5.23.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-1:

ღორძინების ხანის
ნეოპლატონიზმის
 და ჰერმეტიზმის
 მამა ბიზანტიელი
ფილოსოფოსი
 გიორგი პლეთონი 
 
ალქიმია და კაბალა მე-16 საუკუნეში //ავტორი ფილოსოფოსი და ფილოლოგი  კლოდ განო, Claude Gagnon//.
პრაღა არის მაგიის დასავლური დედაქალაქი. 1510 წელს იქ აბატ ჟან ტრითეიმთან ერთმანეთს შეხვდნენ ფაუსტი, პარაცელსი და აგრიპა (ფრანსუა რიბადო დიუმა, მაგიის ისტორია, პარიზი, ბელფონდ,1970, François Ribadeau Dumas,Histoire de la magie, Paris, Belfond, 1970).

სწორედ ამ ქალაქის ებრაულ კვარტალში აცოცხლებდნენ რაბები მათ გოლემს //იქვე//. მაგრამ ფილოსოფიით დაინტერესებული 3 სტუდენტი უფრო იმუშავებს "ქალდეურ ტექსტებზე". მაშ დავიწყოთ გარჩევა 3 მიმდინარეობისა მათი საერთო ჰორიზონტის დაუვიწყებლად.

ჩვენ შეგვიძლია მაგია, კაბალა და ალქიმია ერთად დავაჯგუფოთ ზოგადი ცნება "ჰერმეტიზმის" გამოყენებით.
ერთი ბოლოდროინდელი წერილის დასასრულს ანტუან ფევრი // Antoine Faivre// ამ ცნებით აღნიშნავს მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-17 საუკუნემდე გაჩენილ აზროვნების სხვადასხვა მიმდინარეობას,მაგალითად ალქიმიას,რენესანსის "ფილოსოფია ოკკულტას"//philosophia occulta// მაგიას, ალექსანდრიულ ჰერმეტიზმს და მის ნეოალექსანდრიულ მანიფესტაციებს, და ზოგჯერ აგრეთვე ქრისტიანულ კაბალას. (Antoine Faivre, "Questions of therminology proper to the study of esoteric currents in modern and contemporary Europe", in Western Esotericism and tse science of Religion, 17th Congress of the International Association for the History of Religions, Leuven,Peeters,1998,gv.9).
მაშ უნდა განისაზღვროს აზრის 3 მიმდინარეობა და თანაც ეს 3 მიმდინარეობა პარადოქსულად უნდა ჩავთვალოთ ჩვენს მიერ ანტუან ფევრთან ერთად ჰერმეტიზმად წოდებული საერთო ჰორიზონტის გამოვლინებად.
თავიდან პირველ რიგში ვთქვთ ქალდეაზე. ქალდეადან მოდის დროის ჩვენებური დაყოფა  თვეებად, დღეებად, საათებად, წამებად, მაგრამ აგრეთვე ჩვენი ზოდიაქო, ჩვენი 360 გრადუსიანი წრე და მზის საათი(Louis Chochod,Histoire de la magie et ses dogmes,
Paris, Payot, 1949,gv.84-85, ლუი შოშო, მაგიისა და მისი დოგმების ისტორის, პარიზი, პაიო, 1949, გვ.84-85). ამბობენ რომ აბრაამს ურიდან, ევფრატის სანაპიროზე ქალდეის მთავარი ქალაქიდან, თან უნდა წაეღო კაბალაც.

"კაბალა, წერდა ლუი შოშო,არის მოსეიზმისა და ბაბილონის ტყვეობის ხანის //ძვ.წ.597// სხვა აღმოსავლური მეტაფიზიკებისათვის საერთო სისტემების ნაერთი...ის დოქტრინათა კორპუსად საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფილონისა და ალექსანდრიის სკოლის დროს//ა.წ. პირველი ს.//.// "ქალდეურ წინასწარმეტყველებათა ადგილი პლატონურ თეოლოგიაში, La place des oracles chaldaïques dans la théologie platonocienne,Colloque international de Louvain en honneur de H.D. Saffrey et L.G.Westerink, Paris,Belles Lettres,2000,gv.109-162//.

მაგრამ ქალდეა არის აგრეთვე ფოკუსის წერტილი ე.წ. ქალდეური წინასწარმეტყველებისა. მაგიური აზრის კანონი ნაწარმოებია პლატონის "ტიმეოსიდან" რომელიც წარმოადგენს ძველი,შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფიების ჰორიზონტს.

ალქიმია თავის მხრივ განვითარდა საბერძნეთში III-VI საუკუნეებში. VI საუკუნეში ოლიმპიოდორე ალქიმიაზე უკვე ლაპარაკობს როგორც კარგად ჩამოყალიბებულ მეცნიერებაზე. ალქიმია ორი,წარმართული და ქრისტიანული ფორმით გაჩმდა მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში.

უფრო მოგვიანებით ისტორიული გავლენა მოახდინა კაბალამ. გერშომ შოლემის თქმით "აღმოსავლური წყაროებით ნაკლებად ნაკვები კაბალა თავიდან გაჩნდა სამხრეთ საფრანგეთში.  ესპანეთში ის საოცრად სწრაფად აყვავდა და განვითარდა XIII-XVII საუკუნეებში. მისი კულმინაციური პუნქტია რაბი მოსე დე ლეონის ფსევდოეპიგრაფიკული წიგნი "ზოჰარი"  //XIII საუკუნის ბოლო,  C.G.Scholem,La Kabbale et sa symbolique, Pris, Payot, 1980, გვ.108 გ. შოლემი, კაბალა და მისი სიმბოლიკა).

აქვე ვაზუსტებთ რომ ალქიმიის კავშირი კაბალასთან ნაკლებად ბუნებრივია ვიდრე ამას აღნიშნავდა ზოგი მითოგრაფი და ოკულტისტი.  ბერნარდ სულერ "ენციკლოპედია იუდაიკაში" ამბობს რომ ალქიმიას და კაბალას აქვთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზნები და სიმბოლური სისტემები. რაფაელ პატაე თავის მხრივ აღნიშნავს რომ ცნება ალქიმია არ ჩანს თალმუდურ ლიტერატურაში   (Raphael Patae,The Jewish Alchemists, Princeton, Unicersity Press,1994,gv.160).

ქალდეურ წინასწარმეტყველებათა ათასწლოვანი ტრადიცია დასავლურ სწავლულ ლიტერატურაში აჩვენებს მაგიის გავლენას ცოდნისა და სიბრძნის უმაღლეს სფეროებზე.
        
ჰერმეტიზმის მამა ჰერმეს
ტრისმეგისტი
დასავლური კოსმოლოგიის ყოველი მოვლენის ჰორიზონტის სამყაროს სხვადასხვა ადგილს ქალდეური წინასწარმეტყველების შესახებ პროკლუსის კომენტარზე მეტად ადგენენ მისი მოძღვარი სირიანუსის ნაშრომები. ცენტრისკენული რიგით იქ ჯერაა ზე-ციური (supra-céleste) ,ემპირეად //empyrée// წოდებული ადგილი სადაც არის ზეგრძნობადი, არამატერიალური და ღვთაებრივი ფორმები. შემდეგ არის გარე გარსი, რომელსაც უწოდებენ ცის ზურგს. შემდეგ მოდის ცის კამარა ანუ სფეროს შიდა გარსი და ბოლოს ქვე-ციური, ცისწვეშეთი ანუ ცისქვეშა კამარა რომელიც შეიცავს მატერიას.

უმაღლესი ადგილები დასახლებულია ზეგრძნობადი,გონებით მისაწვდომი ღვთაებებით. იგე-ებს,ამკრებებს აკისრიათ პრინციპებისკენ აღმავალი სულებისთვის დახმარების გაწევა. ცისქვეშა კამარა თავის მხრივ შეიცავს მატერიის შემადგენელ ოთხ ელემენტს და სწორედ ამ " დაბალ სამყაროში" უნდა დაუპირისპირდეს სული მატერიას და მასთან დაკავშირებულ ცუდ დემონებს რომლებიც ჯერ კიდევ ავსებენ ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანების,მაგრამ აგრეთვე  აღორძინების ხანის სწავლულთა ბუნებრივ გქრემოს.

ამ დემონების რწმენა,მომდინარეობს,მაშ,ნეოპლატონური ტრადიციიდან და ეყრდნობა ფილოსოფიური და სამედიცინო ტრადიციის უდიდეს სწავლულთა კოსმოლოგიას და ფსიქოლოგიას და არა ხალხურ შიშებსა და უმეცრებას.

ალქიმია,თავის მხრივ,მრავალ ცივილიზაციაში არსებობდა უძველესი ხანიდან
(Z.R.W.M. von Martels éd. Alchemy revisited,Leiden,1990), მაგრამ ლათინურ დასავლეთამდე მან მოაღწია არაბული ცივილიზაციის სწავლული ტრადიციის მეშვეობით.

დასავლური ცივილიზაცია მაშინ გამდიდრდა გამოხდის,დისტილაციის ხერხით და გოგირდის და ვერცხლისწყლის მეტაფიზიკით,რაც დაემატა ოთხი ბერძნული ელემენტის მეტაფიზიკას( S.Matton,"Marsile Ficin et l'alchimie",in Alchimie et philosophie à la Renaissance, Paris,Vrin,1993,gv136 :

"... ვერცხლისწყლის და გოგირდის თეორია, რომელიც შუა საუკუნეების ალქიმიკოსებმა აიღეს არაბი ავტორებისგან,კარგად იყო მიღებული არისტოტელეს მიმდევართა მიერ"// მატონი აქ ეყრდნობა ჯაბირის და ავიცენას პირველწყაროებს//.

მაგრამ ლათინურმა მეცნიერებამ მიიღო აგრეთვე მრავალი ნაყალბევი. ყველაზე გავლენიანებს შორის იყო ფსევდო-გებერის //ვინც არ იყო ჯაბირ იბნ ჰაიან//  ნაწერები.

დოქტრინალურ დონეზე გარდაქცევის  (transmutation)  კონცეფციამ შეარყია ტრანსსუბსტანციის კონცეფცია,რისი შედეგიც იყო დაეჭვება მეტალურგების ხელოვნებაში და გამოსახდელი,დისტილაციის აპარატის (alambic) ექსპერიმენტში.

კაბალას წინამორბედი ალქიმია დასავლეთში შევიდა არაბული მეცნიერების თარგმნითა და შესწავლით.


ესპანეთის რეკონკისტის დროს აღმოჩენილი ალქიმია ნაწილობრივ თარგმნეს მე-13 საუკუნეში( Jacques van Lennep,Alchimie,Gand,Dervy,1985,gv.16.).

მაგრამ ესპანეთი იყო დასავლეთში ალქიმიის შესვლის უმთავრესი და არა ერთადერთი გზა.

მე-16 საუკუნე ხშირად ითვლება ალქიმიის ოქროს საუკუნედ. მეტიც,ამ საუკუნეს შეიძლება ალქიმიის საუკუნე ვუწოდოთ. მაშინ ჰორიზონტი გახსნა მრავალმა ექსპერიმენტატორმა და ექიმმა რომელთაგანაც ყველაზე სახელგანთქმული იყო პარაცელსი.

შუა საუკუნეებიდან უწყვეტად არსებული მაგია,მაშ,იფურჩქნება იმ დროს როდესაც ჯერ არ ეპარებათ ეჭვი ცისქვეშეთში დემონების არსებობაში.

მაგია მაშინ მეცნიერებაა. "ბუნებრივი მაგია, წერს პორტა,იგივე ბუნებრივი ფილოსოფია ანუ უმაღლესი მეცნიერებაა"( Giambattista della Porta,La magie naturelle, Editions de la Maisnie,
1975,gv.2).

კაბალა გამოჩნდა და კაბალისტებმა შუა საუკუნეების ყველაზე ვიზიონერი სწავლულების ყურადღება  მიიპყრეს მე-14 საუკუნის ბოლოს.

1380 წლისთვის კონსტანტინეპოლში კაბალაში განსწავლული პირველი ბერძენი სწავლული უნდა ყოფილიყო ნეო-წარმართი ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ქალდეურ წინასწარმეტყველებათა კომენტატორი გემისტ პლეთონი Gémiste Pléthon//. 

მაგრამ ებრაულ მისტიკაში და მის დემონებში განსწავლულ ინტელექტუალებს შორის ჰუმანისტების აღფრთოვანება ქალდეური სამედიცინო-ალქიმიური და რაბინული ბიბლიოთეკების ერთად დანახვით ყველაზე უკეთ გამოხატა პიკო დელა მირანდოლამ.

თუმცა უდრო ადრე უნდა ვილაპარაკოთ მარსილიო ფიჩინოზე და ალქიმიაზე.

2.
ბოლო ხანს სილვენ მატონმა აჩვენა მარსილიო ფიჩინოს ალქიმიის ისტორიაში ჩართვის აუცილებლობა.

ფლორენციის პლატონური სკოლის მოძღვარი და "ერუდიტთა პრინცი" იყვნენ იმ დროის ჰერმეტიზმის ორი მთავარი ფიგურა.

მარსილიო ფიჩინომ იქ ითამაშა უდიდესი როლი 1471 წელს ჰერმეტული კორპუსის  თარგმნით,მისი პლატონური მოძღვრებით და თეორიული ალქიმიური ნაწერებით ის გადმოსცემდა სპირიტუს მუნდის //სამყაროს სულის// მისეულ დოქტრინას .

პიკო დელა მირანდოლა თავის მხრივ არის ფილოსოფოსი რომელმაც თავის მსოფლმხედველობაში ჩართო კაბალა და ეს უკანასკნელი იქცა ბუნების ფარული კანონების ახსნის კოდად.

მაგრამ ალქიმია და კაბალა აღწევენ სხვადასხვა გზებით და მე-16 საუკუნეში ისინი ჯერ არ ეხებიან ერთმანეთს.

გაქრისტიანებული კაბალას მთავარი ფიგურაა კოსმოპოლიტური მისიის მქონე მარგინალი ინტელექტუალი გიომ პოსტელი (Guillaume Postel), სეფერ იეცირას მთარგმნელი  Valérie Neveu-ს თქმით პოსტელის ნაშრომი იყო კაბალას ცენტრალური ნაშრომი,ზოჰარის, გამოქვეყნება. პოსტელმა 15 წლის მანძილზე ორჯერ თარგმნა ეს ნაშრომი,რაც მოწმობს იმაზე რომ პოსტელის აზრში "ზოჰარს" ეკავა ცენტრალური ადგილი (Valérie Neveu, "De Guillaume Postel à Richar Simon: Zohar et autres sources hébraïques dans les  collecyons de la bibliothèque de Rouen",in Documents oubliés sur l'alchimie,la kabbale et Guillaume Postel
offerts à François Secret,Genève,Droz, 2OO1,gv.251-277).

ცოტა მოგვიანებით ბოლო დრომდე გამოუქვეყნებელ ნაშრომში ჯორდანო ბუნო იძლეოდა   მაგიის ერთ-ერთ განსაზღვრებას ექვსიოდე განსაზღვრებიდან,( G.Bruno,De la Magie, Paris,Allia,2000,gv. 7.იხ . Frances A.Yates,Giordano bruno et la tradition her-
métique,Paris,Dervy,1996, ჯ.ბრუნო,მაგიაზე,პარიზი, 2000).

მაგიის პირველი მნიშვნელობა მაგს //მოგვს// აიგივებს ბრძენთან  ბერძენი სოფისტებიდან ებრაელ კაბალისტებამდე სპარსი მოგვების ჩათვლით.

მეორე მნიშვნელობა ეხება "სასწაულებს მხოლოდ აქტიური და პასიური პრინციპების გამოყენებით,როგორც ამას ვხედავთ მედიცინაში და ქიმიაში. სწორედ ამას უწოდებენ ბუნებრივ მაგიას";

ბრუნო შემდეგ მაგიას აიგივებს ფორმულებისმრიცხვებისა და ფიგურების დამოკიდებულებების გამოყენებასთან;

მხოლოდ ბოლოსაა მაგია მიჩნეული " ზემო დემონების დახმარებით ქვედა დემონებზე ბატონობის მიზნით  გარეშე თუ უფრო მაღალი ძალების მოხმობად.... ". მაშინ ესაა  ტრანსბუნებრივი თუ მეტაფიზიკური მაგია,რომელსაც ეწოდება თეურგია.

მაგია და ალქიმია ერთმანეთს ჰგვანან მათი კვლევის საგნის,ბუნების ფარული კანონების ხასიათით (H.Védrine,"Alchimie,hermetisme et philosophie chez Giordano Bruno",in Alchimie et philosophie à la Renaissance, op.cit.gv.362:
     
ბრუნოს თანახმად ალქიმია არის ბუნებრივი მაგიის ნაწილი.  მაგია და კაბალა ამას გარდა ერთმანეთს ჰგვანან მათი ალფანუმერიული პერმუტაცია-გადაადგილებებით   
 (permutations alphanumériques) და მათ მიერ ზებუნებრივ არსთა მოხმობით.

