5.21.2012

რამაზან ტრახო ჩერქეზებზე-1:


ამას წინ ყაბარდო-ბალყარეთში გამოვიდა რამაზან ტრახოს მიერ 1956 წელს მიუნხენში გამოცემული წიგნი „ჩერქეზები", ის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.საინტერესო იქნება ალბათ ზოგი ქართველისთვისაც ავტორის ვინაობის და წიგნის შინაარსის გაცნობა:

რამაზან ტრახო დაიბადა სოფელში შენჯიი //ადიღეა// 1915 წლის 5 ივნისს. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1932-1934 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ცნობილ ენათმეცნიერთან, „ყაბარდოულ-ჩერქეზული ლიტერატურული ენის გრამატიკის" ავტორ ნ.ფ. იაკოვლევთან ერთად სწავლობდა ჩრდილოკავკასიელი ხალხების ენებს. 1934-1941 წლებში რ.ტრახო არის ადიღეის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი.

როდესაც დაიწყო დიდი სამამულო ომი რ.ტრახო გაიწვიეს ჯარში.1942 წელს ის ტყვედ მოხვდა. 1945 წელს ბერლინიდან გადასახლდა ავსტრიაში, 1949 წ.კი რამოდენიმე თანამემამულესთან ერთად წავიდა თურქეთში სადაც დაამთავრა ანკარას უნივერსიტეტის ენის,ისტორიის და გეოგრაფიის ფაკულტეტი. 

1951 წელს ის დაბრუნდა გერმანიაში და დასახლდა მიუნხენში. იქ რ.ტრახო იყო საბჭოთა კავშირის ხალხთა კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი.
1951-1954 წლებში რ.ტრახო მუშქობდქ მიუნხენში რუსულად,ინგლისურად და თურქულად გამომავალ ჟურნალში "კავკასია".
 რამაზან ტრახო არის ადიღთა ენაზე,კულტურაზე და ისტორიაზე დაწერილი მრავალი წერილის ავტორი. მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომებია წიგნები "ჩრდილო კავკასია" //1955// და "ჩერქეზები" // 1956//.

გარდაიცვალა რამაზან ტრახო 1964 წელს.

ძვირფასო მკითხველო, ეს არაა რეცენზია წიგნზე. ამიტომ არ ვლაპარაკობ ავტორის შეხედულებათა სისწორეზე, არ ვაანალიზებ გაქტებს, უმჯობესია ეს გააკეთონ ისტორიკოსებმა. ვიტყვი მარტო იმას რომ ავტორს არ მოსწონს ჩვენი ყოფილი ტოტალიტარული სახელმწიფოს პოლიტიკა.

წარმოშობით ადიღი ტრახო არის ბედის განგებით უცხოეთში მოხვედრილი ისტორიკოსი და ის ლტოლვილის თვალით უყურებს მშობლიურ მიწას. ცხადია რომ ის, მრავალი სხვა უცხოელი ისტორიოგრაფის მსგავსად თავისებურად აფასებს რევოლუციის შედეგად მთიელთა ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს.ცალკეული ფაქტები საკამათოა,ყოველთვის ვერ დავეთანხმებით ავტორს ჩვენი გუშინდელი დღის შეფასებაში,მაგრამ მთავარი ისაა რომ რამაზან ტრახოს წიგნი უეჭველად საინტერესოა და მისი გაცნობა დიდი სიამოვნებაა,ის გვიღრმავებს წარმოდგენას ჩვენს ამაყ და მამაც წინაპრებზე,ჩერქეზებზე რომლებიც თავის თავს ადიღებს უწოდებდნენ .. გამომცემელი ბორის გედგრაფოვი//.

წინასიტყვაობის მაგივრად:
"ბერძნულად და ლათინურად ჩერქეზებს უწოდებენ ზიხებს, მათ ენაზე მათ ქვიათ ადიღე" //მე-15 საუკუნის იტალიელი მოგზაური Georg Interiano//.

"ადიღთა წარმოშობის ისტორია იკარგება უხსოვარ წარსულში...მათი რაინდული გრძნობები,მათი პატრიარქალური სიწმინდის წეს-ჩვეულებები,მათი შესანიშნავად მშვენიერი ნაკვთები მათ უეჭველად აყენებს კავკასიის თავისუფალი ხალხების პირველ რიგებში" // Fr. Bodenstedt Die Volker des Kaukasus und ihre Freiheitskampfe gegen die Russen, Paris, 1859, S. 350.//.

"ნანახის საფუძველზე მე ჩერქეზები მთლიანობაში უნდა განვიხილო როგორც როგორც ყველზე ბუნებრივად წრდილი ხალხი ნანახ ხალხებს შორის ან იმათ შორის ვიზეც რამე წამიკითხავს"// James Stanislaus Bell Journal of a Residence in Circassia During the Years 1837, 1838, 1839, Paris, 1841, p. 72.//.

"სიმამაცე, ჭკუა, შესანიშნავი სილამაზე: ბუნებამ მათ მისცა ყველაფერი და მე მათ ხასიათში განსაკუთრებით მომწონს ცივი და კეთილშობილი ღირსება რომელიც არასოდეს უარუყვიათ და რომელიც მათში უკავშირდებოდა ყველაზე რაინდულ გრძნობებს და ეროვნული თავისუფლების მგზნებარე სიყვარულს" // M-me Hommaire de Hell Voyage dans Ies Steppes de la mer Caspienne et dans la Russie meridionale, 2е ed., Paris, 1868, p. 231.//,

"ჩერქეზი კავკასიაში კეთილშობილად წარმოადგენს შუა საუკუნეების ხალხების ესოდენ გამაბრწყინებელი რაინდული და მეომრული სულის უკანასკნელ ნაშთებს"!!L. с., р. 189.!!:

I. წინაისტორია :
ამ ხალხისადმი და მისი კულტურისადმი ინტერესს განაპირობებს მისი ისტორიული წარსული,მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურის თავისებურებები. ამ თვალსაზრისით ჩერქეზები წარმოადგენენ შესანიშნავ ობიექტს საზოგადოდ კავკასიის ისტორიისა და კერძოდ კულტურის ისტორიის მკვლევართათვის. ისინი ეკუთვნიან კავკასიის უძვეკეს ძირითად მოსახლეობას და ევროპის თავდაპირველ მაცხოვრებლებს//1//..,

მთარგმნელის ჩანართი: "ისინი,ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ,რომელთა ანსამბლი კონკრეტდება ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა //ჩეჩენთა და ინგუშთა// ირგვლივ, ეთნოლოგში ღრმა პატივისცემას იწვევს. ისინი ბასკებთან და, შეიძლება, გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხივრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის // ინდო-ირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენ-რომაელები, გერმანელები, სლავები, ბალტები// ევროპაში დამკვიდრებამდე. არაა გასაკვირი რომ კავკასიელებში ეძებენ ნაშთებს იმ ელემენტებისა რომელთაც უნდა შეედგინათ ევროპული ცივილიზაცია ინდოევროპელთა აყვავებამდე..."// ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ;ონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისათვის "კავკასიური ცივილიზაცია", პარიზი,პაიო,1936,გვ.7,

//თარგმანი ფრანგულიდან//.
  // გაგრძელება იქნება...//  

No comments: