველები ამჯერად აზერბაიჯანელებად გამოაცხადეს და ქართული გვარები მუსლიმანურად გადაუკეთეს, აზერბაიჯანული სკოლები და ტექნიკუმები გაუხსნეს, პედაგოგები, კულტურის მუშაკები და მთელი პარტიული აპარატი უშუალოდ აზერბაიჯაიდან იგზავნებოდა, გაზეთი, თეატრი მხოლოდ აზერაიჯანულ ენაზე არსებობდა”.[17]
კრემლის ჰეგემონისტურ გეგმებში რუსული სოციალური სისტემის თურქეთში ექსპორტირება შედიოდა. კომუნისტურ იდეოლოგიაზე გაწყობილი საგანმანათლებლო და მედია ინსტრუმენტების მომარჯვებით სოვეტიზირებული მესხი მოსახლეობა, მათი თურქიზირებული ნაწილი, მეზობელი თურქეთის (ან მისი ტერიტორიის ნაწილის) საბჭოთა გავლენის სფეროში მოქცევის შემთხვევაში “მეხუთე კოლონის” როლში გამოვიდოდა. მესხების ცნობილ წარმომადგენელს, ლატიფშა ბარათაშვილს მოვუსმნოთ:
„ყველაზე მეტად გვაღელვებდა მდგომაროება მეზობლ თურქეთში, სადაც ხალხი ფეოდალების და კაპიტალისტების უღელქვეს გმინავდა. კომპარტია არალეგალურ მდგომარეობაში იყო… მიგვაჩნდა, რომ ჩვენი ადგილი იქ იყო, თურქეთში, სადაც თურქი ხალხის კლასობრივი ბრძოლისათვის უნდა გვეშველა. აი, ნამდვილი საქმე, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირდა… უსათუოდ რევოლუციურ სამუშოზე გაგზავნა გვინდოდა.”[18]
მესხეთიდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა-გასახლება “პასკევიჩის პროექტით” ჯავახეთიდან ქართველი მოსახლეობის განდევნის შემდგომ უნდა განხორციელებულიყო; ბოლშევიკებმა ეს გეგმა “დახვეწეს”: პანისლამისტური პროპაგანდის დაფდაფების ბრაგა-ბრუგში და რუსული ზარბაზნების გრიალში აყრილი და ოსმალეთის შიგა პროვინციებში გარეკილი ჯავახეთის მკვიდრებისგან განსხვავებით, მესხების თურქეთის სიღრმეში გასახლების იდეა, ამჯერად პროსაბჭოურ “კაზაკებად” მათი გამოყენების დამატებითი ფუნქციითაც დაიტვირთა; საამისოდ მოსამზადებელი სამუშაო უკვე ოციან და ოცდაათიან წლებში ჩატარდა, ხოლო თვითონ გასახლება ორ საფეხურად უნდა განხორცილებულიყო: მესხები ჯერ ცენტრალური აზიის საკონცენტრაციო გულაგებში გამოამწყვდიეს, ხოლო მერე, იქედან – თურქეთისკენ უპირებდნენ გადასროლას…
საქმე იმაშია, რომ რუსულ-საბჭოური რევოლუციის თურქეთში ექსპორტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა იოლი გასეირნება. თავდაცვის გარდა, თურქეთი კონტრზომების სახით კავკასიის ისლამიზირებული მოსახლეობის რიგებში დასაყრდენის პოვნას და დივერსიული ჯგუფების ამოქმედებსაც შეეცდებოდა; ამიტომ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის ისლამური ეთნოსები, საბჭოთა იმპერიამ ხელის ერთი მოსმით წამოხვეტა და მომავალ საბრძოლო მოქმედების პერიმეტრს გაარიდა; მოულოდნელობისგან დაბნეულ მესხებს განუმარტეს, რომ მათი აყრა დროებითი ღონისძიება იყო; საბჭოელები სოციალისტური რევოლუციის თურქეთში ექსპორტის მერე, იქაური დაწიოკებული თემების ნასახლარებში ცენტრალური აზიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გადმოსროლილ მესხებს შეასახლებდნენ (თურქული “დედასამშობლოს ჰარტლენდში” დააბრუნებდნენ) და, რასაკვირველია, ამჯერად პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც მოაქცევდნენ დანარჩენი მოსახლეობის გაუბედურების ხარჯზე. რუსეთის ხელისუფლება მსგავს ზომებს აკი სისტემატურად მიმართავდა: კაზაკებზე რომ არაფერი ვთქვათ, არზრუმიდან აყრილი სომეხი მოსახლეობის ჯავახეთის ქართულ ნასახლარებში დაბინავებაც, არსებითად, ამავე ტიპის ოპერაცია იყო. ეთნონაციონალური იდენტობის რელიგიური კუთვნილების მიხედვით განსაზღვრით, ანუ მუსლიმი მესხების თურქებად გამოცხადებით, აზერბაიჯანული სასწავლებლების (რომელთა გახსნა მესხებს არ მოუთხოვია) მეშვეობით საჯარო სივრცის ენად თურქულის დამკვიდრებით მესხები – კრემლის სტრატეგების აზრით – “პროსაბჭოურ კოლონად” გამოყენებისთვის უკვე მზად იყვნენ.
მეზობელი ქვეყნის გასაბჭოების ავანტურაზე ხელის აღებით, თურქეთის მხრიდან საპასუხო დივერსიების საფრთხეც მოიხსნა და კავკასიის დეპროტირებული ხალხები ისევ ძველ საცხოვრისებში დააბრუნეს… რასაკვეირველია, მესხების გარდა. მესხები – მარად დაუმორჩილებელი ქართული მოდგმის ამოგლეჯილი გულ-ღვიძლი – ისევ კომენდანტის საათის პირობებში დატოვეს ცენტრალური აზიის ტრამალებში.[19]
1944 წელს კი მოსკოველი მიზანთროპები ჩქარობდნენ; ოპერაცია მსოფლიო ომის კონტექსტში უნდა მოქცეულიყო: სანამ ფაშიზმის წინააღმდეგ გაგანია ომში ჩაბმულ წამყვან ქვეყნებს – ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საფრანგეთს მოსკოვის მოკავშირეობა ერთ რამედ უღირდათ – ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე საპროტესტო რეაგირება ამ ზესახელმწიფოების მხრიდან მოსალოდნელი აღარ იყო. მესხი ბავშვების და ქალების დასაცავად მსოფლიო პოლიტიკის ღმერთებს არ ეცალათ, ადამიანები კი, ვისაც მათი დაცვა შეეძლო, ტოტალური მობილიზაციის წესით იყვნენ საბჭოთა ჯარში გაწვეულები და, უბრალოდ, არაფერი იცოდნენ სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის კაცთმოძულური გადაწყვეტილების შესახებ. დატრიალებული ტრაგედიის მერე, საბჭოთა არმიიდან დემობილიზირებულმა მესხმა მებრძოლებმა საკუთარ ოჯახებს შუა აზიის რესპუბლიკებში დაუწყეს ძებნა, რათა მათთან ერთად გაეზიარებინათ უსამართლობის სიმწარე…
1944 წლის 15 ნოემბრის ავბედით ღამეს – ბავშვების, ქალების და მოხუცების წინააღმდეგ ჩატარებული კაცთმოძულური ოპერაცია შინაარსით და მასშტაბით საბჭოთა კავშირის შესაფერისი და საკადრისი იყო. სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ოქტომბრის N 6279 დადგენილებით ორ ღამეში სულ 220 სოფლის 90 000-მდე მკვიდრი აჰყარეს მშობლიური კერებიდან. ათასობით ადამიანი გზაშივე დაიღუპა სიცივით, შიმშილით, და სასოწარკვეთით! ბადრაგი ცხედრებს გაქანებული მატარებლიდან ისროდა… ჭირისუფლების თვალწინ!!!…
საქართველო – მესხების სამშობლო (მცირე ამონარიდი სამცხის ისტორიიდან)
26
Feb
1944 წლის 15 ნოემბერს საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა “თავდაცვის
სახელმწიფო კომიტეტის” N 6279 დადგენილების საფუძველზე საკუთარი
საცხოვრისიდან აყარა საქართველოს უძველესი პროვინციის, სამცხე-ჯავახეთის
მკვიდრი მოსახლეობა და სარკინიგზო ტვირთების გადასატანად განკუთვნილ
ვაგონებში გამომწყვდეული, ცენტრალური აზიის ხრიოკებში გადაისროლა;
გაუსაძლის პირობებში მგზავრობამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,
გადაჩენილებს კი, ფაქტიურად, საველე პირობებში მოუწიათ ცხოვრების უცხო
მხარეში დაწყება; კრემლის მესვეურთა გეოპოლიტიკურ ფანტაზიებს შეწირულ
უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად აეკრძალათ მიჩენილი ადგილების დატოვება;
რეზერვაციებში გამომწყვდეული მესხებისთვის – რეჟიმის მიერ გადასახლებული
სხვა ხალხებისგან განსხვავებით – სამშობლოში დაბრუნების ნება არც ნიკიტა
ხრუშჩოვის ე.წ. “ოტტეპელის” დროს დაურთავთ. მათი ყველა მცდელობა,
დაბრუნებოდნენ საქართველოს, ამაო გამოდგა. ადამიანურობის წინააღმდეგ
ჩადენილი ამ სასტიკი დანაშაულის გამო პასუხი არავის უგია…
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს საქართველომ, მესხების სამშობლომ, დამოუკიდებლობა აღიდგინა. ახალი ქართულ სახელმწიფო ცდილობს თავის წიაღში დააბრუნოს საქართველოდან იძულებით გასახლებული თუ სხვა მიზეზით გადახვეწილი მისი მკვიდრები.
წინამდებარე წიგნაკი წარმოადგენს მცირე ამონარიდს სამცხის ტრაგიკული ისტორიიდან.

1
მესხები და მათი სამშობლო სელჯუკების ხანაში
2
ისლამი, თურქული ენა და ქართული მეობა
დიდი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის
მიუხედავად, მოგვიანებით, ქართული სახელმწიფო მაინც დამარცხდა; მან
მონღოლთა იმპერიის დარტყმებს ვეღარ გაუძლო და რამდენიმე ნაწილად დაიშალა.
დაქუცმაცებული ქვეყნის ცალკეულ მხარეებს სუვერენიტეტის შენარჩუნება
უჭირდა. სამცხე მე–16 მე–17 საუკუნეების მიჯნაზე წინა აზიის უძლიერესი
იმპერიის – ოსმალეთის შემადგენლობაში მოექცა და შესაბამისი პოლიტიკური,
ეკონომიკური და კულტურული ტრანსფორმაციაც განიცადა: მიწისმფლობელობის და
მიწათმოწყობის ადგილობრივი, ქართული წესი იქ ოსმალურმა შეცვალა; სამცხის
არისტოკრატიამაც პანისლამისტური იმპერიის მოთხოვნების შესაბამისად იცვალა
იერი: თურქულად გადაიცვა და ისლამი მიიღო. ეს არ იყო უმტკივნეულო პროცესი,
მაგრამ დიდი პიროვნული ვნებათაღელვის ფასად, მმართველმა ზედაფენამ ამ გზით
თავისი სამხედრო და სამეურნეო პრივილეგიების შენარჩუნება მოახერხა;
ახალციხის ფაშებად[3]
ძირითადად ისევ ძველი ქართული სათავადო სახლის შვილები – ჯაყელები
მოგვევლინენ მემკვიდრეობითობის უფლებით. გვარიანი ფერისცვალების
მიუხედავად, სამცხე, მთლიანობაში, ისევ ქართულ ქვეყნად და „დე ფაქტო“ ავტონომიურ მხარედ დარჩა ოსმალეთის იმპერიაში, ქვეყანაში,
სადაც იარაღის ტარების, ისევე როგორც მიწების და მასზე დამკვიდრებული
ადამიანების განკარგვის უფლება, მხოლოდ მუსლიმებს ჰქონდათ მინიჭებული.
სხვა ხალხები (და მათ შორის ჯერაც ქრისტიანი სამცხელი ქართველები) არა
მარტო ამ უფლებებს იყვნენ მოკლებულნი, არამედ დამატებითი გამოსაღებითაც
იბეგრებოდნენ; ამ დამატებითი შემოსავლის მიზეზით, იმპერიის მესვეურები
ადგილობრივი მშრომელი ქვედაფენის ისლამზე მოქცევას დიდი თავგამოდებით როდი
ცდილობდნენ; ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის მშრომელი
მოსახლეობა კვლავინდებურად ინარჩუნებდა ქრისტიანობას; მათი გამძლეობა
მარტო რელიგიური გრძნობით არ იყო ნასაზრდოვები: ქართული ეკლესია ეროვნული
დაწესებულება იყო და მისი ერთგულებით მესხეთის მოსახლეობა ეროვნულ მეობას
ელოლიავებოდა. სამწუხაროდ, ოსმალეთის საიმპერიო ხელისუფლების
რჯულშემწყნარებლობას მართლმადიდებელი რუსეთის მხრიდან წარმოქმნილმა
საფრთხემ დაუსვა წერტილი, – მართლმადიდებელი რუსეთის აგრესიული სტრატეგიის
მიზეზით, პორტამ მე-18 საუკუნეში რუსების “ერთმორწმუნე” მესხებზე ზეწოლა
გააძლიერა.
3
“მე ჯავახეთს რა მიჭირდა…”
(რუსების მოწყობილი პირველი ეთნოწმენდა)
მე-19 საუკუნის დასაწყისში მესხეთის
ადგილობრივი ხელისუფლები “დე ფაქტო” ავტონომიას აღარ სჯერდებოდნენ და მეტ
თავისუფლებას ესწრაფოდნენ. საამისოდ ისინი შეცვლილი საერთაშორისო
კონიუნქტურის გამოყენებას შეეცადნენ. ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილი
პორტაზე დამოკიდებულების მოსპობას რუსეთთან სამფარველო ხელშეკრულების
დადებით ლამობდა. მაგრამ სამცხე–ჯავახეთის მფარველობას მისივე
შიდაპოლიტიკური სისტემის შენარჩუნების პირობით, რუსები არ დაყაბულდნენ;
ჩვენთვის მთვარი აქ იმის აღნიშვნაა, რომ ასეთი პოლიტიკური გარიგების
მცდელობას, სამცხის მოსახლეობაში თურქული ნაციონალური იდენტობის არსებობის
შემთხვევაში ვერანაირად ვერ ექნებოდა ადგილი!!! მესხები არც
პანისლამიზმის ფანატიკოსები ყოფილან. ამის დასადასტურებლად ერთი ისტორიული
ფაქტის გასხენებაც საკმარისია:
1840 წელს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ახალციხეში საადგილმამულო
საკითხების გამოსარკვევად „სტატსკი სოვეტნიკი“, ვინმე ბულგაკოვი მიავლინა.
“მასთან გამოცხადდნენ ქვაბლიანის, ფოცხოვის, აბასთუმნის, ახალციხის
სანჯაყ-ბეგები, ძველ ქართელ თავადთა შთამომავალნი და განუცხადეს, – ჩვენი
სურვილია დავუბრუნდეთ ჩვენი წინაპრების ძველ, ქართულ, ქრისტიანულ
სარწმუნოებას მთელი ჩვენი მხარის მაცხოვრებლებთან ერთად, თუ მთავრობა
ისეთივე პირობებს შეგვიქმნის, როგორიც ქართველ თავადაზნაურობას აქვსო…
აღფრთოვანებულმა ბულგაკოვმა ეს ამბავი პეტერბურგს შეატყობინა, მაგრამ
სატახტო ქალაქიდან იგი მალე დაამშვიდეს და განუმარტეს, რომ შემოერთებულ
მხარეში მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სახაზინო მიწების გაზრდა[7]…”
როგორც ვხედავთ, სამცხის ელიტის უფლებრივი პრივილეგიების შენარჩუნების
წინადადება რუსებმა ცინიკურად უარყვეს, რაც სავსებით ეთანხმება სელიმ
ხიმშიაშვილის შეთავაზებაზე რუსების უარის პოლიტიკურ მოტივებს: რუსებს
მესხეთში ადგილობრივი ელიტის განადგურების სურვილი ამოძრავებდათ.დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, მაგრამ ეროვნული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ქართული ქვეყანა ორ ცეცხლს შუა იყო მოქცეული. ოსმალური უღლის წინააღმდეგ ამხედრებული სელიმ ხიმშიაშვილი დამარცხდა; 1815 წელს ოსმალებმა მას თავი მოჰკვეთს. მაგრამ მესხეთის წინააღმდეგობის მოძრაობა ამით არ შეწყვეტილა; ერთი წლის მერე, 1816-ში, ოსმალური ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე მთელი მესხეთი აჯანყდა და მამედ თურანის (რომელიც ისტორიულ ლიტერატურაში მაჰმედ ტირანის მეტსახელითაც არის ცნობილი) სადამსჯელო კორპუსი გაანადგურა. აჯანყების ჩასაქრობად პორტამ ამჯერად სერასკირი, ბაბა-ფაშა წარგზავნა. მესხები მამედ ბეგ ვაჩნაძის მეთაურობით, სოფელ წურწყაბში დაბანაკებულ საიმპერიო ჯარს ეკვეთნენ, მაგრამ დამარცხდნენ, თუმცა ბრძოლა ამით არ გათავებულა: აჯანყებული მესხები ახალციხეში გამაგრდნენ. ქალაქი 11 დღე იგერიებდა დამსჯელი ჯარის შემოტევას, რის შემდეგაც ბაბა ფაშა გადამწყვეტ შტურმზე გადავიდა. მესხებმა ამ შემოტევასაც გაუძლეს და ბაბა ფაშა, ბოლოს და ბოლოს, სამცხიდან გააძევეს. “1816 წლის აჯანყება იყო ნამდვილი სახალხო ბრძოლა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ოსმალური უღლის გადაგდება. დამპყრობლებთან ბრძოლაში აჯანყებამ გააერთიანა საზოგადოების ყველა ფენა, რომელთაც შექმნეს საკმაოდ ძლიერი სახალხო ლაშქარი… ეს იყო ქართველი ხალის ბრძოლა ოსმალო დამპყროვლების წინააღმდეგ. სახალხო აჯანყებამ მუსლიმან მესხთა ეროვნული გრძნობები შესამჩნევად გამოაფხიზლა.” [8]
სამცხეს და მის მკვიდრებს ოსმალეთზე მეტ საფრთხეს რუსეთის იმპერია უქმნიდა. შეტევაზე გადმოსულ რუსებს მესხები მედგარად დახვდნენ, რის გამოც ცარისტულმა იმპერიამ – მას მერე რაც მათი წინააღმდეგობა გატეხა – გადაწყვიტა სამაგალითო სისასტიკით დაესაჯა შეუპოვარი მესხები და ყველაფერს ეცადა მათი სრული ფიზიკური განადგურებისათვის. საბედნიეროდ, რუსულმა იმპერიამ საწადელი ვერ აიხდინა, მაგრამ ქართული ეთნო–ნაციონალური ქსოვილისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება – მაინც მოახერხა. მესხების ბრძოლა ქართველი ხალხის რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია:
მე-19 საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიის უდიდესი ქალაქი არა თბილისი (რომლის მოსახლეობა აღა მაჰმად ხანის მიერ მის აოხრებამდე – 25 000 კაცს აღწევდა), არამედ ახალციხე იყო, სადაც 50 000-ამდე კაცი ცხოვრობდა და თბილისს ერთი ორად აღემატებოდა. რუსების მესხეთში შემოსვლით ახალციხე მიწასთან გასწორდა.
1828 წლის 16 აგვისტო ავბედითი დღე გამოდგა ქართველი ხალხის ისტორიაში. რუსეთის არმიის გენერალმა პასკევიჩმა ახალციხე – წინა აზიის ულამაზესი ქალაქი – ქვემეხების ცეცხლის ალში გახვია; ხანძარმა შეასუსტა ახალციხის დამცველთა გმირული წინააღმდეგობა: ხანძარწაკიდებულ სახლებში ქალები და ბავშვები იწვოდნენ. “ქალაქის ერთ-ერთ მეჩეთში შეკეტილი 400 ადამიანი მეჩეთთან ერთად ამოიბუგა.” [9] ერთ–ერთ დიდ სახლში კი – 300 თავშეფარებული ქალი გამოწვეს… აი, როგორი პატაკი გაუგზავნა გენერალმა პასკევიჩმა მის იმპერატორს, ნიკოლაი პირველს: “ცამეტსაათიანი შტურმის შემდეგ ფერფლად ქცეული ახალციხიდან მაქვს პატივი მოვულოცო (sic!) თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას მთელს წინა აზაიაში სახელგანთქმული ქალალქის დაპყრობა.” [10] ამის მერე ახალციხემ ვეღარასოდეს დაიბრუნა ძველი დიდება. ავბედითი აგვისტოს ომის მეორე დღეს ქალაქის ქუჩებში მოკრიფეს და დაასაფლავეს ახალციხის 3 000 მკვიდრის ცხედარი, მათ შორის მამაკაცის ტანსაცმელში მებროლი 100 ქალის!!! დაიღუპა აგრეთვე 5 000 მესხი ჯარისკაცი და 1 300 რუსის სალდათი. გადაბუგულ ქალაქში შავი ჭირის ეპიდემიამაც იფეთქა. ახალციხის “აღება” დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა რუსეთის იმპერიის მსხვილ ქალაქებში. ჯაყელეთა ტახტი გენერალმა პასკევიჩმა თავის სამშობლოში გადააგზავნა და დღემდე მოგილიოვის მუზეუმშია დაცული.