და ბოლოს, ალქიმია და კაბალა ერთმანეთს თითქოს ნაკლებად ბუნებრივად უახლოვდებიან. ეს ხდება მოგვიანებით,ნახსენებ მიმდინარეობათა ინტეგრაციის სულ ბოლოს,როდესაც იმ ხანის ფალსიფიქატორი ავტორები იწყებენ ალქიმიის თაობაზე თხზულებათა წერას ებრაული ეზოტერიზმისთვის ტიპიური ინციაციური გადაცემის მოდელის მიხედვით.  სულერის და პატაესის ნაშრომები დაგვიანებით შეხვედრას ხსნის იმით რომ ამ ორ სისტემას აქვს განსხვავებული მიზნები.

1616 წელს ჟან-ვალენტან ანდრეამ გამოაქვეყნა ნაშრომი "ქრისტიან როზენკროიცის ქიმიური ქორწილი"( Noces Chymiques  de Christian Resencreutz).

ფილოსოფიური ქვის მიღების მსურველ ავტორს უნდა ჰქონოდა ინიციაციური გამოცხადება

რობერტ ფლადმა  //Robert Fludd// თავისი 1617 წლის Utriusque cosmi-თ თავისი წვლილი შეიტანა  ორი სისტემის კომბინაციის გავრცელებაში. აღნიშნული ორი პირველი ნაშრომი უაღრესად პოპულარული იყო და დღესაც უაღრესად პოპულარულად რჩება.

იმ ხანის ლიტერატურაში პრეცენდენტი უცნობია. ჯონ დის  Monas Hieroglyphica 1564 წელს აე ეხება ალქიმიას და მხოლოდ ორჯერახსენებს ლითონს // თეორემები XXIII და  XIV) დამბოლოს,გქმოუცდელი ყალბი ალქიმიკოსების ნაშრომი // თეორემები XVIII//; სიტყვა რომელიც თითქოს უპირისპირდება იმას რასაც  Yates წერდა დიზე:

"რენესანსის დროს  " ალქიმია",ახალი სტილი,დაუკავშირდა ახალ მაგიას და კაბალას.. დი არის ამის ერთი მაგალითი,ვინაიდან ალქიმია მასთან ხდება ინტერესთა ერთ-ერთი მთავარი ცენტრი".

ჩვენ საქმე გვაქვს ოკულტურ ჭეშმარიტებათა სამი სისტემის მეტაფიზიკურ შეხვედრასთან...

მოგვების და კაბალისტების ცა,ე.ი.10 სეფიროტის მიერ შექმნილი 4 სამყარო დასახლებულია ცოცხალი ენერგიის სხვადასხვა ფორმით // მაგ. ელოჰიმები, მთავარნაგელოზები და ანგელოზები, ელემენტალები //elementaux//, ონდინები და სხვ. ...


ჩვენ გვაქვს,მაშ,ორი სპეკულატური თეოლოგია რომლებიც ავითარებენ უხილავი,არამატერიალური,ზეგრძნობადი ფორმების ხილულ,მატერიალურ სამყაროს ფორმებთან დამაკავშირებელ რწმენას. პოპულარულ,მაგრამ პირველ რიგში და ძირითადად სწავლულ რწმენას. ეს რწმენა სულაც არაა მარგინალური.


ამ რწმენის თანახმად ადამიანს აქვს ხილულ,მატერიალურ ფორმებში ჩამალულ უხილავ,არამატერიალურ ფორმებთან ურთიერთობის უნარი და ამის ტექნიკა არაა  დასავლური ცოდნის მარგინალური ტექნიკა,პირიქით,ანტიკური ხანის შემდეგ ის ცენტრალურ როლს ასრულებს მეტაფიზიკურ პეიზაჟში:     

"ჯადოსნობა,წერდ ლიუკ ბრისონი,  შეიძლება ჩაითვალოს პროკლუსის მიერ წარმოდგენილი პლატონური თეოლოგიის მთავარ ელემენტად.


აქედანაა შუა საუკუნეების რწმენა რომელსაც არ უარყოფს აღორძინების ხანის ჰუმანიზმიც და რომლის თანახმადაც გარემომცველი ჰაერი სავსეა მოხეტიალე სულებით.  

აქედან გამომდინარე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში იქმნება სულებთან ურთიერთობის ხელოვნება...

ალქიმიკოსის ჰაერიც არაა უდაბური. როდესაც ჩვენ სილვენ მატონთან ერთად გადავიკითხავთ მარსილიო ფიჩინოს,ფლორენციელი პლატონიკოსი მოძღვრის თხზულებებს, ჩვენ თვალს ვერ ავარიდებთ როლს რომელსაც მის მეტაფიზიკაში ასრულებს სპირიტუს მუნდი.

სწორედ ამ თითქმის სხეულს,მაგრამ არა სხეულს,თითქმის სულს,მაგრამ არა სულს,ეყრდნობიან არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის და დღეგრძელობის უზრუნველმყოფელი მედიცინა,ჰიგიენა,დიეტეტიკა,არამედ ის ასტრალური მაგიაც,რომელიც იძლევა მატერიალური და ინტელეატუალური სიმდიდრის შეძენის საშუალებას ( S.Matton,"Marsile Ficin et l'alchimie",in Alchimie et philosophie à la Renaissance,Paris, 1993,გვ..146).

ამ სულს ფიჩინო შემდეგნაირად ახასიათებს:" ძალიან თხელი სხეული,თითქმის არასხეული, და თითქმის უკვე სული,და ისევე თითქმის არა-სული და თითქმის სხეული".

ჩვენ, მაშ, შეგვიძლია დავასკვნათ რომ დასავლურ მე-16 საუკუნეში მაგიის კონცეფცია ბაზისური კონცეფციაა. 

ითვლება რომ მაგია აღწერს  ბუნების ჩვენთვის ხელმისაწვდომ,მაგრამ ფარულ თვისებებს რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ბუნების ეს ფარული ასპექტი ხშირად გაიგივებულია სიცოცხლის გარკვეულ ფორმასთან ან სულთან.

თავის ნაშრომში "ბუნებრივი მაგია"  // La magie naturelle//

შარლ-გუსტავ ბურგ წერს:

"ბუნებრივი მაგიის კონცეფცია განუყოფელია მე-16 საუკუნის მენტალობათაგან.
აღორძინების,რენესანსის ხანის პრინციპია ვიტალურობა ანუ ყველაფრის დუღილი...


ა, კოირი  //A.Koïre// შესანიშნავად ამბობს თავის ნარკვევში პარაცელსზე:

" მაგია ბუნებრივია იმიტომ რომ ბუნებაა მაგიური"(Giambatista della Porta,
La magie naturelle,Editions de la Maisnie,1975,gv.VI).

მაგია მაშინ მიდის ყველანაირ ჯადოსნობამდე და სასწაულამდე. ჩვენ ვხედავთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ფიჩინოს ვიტას აზრის ამ მიმდინარეობისთვის. 

ფიჩინოს როგორც ალქიმიკოსის დანახვით ჩვენთ დავინახავთ აგრეთვე იმ გავლენას რაც მოახდინა ჰერმეტული კორპუსის სახელგანთქმულმა მთარგმნელმა და გამოჩენილმა ნეოპლატონიკოსმა.

ოკულტური ჭეშმარიტებები მაშ არის ჭეშმარიტებები ზეგრძნობადი ფორმების და  გრძნობადი სამყაროს ბუნებრივი ფორმების ფარულ შესაბამისობათა შესახებ.

3.
ამას გარდა, ანტიკური ხანიდან არის ქალდეური წინასწარმეტყველებებიდან მომდინარე სულების და ებრაული კაბალის დემონების,ბრუნოს კლასიფიკაციაში წარმოდგენილი  "მათემატიკური მაგიის" მატარებელი დემონების თანხვედრა და შეხვედრა. ის რომ პალესტინაში მე-16 საუკუნეში აყვავებულმა კაბალამ მოხიბლა დასავლელი ინტელექტუალები,შეიძლება აიხსნას ებრაული კულტურის პროგრესიული გამჭვირვალებით ლათინურობასთან შედარებით.

გერშომ შოლემის სწორი შენიშნვით 1492 წელს ებრაელების ესპანეთიდან განდევნის შემდეგ კაბალა ებრაელებისთვის იქცა მესიანური ტიპის პასუხად.

დასავლეთის სხვადასხვა დედაქალაქში ხდებოდა კაბალის სწავლება მიუხედავად იმისა რომ ზოჰარი შეიძლებოდა ყოფილიყო ფალსიფიკაცია და თალმუდი მრავალჯერ იყო დაგმობილი რომის პაპის მიერ.