თავსდატეხილი უბედურებების კასკადი ამით სულაც არ შეწყვეტილა. მალე რუსებმა ეთნოწმენდა მოაწყეს სამცხეში. ცარიზმის მოხელენი მკვიდ მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ მათი სამშობლო თურქეთში იყო და იქ გადასახლებისკენ აქეზებდნენ. თურქული ხელისუფლებაც რუსების ნებას დაჰყვა და იგივეს ითხოვდა ახალციხის საფაშოს მოსახლეობისაგან. ახალციხეში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, ბევრი დაშინდა და მართლაც დაიძრა ოსმალეთის სიღრმეებისკენ ბედის საძებნად, ძირითად ნაწილს კი მშობლიური მხარიდან ფეხი არ მოუცვლია; მაგრამ პასკევიჩი მარტო ბოროტი პროპაგანდით როდი შემოიფარგლა; ჯავახეთის მშვიდობიან სოფლებს გენერალმა ქვემეხების ცეცხლი დაუშინა. გაქცეული მოსახლეობა ბევრს ეცადა გადამწვარ და გაძარცვულ სახლებში მობრუნებას, მაგრამ ამაოდ: რუსულმა ჯარმა გზები შეკრა.[11]
ოსმალებთან მიღწეული შეთანხმების მერე, 1830 წელს რუსულმა ადმინისტრაციამ ჯავახეთში ქართველების ნასახლარზე არზრუმის ვილაიეთიდან გადმოყვანილი სომხები დააბინავა.
ამ არაადამიანური, უაზრო რუსული სტრატეგიის თანახმად ეთნოწმედა ორ ეტაპად უნდა ჩატარებულიყო; მეორე ჯერზე, ჯავახეთის მსგავსად, მესხეთიც უნდა დაცლილიყო ძველი მკვიდრებისაგან, მაგრამ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სირთულეებმა ცარიზმს ამ კაცთმოძულური ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება მაშინ არ მისცა. პროექტი, მოგვიანებით, საბჭოთა რუსეთმა მოიყვანა სისრულეში.
4
სამეურნეო და კულტურული ყოფის ეპიზოდები
სამცხის და მისი მკვიდრების რუსულ პერიოდზე საუბრის გაგრძელებამდე ზოგი
რამის თქმა მხარის ეკონომიკურ და კულტურულ პროფილზეც არის უპრიანი…გვიანი შუა საუკუნეები დაცემის ხანა იყო საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ოსმალეთის მიერ სამცხის მიერთების გამო ამ მხარის მკვიდრებს სხვა ქართულ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პირობებში უხდებოდათ ეკონომიკური ინტერესების და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა. მით უფრო გასაკვირი და ქების ღირსია, მათი მიღწევები!!!.. წინამდებრე წიგნაკში მხოლოდ ზოგიერთ ფაქტს მივაქცევთ ყურადღებას.
მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ამიერკავკასიაში ბურჟუაზიული ურთიერთობები ვითარდებოდა; მხარის ეკონომიკური ცხოვრების სადავეები თანდათან კაპიტალისტების ხელში ექცეოდა. აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის გუბერნიაში) უმთავრესი ეკონომიკური სიმდიდრე, მიწები – ქართველი თავადაზნაურობის კუთვნილებიდან, თანდათან სომხური ბურჟუაზიის ხელში გადადიოდა. სომხური ბურჟუაზია კი ნაციონალისტური პროგრამით მოქედებდა, რის წყალობითაც საქართველოს ზოგი მხარე თანდათან არმენიზირდებოდა. ქართველები უკვე მათ ყოფილ დედაქალაქშიც კი უმცირესობაში მოექცნენ. მოვლენათა ასეთი შემობრუნება შესაბამისობაში მოდიოდა რუსული ადმინისტრაციის კოლონიალისტურ სტრატეგიასთან, რომლის ტაქტიკა ხალხთა ურთიერთწასისინების პრინციპს გულსხმობდა - წაკიდე და იბატონე.
სხვა ვითარება შეიქმნა დასავლეთ საქართველოში. იქ ქართული ეთნოსის სამეურნეო პოზიციები მყარი გამოდგა, სიმყარის უმთავრესი მიზეზი სწორედ მესხები იყვნენ და აი რატომ:
როგორც აღვნიშნეთ, მე-18 საუკუნეში ამიერკავკასიის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს არა თბილისი, არამედ ახალციხე წარმოადგენდა. იქაური ვაჭარ-ხელოსნები სომხური კაპიტალის კაბალაში როდი მოექცნენ; ახალციხელი კომერსანტები ტოლს არ უდებდნენ რეგიონალურ კონკურენტებს. მესხები დიდი წარმატებით ვაჭრობდნენ წინააზიის ქვეყნებსა და ინდოეთში. დასავლეთ საქართველოში კომერციული საქმიანობის ყველა სადავე სწორედ მესხების ხელში აღმოჩნდა, რამაც სერიოზულად შებოჭა სომხური კაპიტალის და მასთან ერთად სომხური ნაციონალისტური პროგრამის – ქართული პროვინციების ხარჯზე გაფართოების – პერსპექტივა. არაერთი მესხი კომერსანტი მერე ქართლსა და იმერეთში დამკვიდრდა და ქართველი კაპიტალისტების ადგილობრივ კლასს დაუდო დასაბამი: ოცხელები, კოკოჩაშვილები, ზუბალაშვილები, ხეჩინაშვილები, სხვები…
მესხები დიპლომატიურ სარბიელზეც წარმატებით მსახურებდნენ ეროვნულ ინტერესს. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართლის და იმერეთის მეფეების კეთილსაიმედო დესპანების როლში მესხები ხშირად ყოფილან. მაგალითად, კუმურდოს საეპსიკოპოსო საყდრის ყოფილი წინამძღვარი – ხარიტონი კახეთის მეფე თეიმურაზის დესპანი იყო; იმერეთის მეფის, სოლომონის კარზე კი ცნობილი მესხი დიპლომატები: არსენ ავალიშვილი და თამაზ თამაშვილი საქმიანობდნენ…
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მესხები წარმატებულ კარიერას ოსმალეთის სახელმწიფო კარზეც იწყობდნენ; არანაირი ადმინისტრაციული თუ სამხედრო თანამდებობა მათთვის მიუწვდომელი არ დარჩენილა: დიდვეზირები, სამხედრო, იუსტიციის თუ ფინანსთა მინისტრები, მარშლები, ბეგლარბეგები და იმპერიის სხვადასხვა პროვინციების ფაშები (მე-18 საუკუნის მიწურულს მარტო თავდგირიძეთა გვარიდან 5 ფაშაა ცნობილი). იმპერიის სამსახურში ჩამდგარი მესხები თურქულ ჟურნალ-გაზეთებსაც კი რედაქტორობდნენ. ხონთქარის კარზე ხშირად შეხვდებოდით ქართული წარმომავლობის დედოფლებსაც.
როგორც აღვნიშნეთ, მწიგნობრობა, იმ ხანად, ეკლესიიასთან იყო უშუალო კავშირში. იმის მიუხედავად, რომ მე-18 საუკუნეში ქართული ეკლესია სამცხეში ანულირებული იყო, ქართული მწიგნობრობა ინერციით აგრძელებდა არსებობას. ახალციხელი ხოჯა ოსანათ ტერ-იოანეს, იგივე იოანე ხოჯევათის “საისტორიო მისიონერული დღიური” ქართული საისტორიო მწერლობის ფასდაუდებელ ძეგლად არის მიჩნეული. ხოჯევათი განათლებული მედიკოსიც იყო და ქართულ, თურქულ, ლათინურ და სომხურ ენებს ფლობდა; ვახუშტი ბაგრატიონის ქრონიკების შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში გვიანი საუკუნეებისათვის ხოჯევათის მატიანეზე უფრო მნიშვნელოვანი ძეგლი არ მოიპოვება. მატიანის წერა მერე კათოლიკე მესხებმა, სტეფანე ნავროზაშვილმა და სტეფანე აბანაშვილმა განაგრძეს.
ქართული კულტურის და ეროვნული ინტერესების დიდი მოამაგეების: პეტრე ხარისჭილაშვილის, იოანე გვარამაძის და მიხეილ თამარაშვილის სახელები კი საყოვლეთაოდ არის ცნობილი. იოანე გვარამაძე, მაგალითად, პროფესორ შ. ლომსაძის სიტყვებით “ნამდვილი ერონვული ინსტიტუტი იყო.” [12] ის ქართულთან ერთად ლათინურ, ფრანგულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ძველ და ახალ სომხურ ენებს ფლობდა და მრავალ სფეროში იღწვოდა: მწერლობა, პოეზია, დრამატურგია, მხატვრობა, მუსიკა, ლექსიკოგრაფია, ეთნოგრაფია, ისტორიული მეცნიერება… გვარამაძის შეკრებილი ფოლკლორული მასალის საფუძველზე დღევანდელი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობაც კი ეუფლება დედა ენას.
მეცხრამეტე საუკუნის მესხ საზოგადო მოღვაწეთა შორის უპირველესი ფიგურა მაინც მიხეილ თამარაშვილია. ამ კალიბრის ისტორიკოსი და თეოლოგი სხვა არც ერთი ყოფილა მის თანამედროვე საქართელოში. თავისი მნიშვნელობით ის დიდი განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის გვერდით დგას. ნიშანდობლივია, რომ ქართული კულტურის სიყვარული მას დედამ, სოფელ არლის მკვიდრმა, გაიანე ბათმანაშვილმა ჩაუნერგა, რომლმაც ძველი ქართული ტრადიციის ერთგულების მიზეზით რუსთველის “ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცოდა.
აქ არ შეიძლება ხიზაბავრელი იოსებ ხუციშვილი არ ვახსენოთ, რომლმაც 1836 წელს ახალციხეში ლითონის ქართული ასოები ჩამოასხა და სტამბა გამართა. ივანე გვარამაძემ მას “მესხეთ-ჯავახეთის ჰუტემბერგი” უწოდა. საიმდროოდ ხუციშვილის სტამბაში დაბეჭდილი წიგნების გარდა მთელ საქართველოში ქართულ ენაზე სხვა არც არაფერი იბეჭდებოდა. ხუციშვილის სტამბაში დაბეჭდილი წიგნებით მისი დის – თერეზინას დაარსებულ ორ სასწავლებელშიც ასწავლიდნენ ახალგაზრდობას. საერთოდ, სამცხეში სხვადასხვა დროს სხვადასხვა კერძო და საშინაო სკოლები მოქმედებდა: იოანე ხუცესის, სტეფანე აბინაშვილის, ნებიერიძის, ხოჯაშვილის… ამათ გარდა ახალციხეში ორი სკოლა – “ზემო და ქვემო საშაგირდო” ფუნქციონირებდა. სწავლება იქ ქართულ ენაზე მიდიოდა. ორივე სკოლა ყოველწლიურად 40-ამდე კურსდამთავრებულს უშვება. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ახალხიციხის თითქმის ყველა მოქალაქემ იცოდა წერა-კითხვა. მოგვიანებით, 1872 წელს, ახალციხეში ანა მუსხელიშვილის თაოსნობით ქართველ ქალთა სასაწავლებელიც ამოქმედდა.
მაშინდელი სამცხის კულტურული ცხოვრების თვალსაჩინო პლასტს სახალხო მთქმელები, აშუღები ქმნიდნენ. აშუღები თურქი და ქართველი ხალხების მეგობრობის და სულიერი დაახლოების ნამდვილ ადეპტებად გვევლინებოდნენ: იარალი ტოროლაშვილი, მაგალითად, ორენოვანი აშუღი იყო, სახალხო მთქმელი რაჯაბ ინასარიძე, კი მუსლიმი იყო და ქართულად მღეროდა; ცნობილი აშუღი იყო პტენელი ლუკა ბერიძე, მეტსახელად შივღა (შივღა გადაჭრილ ვაზზე ამოსულ ლერწს რქმევია. პოეტი, მისივე განმარტებით, იმპერიების მიერ აკაფული ქვეყნის სხეულზე ამოსულ ლერწს ასახიერებდა), უმღერდა ვარძიას, ვანის ქვაბებს… მისი ლექსების უცოდინარობა მესხეთში სირცხვილად ითვლებოდა. მუზებს მსახურებდნენ – ერკოტნელი – ეზინი, როკეთელი – ნიკო, იგივე აშუღ-ნიკო (დავლაშერიძე), ქილდელი – მიქელაძე, და სხვები. აშუღების რეპერტუარში ეროვნული და სოციალური თემატიკა ერთმანეთს ცვლიდა. მათ შემოქმედებაში უბრალო ხალხის გოდება ისმოდა: “ვაი შენ, ჩვენო საქართველო – თავღია და ფეხშიშველო,” “ადე, გაიღვეძეხ რუსთველო შოთა – მტერმა წაგვართვა ასპინძა, ოთა.”
მუსლიმანური რწმენა მესხებს სამშობლოს და ქართული ენის სიყვარულს როდი უნელებდა. სანიმუშოდ სტამბოლში მე-19 სკ-ის 60-იან წლებში ქართული ქრისტიანული სასულიერო სასწავლებელის გახსნის ფაქტიც გამოდგება: ამ სასწავლებელს ქართული წერა-კითხვის, ლიტერატურის და ისტორიის შესასწავლად მრავალი მუსლიმი ქართველი მიაწყდა. ამავე სკოლაში ჯელალ-ეფენდი მემარნიშვლი – რწმენით მუსლიმი – სამცხის ისტორიას ასწავლიდა.[13] გაკვეთილზე იგი თურქულ მასალებზე დაყრდნობით გადმოსცემდა ოსმალთა მიერ სამცხის დაპყრობის ტრაგიკულ ისტორიას.
მესხების კულტურულ მონაპოვრებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ახალციხის აჰმედის მეჩეთთან არსებული სასწავლებლის არაჩვეულებრივ ბიბლიოთეკას, რომელიც მთელ მუსლიმანურ კავკასიაში იყო სახელგასმენილი. წიგნასაცავი მეცნიერების სხვადასხვა დარგის ხელნაწერებსაც ინახავდა ფარსულ და არაბულ ენებზე…
5
ეთნოწმენდის მეორე, საბჭოური ეტაპი
1918-21 წლებში საქართველომ თავი დააღწია ცარისტულ იმპერიას და
დამოუკიდებელობა აღიდგინა. სამწუხაროდ, ბოლშევიკურმა რუსეთმა ხელმეორედ
დაიპყრო ახალწარმოქმნილი და ჯერაც სუსტი ქართული სახელმწიფო. 1921 წლის
თებერვალში განხორციელებული საბჭოთა ანექსია ქართველი ხალხის უდიდესი
ეროვნული ტრაგედიაა. ბედის ირონიით, ყველაზე მძიმედ ისევ მესხები
დაზარადნენ.ახალციხის და ბათუმის მიმდებარე ტერიტორიების ბედი პირველი მსოფლიო ომის კონტექსტში გადაწყდა. ამ ომში გერმანიამ რუსეთი დაამარცხა, რასაც ბრესტ–ლიტოვსკის “სეპარატული ზავი” მოჰყვა. ხელშეკრულების ძალით სამცხის ნაწილი – ყარსი, ართვინი და მიმდგომი ქვეყნები, გერმანიის მოკავშირეს, თურქეთს უნდა გადაცემოდა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავა აღნიშნული ტერიტორიები და ზედ ბათუმ-ახალციხის ზოლიც მიაყოლა, ხოლო ამიერკავკასიის სეიმს (ამ დროს რეგიონის ხელისუფლებას ამიერკავკასიის ხალხთა წარმომადგენლებისაგან შემდგარი სეიმი განასახიერებდა, სადაც წამყვანი პოზიციები ქართველ მენშევიკებს ეჭირათ) საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოსთხოვა; რუსოფილი მენშევიკები დამოუკიდებლობას არ ესწრაფოდნენ, მაგრამ თურქული შენაერთები სიღრმეში მოიწევდნენ და მენშევიკებმაც იგრძნეს, თურქული მხარის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ ადგილს ხელისუფლებაში ახალი – ამჯერად არა რუსეთის მარიონეტი, არამედ თურქეთის დამჯერი მთავრობა დაიჭერდა. ხელისუფლების ინსტინქტმა მენშევიკები მიახვედრა, რომ თურქეთის მოთხოვნას უნდა დაჰყოლოდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, რაც, სინამდვილეში, სავსებით შეესაბამებოდა ქართული საზოგადოების პოლიტიკურ მისწრაფებებს; თურქეთს საქართველოს დამოუკიდებლობა ბრესტის შეთანხმებით მოპოვებული ტერიტორიული შენაძენის საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის ჭირდებოდა.[14]
ახალციხის და ბათუმის მიმდგომი მიწა–წყალი მაინც საქართველოს წიაღში დაბრუნდა, მაგრამ 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ხელახალი ანექსია მოახდინა, სამხრეთ პროვინციები – მათ შორის მესხეთი და აჭარა – კი ისევ თურქეთის ჯარებმა დაიკავეს. საბოლოოდ, რუსეთი და თურქეთი გარიგდნენ: ჭოროხის აუზი თურქეთს დარჩა, ხოლო ბათუმი, ახალციხე და მიმდგომი ქვეყანა – რუსეთს, ოღონდ გარკვეული წინაპირობით: აჭარის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილად არ ითვლებოდა და სამომავლო რეფერენდუმს უნდა გადაეწყვიტა, რომელ მხარეს მოინდომებდა ცხოვრებას იქაური ხალხი. რუსებს ბათუმი არ ეთმობოდათ და აჭარის მოსახლეობის დანარჩენ საქართველოსთან ერთად ყოფნის (ანუ რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის) განწყობილების განსამტკიცებლად იქ ქართული ენა მის უფლებებში აღადგინა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელბიც ამ პერიოდში ყველა დასახლებულ პუნქტში იხსნებოდა, მშობლიურ, ქართულ ენაზე ამოქმედდა; ქართული იდენტობა სწრაფად გაძლიერდა და დანარჩენ საქართველოსთან აჭარის მოუწყვეტლობა ნებისმიერი რეფერენდუმის შემთხვევაში გარანტირდა (ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მერე რეფერენდუმი აღარ ჩატარდა, ესეც იყო, – რეფერენდუმმა, უბრალოდ, აზრი დაკარგა).
სხვაგვარად წარიმართა ახალციხის და შემოგარენის ბედი:
საბჭოთა ხელისუფლებამ სხვა დანარჩენი ქართული პროვინციების მაცხოვრებლებს სამცხის მოსახლეობასთან კონტაქტი აუკრძალა: მხარე “სასაზღვრო ზონად” გამოაცხადა და მის ეთნიკურ მიჯნებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოაწყო; სამცხეში შეღწევას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. კრემლის სტრატეგების ფანტაზიები ამით როდი ამოიწურა: მესხები სარწმუნეობრივი ნიშნით დაახარისხეს: მუსლიმები “თურქებად” გამოაცხადეს, ხოლო დანარჩენების ქართველობა, რომელთა რიცხვი შედარებით მცირე იყო, დიდსულოვნად დაადასტურეს.[15] მუსლიმ მესხებს სკოლები და მედიასაშუალებები არა მშობლიურ, არამედ – აზერბაიჯანულ[16] ენაზე გაუხსნეს, - კრემლის ნეოიმპერიალისტებს მზაკვრული ჩანაფიქრი ამოძრავებდათ…
„1916 წლის აღწერის მიხედვით სამხცე–ჯავახეთის დაახლოებით 60 000 ქართველი მაჰმადიანი მოსახლეობის მესამედს მშობლიური ქართული ენა უკვე დავიწყებული ჰქონდა, მეორე მესამედმა ქართული და თურქული იცოდა, ხოლო მოსახლეობის დარჩენილმა მესამედმა ქართულის გარდა სხვა ენა არ უწყოდა… ქართველები ამჯერად აზერბაიჯანელებად გამოაცხადეს და ქართული გვარები მუსლიმანურად გადაუკეთეს, აზერბაიჯანული სკოლები და ტექნიკუმები გაუხსნეს, პედაგოგები, კულტურის მუშაკები და მთელი პარტიული აპარატი უშუალოდ აზერბაიჯაიდან იგზავნებოდა, გაზეთი, თეატრი მხოლოდ აზერაიჯანულ ენაზე არსებობდა”.[17]
კრემლის ჰეგემონისტურ გეგმებში რუსული სოციალური სისტემის თურქეთში ექსპორტირება შედიოდა. კომუნისტურ იდეოლოგიაზე გაწყობილი საგანმანათლებლო და მედია ინსტრუმენტების მომარჯვებით სოვეტიზირებული მესხი მოსახლეობა, მათი თურქიზირებული ნაწილი, მეზობელი თურქეთის (ან მისი ტერიტორიის ნაწილის) საბჭოთა გავლენის სფეროში მოქცევის შემთხვევაში “მეხუთე კოლონის” როლში გამოვიდოდა. მესხების ცნობილ წარმომადგენელს, ლატიფშა ბარათაშვილს მოვუსმნოთ:
„ყველაზე მეტად გვაღელვებდა მდგომაროება მეზობლ თურქეთში, სადაც ხალხი ფეოდალების და კაპიტალისტების უღელქვეს გმინავდა. კომპარტია არალეგალურ მდგომარეობაში იყო… მიგვაჩნდა, რომ ჩვენი ადგილი იქ იყო, თურქეთში, სადაც თურქი ხალხის კლასობრივი ბრძოლისათვის უნდა გვეშველა. აი, ნამდვილი საქმე, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირდა… უსათუოდ რევოლუციურ სამუშოზე გაგზავნა გვინდოდა.”[18]
მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის საბჭოთა
კავშირმა თურქეთში რუსული სოციალური სისტემის ექსპორტის (თუ გნებავთ,
თურქეთის რესპუბლიკაზე სამხედრო თავდასხმის) წინასაიერიშო კამპანია
წამოიწყო: მედიამ ქართული და სომხური ისტორიული მიწა-წყლის თურქეთის მიერ
მიტაცებულობაზე ატეხა ვაი-ვიში; კაპადოკიაც კი (ანატოლიის ცენტრალური
ნაწილი) ქართულ ისტორიულ ტერიტორიად ცხადდებოდა; უკვე შერჩეული და
დანიშნული ჰყავდათ “თურქეთის საქართველოს” და “წითელი ლაზისტანის”
პარტიული და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები. მაგრამ ბრიტანეთის და
ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სტრატეგიულად
უმნიშვნელოვანეს ანატოლიაში კომუნიზმის გაბატონება შეუწყნარებლად მიიჩნია.
რუსეთი იძულებული გახდა მოკავშირეების ნებას დაჰყოლოდა და ექსპანსიონისტურ
განზრახვაზე ხელი აეღო. თურქეთი გადარჩა გაწითლება-გასაბჭოებას და
კომუნიზმის შესაკავებლად დაარსებულ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსაც მალევე
მიაშურა. კრემლის მესხური ავანტურა ჩაიფუშა: მუსლიმი მესხებისგან “მეხუთე
კოლონის” მომზადების მრავალწლიანმა მეცადინეობამ ფუჭად ჩაიარა. კრემლის
განერვიულებულმა დესპოტებმა სარეზერვო გეგმა – პასკევიჩის დაუმთავრებელი
პროექტი – ამოქექეს დახავსებული საცავებიდან; დაუმორჩილებელი ქართველი
ხალხის დასუსტების გარდა, მათ კავკასიაში მოსკოვის ჰეგემონისტური ინტერესის
ისტორიული მოწინააღმდეგის, თურქეთის საზღვარზე ამ ქვეყნისადმი ლოიალური
მოსახლეობის არსებობაც შეერჭოთ თვალში ეკლად.
უნდა დავაზუსტოთ:მესხეთიდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა-გასახლება “პასკევიჩის პროექტით” ჯავახეთიდან ქართველი მოსახლეობის განდევნის შემდგომ უნდა განხორციელებულიყო; ბოლშევიკებმა ეს გეგმა “დახვეწეს”: პანისლამისტური პროპაგანდის დაფდაფების ბრაგა-ბრუგში და რუსული ზარბაზნების გრიალში აყრილი და ოსმალეთის შიგა პროვინციებში გარეკილი ჯავახეთის მკვიდრებისგან განსხვავებით, მესხების თურქეთის სიღრმეში გასახლების იდეა, ამჯერად პროსაბჭოურ “კაზაკებად” მათი გამოყენების დამატებითი ფუნქციითაც დაიტვირთა; საამისოდ მოსამზადებელი სამუშაო უკვე ოციან და ოცდაათიან წლებში ჩატარდა, ხოლო თვითონ გასახლება ორ საფეხურად უნდა განხორცილებულიყო: მესხები ჯერ ცენტრალური აზიის საკონცენტრაციო გულაგებში გამოამწყვდიეს, ხოლო მერე, იქედან – თურქეთისკენ უპირებდნენ გადასროლას…
საქმე იმაშია, რომ რუსულ-საბჭოური რევოლუციის თურქეთში ექსპორტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა იოლი გასეირნება. თავდაცვის გარდა, თურქეთი კონტრზომების სახით კავკასიის ისლამიზირებული მოსახლეობის რიგებში დასაყრდენის პოვნას და დივერსიული ჯგუფების ამოქმედებსაც შეეცდებოდა; ამიტომ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის ისლამური ეთნოსები, საბჭოთა იმპერიამ ხელის ერთი მოსმით წამოხვეტა და მომავალ საბრძოლო მოქმედების პერიმეტრს გაარიდა; მოულოდნელობისგან დაბნეულ მესხებს განუმარტეს, რომ მათი აყრა დროებითი ღონისძიება იყო; საბჭოელები სოციალისტური რევოლუციის თურქეთში ექსპორტის მერე, იქაური დაწიოკებული თემების ნასახლარებში ცენტრალური აზიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გადმოსროლილ მესხებს შეასახლებდნენ (თურქული “დედასამშობლოს ჰარტლენდში” დააბრუნებდნენ) და, რასაკვირველია, ამჯერად პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც მოაქცევდნენ დანარჩენი მოსახლეობის გაუბედურების ხარჯზე. რუსეთის ხელისუფლება მსგავს ზომებს აკი სისტემატურად მიმართავდა: კაზაკებზე რომ არაფერი ვთქვათ, არზრუმიდან აყრილი სომეხი მოსახლეობის ჯავახეთის ქართულ ნასახლარებში დაბინავებაც, არსებითად, ამავე ტიპის ოპერაცია იყო. ეთნონაციონალური იდენტობის რელიგიური კუთვნილების მიხედვით განსაზღვრით, ანუ მუსლიმი მესხების თურქებად გამოცხადებით, აზერბაიჯანული სასწავლებლების (რომელთა გახსნა მესხებს არ მოუთხოვია) მეშვეობით საჯარო სივრცის ენად თურქულის დამკვიდრებით მესხები – კრემლის სტრატეგების აზრით – “პროსაბჭოურ კოლონად” გამოყენებისთვის უკვე მზად იყვნენ.
მეზობელი ქვეყნის გასაბჭოების ავანტურაზე ხელის აღებით, თურქეთის მხრიდან საპასუხო დივერსიების საფრთხეც მოიხსნა და კავკასიის დეპროტირებული ხალხები ისევ ძველ საცხოვრისებში დააბრუნეს… რასაკვეირველია, მესხების გარდა. მესხები – მარად დაუმორჩილებელი ქართული მოდგმის ამოგლეჯილი გულ-ღვიძლი – ისევ კომენდანტის საათის პირობებში დატოვეს ცენტრალური აზიის ტრამალებში.[19]
1944 წელს კი მოსკოველი მიზანთროპები ჩქარობდნენ; ოპერაცია მსოფლიო ომის კონტექსტში უნდა მოქცეულიყო: სანამ ფაშიზმის წინააღმდეგ გაგანია ომში ჩაბმულ წამყვან ქვეყნებს – ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საფრანგეთს მოსკოვის მოკავშირეობა ერთ რამედ უღირდათ – ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე საპროტესტო რეაგირება ამ ზესახელმწიფოების მხრიდან მოსალოდნელი აღარ იყო. მესხი ბავშვების და ქალების დასაცავად მსოფლიო პოლიტიკის ღმერთებს არ ეცალათ, ადამიანები კი, ვისაც მათი დაცვა შეეძლო, ტოტალური მობილიზაციის წესით იყვნენ საბჭოთა ჯარში გაწვეულები და, უბრალოდ, არაფერი იცოდნენ სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის კაცთმოძულური გადაწყვეტილების შესახებ. დატრიალებული ტრაგედიის მერე, საბჭოთა არმიიდან დემობილიზირებულმა მესხმა მებრძოლებმა საკუთარ ოჯახებს შუა აზიის რესპუბლიკებში დაუწყეს ძებნა, რათა მათთან ერთად გაეზიარებინათ უსამართლობის სიმწარე…
1944 წლის 15 ნოემბრის ავბედით ღამეს – ბავშვების, ქალების და მოხუცების წინააღმდეგ ჩატარებული კაცთმოძულური ოპერაცია შინაარსით და მასშტაბით საბჭოთა კავშირის შესაფერისი და საკადრისი იყო. სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ოქტომბრის N 6279 დადგენილებით ორ ღამეში სულ 220 სოფლის 90 000-მდე მკვიდრი აჰყარეს მშობლიური კერებიდან. ათასობით ადამიანი გზაშივე დაიღუპა სიცივით, შიმშილით, და სასოწარკვეთით! ბადრაგი ცხედრებს გაქანებული მატარებლიდან ისროდა… ჭირისუფლების თვალწინ!!!…
[1]
საქართველოს ინგლისური სახელწოდება „ჯორჯიაა“, ხოლო სპარსული –
„გიურჯისტანი“, საიდანაც ფონეტიკური ინვერსიის გზით რუსული “გრუზიაა”
წარმომდგარი.
[2] ზოგიერთი ჩრდილოკავკასიელი ხალხი ქართველებს დღესაც მესხებს ეძახის.
[3]ქართული სამთავრო, სამცხე, ოსმალურ პერიოდში ახალციხის საფაშოდ გადაკეთდა.
[4]
მესხებს ქრისტიანულ რწმენაში დარჩენა კათოლიკობაზე ან სომხურ
ქრისტიანობაზე გადასვლითღა შეეძლოთ, რაც ეროვნულ იდენტობას ასუსტებდა.
კათოლიკური ეკლესია – ქართული ეკლესიისაგან განსხვავებით - არ იყო
ადგილობრივ ნიადაგზე დაფუძნებული ინსტიტუტი და ეროვნული მეობის
შენარჩუნების იარაღად ნაკლებად ვარგოდა, მით უმეტეს, რომ კათოლიკურ მრევლს
სამცხე–ჯავახეთში სომხური ნაციონალური ეკლესია დაეპატრონა: ეჩმიაძინის
სომხურმა საპატრიარქომ ცალკე რომის პაპისგან და ცალკე ოსმალეთის
ხონთქრისგან იმპერიის აღმოსავლურ პროვინციებში ქრისტიანების ზედამდეგობის
უფელბა მოივაჭრა. ქართველი (მესხი) კათოლიკეები, ისევე როგორც სომხური
ეკლესიის მესხი წევრები, სომხური ენის და სასულიერო იერარქების გავლენაში
მოექცნენ.
[5]
“ენა აქუსთ ქართული და უწყიან მოთავეთა თათრულიცა დამჭირნეობისათვის
ოსმალთა“ – ვახუშტი ბაგრატიონი – „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ –
(“ქართლის ცხოვრება” – თბ. 1973. ტ. 3. გვ. 131).
[6] შ. ლომსაძე – “სამცხე–ჯავახეთი”. ახალციხე – 2011. გვ. 297.
[7] იქვე. გვ. 314.
[8] იქვე. გვ. 149-150.
[9] Потто – “Кавказская война” т. 4 ст. 171.
[10] “Акты Кавказской археологической комисии”, Тб. т. 5. ср. 764.
[11] “მე ჯავახეთს რა მიჭირდა, მთვარე იდგა მზესავითა, კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა” – ხალხური.
[12] შ. ლომსაძე – დასახელებული ნაშრომი. გვ. 511.
[13]
“იგი ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე კონსტანტინეპოლის ქართულ სკოლაში
ქართულ ენაზე კითხულობდა თურქეთის ისტორიას” – გაზეთი “დროება”. 1908 წ.
16. 12.
[14]
ბრესტის ზავი ბოლშევიკებთან, ანუ ხელისუფლების უზურპატორებთან იყო
გაფორმებული და საერთაშორისო სამართალსუბიექტების თვალში ლეგიტიმურობა
აკლდა, – მით უმეტეს, რომ წამყვან ქვეყნებს: საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს
რუსეთისგან არა ზავი, არემედ სამოკავშირო ვალდებულების პირნათლად
შესრულება, ანუ გერმანიასთან და თურქეთთან ომის გაგრძელება ჭირდებოდა.
დამოუკიდებელი საქართველოს სახით თურქეთის ხელისუფლებას იმ
ახალწარმოქმნილ, და სავარაუდოდ დამყოლ, სამართალსუბიექტთან ექნებოდა
საქმე, რომლის თანხმობა, ბრესტის ზავით მიღწეულ ტერიტორიულ გადანაწილებას –
ლეგიტიმურობის მეტ ხარისხს შესძენდა. მართლაც, მალე, როცა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმაც სცნო და ერთა ლიგამაც, ზემოხსენებული
ტერიტორიებიც, თურქეთ-საქართველოს საზღვრის თემად იქცა; ბოლშევიკების
არალეგიტიმურობა საქმეს აღარ ეხებოდა.
[15]
ეს ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკური ამორალიზმის აპოთეოზი; მალე მუსლიმ
მესხებს სამშობლოდან აყრიან და ერთი და იმავე ოჯახის წევრებსაც კი
სხვადასხვა ეროვნებას ჩაუწერენ საბჭოურ პასპორტებში: ერთი ძმა რომ ყაზახად
ჩაითვალა, მეორე – უზბეკად იქცა; დადასტურებულია შემთხვევებიც, როცა
ზოგიერთს სათანადო გრაფაში, ბუნებაში არ არსებული ეროვნება,
“კავკასიელიც” კი ჩაუწერეს!!! ცინიზმი სისასტიკესთან განუყრელია.
[16]
აზერბაიჯანთან მესხეთს ისტორიულად არაფერი აკავშირებდა. მესხები რომ
მასიურად თურქიზირებულები ყოფილიყვნენ, თურქულენოვანი პედაგოგების
დეფიციტიც არ ექნებოდათ და მასწავლებლების და ადმინისტრატორების
აზერბაიჯანიდან ჩამოყვანა საჭირო არ გახდებოდა.
[17] გ. მამულია – წინასიტყვაობა ლატიფშაჰ ბარათაშვილის მემუარებზე – “ჩვენ მესხები” – „განთიადი“ N 10. 1989 გვ. 144.
[18] ლატიფშა ბარათაშვილი - “ჩვენ მესხები” “განთაიდი” 1999 გვ. 163.
[19]
აქვე აზერბაიჯანელების შესახებაც გვინდა გავაკეთოთ განმარტება. მათ
დეპროტაცია არ შეხებია და არა იმიტომ, რომ რიცხობრივად იყვნენ ბევრნი,
არამედ იმიტომ, რომ გაწითლების სტრატეგია თურქეთის გარდა წინა აზიის მეორე
გიგანტს, ირანსაც შეეხო, ქვეყანას – სადაც პროსაბჭოურ მეხუთე კოლონად
სწორედ იქაური, ირანში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელები მოიაზრებოდნენ. ჰქონდა
კიდეც ადგილი მათი მხრიდან მემარცხენე, პროსაბჭოთა მოძრაობას. ასეთ
პირობებში, ცხადია, ჩრდილო (საბჭოთა) აზერბაიჯანიდან მუსლიმი მოსახლეობის
შეშველება საჭირო აღარ იყო. აზერები გადარჩნენ; მათი “საბჭოთა
კაზაკებად” გამოყენება არც თურქეთის მიმართულებით იგეგმებოდა, – აზერებს
გლობალისტი სტრატეგები ირანის მიმართულებაზე ამუშავებდნენ..
No comments:
Post a Comment