იულიუს მესამემ 1533 და 1555 წლებში პავლე მეოთხემ 1555 წელს,პიუს მეხუთემ 1566 წელს და კლემენტ მეშვიდემ 1592 და 1599 წლებში გასცეს თალმუდის მოსპობის ბრძანება.
     
მიუხედავად ყოველივე ამისა გიომ პოსტელმა 1552 და 1553 წლებში ორჯერ თარგმნა და გამოსცა ზოჰარი და სეფერ იეცირაჰი, იმხანად უკვე ანიმიზმთან დაპირისპირებული ინტელექტუალები გაიტაცა კაბალას მსგავსმა ჯადოსნურმა მისტიკამ რომელიც ასწავლიდა აქამდე უცნობი დემონური ძალების მოხმობას. ეს იყო სიახლის,რომ არა ვთქვათ კომბინაციებისა და მანიპულაციების ახალი თამაშის მიმზიდველობა.
       
ბრუნო ამბობს რომ მაგიას პირველ რიგში მისდევენ ექიმები და ალქიმიკოსები. ალქიმიკოსის ჰაერში კაბალა გავრცელდა მოგვიანებით,რაც მე-17 საუკუნის დასაწყისში გააჩენს სხვა,სულიერი ალქიმიის ცნების ირგვლივ განვითარებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას რომლის ყველაზე ცნობილი ფენომენია როზენკრეიცერთა //Rose-Croix-tთა// ფენომენი.

ორმაგი გავრცელება შეიძლება შემდეგნაირად განაწილდეს: ალქიმია და მაგია იკვლევენ ერთი და იგივე ბუნების ფარულ კანონებს,მაშინ როდესაც მაგია და კაბალა ციფრების და ასოების გადასმის,ტრანსპოზიციის  (permutation) ხერხს.

ალქიმია დასავლეთში გამოჩნდა მეთორმეტე საუკუნეში და კაბალა მეთოთხმეტე საუკუნის დასასრულიდან. მაგრამ ყველაზე მეტად მე-15 საუკუნის დასასრულიდან.ალქიმიის და კაბალას კომბინირება მოხდება მოგვიანებით,მე-17 საუკუნის დასაწყისში,აღორძინების ხანის შემოდგომაზე.

ნათელია რომ ოკულტურ ჭეშმარიტებათა მატარებელი და მათ შესაბამის ეზოტერულ ტრადიციებზე დაფუძნებული ეს სამი მიმდინარეობა ერთმანეთზე ახდენდა გავლენას არა  იმიტომ რომ ისინი სუნთქავდნენ ერთი და იგივე ჰაერით,არამედ იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ამ ჰაერის მსგავსი ანიმისტური კონცეფციები.

ადამიანებმა დაივიწყეს რომ მოკვდავთა უმრავლესობისთვის ფარული მოვლენების განმხილველი ეზოტერული ტრადიციები განიცდიან ერთმანეთის გავლენას.

ყველაზე ფარული,ყველაზე საიდუმლო ჭეშმარიტება შეიძლება იყოს ის რომ სქიდუმლო ჭეშმარიტებები იოლად იცვლება ერთმანეთში ვინაიდან ვერც ერთი მათგანი ვერ ყალბდება,

აზრის ეს სამი მიმდინარეობა//ბუნებრივი მაგია,გაქრისტიანებული კაბალა და თეორიული და პრაქტიკული ალქიმია// ბატონობდა საუკუნეზე და ანტუან ფევრის  //Antoine Faivre// აზრით ისინი შეადგენენ გულს იმისა რასაც უწოდებენ ჰერმეტიზმს....
                                                               

მთარგმნელის შენიშვნა:

ამით ვამთავრებთ ამ პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ნარკვევს. ჩვენ გვასწავლიდნენ რომ აღორძინების ხანა იყო მატერიალური, ხილული სამყაროსადმი ინტერესის გამარჯვება და შუა საუკუნეების მეტაფიზიკისა და მისტიკის დამარცხება, რომ აღორძინების ხანა იყო " რეალური ადამიანის დაბრუნება რეალურ სამყაროში". 

არადა აღორძინების ხანის ადამიანისთვის სამყარო იყო სულიერი და კეთილი და ბოროტი უხილავი სულიერი ძალებით სავსე არსი.

აღორძინების ხანის ადამიანისთვის ამ უხილავ სულიერ ძალებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ადამიანის და სამყაროს ბედს. 
//თემის გაგრძელება იქნება//.

No comments: